#მედიტაცია
Explore tagged Tumblr posts
Text
სოსო მიქელაძე - მედიტაცია "შინაგანი განთავისუფლება"
სოსო მიქელაძე – მედიტაცია “შინაგანი განთავისუფლება”
2013 წელი ჩემთვის საკმაოდ პროდუქტიული იყო აუდიო-მედიტაციების შექმნის თვალსაზრისით. აუდიო-კომპლექსების ვრცელ ციკლში პირველი იყო წინმადებარე უნიკალური აუდიო-მედიტაცია “შინაგანი განთავისუფლება”. გასული პერიოდის განმავლობაში ეს მედიტაცია მრავალ ადამიანს დაეხმარა სულიერი, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური სიმშვიდის, საერთო ჯანმრთელობის მოპოვებაში. სცენარულად, მუსიკალურად, ფსიქოლოგიური აქცენტებით ეს…
View On WordPress
#ადამიანი#ბედნიერება#გამარჯვება#განთავისუფლება#ემოცია#თავისუფლება#მედიტაცია#რწმენა#სამყარო#სიკეთე#სიყვარული#სიხარული#სოსო მიქელაძე#უსუსურობა#შინაგანი#ძალა
0 notes
Text
9 მიზეზი, თუ რატომ ვიღლებით ადვილად – როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები დაღლილობის შეგრძნება შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორით, როგორიცაა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობა. თუ მუდმივად გრძნობთ დაღლილობას, მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ აღნიშნულ ფაქტორებს, რომლებიც ამ შეგრძნებას იწვევს. აქ არის რამდენიმე ყველაზე გავრცელებული მიზეზი: 1. ძილის ნაკლებობა ძილის ნაკლებობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც ადამიანს დაღლილობის შეგრძნება ეუფლება დღის განმავლობაში. მოუსვენარი ძილი, უძილობა ან ძილის დარღვევა, როგორიცაა ძილის აპნეა, იწვევს ენერგიის დონის შემცირებას და ქმნის ენერგიის უკმარისობას. როგორ დავძლიოთ: სუფთა ჰაერზე სირბილი ან ცხელ აბაზანაში ჩასვლა დაეხმარება ძილის ხარისხის გაუმჯობესებას. საჭიროა რეგულარული ძილის რეჟიმი, რათა სხეულმა შეინარჩუნოს თავისი "შიდა საათი". 2. ს��რესი და შფოთვა სტრესი და შფოთვა, როგორც ფსიქოლოგიური ფაქტორები, პირდაპირ გავლენას ახდენენ ენერგიის დონეზე. სტრესი იწვევს კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) გამონთავისუფლებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძილის რეჟიმის დარღვევა და მუდმივი დაღლილობის შეგრძნება. როგორ დავძლიოთ: სტრესის მართვის ტექნიკები, როგორიცაა მედიტაცია, სუნთქვის ვარჯიშები ან რეგულარული ფიზიკური აქტივობა, შეიძლება დაგეხმაროთ სტრესის შემცირებასა და ენერგიის აღდგენაში. 3. კვება კვება მნიშვნელოვანი როლს თამაშობს ენერგიის დონის შენარჩუნებაში. შაქრისა და ნახშირწყლების ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ენ���რგიის სწრაფი დაცემა და დაღლილობის შეგრძნება. როგორ დავძლიოთ: კვებეთ დაბალანსებულად საკვები, რომელიც შეიცავს სასარგებლო ცხიმებს, ცილებსა და ბოჭკოს. ასევე, შეგიძლიათ ნაკლებად მოიხმაროთ სასკოლო პროდუქტები, როგორიცაა გლუტენისა და შაქრის შემცველები. 4. გაუწყლოება ჰიდრატაცია (წყლის სიმცირე) ასევე გავლენას ახდენს ენერგიის დონის შენარჩუნებაში წყლის ნაკლებობა იწვევს სისხლის მიმოქცევის გაუარესებას და ტკივილებს, რაც ემოციებს და ენერგიასაც ამცირებს. როგორ დავძლიოთ: შეეცადეთ ყოველდღე მიიღოთ მინიმუმ 8 ჭიქა წყალი. 5. ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა პერსონალური მოვლა და ვარჯიში არა მხოლოდ სხეულის ფორმას აძლიერებს, არამედ ეხმარება ენერგიის დონის მატებასაც. რეგულარული ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ჟანგბადის მიწოდებას. როგორ დავძლიოთ: შეეცადეთ ყოველ დღე ცოტა ხნით მაინც ივარჯიშოთ. სირბილი, სირბილის ვარჯიში ან სატვირთო ვარჯიშები ხელს უწყობს ენერგიის გაზრდას. 6. დაავადებები ყოველდღიური დაღლილობის შეგრძნება შეიძლება იყოს ანემიის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადების, დიაბეტის ან სხვა ქრონიკული დაავადებების შედეგი. ასეთი მდგომარეობა მოითხოვს პროფესიონალ ექიმთან კონსულტაციას. როგორ დავძლიოთ: თუ მუდმივად გრძნობთ დაღლილობას, მიმართეთ ექიმს. 7. მედიკამენტების გვერდითი ეფექტები ზოგიერთი მედიკამენტი, როგორიცაა ანტიდეპრესანტები ან ალერგიის წამლები, შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა ან ძილიანობა. თუ ახლახან დაიწყეთ ახალი მედიკამენტის მიღება, ეს შეიძლება იყოს დაღლილობის მიზეზი. როგორ დავძლიოთ: თუ შეამჩნევთ, რომ მედიკამენტი გავლენას ახდენს თქვენს ენერგიაზე, მიმართეთ ექიმს და მოძებნეთ ალტერნატიული საშუალებები. 8. ზედმეტი დაძაბვა შესაძლოა, გადაჭარბებულმა ფიზიკურმა ან ფსიქოლოგიურმა დატვირთვამ გამოიწვიოს დაღლილობა. მნიშვნელოვანია, რომ თქვენს ცხოვრებაში შეინარჩუნოთ ბალანსი, რათა თავი არ გადატვირთოთ. როგორ დავძლიოთ: მიეცით საკუთარ თავ�� დასვენების საშუალება, შეასრულეთ რაციონალური გეგმები და დროულად მოახდინეთ რესტი. 9. არასათანადო რეჟიმი არასათანადო ძილის რეჟიმი, კვება და ყოველდღიური რუტინა ასევე შეიძლება გახდეს დაღლილობის მიზეზი. როგორ დავძლიოთ: შეინარჩუნეთ რეგულარული ძილის რეჟიმი, მოერიდეთ გვიან ღამით ჭამას და გამოიმუშავეთ ჯანსაღი ყოველდღიური რუტინა. დასკვნა დაღლილობა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორით. თუ თქვენ მუდმივად გრძნობთ დაღლილობას, მიიღეთ აუცილებელი ზომები თქვენი ცხოვრების წესის გასაუმჯობესებლად. drpkhakadze Read the full article
0 notes
Text
იყავი ადამიანური ბოლო შეკრებაზე ჩვენ ვსაუბრობდით შიშზე, შესაძლებელია თუ არა სრული განთავისუფლება მისგან, შიში არის რეაქცია და მას ადგილი აქვს საფრთხის დროს. თუ შეიძლება, ამ დილას მსურს ვისაუბროთ მწუხარების დასასრულზე , რადგანაც შიში, მწუხარება და ის, რასაც ჩვენ ვეძახით სიყვარულს, ყოველთვის ერთად მიდიან. თუ ვერ გავიგებთ შიშის რაობას, ვერ შევძლებთ მწუხარების არსის გაგებას და ისეთი სიყვარულის შეცნობას, სადაც არ არის დაპირისპირება და უთანხმოება.
მწუხარების სრული დასრულება ძალიან რთულია, რადგანაც იგი მუდამ ჩვენთანაა ამა თუ იმ ფორმით. დღეს მინდა, რომ ამ საკითხს უფრო მეტად ჩავუღრმავდეთ, მაგრამ ჩემს სიტყვებს დიდი არაფერი მნიშვნელობა ექნება, თუ ყოველი თქვენგანი არ გამოიკვლევს ამ პრობლემას საკუთარ თავში, არც დამეთანხმოთ და არც შემეწინააღმდეგოთ, უბრალოდ დააკვირდით ფაქტს. თუ შევძლებთ ამის გაკეთებას რეალურად და არა თეორიულად, შემდეგ, ალბათ , შევძლებთ გავიგოთ მწუხარების არსი და დავასრულოთ იგი.
