#უსუსურობა
Explore tagged Tumblr posts
Text
სოსო მიქელაძე - მედიტაცია "შინაგანი განთავისუფლება"
სოსო მიქელაძე – მედიტაცია “შინაგანი განთავისუფლება”
2013 წელი ჩემთვის საკმაოდ პროდუქტიული იყო აუდიო-მედიტაციების შექმნის თვალსაზრისით. აუდიო-კომპლექსების ვრცელ ციკლში პირველი იყო წინმადებარე უნიკალური აუდიო-მედიტაცია “შინაგანი განთავისუფლება”. გასული პერიოდის განმავლობაში ეს მედიტაცია მრავალ ადამიანს დაეხმარა სულიერი, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური სიმშვიდის, საერთო ჯანმრთელობის მოპოვებაში. სცენარულად, მუსიკალურად, ფსიქოლოგიური აქცენტებით ეს…
View On WordPress
#ადამიანი#ბედნიერება#გამარჯვება#განთავისუფლება#ემოცია#თავისუფლება#მედიტაცია#რწმენა#სამყარო#სიკეთ���#სიყვარული#სიხარული#სოსო მიქელაძე#უსუსურობა#შინაგანი#ძალა
0 notes
Text
რეალურად კი არ ვიცი რა მინდა, სხვამ როგორ უნდა გამიგოს?
ვცდილობ გავიხსენო, როდიდან დაიწყო ყველაფერი და პასუხი არ მაქვს.
და მართლაც, ყველას თავისი სამყარო აქვს, თავისი ჯოჯოხეთის ცეცხლით, ჩამწყდარი ბეწვის ხიდით და რწმენით სავსე გადარჩენის ლოცვებით.
პირველი ლექსი, რომელიც დავწერე "გთხოვ, დამეხმარე" ერქვა. წლების შემდეგ ატმისფერ წიგნაკში გადავაწყდი და მაშინვე დავიწყე ფურცლების განადგურება. ვერ შევძელი პატარა გოგონას ტკივილების გაცოცხლება, მაგრამ ახლა, უკვე გაზრდილი მე, ალბათ ყველაფერს წაიკითხავდა, და შეიძლება ნანობს კიდეც რომ ვერ გაუმკლავდა, თუმცა მაშინ, ასე სჯობდა ნამდვილად.
ყოველთვის როცა კითხულობენ ჩემს ჩანახატებს და ლექსებს, ის ერთადერთი ფრაზა მახსენდება რომელიც განადგურებული წიგნაკიდან შემორჩა ჩემს მეხსიერებას და უსუსურობა მიპყრობს. ალბათ მინდა რომ არასდროს გამახსენდეს და აღარასდროსს გამოვცადო ის, რასაც მაშინ ვგრძნობდი - სამყაროზე ვიყავი გაბრაზებული, ვინმეზე კიარა.
მთელიჩემი არსებით და გულუბრყვილო ლოცვით ვთხოვდი ღმერთს ის ერთადერთი ადამიანი, რომლის იმედიც სულ მქონდა და უნდა მქონოდა, გადაერჩინა, მაგრამ წამართვა. მაგის მერე არც მამა მყავს და არც ღმერთი.
მაშინ ვფიქრობდი, გაცინებას ვერასდროს შევძლებდი. და ასეც არის, არც ერთხელ გამიცინია ისე, ნაიარევი რომ არ გამხსნოდა. ყველაფერს ეჩვევა ადამიანი, ადამიანი კი არა ცხოველი, და მეც არ ვარ (ალბათ) გამონაკლისი.
იმას, რასაც ახლა ვწერ, აღარასდროს გადავიკითხავ. ასე მჩვევია, თითქოს ტკივილები რომლებსაც ვებრძვი ჩემს ჩანახატებში იმარხება და ყოველი გადაკითხვისას ხორცი ესხმევა ხოლმე. არ ვიცი ვისთვის ვწერ, ვის გავანდობ ან - ვის ადარდებს, მაგრამ ვიცი, რომ მინდა ვიღაცამ წაიკითხოს ის, რასაც ერთდროს ვგრძნობდი, გამიგოს, მაგრამ არაფერი თქვას. რადგან და სევდასთან ძალა არ აქვს სიტყვებს, დაე დუმილი იქცეს ნუგეშად.
ალბათ იკითხავთ, მაშინ რაღატომ არსებობენ მეგობრებიო, მეკი ღრმად მწამს, რომ ისინი თავიანთთვის არსებობენ და არა ჩვენთვის.
მხოლოდ იმაში გამიმართლა , რომ წერა შემიძლია. ფურცლებზე ის გადამაქვს, რასაც ვეღარ იტევს სხეული, და თუ მკითხავენ რატომ ვწერ, მეც ვუპასუხებ, რატომ ვარსებობთ საერთოდ მეთქი, აუცილებლად.
