#ჩემი სიყვარული
Explore tagged Tumblr posts
bluessoull · 29 days ago
Text
Tumblr media Tumblr media
რაჭა ჩემი სიყვარული
5 notes · View notes
mariamiikh · 1 year ago
Text
Tumblr media Tumblr media Tumblr media
ჩემი მარადიული სიყვარული 🫶🏻
12 notes · View notes
meromvaris · 9 months ago
Text
ცუდი გრძნობები
უყვარდი და ახლა რომ, ეზიზღები და არცერთი შენი ბრალი არაა
საჭმელში ბეწვი
ლოდინი ამაოდ
ბევრს რომ აკეთებ და ცოტას გიხდიან
ურთიერთობა სოციუმთან რომელიც არასდროს გინდოდა
ჭკუას რომ გარიგებს ის ვინც ყველაფერი დაანგრია
მოძულე ადამიანებთან ლაპარაკი
კბილის ტკივილი უწამლობისას
საავადმყოფოში წოლა სახლიდან 4000 კი��ომეტრში
პრესკონფერენციების მოსმენა
იმედგაცრუებების გახსენება
უმადური ადამიანი
დექსამეტაზონის გაკეთება კოვიდის დროს
რომ გეჩქარება იქ სადაც არ გინდა გეჩქარებოდეს
სიყვარული
ქუჩის ძაღლების ჯოგი (ერთხელ მე ვუკბენ)
ტყუილი რომლის მიზანი ჩემი წყენაა
ნაგვის სუნი
მიწას რომ თხრი და კიდევ გიყვირაინ მიდი თხარე
უფულობა
რამდენი კიდევ... კარგი მეტია
3 notes · View notes
sevdanarevi · 2 years ago
Text
შენ
სამწუხაროდ გვიან მიხვდები რომ შენ ცხოვრებაში
ყველაზე დიდი შეცდომა ჩემი დაკარგვა იყო ან შეიძლება უკვე
მიხვდი,თუმცა ამას,როცა საკუთარ თავთან აღიარებ
განადგურდები.
ჩემი დაკარგვის,ჩემი გულისტკენის სინანული შენში
გამოიწვევს იმაზე დიდ ტკივილს,ვიდრე ჩემგან ნაჩუქარი
სიყვარული იყო.
ტკივილი შენში ფეხის
თითებიდან შემოვა,მუხლებზე ამოგაცოცდება,მუცელში
პეპლებს დაგიხოცავს,ყელამდეც ამოვა. ყელში წაგიჭერს და
აღარასდროს მოგცემს უფლებას ჩემი დაკარგვა მშვიდად
გადაიტანო.
სინანული სრულიად გარემოიცავს შენს სულს და ნელ-ნელა
მიგახვედრებს რომ მე ვიყავი ის,ვინც არასდროს უნდა
დაგეკარგა. თავს იმით გაიმართლებ,რომ შენ ჩემთვის
ზედმეტად ცუდი იყავი ან მე ვიყავი შენთვის ზედმეტად კარგი
და ეს იქნება არა გულწრფელი აღიარება,შენ ეს აღიარებაც
ვერ მოგგვრის სიმშვიდეს.
კვლავ მოგინდება ჩემთან და მოძებნი გზებს ჩემამდე
მოსასვლელად,ყველა გზის ბოლოს მიხვდები,რომ არც ერთი
გზა,არც ერთი ქუჩა ჩემამდე აღარ მოდის.
შენ გვიან მიხვდები,რომ სამუდამოდ დაკარგე ის
ადამიანი,რომელსაც მთელი თავისი გული შენს ხელისგულში
ჰქონდა მოქცეული.
მოგინდება რამე შეცვალო,თუმცა აღარასდროს არაფერი
შეიცვლება. შეიცვლება მხოლოდ განცდები, ემოციები და
გრძნობები.
შენ ისე მოგენატრები რომ ყველა ახალ ადამიანში
მე დამიწყებ ძებნას,იქნებ ასე
მაინც გადარჩე.
ყველას ღიმილში,თვალებში,მიმიკებში მომძებნი,რათა ისევ
შემომეკედლო,ისევ შეგისისხლხორცო,მაგრამ შენ გვიან
მიხვდები, რომ მე არავის ვგავდი,ვიყავი ერთი და ვი��ავი
შენთვის და როცა დამკარგე,როცა შენგან გამიშვი,როცა
საკუთარ დარდებთან მარტო დამტოვე მაშინ გაწყდა ყველა
ძაფი,რაც ერთმანეთთან გვაკავშირებდა.
მე ისეთი სხვანაირი გავხდი,ისეთი ტკივილებიანი თვალები
გამიხდა და ღიმილს ისე ოსტატურად ვიყენებ ტკივილის
დასაფარად,რომც მიპოვო ვერ მიცნობ და გვერდს ამივლი.
ნურსად ნუ მეძებ,ვერსად მიპოვი.
ყოველ ღამე მონატრება შემოვა შენში და მასთან მოგი��ევს
ბრძოლა. შენ მოგინდება დაამარცხო იგი,მაგრამ მონატრება
ძლიერი იქნება.
და
რომ გცოდნოდა რა გაუსაძლისად მენატრებოდი ყოველ ღამე,
ჩემი მონატრება გეტკინებოდა.
მე
და შენ ერთმანეთი არ უნდა დაგვეკარგა. ამ სამყაროში
ჩემთვის ამაზე დიდი სიმართლე არ არსებობს,მაგრამ იქნებ
ერთხელ მადლობაც კი გითხრა მიტოვებისთვის...
18 notes · View notes
thebluestranger-13 · 2 years ago
Text
იქნებ სამყაროსაც სჭირდება ხანდახან ჩვენგან სიყვარული?
თინეიჯერობაში ვფიქრობდი, უბრალოდ მეტი სენსიტიურობის, ემოციურობის, ჰორმონების და უბრალოდ ჩემი წლოვანების ბრალი იყო, როცა სხვის ბოროტებაზე, უგუნურებაზე და გაუაზრებლად დახარჯულ სიტყვებზე ჩემს გულს რაღაც უცნაურობები ემართებოდა. თითქოს პატარა, წვრილი და მწარე ისარი პირველი მანდ მხვდებოდა, მერე სისხლით ყველა ორგანოს შემოივლიდა და ბოლოს მთელ სხეულს ერთიანად ტკიოდა.
ახლა უკვე მგონია, რომ ასაკი აღარაფერ შუაშია და ჩემი თვისობრივად სხვანაირად მოწყობილი ტვინი განსხვავებულად მართავს ჩემს არსებასაც. ახლა შევეგუე, რომ ყოველი ცარიელი, უსიყვარულო ადამიანის ჭურჭელთან შეხვედრისას, ცოტახნით მაინც მეც ვქვრები.