საუკუნეების განმავლობაში სიყვარული და მწუხარება ერთად მოდიან ხელიხელჩაკიდებულნი, ხან ერთი ბატონობს, ხან მეორე. მდგომარეობა რომელსაც ვეძახით სიყვარულს, სწრაფად გადის და კვლავ ვხვდებით ეჭვიანობის, პატივმოყვარეობის, ჩვენი შიშებისა და ტანჯვის ხაფანგში. ეს მარადიული ბრძოლაა სიყვარულსა და მწუხარებას შორის, ამიტომაც სანამ ჩავუღრმავდებით მწუხარების დასრულების საკითხს, მინდა გავიგოთ რა არის ვნება.
თუ შეიძლება აღვნიშნავ, რომ ჩვენ არ ვართ ჯგუფი პრივილეგირებული ხალხის, რომლებსაც აქვთ ფული მოგზაურობისათვის და ასეთი რამეებისთვის, შეუძლიათ მოვიდნენ აქ და უბრალოდ გაერთონ ინტელექტუალურად. ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან სერიოზულ საკითხზე და ყველას მართებს სერიოზული ჩაღრმავება მასში. სერიოზულობაში ვგულისხმობ გქონდეთ ძალისხმევა რომ შეძლოთ ჩახვიდეთ მწუხარების ფსკერზე. ჩვენ აქ იმისთვის ვართ რომ გავარკვიოთ, შესაძლებელია თუ არა მწუხარების დასრულება მთლიანად, ისე რომ გონება იყოს ყოველგვარი ჩრდილის გარეშე, სუფთა, მოქნილი, ქონდეს ფიქრის უნარი ყოველგვარი ილუზიების გარეშე. ჩვენ ამას ვე�� შევძლებთ თუ ვცხოვრობთ უბრალოდ სიტყვების დ��ნეზე, რასაც მრავალი ჩვენთაგანი აკეთებს. წარმოსახვები, ნიმუშები, იდეალები, სიტყვები და სიმბოლოები _ ამ ყველაფერს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს მრავალი ჩვენთაგანისთვის და საბოლოოდ აქ თავრდება ყველაფერი.
გვეჩვენება რომ შეუძლებელია ვერბალური დონის დამსხვრევა და მის მიღმა გასვლა. იმისათვის, რომ, გავიგოთ რა არის მწუხარება, ყოველი ადამიანი უნდა გასცდეს ვერბალურ დონეს. ამგვარად, მე ვაპირებ ჩავუღრმავდე მწუხარების პრობლემას და ვიმედოვნებ ��ომ თქვენც გააკეთებთ ამას დიდი ძალისხმევით, ნათლად, ყოველგვარი სენტიმენტალურობისა და ემოციის გარეშე.
თუ ჩვენ ვერ გავიგებთ რა არის ვნება, ვერ შევძლებთ მწუხარების გაგებას. ვნება არის ისეთი რამ , რაც ალბათ ძალიან ცოტა ჩვენთაგანს თუ უგრძვნია რეალურად. რასაც ჩვენ განვიცდით შესაძლებელია უფრო იყოს ენთუზიაზმი, რომელიც ეჭიდება ემოციას. ვნებებს ზოგისთვის იწვევს მუსიკა,ზოგისთვის ხატვა, ლიტერატურა, ვიღაცისთვის სამშობლო, ქალი ან მამაკაცი. ეს არის ყოველთვის შედეგი რაღაც მიზეზის. როდესაც ხარ შეყვარებული ვინმეზე, ხარ ძლიერ ემოციურ მდგომარეობაში, რაც შედეგია იმ განსაკუთრებული მიზეზის, ხოლო მე ვსაუბრობ ვნებაზე, ვნება – მიზეზის გარეშე.
ეს ნიშნავს იყო ვნებით აღვსილი ყველაფერზე და არა მხოლოდ ვინმეზე. როდესაც მრავალი ჩვენთაგანი გატაცებულია განსაკუთრებული პერსონით ან საგნით, მე ვფიქრობ ყველას შეუძლია დაინახოს ძალიან ნათლად ეს განსხვავება. სადაც არის ვნება მიზეზის გარეშე, იქ არის დიდი თავისუფლება ყოველგვარი მიბმისგან. მაგრამ, როდესაც ვნებას აქვს მიზეზი, იქ არის მიბმა, ხოლო მიბმა არის მწუხარების დასაწყისი. მრავალი ჩვენთაგანი მიბმულია რაღაცას, ჩვენ ვეჭიდებით პიროვნებას, ქვეყანას, რწმენასა და იდეას, ხოლო როდესაც საგანი ვეჭიდებით, მიდის ჩვენგან ან კარგავს მნიშვნელობას , ჩვენ ვრჩებით სიცარიელეში, დაუკმაყოფილებლები.
ამ სიცარიელის შევსებას ვცდილობთ ისევ და ისევ რაღაც ახლის ჩაჭიდებით რაც ისევ ხდება ჩვენი ვნების ობიექტი და ასე შემდეგ.
სანამ ვსაუბრობ, გთხოვთ გამოიკვლიეთ თქვენი საკუთარი გული და გონება. მე მხოლოდ სარკე ვარ, სადაც თქვენ საკუთარი თავი უნდა დაინახოთ, თუ არ გსურთ ამის დანახვა მაშინ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თუ გსურთ დაინახოთ საკუთარი თავი ნათლად, შეუბრალებლად, მთელი ძალისხმევით _ არა იმ იმედით რომ მოიშორებთ თქვენს წუხილს, შფოთს ან დანაშაულის გრძნობას, არამედ გაიგებთ იმ უცნაურ ვნებას რომელსავ ყოველთვის მოაქვს წუხილი.
როდესაც ვნებას აქვს მიზეზი, ის ხდება ჟინი, წადილი. ვნება რომელიც გამოწვეულია გარ��ვეული პიროვნების, იდეის, ან რაიმე საქმიანობის მიერ, იწვევს წინააღმდეგობასა და კონფლიქტს. შენ ისწრაფვი მიაღწიო ან ხელი შეუწყო გარკვეულ მდგომარეობას ან გაიმეორო რაღაც რაც უკვე გქონია და ახლა აღარ გაქვს. რომელ ვნებაზეც მე ვსაუბრობ, მას არ მოაქვს დაპირისპირება და კონფლიქტი. მას მაქსიმალურად არანაირი კავშირი არა აქვს მიზეზთან და მაშასადამე ის არ არის შედეგი.
შემიძლია ვივარაუდო რომ თქვენ მხოლოდ მისმენთ, გთხოვთ ნუ შეეცდებით ძალდატანებით მიაღწიოთ ამ მდგომარეობას _ ვნება – მიზეზის გარეშე. თუ შეგვიძლია მოსმენა ყურადღებით, მარტივად, რომელიც იბადება არაიძულებითი ყურადღებისა და დისციპლინის შედეგად, აუცილებლად შევძლებთ ამის გაგებას და ალბათ შემდეგ თვითონ ვიპოვით ამ საოცარ ვნებას.
მრავალი ჩვენთაგანში ვნება ძალიან მცირეა. შესაძლებელია ვიყოთ აღვსილნი ჟინით, გვქონდეს მრავალი სურვილი და წადილი, გვინდოდეს გაქცევა რაღაცისგან და ეს ყველაფერი გვაძლევდეს გარკვეულ ძალისხმევას, მაგრამ თუ არ შევიცანით და ვიგრძენით ვნება მიზეზის გარეშე, მაშინ ვერასოდეს გავიგებთ იმას, რასაც ვეძახით მწუხარებას. რაიმეს გასაგებად უნდა გქონდეს ვნება, ყურადღების სრული ძალისხმევა, ხოლო სადაც არის ვნება, რაიმესგან გამოწვეული, იქ იწყება წინააღმდეგობა და კონფლიქტი – რაც გამორიცხავს ვნების იმ ცეცხლის არსებობას, რომელიც მთლიანად გაფანტავს და დაასრულებს მწუხარებას.
ჩვენ ვიცით რომ მწუხარება არის შედეგი, ანუ გარკვეული მიზეზის შედეგი. მე მიყვარს ვიღაც და მას მე არ ვუყვარვარ _ ეს არის ერთი მიზეზი მწუხარების. მსურს საკუთარი თავის რეალიზაცია გარკვეული მიმართულებით, მაგრამ არ მაქვს ამის უნარი _ ეს მწუხარების მეორე მიზეზია, ან მაქვს ამის უნარი, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობა ან რაიმე სხვა მიზეზი მაბრკოლებს_ ესეც მწუხარების მიზეზია. ეს არის მწუხარება ჩვენი მეწვრილმანე გონების, გონების რომელიც მუდმივ კონფლიქტშია საკუთარ თავთან, უწყვეტლივ იბრძვის, არეგულირებს, სინჯავს და ექვემდებარება. ეს არის მწუხარება გამოწვეული კონფლიქტური ურთიერთობებიდან, ვინმეს დაკარგვიდან ან გარდაცვალებიდან. თქვენ ყველამ იცით მწუხარების ეს ფორმები და ეს ყველაფერი არის მიზეზი შედეგის.
