Don't wanna be here? Send us removal request.
Text
ერთ დღესაც,
როცა მორიგი სექსისთვის ტანსაცმელს გაიხდი,
საკუთარი სიშიშვლე გეტკინება,
ინატრებ, რომ შენი სხეული სულს აღარ ფარავდეს,
რომ გაიგო, მოუნდები თუ არა ვინმეს ასეთი,
როგორც ადამიანი და არა როგორც ქალი ან კაცი.
ამ დაწყლულებულ სულსაც გაიღებ,
ყველაფერს დათმობ, საკუთარი თავის ამოწურვამდე,
რომ სულ პატარა სითბო მაინც იგრძნო ვინმესგან,
სითბო, მზე რომ ვერ��სდროს გვაძლევს,
მაინცდამაინც ადამიანმა რომ უნდა გამოიმეტოს.
ჩუმად გაუძლებ,
თუნდაც ცხოველური ჟინი დაიკმაყოფილონ შენით,
რომ ამ სიველურეში ერთხელ მაინც ჩაგეხუტოს ვინმე,
ერთხელ მაინც დაგადოს მკერდზე თავი,
ერთხელ მაინც გითხრას, რომ უყვარხარ და არ მოგატყუოს,
თუნდაც სულ ერთი წამით შეუყვარდე,
ოღონდ არ მოგატყუოს,
ერთხელ მაინც იყოს შენი და სხვა არავისი
მთელს დედამიწაზე, მთელს სამყაროში.
14 notes
·
View notes
Text
შენი სულის მარტოობაზე, ყველა გაუხსნელ შეტყობინებაზე, ყველა უპასუხო ზარზე და იმ ადამიანების მნიშვნელობაზე ფიქრობ ვისთვისაც თვითონ ხარ უმნიშვნელო. ფიქრობ და ფიქრებში ეწევი 1 კოლოფ სიგარეტს. მერე გახსენდება ბაბუს უფილტრო სიგარეტით გაყვითლებული საჩვენებელი თითი, ზღაპრები და ყველა ტკბილი მოგონება იმ ბავშვობიდან ,რომლისგანაც არაფერია დარჩენილი. გახსენდება ბავშვობაში დასახული მიზნები, ოცნებები, რომლებიც შენ სიგარეტის კვამლივით სადღაც გაუჩინარდა. გაუჩინარდა ის გოგოც რომელსაც სახიდან ღიმილი და გულიდან იმედი არ სცილდებოდა ოღონდ არა სიგარეტის კვამლივით სწრაფად. გადიოდა დღეები და ადამიანები ტოვებდნენ, ანადგურებდნენ ან თვითონვე ცდილობდა ამას. მისი ძლიერი სურვილი სიცოცხლისა და სიყვარულისა კი ნელ-ნელა ქრებოდა. ჰოდა დაღლილი გოგო ფანჯარაში იხედება, სიგარეტს ეწევა და გაუსაძლის დღეებს მარტო უძლებს. რა რთულია გარშემო უამრავი ადამიანი გყავ��ეს და შენ მაინც შენი სულის მარტოობაზე ფიქრობდე.
6 notes
·
View notes
Text
ალბათ, მიტოვებაზე რთული, მიტოვების გადაწყვეტილების მიღებაა.
იმის გაცნობიერება, რომ რაღაც მორჩა. დამთავრდა.
კი არ დამთავრდა, შენ ამთავრებ და მხოლოდ შენსას კი არა, იმ ადამიანის ცხოვრებასაც ცვლი, აქამდე მუდამ გვერდით რომ გედგა.
ალბათ, გეშინია კიდეც. გეშინია, ამით იმაზე დიდი შეცდომა არ დაუშვა, რის არიდებასაც ცდილობ სინამდვილეში.
და საერთოდ არ ხარ დარწმუნებული გადაწყვეტილების სისწორეში.
ტოვებ და სხვისთვის თუ დამნაშავე გამოდიხარ, საკუთარ თავთან მსხვერპლის როლსაც ითავსებ.
ვერ აღმოჩნდი საკმარისად ძლიერი.