ბრაზი ზედმეტად პრიმიტიული ემოციაა იმისთვის, რომ ნამდვილ ბოროტებაზე რეაქციად ეგ ფორმირდეს ჩემში. წყენას და იმედგაცრუებას ვგრძნობ, როცა ადამიანს შეუძლია ისედაც ენით აღუწერელ ტრაგედიაში მყოფი მეორე თავისივენაირი ადამიანი სასიკვდილოდ გაწიროს მის უბედურებაზე ღიმილით, უარესის სურვილით და მისი დანაკარგის ზეიმით. ისე მწყინს, გეგონება მე მღალატობდნენ. თითქოს, ჩემი ახლობლები იყვნენ და მრცხვენოდეს იმის, რამდენად შორს არიან სიკეთისგან, სიყვარულისგან, სამყაროს საერთო გონისგან და მინდება ძალიან მაგრად, მჭიდროდ, ტკივილამდე ჩავეხუტო. იქამდე, სანამ მისი გული ხელახლა ძგერას არ ადიწყებს და არ გაიაზრებს რა თქვა, რა ქნა და რა ხდება.
მიუტევე, რამეთუ არა იციან რას იქმანო - ვერ გაბრაზდები ადამიანზე, რომელიც ვერ ხედავს, რომელიც ვერ იაზრებს, რომელსაც არ ესმის და თუკი სიტყვებს აზრი აღარ აქვს, იქნებ უკანასკნელმა პეშვმა სიყვარულმა უშველოს ამ მდგომარეობას?
რამდენად საბრალოა არსება, რომელსაც პატარა ბავშვების, უმწეო ცხოველების, საყვარელი ადამიანების დაკარგვით გამწარებული ადამიანების ნახვა უხარია?.. და რამდენად სევდიანია რეალობა, რომელშიც ასეთი დამახინჯებული არსებები სხვებსაც ამახინჯებენ, შედეგად კი ე.წ საზოგადოებას ქმნიან. მეცოდება მსროლელიც და დაჭრილიც, მაყურებელიც და ყველა ცოცხალი, რომელიც ამ საერთო სიგიჟეში მოვყევით, ან სულაც თავად ავაგეთ. არ ვარ დარ��მუნებული, რომ სწორი გრძნობაა ეს, თუმცა ნამდვილია და ერთადერთი რაც მადარდებს ისაა, რომ არ ვიცი, რანაირად შეიძლება სიყვარული ელექტრო შოკად გამოიყენებოდეს და თუ ეს ამოვხსენი, მერე რამდენი ხანი, რამდენი ადამიანისთვის მეყოფა მე ის..
9 notes · View notes
gvirilagogo94 · 10 months ago
Text
იჰრიდი.
რაღაცას, ვფიქრობდი. ფიქრებზე მქონდა გაშლილი, ფიქრის დიაპაზონთა ფართე ასორტიმენტი და სულ რიგ-რიგობით და რიგის შეთანხმების გარეშე, გადმომყავდა მოგონებათა სკივრიდან ერთმანეთზე უფრო, კარგი ადამიანები, რომლებზე ��ერასაც, ჩემ ღრმად პატივცემულ თავს, შევპირდი ერთ მშვენიერ დღეს.
ისე, ეგ ერთი მშვენიერი დღეც და ის წინა მშვენიერი დღეც. მაინცდამაინც გაზაფხულზე იცის ხოლმე.კარმასავით აჩემებული და კარმასავით დაჩემებული.
ჩემს ბლოგს სიყვარუი ჰქვია. გვირილა გოგოობასთან ერთად და მოგონებათა სენტიმენტების, ნამსხვრევებს ინახავს.
ახვეტილებს ერთიანად - თავის აქანდაზებითურთ.
რამდენი თემაა.
ყველა ერთმანეთზე მძაფრია და ყველა ერთმანეთზე უფრო საინტერესო, სასიამოვ��ო კი , მაინც
პრიორიტეტების მიხედვით ნაწილდება (ჩემთვის პირდად)
"პრიორიტეტ დაულაგებელმა ხალხმა წამშალეთ"
პრიორიტეტ დალაგებულებმა - თქვენის პრიორიტეტების რიგითობის პრინციპი გამიზიარეთ, როცა მე ამნის მოსმენის სურვილი და თქვენ გაზიარების საშუალება გექნებათ. (ეს ისე, ცნობისათვის )
მე წავალ, ჩემს ბოზ მამიდას მივხედავ და საკუთარ პრიორიტეტებში, ისედაც გარკვეული- გადახარისხების ამბებს , გავარკვევ, დაჯამებების შემდეგ.
ჰოდა, ახლა , ის მოცემულობა იყო, აი სადაც რომა რომ {დ
ჩემი ბლოგის სახელს რომ შევუჭიჭინე.
სიყვარული იმ თავითვე და დასაბამიდანვე, პრიორიტეტში დგას.
იმიტომ რომ ფუნდამენტია. აბსოლუტის არსის რაობაა.
თემა კიდევ, მართლა ძალიან ბევრია.
აი დროის ხარჯვა კიდევ, რესურსის გაქნევაა. თან ყველაზე ძვირფასის.
მადლი, უფალს ჩემი ფუჭად გაფლანგული დრო, სულ ლენონის დიაპაზონში მაქვს გააზრებული.
ახლა. იმაზე მინდოდა დაფიქრება, სიყვარულის ჩაჩოჩების პრიორიტეტი, რამდენად რელევნატური იქნებოდა და...
თუ ჩვენ არა, მაგ ცხოვრებაში ჩვენზე ძვირფასი რა ჩაატიეს, პასუხს, თუკი ოდესმე გამიზიარებ, აუცილებლად გაგიგებ )თან მეცოდინება და .. თან მანამ სანამ აუმოხსნელი მაინტერესებს,
აგერ კიდევ, რამდენიმეა ვინაც რომ, შენსავით ჩააჩოჩიალა პრიორიტეტბში.
ჯერ ჩემ თავთან , ის კითხვა მაქვს , სადაც რომ შეკითხვები აღარ მქონდა.
ახლა ისევ კითხვა დამებადა.
პრიორიტეტების რიგითობის დიაპაზონი?
ნების თავისუფლება.
სასწაულების რომ მჯერა ეგ ჩემი ნების თავისუფლებაა- იმიტომ რომ ვრსებობ მე კიდევ თვითონ სასწაული ვარ და ხეპრეებს სად გიმტკიცოთ , მეზარება )
შიშის შიშზე ვფიქრობდით მე და ჩემი ოცდაცცხრავე (დავრასსკლადდით, სხვათაშორის)
��ხლა კიდევ , სიყვარულით თუ უსიყვარულობითის , პლიუსები და მინუსები უნდა ჩამოვწეროთ,
მანამდე კიდევ, სანამ გვიყვარდა, როცა გვიყვარდა და როგორც გვიყვარდა, პლუსების სასარგებლოდ ერთ ცალ ფუფუას უნდა შევუფარდოთ?
რავი, ფუფუასაც ხო გააჩნია,
ეგ კი არადა, სიცოცხლე იყო თვითონ ბოლო სერიაში გვიანი სიყვარული კი, არა
თუმცა მაინც, სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი , როგორც ყვავიოლი შემოდგომის ხშირად პირველს ჯობს.
