#ადამიანობა
Explore tagged Tumblr posts
sosomikeladze · 10 months ago
Text
ბავშვის დიქტატი
ქართველი ერის წინააღმდეგ გაჩაღებული ჰიბრიდული ომის ნაწილია არა მხოლოდ გენდერული როლების/გენდერული სურათის აღრევა, არა მხოლოდ ქვეყნის სტრატეგიული ეკონომიკური სექტორების გაბითურება – არამედ სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების სისტემის მნიშვნელოვანი მორღვევა. გასაგებია, რომ ოდითგანვე სკოლა იყო ადამიანის, მისი აზროვნებისა და ქცევის ფსიქო-დაპროგრამების სივრცე. მაგრამ, რასაკვირველია, სკოლას გააჩნდა…
Tumblr media
View On WordPress
1 note · View note
lonelysouls-world · 1 year ago
Text
ვარსკვლავებით მოჭედილი ცა აღარ მაკვირვებს, არც მთვარე ცაზე მანათობელი და არც მცხუნვარე მზე, რომელიც დღე მთვარეს ენაცვლება.
არც სილამაზე მაკვირვებს ადამიანის და არც ენამახვილობა.არც წიგნიერება და არც ხელოვნება.
მაკვირვებს ადამიანის ადამიანობა და მეშინია რომ მალე ესეც აღარ გამაკვირვებს.
7 notes · View notes
sheneuli · 2 months ago
Text
Tumblr media
სოფელ ჯოყოლოში მოხუცი კაცი ვნახეთ, გაცრეცილ პატარა სკამზე იჯდა, ჭიქის ნაყინს ჭამდა და რომ ���აგვინახა მიატოვა ჭამა. სიცხეა 45 გრადუსი და წყალზე ვტრიალებთ ყველა. იქვე ახლო მახლოს დავინახეთ რომ წყალი მოდიოდა. სასმელად ვარგისია ეს წყალი უფროსო? - ვეკითხები
- დიახ, მთის წყალია, ზემოდან მოდის.
- - წავედით ასავსებად
- ლაპარაკი დაიწყო, ამ სოფელში ჩემი გულის სანდომი კაცი ვერ ვნახეო, გულია ადამიანში მთავარი და თუ გული სუფთა არა გაქვს… ჩუმდება…
- - არაფრად ვარგიხარ - დავამატე მე
- - ეგრეა, არაფრად ვარგიხარ
- - ჩემს თაობაში, ქალიც დაფასებული იყო და კაციც, ახლა სხვა თაობა წამოვიდა… აქ რომ იტყოდნენ ეს კაცი თბილისშია ნამყოფიო, იცით როგორი დაფასება ჰქონდა? ახლა ვეღარ გაიგებ ვერაფერს
- - სად წავიდა ის ყველაფერი? ვეძიები რომ მეტი ისაუბროს…
- ადრინდელივით აღარაფერია და გული მტკივა… სანდო კაცს ვეღარ ნახავ…
- - მაშინ ხომ იყო ადამიანობა რაც ყველაზე მთავარია?
- - ამოიოხრა და თავი დამიქნია.
- ახლა აღარც ადამიანობაა და აღარც სიყვარული!
- აბა ჩვენ ვინ ვართ? ორი გოგონა შემოვიდა ჩვენს საუბარში.
- რობოტები! მივუგე ცივად.
- აპროტესტებდნენ, ვერც ჩემი ნათქვამი გაიგეს და ��ერც ამ მოხუცი პაპის…
- და ახლა ამბობს ერთი, სულ მგონია რომ ��მ ყველაფერს ის ადამიანები ამბობენ, ვინც ეგეთ გარემოშიაო…
-
- მეღიმება. ლაპარაკად არ ღირდა გაგრძელება… თან გულში ვფიქრობ, ამ ასაკამდე თუ მივალ ნეტავ მე რას ვიტყვი მერე? და ახლაც რომ ასე ვფიქრობ? და 20 წლის ბიჭი რომ ვიყავი მაშინაც ამას არ ვფიქრობდი?