ვერ გადალახე.
ვერ გაუძელი...
იმის გაცნობიერება კი, რომ მიგატოვეს, მოგიშორეს, რაღაცის გამო გვერდით გადაგდეს, ღალატზე უფრო მტკივნეულია.
შეიძლება, ღალატი აპატიო. საკუთარი თავის გადალახვა დაგჭირდეს, პრინციპების დათმობა, საერთოდ ყველაფრის დავიწყება, თავ��ოყვარეობის სანაგვეზე მოსროლა, მაგრამ მაინც აპატიო.
მიხვდე, რომ მის გარეშე ყოფნა ღალატზე მეტად გტკენს და ჩაყლაპო...
უსიყვარულობასაც მოუხერხებ რამეს. იფიქრებ, რომ გრძნობა გაქრა, განელდა, სხვამ ჩაგანაცვლა.
იფიქრებ, რომ სადღაც შენი ბრალიც იყო.
ათას მიზეზს მოიფიქრებ და ამასაც გადალახავ. დავიწყებასაც შეძლებ. საკუთარ თავს შემოუძახებ, რომ არ უნდა გიყვარდეს ის, ვისაც არ უყვარხარ. არ უნდა დაიმცირო თავი ასე.
მიტოვებისას კი... მიტოვებისას ხვდები, რომ უყვარდი, მაგრამ არა საკმარისად საიმისოდ, გვერდით რომ ჰყოლოდი.
უყვარდი, მაგრამ დათმობაც შეეძლო. საკუთარი ხელით მოშორება.
უყვარდი, მაგრამ მიგატოვა.
და არაფერს აქვს მნიშვნელობა.
ხვდები, რომ ერთ დღესაც, რომ ადგე, მიხვიდე საყვარელ ადამიანთან, თვალი თვალში გაუყარო და უთხრა, ვკვდებიო, სინანულის მეტს ვერაფერს მიიღებ მისგან.
შეეცოდებოდი. შენც და საკუთარი თავიც.
ინანებს ჩადენილს.
სინდისის ქენჯნაც დატანჯავს და იმაზე ფიქრიც, რა იქნებოდა, სხვანაიარად რომ მოქცეულიყო.
შეიძლება, დაგიბრუნდეს კიდეც.
შენს სასთუმალთანაც გაათიოს ღამეები. მოგიაროს ავადმყოფს და ცხოვრების ბოლო დღეებიც გაგილამაზოს.
მაგრამ, ის მაინც არ იქნება, რისი დანახვაც გენდომება.
არც ერთი წამით არ იქნება შიში.
შენი დაკარგვის გარდაუვალობის შიში.
შიში უშენოდ დარჩენის.
შიში, რომ ვეღარასდროს გნახავს.
შიში, რომ იმ სამყაროში მოუწევს სუნთქვის გაგრძელება, ცხოვრება, ნაბიჯების გადადგმა, საქმიანი შეხვედრების ჩატარება, მეგობრების ნახვა, სადაც შენ აღარ იქნები.
შიში, რომ ვეღარავიში იპოვის შენს მზერას...
ალბათ, მიტოვებაზე რთული, მიტოვების გადაწყვეტილების მიღებაა, ამ ყველაფერზე საშინელი კი, იმის გაცნობიერება, რომ მიგატოვეს...
10 notes
·
View notes
Text
ყოველი დღის ბოლოს, დაწოლისას ვიცი, რომ მარტო დავრჩები. მარტო დავრჩები და აქ სადღაც გული ერთ-ერთ ნაწილიში რაღაც გასკდება. გასკდება და ისეთ ცივ, არაფრის მთქმელ, ნაცრისფერ ტკივილს ვიგრძნობ, რომ სამყარო თავზე დამემხობა. როგორ უნდა ვებრძლოთ ამ ჭექაქუხილს, თავზე დამტყ��არ საშინელ გრძნობას? ამ სიმარტოვეს და ცხოვრების ამაოებას? იქნებ სწორედ ამისთვის გავჩნდით, ამ სიმარტოვისთვის? იქნებ არ ვართ საკმარისად კარგები, რომ ვინმეს მოვენატროთ, რომ ვინმე ჩვენზე ფიქრობსეს, რომ ვინმეს გავახსენდეთ? იქნებ უნდა შევეგუოთ და უბრალოდ გავუსწოროთ თვალი, რომ ჩვენ ვართ ისეთივ მარტოები, როგორიც ღმერთი იყო სამყაროს შექმნისას და იქნებ ჩვენითვე შევქმნათ ჩვენი სამყარო ისეთი დიდი სადაც არ შეგვაწუხებს დამქანცველი ფიქრები, მარტოობა და უსიყვარულობა...
