#მშვენება
Explore tagged Tumblr posts
Text
საახალწლო სამზადისი ყველა ოჯახშია, ფუსფუსებენ დიასახლისები, უამრავი სურნელება ტრიალებს სამზარეულოში. გამოცდილი დიასახლისები გვიზიარებენ 5 ყველაზე სწრაფ, გემრიელ და მარტივ რეცეპტს საახალწო სუფრისთვის სამზადისი ალბათ უკვე დაიწყეთ, მაშინ ნაყოფიერი იქნება გაგანდოთ ტოპ სამი საახალწლო რეცეპტი: საახალწლო სურნელს დააყენებს, მისი უდიდებულესობა გოზინაყი. საახალწლო სუფრის მშვენება ნამცხვარი ,,რისი" საახალწლო სუფრას ძალიან უხდება ტოლმა, ვაზის ფოთოლში. სამარხვო და საახალწლო კერძი ბადრიჯანი ნიგვზით. საახალწლო გირჩები, მარტივი და გემრიელი საახალწლო დესერტია. #drpkhakadze #pitskhelauri #აქხარისხია გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi Read the full article
0 notes
Text
ერთხელ დავჯექი და ჩემთვის, არა სხვისთვის, დავფიქრდი და ჩამოვაყალიბე რა მიყვარს და მიზიდავს ჩემი ქვეყნისა და ჩემი ხალხის. 1. საქართველოში ყოველთვის მაოცებს ადამიანების მიერ სამყაროს რაღაც განსხვავებული აღქმა, აზროვნება, უცნაური, ბევრისათვის ცოტა გაუგებარი, ჩვევები, გრძნობით-ემოციური პალიტრა. 2. მაოცებს და მათბობს ეს ძალიან-ძალიან თბილი შეგრძნება, რომ თითქოს ჩვენ ყველა ერთი გვარისა ვართ, ერთი პატარა ქვეყნის შვილები თუ ერთი სუფრის წევრები, რომ თითქოს სულ გუშინ ვიქეიფეთ ძალიან ტკბილად ერთ სუფრასთან, ერთ ვიმღერეთ “მრავალჟამიერი”, ერთნი და განუყოფელნი ვართ აწ და მარადის. რა თქმა უნდა, დიდ ქვეყანაში ასეთ რამეს იმდენად ვერ იგრძნობ. 3. საოცრად მიყვარს ჩვენი ბუნება, ჩვენი კავკასიონი. კი, ეს ჰიმალაები არ არის, არც შვიდიათასმეტრიანი მწვერვალებით შემართული ქედები არაა. მაგრამ როცა კავკასიონს უყურებ, უპირობოდ გეუფლება განცდა, რომ ეს მეფეების მთებია, ფანტასტიური მთებია. მგონი, ეს სიტყვაც მეზედმეტება. ვიტყვი უბრალოდ: ეს მთებია! 4. საქართველოში (ჩამოთვლა რომ დაიწყო), თითქოს არაფერია ისეთი განსაკუთრებული, გრანდიოზული, რითაც სხვა ქვეყნის შვილს გააოგნებ, თუმცა ყველაფერი იმდენად უბრალოდ, გემოვნებით, მშვენებით არის შეკაზმული დედა-ბუნებაში, რომ იტყვი – აი მიწა, აი, მართლაც უფლის სავანე. 5. კი, ჩვენს ხალხს ბევრი სახასიათო ხარვეზი აქვს, მაგრამ აქვს ტრადიციული ცოდნა, წაულეკავი ადამიანობა, სიყვარული, გვერდში დგომა, სიშმაგე, სამხრეთული ტემპერამენტი, კლანური თანადგომა. 6. ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ არაა გათელილი კაპიტალიზმით, არ არის ათვისებული, აღმოჩენილი ბოლომდე, არ არის გამოწურული ბოლომდე, როგორც კოლონია. 