დასაბამიდან მოვდიოდით.
ჩვენ შორის ყველაზე ძლიერი ლევიოფანმა შეჭამა.
ემსუყა ლევიოფანს და დასაბამში დამაბრუნაო გაიფიქრა.
სად იყო და სად არა, იჰრიდმაც გადმოაჭენა, მელნით მოთხვრილი ფურცლის კიდიდან და შეხვდნენ ერთმანეთს:
მთაც და მუჰამედიც.
ალიც და კესანებიც ერთად აყვავდნენ, მოსეს მაყვლის ბუჩქთან ერთად.
ნინოც, მოდიოდა მთებით და ღრუბლებში ოკეანეებიდან ამონასუნთქი შავი ოქროს ორთქლში თეთრ ოქროთა ცრემლებად ქცევის დიაპაზონებს ეფარდებოდნენ , გაქვავებულთა შეფარდებებში.
ქვები კი ხევებსაც იჩემებდნენ და სუნთქვითაც სუნთქავდნენ, ადამიანები კი მაინც უსულოებს ვეძახდით.
და რადგან მცენარენიც სულიერებად ითქმიან., ვაჟაც ეყო ეპოქას.
დღეს ჩიტს თხილი ვაჭამე - ჭამა.
3 notes · View notes
phoenixxneo · 1 year ago
Text
გავიღვიძე.
ისე მტკიოდა სხეული, როგორც ახალშობილს ფილტვები, დღეს სულიერად კიდევ ერთხელ დავიბადე. ცხოვრების უზარმაზარ ფურცელზე, საშინლად აჭრელებულ, დაჯღაბნილ ფურცელზე კიდევ ერთხელ დაიწერა ახალი სიტყვები ლამაზი კალიგრაფიით. არ არსებობს ცხოვრების ახალი ფურცელი, მჯერა მხოლოდ ერთი ფურცლის რომელზეც ყველაფერი იწერება და ერთმანეთთან აქვთ კავშირი. ამ ფურცელზე თუ ყველაფერი ლამაზად წერია ერთი გაფუჭებული წარწერაც თვალშესაცემია, ცუდად ჩანს და პირიქით თუ სულ ნაჯღაბნებია ლამაზი ნაწერი თითქოს ანათებს, იმედისმომცემად იხატება.
მიუხედავად ჩემი დიდი მონდომებისა, სურვილისა თუ მცდელობებისა დიდად ლამაზი ნაწერებით არ გამოირჩევა ჩემი ცხოვრების ფურცელი. ყველაფერია მასზე გადასხმული ჩაი, ყავა, ტკივილები, დიდი ტკივილები, იმედგაცრუებები, სიხარული, სიყვარული, ბედნიერება, უბედურება.. ცხოვრებაში ყველაფერს გამოცდი და ბოლოს ცარიელდები, თითქოს ისე მძაფრად ვეღარც ბედნიერებას გრძნობ როგორც პირველად, ვეღარც ტკივილს და უბედურებას, ვეღარც ორგაზმს. ცხოვრობ ასე ნაკლებად ბედნიერი, ნაკლებად უბედური, ნაკლებად ნასიამოვნები, გაფერმკრთალებული. შენს თავს უამრავ კითხვას უსვამ და პასუხებიც ნახევრად გაკმაყოფილებს.
ნელ-ნელა სწავლობ როგორ გააერთიანო, ერთ პატარა ნაჭუჭში მოაქციო შენი ტკივილი და ხვდები რომ სადღაც მე12 ნეკნთან გრძნობ. გრძნობ როგორ გტკივა, გარეთ არ გამოდის იმდენად ღრმად აქვს გადგმული შენში ფესვები სუნთქვითაც კი მძიმედ სუნთქავ. მთელ სხეულს უჟანგბადობასავით ედება შემდეგ ისევ ნაჭუჭში ექცევა და ასე დაუსრულებლად მე12 ნეკნიდან მთელ სხეულამდე. უკვე შეტევები რომ ვეღარ განგრევს და ვეღარ გმართავს ხვდები რომ ეს ტკივილი ისეთივე მამოძრავებელი ძალა ხდება როგორიც სიყვარული.
გამოვფხიზლდი. ჩაის ჭიქა ავიღე და აივანზე გავედი. გაზაფხულია. არასდროს მიყვარდა წელიწადის გარდამავალი დროები, მაგრამ ვიგრძენი რომ ბედნიერი ვიყავი, სულ ერთი წამით. და შემეშინდა. აღარ მახსოვდა როგორი იყო ეს გრძნობა. ავქვითინდი, ჩემს თავზე და განვლილ ცხოვრებაზე ვბრაზობდი. ისევ მეშინოდა მაგრამ ვიცოდი გავუმკლავდებოდი, მეც სამყაროსავით გარდამავალ პერიოდში ვიმყოფებოდი. დღეს ხვალ თუ 10 წლის შემდეგ ზაფხულის იმედით გავაგრძელებ ცხოვრებას.
2 notes · View notes
ilusion-of-schizophrenic · 1 year ago
Text
- “რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც დაგივიწყებ, როდესაც ვიგრძნობ რომ ჩემი ცხოვრება ჩვეულებრივი გახდა, გამახსენდები და გამახსენდება, რომ სიყვარული გამახსენე.” 🍒🥀
3 notes · View notes
flightamateur · 1 year ago
Text
თბილისი
Tumblr media
არ ძინავს თბილისს.. ხალხი თავიანთ სოროებში გამომწყვდეულ სიზმრებს უფრთხილდება. წელზე შემოხვეული კოშმარებისაგან დაორსულებული ალქაჯები ლურჯი გარიჟრაჟის მშობიარობისთვის ემზადებიან. ჰაერში გაჟღენთილი ზამთრის სუნი ავდრის მაუწყებელია , იწვიმებს ყველგან ბარშიც და მთებსაც გადაუთეთრდებათ თმები სრულიად სანამ მე მოვალ . განვითარების და სიმშვიდის მაღალი ეშელონებიდან დროდა დრო წერაც შემომელია , ისევე როგორც ალკოჰოზმი და ნარკოტიკით თრობა ხდება იაფფასიანი გართობა . სიყვარული სრულფასოვანია ყოვლისმომცველი, ვერ ვხვდები როდის გადაიჩეხა ჩემი ყოფილი მე უბსკრულში როდის ჩაყლაპა მიწამ ან ვაღებინე ის ან თუმდაც კანალიზაციის ვირთხებს მივანდე ვერ გაიგებს კაცი , ოდნავ კი მეცოდება ის თუმცა მხოლოდ ოდნავ ისიც იმიტორო მას ჩემზე კარგად წერა შეეძლო , წერა ხო დარდში იხარშება , თუმცა ამ უკანასკნელს მარტივად იპოვი იმ სივრცის გარეთ სადაც მე და შენ ვართ. , ეს ხო თბილისია ყველაზე ნაკლებად მხიარული ქალაქი შავთეთრი, ისტორიაში რელიგიაში და იდეოლოგიებში ათქვეფილი ძალიან ღარიბი და ასევე უმდიდრესი აქ ყველაფერია , თუმცა სამწუხაროდ ნეგატივის იალქნები მიათრევენ მას დანისლული გზებით მიერეკებიან უბსკრულისკენ . ღამის სამი საათია, როცა სიზმრები გარეთ იწყებენ ბოდიალს ადრესატის ძიებაში , მე ძილს მივეცემი იქნებ მათ შენი გზებითაციარონ და ამ უძინარი ქალაქიდან ილუზიურად მაინც გამომათრიონ .