- ამ კაცში ჩემს თავს ვხედავდი, გარეგნულად ჯერ არ დავბერებულვარ, ჯერ არ ჩამწითლებია ქუთუთოები მაგრამ მე ხომ ძალიან მწარედ ვიცი რასაც ამბობს და რასაც გულისხმობს…
და ისევ ბევრი დუმილი…
ბევრი დარდი და წუხილი…
კიდევ რა?
ადამიანები არაადამიანობენ!…
1 note · View note
phoenixxneo · 10 months ago
Text
მიუხედავად იმისა რომ ადამიანები კარგად არ მექცევიან ხოლმე, არც არიან ვალდებულები მაგრამ ცუდად მოქცევაც არ დამიმსახურებია, მაინც არასდროს დამიკარგავს იმედი რომ ვიღაცას იქნებ შერჩა ადამიანობა და ღირსება კარგად მოიქცეს, მართალია კარგად მოქცევაც სუბიექტურია და ზოგადად ყველაფერი სუბიექტურია, და შეგრძნება რომ მსხვრევადი ხარ, რომ გატკინეს, რომ გაგთელეს და გადაგიარეს, რომ პიროვნება წაგართვეს და ახლა ნარჩენებს ხავსივით ეპოტინები, რომ სხეული ვეღარ გრძნობს ტკივილს და სულის ტკივილი ცრემლებით ვეღარ ყუჩდება, ესეც ალბათ სუბიექტურია მაგრამ შეგრძნება ხომ არის რეალური?
და მიუხედავად იმისა, რომ გამოთქმა 'მის თავზე წისქვილის ქვა არ დატრიალებულა,' ხან ზუსტად ვიცი და ვგრძნობ რომ ზუსტად ჩემი ცხოვრება წისქვილის ქვასავით მექცევა და მაინც არ ვტყდები.. მაინც არ ვაძლევ უფლებას იმედი დავკარგო რომ სადღაც არსებობს ადამიანი რომელიც დამინახავს და დაინახავს სიცოცხლემოწყურებულ, თავგადასავლებისმოყვარულ ადამიანს. სხვების გამო არასდროს მოვქცევივარ სხვას ცუდად და უნდობლობის წინასწარგანწყობა არ გამჩენია. და ალბათ ყველაფერთან ერთად სულელიც ვარ რომ ჯერ კიდევ გულუბრყვილო მე სულელურად ვენდობი ყველას ვინც ცოტა მეტს გააკეთებს ჩემთვის. მხოლოდ იმიტომ რომ არავისგან არასდროს არაფერს ვითხოვ.
0 notes
sentiviequenn · 1 year ago
Text
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
თამაში რომელმმაც გემბლინგის გარდა დიდი როლი ითამაშა ჩემ ჩამოყალიბებაში
ეხლა რასაც დავწერ მაგასთან ახლოს არარი მარა
მაინც
მდიდარი მოხუცი რომელსაც მომვლელად რობოტი მარკუსი ყავს ერთ დღეა თავის სამხატვროში ეხმარება ნივთების მოყრაში ეს მოხუცი მარკს თხოვს ტილო აიღოს და ნახატი დახატოს , უცნაურია უპასუხებს მარკუსი რადგან რობოტებს არ გაჩნიათ განცდები ან ემოციები ან ფანტაზია და რასაც ეს ეტყოდა კი ნებისმიერი რამის დახატვა შეძლო
მოხუცმა კატეგორიულად თხოვა რამე დაეხატა ოღონდ მისი ფანტაზის ნაყოფი როგორმე და ეს ბრძანება იყო
მარკუსმა დახატა
დიდი ემოცია იყო რაც დახატა თუმცა მაგას ვერ გადმოვცემ აქ
სხვა რამეშია უფრო ფიშკა მსოფლიო უფრო მარკად იქცა ვიდრე იმ მოხუცად
უფანატაზიო უარაფრო ცარიელ ერთნა��რ სერიებას რომლსაც სამყარო შტამპავს
მე დიდიხანია მკიდია.
