#ტრიუმფი
Explore tagged Tumblr posts
Link
0 notes
Text
როგორ გავხდე უკეთესი, ან “როგორ გავხდე საკუთარი თავი”
ადამიანი მთელი ცხოვრება იზრდება და ვითარდება, იხვეწება; იმეცნებს სამყაროს; სწავლობს რას ნიშნავს ადამიანად ყოფნა და ნელ-ნელა აშენებს საკუთარ თავს პიროვნებად.
ბევრი ადამიანი გულდაწყვეტილია 25 წლის ასაკში, რომ ვერ მიაღწია საკუთარი თავის სრულყოფას, რის გამოც უჩნდება უამრავი კომპ��ექსი და არასრულფასოვნების განცდა. რა თქმა უნდა, ამას ბევრი სხვა ფაქტორიც განაპირობებს და ხელს უწყობს ამ სახის თვითგვემას, რაც ძალიან ცუდია. სინამდვილე კი სულ სხვანაირია.
თქვენ ვერ გახდებით სრულყოფილი 25 წლის ასაკში, ვერც 40 და 70 წლის ასაკში შეძლებთ ამას.
რატომ? იმიტომ, რომ ადამიანი ზრდასა და განვითარებას, სწავლას, შეცდომების დაშვებას და გამოსწორებას სიცოცხლის ბოლომდე განაგრძობს. დიახ, ეს ასეა, ვერასოდეს მივალთ იმ დონემდე, როდესაც ყოვლისმცოდნეები და უშეცდომონი ვიქნებით, და თუ ვინმე ფიქრობს, რომ მან უკვე მიაღწია ამ მწვერვალს, მას სერიოზული პრობლემა აქვს.
წარმოიდგინეთ სახლი, რომელსაც მშენებელი აშენებს. მას აქვს ყველაფერი, რაც სახლის ასაშენებლად სჭირდება, ახლა კი ყოველივე მის შრომასა და გარჯაზეა დამოკიდებული. ჯერ საძირკველი, შემდეგ აგურს აგური ემატება და ასე შენდება კედლები. მხოლოდ აშენებაც ხომ არ არის? სახლს შიგნითაც ხომ სჭირდება დასუფთავება, კედლების შელამაზება და კიდევ უამრავი რამ. ამ ყველაფერს კი დრო უნდა. სახლი ხომ ერთ დღეში არ შენდება?!
ასევეა ჩვენ შემთხვევაშიც. მხოლოდ ის, რომ სარკეში ადამიანს ვხედავთ და სხვადასხვა ემოციასა და გრძნობებს განვიცდით, ვიცით რა არის სწორი და რა არ არის სწორი, არ ნიშნავს იმას, რომ პიროვნებად შევდექით. პიროვნება ყალიბდება ეტაპობრივად, ჩვენ როგორც მშენებელი ნელ-ნელა ვაშენებთ საკუთარ თავს. დღითი დღე უფრო მეტს ვიგებთ, უფრო მეტად ვცდილობთ განვითარებას, უკეთესად ყოფნას და ასე ვხდებით ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ საკუთარ თავი. მთავარია “საკუთარ თავად” ქცევის გზაზე არ შევწყვიტოთ სვლა, არ ვიფიქროთ, რომ დანებება სჯობს, რადგან რაღაც მონაკვეთი უკვე განვვლეთ და მეტი აღარ არის საჭირო.
სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს ემართება ასე. სანამ ყველაფერი იოლია იქამდე მიაბიჯებენ, მაგრამ როგორც კი პრობლემები გაჩნდება ჩერდებიან ან უკან იხევენ.
იმისათვის რომ უკეთესი გავხდეთ ან “საკუთარ თავად” ვიქცეთ, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა გვქონდეს პირადი აზრი, პირადი დამოკიდებულება ცხოვრებისა და მასში მიმავალი პროცესებისადმი. ეს კი მხოლოდ საკუთარი თავის კვლევით, მასში ჩაღრმავებით, მისი მიღებით; შეყვარებით და შემეცნებით შეიძლებ��.