2 notes
·
View notes
Text
“იდგა ბოღმა და ანთხევდა გესლს,
არავინ უშლიდა ამ ქვეყნად ხელს.
იდგა სიცოცხლე და სიყვარულს აფრქვევდა,
არც ტაშს ურკრავდნენ და არც ვინმე აქებდა.”
4 notes
·
View notes
Text
ყოველ საღამოს თუ შენი დამქანცველი მარტოობა შემოგიტევს, მოწყენილობა გულზე გაწვება და არავინ გყავს ისეთი ვისაც ეტყვი, რომ ღრმად სუნთქვაც გიჭირს, აიღე კალამი და დაწერე. დაწერე, რომ ეს დღეც არაფრით განახვავდება გაცრეცილი, შემოდგომის ფოთლებივით გაყვითლებული დღეებისგან, რომლებიც ისე უნიათოდ ჩაივლიან როგორც შენი 24 წელი. დაწერე, რომ გინდა ცხოვრობდე პატარა სოფელში და ყოველი დღის ბოლოს აივანზე მცენარეებს რწყავდე. დაწერე, რომ არაფერია ისეთი ტკბილი, როგორიც საღამოს ერთი ჭიკა წითელი ღვინო და ადამიანთან, ნამდვილ ადამიანთან, საუბარი. დაწერე და იოცნებე. იოცნებე...
სხვა რა დაგრჩენია ამ გაცრეცილი დღეების შემყურე...
7 notes
·
View notes
Text
“არა, შენ არ გესმის , დედამიწა ეს უბრალოდ ჯოჯოხეთის ერთ-ერთი ფორმაა, ადამიანები კი დემონები არიან.”
დანტე ალიგიერი🖤
3 notes
·
View notes
Text
ეგოისტებზე მოგიყვებით. მაშინაც როცა წინასწარ იციან რომ გული უნდა გატკინონ შენს ცხოვრებაში იჭრებიან და გემოს გისინჯავენ რადგან შენ ხარ ის ვისთვისაც გვერდის ავლა არ უღირთ. მეტისმეტად კაშკაშებ საიმისოდ რომ არ გაგსინჯონ. ახლოდან უნდა დაგათვალიერონ. და როცა ყველაფერს შეისწავლიან რაც გაგაჩნია თან მიაქვთ შენი კანი, შენი თმა, შენი საიდუმლოებები. როცა ხვდებიან რამდენად ნამდვილი ხარ. რამდენი ქარიშხალია შენში რომელიც მათ ანადგურებს.
და აი აქ სიმხდალე იჩენს თავს და ადამიანის სახეს რომელსაც აქამდე ხედავდი მისი ნამდვილი სახით იცვლება. სევდიანი რიალობით, როცა ისინი ფარ-ხმალს ყრიან და საკუთარი უძვლო სხეული შენი ცხოვრებიდან გააქვთ სიტყვებით “ჩემზე უკეთესს იპოვი”.
იდგები შიშველი ჯერ კიდევ შენში შემონახული მათი ნაწილით და იგლოვებ. შეეკითხები ეს რატომ გააკეთეს, რატომ გაიძულეს გყვარებოდა თუკი სიყვარულის დაბრუნებას არ აპირებდნენ ისინი კი რაღაც ისეთ ამოილუღლუღებენ “უნდა მეცადა”, “უნდა მომენდომებინა”, “ბოლოსდაბოლოს ეს ხომ შენ იყავი”.