მოხუცი საბოლოდ მისმა შვილნა მოკლა , საფლავზე მარკი როცა წლების მერე მის სანახავად მივიდაბრაღცნაირი მომენტი იყო ქვასთან მდგომი მარკი და იმის შვილი უკანა გზაზე
ბევრი ეპიკ მომენტია კოცნა რაც ფოტოზეა
კონორი , პოლიციელი რომელსაც შეიძლება ხარვეზი ქონდეს
მეგობრობა და ადამიანობა რომ გაქრა და რობოტს უფრო შეუძლია გაჩნდეს ადამიანობა ვიდრე მომაკვდავს და რავი
კარგია თამაშები მარა არა გემბლინგი
1 note · View note
meromvaris · 7 years ago
Photo
Tumblr media
ყველაზე ბოლოს ადამიანს იმას ვეტყი რომ ის ცდებოდა... და ათეისტს რომ ის მართალია... ჩვენ მხოლოდ ის ვიცით რომ რწმენა სიცოცხლეს გვინარჩუნებს და მათაც იციან ეს, მეცნიერებაც იციან რომ ბევრი არაფერი იციან სამყაროს შესახებ... მე ვიცი, დრო მოვა და პასუხი გაეცემა ამდენ კითხვას, არ არის აუცილებელი ეს დღეს იყოს, მოთმინება გვჭირდება, ერთმანეთს უნდა ვაცალოთ, რომ ერთად ყოფნა ასატანი იყოს, ისე როგორც ამას მშვიდობა და სიყვარული ქადაგებს.
(ერთი საუკუნეა რაც ფრენა ვისწავლეთ, არადა 100 000 წელიწადი გვინდოდა ეს)
3 notes · View notes
bakhsoliani2511 · 8 years ago
Video
ეს საქართველოა! Today we went out to protest police injustice, unfairness and sticky smell from violent system! Although the nature bestowed us catastrophic rain and flood, we stood there for future of Georgian democracy! #democracy #humanrights #humandignity #policeinjustice #antiviolence #whitenoise #movement #demonstration #ადამიანისუფლებები #ადამიანობა #ჰუმანიზაცია #დემონსტრაცია #თეთრიხმაური (at The Parliament of Georgia)
2 notes · View notes
middle0fmymind · 2 years ago
Text
“იმდენად ცოტა ხანს ვცოცხლობთ და თან ისიც არ ვიცით ეს ცოტაც როდის გამოილევა, არ ღირს ამ დროის უაზროდ დახარჯვა. მთავარიაშენ შენი წილი ადამიანობა არ დაკარგო! არ უნდა წახდე! სული არ უნდა დაიბინძურო! არცერთი შენი ქმედება არ უნდა იწვევდეს ვინმეს სულში ტკივილს! არც შენს სულს არ უნდა შეეხოს ვინმე! ეგ არ უნდა დაუშვა!
უნდა იყო იმედი ადამიანებისთვის, რომ გაჭირვების დროს აუცილებლად დაუდგები გვერდში!
ყველაზე მთავარი: როცა კარგს აკეთებ,არასოდეს ელოდო იგივეს სხვისგან, ყოველთვის იცოდე, რომ ვერავინ ისე ვერ დაგაფასებს როგორც ამას იმსახურებ!
ისიც იცოდე, როცა ცუდს აკეთებ, აუცილებლად მოიცლის ის ადამიანი ცუდის უკან დასაბრუნებლად )) ასეთია ხალხი, ადამიანის გონება… ცუდს იმახსოვრებს, კარგს ვერ…
და ბოლოს:
ვისაც გულით უნდა, იქნება შენ��ან, ვისაც არა, რად გინდა რომ იყოს ? “
7 notes · View notes
superclamknighttoad · 3 years ago
Photo
Tumblr media
ადამიანობა გამოიყურება ასე! 🥺 Glory to Ukraine! 🇺🇦 🕊 🙏🏻 💙💛 #ukraine #aadpakvis (bij Ukraine) https://www.instagram.com/p/CaYMlz_omg_/?utm_medium=tumblr
7 notes · View notes
sosomikeladze · 3 years ago
Text
რატომ ვერ ელევა ქართველი რუსს?