7. ჩვენთან არ არის დასახლების დიდი სიმჭიდროვე, რაც ზრდის ადამიანების პიროვნულ ინდივიდუალობას, ტრადიციულ კულტურაზე და ენაზე მიჯაჭვულობას. 8. მიყვარს და მაოცებს საქართველოს ღვინის კულტურა, რომელზეც უსასრულოდ, ჟინითა და ეიფორიით შეიძლება საუბარი. 9. მიყვარს და მაო��ებს ჩვენი ცეკვები, ჩვენი ჰანგი, ჩვენი მუსიკალობა, მელექსეობისაკენ მიდრეკილება. 10. საოცრად მიყვარს და ყოველთვის მეყვარება ქართული სტუმართმოყვარეობაა. როცა უყვართ და უხარიათ სტუმრის მიღება, მისი გახარება, როცა უნებურად აქვთ და უჩნდებათ სურვილი უცხოს დახმარებისა და მისთვის ხელისგაწვდისა. როცა უნდათ, რომ აჩვენონ რა ღირსეული სამშობლოსა და ხალხის შვილები არიან. 11. მაოცებს სულის აღმაფრენა, ღვთისნიერება და ბევრი უბრალო ადამიანის მეფური კეთილშობილება. 12. ფანტასტიურად დახვეწილია ჩვენი სამზარეულო! ერთი შეხედვით, თითქოს ერთი აზიური, ცხიმიანი საკვებით გაჯერებული სამზარეულოა, თუმცა ყველაფერშია გემოვნება, სინატიფე, არომატების თამაში და ეს ყველაფერი ისეთი აზარტული, დამატყვევებელია, რომ ისევ და ისევ ხვდები – საქმე მართლაც რაღაც განსაკუთრებულთან გაქვს! 13. საქართველო არაა მდიდარი ქვეყანა, მაგრამ თუნდაც ამ ხელმოკლეობაში ჩვენ მაინც თითქოს არაფრიდან ვახერხებთ შევქმნათ მარგალიტები. და მე ეს მაოცებს – ჩვენ ვახერხებთ სილამაზე არა სიმდიდრით, არამედ ჩვენი სულიერი ძალით შევქმქნათ! 14. და, ყველაზე მეტად, რაც მიყვარს და ვაფასებ, ეს ჩვენი ურთიერთობია. ის თუ როგორ უყვართ საქართველოში, როგორ უყვარდებათ, როგორ ელოდებიან და როგორ ენატრებათ!
გფარვდეთ უფალი!
This slideshow requires JavaScript.
რა მიყვარს ჩემი ქვეყნისა (ჩანაწერი #28) ერთხელ დავჯექი და ჩემთვის, არა სხვისთვის, დავფიქრდი და ჩამოვაყალიბე რა მიყვარს და მიზიდავს ჩემი ქვეყნისა და ჩემი ხალხის. 1. საქართველოში ყოველთვის მაოცებს ადამიანების მიერ სამყაროს რაღაც განსხვავებული აღქმა, აზროვნება, უცნაური, ბევრისათვის ცოტა გაუგებარი, ჩვევები, გრძნობით-ემოციური პალიტრა. 2. მაოცებს და მათბობს ეს ძალიან-ძალიან თბილი შეგრძნება, რომ თითქოს ჩვენ ყველა ერთი გვარისა ვართ, ერთი პატარა ქვეყნის შვილები თუ ერთი სუფრის წევრები, რომ თითქოს სულ გუშინ ვიქეიფეთ ძალიან ტკბილად ერთ სუფრასთან, ერთ ვიმღერეთ "მრავალჟამიერი", ერთნი და განუყოფელნი ვართ აწ და მარადის. რა თქმა უნდა, დიდ ქვეყანაში ასეთ რამეს იმდენად ვერ იგრძნობ. 