#ზაფხული
Explore tagged Tumblr posts
Text
ნაადრევად და ფოთოლცვენით წასულმა, ჩემმა ოცდამესამე ზაფხულმა,
არც ერთ ჩემს კითხვას არ უპასუხა.
![Tumblr media](https://64.media.tumblr.com/fbda3767ba9b126b62cf510c9b920d78/dfb6c5a24c1f264e-35/s540x810/8f963ba782f282d097dcb5bc8635233313c3c199.jpg)
6 notes
·
View notes
Text
,,იმდენად დავიღალე, რომ გათენებული დილა ისეთივე უფერულია, როგორიც 60-იანების ტელევიზია.არ ვიცი სეზონური დეპრესიის ბრალია თუ უბრალოდ ცხოვრების ხალისს ვკარგავ, ჩემს თავთან არვარ თითქოს მართალი , თითქოს, საკუთარი ,,მე” დავკარგე და აღარც ვიცი ვიპოვი თუ არა.თვითმკვლელობაზე აღარც მეფიქრება იმდენად სისულელედ მიმაჩნია ეს გრძნობა, რომელიც ძილისპირულს სხეულში მეპარება და ძვლებს მიღრღნის. ზაფხული, თითქოს , საკუთარი თავის პოვნის ბოლო შესაძლებლობა მეგონა, მაგრამ არ აღმოჩნდა ეგრე. ზაფხულმა კარგად თავი ჯერ მე ვერ დამამახსოვრა, რამდენმა ზაფხულმაც არ უნდა გაიაროს, სიცარიელის გრძნობა არ მტოვებს. ეს გრძნობა ისე გამიჯდა უკვე, რომ ამის გარეშე აღარც ვიცი რა გავაკეთო. იქნებ ზუსტად ამ მიზეზის გამო ვარ ასე ამდენი წელია, მაგრამ ეს სევდაც კი ხანდახან უდიდეს კომფორტს მანიჭებს, რის გამოც მგონია, რომ თუ უკეთ გავხდები, საკუთარი თავის დიდ ნაწილს წარსულს ჩავაბარებ. “
ჩანაწერი მე არ მეკუთვნის უბრალოდ იმდენად ახლოს მოვიდა არ შემეძლო აქ არ დამეპოსტა …
11 notes
·
View notes
Text
შემოდგომა ახლოვდება. ქარში არეული ნიკოტინისა და ყვითელი ფოთლების სუნი ერთმანეთისგან ვეღარ გაგირჩევია. თავს ნამიან მიწას დაადებ, თბილი ფერებით მორთულს, და სულ ბოლო წამამდე ნატრობ, იქნებ მომავალ სეზონამდე გადარჩე.
ზაფხული ყველაზე სევდიანი წელიწადის დროა
4 notes
·
View notes
Link
0 notes
Text
აცეტონის სუნით გაჟღენთილი საზოგადოება, ანუ ბანანა თევზის ამინდი
ჯერომ სელინჯერზე, მის შემოქმედებასა და ოსტატურ წერის მანერაზე საუბრისას, ცოტას თუ გაგვახსენდება სხვა პერსონაჟი, გარდა მეამბოხე ჰოლდენისა. აცეტონის სუნით გაჟღენთილ საზოგადოებასთან მებრძოლი, შინაგანი და მსოფლიო ომების ვეტერანი, ბანანა თევზებზე მონადირე სიმორ გლასი ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია მსოფლიო ��იტერატურაში. გლასის სახით სელინჯერი მთელი ეპოქის სევდასა და დეპრესიას ხატავს(30-40-იანი წლები)
ადამიანებს შორის არსებული "ხიდჩატეხილობა", გრძნობების გასადავება და ღირებულებების მოულოდნელი ცვლილება სწორედ ის თემებია, რომლებიც პატარა მოთხრობაში ასე სიღრმისეულად გაშალა ავტორმა.
სიმბოლოთა ჯადოქარი სელინჯერი, მრავალ სიმბოლოსა თუ სიტყვების თამაშს იყენებს.