რატომ ვერ ელევა ქართველი რუსს?
რატომ ვერ ელევა ქართველი რუსს? პირველი ისაა, რომ ჩვენ სხვადასხვა ისტორიული ტრავმის, სახასიათოდ ჩამოყალიბებული თვისებების და სხვადასხვა ფაქტორის გამოისობით – ძალიან გვიყვარს ფარული თუ პირდაპირი თავმომწონეობა, ბაქიობა, ქება და ხოტბა, მოკლედ განდიდება. რა თქმა უნდა, 80 % ჩვენი საზოგადოებისა სისტემური ეროვნული განათლების და სააზროვნო სტანდარტების დაცემის გამო დიდად ვეღარ და აღარ ერკვევა საკითხში –…
Tumblr media
View On WordPress
0 notes
girlfromthepasts-blog · 4 years ago
Text
Tumblr media
... უცნაური მცენარეა ადამიანი.
მას წყლის ნაცვლად ტკივილებს
უსხამენ და ასე იზრდება.
ზოგი ვერ უძლებს ამ სიდიდეს,
მძიმეა ადამიანობა.
ირუ აუდო
22 notes · View notes
livvy-ingensdottir-blog · 4 years ago
Text
თან სტალინისტი, თან ოსვენციმის დამკვირვებელი
ფიზიკურ დასჯაზე ადრე გაკვრით ვახსენე. ძალიან მტკივნეული იყო დეტალების დაწერა და მაშინ შევეშვი. მტკივნეული გასახსენებელია არა იმიტომ, რომ იმ წუთას მტკიოდა სხეული, როცა მცემდნენ. დამრჩა არაფიზიკური ტრავმა მაგ ცემებიდან. შენზე უფროსი ადამიანი, რომელსაც ენდობი და გიყვარს, გამეტებით გირტყამს და სიტყვითაც გამცირებს. არ ვიცი, დედაჩემს რა ეგონა, რომ გავიზრდებოდით და დაგვავიწყდებოდა თუ რა, არ ვიცი.
ყველაზე მძიმე გასახსენებელია შემთხვევები, როცა უსამართლოდ გვსჯიდნენ. ანუ როცა არც გვისმენდნენ, ჩვენი თავი დაგვეცვა და ჩვენი თვალით დანახული თავსგადამხდარი ამბავი გვეთქვა. არც არკვევდნენ, მართლები ვიყავით თუ არა.
მახსენდება, მე, ჩემი და და ჩვენი ბიძაშვილები (და-ძმა), ვთამაშობდით მათი კორპუსის წინ ეზოში. იქ მილებით შეკრული "ბესედკა" იყო. ზედ დავცოცავდით ხოლმე. ერთი წლით უფროსი ბიძაშვილი გოგო ყოველთვის ისე იჭერდა თავს, თითქოს ძალიან უფროსი იყო და ჩვენ, როცა მოისურვებდა, მ��ოლოდ მაშინ გვეთამაშებოდა ხოლმე. არადა იმ დღეს გვეთამაშა, თან ძალიან კარგად და ჩვენც გახარებულები ვიყავით.
მერე ავიდა თავის ბინაში, ტუალეტში შესასვლელად. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე გვითხრა. და აღარც ჩამოსულა. ცოტა ხანში ჩვენ ავაკითხეთ. დედაჩვენი მათთან იყო. იღება კარი ჩვენი დარეკილი ზარის მერე და კარში დგანან დედაჩვენი და იმ ბიძაშვილების დედა. უცებ, სრულიად მოულოდნელად, ყოველგვარი შესავლისა და გაფრთხილების გარეშე, მხვდება მწარე სილა ყბაში. ჩემს დასაც. გაოგნებისგან აზრზე ვერ მოვედი. სულ მუჯლუგუნებით გაგვრეკა დედამ შინ.
აღმოჩნდა, რომ, თურმე, იმ დღეს, ბიძაშვილმა გოგომ რომ პატივი დაგვდო და გვეთამაშა, ზემოთ ასულს მოუტყუებია, უტირია და დედაჩვენისთვის უთქვამს, თქვენი ბავშვები არ მეთამაშებიან და მაწვალებენო.