ჩვენ არასოდეს დავმდგარვართ პირისპირ მწუხარებასთან, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რაციონალურად ავხსნად იგი, ან ვეჭიდებით დოგმას, სარწმუნოების მიერ დადგენილ ნიმუშს და ეს გვაკმაყოფილებს, გვაძლევს მომენტალურ კომფორტს. ერთი ნარკოტიკს იღებს, მეორე სვავს ან ლოცულობს. ჩვენი გონება დაკავებულია საკუთარი თავის სიბრარულითა და უიმედობის ჩრდილით. ვერასოდეს შევძლებთ მწუხარების დასრულებას თუ ვართ ქრისტიანები და ვეთაყვანებით ეკლესიას როგორს ქრისტეს აგონიას. სანამ დავდივართ ეკლესიაში მწუხარების სიმბოლოების თაყვანისცემისათვის ან მისი რაციონალური ახსნისათვის, სანამ ვივიწყებთ მწუხარებას ნარკოტიკის ან სხვა და სხვა საშუალებებით, ჩვენ გავურბივართ ფაქტს რომ ვიტანჯებით. მე არ ვსაუბრობ ფიზიკურ ტკივილზე, რომელიც ადვილად მოგვარდება თანამედროვე მედიცინის დახმარებით. მე ვსაუბრობ ფსიქოლოგიურ ტკივილზე რომელიც ხელს უშლის სიცხადეს და მშვენიერებას, რომელიც ანადგურებს სიყვარულსა და თანაგრძნობას. ნუთუ შესაძლებელია მთელი ამ მწუხარების დასრულება?
მე ვფიქრობ, რომ მწუხარების დასასრული დაკავშირებულია ვნების ინტენსივობასთან. როგორც ავღნიშნეთ ადრე, რასაც ჩვენ ვეძახით ფიქრს -ეს არის პასუხი სხვა და სხვა ნიმუშებისა და გამოცდილების, რომელიც თავმოყრილია მეხსიერებაში, სადაც არსებობს ეს განპირობებული პასუხები, იქ ვერ იარსებებს ვნება, არ იქნება ინტენსივობა. ამისათვის უნდა იყოს სრული არარსებობა ~მე~- სი
თქვენ იცით, რომ სილამაზის გრძნობა, რომელიც არ არის კონცენტრირებული იმაზე თუ რა არის მშვენიერი და რა მახინჯი, მაგალითად ეს მთა ლამაზია ან ის შენობა უშნო, ასეთი შეგრძნება მშვენიერების არ ეწინააღმდეგება სიმახინჯეს, არის ასევე სიყვარული, რომელიც არ ეწინააღმდეგება სიძულვილს. თვით-უარყოფა, რომელზეც ახლა მე ვსაუბრობ მიშნავს -მშვენიერებას მიზეზის გარეშე და მაშასადამე ეს არის მდგომარეობა ვნების. შესაძლებელია წავიდეთ იმის მიღმა, რასაც ქვია მიზეზი და შედეგი?
გთხოვთ მისმინეთ მთელი ყურადღებით. მე შეიძლება ვერ აგიხსნათ ეს ძალიან ნათლად, უფრო მეტად ჩაუღრმავდით მის მნიშვნელობას და არ დარჩეთ სიტყვების დონეზე. თქვენ ხ��დავთ რომ მრავალი ჩვენგანი არის ყოველთვის რეაქციუ ლი. რეაქცია არის სრული ფორმა ჩვენი ცხოვრების. ჩვენი მწუხარება არის პასუხი და რეაქცია. ვცდილობთ ავხსნათ მიზეზი მწუხარების ან სულაც გავიქცეთ მისგან, მაგრამ საუბედუროდ ჩვენი მწუხარება არ სრულდება. ის მხოლოდ მაშინ დასრულდება როდესაც შევძლებთ მის წინაშე პირისპირ დგომას, როდესაც გავაცნობიერებთ და წავალთ მიზეზისა და შედეგის მიღმა. ყოველი მცდელობა, რომ ვიყოთ თავისუფალი მწუხარებისგან განსაკუთრებული ვარჯიშის ან წინასწარ განზრახული ფიქრის შედეგად, ყოველი ხელშეწყობა, რომ სხვა და სხვა გზით გავექცეთ მწუხარებას, გონებაში ვერ გააღვიძებს საოცარ მშვენიერებას, ცხოველმყოფელს, ვნების ინტენსივობას, რომელიც გამორიცხავს და აღემატება მწუხარებას.
რა არის მწუხარება? როდესაც გესმით ეს შეკითხვა როგორია თქვენი პასუხი? თქვენი გონება მომენტალურად ცდილობს ახსნას მწუხარების მიზეზები, ამის ძიება აღვიძებს მწუხარების ხსოვნას, ანუ იმას რაც უკვე გქონიათ. ამგვარად, მწუხარების მიზეზების ძიებისას სიტყვიერად ყოველთვის ��ბრუნდებით წარსულს და მიდიხართ პირდაპირ მომავალში, მე კი მგონია რომ ყოველი ადამიანი უნდა წავიდეს ამის მიღმა.
ჩვენ ყველამ ვიცით ისეთი მიზეზები მწუხარების როგორიცაა _ სიღარიბე, ავადმყოფობა, იმედგაცრუება, სიყვარულის ნაკლებობა, და ა.შ. როდესაც ვხსნით მწუხარების სხვა და სხვა მიზეზებს, ამით მწუხარება არ სრულდება, ჩვენ არ გვაქვს რეალურად შეგნებული სიღრმე და მნიშვნელობა მწუხარების, ისევე როგორც იმ მდგომარეობის რასაც ვეძახით სიყვარულს. მე მგონია რომ ეს ორი რამ _ სიყვარული და მწუხარება კავშირშია. სიყვარულის გაგებით შეძლებთ შეიგრძნოთ უსაზღვრობა მწუხარების.
ძველი ხალხი საუბრობდა მწუხარების დასრულების შესახებ, და მათ დაადგინეს ცხოვრების ისეთი ფორმა, რაც მათი ვარაუდით დაასრულებდა მწუხარებას. მრავალ ადამიანს უვლია ასეთი გზით, ბერები აღმოსავლეთსა და დასავლეთში ცდილობდნენ ამას, მაგრამ ისინი მხოლოდ იწრთობოდნენ ამით, მათი გონება და გული ხდებოდა ზღუდეშემოვლებული. ისინი ცხოვრობდნენ საკუთარი ფიქრების კედლის მიღმა, ან აგურისა და ქვის კედლის მიღმა, თუმცა მე არ მჯერა რომ ისინი გადიოდნენ ამ ყველაფრი მიღმა და გრძნობდნენ უსაზღვრობას იმის, რასაც ქვია მწუხარება.
იმისათვის რომ დასრულდეს მწუხარება, საჭიროა პირისპირ შეხედოთ მარტოობას, მიბმას, სახელის მოხვეჭის წვრილმან სურვილს, სიყვარულის მოთხოვნილებას. უნდა იყოთ თავისუფალი საკუთარ თავზე ზრუნვისაგან და ბავშვური თვით-სიბრალულისგან. როდესაც შეძლებთ ამ ყველაფრის მიღმა გასვლას, მაშინ ალბათ დასრულდება პირადი მწუხარება, თუმცა იქ არის აგრეთვე უზარმაზარი კოლექტიური წუხილიც, ანუ სამყაროს მწუხარება. ვიღაცამ შეძლოს პირადი მწუხარების დასრულება და ამ მდგომარეობამ რომ დაიკავოს ადგილი გონებაში, გონება აუცილებლებელად უნდა იყოს სრულიად თავისუფალი. მაგრამ საუბედუროდ როდესაც ადამიანი ახერხებს პირადი მწუხარების დასრულებას იქ კვლავ რჩება მწუხარება _ საოცარი უმეცრების სახით, რაც ზოგადად დამახასიათებელია ამ სამყაროსთვის, არა ნაკლებობა ინფორმაციის, ცოდნის ან წიგნების, არამედ ადამიანის უვიცობა საკუთარ თავთან მიმართებაში. უვიცობის არსი არის ის, რომ ადამიანი საერთოდ არ იცნობს საკუთარ თავს, სწორედ ამას მოაქვს უზარმაზარი მწუხარება.
რა არის რეალურად მწუხარება? ხედავთ, არ არსებობს სიტყვები ამის ასახსნელად ისევე როგორც არ არსებობს სიტყვები სიყვარულის ასახსნელად. სიყვარული არ არის მიბმა, არ ეწინააღმდეგება სიძულვილის, არ არის ეჭვიანობა. როდესაც ადამიანი ამთავრებს ეჭვიანობას, შურს, მიბმას და მთელს ამ კონფლიქტსა და აგონიას და მიდის ამის მიღმა, ფიქრობს რომ ყველა უყვარს – ხოლო როდესაც ყველაფერი სრულდება კვლავ რჩება შეკითხვა: რა არის სიყვარული და რა არის მწუხარება?
