#მესიჯი
Explore tagged Tumblr posts
Link
0 notes
Text
06.08.23 14:44 კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ ხალხს ბევრი რამ არეული აქვს. ჯერ დილიდან მიდის ეს გაგანი “მაშველები გმირები არიან”, “რა ურთულეს პირობებში უწევთ მუშაობა…”. მერე ჩაერთო ეს პროპაგანდა, რომ თურმე მთავრობა “ყველაფერს აკეთებს…”, “დღეს და ღამეს ასწორებენ…” და ათასი ამგვარი პრო-სახელისუფლებო ამფსონის შემოყრილი მესიჯი. ჰოდა, არც და აღარც სიტყვა “გმირი”, “გმირობა” გვესმის, არც სიტყვა…
View On WordPress
0 notes
Note
პარტნიორები ვერ არიან მოწოდების სიმაღლეზე ?
ჰაჰ
უბრალოდ, ზოგადი მესიჯი იყო
1 note
·
View note
Text
დღე 5
დილას ვიღაც ტიპმა დამირეკა და ისეთი საშინელი ინდური აქცენტი ჰქონდა, რომ მაგისი ნალაპარაკების ნახევარზე მეტი ვერ გავიგე. რაც გავარკვიე, იყო რომ დუბაის პოლიციიდან ვარო, შენი რაღაც ID უქმდებაო და საკრედიტო ბარათის ნომერი მიკარნახეო. თან DubaiPolice-იდან რაღაც მესიჯი მოვიდა ვერიფიკაციის კოდით (როგორც ჩანს, ჩემი ნომრით ჩალიჩობდნენ რაღაცას დუბაის პოლიციის საიტზე). არა მეთქი და გავუთიშე. დავგუგლე და თურმე აქ ხშირი ყოფილა ეგეთი scam-ები. ვინაიდან აქ რა ფოტო ჩავსვა, არ ვიცი, აგერ ჩემი მიწისქვეშ სიარულის timelapse:
ზემოთ მოყოლილი ამბის გარდა დღის პირველ ნახევარში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა - ისევ შეხვედრები და მსგავსი რაღაცები. გამოფენა კიდევ იყო, თან თურმე კარგი რაღაცებიც ჰქონდათ ("ლანჩბოქსები" და ბლოკნოტები), მაგრამ მე ცოტა გვიან მივედი და ეგ ყველაფერი გათავებული იყო. ხვალ რომ დაიწყება ეგრევე მივალ, რომ კარგი რაღაცები დავითრიო. ეს დღევანდელი ნადავლი:
საღამოსკენ შეგვკრიბეს წითელ თეატრში, იქიდან კი გარეთ გაგვიყვანეს, სადაც ყველას ერთად ფოტო უნდა გადაგვეღო, და დაგვაყენეს 2026-ის ფორმაზე (რადგანაც Class of 2026 ვართ).
თვითონ ეგ ფოტო ვერ ვიპოვე (მგონი არც დაუდიათ ჯერ), მაგრამ აი გადაღების პროცესი:
დრონები მგონი აკრძალულია და მაგიტომ მოუწიათ ასეთი მახინაციების კეთება.
გადაღების მერე მაღაზიაში გავედი, ცოცხი ვიყიდე და ოთახში დავბრუნდი. ძალიან დაღლილი ვიყავი, ასე რომ გარეთ აღარ გავსულვარ.
ბონუსი: კამპუსის კატები. ჩერჩეტები, მაგრამ საყვარლები.
2 notes
·
View notes
Text
იციი
მომენატრები.
....
ჩემს სამაჯურს ხშირად ველაპარაკები უკვე და ძალიან მომწონს მასაც მოსწონს ჩემთან რომარის ვგრძნობ. წარმოდგენამაქვს, რომ მარტო არვარ.
შენს ენერგიასაც ვგრძნობ თითქოს....
ვიცი რომ დატოვე ბევრი რამ აქ,
და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.
ცას ხშირად ვუყურებდი
თუმცა ახლაა....
სხვანაირად კარგად გამოიყურება,
მე ვიპოვი გზას რომელიც ამ ცას გავს.
ღამე/ცა/მუსიკა/ფიქრი/
ფიქრი როგორი ხარ შენ....
თითქოს ჩემს წარმოსახვას რომ გავს და თან რეალურია, შენ სულუნდაიყო.
ჩემს პროფილზე შეგხვდება ჩემი განწყობის მუსიკა/ფიქრები
ამას ყველა ვერგაიგებს თუმცა ყველასთვის არც ხდება ეს.
რაღაცეების ჩანიშვნაც მომწონს.
თუმცა შენ რომ წერ ეგუფრო მომწონს.
შენ ყველაზე კარგად ამბობ/ყვები
მე ყველაზე კარგად გისმენ....
უკან მოხედვა ღიირს,
კი ნამდვილად ღირს.
ბევრი კარგი მომენტი ფიქრი საუბარი და შენ....
შენ წახვალ, მე ვრჩები აქ, ისევ ჩემ თავთან რწმენით, იმედით, მომენტით, და მომავლის იმედით.
ზუსტად ასე მომწერა,
ვკითხე შემეძლო თუ არა თქვენთვის გამეცინო ეს ყველფერი.
დაღლილი ვწვები ოთახში არ ვიცი განწყობა არცისე კარგი მაქვს ახლა, ვერ ველევი თუ დიდად არ მიხარია წს ყველფერი. მოკლედ ვერც იმაზე ვფიქრობ რა მჭირს ახლა, არც ის მაინტერესებს რა იქნება მერე, ქარში სიცივეში ვიდექით და მაქსიმალურად ახლოს ვეცადე მყოლოდა, გულში ჩავიკრი წამიერად მომადო თავი და ჩემთვის ეს ყველზე მნიშვნელოვანი იყო.
მოკლედ მის ტექსტს ვაგრძელებ,
მოკლედ დღეს დროებით დავემშბიდობე, მაგრამ ჩვენ აიცულებლად გადავეკვეთებით ერთმანეთს და მის ხასიათს ყველაფერს ვამცნობ.
სხვაზე არავისზე ვფიქრობ,
სხვაზე არ ვწერ,
სხვაზე არ მემეტებოდა დრო დღეს მთელი დღე მოსვენება დაკრგულმა კილომეტრები იმ სურვილით გავირე რომ ეს ყველფერი მოსაყოლად მქონოდა და კიდეც რასაც ხმამაღლა არ ვამბობ, მისი ნახვა და ახლოს შეგრძნება მინდოდა ძალიან.
ხშირად ვახსენებ გულში გაკოცე,
ხშირად ვეუბნები არ მოწყინო,
ხშირად კიარა ამბოლოდროს სულ მასზე ვფიქრობ.