შეგუების მომენტზე უფრო რთული იმის გათვითცნობიერება იყო, რომ შევეგუე იმას, რასაც წესით უნდა გავენადგურებინე.
მაგრამ ასეც ხდება, ჩემნაირი ადამიანები აუცილებლად კარგავენ იმას, რაც უყვართ, რომ მთელი ცხოვრება ატარონ ტვირთი და არ დაივიწყონ, რომ მიატოვეს. დავიწყებული ადამიანის სამყარო კი სულ სხვანაირია - ძველი, ფერადი დღეების გახსენება ის ერთადერთი შესაძლებლობაა, რომელიც ყოველდღიური მარტოობისგან თავისდაღწევაში მეხმარება.
გავვუცხოვდი ერთდროს უახლოეს ადამიანებთან კი არა, საკუთარ თავთანაც კი. მე ასე უფრო მშვიდად ვარ, იმედია ესმით.
რომ შემეძლოს ყველა არსებული გრძნობიდან წყენას გავაქრობდი.
როგორ შეუძლიათ ადამიანებს სამუდამოდ უარი თქვან ერთმანეთზე?
განსაკუთრებული რაც მაქვს , არის ის, რომ მალე მეჩვევიან და მიახლოვდებიან ადამიანები, რადგან იციან, რომ ყოველვის მოვუსმენ, მეკი ზუსტად იქამდე ვუშვებ ადამიანს, სადამდეც ვფიქრობ რომ გამიძლებს, რადგან მანძილი ჩემსა და ყველას შორის უსაზღვროა.
გალაკტიონი სანამ თავს მოიკლავდა, მანამდე უნდა დავბადებულიყავი. იქნებ გადამერჩინა, ან იქნებ სიკვდილთან მაინც არ დამეტოვებინა მარტო და მასთან ერთად ჩამომეფრინა სართულები?!
თუ სიცოცხლის შემდეგ რამე არსებობს, ჯოჯოხეთში მაინც რომ შევხვდე, ეგ მინდა.
1 note
·
View note
Text
ოდესმე ისეც იქნება, რომ ხმამაღლა ვიტყვი, რომ კარგად ვარ.
ვფიქრობ ამას და ფიქრში ჩემი უსუსურობა მეპარება.
ჩემით ვერასოდეს ვიქნები კარგად.
საკუთარი თავისთვის მხოლოდ იმედების წართმევა შემიძლია და სიკვდილი.
ოდესმე ხმამაღლა ვიტყვი რომ კარგად ვარ.
ხმამაღლა, გასაგებად, ეჭვის გარეშე.
12 notes
·
View notes
Text
სიყვარული,
პასუხისმგებლობა,
უარყოფა.
მე ისევ უსახელო სადგური ვარ,
რესტავრაცია ჩამიტარეს,
ერთი ადამიანი გაჩერდა და აღარ წავიდა,
ფერები შემოიტანა ჩემ სადგურზე,
გამომაცოცხლა,
და პირვანდელი სახე დამიბრუნა.
გამარჯობა,
მე მინდა მოგიყვეთ დამოუკიდებლად გადადგმულ პირველ ნაბიჯებსა და სირთულეებზე,
დიდ სიყვარულზე,
და უარყოფაზე.
ძალიან დიდხანს მეგონა რომ დამოუკიდებელი ცხოვრება,
ყველაზე მარტივი რამ იყო,
ვფიქრობდი რომ ჩემ თავს მარტივად გავიტანდი,
მყარი პიროვნება ვიქნებოდი,
და არავის დახმარება არ დამჭირდებოდა,
წლები ვაბაკუნებდი ფეხებს,
წლები ვიძახდი რომ ერთ დღეს გავიჯახუნებდი სახლის კარს,
და თავისუფლად დავიწყებდი ცხოვრებას,
და აი,
დადგა ჟამიო,
როგორც იტყვიან,
დამოუკიდებელი ნაბიჯებისა,
და მე ყველაზე უსუსური ადამიანი აღმოვჩნდი,
ჯიბეში 15 თეთრით,
2 ჩანთით,
და ერთი ჩემი სულის ადამიანით,
რომლის მიმართ არსებული პასუხისმგებლობაც,
ღამე ქუჩაში დარჩენილს ყველაზე მეტად მაშინებდა.
ვფიქრობდი ყველა შესაძლო ვარიანტზე,
და ვხვდებოდი რომ საერთოდ არ არსებობდა ვარიანტები.
წვიმა,
ღამე,
სიცივე,
შიში,
სიყვარული,
ცოტა იმედი,
უსუსურობა.