სიყვარულისა და მწუხარების გაგებას მაშინ შეძლებ, როდესაც შენი გონება მოიშორებს მთელს ახსნა-განმარტებებსა და წარმოდგენებს, აღარ დაიწყებს მიზეზების ძებნას, აღარ გაერთობა სიტყვებით და აღარ დაუბრუნდება სიამოვნებისა და ტკივილის ხსოვნას. გონება უნდა იყოს აბსოლიტურად მშვიდი, სიტყვების, სიმბოლოებისა და იდეების გარეშე. შემდეგ აღმოაჩენ იმ მდგომარეობას რასაც ვეძახით სიყვარულს, მწუხარებას, სიკვდილს და ასე შემდეგ, სადაც აღარ არსებობს დაყოფა სიყვარულს, მწუხარებასა და სიკვდილს შორის, არამედ მხოლოდ მშვენიერება. იმისათვის რომ ჩაწვდე ამას და იყო ექსტაზის მდგომარეობაში, უნდა გქონდეს ვნება, რომელიც მოდის საკუთარი თავის სრული უარყოფის მდგომარეობაში.
კითხვა: არის ვნება ან ინტებსივობა, თვისება?
კრიშნამურტი: მაინტერესებს რას გულისხმობთ სიტყვა- თვისებაში-? ვნება ან სათნოება შეიძლება თუ არა შეიძინო ვარჯიშის, დისციპლინის, მსხვერპლშეწირვის ან ამდაგვარი რამის შედეგად? ამას გულისხმობდით?
კითხვა; შეიძლება შეკითხვა დავსვა?
კრიშნამურტი: ბატონებო შეკითხვა უკვე დაისვა. ხედავთ, დაინტერესებულნი ვართ მხოლოდ ჩვენი შეკითხვებით და არ გვინდა არაფრის მოსმენა, ცხოვრებაშიც მუდამ ასე ხდება. ჩვენ ისე ვართ ჩაფლულნი ჩვენს საკუთარ პრობლემებში, იმედებსა და ამბიციებში, რომ თითქმის ვერც ვამჩნევთ ვერაფერს ჩვენი პატარა თავის მიღმა. ალბათ კიდევ ბევრ თქვენგანს აქვს შეკითხვები, მაგრამ თუ შეიძლება მოკრძალებით აღვნიშნავ რომ ნუ იქნებით მოცულნი მხოლოდ შეკითხვებით. ახლა დავუბრუნდეთ შეკითხვას, არის თუ არა ვნება ან ძალისხმევა თვისება?
არ მიყვარს ეს სიტყვა –თვისება. როდესაც გაქვთ ვნება ვიმნეს მიმართ კითხულობთ მაშინ არის ეს თვისება თუ არა? შენ უბრალოთ გაქვს ეს მდგომარეობა. როდესაც ხარ გაბრაზებული, ჟინიანი ან სიტყვიერად განრისხებული ვინმეზე ხომ არ კითხულობ იმ პერიოდში, რომ ეს გრძნობა თვისებაა თუ არა, თუ უბრალოდ იწვი მისით. მაგრამ როდესაც ამბობ რომ ეს არის საშინელი წუთები, რაც თავიდან უნდა აიცილო, ან ესაა მშვენიერი წუთი, იწყებ მის კულტივირებას, მაგრამ რასაც შენ აკულტებ არის ხელოვნური და არა ბუნებრივი.
ვნება და ინტენსივობა, რომელზეც მე ვსაუბრობდი არ არის რაიმე ვარჯიშით განვითარებული, ეს არ არის გაყიდვების მარკეტი, შენ ვერ იყიდი მას პრაქტიკით ან დისცილპინით, მაგრამ თუ შენ მისმენდი და რეალურად შეძელი ჩაღრმავებოდი ამას, თუ გაქვს ჭიდილი მასთან, გაიგებ რა არის იგი. ამ ვნებას არავითარი საქმე არ აქვს ენთუზიაზმთან. ის მხოლოდ მაშინ მოდის როდესაც სრულიად გაქრება “მე” და ყველა ასეთი აზრ�� _”ჩემი სახლი” “ჩემი საკუთრება”, “ჩემი ქვეყანა”, “ჩემი ცოლი”, “ჩემი შვილი” თუმცა შენ შესაძლოა თქვა ახლა რომ “იქნებ არც ღირს ამ ვნების ქონა”. შესაძლოა შენთვის არც ღირდეს. ამას აზრი მაშინ აქვს მხოლოდ, თუ ნამდვილად გინდა გაიგო რა არის მწუხარება, ჭეშმარიტება, ღმერთი, თუ რა მნიშვნელობა აქვს მთელს ამ მახინჯ და არეულ არსებობას. თუ შენ ნამდვილად გაინტერესებს ეს , მაშინ უნდა ჩაუღრმავდე ამას ვნებით- რაც ნიშნავს რომ არ ხარ შეზღუდული შენი ოჯახით. შეიძლება გაქვს სახლი, გყავს ოჯახი, მაგრამ თუ ფსიქოლოგიურად მიბმული ხარ მასზე, შენ ვერასოდეს წახვალ მის მიღმა.
კითხვა: ჩვენ ყველას გვაქვს ასეთი ნიჭი ვნების?
მე არ ვფიქრობ , რომ ვნება არის ნიჭი. შეიძლება გქონდეს გნიჭი მწერლობის, ფლეიტაზე დაკვრის, ან სხვა რამის და ეს ნიჭი შესაძლოა განვითარდეს, ხელიშეწყობით უფრო გაიზარდოს. მაგრამ ვნება და ინტენსივობა არ არის ნიჭი, პირიქით, თუ გაქვს ნიჭი ,შენ უნდა მოკვდე ამ ნიჭში რომ იყო ვნებიანი. თუ არ მოკვდები ნიჭში, მაშინ ნიჭი გახდება მექანიკური, თუმცა შესაძლოა გაზარდო იგი გახდე კიდეც ძალიან ჭკვიანი. ხედავთ, ჩვენ ჯერ კიდევ ვფიქრობთ მოხვეჭისა და შეძენის თვალსაზრისით და ვიცავთ იმას რასაც უკვე დავეუფლედ.
კომენტარი: თქვენ ამბობთ რომ მწუხარება მშვენიერი რამეა, ამსთანავე ამბობთ რომ იგი უნდა ავიცილოთ თავიდან.
კრიშნამურტი: მე არ მითქვამს რომ მწუხარება თავიდან უნდა ავიცილოთ. მე ვამბობ რომ უნდა შეხედო მწუხარებას, ჩაუღრმავდე, გააცნობიერო ის. შენ ვერ შეძლებ მწუხარების აცილებას, შენ მისი გვერძე გადადებაც კი არ შეგიძლია. როდის წუხს ადამიანი? როდესაც გიყვარს ვინმე და საპასუხო გრძნობას ვერ იღებ შენ იტანჯები. რატომ, რატომ უნდა იტანჯებოდე, რას ნიშნავს ეს ტანჯვა? ეს ნიშნავს რომ შენ ფიქრობ შენს თავზე _ ეს არის რეალური ფაქტი და სანამ ფიქრობ შენს პატარა საკუთარ “მე” ზე, გსურს იყო შეყვარებული და გეშინია რომ არ იქნები, მთელს იმ სიმახინჯეებთან ერთად რაც ჩართულია მასში, ბუნებრივად მიდიხარ იმისკენ რასაც შენ ეძახი მწუხარებას, თუ მსურს ვიყო ცნობილი ადამიანი და არ ვარ, ტანჯვა გარდაუვალია. თუ მე მაკმაყოფილებს ეს მდგომარეობა, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თუ მსურს გავერკვე ჩემს ტანჯვაში, ჩავუღრმავდები მას, დავიწყებ მის დანახვას, ფსიქოლოგიურად უკომპრომისოდ გამოვიძიებ ამ წადილს- ვიყო ცნობილი-, რაც არის უკიდურესად ზერელე და მოუმწიფებელი, მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებ მწუხარების გაგებას, რაც არის კიდეც დასასრულის დასაწყისი. როდესაც ადამიანი შეძლებს წავიდეს მთელი ამ პოროვნული მწუხარების მიღმა, მაშინ დაინახავს, რომ სიყვარული, მწუხარება და სიკვდილი ერთი და იგივეა. ეს არის დიადი მშვენიერების მდგომარეობა, რაც არ არის შექმნილი არც ადამიანისგან და არც ბუნებისგან.
კითხვა: არის ვნება და ინტენსივობა ცოდნის სურვილი?