მოქმედება პატარა სანაპიროზე ვითარდება, სადაც ცოლ-ქმარი დასასვენებლად ჩამოსულა.
სიმორ გლასის მეუღლე მიურიელი, გულმოდგინედ იწესრიგებს ფრჩხილებს, აცეტონის სუნი მიურიელის თანმხლები შტრიხია, იგი ზერელე დამოკიდებულებებსა და აპათიას განასახიერებს. სიმორის ფსიქიკური ჯანმრთელობით შეწუხებული სიდედრი ტელეფონით ესაუბრება ქალიშვილს, თუმცა მიურიელი აცეტონით, ფრჩხილის ლაქითა და "მანიკურით" ისეა გატაცებული, სულაც არ დარდობს მეუღლის ფსიქოლოგიურ ტრავმებზე.
სიმორ გლასი პლაჟზე პატარა გოგონას-სიბილს გაიცნობს. იგი ერთგვარი უმანკოებისა და გულწრფელობის სიმბოლოა მოთხრობაში. სიყალბით, ტყუილებითა და მატერიალიზმით მოწამლულ სამყაროში, სიმორი ვერსად ხედავს გულწრფელობას, გაგებას. სიბილიღა დარჩენია ყოფილ ჯარისკაცს, რომელსაც ბევრად უკეთ ესმის მისი, ვიდრე მიურიელს.
სიმორის განსხვავებულობა მის სახელშიც
შეგვიძლია ვეძებოთ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვაა მართლწერა, სიმორ (see more) ნიშნავს ადამიანს, რომელიც ხედავს მეტს, ხედავს სიღრმისეულად.
მეტაფორა "ბანანა თევზიც" სიმორ გლასის გამოგონებაა. ფუტურო საზოგადოება, ხორციელ სურვილებზე, სიმაძღრეზე ორიენტირებული ადამიანები, სწორედ ისინი არიან ბანანა თევზები. გლასი ამბობს, რომ ბანანა თევზი საბოლოოდ სიხარბისგან უზომოდ იბერება და კვდება კიდეც. ადამიანის ცხოვრების ამაოება,აცეტონის სუნით გაჟღენთილი ბანანა თევზის ამინდი.
(the perfect weather for banana fish)
საუკეთესო ამინდი ბანანა თევზებისა და სიმორის პროტესტისთვის.
მზიანი პლაჟი და მწველი ზაფხული ვერ ადნობს ყინულს, რომელიც საზოგადოებამ, ოჯახმა შემოარტყა სიმორ გლასს.
სიმორს მუდმივად "სცივა", ის ხალათს არ იხდის. საყოველთაო სიცხეში მხოლოდ გლასს სცივა. სცივა საზოგადოების სიცივე, მიურიელისა და ოჯახის სიცივე.
ბოლოს...
პროტესტი. თვითმკვლელობა, რომელიც აკვირვებს და აოცებს სიმორის ახლობლებს.
უკვირთ გლასის თვითმკვლელობა, უკვირთ მისი პროტესტი.
მაგრამ... განა აცეტონის სუნით არ იყო გაჟღენთილი მთელი ეს დრო ოთახი, სადაც სიმორ გლასმა სიცოცხლე დაასრულა?