მაგრამ ეს არ არის რომანტიკული, ეს არის სიმართლე ეგოისტების შესახებ. ისინი ადამიანებით თამაშობენ. ისინი თამაშობენ სხვების სულებით რათა საკუთარს მოუტანინ სიამოვნება. ერთ დღეს ისეთი სინაზით გიპყრობენ თითქოს შენ ხარ მთელი სამყარო რომელიც მათ კალთაში ასვენია. მეორე დღეს კი მოუკოდნელად ისე პატარავდები რომ ერთ კადრად იქცევი. წამიერ გაელვებად, წარსულის ნეგატივად. გადაგსანსლავენ და თან გეჩურჩულებიან რომ დარჩენილი ცხოვრების შენთან გატარება უნდათ. მაგრამ როგორც კი შიშის სუნი ეცემათ თითქმის უკვე კართან არიან. ნერვები არ ჰყოფნით იმისთვის რომ ღირსეულად წავიდნენ. თითქოს ადამიანის გული მათთვის არაფერს წარმოადგენს.
და ამ ყველაფრის შემდეგ, ამდენის მიღების შემდეგ, ამდენი დაძაბულობის, განა ნაღვლიანი და სასაცილო არ არის რომ მათი თითები უფრო გაბედულები მაშინ არიან რიცა გხდიან ვიდრე მაშინ როცა ტელეფონი უნდა აიღონ და დაგირეკონ. მოგიბოდიშონ დანაკარგის გამო. და სწორედ ასე გკარგავენ.
2 notes
·
View notes
Text
,,ძალიან მალე იცლება ჭიქა
ძალიან მალე იღლება თვალი
ძალიან მალე,ძალიან მალე
იცვლება აზრი,იშლება კვალი.
მე კი კვლავ გულის კარნახით ვცხოვრობ
ჯერ ვერ ამოვდე გრძნობას სადავე,
ჯერ ვერ მოვუღე ოცნებას ბოლო
ვერ მოვუშალე იმედს სათავე."
ოთარ ჭილაძე
4 notes
·
View notes
Text
" ყველაფერი სტკიოდა, რაც კი შეიძლება კაცს სტკიოდეს,
მაგრამ რა ექნა, რომ ნება არ ჰქონდა ისე მოქცეულიყო, როგორც გული ეუბნებოდა!მუდამ ასე იყო! მუდამ იმას უკრძალავდნენ, რაც გულით ეწადა!
ჯემა�� ქარჩხაძე
5 notes
·
View notes
Text
i’m broken and i have no one to tell
-5am
3K notes
·
View notes
Text
“არის ხოლმე ზოგჯერ ისეთი პერიოდები, ცხოვრება რომ გახრჩობს, ყელში გაჭერს და ამას ერთ რაიმე კონტეტულ გამომწვევ მიზეზს ვერ აბრალებ. მერე ხვდები , რომ ეს ის აუხდენელი ოცნებებია, ლამაზი სამყაროს ილუზიებია, განუხორციელებელი მიზნებია, სხვა ადამიანებზე დამყარებული ნდობაა, იმედგაცრუებაა. ხშირად როცა ფიქრობ, რომ ფრენა შეგიძლია სამყარო მაშინ გაჭრის ძირში ფრთებს და ფრენის იდეას დიდი ხნით ინახავ შენი ცხოვრების თვალით მიუწვდომელ მომავლის გეგმებში. იქნებ არც ვყოფილვართ ფრენისთვის მზად, იქნებ სამყარო გვიფრთხილდება, იქნებ საბედისწერო დაფრენისგან გვიცავს. მაგრამ შენ ამას ვერ ხედავ და გახრჩობს გამოუხატავი “მე�� გიჭერს ყელში, როგორ ლამაზად შეასრულებდი ბედნიერი და ლაღი ადამიანის როლს, მაშინ როცა რეალობაში სული ასე გიმძიმდება. ვერც კი იღებ საკუთარი თავისგან კითხვებზე პასუხს რატომ შორდები ადამიანებს, იმის შიშით, რომ ვერ გაგიგებენ, თუ არ გინდა შენი სიმძიმით სხვაც დაამძიმო.