Tumblr media
2 notes · View notes
spacesamurai1 · 2 years ago
Text
Tumblr media
სიყვარული არ მომწონდა არასდროს, არაფერი აქვს მოსაწონი. სიყვარულს მოაქვს უსაზღვრო ტკვილი, აუტანელი. თითქმის ყველა სიმღერა, წიგნი, ნახატი, კინო სიყვარულზეა.
ნატალი რომ შემიყვარდა, ზუსტად მაშინ მივხვდი რომ სიყვარულზე ლამაზი არაფერია. დედამიწაზე იმიტომ ცხოვრობს ერთზე მეტი ადამიანი, რომ მათ სიყვარული განიცადონ. სიყვარული ღვთის საჩუქარია, რაც მე დაუმსახურებლად მივიღე. ნატალის სიყვარულზე ლამაზი არაფერია, ყველაზე თბილია, ფერადი, კომფორტული, სამარადისო.
ცხოვრებაზე ჩემი შეხედულება მაქვს:
ადამიანი იბადება დედამიწაზე სხვა ადამიანებთან ერთად და ეძლევა დრო (საშუალოდ 100 წელი), იმისათვის რომ განიცადოს ნამდვილი სიყვარული. როდესაც ადამიანი იპოვის ნამდვილ სიყვარულს და მთლიან მის დედამიწურ ცხოვრებას შეალევს მის მეორე ნახევარს, შემდეგ სწორედ ეს ორნი მიდიან ედემის ბაღში - ნამდვილ სამოთხეში.
სამოთხე უკიდეგანო და უსასრულოა, და იქ იქნებიან ადამიანები თავის მეორე ნახევრებთან ერთად.
მე ვიპოვე ნატალი, და ვაპირებ მასთან ერთად ვეზიარო მარადისობის საიდუმლოებას - ერთად წავიდეთ ედემის ბაღში (სამოთხეში).
მიხარია
6 notes · View notes
belzebull · 2 years ago
Text
Tumblr media
სიყვარული, ეს შეყვარებული წყვილები , ბანალური ურთიერთობები, გრძნობები. დღემდე გულის რევის შეგრძნებას იწვევდა ჩემში , დღემდე რადგან დღეს ძალიან მარტოსულად ვიგრძენი თავი,მეც მომინდა ადამიანი ვისთანაც თავს სუსტად ვიგრძნობ, ვინც მომცემს საშუალებას მისი იმედი მქონდეს ვისაც ვეყვარები , ჰო ვისაც ვეყვარები. მინდა ვიგრძნო თბილი ხელების შეხება,ჩახუტება. რომ ვიღაცისთვის რაღაცას ვნიშნავ. რომელსაც ჩემი დაკარგვის შეეშინდება და ყველაფერს გააკეთებს რომ შემინარჩუნოს, ვისთანაც ვიქნები ის ვინც ვარ და არ მომიწევს თავის მოკატუნება, რომელთანაც არ მომერიდება ტირილი და საკუთარი სისუსტის გამომჟღავნება. მართლა მინდა ვიგრძნო როგორია როცა ვიღაცას უყვარხარ და გიყვარს. დავიღალე . 🙈🙉🙊
16 notes · View notes
one-day-u-will-miss-me · 2 years ago
Text
შენ ხარ პირველი, და ამავე დროს,უკანასკნელი,უკანასკნელი სიყვარული ჩემი გულისა... მიგატოვე? ნუთუ დაიჯერე? არა ძვირფასო, და როგორ შევძლებ მე შენს დათმობას. მიყვარხარ ისე როგორც არასდროს, აზრად არა მაქვს უშენოდ ყოფნა..ეს დაშორ��ბა იყო დროებით. გული გატკინე? მესმის სიცოცხლევ. ვიცი გიჭირდა, და გეტყვი ჩემო, არც მე მილხინდა. უშენოდ ყოფნით დავიტანჯე ისე ძლიერად, თითქოს დამტოვა ჩემმა სულმა და ეს სხეული, ჩემი სხეული უგრძნობი გახდა და ვით დავკარგე მე სიცოცხლე, ცოცხალ-მკვდარი ვარ....აი, ეს არის უშენობა, ჩემო სიკეთევ. ვაიმე გულო, რამდენ დარდს და ტკივილებს მალავ.... გთხოვ: მაპატიო ჩემი ცოდვები. ვიცი გიყვარვარ, ვერ მეტყვი უარს...., მოგიტაცებდი,გადაგმალავდი, როგორც ძვირფას თვალს, მაგრამ სად? როგორ? არა ძვირფასო, მე არ მინდა, რომ დაიჩაგრო. უბდურება ჩემი რა არის? შენ კარგად იცი,რომ ვარ უბრალო,უბრალო ბიჭი, რომ ვთქვათ მეთევზე, და განა შევძლებ, მე დაჭერას ოქროს თევზისას? რით შეგინახო ? დროა საჭირო....დღემდე მერჩივნა, შენი შორს ყოფნა, რომ გეყვავილა, ვიდრე ჩემ ხელში, შენ უდროოდ დამჭკნარიყავი.....ფუჭი ფიქრები გაქრა ძვირფასო, ვგრძნობ, რომ სიცოცხლე,მე უშენოდ, არ მიწერია...შენს სილამაზეს, ვერ შეველევი,ანგელოზად ხარ მოვლენილი ჩემთვის ამ ქვეყნად... შენ ხარ ოცნება, ის ოცნება ღმერთს რომ შევთხოვე,და რაღა მინდა, მე უშენოდ, ამ ქვეყანაზე... და კიდევ გეტყვი: ჩემო კარგო, ვერ შევლიე,ვერ შეველიე შენ წმინდა სხეს ,თაფლისფერ თვალებს...და შენ უმანკო გამოხედვას, ნაზი ხარ ჩემო....ყველა გამვლელი თვალს გაყოლებს ვით საოცრებას.....თავს ძლივს ვიკავებ, რადგან ჩემთვის ხარ, რადგან ჩემთვის ხარ ედემის ვარდი.... ვარდი უეკლოდ, განა ვინმეს მოუწყვტია? ძნელი ყოფილა ჩვენ სიყვარულის ზიდვა ძვირფსო...ყველა სიკეთე, ერთდროულად ვინმეს ჰქონია? 7.06-2016წ. ლალი ჩხეიძე.