დედაჩვენმა არც გაარკვია არაფერი, არც დაგველაპარაკა, დაიწყო ეგრევე სამაგალითოდ ჩვენი დასჯა, ვითომ დაჩაგრული გოგოს დედის დასანახავად. ის გოგო კი სხვა ოთახში იყო დამალული, არ გამოსულა, ისმენდა დედაჩემის მიერ ჩვენი ცემისა და ლანძღვის ხმებს.
ნორმალური აღმზრდელები ჯერ ორივე მხარის ამბავს ისმენენ, კონფლიქტისას, და მერე ბავშვის თავმოყვარეობისა და პიროვნების გათვალისწინებით, ფიზიკური მეთოდების გარეშე, პირს აღებენ და კონფლიქტის საუბრით გადაჭრას შეეცდებიან. მაგრამ ამ სტალინის ჩემისებს რა ადამიანობა უნდა მოსთხოვო.
ასეთი სამართლიანი იყო დედაჩემი სხვა დასჯების დროსაც. მისთვის უფრო ის იყო მთავარი, სხვების თვალში რამდენად მკაცრი (ანუ, მისი გაგებით, "კარგი") აღმზრდელი გამოჩნდებოდა, ვიდრე ის, რამდენად სამართლიანი იყო ჩვენთან.
როცა, რამდენიმე დღის მერე, ტირილითა და ტანჯვით მოვუყევით, რაც გადაგვხდა სინამდვილეში, გაგვაფრთხილა, არაფერი თქვათ, ჩვეულებრივად ეთამაშეთ, აქვე, ახლავე ჩაქრეს ეს ამბავიო.**
დაუჯერებელია ახლა ჩემთვისაც კი, მაგრამ არასდროს დაგვილაპარაკია ჩვენს ბიძაშვილ გოგოსთან დედაჩემისთვის უსამართლოდ ჩვენს ცემინებაზე, არ გვიკითავს, რად მოიტყუა, უმიზეზოდ რად ჩაგვაგდო ჯალათის ხელში (ისედაც ყოველ დღე ჩვენს წილ ცემას ვიღებდით ხოლმე შინ). ახლა, წლების გადმოღმა, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მოიქცა ასე, რადგანაც შეეძლო! ცდიდა საზღვრებს და, რაც გაუვიდა, გაუვიდა. პრინციპში, მთელი ცხოვრება დედაჩემი ისე გვამდაბლებდა ყველასთან, მიკვირს, ჯოხით რად არ დაგვდევდნენ მოსაკლავად.
ოთხი ათეული წელია გასული და ის გოგო, გამომდინარე დედაჩემის ჩვენდამი დამოკიდებულებიდან, რატომღაც მოვალედ გვთვლის, ყველა კაპრიზს გავუძლოთ და ავიტანოთ. არ მიკვირს -- დედაჩემის ზურგი აქვს, თავისი მშობლების სიყვარულსა და მხარში დგომასთან ერთად, რაც ჩვენ არასდროს გვქონია.
არ მიაშვილოთ არცერთი ჩვილი იმ ადამიანებს, ვისთვისაც საკუთარი იმიჯი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შვილის განვითარება...
----------------------
** მახსენდება რამდენიმე შემთხვევა, როცა ჩვენი საქციელი არ მოეწონათ ამ გოგოს მშობლებს და არცერთი შემთხვევა არ გაუშვიათ, ჩვენთან არ დაელაპარაკათ და არ აეხსნათ, რა შეგვეშალა და როგორ უნდა გამოგვეკეთებინა სიტუაცია, ბოდიშის მოხდის ჩათვლით. მსგავსი არაფერი მახსოვს დედაჩემისგან, რომელმაც, როგორც იქნა, გაიგო, რომ ამ ბიძაშვილმა ცილი დაგვწამა. მაგრამ არათუ დაელაპარაკა და აუხსნა, ან ბოდიში მოახდევინა, რასაც მისი მშობლები გვაკეთებინებდნენ ხოლმე, არამედ, გაგვაჩუმა და ჩაფარცხა ეს უსამართლობა. ჩვენ ხომ დაგვადუმა ამით (ისედაც ‘თქვენ არაფრის ღირსი ხართო’, სულ ამას დაგვძახოდა), მაგრამ ის გოგოც მიხვდა, რომ ჩვენთან ყოველთვის გაუვიდოდა, რადგანაც ჩვენ გამო მას არასდროს მოსთხოვდნენ პასუხს.