15 notes
·
View notes
Text
როცა ყველაზე ულამაზო ვარ, სწორედ მაშინ მახსენდება ყველა, ვინც მინდოდა, რომ მყვარებოდა და ვისაც არაფრით უნდოდა, ვყვარებოდი.
გამოდის ზოგჯერ სიბნელიდან ჩემი მთავარი ულამაზო თავი. ტლანქი, განიერი, ბნელით გასუქებული და ბებერი, და მის ფონზე ერთი ციდა ჩანს ყველაფერი - სახლები, ხეები, მთები.
დაჯდება, მორგვ ფეხებს მოიკეცავს, ისეთ სუთქვას ამოუშვებს, თითქოს ვიღაც სველ ფოთლებს წვავდეს მის სიღრმეში და ამოიყოლებს ჩემი მშვენიერი თავის ხსოვნას, როცა მინდოდა სიცოცხლე, სიყვარული.
დღეს მახსოვს, როგორ მომწონდა ის, ვისაც ისე ძალიან არ მოვწონდი, რომ ყველამ იცოდა, როგორ არ მოვწონვარ.
ჩემზე მეტად კი არ მოსწონდა ჩემი ლექსები.
დღეს მახსოვს, როგორ ვკითხულობდი ლექსებს პატარა სცენიდან იმ დარბაზში, სადაც იჯდა ჩემ წინ და არ მოვწონდი.
როგორ ვარიდებდი თვალს, როგორ მიკანკალებდა ხელები, და როგორ საცოდავდებოდნენ ჩემი ნორჩი, გულუბრყვილო სიტყვები მის თვალწინ.
როგორ ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, ცა გაიხსნებოდეს და მიწა გასკდებოდეს, რომ აღარაფერი დარჩეს ჩემგან. მის თვალწინ.
და ამის ნაცვლად კატამ გაირბინა უცებ ჩემს უკან.
ნამდვილმა კატამ გაირბინა სცენაზე და გადაურბინა დარბაზს ნამდვილმა სიცილმა, და ჩემს ძალიან არასასაცილო ლექსს, კიდევ უფრო უშნოდ რომ აეგრიხა ნაპირები, ისე დავეყრდენი, როგორც აქერცლილ ფანჯრის რაფას, საიდანაც ვრცელ, ნისლიან ჭალას გადავყურებდი ბავშვობაში.
ჭალაში მდინარე მოდიოდა ხმადაბლა.
ხმადაბლა ღელავდა, ხმადაბლა ბობოქრობდა, ხმადაბლა იყო მისთვის სულერთი ყველაფერი.
გავიზრდები და გავლამაზდები, ვფიქრობდი მაშინ.
მოვყვები, როგორ მიედინება ჩემი მდინარე.
ყველა��თვის მოვყვები, ვფიქრობდი მაშინ, და დღეს გამოდის ჩემი მთავარი ულამაზო თავი და ახსოვს, როგორ შეეძლო, შეეყვარებინა ყველა, ვისაც შეეძლო, არ ჰყვარებოდა, როცა იყო ცოცხალი, მსუბუქი, მშვენიერი.
ახლა შეიძლება ყოფნა ხმადაბლა.
ახლა შეიძლება, ზურგსუკან ისეირნონ კატებმა, სანამ ულამაზო ზიხარ და ხმადაბლა, ულამაზოდ იყოს სულერთი ყველაფერი.
1 note
·
View note
Text
8 notes
·
View notes
Text
What’s a soulmate?
It’s like a best friend,but more. It’s the one person in the world who knows you are better then anyone else. it’s someone who makes you a better person. Actually they don’t make you a better person, you do that yourself because they inspire you. A soulmate is someone who you can carry with you forever. It’s the one person who knew you and accepted you, believed in you before anyone else did or when no one else would and no matter what happens. You will always love them. Nothing can ever change that. ✨
0 notes
Text
რთულია გოგოობა.