3 notes · View notes
sheniekimi · 22 hours ago
Text
Tumblr media
მედიაჰოლდინგი "შენი" ამჯერად საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული და საოცარი კუთხის -  ხევსურეთის შვილს, მარგარეტ დაიაურს გაგაცნობთ, რომელსაც ხევსურეთის სიყვარული საკუთარმა პაპამ ასწავლა... ✨️ თუ რა წვლილი შეაქვს მარგარეტს ხევსურეთის განვითარებასა და პოპულარიზაციაში; როგორ დააარსა საგანმანათლებლო-საგამოფენო ცენ��რი, ბიბლიოთეკა -კოშკში და როგორი ადამიანები უნარჩუნებენ ხევსურეთის მიტოვებულ სოფლებს სულს? - ვრცლად ინტერვიუდან შეიტყობთ: - მარგარეტ, გაეცანით ჩვენს მკითხველს... -გამარჯობა, მე ვარ  მარგარეტ დაიაური 28 წლის, დასაოჯახებელი, პროფესიით დიზაინერი, პედაგოგი. უამრავი ჰობი მაქვს, მათ შორის არის ცეკვა და კითხვა, ეს ორი რამ ყველაზე მეტად მიყვარს და მაბედნიერებს. - საიდან იწყება თქვენი და ხევსურეთის სიყვარული?  - თვეების ვიყავი, როცა მშობლებს ხევსურეთში დავყავდი, ბაღის ასაკიდან მახსოვს ხევსურული მოგონებები, რომელიც შეუცვლელი, ყველაზე ბედნიერი და დაუვიწყარია, ბებოსთან და პაპასთან გატარებული ყველა არდადეგები იყო მიზეზი, თუ რატომ მიყვარს დღემდე ჩემი კუთხე ასე ძალიან. პაპამ (დედას მამამ), რომელიც ლიქოკელი იყო, მასწავლა და საუკეთესო მაგალითი მომცა - ხევსურეთი როგორ მიყვარდეს. - თქვენს სოფელზე და ბავშვობაზე გვიამბეთ... - ჩემი გვარი, პირიქითა ხევსურეთის სოფელი მიცუდანაა (მუცო), რომელიც ჩემთვის, ყველაზე მისტიური და შეუვალია თავისი დიდებული ციხე-ქალაქით, ეს არის სოფელი, სადაც ყოველთვის თბილად მხვდებიან, ადგილი, სადაც თავს სახლში მაგრძნობინებენ. ხოლო დედაჩემი პირაქეთა ხევსურეთიდან, სოფელი „კარწაულთიდანაა“, რომელიც ლიქოკელების სოფელია და დღეს აღარავინ ცხოვრობს, ბოლო 50 წლის მანძილზე, მხოლოდ ბებო და პაპა ცხოვრობდნენ ზამთარ-ზაფხულ, სადაც მთელი ბავშვობის არდადეგები გავატარე, ამიტომ ვთვლი რომ ორივე მხარე ჩემია, მთლიანად ხევსურეთს როგორც ჩემს ნაწილად ისე ვგრძნობ, ამიტომ მიყვარს ერთიანად და არა ცალ-ცალკე. ჩემი ორი დიდი ბებია ქისტი იყო, ბებია თავის და-ძმასთან, ხშირად, ქისტურად ლაპარაკობდა, ხევსურულთან ერთად უკრავდნენ ქისტურ სიმღერებს, ამზადებდნენ ქისტურ საჭმელს და ა.შ. ამიტომ ორივე კულტურა იგრძნობოდა ჩემს ოჯახში, ხევსურულად და ნაწილობრივ ქისტურად ვიზრდებოდი, ამიტომ ვაინახებს (ი���გუშები, ბავშვები, ჩეჩნები, ქისტები) ჩემიანებად ვთვლი, ამასთან ხევსურეთი ჩეჩენ-ინგუშეთს ესაზღვრება და ჩვენი ბევრი ტრადიცია და ადათები საერთო ან მსგავსია, შესაბამისად, ორივე კულტურა ძალიან მიყვარს და უდიდეს პატივს ვცემ ვაინახებს. - ხევსურეთში ადგილობრივი მკვიდრი ბევრია?  - სამწუხაროდ არა, ხევსურეთის უმეტესი სოფელი დაიცალა ან დაცლის პირასაა, უფრო და უფრო ნაკლები ახალგაზრდა და მოსახლეობა რჩება ზამთარში ხევსურეთში. ზოგ სოფელში, მხოლოდ თითო ადამიანი ცხოვრობს მთელი წლის მანძილზე, რომლებიც ცდილობენ საკუთარ სოფლებს სული შეუნარჩუნონ, ისინი იბრძვიან და ამავდროულად, ვერ ელევიან ადგილს, რომელშიც უდიდესი შრომა ჩადეს და უამრავი ძვირფასი მოგონება აკავშირებთ, ისინი "უკანასკნელი მოჰიკანები" არიან... - რა სირთულეებს აწყდება ადამიანი მთაში?  - უგზოობას, უდენობას, სამედიცინო სერვისის/ამბულატორიის და ბევრ სოფელში მობილური კავშირის არარსებობას, უამინდობისას უინტერნეტობას, ადგილობრივები ყველა ხელშეწყობას და ყველანაირ მხარდაჭერას იმსახურებენ, რადგან ისინი არიან მიზეზი, თუ რატომ არსებობს დღემდე ხევსურეთი. - საიდან გაჩნდა იდეა, რომ სწორედ ხევსურეთში დაგეარსებინათ საგანმანათლებლო-საგამოფენო სივრცე და კაფე? - ჩემი მიზანი იყო, რომ საგანმანათლებლო-საგამოფენო სივრცე გამეკეთებინა პირიქითა ხევსურეთში, რადგან ხევსურეთის ეს ნაწილი 7 თვე იზოლირებულია და მიმოსვლა მხოლოდ როტაციებითაა შესაძლებელი, ამიტომ მინდოდა სოფლისთვის და მთლიანად პირიქითა ხევსურეთის ყველა წარმომადგენლისთვის, შემექმნა ადგილი, სადაც განვიხილავდით ხევსურეთთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს, გადავჭრიდით საერთო პრობლემებს, მოვისმენდით ერთმანეთის განსხვავებულ აზრს და მივიდოდით საერთო გადაწყვეტილებამდე, მოვამზადებით პროექტებს, რაც ჩემი კუთხის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობდა ხელს. ამიტომ დავწერე პროექტი და მოვიგე გრანტი, ასევე, უსაყვარლესმა ნორვეგიელმა ჟურნალისტმა ბომ, შეიტანა ფინანსური წვლილი, როცა ჩემი იდეა მოისმინა და ნამუშევრები ნახა, როცა ხევსურეთში იყო ჩამოსული რამდენიმე დღით. ამ ყველაფრით კი, კაფე გაფართოვდა, განვითარდა და ასევე, უმთავრესი, შეიქმნა ჩემი ოცნების საგანმანათლებლო-საგამოფენო