#ეიფორია
Explore tagged Tumblr posts
tornike612 · 7 years ago
Video
tumblr
1 note · View note
d210621e · 3 years ago
Text
ძნელია, როცა ადამიანს რაღაცის თქმა,გულის გადაშლა გინდა და არავინ გყავს ისეთი, ვისაც თვალდახუჭული ენდობი, მიგისმენს,ზედმეტ კითხვებს არ დაგისვანს და არ გაგკიცხავს.უბრალოდ მოგისმენს,დაგეხმარება რომ სულში დაგროვილი ნეგატივი და პიციტივიც გარეთ გამოუშვა,დაიცალო და ახალი ენერგიით აღივსო....
ალბათ ყველა ადამიამს აქვს რამოდენიმე ნიღაბი.ნიღაბი თუ არა როლი მაინც(ნუ შემედავებით).აი მაგალითად თუნდაც მე.ან ...თქვენ.ჰო შენ.თუ ამას კითდულობ აბა დაფიქრდი ყველგან ერთნაირი სახე გაქვს?ყველასთან გულწრფელი და გულღია ხარ? შეიძლება ტყუილი არ თქვა მაგრამ არც სიმართლე თქვა ბოლომდე...თავისი დამალული "რაღაც" ყველა ჩვემგანს გვაქვას.თუნდაც ვიცოდეთ რომ ის ჩვენთვის საზიანოა,არაფრისმომცემი ან უბრალოდ სისულელე.....ყველას იზიდავს საიდუმლოებები,დაფარული ურთიერთობა,ინტრიგა,და ის გრძნობები რასაც ეს მდგომარეობა იწვევს ეიფორია- აღფრთოვანება,აღტაცება.....
ალბათ გავიზარდეთ და ჩვენი პრობლემებიც გაიზარდა,მათ კი ვისაც ამ პრობლემებს ვუზიარებდით,ჩვენთვის აღარ სცალიათ.ამიტომ ხალხი უცხო ადამიანებს უშლის გულს,უზიარებს ფიქრებს თუ ემოციებს...ალბათ უცხოსთან უფრო ადვილია გულის გადაშლა....
3 notes · View notes
saabkoni · 4 years ago
Text
როგორც ყოველთვის დაწყება მიჭირს, შემდეგ კი ვგრძნობ თუ როგორ მომენატრა მოცემულობა, სადღაც ოთახის კუთხეში კომფორტულად ჩამჯდარი ნაფიქრს რომ წერ.
ქუჩაში ნაცნობ სახესაც ვერ შეამჩნევ ჩაფიქრებული სიარული დაგჩემდა, თავი აწიე მაღლა შეჩემა.
ბევრი აზრია თავში, ხშირ შემთხვევაში ვფიქრობ როდესაც ჩაწერას მოვინდომებ თუ გამახსენდება ან თუ მოვახერხებ ისე გადმოცემას როგორც დაალაგე.
გაჩერებაზე აღმოვჩნდი.
როგორც ყოველთვის ავტობუსი ჯერ არ მოვა.
რ��მოდენიმე მეტრს გავივლი, სიგარეტით ხელში.
გაჩერებაზე არ ვეწევი, არ შე��ძლება.
ისევ უძინარი.
- პრივეტ
თბილი მისალმება იცის ამ გოგომ, გითხარი თავი აწიე მაღლათქო შეჩემა, მიაქცია ყურადღება შეიძლება ვინ ჩაგიარა გვერდი.
- გამარჯობა
- შენ და შენი უცნაურობები
ბარამა გამოვრთე და ახლა ჩემს წინ მდგარი ნაცნობის საყვედურნარევი ლაპარაკი უნდა მოვისმინო. თან მიღიმის თითქოს არ წყინს, არა საკუთარ თავს არ ვიპრავებ მართლა მითხრა
- გასაგებია, ისევ შენ და შენი უცნაურობები.