![Tumblr media](https://64.media.tumblr.com/3ffcdd9b2a6604f0fd02e9066652e8c9/f98437c89a7ffb0d-5e/s540x810/0ef4615151b6b633d3a4a5db3b3dbc520211d65b.jpg)
1 note
·
View note
Text
![Tumblr media](https://64.media.tumblr.com/632203484e187cde39b22db2935bac01/88729442be6deaec-4d/s540x810/fad514a0731bd816c974b3bb7ecd74c976cef1be.jpg)
![Tumblr media](https://64.media.tumblr.com/33d610409657383b236763b6f5df9d98/88729442be6deaec-e8/s540x810/f708544fe15b91ffa4c76f5e44e6bd7f8681f406.jpg)
![Tumblr media](https://64.media.tumblr.com/92920d1b92eca38579c93b2b155c1a7e/88729442be6deaec-aa/s540x810/2922e41f4c9379a66d691ddef3b3c3e887f254de.jpg)
![Tumblr media](https://64.media.tumblr.com/7cbd1a17165e95da0e5a52dcca26620c/88729442be6deaec-d2/s540x810/531a3a7a281ad26912afd837101bb8e10aec566b.jpg)
![Tumblr media](https://64.media.tumblr.com/c718337e6c410ae87de1f4184b7bd0c7/88729442be6deaec-6b/s540x810/dcfc0af6b5e4f72bcdb89d331c8f30be1f50532a.jpg)
იმის მიუხედავად რომ ზოგი ფოტო არ მომწონს მგონი ღირს მოგონებად მაინც დავიტოვო;)) (რას ვაკეთებ დიდოსტატის კითხვის მაგივრად?? გავიხსენოთ ზაფხული😛)
0 notes
Text
2024
ჩემი ცხოვრების 26-ე ახალ წელს ვხვდები, ვაცილებ 2024-ს და ვუცდი 2025-ს. ვთვლი რომ ეს წელი განსაკუთრებული იყო… ახლავე მოგახსენებთ რატომაც.
როგორც იცით ყველაფერი შედარებითია 2020-ის შემდეგ ყოველი მომდევნო წელი წინაზე უარესი იყო და ზუსტად 2023-ში მიაღწია კულმინაციას და დაიდგა გვირგვინი იმ დაგროვილმა თუ ახლადგამოჩენილმა სიავემ და გამეფდა თითქოს ჩემს ცხოვრებაზე: ყველა ბიზნესი ჩაწვა, ყველანაირი ფორმა დავკარგე იმ ადამიანისა, როგორიც მანამდე ვიყავი. გაქრა დისციპლინა, მონდომება, მიზნები, სიყვარული, სიხარული და ბრაზიც კი.
��ამთარი
ზუსტად 2024 წელს გადავწყვიტე შევბრძოლებოდი ამ ყველაფერს და ახალი წლის მესამე დღეს, 8 წლის თავზე ვარჯიში განვაახლე. მენტალური და ფიზიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ასე ვებრძოდით მე და ჩემი სპორტული ტანსაცმელი სუსხიან ზამთარს თებერვლის ბოლომდე.
გაზაფხული
ეს წელიწადის დრო არასდროს მიყვარდა, მეტიც, არც კი მომწონდა. ყოველთვის არაპროგნოზირებადი, არეული და თავქარიანია. თუმცა ამჯერად გადავწყვიტე რაღაც პოზიტიური დამენახა და ცაში ავიხედე, საიდანაც თვეების უნახავი მზე მოეფინა დედამიწას. კარიერაშიც პოზიტიური ძვრები დაიწყო, შევეჭიდე სამუშაოს, მალევე იმ მზემ, წეღან რომ დედამიწას ეფინებოდა, მე, ჩემთვის უცხო ქალაქში, სასიამოვნოდ დამაჭირა და გამიფერადა თვალთახედვა. ზუსტად გაზაფხულისნაირი ადამიანი გავიცანი, ფერადი, ცოტა არეული, არაპროგნოზირებადი, თბილი და ლამაზი. ზუსტად ისე გამომაცოცხლა, როგორც გაზაფხული აღვიძებს ხოლმე ბუნებას.
ზაფხული
ოჰ… ამ წლის ჯადოსნურ ზაფხულზე ისეთ ფილმს გადავიღებდი ნებისმიერი თინეიჯერი გოგო ცრემლებად დაიღვრებოდა. ბევრი რამ მინახავს და გამომიცდია ცხოვრებაში, თუმცა ძალიან მრავალი წელია ის განცდები და ემოციები არ ყოფილა ჩემში, რომლებიც ამ ზაფხულს ჩქებდა. თითქოს ბავშვობაში მიძინებულმა ვულკანმა გაიღვიძა. ბევრი ისეთი რამ გადამხდა თავს, ნებსით თუ უნებლიედ, რაც ნამდვილად სამუდამოდ ჩემთან დარჩება და არ განმეორდება. (ალბათ)
შემოდგომა
შემოდგომა თავის არსით ყველაზე ნაცრისფერი წელიწადის დროა გაყვითლებული ფოთლების შტრიხებით. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა 1-2 დღეს თუ არ ჩავთვლით.