და ჩვენი მესიჯი იქნება,
- დიახ, ასე.
12 notes
·
View notes
Text
,,უშენობის პირველი დღე:
პირველად,როცა გავიღვიძე და დილით შენი მოწერილი აღარ დამხვდა არ დავიჯერე.
ვიღაც მწარედ მეთამშება_მეთქი გავიფიქრე.
ვერ ვიაზრებდი რო��ორ შეიძლებოდა უშენოდ დაწყებულიყო დილა.
მთელი დღე ველოდე მესიჯს შენგან,რომელიც მზის სინათლეს მოიტანდა ჩემს ჩაბნელებულ სულში..
არ მოიწერე.
არ გამანათე.
უშენობის მეორე დღე:
ტელეფონი ავიღე და გადავწივტე მომეწერა
-დღეს დამესიზმრე,ჩემო სიყვარ..
გვიანღა გამახსენდა ჩემი აღარ იყავი,წავშალე მესიჯი,გამოვრთე ტელეფონი და დავიძინე.
ხანდახან ძილი ერთადერთი კარგი საშუალეება თვითგანდაგდურების რეჟიმის გამოსართავად.
არ მახსოვს რამდენ ხანს მეძინა,თუმცა ვიცი იმაზე დიდი დრო არ გასულა ვიდრე მაშინ,როცა გელოდებოდი და არ მოდიოდი.
უშენობის მესამე დღე:
საშინელი სიზმარი ვნახე.
როგორც წესი ყოველთვის შენ გიყვებოდი,თუმცა აღარ მყავდი.
ავდექი,წყალი მოვუშვი და სიზმარი წყალს გავატანე,თუმცა ვნატრობდი შემძლებოდა წწყალს ჩემი თავი გადამეყოლებინა.
ეს დღეც უშენოდ გავიდა.
არ მჯეროდა,რომ აღარ მყავდი.
უშენობის მეოთხე დღე:
ძალიან ცუდად ვიყავი და ის ფაქტი უფრო ცუდად მხდიდა,როცა შენ აღარ ნერვიულობდი ჩემზე.
უშენობის მეხუთე დღე:
საბოლოოდ გავიაზრე ის ფაქტი,რომ ჩემი აღარ ხარ,აღარ გიყვარვარ,აღარ გახსოვარ,თუმცა ვერ შევძელი იმის გააზრება სად დაგავიწყდი ან როგორ დაგავიწყდი,როცა გასახსენებლად ბევრი მიზეზი მოგეცი..
ნელ-ნელა მიქრებოდა სიცოცლის სურვილი,თუმცა არ ვკვდებოდი.
არ მინდა,როცა დაბრუნდები მკვდარი დაგხვდე.
ვიცი,რომ დაბრუნდები.
უშენობის მეექვსე დღე:
თვალებიდან ცრემლები კი,არა მონატრება მდიოდა.
გადაჭრილი ვენებიდან წითელი ღვინისფერი სისხლის ნაცვლად ტკივილები მოდიოდა და აუტანელი ხმით წიოდა შენს სახელს.
უშენობის მეშვიდე დღე:
პირველად ვიგრძენი როგორ ღრიალებდა ჩემში ის ოცნებები,რომელიც შენ გიკავშირდებოდა.
ვიგრძენი როგორ მტკიოდა ფრთები,რომელიც მომტეხოდა.
ნუ მომცემდი ფრთებს თუ არ გამოფრინდებოდი ჩემთან ერთად.
უშენობის მერვე დღე:
მონატრებამ ძვლები დამიმტვრია.
უშენობის მეცხრე დღე:
შენი ღიმილი მენატრებოდა.
უშენობის მეათე დღე:
სიკვდილის წინ შენი სახელი ამომხდა გამშრალი ყელიდან და სამუდამოდ გაგათავისუფლე შენ ჩემი სიყვარულისგან.”
2 notes
·
View notes
Text
დროსა და სივრცეში დაკარგვას გავს ყოველი დილა. თვალების გახელისთანავე ტელეფონს რომ სტაცებ ხელს,სადაც აუცილებლად უნდა დაგხვდეს მისგან მესინი. რატომ? მიჩვეული ხარ და იმიტომ. აი ეს მიჩვევაა რომ გკლავს. იმის მიხვედრა,რომ არც მესიჯი იქნება,არც თავისუფალი დრო გჭირდება,არც საყვედურები,აღარც შეხვედრა,თითქოს ყველაფერი სიზმარი იყო და იქვე დარჩა. აღარაფერს ველოდები,საერთოდ აღარაფერს! გარშემო სიცარიელეა,ტკივილია,მარტოობა.
ეს სიცარიელე ათას ნაწილებად რო მშლის. მეშინია ხვალინდელი დღის. უკვე 2 კვირაა რაც მგონია რომ კოშმარები მესიზმრება და ამ ყველაფრის ��ღქმა არ მინდა. არ მინდა რომ რეალობამ გამანადგუროს. დღეს პირველად მიხარია რომ დაკავებული ვარ და დრო არ მაქვს ამ ყველაფერზე ისე ღრმად ვიფიქრო როგორც აქამდე. მაგრამ ხვალ? ხვალ რას ვიზავ? სად გავექცევი რეალობას. რამინდა რომ ვქნა. ვხვდები რომ ასე ვერ გავაგრძელებ. აღარაფერი იქნება ისე როგორც იყო.
ჩემი ცხოვრება გადართულია გაძლებაზე.