არვიცი ეს კარგი იყო თუ ცუდი მაგრამ მაშინ ცუდად ნამდვილად არ მიმიღია გამეღიმა, მოვიკითხე, ვილაპარაკეთ, დავემშვიდობე.
- მგონი ორსულად ვარ.
დღემდე უცნაური განცდა მაქვს, თუმცა მახსოვს პირველი გაფიქრება მე და ჩემი შვილი
ვთამაშობდით,
ვძმაკაცობდით,
ვზრუნავდი
და დიახ ძალიან კარგი მამავიყავი.
ეს ხო ის ოცნება/მიზანია რომლის შემდეგაც ვიტყვი რომ ჩემი ცხოვრება შედგა.
რამდენჯერ გამომცადა ბედმა, თავთანაც მედგა მედდა თუმცა ვიგრძენი, რომ რადიკალურად სხვა რეალობაში მიწევდა ჩართვა.
ამდენი მკვდარი დღის მერე ეს ყველაფერი ძალას გაძლევს თუმცა არცთუ ისე მარტივი იქნება პრაქტიკულად.
ახლა შიშის, პანიკის, ფილოსოფიის დრო არ არის.
ეიფორია
ენერგიული მე
დაგეგმილი ხვალინდელი დღე
წარსულს ფირივით ვახვევ.
14:22 პასუხი უარყოფითია.
რათქმაუნდა და ცხადია რა თავისთავად მოკვდა ის დღეც.
და რამდენი მკვდარი დღეა.
თითქოს დალაგდა ყველაფერი?
დღემდე უცნაური განცდა მაქვს!
ნახვამდის.
Tumblr media Tumblr media
7 notes · View notes
katyaxatya-blog · 7 years ago
Photo
Tumblr media
#ეიფორია#🙏
0 notes
dianiko · 7 years ago
Photo
Tumblr media
ხელთნაკეთი საპნები 😍 #ეიფორია #Euphoria #Chocolate #Soap #Handmade
0 notes
editablenomore · 4 years ago
Text
2222
შორს, მზეებს იქით შევერცხლილ კლდეზე ადის პირველი ადამიანი.
ათასწლიანი ნაბიჯი ნელი უკვალოდ ტოვებს მაგნიტურ ქვიშას.
ცაში ჰაერი არ ისმინება.
აქ დრო არ არის განზომილება, არც ჰორიზონტი არის ციანი.
უმზეო დროებს არ აქვს დაისი, აქ დასაწყისი არის გვიანი აქ, სადაც სივრცე ბლანტად ლივლივებს წინ არ არსებობს თავშესაფარი
და ყველაფერი ძაან შორია.
ეიფორია დრო და დრო იკლებს მეხსიერების მუდმივ კოლაფსში აღარ არსებობს არც ისტორია უგზოუკვლობის დასალიერში მითიურ აფსურდს ტაშს უკრავს ექო.
შორს, მზეებს იქით შევერცხლილ კლდეზე დღეა გვიანი, ქრომირებული ტანისამოსით ადის პირველი ადამიანი.
0 notes
theillustratedman2 · 8 years ago
Photo
Tumblr media
სიყვარული ნარკოტიკს ჰგავს. თავიდან ეიფორია, სიმსუბუქე და სრული გალღობის შეგრძნება გეუფლება. ჯერ ღრმად არ შეგიტოპავს და თუმცა შეგრძნებები მოგწონს, მაინც გჯერა, რომ ნებისმიერ წუთს შეგიძლია, განზე გადგე. საყვარელ არსებაზე დღეში ორ წუთს ფიქრობ და მერე სამი საათით ივიწყებ. მაგრამ თანდათან ეჩვევი ამ ახალ შეგრძნებებს და სრულიად დამოკიდებული ხდები. და მაშინ უკვე სამ საათს ფიქრობ, ორი წუთით კი ივიწყებ. თუ საყვარელი არსება გვერდით არ გყავს, იმასვე შეიგრძნობ, რასაც ნარკომანი, წამალს რომ წაართმევენ. ასეთ წუთებში იმ ნარკომანივით, რომელსაც ერთი დოზის გულისთვის შეუძლია, იქურდოს, მოკლას, თავი დაიმციროს, შენც მზად ხარ, ყველაფერი გააკეთო სიყვარულისთვის.