სივრცე, შემდეგ კი ეს ყველაფერი, ერთ-ერთ, ადგილობრივს დავუტოვე, ვისაც ეს კოშკი ეკუთვნოდა, რადგან ჩემი არყოფნისას ყურადღება მას მიექცია და კიდევ უფრო განევითარებინა ეს უმნიშვნელოვანესი სივრცე. - ბიბლიოთეკაზეც გვიამბეთ, როგორც ვიცი საქართველოში კოშკში - ბიბლიოთეკის ერთადერთი პრეცედენტია... - დიახ, კოშკი-ბიბლიოთეკა საქართველოში ერთადერთი პრეცედენტია. სანამ ბიბლიოთეკას გავაკეთებდი, იქამდე გიორგი კეკელიძემ დაიწყო ახალი პროექტი, რაც მიზნად ისახავდა, მთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის კონკრეტული ადამიანებისთვის სტიპენდიის დანიშვნას და სრულიად მოულოდნელად, პირველი სტიპენდიანტი გავხდი მე, რაც უდიდესი პატივი, ს��ხარული და კიდევ უფრო დიდი მოტივაცია იყო და ზუსტად მაგ პერიოდში, გიორგი კეკელიძეს გავუზიარე ჩემი სურვილი, რომ ძალიან მჭირდებოდა წიგნები სოფელში და მან მაშინვე შემომთავაზა, რომ დაიწყებდა პროექტს, რაც ჩემს ბიბლიოთეკას წიგნებით მოამარაგებდა, ამის შემდეგ სხვადასხვა ორგანიზაციებმა, სკოლებმა და არაჩვეულებრივმა ადამიანებმა, დაიწყეს წიგნების მოგროვება ჩემი ბიბლიოთეკისთვის, მათ შორის იყო დათო ტურაშვილიც. გიორგი კეკელიძის დახმარებით, გავაკეთე კოშკში-ბიბლიოთეკა, სადაც როგორც ადგილობრივებს, ასევე დამსვენებლებს, კაფეში სტუმრობისას შეძლებოდათ სხვადასხვა ლიტერატურის წაკითხვა, თან სოფლის ბიბლიოთეკა არ იყო და ვთვლი, რომ განათლება არის ის მთავარი, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანი და ყოველთვის საჭიროა. ასევე, ეს სივრცე იქნებოდა სხვადასხვა ლექციებისთვის განკუთვნილი, სადაც ხევსურები და არა მხოლოდ, მრავალ თემაზე საინტერესო ინფორმაციის მოსმენას შეძლებდნენ. - თქვენი ძირითადი სტუმარი ტურისტია? - არა, ხევსურეთში ასული დამსვენებლების უმეტესობა ქართველია, თუმცა ძირითადად ერთდღიანი ტურებით დადიან ხოლმე, უცხოელები კი უფრო დიდხანს ახერხებენ დარჩენას და სხვადასხვა სოფლების მონახულებას. - არის თუ არა მხოლოდ სეზონური ბიზნესი შემოსავლის წყარო იქაური მკვიდრისთვის? - დიახ, უმეტესობის ძირითადი შემოსავალი სეზონური ბიზნესია, ზაფხულის სეზონი არის მათთვის უმნიშვნელოვანესი, რადგან შემდეგ, მთელი წელი შეძლონ იმ ბიუჯეტის გადანაწილება პირად ხარჯებსა და შემდეგი ზაფხულისთვის მოსამზადებლად, უფრო გაუმჯობესებული სერვისით.   - დაბოლოს, თქვენი სამომავლო გეგმები როგორია? - სამომავლო გეგმები მირჩევნია საქმით დავანახო საზოგადოებას და არა საუბრით, თუმცა საინტერესო საქმეს ვგეგმავ და იმედი მაქვს, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ვაპირებ. პ.ს. აუცილებლად მინდა თითოეულ ადამიანს, ვინც ჩემი ხევსურეთში წასვლამდე და უკვე ცხოვრების პერიოდიდან დღემდე, გულწრფელად დამხარებია და თუნდაც სიტყვით მხარი დაუჭერია, უდიდესი მადლობა გადავუხადო, როგორც ხევსურებს, ასევე სხვა კუთხის წარმომადგენლებსა და თბილისში მცხოვრებლებს, ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია, რისთვისაც დღემდე მადლიერი ვარ და მახსოვს, მე არაფერს ვივიწყებ. ავტორი - თაკო ფიცხელაური  #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi Read the full article
0 notes
meromvaris · 12 days ago
Text
მე - სტუმარს
იქ სადღაც ფრინველები მხიარულად გალობენ, ადამიანი მხოლოდ სტუმარია, სიმშვიდის. მე ���ტუმარს, შავი ყვავილი ამომივიდა გულში, ფესვები ღრმად ჩაეფლნენ სულში. ვიგრძენი წვიმისგან სველი ფოთლების სუნი, შხამიანი წვენი როგორ მოედინებოდა. ჩემი ვალია ვიყო კაცი, დავმალო სულში ეს მცენარე, ეს საიდუმლო და ��ს წყევლა. თუ ყველა დაინახავს, რა არის შიგნით, რა საშინელი, რა შავია ყვავილი, ფესვიანად ამომგლეჯენ. არადა შენ მომეცი ოცნება, სადღაც ცაში ერთად რომ ვფრენდით. შენ თვითონვე მომაწყვე ღრუბლებზე. ერთადერთი, ვინც შემეძლო გვერდით მყოლოდა და აღარ მეზრუნა საკუთარ თავზე... თურმე სიყვარული იყო ტკბილი საწამლავი, რომელიც ნელ-ნელა მკლავდა. ახლა გატეხილი ფრთები მიყრია ირგვლივ, ქუჩაში, იქ ხალხი მიდის ჩქარა, ყველას თავისი საქმე აქვს, თავისი საზრუნავი. მზე რომ ჩადის ამდენი ადამიანი საით მიდის ვფიქრობ, ჩუმად თუ ხმაურიანად, ქალაქი იძინებს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ჩემს გარდა. მე ვწევარ საწოლზე, ვუყურებ ჭერს და ვფიქრობ, სად არის ის ცხოვრება, სადაც ფრინველები მხიარულად გალობენ...
0 notes
magisterludi · 26 days ago
Text
მე ვლაპარაკობ- დაძაი ოსამუ
თარგმანი- ლილე ადეიშვილისა
.
.
ტკივილი:ღამე მორჩილებისა, დილა შეგუებისა. ნუთუ ცხოვრება უბრალოდ მიმღებლობაა. უბედურებასთან შეგუება. ახალგაზრდობა დღითიდღე , სწრაფად მეცლება ხელიდან.უბადრუკ ბინებში ვპოვე ბედნიერება.