3 notes
·
View notes
Photo
* წესით 6ზე ამთავრებს დღეს. ჯერ შვიდის ნახევარია. პიკი საათია და ალბათ საცობიში მოხვდა. კარგი სანთლებს მერე ავანთებ. საჭმლის გაცხელება ნეტა ხელახლა მომიწევს? ისევ ისეთი გემრიელი რომ არ იყოს? კაი არაუშავს, მთავარია დღეს საღამოს ერთად გავატარებთ. * რვის წუთებია. ჩაის მოვიმზადებ მანამდე. მიბდა ღვინო ერთად გავხსნათ. ჯანდაბა, სად წავიდა შაქარი?.. * რომელი საათია? აღარ შემიძლია ეს ტელევიზორი. რვას 14 წუთი აკლია. დავურეკო? კარგი მოდი ცოტახანსაც დაველოდები. - ტელეფონზე მესიჯი მომდის, რომ ვეღარ ახერხებს მოსვლას და წუხს ამაზე. მეტი არანაირი ინფორმაცია. კართან მივდივარ, რომ ჩავკეტო და უცებ ვიღაცის სუნთქვა მაღვიძებს. - მაპატიე გთხოვ, დღეს უფროსმა ნახევარი საათით ზედმეტი დამიტოვა და ვიფიქრე არაა ჯერ საჭირო მიწერა, ვასწრებთქო. მერე კიდე, ტელეფონი დამიჯდა. მართლავჩქარობდი. * საათს ვუყურებ და ცხრას გადაცდა. მერე მზედა მის თვალებზე გადამაქვს და ვხვდები რო ნანერვიულებია. ამიტომ ვეუბნები: - კაი რა განერვიულებს, არაა პრობლემა, მე კარგად გამოვიძინე. შეჭამ? - მხოლოდ თუ შენც შეჭამ ჩემთან ერთად. - მეღიმება და ხვდება, რომ თანახმა ვარ. - მე გავაცხელებ, შენ უბრალოდ დაჯექი და მომიყევი რას შვებოდი. - ვხვდები, რომ კომფოტის შექმნას და დაგვიანების გამოსწორებას ცდილობს. ისევ მეღიმება. ვუყურებ და აღარ მესმის რას ლაპარაკობს. მშვიდად ხელს ვკიდებ და სკამზე ვსვავ, ნაზად ვკოცნი, წითელ ღვინოს ვაწვდი და გასახსნელს, მე კი საჭმელს ვუბრუნდები. - კარგი დღე მქონდა. ცოტა დამღლელიც იყო, მაგრამ საღამოს იმედი მქონდა, რომ შენ გნახავდი, და როგორმე მოვატანე. შენ? ხდებოდა სამსახურში რამე ახალი? - ��ემი მუცელი არ ჩუმდება, არც მე ვიჩნევ და ხვდება, რომ არ მიჭამია, ველოდებოდი. უცებ რთავს მუსიკას, ჩვენ-ჩვენ ჭიქ��ბში ასხამს ღვინოს და მეუბნება: - სულაც არ დავღლილვარ, კარგი დღე იყო. რა კაი სუნი აქვს, რა არის?? - არც მე ვიცი - სიცილით ვეუბნები - რაღაც ვნახე ტელევიზორში და მეგონა კარგი გამომივიდოდა, ხოდა შენ ხო ჩემი აუდიტორია ხარ, ესეც შეაფასე. - მაშინ გულით გაკეთებულ საჭმელს და იმ ერთმანეთის სურვილს გაუმარჯოს, რომლის მეშვეობით შენ გვიანობამდე მე მელოდი, მე კი ახლა დაღლილობას სულაც ვერ ვგრძნობ. - მეცინება მის სადღეგრძელოზე. ღვინის მაგივრად მისი ტუჩები მინდა, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ და თვალს ვარიდებ რომ არ დამეტყოს. - მაშინ გაუმრჯოს. აი მზადაა, ვსო დავსხდეთ. - არა რა დავსხდეთ, დადე ეგ მანდ, ეს ჩემი საყვარელი მომენტია - მეუბნება და ისევ ძველებურად მატრიალებს. ჯერ არ იცის როგორი საყვარელია და არც მე ვიწყებ მაგაზე ლაპარაკს, უბრალოდ ჩემს თვალებს ეტყობათ და ის ამას ისევ ძველებურად ამჩნევს. - სასაცილო ხარ. - აუფ, რატო ვითომ? - იმიტომ, რომ რამდენისაც არ უნდა იყო, ისევ ისე ბავშვურად გეცინება და გენთება თვალები. - ეგ იმიტომ, რომ ისევ ჩემთან ხარ. ეხა მე მინდა დაძლეულ დროს და სივრცეს გაუმარჯოს. გახსოვს სულ სულ ადრე თოლია, რომ - მახსოვს ანო მახსოვს, მართლა ყველაფერი კი არ მავიწყდება. ეგ ჩემი საყვარელი ნაწილი იყო მანდ. მოიცა აქ პატარა უფლისწულიც უნდა ვახსენოთ, სად დევს? წიგნი მინდა! - უცებ ჭიქას დებს და წიგნის წებნას იწებს, ჩქარ-ჩქარა და ანთებული ეძებს, მომწონს რო ვუყურებ და თან მაინტერესებს რა უნდა. - ვსო ვიპოვე. - მორბის უცებ, შუბლზე მკოცნის, საყვარელ ნაწილზე შლის ძველ წიგნს, ჭიქას იღებს ხელში, ხმამაღლა კითხულობს პასაჟს და თვითკმაყოფილი და მომღიმარი სახით ელოდება ჩემი ჩიქის მიჭახუნებას. მეც მეცინება და აღარ ვაყოვნებ: - შენ შეიძლება ისევ წახვიდე, მაგრამ დამიტოვებ ვარსკვლავებს, რომლებიც ყოველღამით გამიცინებენ. დაე მოხდეს ისე, როგორც საჭიროა - და სანამ მე აქ მოწყენას მოვასწრებდი ჭიქაში დასხმული მთლიანად დალეული ღვინის შემდეგ, სკამს მიწევს დასაჯდომად, ვჯდები და უკნიდან ისევ შუბლზე მკოცნის. უკვე ვხვდები, რომ ლოდინად ღირდა და არ ვარ ნაწყენი.მუსიკას რთავს და გვერდით მიჯდება. ძველი ისტორიების, შეხვედრების და გათენ��ბული ღამეების გახსენებას ვიწყებთ და ისევ ძველებურად ვკარგავთ დროს.
იმ ღამით რომ ვიცინეთ, ასე გულიანად ჯერ არ გაგვიტარებია ერთად დრო. ღვინო როგორ შემოგველია ვერც ერთი მივხვდით. თუმცა ისე თავდავიწყებით მკოცნიდა, წესით ორივე უნდა მივმხვდარიყავით, რომ ეს ღვინო იყო ყველაფრის თავი. იმდენად უჩვეულოდ არ იკავებდა თავს, ისე თავისუფლად და იმდენს მკოცნიდა, მეშინოდა გამოსამშვიდობებელი არ ყოფილიყო ეს კოცნა. ვერასდროს ვიგებდი, როდის უტრიალდებოდა თავში მსგავსი ფიქრები და ამიტომ ყოველთვის ველოდი მსგავს განცხადებას: - ანო, დღიდან შენთან ვეღარ ვიქნები. ეგ საღამო ყველაზე ფილმური იყო, რა ისტორიაც კი შეიძლებოდა შექმნილიყო. თავისი პატარა ცეკვით, ღვინით, ბევრი კოცნით, ცოტა დამწვარი, მაგრამ გემრიელი საჭმლით და გაზიარებული ამბებით, რომლებსაც ერთმანეთისგან ვისრუტავდით.