2 notes · View notes
phoenixxneo · 11 months ago
Text
ადამიანებს დრამა უყვართ.. არ მახსენდება სხვა ჟანრის არცერთი ნაწარმოები, ამბავი თუ მოვლენა რომელიც შეიძლება ადამიანებს ისე მასობრივად გაერჩიათ როგორც სევდიანი ისტორიები. რომეო და ჯულიეტა, ოსტატი და მარგარიტა ან თუნდაც ფილმი, ტიტანიკი, ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 11 სექტემბრის ტერაქტი მუდმივად ყველაზე გარჩევადი ისტორიაა და ა.შ.
სიყვარული + დრამა.. ყოველთვის ყველაზე მეტს საშინელ ამბებზე ლაპარაკობენ.. ადამიანი რომ გარდაიცვლება მაშინაც, მიუხესავად იმისა რომ ცუდი არ უნდა თქვან სევდიანს ამბობენ.. მაგალითად მთელი ცხოვრება უბედური იყო.. იმდენს შრომობდა და მაინც ვერაფერს მიაღწია.. გვერდით არავინ ყოლია.. მარტო მოკვდა (არადა ყველა მარტო კვდება).. რა ცხოვრება გაიარა ბედნიერი არასდროს იყო და ა.შ.
ჩემს შემდეგ მინდა ჩემზე მხოლოდ კარგი გაიხსენონ.. მინდა თქვან რომ ბედნიერი ვიყავი.. თუნდაც მარტო ჩემს თავთან.. იმით ვიყავი ბედნიერი რომ მე ჩემი თავი მყავდა, ჩემს თავს ვფლობდი, ჩემს თავს ვეკუთვნოდი, მინდა თქვან რომ ბედნიერი დედა ვიყავი რომელსაც საუკეთესო შვილი ყავდა, საუკეთესო იმიტომ რომ აძლევდა საშუალებას მიეღო გადაწყვეტილებები და მოსწონდა თავისი შვილის ძლიერი, ურყევი, მიზა��მიმართული თუ ცვალებადი ხასიათი.. კარგი დედა იყო რომელიც შვილს ყოველთვის ყველაფერში უგებდა და მხარს უჭერდა, მიუხედავად იმისა ეთანხმებოდა თუ არა.. ბედნიერი იყო იმით რომ ყავდა საოცარი მშობლები.. მამა რომელიც.. მამა რომელიც უბრალოდ მამა იყო.. მამა რომელზეც ვერ ილაპარაკებს იმიტომ რომ მისთვის შეუფასებელია და ვერასდროს ამოწურავს მასზე სასაუბრო სიტყვების მარაგს.. მამა რომელმაც ყველაფერი ის აჩვენა რაც ნეოსთვის მოტივაცია, სურვილი, ოცნება, ჰობი იყო.. და დედა.. დედა რომელიც განუყოველია მამასგან, ისევე როგორც მამა დედასგან.. ერთობა რომელიც ინი და იანივით ერწყმის ერთმანეთს.. დედა რომელმაც სული და სიკეთე ჩაუნერგა ნეოს.. ასწავლა პატიება, მიტევება, სიკეთე, ადამიანობა.. დაბადებამდეც არ განუსხვავებია ერთმანეთისგან.. არასდროს უთქვამს რომელიმე მშობელზე რომ უფრო უყვარდა.. ბევრს ფიქრობდა ამ თემაზე და საკუთარი ორგანოებისგან ვერ გაერჩია ვერცერთი.. თითქოს ერთი გულია მეორე გონება.. ვერც ერთს დათმობს და ვერც მეორეს.. მინდა თქვან რომ უყვარდა მეგობრები.. უყვარდა ადამიანები.. ბედნიერი იყო იმ ყველაფრით რაც ჰქონდა.. ან არ ჰქონდა.. უბრალოდ იცოდა რომ შეეძლო სურვილისთვის ეშრომა და მიაღწევდა კდიეც..