რამდენიმე საათიანი გაყინვის შემდეგ,
ცხოვრებავ მოინდომა,
ჩვენთვის სიკეთე გაეკეთებინა,
და რამდენიმე კეთილი ადამიანი გამოგზავნა,
რომლებმაც შეგვიფარეს,
და ყველაფერი ერთმანეთს კარგად მიეწყო,
არაფრიდან გაჩნდა ერთი პატარა ოთახი ჩვენთვის,
და დაიწყო დამოუკიდებელი ცხოვრებაც.
როცა წლების გა��მავლობაში,
გაზულუქებული წევხარ,
და მიჩვეული ხარ მზა ცხოვრებას,
მიჩვეული ხარ რომ ყველაფერი მზა გხვდება,
არაფრის კეთება არ გიწევს,
და რეალურად არც იცი საერთოდ რა როგორ კეთდება,
და ერთი უცებ შეეჯახები ყველაფერს,
ოდნაობითი ფორმით ძნელია,
მაგრამ,
შენი სულის ადამიანი,
რომელიც ზუსტაფ შენსავით ცხოვრობდა,
მზადაა შენთან ერთად ისწავლოს,
ყველა ის ოჯახური ცხოვრების საწყისი ეტაპი,
რაც საჭიროა,
და იწყება ყოველდღიური ბრძოლა,
დალაგებისთვის,
კვებისთვის,
ნელ-ნელა ხვდები რომ თურმე ბევრი რამ ყოფილა საჭირო,
სახლში სადაც არც თეფში გაქვს,
არც კოვზი,
და არაფერი საარსებო,
იწყებ ამ ყველაფრის შეძენას,
და გაოცებული ხარ,
გახსენდება შენი ოჯახი,
რომელიც ამ ყველაფერს ყოველდღიურად შე��თვის აკეთებდა,
ყიდულობდა,
წვალობდა,
შენსავით დადიოდნენ მაღაზიიდან მაღაზიაში,
და ასე აკოწიწებდნენ.
სიყვარული გადაგვარჩენსო,
უთქვამთ ძველებს,
და ასეცაა,
როცა შენი სიყვარულის ძალა,
შენ ჭერქვეშ ტრიალებს,
სირთულეებისგან გამოწვეული სიმწარე სიტკბოებაში გადადის,
გახედავ შენ ერთი ციდა ვარდისფერ ოთახს,
და ხედავ რომ არაფრიდან,
თითქმის ყველაფერი გაქვს,
და ამაყობ შენი თავით,
შენი სულის ადამიანით,
შენი სიყვარულით.
მაგრამ რჩება ერთი შეუცვლელი ფაქტი,
უკან მოტოვებული შენი ოჯახი,
სახლი საიდანაც წამოხვედი,
ადამიანები რომლებმაც ვერ მიგიღეს,
ცხოვრება რომელიც არ იყო იდეალური,
მაგრამ გზაზე სირთულეები არ გხვდებოდა,
და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ,
რომ ორ გოგოს შეუყვარდა ერთმანეთი,
ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ,
რომ ვიღაც ადამიანებმა,
რომლებმაც საერთოდ არ იციან ალბათ რამხელა ძალა აქვს სიყვარულს,
და საერთოდ,
რას ნიშნავს ეს ერთი სიტყვა,
ასწავლეს ჩვენ,
თქვენ,
ოჯახის წევრებს,
რომ ეს ყოვლად დაუშვებელი ფაქტია,
ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ,
რომ ჩვენ არ ვართ ისეთები,
როგორებიც ჩვენ ოჯახს უნდოდა რომ ვყოფილიყავით,
რადგან ჩვენ არ გავიზარდეთ ხატნი და მსგავსნი მისნი,
რადგან ჩვენ ჩვენ ვართ.
ერთ ვარდისფერ ოთახში,
ორ კნუტთთან ერთად,
ჩვენ ყველაზე ბედნიერები ვართ,
და სადგური უსახული,
ახლა ისეთი მყარია,
როგორც არასდროს.
1 note
·
View note
Text
ირეალურად ჟღერს იყო ადამიანი თუ შენი მორალური მდგომარეობა სიმყრალის პიკს აღწევს, ახლა ხვდები რას ვგრძნობ?! თუმცა შენ არაფერი ხარ, ცარიელ ოთახში მზის სხივების ფონზე მოსრიალე მტვერი ხარ, გამაღიზიანებლად რომ იცის ღიტინი ცხვირში.