#black and white photo#us#future#memories#love#the way#you#are#red#semi-sweet#wine#in#out#bodies#miss#your#tenderness#little prince
13 notes
·
View notes
Text
"ჩვეულებრივ დავემშვიდობე, ვერ გავაცნობიერე რა მოხდა. ბოლო წუთამდე მეგონა, რომ არ წავიდოდა, ვერ წავიდოდა. ბოლოს თვითმფირნავის ტრაპზე იდგა, რომ მომწერა და მივხვდი, რა ხდებოდა ჩემს თავს, როცა ვუპასუხე და მესიჯი აღარ გაიგზავნა... ის ღამე ტირილში გავათენე, ვერ ვჩერდებოდი, საკუთარ თავზე ვბრაზდებოდი, რატომ დავსუსტი ასე მეთქი. იმ ღამეს გავაცნობიერე რა მოხდა, მივხვდი, რომ გათენდებოდა დილა და ამ ქალაქში მარტო გავიღვიძებდი, აღარ დამელოდებოდა სახლთან, უბანში და ვეღარც შემთხვევით ვნახავდი სადმე. ვიწექი და მეგონა, რომ მარტო ამ ღამეს ვგრძნობდი ასეთ მარტოობას. გათენდა და როცა გარეთ გავედი, მივხვდი, რომ მას არავინ გავდა, საერთოდ არავინ. აი, მაშინ საბოლოოდ გავიაზრე, რაც ხდებოდა, მაშინ ახდა მთელი ღამის ფიქრები. და დავიწყე ცხოვრება ქალაქში სადაც ყველაზე მარტო ვარ".
1 note
·
View note
Text
რეკლამა
მედიაჰოლდინგ “შენის” რეკლამის პაკეტი - ბანერი თვეში 299* ლარი - სტატია 299* ლარი - სოციალურ ქსელში პოსტი 99* ლარი - საბაზისო პაკეტი - საერთო ფასი: 499* ლარი თვეში. - ოქროს პაკეტი - საერთო ფასი: 799* ლარი თვეში. - სრული პაკეტი - 2999* ლარი თვეში.თვეში ოთხი სტატია 8 შერჩეულ ვებგვერდზე. - ფასი დღგ - ს გარეშე 🔴სარეკლამო პაკეტები - საბაზისო პაკეტი - საერთო ფასი: 499* ლარი თვეში. - სტატიის განთავსება: თვეში ერთი სტატია 12 ვებგვერდიდან ერთ-ერთზე. - ბანერების რეკლამა: 1 ბანერი 1 თვე შერჩეულ ვებგვერდზე. (დამატებით ბანერი ჰოლდინგის მთავარ ვებგვერდზე SheniEkimi.ge-ზე) + 200 ლარი. - სოციალურ მედიაში განთავსება: ყოველთვიურად ერთი სტატიის განთავსება შესაბამის Facebook გვერდზე. მაგალითი: თქვენ ფლობთ მცირე, კანის მოვლის ორგანულ ბრენდს. - სტატიის განთავსება: სტატია ბუნებრივი ინგრედიენტების სარგებლობის შესახებ კანის მოვლისთვის ქვეყნდება ვებგვერდზე (SheniSilamaze.ge). - ბანერების რეკლამა: თქვენი ბრენდის ლოგო და მესიჯი თქვენსავე ვებგვერდზე გადასვლით ნაჩვენებია SheniSilamaze.ge ვებგვერდზე ერთი თვის განმავლობაში. - სოციალური მედია: სტატიის და თქვენი ვებგვერდის ბმული გამოქვეყნებულია (SheniSilamaze.ge) Facebook/Instagram გვერდებზე. - ოქროს პაკეტი - საერთო ფასი: 799* ლარი თვეში. - სტატიის განთავსება: თვეში 2 სტატია ��რჩეულ ვებგვერდებზე. - ბანერების რეკლამა: ბანერის განთავსება ერთი თვის განმავლობაში ორ შერჩეულ ვებგვერდზე, (დამატებით SheniEkimi.ge-ზე, 200 ლარი.) - სოციალური მედიის კამპანიები: ორ კვირაში ერთხელ პოსტები და ისტორიები Facebook და Instagram-ზე. მაგალითი: თქვენ ხართ საშუალო ზომის ეკოტურიზმის კომპანია. - სტატიის განთავსება: ერთი სტატია მდგრადი ტურიზმის რჩევების შესახებ ქვეყნდება ვებგვერდზე (SheniDasveneba.ge), მეორე კი ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებლის ვარიანტებზე - ინტერიერის და ექსტერიერის, დიზაინის თემატიკის ვებგვერდზე (SheniInterieri.ge). - ბანერების რეკლამა: ბანერი ტურიზმისა და ინტერიერი დიზაინის ვებგვერდებზე 2 თვის განმავლობაში. - სოციალური მედიის კამპანიები: ორ კვირაში ერთხელ პოსტები Facebook და Instagram გვერდებზე. - სრული პაკეტი - 2999* ლარი თვეში.თვეში ოთხი სტატია 8 შერჩეულ ვებგვერდზე. - გაფართოებული ბანერების რეკლამა: პრემიუმ ბანერის განთავსება ერთი თვის განმავლობაში 8 მთავარ ვებგვერდზე. - გაფართოებული სოციალური მედიის ჩართვა: ყოველკვირეული პოსტები და ისტორიები 6 პლატფორმაზე (12-დან). - რადიოს ინტეგრაცია: რეგულარული ხსენებები და რეკლამები რადიო Positive 104.3-ზე, არსებული ტარიფიდან -30%. - სპეციალიზებული კონტენტის კოლაბორაცია: სიღრმისეული ინტერვიუები, დასპონსორებული სტატიები. - ექსკლუზიური ღონისძიების სპონსორობა: მონაწილეობა ონლაინ ვებინარებში. - სრული ანალიტიკური პაკეტი: სრული ანალიტიკური ანგარიშები, სოციალური მედიის კომენტარების მოდერაცია და კონსულტაცია. მაგალითი: თქვენ წარმოადგენთ დიდ ჯანდაცვის პროვაიდერს, რომელიც სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებას. - კომპლექსური კონტენტის სტრატეგია: სტატიები პრევენციული და მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ქვეყნდება ვებგვერდებზე ჯანმრთელობის სიახლეები (SheniEkimi.ge) და ზოგადი სიახლეები (SheniAmbebi.ge). - გაფართოებული ბანერების რეკლამა: თქვენი მომსახურება რეკლამირდება ყველა მთავარ ვებგვერდზე სამი თვის განმავლობაში. - გაფართოებული სოციალური მედიის ჩართვა: ყოველდღიური განახლებები და რჩევები გაზიარებულია ჩვენს სოციალური მედიის არხებზე. - რადიოს ინტეგრაცია: რეგულარული ხსენებები Positive 104.3 რადიოზე. - სპეციალიზებული კონტენტის კოლაბორაცია: სიღრმისეული ინტერვიუ და სპონსორებული სტატიები. - ექსკლუზიური ღონისძიების სპონსორობა: სპონსორობა ონლაინ ვებინარში მენტალური ჯანმრთელობის ცნობიერების შესახებ. - სრული ანალიტიკური პაკეტი: დეტალური ანგარიშები კამპანიის მიღწევებზე და ჩართულობაზე. 