კრიშნამურტი: მაინტერესებს რაც გულისხმობთ ცოდნის სურვილში? ცოდნის მოგროვების სურვილი ჯერ კიდევ არის ნაწილი გახდომის, და მაშასადამე მიზეზი კონფლიქტის, მაგრამ მე არ ვსაუბრობ ცოდნის მოგროვებაზე, იგი შეგიძლიათ იპოვოთ ნებისმიერ ენციკლოპედიაში.. მე მსურს გავიგო და დავასრულო მწუხარება და გავაცნიბიერო მისი მნიშვნელობა, უნდა გავიგო რომ ის არაფერს არ ნიშნავს. ცოდნა, რაც ადრეც მოგახსენეთ, არის სხვა და სწავლა არის სხვა. ცოდნა გულისხმობს მოგროვილ ცოდნას და როდესაც გაქვს მოგროვილი ცოდნა ამ ფონიდან იღებ გამოცდილებას. გამოცდილების შედეგად კვლავ იძენ მეტ ცოდნას, ეს არ არის მოძრაობა შემეცნების. მხოლოდ მაშინ შეძლებ სწავლას, როდესაც მეტად აღარ დაიწყებ ძიებას ან ცოდნის შეძენას.
ბატონებო, მე არ მსურს ვიცნობდე მწუხარებას, ჩვენ უკვე ყველას გვაქვს იგი. არ გაქვთ მწუხარება ერთი ან მეორე ფორმით? გსურთ იცნობდეთ მას? თუ გსურთ მაშინ უნდა გააანალიზოთ ის და გამნარტოთ თუ რატომ იტანჯებით. შეგიძლიათ წაიკითხო წიგნები ამ თემაზე, ან წახვიდე ეკლესიაში და მალე შეიტყობ რამეს მწუხარების შესახებ. ცოდნა არ დაასრულებს მწუხარებას. მწუხარების დასასრული მაშინ დაიწყება, როდესაც პირისპირ შეხედავ ფსიქოლოგიურ ფაქტებს საკუთარ თავში, დაიწყებ ტოტალურ გაცნობიერებას იმ ფაქტების მნიშვნელობის, რაც არის მომენტიდან მომენტამდე. ეს ნიშნავს, რომ არასოდეს გაიქცევი მწუხარებისგან, არასოდეს გაუკეთებ მას რაციონალიზებას, არასოდეს შეიქმნი რაღაც აზრებს მასზე და იცხოვრებ ამ ფაქტან სრულად.
თქვენ იცით რომ იცხოვრო მთელი ამ მშვენიერებით ისე რომ არ შეეჩვიო მას, ძალიან ძნელია. მრავალი თქვენგანი აქ იმყოფება უკვე დაახლოებით სამი კვირა, შეამჩნევდით ალბათ ამ მთებს, გაიგონებდით ნაკადულის ხმას, დაინახავდით როგორ ეპარება ჩრდილი მინდვრებს, შენიშნეთ რა ადვილად შეიძლება შეეჩვიოთ ამას? თქვენ ამბობთ, ~დიახ ეს ძალიან ლამაზია~, და გაივლით. იცხოვრო მშვენიერებასთან ან სიმახინჯესთან ერთად, ისე რომ არ მიეჩვიო მას, მოითხოვს უზარმაზარ ენერგიას და ცოდნას, რაც არ მისცემს საშუალებას შენს გონებას რომ დაჩლუნგდეს. იგივე ხდება მწუხარებასთან მიმართებაშიც, იგი აჩლუნგებს გონებას თუ უბრალოდ შეეჩვიე მას, რასაც მრავალი ჩვენგანი აკეთებს. თქვენ არ უნდა მიეჩვიოთ მწუხარებას, უბრალოდ იცხოვრეთ მასთან ერთად, გაიაზრეთ იგი, ჩაუღრმავდით მას _ მაგრამ არა შეკვეთით, რომ ეს უნდა იცოდე. თქვენ იცით რომ მწუხარება ��ქ არის, ეს ფაქტია და აქ საცოდნელიც არაფერია. რომ იცხოვრო მწუხარებასთან ერთად ამისათვის უნდა გიყვარდეს იგი, მხოლოდ ამის შემგედ აღმოაჩენ, როგორც მე ადრე უკვე ვთქვი, რომ მწუხარება, სიყვარული და სიკვდილი ერთი და იგივეა.
კითხვა: არის სიყვარული ვნების გარეშე?
კრიშნამურტი: რას გულისხმობთ სიტყვა სიყვარულსა და სიტყვა ვნებაში? სულ ერთია ქალი ხარ თუ კაცი, როდესაც გიყვარს არ ხარ ვნებით აღსავსე, სულ მცირე პირველი ორი წელი მაინც? შემდეგ როდესაც ეჩვევით ერთმანეთს, უკვე იწყება მობეზრება. ამ ვნებაში, რომელსაც თქვენ სიყვარულს ეძახით, არის ჟინი, მიბმა, ეჭვი, ამბიცია სიხარბე და სხვა დანარჩენი რამ. ეს მსგავსია იმ ცეცხლის სიგარეტის მოწევის შუაგულში რომ არის, და რა ხდება შემდეგ? თანდათანაბოთ ცეცხლი ქრება და შენ ხელში გრჩება მარტო ნამწვავი. მაგრამ თუ არის ნაკლებობა მიბმის, ჟინის, ეჭვის, კონფლიქტის და მთელი ამ ელემენტების რასაც ჩვენ ვეძახით ვნებას_ თუ ეს ყველაფერი დამთავრდება, არა დროისა და ჩვევების შედეგად, ი მისი სიღრმის გაგებისა და გააზრების გამო, მაშინ შესაძლებელია სიყვარული იყოს ვნება მიზეზის გარეშე. მე არ ვგულისხმობ მისიონერების ვნებას, რომელიც ამბობს რომ უყვერს იესო, და მიდის რათა მოაქციოს წარმართი- ეს არ არის ვნება რომელზეც მე ვსაუბრობ. პირიქით, ეს არის უარყოფა ყოველგვარი მოტივაციის და მხოლოდ ამ უაყოფის შემდეგ შემოვა სუფთა ცეცხლი ყოფიერებაში.
კითხვა: შესაძლებელია ადამიანისთვის იყოს პერმანენტულად გაგების მდგომარეობაში?
კრიშნამურტი: მნიშვნელოვანია გავიგოთ თუ რაც ვგულისხმობთ სიტყვა პერმანენტულში. მე არ მგონია რომ ვინმემ შეძლოს პერმანენტულად იყოს რაიმე მდგომარეობაში. თუ ხარ პერმანენტულად რაიმეში, ესე იგი ხარ მკვდარი. ეს არის ის რაც ჩვენ ყველას გვსურს: სიყვარული, ვნება, გაგება და ღმერთი –იყოს პერმანენტულად. რაც ნიშნავს, რომ არ გვინდა ვიყოთ შეწუხებული, არ გვსურს ვიყოთ ცოცხალნი და მგრძნობიარენი. როგორც მოგახსენეთ ჭეშმარიტება ან გაგება მოდის გაელვებით, გაელვებას კი არა აქვს უწყვეტობა, ის არ არის დროის არეალის ფარგლებში. გაგება არის გაელვება, წამიერი, მას არა აქვს გაგრძელება, როგორც რაღაცას რაც უკვე ყოფილა და გრძელდება. რაც იყო, ის ვერ მოიტანს გაგებას. სანამ ადამიანი ეძებს უწყვეტობას, უნდა პერმანენტულად იგი ურთიერთობებში, სიყვარულში, ელოდება იპოვოს მარადიული მშვიდობა, და ყველა დანარჩენი_ ესეთი ადამიანი დასდევს რაღაცას რაც არის დროის არეალის ფარგლებში და მაშასადამე არ მიეკუთვნება მარადიულობას.
1 note
·
View note
Text
ცხოვრება დინებები, შენაკადები, შტორმები და ქარიშხლებია. სხივები, ნიავები, ბგერები და ბგერათა ტალღები. ცხოვრება ვიბრაცია და მოძრაობაა. ჭრელი და უხილავი. . ყველაფერთან ერთად ვვიბრირებ მეც და პერიოდულად შიგნიდან მთელს სხეულს კანის დაჭიმვამდე აწვება მოძრაობის სასწრაფო საჭიროება. ემოციების უსიტყვოდ, უთქმელად, მხოლოდ ბგერათა ვიბრაციებზე შემოსკუპებით გამოხატვის მწველი სურვილი. ცეკვის სურვილი.
ამ დროს მე და სამყაროს რომანი გვაქვს გაბმული. უნამუსოდ ეგოისტურად და უსირცხვილოდ ყველას წინაშე. ჩემი სხეულის მთელ მასშტაბს ითვისებს და ყველა ფორადან ჩემში აღწევს. ჩემი განცდები კი რიტმულად იღვრება თითებიდან, კიდურებიდან, თვალებიდან, თავიდან. საჰასრარადან რვავე ჩაკრის გავლით.
