#ტალღები
Explore tagged Tumblr posts
Text
ზამთარი
საბნიდან გამოშვერილ ხელზე მოდებული სუსხით ვიგებ თუ ვინ დგას აივნის კარს მიღმა .
მისივე მოტანილ სიცივეს გაუთეთრებიათ მთათა კენწეროები და დილაობით გაჭაღარავებული მთები მზის სხივებზე ირეკლავენ ზაფხულის ზაგარს.
რა დროს ეგ არიო თავზე გვემხობაო!! , ან კიდე ავშენდით ავშენდითო!! გაიძახიან აივნის ქვემოთ მოხეტიალე აჩრდილები მე კი ჩემს მკლავებში ჩაძირულ შენს ტანს ვყნოსავ კოკაინივით და ვცდილობ ქაოსში სიმშვიდის თრობით ვარღვევდე კანონს .
რუტინის გაღმა, საზღვარს გარეთ იქ სადაც ძილი ულიმიტოა და ცხოვრება დაუბეგრავი ვიცხოვრებთ ჩვენთვის იქამდე სანამ არ ამოვწურავთ ბოლო მოთმენას , შემდეგ კი ისევ საზღვრებს შიგნით დროის ტალღები თავად გვეტყვიან საით მთავრდება ის რაც იყო გუშინ გუშინწინ და ხვალაც იქნება .
მწვანე მინდვრები თეთრი ჭაღარით იმოსებიან , გაზაფხულამდე არ გადაწიო ჩვენი ფარდები დაე ვიძინოთ სანამ მაისი არ გვაიძულებს განიავებას .
2 notes
·
View notes
Text
"ძილს ვერაფრით მივეჩვიე.. ექიმებს ვერ ვაჯერებ, რომ თვალებში ყვავილების ბაღი მაქვს და თუ დიდხანს დავხუჭავ, მომიკვდებიან. ყვავილებიც მომიკვდებიან. ისედაც ხომ ყველა მიკვდება.. ნეშომპალების სუნს ვერ ვიტან, მაშინებს..
ისევ მაძალებენ, რომ მალევე ჩავაქრო ოთახში სინათლე, თორემ მწერებით აივსებაო.. ისედაც ვიწრო ფანჯრიდან, ძლივს აღწევს სამყარო.. აქ მწერებს რა უნდათ, აქ არავის ადგილი არაა. არც ჩემი, მაგრამ არ მიშვებენ.
პლასტელინისგან ტალღები გამოვძერწე და ლოგინთან მიწყვია. ველოდები როდის გაწვიმდება, რომ ტალღები აბობოქრდნენ და იქნებ წყალმა მაინც წამიღოს, იქნებ სუნთქვა შემეკრას და აღარ ინათოს.. მაგრამ არაფრით გაწვიმდა, რომ გათენდება ქაღალდისგან ღრუბლებს გამოვჭრი. როგორ ვერ მოვიფიქრე, რომ თუ ღრუბლები არ მექნება, ვერ იწვიმებს..
ჩემი არავის სჯერა. მე კი არ მჯერა, რომ ვარსებობ. ალბათ ვიღაცის სიზმარი ვარ. მას სძინავს დიდიხნით მე კი მინდა რომ გაიღვიძოს და გავთავისუფლდე. მისი სიზმარი არის კოშმარული. მოდიან ადამიანები, თეთრი ხალათებით, როცა მე ოთახში ცეკვას ვიწყებ პლანეტებთან. მოდიან და მიკეთებენ მწარე წამალს. მიწის თოკებით მიბამენ ხელებს, რომ ცას ვეღარ მივწვდე.. გემუდარები ჩემო ადამიანო, გაიღვიძე და გამიშვი ამ სიზმრიდან."
4 notes
·
View notes
Text
![Tumblr media](https://64.media.tumblr.com/c969cfce793423346fbf46a975496152/74029fe1bfd299e8-2a/s540x810/87a7f551266b477fba6b1a4aeb2eeb1875f20530.jpg)
მოდის სამყაროში ვარცხნილობები ისეთივე მნიშვნელოვანი ელემენტია, როგორც სამოსი და აქსესუარები. 2025 წლის გაზაფხული ახალი ტრენდული ვარცხნილობა იქნება დატვირთული, რომლებიც ხა��იათდება ბუნებრივობით, მარტივი მოვლითა და ელეგანტური აქცენტებით. ტრენდული ვარცხნილობა როგორი იქნება 2025 წლის გაზაფხულისთვის -განვიხილოთ. 1. ბუნებრივობა და მარტივი სილამაზე ბუნებრივი და დაუმუშავებელი თმა 2025 წლის გაზაფხულის ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა. სტილისტები გვირჩევენ, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ თმის ბუნებრივი სტრუქტურა, იქნება ეს რბილი ტალღები, ხვეული თუ გლუვი სტილი. მსუბუქი მუსები და კრემები დაგეხმარებათ ტექსტურის გამოკვეთაში, ზედმეტი ფიქრის გარეშე. 2. მოკლე ვარცხნილობები – კომფორტი და სტილი მოკლე თმის ვარცხნილობები კვლავ ტრენდულია. ბობი და პიქსი 2025 წლის გაზაფხულზე განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. ამ ვარცხნილობებს სძენს დახვეწილი იერი და იდეალურია მათთვის, ვისაც მარტივი მოვლა და თანამედროვე სტილი სურს. ბობის მრავალფეროვნება კლასიკური ბობი თანამედროვე ელემენტებით განახლდება – იქნება ეს ასიმეტრიული ჭრა, რბილი ფენები ან მოცულობითი სტილი. პიქსი – ელეგანტური სითამამე პიქსი ვარცხნილობა იდეალურია მათთვის, ვისაც მკვეთრი ცვლილებები უყვარს. მისი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ არ საჭიროებს რთულ სტაილინგს და ნებისმიერ სახის ფორმას უხდება. 