დეკემბერი
დეკემბრის ბოლო დღეებია, 1 კვირა დარჩა ამ წლის დასრულებამდე. არამგონია ამ 7 დღეში რაიმე განსაკუთრებული მოხდეს და ამიტომ ვწერ წინასწარ ამ წერილს. არ ვიცი ეს თვე ერთი სიტყვით როგორ აღვწერო. ხომ დაკვირვებიხართ გაზაფხულობით, სითბოს შემოსვლასთან ერთად როგორ ივსება ხოლმე ქუჩები, ყველგან ბავშვების თამაშის ხმები ისმის, ხალხი გარეთ არის გამოსული უზიარებე�� ერთმანეთს ამბებს, ჭორაობენ, საუბრობენ იმ თემებზე რის აზრზეც არ არიან, შეყვარებულები მიმოფენილნი არიან სკვერებში და ყველანი ერთად ქუჩებს ავსებენ ეს სასიამოვნო აურზაური ზაფხულში პიკს აღწევს, ზამთრის მოსვლასთან ერთად კი ყველა ქრება და ქუჩებიც ცარიელდება. აი ამ ქუჩასავით ვგრძნობ თავს.
1 note
·
View note
Text
მთელი ზაფხული ერთი ადგილის ტკეპნაში გავიდა.. I’m still tired and exhausted
0 notes
Text
ნორმალ ფიფოლში იტალიის სერიისნაირი ზაფხული მინდა, ოღონდ მაგ დრამების გარეშე
0 notes
Text
🧭🧚🏻♀️როგორ ავირჩიოთ სათვალე მამაკაცებისთვის? ერთი ხრიკი, რომელიც გასწავლით აურით სავსე
ზაფხული მოდის, როგორ შეგიძლიათ გამოტოვოთ შესაფერისი წყვილი სათვალე, ადრე ვსაუბრობდი გოგონების სათვალეების თემაზე, და დღეს მე ვისარგებლებ მამრობითი თანამემამულეებისთვის და მოგიტანთ სახელმძღვანელოს მზის სათვალეების შესაძენად სამი განზომილებიდან.
პირველი, პრაქტიკული ფუნქციების პერსპექტივიდან
საერთო ჯამში, მზის სათვალეების საუკეთესო ლინზების ფერია მსუბუქი ლინზები, როგორიცაა რუჯის ყავისფერი, ნაცრისფერი შავი და მწვანე, რომლებსაც აქვთ უკეთესი ვიზუალური ეფექტი და დაცვა.
ნაცრისფერი
რუხი შავი არის ძალიან პოპულარული ფერის არჩევანი, შთამნთქმელი ინფრაწითელი და ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სხივები ფერის აღქმაზე გავლენის გარეშე.
ტაუნი
Tawny აღიარებულია, როგორც საუკეთესო ობიექტივი ფერი, და მდუმარე ჩრდილში უფრო კომფორტულია თვალის დაძაბვისკენ მიდრეკილება და ნაკლებად მიდრეკილი.