🔴მედიაჰოლდინგი „შენი“ 🔴დამფუძნებელი - ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე. 🔴 მის: ქ. თბილისის, ძველი თბილისის რაიონი, ბეთლემის აღმართი, №3 მედიაჰოლდინგი “შენი” აერთიანებს 12 ვებ და facebook-გვერდებს; 5 Instagram-გვერდს; YouTube და TikTok არხებს - სულ 15-ზე მეტ სოციალურ პლატფორმას. ყველა ვებგვერდის მხოლოდ Facebook პლატფორმას ყოველთვიურად 17 მილიონი ე.წ. ნახვა/მისაწვდომობა გააჩნია. ქართულ-ფრანგული მედიაჰოლდინგი ამომწურავ ინფორმაციას აწვდის სხვადასხვა თემატიკის და განსაკუთრებით - საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობის ��ესახებ ქართულენოვან საზოგადოებას. “შენი” არის აპოლიტიკური მედიაჰოლდინგი; ეფუძნება ევროპულ პრინციპებსა და სტანდარტებს. აქედან გამომდინარე, ვრეგულირდებით როგორც საქართველოს, ასევე საფრანგეთის კანონმდებლობით. ქართულ-ფრანგულ ორგანიზაციას ჰყავს წარმომადგენლობა ბრიუსელში, ჟენევაში აგრეთვე რეგისტრირებულია როგორც საქართველოში, ასევე ევროკავშირში და გაეროში. ქართულ-ფრანგული მედიაჰოლდინგი არ თანამშრომლობს პოლიტიკურ პარტიებთან, თამბაქოს, ბავშვთა ხელოვნური კვების, სათამაშო ბიზნესის, იარაღის წარმოებასა და მათთან დაკავშირებულ კომპანიებთან. ხაზგასასმელია, რომ საქართველოს საინფორმაციო სივრცეში ეს ხდება პირველად, როდესაც ვზღუდავთ სარეკლამო სივრცეს, რადგან ჯანმრთელობა ჩვენი ჰოლდინგის პრიორიტეტია. მედიაჰოლდინგ “შენი”- ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი არის გიორგი ფხაკაძე. მედიაჰოლდინგ “შენი”-ს მთავარი რედაქტორი არის თათია გოჩაძე, რომელიც ხელმძღვანელობს ჰოლდინგის სარედაქციო საქმიანობას. ჩვენი ვებგვერდებია: - https://sheniekimi.ge/ (https://www.facebook.com/sheniekimi.drpkhakadze ) - http://sheniambebi.ge/ (https://www.facebook.com/sheniambebi ) - https://sheniemigranti.ge/ (https://www.facebook.com/sheniemigranti) - https://sheniinterieri.ge/ ( https://www.facebook.com/sheniinterieri ) - https://shenisupra.ge/ ( https://www.facebook.com/shenisupra.ge ) - https://shenisilamaze.ge/ (https://www.facebook.com/shenisilamaze.ge) - https://shenitbilisi.ge/ (https://www.facebook.com/shenitbilisi ) - https://shenistartup.ge/ (https://www.facebook.com/shenistartup ) - https://sheniganatleba.ge/ (https://www.facebook.com/sheniganatleba) - https://shenidasveneba.ge/ ( https://www.facebook.com/shenidasveneba) - https://shenisofeli.ge/ (https://www.facebook.com/shenisofeli) - https://shenihoroskopi.ge/ https://www.facebook.com/shenihoroskopi.ge მედიაჰოლდინგ „შენი“-ს რედაქტორი, თათია გოჩაძე. 📲 598435034 📮 [email protected] Read the full article
0 notes
Text
არსი სიკვდილისა და სიცოცხლისა )
ჩემთან მხოლოდ ის სევდიანი სიმღერები არიან,რომლებიც ლეპტოპში მაქვს ჩატვირთული.ჩემთან კიდევ,ის დღიურია,რომელმაც ფოტოზე ყველაზე ადრე გაიგო,მაგრამ ჩემთან იყო და არ განვუსჯივარ,არ დაუცინია,არ დაუმცირებივარ,არ გავურიყივარ. ამიტომაც ვაფასებ ფურცლებს ადამიანებზე მეტად.შეგიძლია ელაპრაკო დაუსრულებლად,შემდეგ საიმედო ადგილას დადო და მათ ვერავინ იპოვის,ვერავინ წაიკითხავს და ვერავინ მოუსმშეცდომები. მათ ყველა ვუშვებთ,მაგრამ რამდენად ხდება ყველა ადამიანის შეცდომა განსჯადი ან განხილვადი?! ზოგს ფულიანი მამიკო და/ან დედიკო ჰყავს,ზოგი თავად უმკლავდება,ზოგს კი არ აქვს გამკლავების თავი,ნერვები,ფსიქიკა...
ადამიანები.ანუ მეტად განვითარებული ცხოველები მხოლოდ იმიტომ განსჯიან სხვებს,რომ საკუთარი დანაშაულებები ან შეცდომები გადაფარონ.
როდემდე?!
კითხვაა : როდემდე?
აქვეა პასუხიც: მანამ სანამ მსხვერპლი თავს არ მოიკლავს ან მონადირე ახალ სამიზნეს არ აირჩევს. ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივადაა.
დასცინი,ამცირებ,რიყავ,შეურაწყობას აყენებ,განიხილავ,თავს იკლავს,შენ კი ახალს ირჩევ. ახალს,რომელიც იგივე ბედს გაიზიარებს და ეს არ გბეზრდება.
ვერც კი ამჩნევ,რომ მკვლელი ხდები. პირველივე თვითმკვლელობის დროს მკვლელი ხდები.შენ მას კლავ.ფსიქოლოგიურად ანადგურებ,მაგრამ მაინც ურცხვად ჩნდები მის პანაშვიდზე,დაკრძალვაზე და ამბობ,რომ გიყვარდა,ამბობ,რომ დაგაკლდება.
კოშმარი, დღე პირველი.