ჟღერადობა დაკარგა ჩემმა სიმღერამ. გარკვეული პერიოდი მცონარებაში გავატარე ტოკიოში და შემდეგ ჩუმად დავიწყე წერა, ეს არ იყო სიმღერა, ცხოვრების ჩურჩული გახლდათ უთუოდ. მუშაობისას გავიაზრე რა სახეს მიიღებდა ჩემი ნაწარმოები. რაღაც თავდაჯერებულობის მსგავსი მოვიკრიბე და დავიწყე წერა რომანისა, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ რომ დამეგეგმა.
გასული წლის სექტემბერში,მოსასვენებელი სახლის-"ტენკაჯაიას" მეორე სართული დავიქირავე, რომელიც იამანაშის პრეფექტურაში, მისაკას უღელტეხილის თავზე მდებარეობდა. ამას იქით, ჩემი ნაწარმოები ნელ-ნელა, სტაბილურად მიიწევდა წინ და თითქმის ას გვერდსაც კი მიაღწია. ხელახლა გადავიკითხე, სულაც არ მეჩვენა უღიმღამო. ახალი ძალები მოვიკრიბე და ერთ ზამთრის ქარიშხლიან ღამეს დაუფიქრებლად შევფიცე საკუთარ თავს, არ დავბრუნებულიყავი ტოკიოში, სანამ რომანს არ დავასრულებდი.
ნამდვილად სულელური აღთქმა დავდე. სექტემბერს ოქტომბერი მოჰყვა, შემდეგ ნოემბერი, დეკემბერი. აუტანელი ხდებოდა მისაკას სუსხიანი ჰავა. გრძელი, დეპრესიული ზამთრის ღამეები ერთმანეთს მისდევდნენ. როგორ შევცდი! ასე იმპულსურად დავუდე საკუთარ თავს პირობა. არაფერი მერჩივნა ტოკიოში კისრისტეხით გაქცევას, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებდი.ეს ბრძანების, საკუთარი თავის ღალატი გამოვიდოდა. ორ მიმართულებას შორის ვმერყეობდი უღელტეხილის თავზე. დაბლა, კოფუში ჩასვლა გადავწყვიტე ბოლოს. კოფუ მისაკაზე ტენიანი ადგილია, გამიად��ილდებოდა ზამთრის გადაგორება. კოფუში გადასვლამ ძლიერ არგო ჩემს ჯანმრთელობას. ხველამ მიმატოვა. გარეუბნის პანსიონში პატარა, მზიანი ოთახი ვიქირავე და როდესაც კვლავ მივუჯექი სამუშაო მაგიდას, ვიგრძენი-სწორი გადაწყვეტილება მიმეღო. იხვეწებოდა ჩემი რომანიც.
ყოველ შუადღეს, მაშინ, როცა ჩემს მდუმარე ოთახში გამალებით ვუკირკიტებდი რომანს, მესმოდა მელოდიური სიმღერა პატარა გოგონებისა. კალამს გვერდით გადავდებდი, ვაყურადებდი. პანსიონის მახლობლად, ხეივნის გასწვრივ, ვიწრო ქუჩაზე იდგა წისქვილი. მუშაობისას მღეროდნენ გოგონები. გამორჩეულად ლამაზი ხმა ჰქონდა ერთს, მის ხმას მიჰყვებაო სიმღერა თითქოს. გედი იხვების ტბაში-გავიფიქრებდი. იმდენად ღვთაებრივი იყო მისი ხმა, მადლიერების გრძნობა მავსებდა. წისქვილის კედელზე გადაბობღებასაც არ ვითაკილებდი, ოღონდ ერთადერთხელ შემევლო თვალი ამ მომაჯადოვებელი ხმის პატრონისათვის.
"ერთი უბედური კაცი ვარ. ვერც კი იაზრებ, როგორ მეხმარები, როგორ მეხმარება შენი სიმღერა დღითიდღე.როგორ შთამაგონებ მე და ჩემს ნაწარმოებს. მთელი გულით მინდა მადლობა გადაგიხადო"- მსგავსი ტექსტის ფურცელზე დაჩხაპნა და წისქვილის ფანჯრიდან შეგდება გავიფიქრე. მაგრამ ვაი თუ გოგონას ენახა ფურცელი, წაეკითხა, შეშინებოდა, ხმა დაჰკარგვოდა... იმედგაცრუება დამწვავდა უმალ. მიუხედავად იმისა, რომ ასე არ განმეზრახა, თუ ჩემი მადლიერების გამოხატვის ეს ფორმა სიმღერას ჩაახშობდა, დანაშაული იქნებოდა მხოლოდ.
მარტოდმარტო ვიჯექი, მოუსვენრად. სიყვარული-,ალბათ, სიყვარული იყო.
თებერვლის ცივი, ჩუმი საღამოს მდუმარება წისქვილისკენ მიმავალი ქუჩიდან წამოსულმა ხრინწიანმა ხმამ დაარღვია.სმენა დავძაბე.
"ნნუ დდამცინი, ვინნ სასსაცილო? რადგან მე დავლიე, ესს არ არის სასსაცილო. მე ვლაპარაკობ ინგლისურად, ღამის სკოლაში დავდივარ. იცი ესს, დაიკო? სანაძლეოს ვდებ არ იცი. დიდი ვინმე უნდა გავხე, ამიტომმ, ამიტომ დავდივარ, რა გაცინებს? რა არის ასეთი სასაცილო? გესმის ჩემი დაიკო? მალე გაიგებ. ნუ გგაგიკვირდება, როცა გაიგებ. შეიძლლება ლოთი ძმა ვარ, მაგრამ ჩვეულებრივ შემიძლია ვიმუშავო. ლაპარაკობ ინგლისურად? მე ვლაპარაკობ ინგლისურად. მე ვლაპარაკობ! კარგგი ბიჭი არ ვარ დაიკო? არ გეს��მის ჩემი..."
ქაღალდის კარი* ოდნავ შევაღე და ქუჩაში ჩავიჭყიტე. თეთრი ქლიავის ხე დავინახე მეგონა, ბიჭის თეთრი საწვიმარი გახლდათ თურმე. სეზონისთვის შეუფერებელი საწვიმარი ჩაეცვა, წისქვილის კედელს ზურგით მიყრდნობოდა. ფანჯრიდან წელამდე გადმოხრილიყო მომღიმარი გოგონა, მთვრალ ძმას გადმოჰყურებდა იგი. მთვარიანი ღამე არ იყო, ვერც ბიჭის და ვერც გოგონას სახის ნაკვთები ���ავარჩიე. მაგრამ გოგონას მრგვალი, გაფითრებული სახე იცინოდა უთუოდ. ბავშვური ელფერი დაჰკრავდა ვაჟის ჩაბნელებულ სახეს. "მე შემიძლია ლაპარაკი'', ამ გალეშილის ინგლისურმა თითქმის მტკივნეული ძალით ჩამარტყა. "დასაბამიდან იყო სიტყვა...ყველაფერი მის მიერ შეიქმნა..."* მივიწყებული სიმღერა გამახსენდა უეცრად. უბრალო სცენა იყო, ჩემთვის კი დაუვიწყარი.