მწვანე
მწვანე მისცემს ხალხს მაგარი და კომფორტული შეგრძნება, რომელსაც შეუძლია დაბლოკოს ლურჯი წითელი შუქი შუქ��ე, მაგრამ შეიცვლება დეკორაციების ფერი, ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი ტარება მართვის დროს.👇👇
🧭🪔TR & metal sunglasses new collection for men 262 design in stock
💸 💵 Wholesale only
MOQ : 20pcs/per color( 262 models )
wa.me/8613858844563
E-mail: [email protected]
#Stock_sunglasses_for_men KT57220
#პოლარიზებული_სათვალე_ახალია
#მამაკაცის_პოლარიზებული_სათვალე_ახალი_2024
#მამაკაცის_სათვალე_მოდურია
![Tumblr media](https://64.media.tumblr.com/1aba32acdcb868d19184a12122f005d6/714ed1c7987eef92-12/s540x810/6c37ca87626ffa7d4217f0de89f0f635f55ba741.jpg)
![Tumblr media](https://64.media.tumblr.com/7480c8a960df54a6a737398a4581b2a1/714ed1c7987eef92-62/s540x810/4f20827cacc4acaa549dacfebeaaba6351c03b35.jpg)
![Tumblr media](https://64.media.tumblr.com/2d0eb910385b5e7c2f2e2f0f52e9d7ec/714ed1c7987eef92-83/s540x810/fdf792d68a09ca723080522d65ce6ea6cb42e375.jpg)
![Tumblr media](https://64.media.tumblr.com/894a6fe41aba3caf1f125ab4a2734dc4/714ed1c7987eef92-22/s540x810/33d3795c731a94b28fb44dcbcfc79f4f7fdfb0ea.jpg)
![Tumblr media](https://64.media.tumblr.com/28acb11b39da703aa77fb1accd4fc05b/714ed1c7987eef92-ca/s540x810/9f0cb3cb82cb06328aa973c356f284e80361f95d.jpg)
![Tumblr media](https://64.media.tumblr.com/f09b77ed78b8c89cb4c34f1563bf82fd/714ed1c7987eef92-e9/s540x810/e413c022abe81a94c3cda9b0bfea9ac6371b9090.jpg)
![Tumblr media](https://64.media.tumblr.com/76b1da4d8886a2dbec2c76f287b7acd7/714ed1c7987eef92-0e/s540x810/ed37fa2dc8c5ac7c8d2fe8693dbd5ab037d83823.jpg)
0 notes
Text
ზაქაგორი და მთავარანგელოზის ეკლესია
ზაქაგორი და მთავარანგელოზის ეკლესია
![Tumblr media](https://64.media.tumblr.com/9344831fe42f2ef47f6a5fc29f61440e/tumblr_inline_pu0o8yOFNd1tk1gz5_540.jpg)
ზაქაგორი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თრუსოს ხეობაში მდებარეობს. შუა საუკუნეებში თრუსოს ხეობის სათავდაცვო სისტემაში მას უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა. სოფლის საცხოვრებელი ნაწილი XIII-XIV საუკუნეებს განეკუთნება (more…)
View On WordPress
#ანგი#ბუნება#ზაფხული#ზაქაგორი#თოვლი#თრუსოს ხეობა#იმოგზაურე საქართველოში#ლაშქრობა#მთა#მთავარანგელოზის ეკლესია#მოგზაურობა#მოგზაურობა საქართველოსი#რუკა#რუკები#საქართველოს ბუნება#ქართული კულტურა#ქართული ძეგლები#ყაზბეგი#georgia#kazbegi#travelerangi#truso valley#zakagori
1 note
·
View note
Text
![Tumblr media](https://64.media.tumblr.com/565100aa2df60c2d775cd086e6d88495/cdc2d470d6631f8f-92/s540x810/855af85f4d89aaa462315fa5514c090c5f259c0a.jpg)