საკუთარ საწოლში ვიღვიძებ.ვგრძნობ,რომ რაღაც ისე არაა.თავი მისკდება,ანუ,გუშინ აშკარად ბევრი დავლიე.ტელეფონი რეკავს და ვიღებ,მიუხედავად იმისა,რომ ნამდვილად არ მაქვს ამის თავი.
ჩემი დაქალია.
- ეს რა გააკეთე! როგორ გააკეთე? - ტირის და ამავდროულად იცინის.
გაურკვევლობაში მყოფი ტელეფონს ვუთიშავ და სოციალურ ქსელს ვამოწმებ. ფოტოები,ფოტოები,ყველაფერი ჩემი ფოტოებითაა აჭრელებული. ათასი მესიჯი,მილიონი გამოტოვებული ზარი და მილიარდამდე პოსტი მხვდება საკუთარ კედელზე.
ჩემი ძველი,საშინელი ფოტოს ნახვა თვალებს მიწვავს.
იცით რას ვხვდები?! მაშინ,როცა ყველაფერმა ჩაიარა,უფრო სწორად,გგონია,რომ ჩაიარა ჯოჯოხეთი თავიდან იწყება,ისე,თითქოს არც დამთავრებულა.
იმ დღეს საწოლში ვრჩები.
არც ვტირი,არც ვიცინი,არც ისტერიკას ვაწყობ.
უბრალოდ არაფერს ვაკეთებ.
ვშეშდები.
დედა. დედა იმედგაცრუებული შემორბის ოთახში და ამბობს,რომ სამარცხვინო შვილი ვარ.ამბობს,რომ რცხვენია,რადგან დედაჩემია. მარტო ამის მოსმენაზე მიტყდება ტირილი. უშედეგოდ ვცდილობ ავუხსნა,რომ ეს ყველაფერი ადრე იყო,რომ ამას უკვე დიდი ხანია გულით ვატარებ და მრცხვენია.მართლა მრცხვენია.
ის არ მისმენს. ოთახიდან ისევე გარბის,როგორც შემოვიდა და თითქოს ჩემი რაღაც ნაწილიც მიაქვს. მტკივა.
კოშმარი,დღე მეორე.
მიუხედავად იმისა,რომ დედამ იცის,როგორ მდგომარეობაში ვარ,მაინც მთხოვს საწოლიდან ადგომას.მთხოვს სკოლაში წასვლას. ანუ იქ,სადაც ვიცი,მხოლოდ დამცინავი მზერა და გულისტკენა მელოდება. მეც მის ნებას ვმორჩილდები. ზლაზვნით ვდგები საწოლიდან,ჩანთას ვალაგებ.შავებში ვეწყობი და სახეს კაპიშონში ვმალავ.
სხვა რა გზა მაქვს?!
სკოლაში მივდივარ.
ხომ გქონიათ მომენტი,როცა რაღაც დაზუსტებით იცით,მაგრამ მაინც გაქვთ იმედი,რომ ასე არ მოხდება.გაქვთ იმედი,რომ რაღაც სხვანაირად იქნება. სიმართლე თუ გინდათ... მეც მჯეროდა იმის,რომ ყველას არ ექნებოდა ფოტო ნანახი,ან ვინმე მაინც გამიგებდა.
სისულელე.
გაკვეთილები საშინლად იწელება.ზურგს უკან კი,მხოლოდ ჩურჩული მესმის.დამცინავ მზერას ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ,რომ ერ��ადერთი რაც მინდა აქედან გაქცევაა.გაქცევა სადმე უსაფრთხო ადგილას,მიუხედავად იმისა,რომ მსგავსი არაფერი არსად მეგულება. მსურს აქაურობას თავი დავაღწიო.
ძლივს მთავრდება გაკვეთილები,მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს დაცინვა არასდროს დამთავრდება. ყველეფერზე მეტად,რაზე მეცინება იცით?! მიუხედავად იმისა,რომ სასაცილოდ ნამდვილად არ მაქვს საქმე?! იმაზე,რომ ზუსტად ისინი განმიკითხავენ ვისაც ზუსტად იგივე აქვთ გაკეთებული,მაგრამ მათი ისტორიები უკეთესად იმალება.
საბოლოოდ,მთავარი ისაა,რომ ყველაფერი მჟღავნდება.არაფერი ელოდება. ეს კი იმ ძუკნებმა,რომლებმაც ზურგში დანა ჩამარტყეს არ იციან. საბედნიეროდ არ იციან.
სახლში მისულს საწოლში წოლის მეტი არაფერი მინდა.საბოლოოდ კი მაშინ ვისვენებ,როცა ტელეფონს ფანჯრიდან ვაგდებ.
ესეც მშვენიერი დღის მშვენიერი დასასრული.
სრული კატასტროფა,ანუ კოშმარი,დღე მესამე.
სკოლაში აღარ მივდივარ,რადგან ზუსტად ვიცი იქ უარესი კატასტროფა დამხვდება.ვიცი,ახლა ჩემი სიტუაცია სირაქლემას პოზიციას ჰგავს,მაგრამ თითქოს სხვა გზა არ მაქვს და ეს ერთადერთი საუკეთესო გამოსავალია.
სახლში ვრჩები.
დედის,მეგობრების,სკოლის და საერთოდ ყველაფრის გარეშე. ჩემთან ერთდა მხოლოდ სიბნელეა. სიბნელე და შიში. შიში იმისა,რომ ეს შეიძლება უარესში გადაიზარდოს. მტკივა,მაგრამ ახლა თითქოს იმაზე მსუბუქად,როცა ვცდილობდი ყველაფერი დამემალა. ყველას გვაქვს საიდუმლო. ისინი კი ყოველთვის გამოდიან მზის შუქზე. სამწუხაროდ.
ენს.
მეგობრები,რომლებსაც ვენდობოდი აღარ მწერენ,აღარ მოდიან,აღარ მკითხულობენ,ეს კი რატომღაც საერთოდ არ მტკენს. არა,გატყუებთ,სულ ოდნავ მტკენს. ხალხი ხომ ყოველთვის ვტოვებთ ერთმანეთს,მიუხედავად იმისა,რამდენი გვაქვს ერთად გადატანილი.
ვუყურებ ფოტოებს და ვგრძნობ,რომ ყველაფერი ფარსი იყო.ყველა დაბადების დღე,ყველა სიხარული,ყველა ერთად დგომა.
სამწუხაროა,როცა მეგობრებში ცდები,
მაგრამ,
უფრო სამწუხაროა,როცა ისინი ცდებიან შენში.
სრული სიგიჟე.კოშმარი,დღე მეოთხე.