ეს ჩემი ინტიმური კავშირია. ტანტრა. მედიტაცია. ლოცვა. . თავბრუსდამხვევი ბედნიერება, ექსტაზური მდგომარეობა და სიამოვნებისგან დახუჭული თვალები. ტოტალური თავისუფლება! ზემე მხოლოდ აქ და ამ წამს. განმარტოვებით საკუთარ ბაბლში და ამავდროულად სხვა მსგავსად მოცურავე ფერად ბაბლებთან კავშირში. უცნაური ერთიანობის უცხო განცდა. ორგანოებიც კი იღიმიან ჩემში. . ნუ მკითხავ, რა მივიღე. მხოლოდ სამყაროს მტვერი. იცეკვებ ჩემთან ერთად? (0:54) https://soundcloud.com/eka-11/deep-sweet-kiss?ref=clipboard&p=i&c=0&utm_source=clipboard&utm_medium=text&utm_campaign=social_sharing
Vibrate higher.
#no drugs#could you feel#this high#being sober#?#vibrate higher#dance with me#tantra#emotions#bleeding from me#via#sahasrara#total happiness#universe and me#here and now#I like your vibrations#dust of universe#in me
15 notes
·
View notes
Text
გონებას, რომელსაც შეუძლია იყოს სენტიმენტალური, არ შეუძლია სიყვარული. სენტიმენტები შობს უხეშობას, სისასტიკეს და ძალადობას და არა სიყვარულს.
-ჯიდუ კრიშნამურტი / მედიტაცია
2 notes
·
View notes
Text
Multidimensional Theater / James Gilliland / Text Scroll down Geo, Ru, Eng, It
სინათლის მარცვალია ყველა სიტყვა რაც შედეგად სულიერ კურნებას, სიმშვიდეს და სინათლეს გაძლევს. თანამედროვეობაში ისეთი ცნებები რასაც სულიერი ცოდნა, ჩენელინგი, კონტაქტი, მედიტაცია, ჩაკრები, განზომილებები და მრავალი სხვა ქვია იმდენად არის ადამიანისგან მივიწყებული, რეფორმირებული, დამალული, აკრძალული, ტაბუდადებული რომ ადამიანებს მათი გაცნობის მიდრეკილებაც კი არ აქვთ, თუმცა თუ ერთი ადამიანი მაინც იკურნება…
View On WordPress
#ახალი_ამბები#გალაქტიკური_ფედერაცია#ეს_საინტერესოა#იცოდე_სიმართლე#კოსმოსი#მსოფლიო#ნესარა_გესარა#საქართველო#სინათლის_ძალა#ჩენელინგი#Q_ქიუ
1 note
·
View note
Text
27 მარტივი გზა გონების განვითარებისათვის
არ მისცე თავს საშუალება გაიჭედო ერთ ადგილას – ეცადე, გონება ყოველთვის აქტიურ და სპორტულ რეჟიმში გქონდეს “ჩართული”. ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება რეგულარული ვარჯიში. ამაში კი ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარება. დღეში თითო რომც გააკეთო, უკვე დიდ წინსვლა იგრძნობ. ამოხსენი კროსვორდი: საუკეთესო საშუალებაა ტვინი ფიქრისკენ წაახალისო. თუ გაზეთების ყიდვა გეზარებათ, უამრავი კროსვორდია ნეტშიც.…
View On WordPress
#არა ტელევიზორს#ბორდიური#გა��აგდება#განვითარება#განწყობა#გონების სავარჯიშო#დავალება#დეჰიდრატაცია#დღიური#ვარჯიში#თვითგანვითარება#ინსტრუმენტზე დაკვრა#კიბე#კითხვა#კომპლიმენტი#კროსვორდი#კულინარია#მარცხენა#მარჯვენა#მედიტაცია#მესიჯი#მიზანი#პირადი საუბრები#სავარჯიშო გონებისათვის#სამაგიდო თამაში#სამზარეულო#საშინაო#სელფი#სურათი#სწავლა
0 notes
Text
“მედიტაცია სოციალურ ქსელებზე...” მეხსიერებაც არ გეძაბება რა, აქვეა ფუნქცია “Memory” კითხულობ შარშან გაზიარებული სტატიის სათაურს. საყვარელი ავტორის კიდევ ერთი cool ბლოგპოსტი.. ეს სოციალური ქსელი, რომელიც ტვინიკოსმა მარკ ცუკერბერგმა, დედამოტყნულ სიზმარში ნახა და მას მერე მთელი მსოფლიო ჩაგვითრია მასში, დაგცინის და სიტყვებით გეთამაშება.. --- ლეპტოპის ეკრანი შტერდება: “ - აუ, ისევ გაჭედა რა! ” ... სადღაც ბაგია მააგრად მომწონს ეს სიტყვა. სულ მინდოდა მისი გამოყენება. მგონი მნიშნელობა ნახევრად მაინც ვიცი, თუ სრულყოფილად არა.. ჰოდა მოკლედ, სადღაც ბაგია... ვდგები. ფანჯარას ვაღებ და სახეში ოხშივარი მეხეთქება. ქალაქი დუუუღს... “ქა ლა ქი დუუუუუუუუღს” - ტუჩებს ფილმის გმირივით უცნაურად ვამოძრავებ და შენელებული კადრის იმიტაციას ვცდილობ... თავის ტკივილი უკვე უმაღლეს წერტილს აღწევს და წრიალს ვიწყებ.. სადღაც ბაგი მაქვს.. გაზქურაზე ჩაიდანი შემოვდგი. ცხელი ყავა ამ ამინდში?! - იკითხავს მკითხველი იკითხავს რო? და მანამ, სანამ იაფფასიანი ყავის გრანულები ცხელ წყალს შეერწყმება ნწ, მოიცა ეს რაღაც ძაან ხატოვანია.. მოკლედ სანამ უშაქრო ყავას ისტერიულად ჩავშტერებივარ და კოვზს მექანიკურად ვამოძრავებ, ვფიქრობ უსულო Like-სა და Comment-ებზე აწ უკვე გამქრა��ი ადამიანებისგან რომ შემოგვრჩა, ამ დედამოტყნულ Facebook-ზე! უცნაურია. მაინც უცნაურია ამ კიბერსამყაროში, ბიძგებს რომ იწვევს, ვიღაცის უსულო ავატარის კომენტარი, გული, ჰა-ჰა და ათასი ჯიშის ემოცია. რომ ცოცხლობს. გაფანტულია მილიარდობით ექაუნთში, ტრილიონობოთ ჰეშთეგში და ზოგჯერ ერთი სიტყვის აკრებვისაც კი წარმოუდგენლად გეშინია.. რადგან, ეგ, ერთი მოძრაობა საკმარისი ჯაჭვური რეაქციის დასაწყებად. ლეპტოპის ეკრანი არა, ამჯერად ჩემი თვალის გუგები გაშტერდა.. არა რააა, სადღაც ბაგია . :)))
ჰა-ჰა სიყვარული, გაბრაზება თუ გაოცება?! სრულიად თავისუფალნი ხართ. დააკლიკეთ, დააკომენტარეთ და აზიარეთ უსასრულოდ! ვიღაც ჰომ მაინც გიპოვნით! გეფიცებით მოგაგნებთ! მხოლოდ ჰეშთეგი არ დაგავიწყდეთ! ბბბზზზზ ხომ ვამბობდი, ბაგიააააა...
4 notes
·
View notes
Text
საშინელი რამ დამესიზმრა გუშინ საღამოს უთხრა მარიომ თავის მეგობარს +-გუშინ ხომ შენი დაბადების დღე იყო ? -კი როცა დილით ოფისში მივედი ჩემმა მდივანმა თავის სახლში დამპატიჟა +-და შენ ამას ეძახი საშინელებას? ის ხომ ლამაზი ქალია -მაცადე, დამამთავრებინე! შვიდ საათზე უკვე მის კართან ვიდქი ვარდების თაიგულით. მან გახსნა კარი მოკლე ლამაზ კაბაში ჩაცმულმა და შემდეგ... +-რა მოხდა შემდეგ. ჰკითხა მეგობარმა მოუთმენლად. -რა და შემომთავაზა მარტინი. ჩართო მსუბუქი მუსიკა და ჩამჩურჩულა ;-მე სურფრიზი მაქვს შენთვის 10 წუთში ჩემს საძინებელში შემოდი. +-და შენ რა ჰქენი? ჰკითხა მეგობარმა -10 წუთის შემდეგ შევედი და იქ დამხვდა ყველა ჩემი კოლეგა ისინი მღეროდნენ -ჰეფი ბერსდეი თუ იუ +-როგორც არ უნდა იყოს ეს არც ისეთი საშინელებაა -ჰო დავინახავდი შენ როგორ გამოიყურებოდი ჩემს ადგილას. მე შიშველი ვიყავი.