კარგია, თუ ვიცით, რომ ტყუილი არ ვარგა, მაგრამ ჩვენ როგორ ვფიქრობთ სინამდვილეში? ვეთანხმებით თუ არ ვეთანხმებით? ამაზე უნდა გვქონდეს ჩვენი დამოკიდებულება, რომელიც არავისი ზეგალენით და ძალდატანებით არ იქნება განპირობებული. რატომ მომწონს შავი კაბა? იმიტომ რომ მოდაშია, მითხრეს გიხდებაო, თუ იმიტომ რომ მასში ჩემი ხასიათის დეტალებია ჩაქსოვილი, რა�� ჩემს პიროვნებას და ხასიათს უკეთ წარმოაჩენს? დიახ, ეს წვრილმანებია, მაგრამ სწორედ რომ წვრილმანებისგან შედგება მთელი ჩვენი ცხოვრება. უკეთესი რომ გავხდეთ, საჭიროა ვიცოდეთ ვინ ვართ, მივიღოთ საკუთარი თავი ყველა ცუდი თუ კარგი თვისებით; გვქონდეს ჩვენი აზრი და გაგვაჩნდეს ანალიზის, ფიქრის უნარი. ერთი რამ კი ყოველთვის უნდა ვიცოდეთ: ყველა მარცხი და ყველა ტრიუმფი; ყველა აზრი და ფრაზა; ღიმილი და ცრემლი; ყველა წაკითხული თუ გაგონილი ისტორია გვეხმარება გავხდეთ “საკუთარი თავი” ყოველდღე უფრო და უფრო მეტად.
•ია კარგარეთელი
6 notes
·
View notes
Text
ერთხელ დავჯექი და ჩემთვის, არა სხვისთვის, დავფიქრდი და ჩამოვაყალიბე რა მიყვარს და მიზიდავს ჩემი ქვეყნისა და ჩემი ხალხის. 1. საქართველოში ყოველთვის მაოცებს ადამიანების მიერ სამყაროს რაღაც განსხვავებული აღქმა, აზროვნება, უცნაური, ბევრისათვის ცოტა გაუგებარი, ჩვევები, გრძნობით-ემოციური პალიტრა. 2. მაოცებს და მათბობს ეს ძალიან-ძალიან თბილი შეგრძნება, რომ თითქოს ჩვენ ყველა ერთი გვარისა ვართ, ერთი პატარა ქვეყნის შვილები თუ ერთი სუფრის წევრები, რომ თითქოს სულ გუშინ ვიქეიფეთ ძალიან ტკბილად ერთ სუფრასთან, ერთ ვიმღერეთ “მრავალჟამიერი”, ერთნი და განუყოფელნი ვართ აწ და მარადის. რა თქმა უნდა, დიდ ქვეყანაში ასეთ რამეს იმდენად ვერ იგრძნობ. 3. საოცრად მიყვარს ჩვენი ბუნება, ჩვენი კავკასიონი. კი, ეს ჰიმალაები არ არის, არც შვიდიათასმეტრიანი მწვერვალებით შემართული ქედები არაა. მაგრამ როცა კავკასიონს უყურებ, უპირობოდ გეუფლება განცდა, რომ ეს მეფეების მთებია, ფანტასტიური მთებია. მგონი, ეს სიტყვაც მეზედმეტება. ვიტყვი უბრალოდ: ეს მთებია! 4. საქართველოში (ჩამოთვლა რომ დაიწყო), თითქოს არაფერია ისეთი განსაკუთრებული, გრანდიოზული, რითაც სხვა ქვეყნის შვილს გააოგნებ, თუმცა ყველაფერი იმდენად უბრალოდ, გემოვნებით, მშვენებით არის შეკაზმული დედა-ბუნებაში, რომ იტყვი – აი მიწა, აი, მართლაც უფლის სავანე. 5. კი, ჩვენს ხალხს ბევრი სახასიათო ხარვეზი აქვს, მაგრამ აქვს ტრადიციული ცოდნა, წაულეკავი ადამიანობა, სიყვარული, გვერდში დგომა, სიშმაგე, სამხრეთული ტემპერამენტი, კლანური თანადგომა. 6. ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ არაა გათელილი კაპიტალიზმით, არ არის ათვისებული, აღმოჩენილი ბოლომდე, არ არის გამოწურული ბოლომდე, როგორც კოლონია. 