იმდენად რთული, რომ დიდხანს და კარგად თუ არ დაუფიქრდი, შეიძლება ვერც გააცნობიერო. თან რაღაც ეტაპზე კი არ იჩენს ხოლმე თავს ეს სირთულე უფრო მკვეთრად ან მოკლე დროით. არა, ასე სტაბილურად მუდმივად გვერდით გყავს და სიცოცხლის ხალისს გართმევს ზაფხულში თავს ზემოთ მოწუილე კოღოებივით.
გოგოობის სირთულე, სადღაც 4-5 წლის ასაკიდან იწყება, დედა ზემოთ აწეულ კაბას რომ გისწორებს, მოთხუპნილ ხელებს და მუხლებს რომ გიწმენდს, სულ ბიჭებში სირბილს და ჯარისკაცობანას თამაშს რომ გიშლის და მეტი ‘კდემის’ და ‘რიდის’ გამოჩენას რომ გთხოვს.- იმიტომ, რომ გოგო ხარ. 5 წლის ვიქნებოდი, ჩემს ბაღელ მადონას დედამ კარგა გემრიელად რომ აუწია ყური და ტუჩებში მიარტყა. შეყვარებული გყავსო?-ჰკითხეს და ამან -სამიო- უპასუხა. ეს იმ დრო ხდებოდა, როცა საბუკას მამა სიამაყით ივსებოდა თავის 4 წლის ‘დიდ კაცს’ 5 შეყვარებული რომ ჰყავდა ბაღში.
შემდეგ ის ასაკი მოდის, მართლა გოგოს რომ ემსგავსები და აქ უკვე ნამდვილი ომი იწყება – სხვებთანაც, მაგრამ უპირველესად საკუთარ თავთან. გარეგნობის ყოველდღიური კონტროლის ატანა. პრობლემების, კომპლექსების, შეხედულებების შეზღუდვა, შემონახვა, აქ არაფრის გაზიარება შეიძლება.
თქვენ გინახავთ ან მოგისმენიათ ოდესმე ვინმე განიხილავდეს მეზობელი ბიჭის თეძოებს, ფეხებს, თმას ან გამვლელი კაცის ფორმებს, სიარულის მანერას, ზედმეტ კილოგრამებს? მე – არა. მაგრამ 100%ით დარწმუნებული ვიქნები ჩემს სწორ შეხედულებაში თუ გეტყვით, რომ ყოველდღე მესმის როგორ ხდება დიდი განხილვისა და ბჭობის საგანი ჩვეულებრივი გოგო, ქალი. როგორ უწუნებენ სხვა ქალები თუ კაცები წელის ან მკერდის გარშემოწერილობას, ბოლო ორ კვირაში მომატებულ 4 კილოგრამს, შეუღებავ თმის ძირებს და ნასადილევზე მაისურზე დატყობილ მუცელს.
შეგიმჩნევიათ ოდესმე ქუჩაში ჯგუფად შეკრებილ გოგოებს ჩავლილი სიმპატიური ბიჭი აეთვალიერებინოთ თავიდან ფეხებამდე და სტვენა-სტვენითა და ვნებააშლილი სიტყვებით გაეცილებინოთ? ესეც უცხოა.
დიახაც, რთულია გოგოობა, იმიტომ რომ ��ქ ინდივიდუალურ ხმას ახშობენ.
ინიციატივის გამოჩენა შენი საქმე არაა, შენ შეგიძლია უსმინო და შეაფასო, მხოლოდ გულში, ფიქრებში. შენ თავიდანვე უნდა შეეგუო, რომ ბევრი რამ შენი საქმე არ არის.
დიახაც, რთულია გოგოობა, რადგან ერთგულებასა და სამართიანობას აქ მარტო შენ გთხოვენ. აქ მხოლოდ შენ ხარ ვალდებული მარტო სწორი ნაბიჯები გააკეთო ცხოვრებაში. იმიტომ, რომ შენ შეცდომები არ გეპატიება. იმიტომ, რომ თუ შეგეშალა, ზედ გადაგივლიან – შენიანიც და უცხოც.