68 notes · View notes
sulelitsvima · 7 years ago
Photo
The last one to my sweetest
ჩემო, სად მიდის სიყვარული, როცა ჩვენში ეიფორია კვდება? ან სად ქრება ყველა ის ოცნება, რომელიც ძილის წინ იმდენად რეალურია რომ ძალგვიძს შევეხოთ და ვეფეროთ. ან რატომ განაგრძობს სუნთქვას ტკივილი , თუკი ის ჭუჭყივით ჩამოვიბანეთ სხეულებიდან.
არც დილის ოთხია , არც დეკემბრის მიწურული. დარაბებს მიღმა გაზაფხული ყვავის და მისი მშვენიერებისგან სული მეხუთება. ვცდილობ წლებისწინანდელი მაისი გავიხსენო, ის გაზაფხული როცა შეგხვდი, მაგრამ არ გამომდის, მეხსიერების ჯურღმულში დავკარგე ის წუთები.
დღეს პირველად ვიგრძენი რომ აღარასდროს დაგიბრუნდები, არც კი ვიცი რა უნდა შემემთხვეს რომ კიდევ ოდესმე გადავაბიჯო სიმძაფრეს ჩემში.
მსურდა მეთქვა - ხანდახან როცა მკოცნის , იმ ერთადერთ კოცნას ვგრძნობ და ყველა იმ კოცნებსაც, რომელთაც ვერ ვბედავდი.. ხანდახან როცა უბრალოდ ვწევართ, არავის ველოდებით და არავინ გვიცდის , ყველა იმ შენთან წოლას ვგრძნობ , რომელიც იყო ჩემი ზღაპარი.. ხანდახან როცა რაიმეს ვუყვები, შენთან მოყოლილ ისტორიებს ვგრძნობ და მერე
მერე გადის დრო და ნელდებიან გრძნობები.
და შემზიზღდა ჩემი წარსული გაუბედაობის გამო. იმ დროზე აღარც ვფიქრობ, რადგან ის არ მენატრება, არც მაკლია. მხოლოდ შე��ი ხატება ირეკლება ჩემში მარად და მახსენებს შესაძლებლობების სიმრავლეს..
ჩემო, ყველა სიყვარული სხვადასხვაა, ის იმდენჯერ მოდის რამდენჯერაც ვაძლევთ თავს უფლებას შემოვუშვათ ჩვენში , ავაყვავოთ და ფესვები გავადგმევინოთ მიწის სიღრმეებში,იქ სადაც ��მარხება პასუხები ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე. სწორედ იქით მივემართები. ერთი რამ ვიცი ზუსტად - ჭეშმარიტი სიყვარული, ნებისმიერი, ყოველთვის კურნავს. ვიცი რომ როცა მხოლოდ ეს დარჩება შენი სიყვარულისგან ჩემში, მაშინ მექნება პასუხი ყველა კითხვაზე, ან პირიქით - როცა ყველა კითხვას გავცემ პასუხს, მაშინ ვიპოვი ჭეშმარიტებას.
ვუყვები მას შენზე და ეჭვიანობის ნატამალსაც ვერ ვხეხავ მის თვალებში, სიტყვებში, მოქმედებაში, მანერაში, რადგან მან იცის როგორია სიყვარული რომელიც მზადაა გაპოვნინოს და დაგაკარგვინოს.
ჩემო, ისე მწამს საკუთარი თავის , იმდენად ახლოს ვარ მასთან.. ეს რწმენა შენ ჩამინერგე , აბა როგორ არ მერწმუნა, როცა შენ გჯეროდა.