3. საოცრად მიყვარს ჩვენი ბუნება, ჩვენი კავკასიონი. კი, ეს ჰიმალაები არ არის, არც შვიდიათასმეტრიანი მწვერვალებით შემართული ქედები არაა. მაგრამ როცა კავკასიონს უყურებ, უპირობოდ გეუფლება განცდა, რომ ეს მეფეების მთებია, ფანტასტიური მთებია. მგონი, ეს სიტყვაც მეზედმეტება. ვიტყვი უბრალოდ: ეს მთებია! 4. საქართველოში (ჩამოთვლა რომ დაიწყო), თითქოს არაფერია ისეთი განსაკუთრებული, გრანდიოზული, რითაც სხვა ქვეყნის შვილს გააოგნებ, თუმცა ყველაფერი იმდენად უბრალოდ, გემოვნებით, მშვენებით არის შეკაზმული დედა-ბუნებაში, რომ იტყვი - აი მიწა, აი, მართლაც უფლის სავანე. 5. კი, ჩვენს ხალხს ბევრი სახასიათო ხარვეზი აქვს, მაგრამ აქვს ტრადიციული ცოდნა, წაულეკავი ადამიანობა, სიყვარული, გვერდში დგომა, სიშმაგე, სამხრეთული ტემპერამენტი, კლანური თანადგომა. 6. ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ არაა გათელილი კაპიტალიზმით, არ არის ათვისებული, აღმოჩენილი ბოლომდე, არ არის გამოწურული ბოლომდე, როგორც კოლონია. 7. ჩვენთან არ არის დასახლების დიდი სიმჭიდროვე, რაც ზრდის ადამიანების პიროვნულ ინდივიდუალობას, ტრადიციულ კულტურაზე და ენაზე მიჯაჭვულობას. 8. მიყვარს და მაოცებს საქართველოს ღვინის კულტურა, რომელზეც უსასრულოდ, ჟინითა და ეიფორიით შეიძლება საუბარი. 9. მიყვარს და მაოცებს ჩვენი ცეკვები, ჩვენი ჰანგი, ჩვენი მუსიკალობა, მელექსეობისაკენ მიდრეკილება. 10. საოცრად მიყვარს და ყოველთვის მეყვარება ქართული სტუმართმოყვარეობაა. როცა უყვართ და უხარიათ სტუმრის მიღება, მისი გახარება, როცა უნებურად აქვთ და უჩნდებათ სურვილი უცხოს დახმარებისა და მისთვის ხელისგაწვდისა. როცა უნდათ, რომ აჩვენონ რა ღირსეული სამშობლოსა და ხალხის შვილები არიან. 11. მაოცებს სულის აღმაფრენა, ღვთისნიერება და ბევრი უბრალო ადამიანის მეფური კეთილშობილება. 12. ფანტასტიურად დახვეწილია ჩვენი სამზარეულო! ერთი შეხედვით, თითქოს ერთი აზიური, ცხიმიანი საკვებით გაჯერებული სამზარეულოა, თუმცა ყველაფერშია გემოვნება, სინატიფე, არომატების თამაში და ეს ყველაფერი ისეთი აზარტული, დამატყვევებელია, რომ ისევ და ისევ ხვდები - საქმე მართლაც რაღაც განსაკუთრებულთან გაქვს! 13. საქართველო არაა მდიდარი ქვეყანა, მაგრამ თუნდაც ამ ხელმოკლეობაში ჩვენ მაინც თითქოს არაფრიდან ვახერხებთ შევქმნათ მარგალიტები. და მე ეს მაოცებს - ჩვენ ვახერხებთ სილამაზე არა სიმდიდრით, არამედ ჩვენი სულიერი ძალით შევქმქნათ! 14. და, ყველაზე მეტად, რაც მიყვარს და ვაფასებ, ეს ჩვენი ურთიერთობია. ის თუ როგორ უყვართ საქართველოში, როგორ უყვარდებათ, როგორ ელოდებიან და როგორ ენატრებათ! გფარვდეთ უფალი!