ნელნელა ყველაფერი უარესობისკენ მიდის.ხმები მესმის.ხმები,რომლებსაც არავინ გამოსცემს.ისინი ჩემს თავში ისადგურებენ.ღრმად იდგამენ ფეხებს და დარწმუნებული ვარ ვეღარასდროს გავთავისუფლდები მათგან.ეს სიგიჟის ბოლო ზღვარია.
ცუდია,როცა შენით სხვები არიან იმედგაცრუებულნი,მაგრამ ყველაზე რთულია,როცა საკუთარ თავს უცრუებ იმედ��ბს და პატიება ძალიან გირთულდება.
ვგრძნობ,რომ ვეღარ ვუძლებ. ვეღარ ვუძლებ და���ცინავ ვიდეოებს,წერილებს,იმეილებს.
ვგრძნობ,რომ მეყო.
ვგრძნობ,რომ ეს ბოლოა.
სწორედ ესაა სრული სიგიჟე,კოშმარი,დედამიწიელი ჯოჯოხეთი. მწარე და ყველაზე მტკივნეული. ყველა ადამიანს,რომ თან დასდევს და ცდილობს ჩაითრიოს.
ჩემს შემთხვევაში მან გაიმარჯვა.
ჩამითრია.
მე კი ვერც გავაცნობიერე ისე შევაღე ჯოჯოხეთის კარი.
ჯოჯოხეთის,რომელსაც ადამიანები ვუწყობთ ერთმანეთს.ეს სწორედ ის დროა,როცა სატანა იღვიძებს თითოეულ ჩვენგანში.
არ ელოდოთ დედამიწიელი ეშმაკისგან რქებს ან კუდს. ის შეიძლება სწორედ ყველაზე ლამაზში იმალებოდეს.ის ხომ ღმერთის რჩეული იყო.
რჩეული.
ეს კი ცოტა არაა.
ბოლო.კოშმარი,დღე მეხუთე.
ხელები მიკანკალებს,რადგან ვხვდები როგორ ისადგურებს სიბნელე ჩემში.ან უარეს შემთხვევაში უკვე დაისადგურა.
ვერც ვხვდები როგორ ვამზადებ ყველაფერს (თოკს,სკამს) აი ყველაზე მეტად კი იმას ვერ ვხვდები როგორ ვემზადები ამისთვის თავად.
ეს რთულია.
სხვები,რომლებსაც სიბნელე,სიგიჟე,არასდროს უგრძვნიათ იტყვიან,რომ ეს ადვილია,რომ ამას არაფერი უნდა,მაგრამ ნეტავ მართლა ასე იყოს.
ეს ყველაზე რთული მაშინაა,როცა გინდა იცოცხლო,მაგრამ ამის საშუალებას არ გაძლევენ.
გინდა შენც დატკბე თინეიჯეობით,ჩააბარო უნივერსიტეტში,გყავდეს შეყვარებული,შემდეგ ქმარი,შვილები,გყავდეს მეგობრები,მაგრამ ამის უფლებას გართმევენ.
ამაზე მანამ ვფიქრობ სანამ პატარა სკამზე ავალ და თავს ერთი უბედურებიდან მეორეში გავყოფ.
ერთი,ორი,სამი.
ბოლოს,სკამის დავარდნის ხმა მესმის.
მეღიმება.
ეს უბრალო ხმაც კი ბედნიერებას მანიჭებს და მერე...
აი მერე,
ყველაფერი მთავრდება.
2 notes
·
View notes
Photo
მონატრება (ჩანაწერი #1) მონატრება ყველაზე ლამაზიც და უცნაურიცაა გრძნობათა შორის. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ყოველთვის გვახსოვს ისინი, ვინც გვენატრებიან ან ოდესმე გვენატრებოდნენ. მონატრება იმ ცხოვრებისეულ სილამაზესა და სიმძაფრეს ქმნის, რის გამოც ვუყურებთ ფილმებს, დავდივართ სპექტაკლებზე და საათობით, ჩაძინებამდე, შეგვიძლია ჩავრთოთ და ვუსმინოთ ერთსა და იმავე მუსიკალურ კომპოზიციას ან სიმღერას. მონატრება ემოციური ნაკლულობაა, და ემოციური აფეთქების მთრთოლვარე მოლოდინი და ეს დანაკლისი ჩვენში საოცარი მოძრაობისა მისწრაფების მოთხოვნილებას აცხოველებს. მგონი, ერთ-ერთი ყველაზე სწორი ნაბიჯია, ხშირად დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა - „ვინ მენატრება?“, „ვინ, რომელი ადამიანი...?“. და თუ შესაძლებელია, ასევე მართებული ��ქნებოდა, გულისნებას მივყვეთ და შევეხმიანოთ, მივწეროთ, ვუთხრათ ამის შესახებ ამ ადამიანს/ადამიანებს, აღვავსოთ ამ ტრფობით, აუხსნელი სინაზით გული, ფიქრით დაუსვენები. ჩვენ ხომ სწორედ ეს სულიერი თრთოლვა, ეს „ჟრუანტელური“ გრძნობები, სიხარული, ბოდვა, სიყვარული, აწყვეტა გვაქცევს რომანტიკოსებად, სწორედ ამას მოაქვს რეალური ბედნიერება. როგორც ცოცხალ ადამიანებს, ჩვენ სისტემატურად გვესაჭიროება ნათელი, მსუბუქი გრძნობები. თავად სული ითხოვს ისეთი მომენტების არსებობას, როცა ადამიანები გვენატრებიან, რადგან სწორედ მაშინ ვგრძნობთ და ვითავისებთ სრულფასოვნად სიცოცხლეს, ვაცნობიერებთ, რომ ცოცხლები ვართ. დააკვირდით - თუ ვამბობთ, რომ არავინ გვენატრება, ესე იგი ცოტა არ იყოს, ასე თუ ისე, ქცევით, საქმით აზროვნებით და მსჯელობით - ბიოლოგიური რობოტი გავხდით. მოკლედ, ჯერ ერთი, მოდით ხშირად ვუთხრათ იმ ადამიანებს, ვინც გვენატრებიან, რომ გვენატრებიან. და მეორე, ნუ ჩავაკვეხებთ ამ სიტყვებში აი, რაღაც ზედმეტად „წიგნიერ“, მაღალფარდოვან სიტყვებს, ეპითეტებს, პასაჟებს, რითმებსა და ქრესტომატიულ ისტორიებს. ალბათ, სრულიად არაა საჭირო ეს ფბ-დან დაკოპირებული ციტატები, იგავები თუ შაბლონური შედარებები. აუცილებლად შევინარჩუნოთ ჩვენში ჩვენი... დიახ, ჩემო ძვირფასებო, ეძებეთ და თქვენი სიტყვები იპოვეთ, თქვენი ამოთქვით: თქვით თქვენებურად, როგორც გამოგდით, უბრალოდ, თუნდაც უშნოდ. ჯერ თქვენთვის თქვით, ჩუმად, გულში, მერე დაწერეთ, მერე მოუსმინეთ. მერე კიდევ თქვით... მერე კიდევ... სულ მალე თქვენი სიტყვები საოცარი მუსიკა იქნება საყვარელი ადამიანების გულებისთვის.