ადამიანები აგრძელებენ ცხოვრებას მოლოდინებით ილუზიებით მოამთავრებენ თუ არა ერთ ილუზიას ისინი მაშინვე იწყებენ ცხოვრებას სხვა ილუზიით ისინი ვერასდროს აცნობიერებენ რომ სინამდვილეში რისი პროეცირებაც არ უნდა მოახდინოს შენმა გონებამ იქნება მოჩვენებითი შენს გონებას შეუძლია წარმოქმნას მხოლოდ ილუზიები შენი ღმერთი ილუზიაა შენი მედიტაცია ილუზიაა შენი იოგა ილუზიაა შენი დაო ილუზიაა რადგან ეს ყველაფერი შენი გონების პროექციებია ეს არის როგორც ჰორიზონტი რომელიც ისე ახლოს მოსჩანს რომ გგონია ერთ საათში მიუახლოვდები მაგრამ შენ ვერასდროს მიაღწევ ჰორიზონტს ეს მხოლოდ გეჩვენება რომ ის არსებობს შენ თუ მას გაეკიდები ირბენ ასე უსასრულოდ და ვერ იპოვი მას
არაბი ერთხელ შეხვდა ადამიანს მიმავალს საჰარას უდაბნოში რომელსაც საოცარი კოსტუმი ეცვა -რა სიშორეზეა ზღვა? ჰკითხა ადამიანმა +-დაახლოებით 500 მილი ჩრდილოეთით უპასუხა არაბმა -დალახვროს ეშმა��მა თქვა კაცმა მომიწევს პლიაჟზე დარჩენა
ინგო თუ შენ გააგრძელებ გონებაში ცხოვრებას იძულებული იქნები იქნები პლიაჟზე იცხოვრო შენ ვერასოდეს მიაღწევ ოკენემდე ნუ გაიმეორებ კლიშეს ეცადე დაინახო აზრი ნუ დაიჯერებ ეცადე მიხვდე შეწყვიტე პროეცირება შენი ფანტაზიების სიზმრების ცხოვრებისგან მოლოდინების საერთოდ დაივიწყე ეს ყველა ძალისხმევა მიმართე ერთისკენ და ერთადერთისკენ -როგორ გაიღვიძო. შენ თუ ფხიზლობ მაშინ ყველაფერი სხვაგვარად იქნება სრულიად სხვაგვარად და არ იქნება არანაირი საჭიროება რაიმე განსაკუთრებულის ძებნის რომ ჰპოვო აზრი მაშინ ცხოვრებისეულ წვრილმანებში იქნება აზრი უდიდესი მნიშვნელობა ყველა კენჭი ძღვის ნაპირზე იქცევა ბრილიანტად და ქდაგებაა ყოველ ქვაში სიმღერაა დაფარული ყოველ კლდეში და წმინდა წერილია ყველგან რადგან ღმერთით გადავსებული სამყარო ვერ იტევს ღვთაებრიობას შენ კი გწყურია აზრი იმ უბრალო მიზეზით რომ შენ არ უყურებ იმას რაც არის და შენ არ შეგიძლია შეხედო მას რაც არის იმიტომ რომ შენ ღრმად გძინავს გაიღვიძე. ინგო გაიღვიძე! ამოდი შენი სამარედან! გაუცნობიერებლობა - შენი სამარეა და მაშინვე გაიგებ რა არის სიცოცხლე და როგორი მშვენიერია ის და როგორი ნეტარებაა ის და ეს რა დალოცვა და საჩუქარია ღმერთისგან.
(ოშო)
2 notes
·
View notes
Text
მედიტაცია "შინაგანი სამყაროს გაწმენდა"
მედიტაცია “შინაგანი სამყაროს გაწმენდა”
ეს არის მეორე მედიტაცია, ჩემს მიერ 2013 წელს შექმნილი და დამუშავებული რიგი აუდიომედიტაციებისა, რომელთა მიზანია შინაგანი ჰარმონიის და ფსიქოლოგიური სტაბილურობის ფორმირება. გასული წლების განმავლობაში ეს მედიტაცია მრავალ ადამიანს (ისევე როგორც თავად მე) ეხმარებოდა სულიერი, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური სიმშვიდის, საერთო ჯანმრთელობის მოპოვებაში. სცენარულად, მუსიკალურად, ფსიქოლოგიური აქცენტებით ეს…
View On WordPress
0 notes
Text
წინა პოსტში რაც წერია დიდი ხნის წინ მაქვს ნათქვამი და ისევ იგივე აზრზე ვარ. რადგან ჩახუტებაზე დავიწყე საუბარი და აქამდე მგონი ბევრი არაფერი მითქვამს ბლოგზე - ძაან მიყვარს ჩახუტება და ადამიანების უმრავლესობისგან განსხვავებით, ყველას შემიძლია ჩავეხუტო განურჩევლად სქესისა და ასაკისა, ერთადერთი - თუ ვგრძნობ "ბოროტი გული" აქვს, ეგეთ ადამიანთან არ მიჩნდება სურვილი. აი კაცებს რო არ შეუძლიათ - ქალებთანაც - ნებისმიერ სექს პარტნიორს თუ მასაც უყვარს ან ვგრნძობ სურივილი აქვს, უბრალოდ ბოლო ქუჩის მეძავიც რომ იყოს შემიძლია ისევე თბილად ჩავეხუტო, როგიროც სხვებს (მეძავებთან რა თქმა უნდა არ დავდივარ და ვთვლი რო რაღაც პონტში ტეხავს - კაცის მხრიდან ვამბობ). რაღაც მხრივ თითქოს არ მესმის როგორ არ შეუძლიათ და უყვართ ადამიანებს ჩახუტება, თუმცა მეორე მხრივ კარგად მესმის და ვიცი რა შეგრძნებაა, რადგან ყოველთვის ასე არ ვიყავი, იყო დრო თვითონაც არ შემეძლო. მაგრამ შემდეგ შევიცვალე, უფრო სწორად კიდევ ერთხელ შევცვალე თავი.
როცა ყველაზე ცუდად ვიყავი, ისეთ მდგომარეობაში, იმის იქით რო სიკვდილის მეტი აღარაფერი იყო, და ეს გრძელდებოდა ძაან დიდი პერიოდი, არა დღეები ან თვეები, სადღაც ერთი-ორი წელი, აუ ძაან ბევრი ტკვილი მაქვს გადატანილი, როცა არაფერი იყო ხსნა, ჩახუტებაზე ვმედიტირდებდი - თვალებს ვხუჭავდი და წარმოვიდგენდი როგორ ვიხუტებდი ადამიანებს, ეს და რამდენიმე სიტყვა, რომელსაც გონებაში ვიმეიორებდი, იყო ერთადერთი, რაც ცოტა მშველოდა და დროებით იმ მდგომარეობას და ტკივლის მავი��ყდება და ძირითადად ბავშვებს წარმოვიდგენდი, რადგან ბავშვები ყველაზე გულწრფელები არიან და გულწრფელებს ჩახუტებაც ყველაზე კარგი შეუძლიათ ...
3 notes
·
View notes
Text
არ ვეხებოდი, მაგრამ ვგრძნობდი თბილი იყო მის სახეზე მდინარე ცრემლები. ბედნიერებისგან ტიროდა და ამის გარჩევა რთული არ იყო. სიამოვნების ნიშნად მეორე ხელზე მაგრად მიჭერდა თითებით.
იმ დღეს უჩვეულოდ ტკიოდა მთელი სხეული. ვერაფრით რომ ვერ გავაყუჩეთ, ერთადერთი რაც ბოლოს მომაფიქრდა, საკუთარი ენერგიის მიცემა იყო. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ნაზად დავაწვინე, ტკივილისგან მაგრად დახუჭული თვალები და მყარად შეკრული მუშტები ათვლის წერტილად ავიღე და ვიცოდი, ეს სხეულებრივი გამოვლინება კარგი საზომი იქნებოდა ზემოქმედების ეფექტურობის განსასაზღვრად. ახლა რომ ვუკვირდები, მეც უჩვეულოდ მშვიდი ვიყავი.. ხელები მის სხეულთან ახლოს დავიჭირე, თვალები მივლულე და მძიმე, ღრმა მედიტაცია დავიწყე. ბალიშებიდან მაჯებამდე და იქიდან მკერდამდე ვგრძნობდი ტკივილის ორმოებს, ენერგიათა შეჯახების წერტილები ისე ათამაშებდნენ ჩემს ხელებს, როგორც ცივი და თბილი ჰაერის შეერთების წერტილები წარმოქმნის ქარს. არ ვიცი რამდენი ხანი დავყავით ჩვენ ორმა იმ ადგილას, მაგრამ გამოფხიზლებისას მისი მოდუნებული თვალებიდან გადმოგორებულ და მომღიმარ ტუჩებთან შეერთებულ ცრემლებს ვხედავდი, ერთ ხელზე კი მის ჩაჭიდებულ თითებს. მივხვდი, რომ ამ ხნის განმავლობაში იქ არ ვიყავი.. არც ჩემთვის იყო ეს ჩვეული მოვლენა და არც მისთვის. ჯადოსნური ექსპერიმენტის ბოლოს მის თვალებში იმაზე დინჯად იდგა შვება, ვიდრე ამაზე ვოცნებობდით. ხმა არც ერთს ამოგვიღია. მხოლოდ თვალებით გადამიხადა მადლობა და აღარც გაბედა კითხვა, საიდან მქონდა ამის უნარი. ეს ასე იყო და ეს ინფორმაცია სრულებით საკმარისი იყო მისი ცნობისმოყვარეობისთვის.