7. ჩვენთან არ არის დასახლების დიდი სიმჭიდროვე, რაც ზრდის ადამიანების პიროვნულ ინდივიდუალობას, ტრადიციულ კულტურაზე და ენაზე მიჯაჭვულობას. 8. მიყვარს და მაოცებს საქართველოს ღვინის კულტურა, რომელზეც უსასრულოდ, ჟინითა და ეიფორიით შეიძლება საუბარი. 9. მიყვარს და მაოცებს ჩვენი ცეკვები, ჩვენი ჰანგი, ჩვენი მუსიკალობა, მელექსეობისაკენ მიდრეკილება. 10. საოცრად მიყვარს და ყოველთვის მეყვარება ქართული სტუმართმოყვარეობაა. როცა უყვართ და უხარიათ სტუმრის მიღება, მისი გახარება, როცა უნებურად აქვთ და უჩნდებათ სურვილი უცხოს დახმარებისა და მისთვის ხელისგაწვდისა. როცა უნდათ, რომ აჩვენონ რა ღირსეული სამშობლოსა და ხალხის შვილები არიან. 11. მაოცებს სულის აღმაფრენა, ღვთისნიერება და ბევრი უბრალო ადამიანის მეფური კეთილშობილება. 12. ფანტასტიურად დახვეწილია ჩვენი სამზარეულო! ერთი შეხედვით, თითქოს ერთი აზიური, ცხიმიანი საკვებით გაჯერებული სამზარეულოა, თუმცა ყველაფერშია გემოვნება, სინატიფე, არომატების თამაში და ეს ყველაფერი ისეთი აზარტული, დამატყვევებელია, რომ ისევ და ისევ ხვდები – საქმე მართლაც რაღაც განსაკუთრებულთან გაქვს! 13. საქართველო არაა მდიდარი ქვეყანა, მაგრამ თუნდაც ამ ხელმოკლეობაში ჩვენ მაინც თითქოს არაფრიდან ვახერხებთ შევქმნათ მარგალიტები. და მე ეს მაოცებს – ჩვენ ვახერხებთ სილამაზე არა სიმდიდრით, არამედ ჩვენი სულიერი ძალით შევქმქნათ! 14. და, ყველაზე მეტად, რაც მიყვარს და ვაფასებ, ეს ჩვენი ურთიერთობია. ის თუ როგორ უყვართ საქართველოში, როგორ უყვარდებათ, როგორ ელოდებიან და როგორ ენატრებათ!
გფარვდეთ უფალი!
This slideshow requires JavaScript.
რა მიყვარს ჩემი ქვეყნისა (ჩანაწერი #28) ერთხელ დავჯექი და ჩემთვის, არა სხვისთვის, დავფიქრდი და ჩამოვაყალიბე რა მიყვარს და მიზიდავს ჩემი ქვეყნისა და ჩემი ხალხის. 1. საქართველოში ყოველთვის მაოცებს ადამიანების მიერ სამყაროს რაღაც განსხვავებული აღქმა, აზროვნება, უცნაური, ბევრისათვის ცოტა გაუგებარი, ჩვევები, გრძნობით-ემოციური პალიტრა. 2. მაოცებს და მათბობს ეს ძალიან-ძალიან თბილი შეგრძნება, რომ თითქოს ჩვენ ყველა ერთი გვარისა ვართ, ერთი პატარა ქვეყნის შვილები თუ ერთი სუფრის წევრები, რომ თითქოს სულ გუშინ ვიქეიფეთ ძალიან ტკბილად ერთ სუფრასთან, ერთ ვიმღერეთ "მრავალჟამიერი", ერთნი და განუყოფელნი ვართ აწ და მარადის. რა თქმა უნდა, დიდ ქვეყანაში ასეთ რამეს იმდენად ვერ იგრძნობ. 3. საოცრად მიყვარს ჩვენი ბუნება, ჩვენი კავკასიონი. კი, ეს ჰიმალაები არ არის, არც შვიდიათასმეტრიანი მწვერვალები�� შემართული ქედები არაა. მაგრამ როცა კავკასიონს უყურებ, უპირობოდ გეუფლება განცდა, რომ ეს მეფეების მთებია, ფანტასტიური მთებია. მგონი, ეს სიტყვაც მეზედმეტება. ვიტყვი უბრალოდ: ეს მთებია! 