#ადამიანები#ემოცია#ემოციები#ენა#მამული#მართლმადიდებელი#მშვენება#მშვენიერი#პატრიოტი#პატრიოტიზმი#რწმენა#სამშობლო#სარწმუნოება#ტრიუმფი#ტურიზმი#ქართველები#ქართველი#ქართული#ჩემი#ჩემი საქართველო#ჩემი სიყვარული#ჩემი ქვეყანა
0 notes
Text
Paragraph Resort & Spa Shekvetili
Paragraph Resort & Spa Shekvetili
რადგან თითქმის ყველა სასტუმროს რევიუები და ამბები მაქვს მოყოლილი სადაც კი დამისვენია, გადავწყვიტე არც პარაგრაფი იყოს გამონაკლისი, მითუმეტეს რომ ძალიან სასიამოვნოდ გავოცდი როცა ასეთი მშვენება ვნახე საქართველოში. პარაგრაფში 4 დღე ვიყავით, ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით და აუცილებლად მინდა გირჩიოთ, განსაკუთრებით ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, რომ დასასვენებლად სამუშაო დღეები შეარჩიოთ. იმხელა განსხვავება…
View On WordPress
#paragraph#paragraph georgia#paragraph hotel#paragraph resort#paragraph resprt and spa#paragraph shekvetili#დასვენება#დასვენება შეკვეთილში#პარაგრაფი#პარაგრაფი შეკვეთილი#სასტუმრო#სასტუმრო პარაგრაფი#საუკეთესო სასტუმრო#შეკვეთილი
0 notes
Text
ვაშლის უამრავი ნამცხვარი არსებობს. ამ ხილის გამოყენების სხვადასხვა მრავალი ხერხიც არსებობს. დღეს ჩვენ რაღაც განსაკუთრებულს შემოგთავაზებთ, ვაშლის ღვეზელი განსხვავებული რეცეპტით ვაშლის ღვეზელი პირდაპირ გულში ჩაგივარდებათ! ეს დესერტი ჩაის სუფრის მთავარი მშვენება იქნება. განუმეორებელი გემოს გარდა, ნამცხვარი განსაკუთრებული არომატითა და მომზადების სიმარტივითაც გაგახარებთ. არაჟნის წყალობით, ღვეზელი კიდევ უფრო მადისაღმძვრელი ხდება. ინგრედიენტები - 200 გ ფქვილი - 125 გ კარაქი - 5 ცალი კვერცხი - 200 გ შაქარი - მწიკვი მარილი - 12 გ ვანილის შაქარი - 3 ჩ. კ. გამაფხვიერებელი - 3 ს. კ. ნაღები - 50 მლ ლიმონის წვენი - 200 გ არაჟანი - ერთი ს. კ. შაქრის პუდრა - 600 გ ვაშლი მომზადება 1. ერთმანეთს შეურიეთ კარაქი, მარილი, 125 გ შაქარი და ვანილის შაქარი. 2. შეაზილეთ 3 ცალი კვერცხი მორიგეობით, შემდეგ თანდათან დაამატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. ჩაამატეთ ნაღები და მოზილეთ ცომი. შემდეგ გადაიტანეთ საცხობ ფორმაში, რომელსაც ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი ექნება ჩაფენილი. 3. ვაშლი გაფქვენით, გაჭერით 4 ნაწილად და ამოაჭერით გული. შემდეგ უფრო თხელ ყანწებად დაჭერით. მოასხით ლიმონის წვენი. ცომზე დაალაგეთ ვაშლის ნაჭრები, ოდნავ დააწექით და შემდეგ შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 12 წუთით. 4. ცალკე ჯამში შეურიეთ არაჟანი, დარჩენილი კვერცხი და შაქარი. ღვეზელი გამოიღეთ ღუმელიდან, მოასხით მას არაჟნის მასა და კვლავ შედგით. გამოაცხეთ 50 წუთით. ნამცხვარი ნამდვილად სადღესასწაულოდ გამოიყურება. უმჯობესია, ეს დესერტი მიირთვათ ცხელი სახით. ძალიან მოუხდება ვანილის ნაყინიც. მიირთვით გემრიელად! რეცეპტი კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს. გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi Read the full article
0 notes
Text
ქართული სუფრის მთავარი ხიბლი