ბედნიერი იყო.. გრძნობდა უყვარდა და უყვარდათ.. გულში სითბოს და ბედნიერებას გრძნობდა.. იმიტომ რომ ნეო იყო.. ნეო.. სურვილებით, იდიოტური გამოხტომებით, შიშებით, გულის აჩუყებებით და ჩუმათ მოწმენდილი ცრემლებით, ბევრი ტკბილი მოგონებით, ბევრი სათქმელით და უთქმელით.
1 note · View note
fillingskies · 4 years ago
Text
მეტი ადამიანობა და მეტი საკუთარი თავის რწმენა ხალხო...
0 notes
natureloverr95 · 5 years ago
Text
დავუკვირდდი-
3. იდელური სამყარო
არასოდეს გიფიქრიათ, უმეტესწილად ბუნებაში, მათ შორის ადამიანებში, რატომ არსებობს ორი სქესი? ხომ შეიძლებოდა ადამიანიც პართეოგენეზით გამრავლებულიყო. ყოფილიყო ერთი სქესი სიტყვაზე "ადამიანი" და ჰქონოდა თვით გამრავლების უნდარი, როგორც დღეს რომელიღაც თევზები, მწერები თუ ქვეწარმავლები მრავლდებინ.
ასე რომ ყოფილოყო არ იარსებებდა "სიყვარული" და ყველა ის კარგი გრძნობა (თანადგომა, პატივისცემა, ერთგულება და ა. შ.) რაც ამ მთავარი გრძნობიდან გამომდინარეობს. ორი სქესის გარეშე სამყაროში იქნებოდა ქაოსი, ადამიანები კი ერთმანეთს ამოხოცავდნენ. გაიმარჯვებდნენ ფიზიკურად ძლიერი ორგანიზმები და შესაბამისად უმეტესი მატერიის და ქონების მფლობელებიც ისინი გახდებოდნენ. სრული განუკითხაობა, სიკვდილი, წამება და უსამართლობა იქნებოდა გამეფებული მთელს დედამიწაზე. მაგრამ მადლობა ღმერთს რომ ასე არ მოხდა და შექმნა ორი სქესი. მდედრობითი და მამრობითი. მათში ჩადო ერთმანეთის მიმართ დაუოკებელი ლტოლვა ერთმანეთის სურვილსა, რ��გორც ფიზიკური ისე სულიერი და ერთი სიტყვით "სიყვარული" დაარქვა, მაგრამ რა მოხდა შემდეგ? ჩვენ კაცობრიობა მაინც ერთმანეთს "ვჭამთ"!!. ქრისტეს შობამდე სრული სიტყვის მნიშვნელობით და ქრისტეს შობის მერე შედარებით მსუბუქ ფორმებში, მაგრამ მაინც ერთმანეთს ვჭამთ. ირგვლივ მიმოიხედეთ, სად ხედავთ ღმერთის მიერ შექმნილ სამყაროს? ადამიანები დავემსგავსეთ ცხოველებს, რომლებსაც გვამოძრავებს მხოლოდ 3 ძირითადი მოთხოვნილება: ჭამის მოთხოვნილება, გამრავლების(სექსის) მოთხოვნილება და რაც შეილება ბეეეევრი მატერიის დაგროვევის მოთხოვნილება...