4. საქართველოში (ჩამოთვლა რომ დაიწყო), თითქოს არაფერია ისეთი განსაკუთრებული, გრანდიოზული, რითაც სხვა ქვეყნის შვილს გააოგნებ, თუმცა ყველაფერი იმდენად უბრალოდ, გემოვნებით, მშვენებით არის შეკაზმული დედა-ბუნებაში, რომ იტყვი - აი მიწა, აი, მართლაც უფლის სავანე. 5. კი, ჩვენს ხალხს ბევრი სახასიათო ხარვეზი აქვს, მაგრამ აქვს ტრადიციული ცოდნა, წაულეკავი ადამიანობა, სიყვარული, გვერდში დგომა, სიშმაგე, სამხრეთული ტემპერამენტი, კლანური თანადგომა. 6. ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ არაა გათელილი კაპიტალიზმით, არ არის ათვისებული, აღმოჩენილი ბოლომდე, არ არის გამოწურული ბოლომდე, როგორც კოლონია. 7. ჩვენთან არ არის დასახლების დიდი სიმჭიდროვე, რაც ზრდის ადამიანების პიროვნულ ინდივიდუალობას, ტრადიციულ კულტურაზე და ენაზე მიჯაჭვულობას. 8. მიყვარს და მაოცებს საქართველოს ღვინის კულტურა, რომელზეც უსასრულოდ, ჟინითა და ეიფორიით შეიძლება საუბარი. 9. მიყვარს და მაოცებს ჩვენი ცეკვები, ჩვენი ჰანგი, ჩვენი მუსიკალობა, მელექსეობისაკენ მიდრეკილება. 10. საოცრად მიყვარს და ყოველთვის მეყვარება ქართული სტუმართმოყვარეობაა. როცა უყვართ და უხარიათ სტუმრის მიღება, მისი გახარება, როცა უნებურად აქვთ და უჩნდებათ სურვილი უცხოს დახმარებისა და მისთვის ხელისგაწვდისა. როცა უნდათ, რომ აჩვენონ რა ღირსეული სამშობლოსა და ხალხის შვილები არიან. 11. მაოცებს სულის აღმაფრენა, ღვთისნიერება და ბევრი უბრალო ადამიანის მეფური კეთილშობილება. 12. ფანტასტიურად დახვეწილია ჩვენი სამზარეულო! ერთი შეხედვით, თითქოს ერთი აზიური, ცხიმიანი საკვებით გაჯერებული სამზარეულოა, თუმცა ყველაფერშია გემოვნება, სინატიფე, არომატების თამაში და ეს ყველაფერი ისეთი აზარტული, დამატყვევებელია, რომ ისევ და ისევ ხვდები - საქმე მართლაც რაღაც განსაკუთრებულთან გაქვს! 13. საქართველო არაა მდიდარი ქვეყანა, მაგრამ თუნდაც ამ ხელმოკლეობაში ჩვენ მაინც თითქოს არაფრიდან ვახერხებთ შევქმნათ მარგალიტები. და მე ეს მაოცებს - ჩვენ ვახერხებთ სილამაზე არა სიმდიდრით, არამედ ჩვენი სულიერი ძალით შევქმქნათ! 14. და, ყველაზე მეტად, რაც მიყვარს და ვაფასებ, ეს ჩვენი ურთიერთობია. ის თუ როგორ უყვართ საქართველოში, როგორ უყვარდებათ, როგორ ელოდებიან და როგორ ენატრებათ! გფარვდეთ უფალი!
#ადამიანები#ემოცია#ემოციები#ენა#მამული#მართლმადიდებელი#მშვენება#მშვენიერი#პატრიოტი#პატრიოტიზმი#რწმენა#სამშობლო#სარწმუნოება#ტრიუმფი#ტურიზმი#ქართველები#ქართველი#ქართული#ჩემი#ჩემი საქართველო#ჩემი სიყვარული#ჩემი ქვეყანა
0 notes
Text
როგორ შესძლებდა მგრძნობიარე ადამიანი წინ აღსდგომოდა გრძნობას, მოსიყვარულე – სიყვარულს, გონიერი – გონებას? ვის არ განუცდია ბგერათა ყოვლისშემმუსვრელი ძალა? მაგრამ განა ბგერათა ძალა ს��ვა რა არის, თუ არა გრძნობათა ძალა? მუსიკა ენაა გრძნობისა - ბგერა გამოთქმული გრძნობაა, გრძნობა, რომელსაც სხვასაც გაუზიარებენ.
ვის არ განუცდია სიყვარულის ძალა ან ყოველ შემთხვევაში არ მოუსმენია მის შესახებ? ვინ უფრო ძლიერია? სიყვარული თუ ინდივიდუალური ადამიანი? ადამიანი ფლობს სიყვარულს, თუ, პირიქით, სიყვარული - ადამიანს? როდესაც ადამიანს სიყვარული ამოძრავებს და სიხარულით სდებს თავს სასიკვდილოდ საყვარელი არსებისათვის, ეს სიკვდილის მძლეველი ძალა მისი საკუთარი ინდივიდუალური ძალაა თუ, პირიქით, სიყვარულის ძალა?
და ვის არ განუცდია, ვისაც კი ოდესმე ჭეშმარიტად უაზრნია, აზროვნების ძალა, რა თქმა უნდა, წყნარი, უხმაურო ძალა აზროვნებისა? როდესაც შენ ღრმა ფიქრებში ჩაიძირები და ივიწყებ საკუთარ თავსაცა და იმასაც, რაც შენს ირგვლივ არის, მაშინ შენ ეუფლები გონებას თუ, პირიქით, გონება შენ გეუფლება და გშთანთქავს?
მეცნიერული აღმაფრენა განა არ არის ულამაზესი ტრიუმფი, რომლითაც გონება შენზე გამარჯვებას ზეიმობს? ცოდნისადმი მისწრაფების ძალა განა არ არის უდავოდ უძლეველი, ყოვლისმძლეველი ძალა? და როდესაც შენ ვნებას თრგუნავ, ჩვეულებას, უკუაგდებ, მოკლედ, თვით საკუთარ თავზე გამარჯვებას აღწევ, ეს ძლევამოსილი ძალა შენივე საკუთარი პირადი ძალაა, თვით შენთვის თავისთავად მოფიქრებული, თუ, პირიქით, იგი არის ნების ენერგია, ზნეობრიობის ძალა, რომელიც ძალუმად ეუფლება და გულისწყრომით აღგავსებს შენივე საკუთარი თავისა და შენს ინდივიდუალურ უძლურებათა წინააღმდეგ?
© ლუდვიგ ფოიერბახი / ქრისტიანობის არსება
1 note
·
View note
Text
უარყოფის შიშის საცეცები (ჩანაწერი #20)
რა თქმა უნდა, უარყოფის შიში მოქალაქეს აჩერებს განახორციელოს რაიმე აქტიური ქმედება, მაგალითად, გაიცნოს ახალი ადამიანები, საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოიტანოს განსაკუთრებული სიახლეები, მოახდინოს მაქსიმალური თვით-რეალიზაცია და ა. შ. ამასთან ერთად ნებისმიერ შედარებით უფრო თამამ და არაპროგნოზირებადი საქმის წამოწყებისას აუცილებელია შემდეგი 2 რამის გათვალისწინება. 1. თანამედროვეობაში გაბატონებული…
View On WordPress
#ადამიანი#ბუნება#გამარჯვება#გრძნობები#დაძაბულობა#ემოცია#ემოციები#თვალი#თვალსაზრისი#მარტოობა#მუშა��ბა#პასუხი#რეაქცია#საზრისი#საცეცები#სიკვდილი#ტიპი#ტრიუმფი#უარყოფ��#უარყოფის შიში#შიში#შრომა
0 notes
Text
დაკარგულობა (ჩანაწერი #10)
ხანდახან ადამიანი – და რაღა ვიღაც აბსტრაქტულ პირზე გვესაუბრა – თავად ჩვენ ვკარგავთ ცხოვრებისეულ გზას. თითქოს ადგილი აქვს ყველაფერი ნათელის ჩამობნელებას, იღუშება ყველაფერი, რაც მანამდე კაშკაშებდა. თითქოს გაგაჩნდათ რაღაც ხელმოსაჭიდი, და ახლა უკვე არაფერი გიპყრიათ ხელთ. ნივთები, მოვლენები, ცოცხალი არსებები ერთობ კარგავენ მიმზიდველობას. ქრება იმედი, რესურსები, იკარგება მიზანი, იშლება სტიმულები. არის…
View On WordPress
#ადამიანი#აზრი#ბედნიერება#დეპრესია#ემოცია#თავისუფლება#მოტივაცია#რწმენა#სიკვდილი#ტრიუმფი#ცხოვრება#ძალაუფლება
0 notes