დიახაც, რთულია გოგოობა, რადგან წინასწარვე უნდა გააცნობიერო, რომ ‘ბიჭის ტვინი სხვაა’ და ‘შენ ამას ვერ გაიგებ.’ და საერთოდაც, რატომ გგონია, რომ საოცნებო კარიერის აწყობა და ვარსკვლავობა შენი საქმეა? საკმარისად ბევრი კაცია ირგვლივ ამისთვის. თან შენ უამრავი სხვა საზრუნავი და თავსატეხი გელოდება. ნეტა ვიცოდე, რატომ ირთულებ ცხოვრებას ახალგაზრდა გოგო?
თქვენ არ იცით, დამიჯერეთ, არ იცით, რამხელა ომსა და ხელჩართულ ბრძოლას უმკლავდება გოგო თითოეული სწორი და თან სასურველი ნაბიჯის გადასადგმებლად, სწორი და თან სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად. რამდენი დაბრკოლების გადალახვა, რამდენი აზრის უგულებელყოფა და რამდენი დამცირების ატანა უწევს მას საკუთარი შინაგანი ხმის გასაძლიერებლად. რამდენად ძნელია გეუბნებოდნენ, რომ ‘მაინც არაფერი გამოგივა’ და შენ თავდაუხრელად მიდიოდე წინ.
რამდენად წარმოუდგენელია მუდამ არჩევანის წინაშე გაყენებდნენ და ამავდროულად შენც იყო სულ ერთ-ერთი არჩევანი.
არ უნდა იყო. საქმეც ამაშია. შენ მეორე არჩევანი არ ხარ, სათადარიგო.
შენ ხარ პიროვნება, რომელსაც საკუთარი ცხოვრების დაგეგმვისა და განგების უფლება აქვს. შენ არ უნდა იყო ხალხის აზრის მსხვერპლი. შენ არ უნდა აძლევდე უფლებას საზოგადოებას მიწასთან გაასწოროს შენი თვითშეფასება და სიამაყე. შენ არასდროს უნდა დაიჯერო, რომ რაიმე არ შეგიძლია და ისინი ყველანი მართლები არიან. პირველ რიგში შენ უნდა გწამდე შენი თავის, შენიანების, შენნაირების და შენ უნდა გაზარდო შენი პატარა გოგონა საკუთარი თავის რწმენითა და სიყვარულით. რომ მას აქვს ძალა მთები დაძრას და მომავალი შეცვალოს.
‘ლამაზი’ არ არის ის ეპითეტი, რომელიც შენ ყველაზე მეტად გხიბლავს და გაკმაყოფილებს. იმიტომ, რომ შენ ხარ მამაცი, ჭკვიანი, განვითარებული, სწორად მოაზროვნე გოგო და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი. ის, რაც შეიძინე. და არა ის, რაც ბუ��ებით გერგო.
არ დანებდე მიმდინარე მოვლენებს. არ შეეგუო უთქმელად იმაზე უფრო მცირედს, ვიდრე რეალურად იმსახურებ. რადგან ზოგჯერ შეიძლება შენ ხარ გაცილებით კარგი, თითქმის იდეალურიც კი და არა ის სხვა შენ გარშემო. იმ სხვას შეიძლება არ ჰქონდეს შენი სრულყოფილების მიღებისა და გაცნობიერების უნარი. He just can’t handle it. შენ არ ხარ პრიზი, რომელსაც თამაშის ბოლოს იღებს მოგებული. შენ ხარ პრინციპული, წარმატებული, დამოუკიდებელი გოგო. ქალი, რომელსაც ყველაფრის საკუთარი სურვილისამებრ შეცვლა შეუძლია.
თუ შენი ძმა, მეგობარი, შეყვარებული, ქმარი, მამა, ჯგუფელი/კლასელი ბიჭი არის ცალკე მდგომი, ძლიერ ინდივიდად მიჩნეული ექსპრესიული პიროვნება, შენ არ გაქვს უფლება არ იყო მათი თანასწორი, მეტი თუ არა.
წადი და შექმენი შენი თავი ისეთი, როგორზედაც ძილის წინ გიოცნებია.
59 notes
·
View notes