ვხარობ იმ დღით როცა შეგხვდი, იმ ბავშვობით და სილამაზით ჩვენში. შენ იყავი პირველი, მსურდა ყოფილიყავი უკანასკნელი, რადგან არაა ასე , ეს არაფერს ცვლის.. ეს ჩემი მარადისობაა , ის რაც ყოველთვის ისულდგმულებს ჩემში და ღიმილს მომგვრის.
ჩემო, შენ იყავი უმშვენიერესი ზღაპარი, ახლა კი რეალობაში ვარ.
მოეშვი ტკივილს, იყავი ლაღი, მე როგორიც შეგიყვარე ისეთი.
დაე არასდროს გაქრეს შენი კვალი ჩემი გზიდან და დაე შეგვეძლოს მასთან მშვიდი ცხოვრება.
მაისის 24/2018
Tumblr media
part of me will always be waiting for you.  you’re my sweetest  after all this time.
15 notes · View notes
hedoniceuphoria · 4 years ago
Text
სიკვდილი მინდა სიტკბოში და ეიფორიაში
9 notes · View notes
sosomikeladze · 9 years ago
Text
დღეს ჩვენი ვიზიტის ბოლო დღე იყო ცინგდაოში. ქალაქი მართლაც არაჩვეულებრივი და დაუვიწყარია. ბრწყინვალე საზღვაო კურორტი, პლიაჟი, აგრარული ცენტრი, მოუხელთებელი ჰონკონგის მეზობელი, თავმდაბალი და იმავდროულად გრანდიოზული! ერთი შეხედვით გგონია, რომ ცინდაო პატარა და არაფრისმთქმელია, მერე თანდათან აღმოაჩენ, რომ აქ განსაკუთრებულად თანამედროვე გზებია, გზატკეცილები, უამრავი მრავალსართულიანი შენობაა, ცათამბჯენი, ულამაზესი პლიაჟები, ყვითელი, თითქოს საცერში გატარებული ქვიშით, აქ შეხვდები მსოფლიოს უდიდეს ხიდს (36 კმ), რომელიც ყურის ერთ მხარეს, მეორეს აკავშირებს – ზღვა ქალამნად არ მიაჩნია! ხალხიც ცინგდაოში ფრიად გულისხმიერი, მხიარული, ხალისიანი და უბრალოა. ისე რომ, მათთან კომუნიკაცია მრავალ სახალისო მომენტს გაჩუქებს. დღეს, პლიაჟზე ყოფნისას შევეცადე კვლავ პორტრეტებზე მემუშავა, და, შესაბამისად, სანაპიროს ჩვენი მხარე ფეხით შემოვიარე. ერთობ სახალისო იყო, როდესაც პატარები და, განსაკუთრებით მოზარდი თაობა საყველპურო ინგლისურით მაინც კონტაქტზე გამოდიან („ვოთ იზ იორ ნეიმ?“, „ვერ არ იუ ფრომ?“, „სორი, სერ…“ და ა. შ). ტუალეტს როდესაც ვეკითხებოდი, გასართობი პარკის პერსონალი, კითხვით კითხვაზე მპასუხობდა: „დაბლიუ სი?“ (“WC”?). პლიაჟზე სეირნობისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენ, ევროპეიდები, მართლაც უცხოპლანეტელები ვგონივართ და ძალიან უხარიათ ჩვენი დანახვა. ამაზე ერთი უმნიშვნელო ეპიზოდიც ��ამახსენდა, დილით საუზმის დროს, რომ გადამხდა. ყავას მივირთმევდი ჩინელებით სავსე რესტორანში. და ამ დროს ახალგაზრდა ქალმა და მისმა ოთხი-ხუთი წლის გოგონამ გამოიარეს. ბავშვი გაოცებული და დიდი ინტერესით მიყურებდა (დაახლოებით ისე, მე რომ ბავშვობაში შავკანიანებს შევხედავდი – გარკვეული შიშით და უფრო მეტი მძაფრი