მან უბრალოდ არ იცოდა, რომ იმ დილით მზეს შევეხე.. არც არასდროს მითქვამს.
9 notes
·
View notes
Photo
#нирвана #медитация #йога #индия #спиритизм #будда #бодхи #позалотоса #искусство #живопись #живопись_маслом #oilpainting #art #bodhi #buddha #psychdelic #psychedelicart #cosmo #trance #meditation #تأمل #მედიტაცია #nirvana #นิพพาน
#art#მედიტაცია#psychdelic#йога#meditation#будда#นิพพาน#спиритизм#нирвана#trance#живопись_маслом#buddha#oilpainting#cosmo#индия#psychedelicart#искусство#nirvana#bodhi#позалотоса#бодхи#медитация#живопись#تأمل
0 notes
Text
/გიორგი პაპაშვილი/
მახსოვს, კრისტალების უცნაური განლაგება ჩემს საწოლთან. პირველ დღეს, ალბათ, ექვსი საათი მეძინა და დილით რომ გავიღვიძე, თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ორი ღამე გავიდა.
შემდეგი დღეები ცუდად მეძინა, რადგან ენერგიით ვივსებოდი. ღამე ენერგიით ავსება კი უძილობას იწვევს. ეს მაშინ არ ვიცოდი.
დროთა განმავლობაში ამ ცვლილებამ გამოიწვია ის, რომ ვხვდებოდი სხვადასხვა უცნაურ სამყაროებში და ასევე ბუნდოვნად ვგრძნობდი, სად ვიმოგზაურებდი მომავალში.
პირველი ყველაზე რეალური ცუდი გამოცდილება ასეთი იყო: ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ მე მივდიოდი სადღაც თბილისთან ახლოს გზაზე, ქალაქს ზევიდან დავყურებდი და დავინახე ფეხბურთის ბურთის ოდენა ვულკანური ქვა პირდაპირ გზის პირას. ქვა სახლში წამოვიღე და ჩემი საწოლის გვერდზე დავიდე, ღამე დავიძინე. დაძინების მომენტიდან ვგრძნობდი ქვიდან მომავალ ძლიერ ვიბრაციებს, ის უფრო და უფრო ძლიერდებოდა და მოვხვდი მაგიურ (ბინძურ) ქალაქში, სადაც ჩონჩხები დადიოდნენ, ირგვლივ სიკვდილი იყო.
ვიბრაციები იმდენად საშიში იყო რომ მე მაკანკალებდა და ოფლისგან ვიღვრებოდი, ეს ძალიან ცუდი შეგრძნება იყო.
ეს ქვა სასწრაფოდ მოვაშორე ჩემს საწოლს, როდესაც შოკში მყოფმა გამოვიღვიძე.
მეორე, რაც ყველაზე კარგად დამამახსოვრდა – ეს იყო სამყარო, რომელშიც პორტალები იყო. ეს სამყარო რეალური იყო (მაგრამ არა მაღალი რეალობა), პირველი უსიამოვნო შეგრძნება ის იყო, რომ ჩვეკნენ მოემართებოდბენ ხოჭოები…
რომლებსაც ვკლავდი. რაც უფრო მეტს ვკლავდი, მით უფრო მეტი მოდიოდა და მკბენდა. აქ გაჩერება შეუძლებელი იყო და გავიქეცით.
ოთხკუთხედი პორტალის მეშვეობით გადავედით მეორე, შემდეგ მესამე და მეოთხე სამყაროში (უკან დაბრუნება შეუძლებელი იყო წინა სამყაროებში არსებული ქაოსის გამო). თვითოეულ სამყაროში გავიარე რაღაც დაბრკოლება, მეოთხე სამყარო შედარებით სტაბილური იყო. სადაც გავაცნობიერე, რომ მე სიზმარში ვიყავი. შემეძლო ხალხის…
… განათების და გარემოს მართვა.
დიდი ცისფერი ოთახი
ვარ სიზმარში, არაფერი არ ხდება და უცებ ზეციდან დაეშვა სინათლე, ცისფერი ფერის. მან გვირაბის ფორმა მიიღო. ეს არ იყო სიზმარი. ეს რეალობა იყო. მე ამ გვირაბში შიგნით შევედი და შევაღე კარი, სადაც უზარამაზარი ცისფერი ოთახი დამხვდა. იგი ფართოვდებოდა უსასრულოდ ჩემთან ერთად. იმდენად გაფართოვდა, რომ მე ვიგრძენი უდიდესი თავისუფლება და შემეშინდა, რომ მიწიერ რეალობას დავკარგავდი, რომელიც ამ რეალობასთან შედარებით ძალიან შეზღუდული იყო. შიშის გრძნობასთან ერთად გამოვფხიზლდი.
მიწისქვეშა ხელოვნების ქალაქი
სიზმარში ვარ და მივდივარ ეზოში. ხელში ორიჩანთა მეჭირა. ბიჭებს მივესალმე, მათ ძალიან მოსწონდათ ჩემი ნახატები. შევედი სამხატვრო სახელოსნოში, იქ უამრავი ადამიანი იყო და კიდევ ოთახის სივრცე უსასრულოდ მიმდინარეობდა სიღრმეში, სადაც ყველა მხატვრის თუ არქიტექტორის ოცნება რეალობად იყო ქცეული. იქ იყო ბაღი, სადაც ყველანაირი მცენარე იზრდებოდა.
(ვიფიქრე, აი თურმე რა ყოფილა სინამდვილეში ეს სახელოსნო!) ხოლო განათება მზის მაგვარი იყო, ოღონდ ხელოვნური. ღრმად ჩავედი და იქ დამხვდა ულამაზესი მთები, ბუნება და მე მივსეირნობდი. გზაზე დავინახე შავი ძაღლი, ბათურა!!! დავიძახე მე, თითქოს დიდი ხნის ნაცნობი ყოფილიყო, გავიქეცი მისკენ და ზურგზე შემოხტომა ვცადე, როგორც იმ ზღაპარშია, წიქარა. მაგრამ მერე გავაცნობიერე რომ ეს ძაღლი იყო და არ ღირდა.
მე ჰაერი ვიყავი, ვამბობდი მე ჰაერი ვარ! და ავფრინდი…
დასასრული
ადგილი, სადაც ყველა ოცნება რეალობად შეიძლება იქცეს /გიორგი პაპაშვილი/ მახსოვს, კრისტალების უცნაური განლაგება ჩემს საწოლთან. პირველ დღეს, ალბათ, ექვსი საათი მეძინა და დილით რომ გავიღვიძე, თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ორი ღამე გავიდა. შემდეგი დღეები ცუდად მეძინა, რადგან ენერგიით ვივსებოდი. ღამე ენერგიით ავსება კი უძილობას იწვევს. ეს მაშინ არ ვიცოდი. დროთა განმავლობაში ამ ცვლილებამ გამოიწვია ის, რომ ვხვდებოდი სხვადასხვა უცნაურ სამყაროებში და ასევე ბუნდოვნად ვგრძნობდი, სად ვიმოგზაურებდი მომავალში. პირველი ყველაზე რეალური ცუდი გამოცდილება ასეთი იყო: ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ მე მივდიოდი სადღაც თბილისთან ახლოს გზაზე, ქალაქს ზევიდან დავყურებდი და დავინახე ფეხბურთის ბურთის ოდენა ვულკანური ქვა პირდაპირ გზის პირას. ქვა სახლში წამოვიღე და ჩემი საწოლის გვერდზე დავიდე, ღამე დავიძინე. დაძინების მომენტიდან ვგრძნობდი ქვიდან მომავალ ძლიერ ვიბრაციებს, ის უფრო და უფრო ძლიერდებოდა და მოვხვდი მაგიურ (ბინძურ) ქალაქში, სადაც ჩონჩხები დადიოდნენ, ირგვლივ სიკვდილი იყო.
0 notes