ქართული სუფრის მთავარი ხიბლი -ტრადიციები კერძები და სტუმარ- მასპინძლობა ქართული სუფრა და მისი მთავარი ხიბლი მოიცავს არა მხოლოდ გემრიელ კერძებსა და ღვინოს, არამედ დიდ კულტურულ ტრადიციებსა და ღირსებებს. სუფრა სიმბოლოა ქართული სტუმართმოყვარეობისა, ერთობისა და პატივისცემის. მოდით, განვიხილოთ ის ძირითადი ელემენტები, რომლებიც არის ქართული სუფრის მშვენება. ტრადიციული კერძები ქართული სუფრის მთავარი ღირსება მისი მრავალფეროვანი და ტრადიციული კერძებია. კახური ხაჭაპური, აჭარული ხაჭაპური, ხინკალი, ხარჩო, საცივი და ბაჟე ქართული სუფრის გან��ყოფელი ნაწილია. ამ კერძებს განსაკუთრებული გემო და სურნელი აქვთ, რაც საუკუნეების განმავლობაში შემუშავებული რეცეპტების შედეგია. ღვინო და თამადობა ღვინო ქართული სუფრის სული და ხასიათია. საქართველოში ვაზისა და ღვინის წარმოება ჯერ კიდევ უძველესი დროიდან დაიწყო და დღესაც, ქართული ღვინო მსოფლიოს მასშტაბით ცნობილია. სუფრაზე თამადა - მთავარი მასპინძელი, პასუხისმგებელია ჭიქის შევსებასა და სადღეგრძოლელოებზე. ის აყალიბებს სუფრის ტონს და ამასთანავე, ზრუნავს სუფრაზე მყოფი სტუმრების განწყობაზე. პურ-მარილი და სტუმართმოყვარეობა ქართული სუფრა ყოველთვის მხიარულ, სითბოს და სიყვარულით სავსე გარემოში იმართება. პურ-მარილი და სტუმართმოყვარეობა ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. მასპინძლები ცდილობენ, რომ სტუმრებს მაქსიმალურად კომფორტულად და სასიამოვნოდ იგრძნონ თავი. ტრადიციები და რიტუალები ქართული სუფრა მდიდარია ტრადიციებითა და რიტუალებით. სუფრის დროს სრულდება სხვადასხვა სადღეგრძელოები, რომლებიც გამოხატავენ პატივისცემას, სიყვარულს, ერთგულებას და ქვეყნის სიყვარულს. ასევე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ოჯახის და მეგობრების ერთობას, რაც სუფრის გამორჩეულ ელემენტს ქმნის. ქართული სუფრა არა მხოლოდ საჭმლისა და სასმელის მიღების პროცესია, არამედ ეს არის დიდი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც აერთიანებს ადამიანებს, ავითარებს ურთიერთობას და ამაღლებს განწყობას. სუფრის მშვენიერება და სიდიადე ტრადიციებში, ქართულ ღვინოსა და კერძებშია, რაც თაობიდან თაობას გადაეცემა და ყოველთვის შთამბეჭდავ ატმოსფეროს ქმნის. კითხვის გაგრძელება #drpkhakadze #pitskhelauri https://www.bbc.co.uk/food/recipes გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi Read the full article
0 notes
Link
0 notes
Link
0 notes
Link
0 notes
Link
0 notes
Text
სიყვარულის წერილი (ჩანაწერი #25)
დღევანდელი ჩანახატი დავიწყოთ უბრალო კითხვით. ბოლო დროს როდის, რამდენჯერ და ვის უთხარით სიტყვები: „გამარჯობა, ჩემო სიხარულო!“ (ან „…, ჩემო სიყვარულო!“)?
რატომღაც (და საიდანღაც 🙂 ) უკვე წარმოვიდგინე თქვენი სახის უკმაყოფილო გამომეტყველება და აზრიც კი მომესმა, რომ… „კარგი რაააააა…“, „ისეთი (ან ესეთი) ცხოვრებაააა…“, „არაფრის ხალისი აღარ აქვს ადამიანს…“, რომ იშვიათად გამოგდით ბოლო პერიოდში ეს, რომ თქვენ…
View On WordPress
#ადამიანობა#ალერსი#ემოციები#მონატრება#მოფერება#მშვენება#მშვენიერი#სითბო#სიკეთე#სილამაზე#სინათლე#სიტკბოება#სიტ��ვები#სიყვარული#სიყვარულის წერილი#სულიერი#ფერება#ფერები#ფერი#წერილი
0 notes
Video
youtube
ნეკრესის მონასტრის მშვენება მარტის უკანასკნელი დღე მართლაც საოცრად ლამაზი და დასამახსოვრებელი იყო - ვეწვიე კახეთის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და იდუმალ ადგილს, რომელსაც ჰქვია ნეკრესის მონასტერი.
0 notes