ცნობისმოყვარეობით). ბავშვს ლამის ჩემზე დარჩა თვალები. როცა მომიახლოვდნენ, უხერხულობის გრძნობით მომარიდა მზერა და თავი მიაბრუნა, მაგრამ მისი ინტერესი და პასუხგაუცემელი კითხვები ჩემთან დარჩა. გოგონა დედას მორჩლად მისდევდა და დროდადრო “უცხოპლანეტელს” აკვირდებოდა. სხვათა შორის, ის ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობის, რომელიც ცოტა თამამია, ესევე გთხოვს მასთან ერთად “სელფის” გადაღებას. გუშინ, მაგალითად, ცინდაოს სანაპიროზე სეირნობისას,  ვაფასებინებდით  საქონელს. ერთ-ერთმა გამყიდველმა  ჩვენს კითხვა “How much?” (რამდენი, „რა ღირს?“) ავტომატივით მიაყოლა “ჰაუ მაჩა?”, “ჰაუ მაჩა?”, “ჰაუ მაჩა?” (ისე რატომღაც ადგილობრივ კომერსანტებს “ა”-ს დამატება უყვართ, “გუდა, გუდა”-სი არ იყოს!). გამყიდველის ეს ფრაზები შემთხვევით გამვლელმა სტუდენტმა გოგონებმა რომ გაიგონეს, ჯერ სიცილით დაიხოცნენ, შემდეგ მოგვარდნენ და სელფების გადაღება მოგვთხოვეს. აი ასე ცინდაოს საზღვაო სანაპიროს გასწვრივ უამრავი მაღაზიაა სუვენირების, ზღვის ფსკერიდან მოპოვებული ქვებიდან აწყობილი სამკაულების, რასაც მაცხოვრებლები საკმაოდ იაფად ყიდიან. ვაჭრობა უყვართ და გევაჭრებიან, როგორც ყველგან. იწყებენ 100, შეიძლება დაასრულონ 10-თ. მთლიანობაში აქ ძალიან მშვიდი, უბრალო, თავის უღრუბლო სამყაროში ჩაკეტილი მოსახლეობაა. ხმაც კი ასეთი აქვთ: იშვიათად გამკივანი, ან ძლივს რომ გესმის. თან ცინდაოელები უფრო მეტად უბრალო ხალხია, ვიდრე შანჰაელები. შანჰაელებს ყველაფერში საქმე და ბიზნესი ელანდებათ – იდენტობა მაინც თავის მოწონებას, თვითდემონსტრირებას და მიღწევებს სთხოვთ. ზღვისპირელები მიუხედავად მათი ქალაქის მასშტაბის თავმდაბალი ხალხია და პატარა თოჯინებივით რეაქციები აქვთ; აი ისეთი, რომ საერთოდ ��რ გაწუხებენ! (ცნობისათვის თავის შემოგარენით და ყველა დასახლებით თითქმის თანამედროვე კახეთის ფართობის ტოლია ცინგდაო, შანჰაის კი ტერიტორიით ლამის ორჯერ აღემატება). გუშინ, მოწმე გავხდი, როგორ უმართავდა ჩვენს სასტუმროში განლაგებული უზარმაზარი კომპანიის „PICC“ (უძრავი ქონების მართვა) ერთ-ერთი მენეჯერი თანამშრომლებს თათბირს. პერსონალი (ახალგაზრდა გოგო-ბიჭები) თავჩაქინდრული იდგა, ხელები წინ (ფეხბურთში საჯარიმო „კედლის“ პოზაში) და ბოსს თავს მოწიწებით უქნევდა. სხვათა შორის დილის ეს დამოძღვრა და საღამოს შეჯამება სხვაგანაც შევამჩნიეთ. დისციპლინა აქ მართლაც რკინისა უნდა იყოს, თორემ ტრიუმფს შეიძლება სულ მალე ტრაგედია მოჰყვეს. აღარ მახსოვს, გითხარით, თუ არა, რომ კელისთან ხანგრძლივი დისკუსია მქონდა იმის თაობაზე, რომ ერთნაირი თავისუფლება