მეწისქვილე გოგონა იმ საღამოს...
ის იყო ლამაზი ხმით? წარმოდგენა არ მაქვს. ალბათ, არა.
.
.
.
შენიშვნები:
*ტრადიციული იაპონური გასაგორებელი კარი ხის ჩარჩოსგან და მინის, ქაღალდის, ქსოვილის ან ხის თხელი ფენისგან შედგება.
*ახალი აღთქმა-იოანეს სახარება, თავი პირველი.
Tumblr media
1 note · View note
qisoqusoaqs · 1 month ago
Text
გალათეა
სანთლებით მოკაზმული ჭაღიდან შადრევნისაებრ ჩამოედინება მკრთოლვარე სინათლის ქარავანი და იქვე მდგარ სხეულს ზეციური სისხლივით ეღვრება კანზე. არ იძვრის, არც სუნთქავს, მიშტერებია უცნობი სამყაროს უკიდეგანო სივრცეებს და არაფერი აქვს საერთო ადამიანური ბიწიერების ჭაობთან.ჩამოქნილი მკლავები ახლადდაბადებული ვარსკვლავებივით ბრწყინავს და ვფიცავ... ვფიცავ ვერ დაედრება თვით ახალმთვარის ამოსვენებაც კი მისი ყურებით შეცნობილ სიამოვნებას.მაგრამ ვაი, რომ უძრავია ეს სინატიფე. ვაი, რომ ბედმა არ არგუნა ამ ქმნილებას სიცოცხლის ძალა და რძის��ერ ნაკვთებს მხოლოდ სპილოს ძვლის კედლებში უბოძა ცხოვრება.
რა ძალამ შექმნა...
რა ხელმა კვეთა...
მხოლოდ უდიდეს ხელოვანს თუ ძალუძს აქციოს ცხოველის ეშვი ესოდენ მშვენიერ ნიმუშად.
რას განიცდიდა პიგმალიონი როცა გალათეას სახეს ტვიფრავდა?!
რას იფიქრებდა აღტაცებული შემოქმედი, როცა ამ ქალის ფიგურას ჭედდა, რომ ოდესღაც საკუთარი ქმნილება დაატყვევებდა.
კუთხეში იჯდა და ღაწვებს ისე უპობდა ცრემლი, როგორც ნილოსი ანგრევს კალაპოტსადიდებისას.
რა უნდა ექნა ქანდაკების ტუსაღად ქცეულს?! ყველა ხელოვანს ხელოვნება ღუპავს საბოლოოდ და როდესაც პიგმალიონი შეშალა გალათეას ტრფობამ, დიდ გენიოსს უკანასკნელი ნათელი წერტილივით გაუბრწყინა გონებაში დიადი ქალღმერთის იმედმა.
გარეთ გაიჭრა, ძირს დაემხო. ქორფა ბალახი მის ფეხქვეშ გაითელა. მერე მიწა დაკოცნა, შუაღამის ცას ახედა და მთელი არსებით შეიგრძნო მიუსაფარი მდუმარება.
– ზღვის ქაფისგან ნაშვებო, სიყვარულისა და სილამაზის საწყისო, სულთა ჩემთა შვებად მოვლენილო აფროდიტევ, შეისმინე ვედრება, მომხსენ უსულდგმულო სევდა და აჩუქე სიცოცხლე ჩემ ხელთქმნილ გალათეას, რათა გაჰფანტოს არემარეზე სიცივის თარეში და მომგვაროს სანატრელი სიმშვიდე. ზღვის სიღრმეებიდან ზეცად ატყორცნილო ქალღმერთო, გაქარვე ურვა ჩემი, რათა მუდამ სიყვარულის ვნებით ვადიდოთ შენი ქადაგება.ქარმა დაჰქროლა და თითქოს შეზანზარდა ყოველი მნათობი. ციურმა დიადეამ გაიბრწყინა გაქვავებული გალათეას თავზე და სპილოს ძვლისფერ კიდურებს სიწითლე შეეპარათ. გაოგნებული შეჰყურებდა პიგმალიონი ამ გარდასახვას და ჩუმად თვრებოდა ქალის მთვარესავით მორკალული, მწიფე თავთუხებივით მზისფერი წამწამების მზერით. ერთბაშად გაუღვივდა გულში ქალწულის ტრფობა და უმოწყალო არემარე ადრიანი გაზაფხულის წალკოტად იქცა.როგორი ლამაზია სიყვარული, როცა ის ჭეშმარიტად რწფელია. როგორი ძლიერია კავშირი, რომელიც მოღრიალე ოკეანის ტალღებსაც არ შეუკრთება, მამაცურად გაჰვეთს სალი კლდის ზღუდეს და მოგიზგიზე ალის მწვერვალებს არარსებულივით შთანთქავს. თუმცა არ ყოფილა ეს სამყარო გალათეასთვი��. დიდი ცოდვაა წარწყმიდო მშვენიერება ადამიანად ქცევით. ადამიანშია დიდი ხელოვნება, მაგრამ ხელოვნებაში არ ყოფილა ადამიანი და ამან გააქრო გალათეას საამურობაც. ნისლთა ნამქერივით დასტრიალებდა მის თავს აზრები:
თურმე იმ სამყაროს ნაწილად რჩები ყოველთვის, სადაც არსებობა დაიწყე. არა, არაა ამ ქმნილების ადგილი ცოცხალ კანში, სპილოს ძვლის კედლები უნდა ერტყას მას სამუდამოდ. როგორ გასძლებდა მოწყვეტილი თავის სამშობლოს?
ზღვის ნაპირას აღმართულიყო უზარმაზარი ლოდები. ლურჯ ტალღებს თავს დაჰქროდა ქათქათა თოლიების გუნდი და ასეთივე ქათქათა ქაფი ეფინებოდა ზეწრად სანაპიროს. ერთი ნაბიჯი და გააფთრებულ ტალღათა გოდებას შეუერთდა გალათეას სხეულიც.
ადამიანები, მუხედავად მრავალი ცდისა, ხანდახან ვერ გრძნობენ თავს იმ სამყაროს ნაწილად, რომელშიც ისინი არსებობენ.
ხელოვნება იყო და ხელოვნებად იქცა გალათეა. ახლაც განისვენებს მისი სხეული ოკეანის სიღრმეებში და მაშინ, როცა ამ უზარმაზარი ლოდებისფერი სპილოები დედამიწას ეშვებით ფატრავენ, ფსკერში ჩამარხული პიგმალიონი თვალებს გაახელს და გულგანგმირული ხელოვანი ძველებურად დატკბება საკუთარი შემოქმედების მშვენიერებით.
Ars Longa, Vita brevis.
სიცოცხლე წარმავალია, ხელოვნება კი – მარადი.
Tumblr media
0 notes