მე ის ვარ დარაბებიდან შემოსული შ
უქის წინ, რომ სული გააშიშვლა, მე ის ვარ ჰაერივით, რომ სურდა შენი თვალებით
ესწავლა ხედვა. შემოგექურდე! სული მომპარე, ჩეგან ამაოება დატოვე, გახუნებული თითქმის აღარაფერი, "დამპალი ხორცის ნაგლეჯი ვარ"... სრულ ნიჰილიზმში გადავეში, აღარაფერი შ მრჩა ღ
რებული, ტკივილსაც ვერ ვგრძნობ, ინსტიქტურად ვიღიმი, საუბრის უნარი თითქმის დავკარგე. რატომ?! ამ არაფრის გამო ღირდა ჩემი თავის განადგურება?! რატომ?! ამაზე მეტი რა უნდა დავუშავო ჩემს თავს, მე ახლა მკვდარი ვარ, მორალურად მკვდარი. შენ?! შენ როგორ ხარ?! შენ არ გრძნობ ვენებში სისხლის გაყინვას?! შ ნ არ გრძნობ უჩემობისგან გამაყრუებელ სიჩუმეს შენს დაბზარულ კედლებში?! შენ არაფერი ხარ! დიახ! მე შეჳძელი მესწავლა როგორია იყო არაფერი. მე შევძელი შენი სიჩუმისდამიუხედავად დამენახა შენში უსაზღვრო უსუსურობა, დაშნებული, დაპანიკებული ბავშვი. ლაჩარი ხარ და სამწუხაროდ მეც ასეთი გავხდი, ლაჩარი! სულგაყინული საკუთარ ნაჭუჭში გახვეული ლაჩარი. ყველა გავაგდე! ახლა მარტო ვარ, ახლა დავიწყე შ
ენი თვალებით ხედვა. იმაზე მეტად მძულს ადამიანი ვიდრე აქამდე. ახლა ჟრუანტელი მივლის მათზე ფიქრის დროს. ახლა ყველაფერი მარტივად არის, მასასთან ერთად თავიც შემძულდა, რადგან შენკიარა მე მივაყენე ჩემს თავს ზიანი არაფრის გამო. ჩემი შენდმაი სიძულვილი და სიბრალულიც ამავდროულად აბსოლუტურია. მე შენ დაგიბრუნრბ, რომ ისწავლო, რამდენად შეუძლია ვიღაცას ყველა ნაგავი ჩამოგრეცხოს, გაპატიოს, გულში ისე ძლიერად ჩაგიკრას რომ ამოისუნთქო საკუთარი თავისგან დაღლილმა, შვება იგრძნო, რომ აღარასდროს არ მოგინდეს ჩემი სიმყუდროვიდან წასვლა, რადგან შენ იცი! ჰო, ჰო იცი რამდენ სიმძიმეს ავწევ და ვათრევ შ ნს გამო, რადგან ისიც იცი რომ ამჟამინდელ მდგომარეობაზე მძიმე მხოლოდ ერთადერთი იქნება, თუ შენ მოკვდები)
2 notes
·
View notes
Text
‘აბელისა და კაენის მითის უნამუნოსეულ ვერსიაში მთავარი მოქმედი გმირი კაენი აღმოჩნდა, რომელსაც საკუთარი ძმა უუნარობის განცდამ მოაკვლევინა. თუ ყურადღებით გადავხედავთ იმ მოვლენებს რაც რომანში ხდება შეიძლება ნამდვილად მივიდეთ დასკვნამდე, რომ როდესაც ხოაკინი აბელს ებრძოდა საკუთარ „მე��“ ებრძოდა აბელის სახით, რომლის ყოველ დანახვაზეც განსაკუთრებით გრძნობდა ამ სასოწარკვეთას უუნარობას, უფუნქციობას და აბელის მოკვლით უნდოდა გათავისუფლებულიყო, მაგრამ სწორედ ამ მკვლელობის შემდეგ გახდა აბელის ნამდვილი ტყვე, რადგან ნამდვილი უსუსურობა, რომელსაც ვერ განკურნავდა სწორედ მაშინ იგრძნო.’
0 notes
Text
ხანდახან უბრალოდ ყველაფერი ყელში გიჭერს, ყოველდღიურობა და ის მცირე წვრილმანები რაც საერთო ჯამში დიდ ტკივილად გადაგვექცევა ხოლმე. ვყვირით და მაშინ ჩვენი ხმა არავის ესმის, არც ჩვენ გვესმის, ეს უბრალო სიბრაზეა რომლის ამონთხევასაც ვცდილობთ, ტკივილები კი უფრო ღრმად რჩება, რომლებსაც ჩვენი უსუსურობა ვერ შველის.
9 notes
·
View notes
Photo
როგორი დამღლელია უსუსურობა. ბრძოლაზე ბევრად დამღლელი.
9 notes
·
View notes