ჩინეთისათვის დამღუპველი იქნება (რაღაც თვალსაზრისით სსრკ-ს მაგალითი და ისტორია ქრესტომატია უნდა იყოს; ზესახელმწიფო რამდენიმე წელიწადში კრედიტების მათხოვრად გადაიქცა!). ამ დღეებში ცინდაოს ლუდის ქარხანა, ღვინის ქარხანა „ხუადონგ“-ი, უზარმაზარული სასათბურე მეურნეობა მოვინახულეთ. ყველაფერი მართლაც არაჩვეულებრივი, დახვეწილი და ხარისხიანი იყო. მართალია ავტობუსში დიდ ხნით ჯდომა და საცობებში დგომა ფრიად დამღლელი იყო, მაგრამ, მოგეხსენებათ უსიამოვნო გავიწყდება, კარგი კი გაგდევს და გათბობს. პეკინში დაბრუნების შემდეგ, თუ დრო მომეცა აუცილებლად აღვწერ შთაბეჭდილებებს იმ არაჩვეულებრივი ექსკურსიებისა. დასასრულს, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ძალიან მომეწონა ყვითელი ზღვის პლიაჟი, რომელსაც „ვერცხლისფერი“ ეწოდება. მართლაც ღირს ზაფხულში აქეთ წამოსვლა და დასვენება. საქართველოს ყველა მოქალაქეს  ვუსურვებ, რომ შესაძლებლობა მიეცეს ტაილანდში, ბალიზე, გოაზე, ბაჰამის, მალდივის, ჰავაის კუნძულებსა და სხვა ფეშენებულ კურორტებზე გაატაროს საზაფხულო შვებულება. ნეგატივით გადაჯერებული ჩვენი საინფორმაციო სივრცის შემდეგ, ეს ხალხი, ჰავა, საზოგადოება, კულტურა მართლაც საოცარ განტვირთვას ახდენს.
მშვიდობა შენდა საქართველო!
P.S. აუცილებლად ნახეთ ჩემი დღე��ანდელი ფოტომასალა.
This slideshow requires JavaScript.
ნახვამდის, ყვითელო ზღვაო! დღეს ჩვენი ვიზიტის ბოლო დღე იყო ცინგდაოში. ქალაქი მართლაც არაჩვეულებრივი და დაუვიწყარია. ბრწყინვალე საზღვაო კურორტი, პლიაჟი, აგრარული ცენტრი, მოუხელთებელი ჰონკონგის მეზობელი, თავმდაბალი და იმავდროულად გრანდიოზული! ერთი შეხედვით გგონია, რომ ცინდაო პატარა და არაფრისმთქმელია, მერე თანდათან აღმოაჩენ, რომ აქ განსაკუთრებულად თანამედროვე გზებია, გზატკეცილები, უამრავი მრავალსართულიანი შენობაა, ცათამბჯენი, ულამაზესი პლიაჟები, ყვითელი, თითქოს საცერში გატარებული ქვიშით, აქ შეხვდები მსოფლიოს უდიდეს ხიდს (36 კმ), რომელიც ყურის ერთ მხარეს, მეორეს აკავშირებს - ზღვა ქალამნად არ მიაჩნია! ხალხიც ცინგდაოში ფრიად გულისხმიერი, მხიარული, ხალისიანი და უბრალოა. ისე რომ, მათთან კომუნიკაცია მრავალ სახალისო მომენტს გაჩუქებს. დღეს, პლიაჟზე ყოფნისას შევეცადე კვლავ პორტრეტებზე მემუშავა, და, შესაბამისად, სანაპიროს ჩვენი მხარე ფეხით შემოვიარე. ერთობ სახალისო იყო, როდესაც პატარები და, განსაკუთრებით მოზარდი თაობა საყველპურო ინგლისურით მაინც კონტაქტზე გამოდიან („ვოთ იზ იორ ნეიმ?“, „ვერ არ იუ ფრომ?“, „სორი, სერ...“ და ა. შ). ტუალეტს როდესაც ვეკითხებოდი, გასართობი პარკის პერსონალი, კითხვით კითხვაზე მპასუხობდა: „დაბლიუ სი?