0 notes
Text
მეთაურ აშტარ შერანის შეტყობინება
მე ვარ აშტარ შერანი და მაქვს სინათლის მესიჯი. Continue reading
View On WordPress
#აშტარ_შერანი#ახალი_ამბები#ეს_საინტერესოა#იცოდე_სიმართლე#კოსმოსი#მსოფლიო#საქართველო#სინათლის_ძალა#Q_ქიუ
0 notes
Text
სიყვარულიდან ისე უცბად აღმოვჩნდი სიცარიელეში,რომ გონზე როცა მოვედი არც ერთი ემოცია აღარ მქონდა,არც გრძნობები,არც განცდები.მეცხრე ციდან პირდაპირ ჰადესში ამოვყავი თავი და ვეღარც გამოვაღწიე,პირიქით-უფრო ღმად ვიხლართები ლაბირინთებში,ასე გრძელდება დღემდე.
ასე გამოფიტულმა და ცარიელმა გავაგრძელე არსებობა.ნელ-ნელა ვეგუებოდი უშენობას…იცი ყველაზე საშინელი შეგრძნება რა იყო?დილით მობილურს რომ დავხედავდი იმ იმედით,რომ შენი ერთი მესიჯი მაინ�� დამხვდებოდა,მაგრამ იქაც სიცარიელე სუფევდა.ახლა აღარ ვდებ ტელეფონს ბალიშის ქვეშ და ვიღაცისგან მოსულ მესიჯსაც ისევე გულგრილად ვხსნი,როგორც არასასიამოვნო სტუმარს შეხვდები.
ერთხელ მეგობარმა მკითხა ,რომ შეგეძლოს გონებიდან წაშლიდიო?არა ,არ წაგშლიდი.როგორ უნდა წაშალო ის,რადაც ცხოვრება გიღირდა?! ყველაზე ძვირფასი მომენტები და განცდები…
ვხვდებოდი,რომ ყველაში გეძებდი,მაგრამ ვერ გპოულობდი … ამიტომ შემზიზღდა ადამიანები,ჩავიკეტე ჩემს თავში და დავიწყე დღეების დათვლა,თითქოს ციხეში ვიყავი და გასვლას ვჩქარობდი.შემზიზღდა ყველა ის ადგილი,მოგონებებში რომ მიფათურებდა ხელებს და გულს მიკუმშავდა,ჰოდა მეც ვიჯექი სახლში მთელი დღეები უხმოდ,უემოციოდ.
ახლა თითქოს ყველაფერი თავის ადგილზეა,მაგრამ მე ხომ მკვდარი ვარ.ბედნიერების უნარდაკარგული,ცარიელი,უემოციო…არა,არ იფიქრო რომ მიყვარხარ,ეს თვითმკვლელობა იქნებოდა ჩემი მხრიდან.მე უბრალოდ მენატრები შენ, “ჩვენ” ,ის, რაც იყო.ახლა აღარ არსებობ,მხოლოდ მოგონებებში მეგულები და იქ მიყვარხარ.ჰო,მოგონებებში მიყვარხარ და არა აქ.
სიყვარულიც არ ყოფილა მარადიული…თავად მარადისობაც არაა მარადიული,თუკი არსებობს საერთოდ.
“არსებობს უფსკრულები,რომელთა გადალახვა სიყვარულს არ შეუძლია,იგი იქ უნდა დაიმარხოს”-მართალი ყოფილა ბალზაკი,ამას რომ წერდა.მეც დავმარხე უფსკრულში ჩავარდნილი ჩვენი სიყვარული,მოგონებებში დავმარხე.
ახლა კი ფანჯრიდან ვიყურები,გარეთ წვიმს და ისევ შენს ლანდს ვხედავ წერილს რომ მიტოვებს ფოთლებში.როგორ მინდა ჩამოვიდე და დამხვდე,როგორ…
7 notes
·
View notes
Text
გამოფიტული ვეხეთქები ლოგინზე ,მინდა დავიძინო,მოვწყდე რეალობას,მაგრამ ისე უხეშად ჩამესმის გულის აჩქარებული ფეთქვა რომ თვალების დაახუჭვაც კი მიჭირს.ვუსმენ გულის რითმულ შემოქმედებას ჩუმად და ჭერს ვუყურებ.ადგომისას ისევ თავბრუ მეხვევა..
2 აბი დამამშვიდებელი..ვითომ მშველიდეს ისე ვყლაპავ.
კომპიუტერი,ნაცნობი მელოდია,დაგვიანებული მესიჯი…
რა ნაცრისფერი დილაა.
2 notes
·
View notes
Photo
"ჩვეულებრივ დავემშვიდობე, ვერ გავაცნობიერე რა მოხდა. ბოლო წუთამდე მეგონა, რომ არ წავიდოდა, ვერ წავიდოდა. ბოლოს თვითმფირნავის ტრაპზე იდგა, რომ მომწერა და მივხვდი, რა ხდებოდა ჩემს თავს, როცა ვუპასუხე და მესიჯი აღარ გაიგზავნა... ის ღამე ტირილში გავათენე, ვერ ვჩერდებოდი, საკუთარ თავზე ვბრაზდებოდი, რატომ დავსუსტი ასე მეთქი. იმ ღამეს გავაცნობიერე რა მოხდა, მივხვდი, რომ გათენდებოდა დილა და ამ ქალაქში მარტო გავიღვიძებდი, აღარ დამელოდებოდა სახლთან, უბანში და ვეღარც შემთხვევით ვნახავდი სადმე. ვიწექი და მეგონა, რომ მარტო ამ ღამეს ვგრძნობდი ასეთ მარტოობას. გათენდა და როცა გარეთ გავედი, მივხვდი, რომ მას არავინ გავდა, საერთოდ არავინ. აი, მაშინ საბოლოოდ გავიაზრე, რაც ხდებოდა, მაშინ ახდა მთელი ღამის ფიქრები. და დავიწყე ცხოვრება ქალაქში სადაც ყველაზე მარტო ვარ." - ანო ჩალათაშვილი
25 notes
·
View notes