მატა ცერცვაძე პარიზისა და მილანის მოდის კვირეულების ექსკლუზიურ დეტალებზე მატა ცერცვაძე — ბლოგერი და დიზაინერი, აქტიურად ესწრება პარიზისა და მილანის მოდის კვირეულებს, სადაც ის ყველაზე ახლოს ეცნობა აქტუალურ ტენდენციებს და გვიზიარებს. მატა გვთავაზობს უნიკალურ ხედვას ტანსაცმელსა და აქსესუარებზე, რაც თანამედროვე სტილის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მოდის სიახლეები, რაც მან მოამ��ადა, შთაგონების წყარო იქნება ყველასთვის, ვისაც სურს მოდურ და ინდივიდუალურ სტილს მიჰყვეს. ,,ამ სეზონზე ჩემი აღმოჩენაა Taller Marmo. ბრენდის პრეზენტაცია მონტენაპოლეონეზე გაიმართა. კოლექცია 60-იანი წლებით და ცნობილი ფოტოგრაფის, სლიმ აარონის ნამუშევრების ინსპირაციით შეიქმნა. პრეზენტაციაზე მისულს, თავი ფილმის სცენარში „საუზმე ტიფანისთან“ მეგონა, რადგან ინტერიერი და სამოსიც ჰოლი გოლაითლის პერსონაჟის წვეულებაზე გაგრძნობინებდათ თავს.,, - წერს ბლოგერი რაც შეეხება Van Noten-ის, მან თავისი ხელწერა შესანიშნავად შეინარჩუნა: აყვავებული ფერები, ტექსტურისა და პრინტების დიზაინერისეული შერწყმა, დეტალებზე ორიენტირება-ფანტასტიური კოლექცია გამოვიდა. Victoria Beckham-ის ჩვენება „შატო დე ბაგატელეში“, პარიზში გაიმართა. ბრენდმა მყარი ადგილი დაიკავა მოდის ინდუსტრიაში. ვიქტორიამ უახლეს კოლექციაში შესანიშნავი ბალანსი დაიჭირა ელეგანტურობასა და გამბედაობას შორის. ასევე ბევრი ახალი ბრენდი გამოჩნდა მოდის კვირეულების განრიგში და არანაკლებად კრეატიული კოლექციები წარადგინეს მეგაბრენდებთან ერთად. Bruceglen-მა მკვეთი ფერებითა და პრინტიანი კოლექცია შემოგვთავაზა, ხოლო Gianluca Capannolo-მ ქალური, ოქროსფერი -მასიური სამკაულით დატვირთული კოლექცია წარმოადგინა. Casa Preti-ს პრეზენტაციაზე არჩევნებისთვის ხმის მიცემის იმიტაცია ქონდათ მოწყობილი. Chicco Mao და Phan Dang Hoang-ის ჩვენებები „პალაცო რეალეში“ მოეწყო. აქტუალობას არ კარგავს „Mach&Mach”-ის ფეხსეცმელები და ჩანთები, უკვე მერამდენე სეზონია, საინტერესო პრეზენტაციით წა���ადგენენ კოლექციებს მილანის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში. Le Silla არის მაღალი მოდის ფეხსეცმლის ბრენდი, რომელიც ცნობილია ფემინური სტილით, არქიტექტურული ქუსლებით, გეომეტრიული ფორმებითა და ჭრილებით. Santoni-ს ბრენდმა, რომელიც აქსესუარების ხაზითაა ცნობილი, გაზაფხული-ზაფხული 2025 წლის კოლექცია დატვირთა ოქროსფრითა და ბრინჯაოსფრით, გამოიყენა ასევე წითელი და ცისფერი. Fratelli Rossetti-ის აქსესუარებში ჭარბობდა ბორდოსფერი და მუ��ი ლურჯი, ასევე - კრემისფერი. Premiata-ს ახალ კოლექციაში თამამად იყო წარმოდგენილი ანიმალისტური ტექსტურა და შავთან კომბინირებული ვერცხლისფერი. რაც შეეხება ფერებს, 2025 წლის ფერთა გამის ტენდენციები ასეთია: ყავისფერის ტონალობები, ბორდოსფერი, ნაცრისფრის გრადაციები, პასტელური ტონები, სტაფილოსფერი, ე.წ „ჭუჭყიანი ვარდისფერი“ და შავ-თეთრის კომბინაცია. წყარო #drpkhakadze #pitskhelauri https://shenipositive.ge/ https://shenisilamaze.ge/ #აქხარისხია გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi Read the full article
0 notes