“ (“WC”?). პლიაჟზე სეირნობისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენ, ევროპეიდები, მართლაც უცხოპლანეტელები ვგონივართ და ძალიან უხარიათ ჩვენი დანახვა. ამაზე ერთი უმნიშვნელო ეპიზოდიც გამახსენდა, დილით საუზმის დროს, რომ გადამხდა. ყავას მივირთმევდი ჩინელებით სავსე რესტორანში. და ამ დროს ახალგაზრდა ქალმა და მისმა ოთხი-ხუთი წლის გოგონამ გამოიარეს. ბავშვი გაოცებული და დიდი ინტერესით მიყურებდა (დაახლოებით ისე, მე რომ ბავშვობაში შავკანიანებს შევხედავდი - გარკვეული შიშით და უფრო მეტი მძაფრი ცნობისმოყვარეობით). ბავშვს ლამის ჩემზე დარჩა თვალები. როცა მომიახლოვდნენ, უხერხულობის გრძნობით მომარიდა მზერა და თავი მიაბრუნა, მაგრამ მისი ინტერესი და პასუხგაუცემელი კითხვები ჩემთან დარჩა. გოგონა დედას მორჩლად მისდევდა და დროდადრო "უცხოპლანეტელს" აკვირდებოდა. სხვათა შორის, ის ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობის, რომელიც ცოტა თამამია, ესევე გთხოვს მასთან ერთად "სელფის" გადაღებას. გუშინ, მაგალითად, ცინდაოს სანაპიროზე სეირნობისას,  ვაფასებინებდით  საქონელს. ერთ-ერთმა გამყიდველმა  ჩვენს კითხვა “How much?” (რამდენი, „რა ღირს?“) ავტომატივით მიაყოლა “ჰაუ მაჩა?”, “ჰაუ მაჩა?”, “ჰაუ მაჩა?” (ისე რატომღაც ადგილობრივ კომერსანტებს "ა"-ს დამატება უყვართ, "გუდა, გუდა"-სი არ იყოს!). გამყიდველის ეს ფრაზები შემთხვევით გამვლელმა სტუდენტმა გოგონებმა რომ გაიგონეს, ჯერ სიცილით დაიხოცნენ, შემდეგ მოგვარდნენ და სელფების გადაღება მოგვთხოვეს. აი ასე ცინდაოს საზღვაო სანაპიროს გასწვრივ უამრავი მაღაზიაა სუვენირების, ზღვის ფსკერიდან მოპოვებული ქვებიდან აწყობილი სამკაულების, რასაც მაცხოვრებლები საკმაოდ იაფად ყიდიან. ვაჭრობა უყვართ და გევაჭრებიან, როგორც ყველგან. იწყებენ 100, შეიძლება დაასრულონ 10-თ. მთლიანობაში აქ ძალიან მშვიდი, უბრალო, თავის უღრუბლო სამყაროში ჩაკეტილი მოსახლეობაა. ხმაც კი ასეთი აქვთ: იშვიათად გამკივანი, ან ძლივს რომ გესმის. თან ცინდაოელები უფრო მეტად უბრალო ხალხია, ვიდრე შანჰაელები. შანჰაელებს ყველაფერში საქმე და ბიზნესი ელანდებათ - იდენტობა მაინც თავის მოწონებას, თვითდემონსტრირებას და მიღწევებს სთხოვთ. ზღვისპირელები მიუხედავად მათი ქალაქის მასშტაბის თავმდაბალი ხალხია და პატარა თოჯინებივით რეაქციები აქვთ; აი ისეთი, რომ საერთოდ არ გაწუხებენ! (ცნობისათვის თავის შემოგარენით და ყველა დასახლებით თითქმის თანამედროვე კახეთის ფართობის ტოლია ცინგდაო, შანჰაის კი ტერიტორიით ლამის ორჯერ აღემატება). გუშინ, მოწმე გავხდი, როგორ უმართავდა ჩვენს სასტუმროში განლაგებული უზარმაზარი კომპანიის „PICC“ (უძრავი ქონების მართვა) ერთ-ერთი მენეჯერი თანამშრომლებს თათბირს. პერსონალი (ახალგაზრდა გოგო-ბიჭები) თავჩაქინდრული იდგა, ხელები წინ (ფეხბურთში საჯარიმო „კედლის“ პოზაში) და ბოსს თავს მოწიწებით უქნევდა. სხვათა შორის დილის ეს დამოძღვრა და საღამოს შეჯამება სხვაგანაც შევამჩნიეთ. დისციპლინა აქ მართლაც რკინისა უნდა იყოს, თორემ ტრიუმფს შეიძლება სულ მალე ტრაგედია მოჰყვეს. აღარ მახსოვს, გითხარით, თუ არა, რომ კელისთან ხანგრძლივი დისკუსია მქონდა იმის თაობაზე, რომ ერთნაირი თავისუფლება ჩინეთისათვის დამღუპველი იქნება (რაღაც თვალსაზრისით სსრკ-ს მაგალითი და ისტორია ქრესტომატია უნდა იყოს; ზესახელმწიფო რამდენიმე წელიწადში კრედიტების მათხოვრად გადაიქცა!). ამ დღეებში ცინდაოს ლუდის ქარხანა, ღვინის ქარხანა „ხუადონგ“-ი, უზარმაზარული სასათბურე მეურნეობა მოვინახულეთ. ყველაფერი მართლაც არაჩვეულებრივი, დახვეწილი და ხარისხიანი იყო. მართალია ავტობუსში დიდ ხნით ჯდომა და საცობებში დგომა ფრიად დამღლელი იყო, მაგრამ, მოგეხსენებათ უსიამოვნო გავიწყდება, კარგი კი გაგდევს და გათბობს. პეკინში დაბრუნების შემდეგ, თუ დრო მომეცა აუცილებლად აღვწერ შთაბეჭდილებებს იმ არაჩვეულებრივი ექსკურსიებისა. დასასრულს, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ძალიან მომეწონა ყვითელი ზღვის პლიაჟი, რომელსაც „ვერცხლისფერი“ ეწოდება. მართლაც ღირს ზაფხულში აქეთ წამოსვლა და დასვენება. საქართველოს ყველა მოქალაქეს  ვუსურვებ, რომ შესაძლებლობა მიეცეს ტაილანდში, ბალიზე, გოაზე, ბაჰამის, მალდივის, ჰავაის კუნძულებსა და სხვა ფეშენებულ კურორტებზე გაატაროს საზაფხულო შვებულება. ნეგატივით გადაჯერებული ჩვენი საინფორმაციო სივრცის შემდეგ, ეს ხალხი, ჰავა, საზოგადოება, კულტურა მართლაც საოცარ განტვირთვას ახდენს. მშვიდობა შენდა საქართველო! P.S. აუცილებლად ნახეთ ჩემი დღევანდელი ფოტომასალა.
0 notes
sosomikeladze · 10 years ago
Text
აუდიოჩანაწერების რუბრიკა "წილი ნაყარია" (გააზიარე)
მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო!
ამ აუდიომასალის აქტუალობისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე გთხოვთ თქვენს კედელზე გააზიაროთ სამოტივაციო, დადებითი განწყობილების შემქნელი აუდიორგოლების ბმული. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური დახმარება, ინვესტირება პირადად თქვენი და თქვენი მეგობრების პიროვნულ განვითარებაში.
უბრალოდ „დააკოპიეთ“ ქვემოთმოყვანილი ტექსტი + ბმული გვერდზე. წინასწარ გიხდით მადლობას!
სამ…
View On WordPress
0 notes