კიდევ კარგი ყველგან ასე არ არის, ევროპაში შედარებით იგრძნობა ადამიანობა და შეგნება, აზიაში ყველაზე დაბალი შეგნებაა. ამერიკის კონტინენტებზე ეს ორივე კი არის მაგრამ ძალიან იგრძნობა "უღმერთოება". ჩვენს პაწაწინა სამშობლოში, რომელიც ევროპისა და აზიის გასაყარზეა, იგრძნობა როგორც ევროპის ისე აზიის გავლენა. შეგნებაცაა და შეუგნებლობაც, ადამიანობაცაა და არადამიანობაც, მორწმუნეებიც არიან და ��ალიან უღმერთოებიც. აქ ყველანაირი ჯიშის ადამიანს გადეყრებით. ჩვენ ხომ ზედმეტად იდეალურები ვართ...
და მაინც თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს იდეალური სამყარო? ის სამყარო რაც შემქმნელს თავიდანვე ჰქონდა ჩაფიქრებული. ჩემი აზრით, ეს არის სამყარო სადაც: არავის სშია, არავის სწყურია, არავის სცივა, არავინ იტანჯება უსიყვარულოდ, არავინ კვდება დაავადებების და უქონლობის გამო 😞 არ არსებობს სიტყვა და ფაქტი-ღარიბი, არავინ ეწირება უაზრო ომებს, ადამიანები მარტო "არსებობისთვის" არ შრომობენ და ა.შ უამრავი ცხოვრებისეული უსამთლობები, რომლებიც ჩვენივე "ადამიანების" გამოსასწორებელია.
არა და იცით რა მარტივია ამ იდეალური სამყაროს შექმნა, უბრალოდ საკმარისია სათითაოდ ყველა ამ პლანეტაზე მცხოვრებმა ადამიანმა გააცნობიეროს რომ ისინი სინამდვილეში "ადამიანები" არიან და მორჩა....
ადამიანი რომელსაც მარტო თავისის გარდა სხვისიც სტკივა, სხვისიც ესმით და სიხარბის გარეშე შეუძლია ყველაფრის (მატერიის, ქონების, გავლენის) გაყოფა ყველასთვის ვისაც ეს ყველაფერი სასიცოცხლოდ სჭირდება.
თუ არ იცით იცოდეთ, რომ არ არსებობენ ბოროტი, ხარბი ან ზოგადად ცუდი ადამიანები. არსებობენ მხოლოდ "უგუნური" ადამიანები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ თავიანთ ადამიანობს და მათ გულებში სიკეთის ალი თითქმის ჩამქრალია. საბენიეროდ ყველა ადამიანს შეუძლია შეიცვალოს, განვითარდეს კარგისკენ და ამისთვის სულ ცოტაოდენი ბიძგია საჭირო. ეს ბიძგი კი ხართ თქვენ! დღეს თქვენ შეიცვალეთ, აკეთეთ სიკეთე რითაც შეგიძლიათ, გამოიჩინეთ ადამიანობა და მაგალითი იყავით ყველასთვის თუ როგორებიც უნდა იყვნენ. დაანახეთ უგუნურთ რომ სიკეთის კეთება, ეს არის ყველაზე სასიამოვნო საქმიანობა და შეგრძნებაა რაც კი ადამიანს შეუძლია აკეთოს და იგრძნოს. თითქოდა თქვენ ამ დროს რაღაც ღვთიურს აკეათებთ და თავს უბედიერესად გრძნობთ. თან იცოდეთ რომ ამით თქვენ სამყაროს ცვლით უკეთესობისკენ და ერთ აგურს დებთ "იდელაური სამყაროს" შემქნაში.
ეს ბოლოა, მეტჯერ აღარ შეგაწუხებთ 😊 გისურვებთ წარმატებას, ბედნიერბას და რაც შეიძლება ბევრ ადამიანობას 💚
(ამ სამი პოსტის მიზანი არაა დალოვება-შმალოვება და ა. შ. წაკითხვაც და გააზრებაც საკმარისია.)
9 notes · View notes
bakhsoliani2511 · 8 years ago
Photo
Tumblr media
#democracy #humanrights #humandignity #policeinjustice #antiviolence #whitenoise #movement #demonstration #pritest #youth #tbilisi #ადამიანისუფლებები #ადამიანობა #ჰუმანიზაცია #დემონსტრაცია #თეთრიხმაური (at The Parliament of Georgia)
0 notes