3. ფერადი აქცენტები – გამორჩეული სტილი ფერების ექსპერიმენტები 2025 წლის გაზაფხულზე ერთ-ერთი ყველაზე თამამი ტრენდია. პასტელური ვარდისფერი, ცისფერი, იასამნისფერი და სხვა ნათელი ფერები პოპულარობას არ კარგავს. ასევე, ტენდენციურია ნაწილობრივი შეღებვა, მაგალითად, ცისარტყელის ეფექტი ან მხოლოდ რამდენიმე ღერის გამოკვეთა. 4. მეტალის ელემენტები – ფუტურისტული აქცენტები თმის აქსესუარები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. 2025 წელს განსაკუთრებით პოპულარული იქნება მეტალის ელემენტები, როგორიცაა ოქროს ან ვერცხლისფერი სამაგრები, თმის რგოლები და ჯაჭვები. ასეთი დეტალები ვარცხნილობას ფუტურისტულ და უნიკალურ იერს სძენს. 5. მინიმალიზმი – დახვეწილი კლასიკა მარტივი და ბუნებრივი ვარცხნილობები მოდაში რჩება. გლუვი, ზუსტად დასწორებული თმა ან მსუბუქად დატალღული სტილი, რომელიც ბუნებრივად გამოიყურება, 2025 წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია. ასეთი ვარცხნილობები მარტივი მოსავლელია და ნებისმიერ შემთხვევაში ელეგანტურად გამოიყურება. 2025 წლის გაზაფხული ბუნებრივობას, სიმარტივესა და მცირე აქცენტებით გამორჩეულ სტილს ანიჭებს უპირატესობას. თუ გსურთ, რომ იყოთ მოდური და შეინარჩუნოთ ინდივიდუალურობა, შეგიძლიათ აირჩიოთ თქვ��ნთვის შესაფერისი სტილი – იქნება ეს მოკლე თმა, ფერადი აქცენტები, მინიმალისტური ��ლამური თუ მეტალის ელემენტებით გაჯერებული ვარცხნილობა. რომელი ვარცხნილობა მოგწონთ ყველაზე მეტად? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი! #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi Read the full article
0 notes
Text
მტ(ვ)ერი / Dust, the Enemy
სევდის მაგვარი სიმშვიდე ტანში, მოჟრუანტელო ტალღები კანში. ვიფიქრე ამას ვერვინ წამართმევს, მაგრამ გავორდი სულ ცოტახანში… ხან ვიძირები უძირო ტბაში, ხანაც კარი ვარ, ვკიდივარ ცაში… რამის თქმას ვცდილობ, ბზარი მაქვს ხმაში, მისი ღრუბელი სველდება ძმარში. ფოთლების შრიალს მივუგდე ყური, თითქოს ჩამესმის ზარის ხმა მთაში. რითმაში რხევით მაცეკვებს ქარი, ამ სიტყვებს მიღმა აზრი რა არის? კონტრასტებს მგონი მაწვდის მომგონი, რა უნდა იყოს მისი სადარი… ვაცნობიერებ, ვიღიმი ტუჩთან: "ეგრე სად არის, ეგრე სად არის!?"
გისმენ! და ვერ ვხდები, მითხარი ისევ, თორემ ვნებდები.
ზედაპირის სიღრმის ჩაწვდომ�� მწყურია, ასე ამბობენ - „განცდა რთულია“. საამურია ფიქრი აწმყოზე, წარსულის ჭრილში, მომავლად ქცევით. ყველა ნაპირის სიგრძე ნულია, მასშტაბის ჯამი კუთხით თქმულია. დაძაბულია ჩემი გონება, ცოტა შევსვი და ისევ მწყურია… დრო გაჩერდება, გამახსენდება - ყველა წვრილმანი შენი გულია. ხან ზევით ვარ და ხანაც ქვევით, ნაბიჯი უკვე გადადგმულია. გასაძლისა ჩუმი ტკივილი, შენი გაცნობა ისევ მწყურია. და ამ ვაზიდან ცისარტყელაში, ყველა ნიშანი სასხულია.
გისმენ!
მტერი ჩემში, ჩემივე ხმით მიმითითებს მიზეზს სხვებში. ცრუ ნაკვალევს მივუყვები, მტვერი ადევთ ფაქტებს სხვენში. სიგიჟის ზღვარს შორით ვლანდავ „ან ახლოა?“ - ვფიქრობ ხვნეშით. აზრის სიღრმეს თუ ჩავწვდები აღარ ვივლი იქნებ ლეშით. სხეულს ისე მივატღევ და გულს ვიმშვიდებ ამ ნუგეშით… თითქოს ვხდები, "არ გაჩუმდე!" მათხოვარი დაგდევ პეშვით.
გისმენ! და ვერ ვხდები, მითხარი ისევ, თორემ ვნებდები,
ის რაც შენში მათრობს, ვიცი რომ გამათბობს. იქ გააჩერებ დროს, დამტოვებ არასდროს. დავიღალე, მოდი მალე.
#Psychonaut 4#DSBM#Depressive Black Metal#Depressive Suicidal Black Metal#Black Metal#Georgia#Bandcamp
0 notes
Text
სულ მეტია შავი ტალღები სამხრეთს ამცდარი დასავლეთ ქარი
და თუ გეტყვიან ჰავი ძაღლები
შენ არ გაუღო ზურმუხტის კარი
1 note
·
View note
Text
" საშინელი შეგრძნებაა როცა სიკვდილს ელოდები, მითუმეტეს მაშინ, როცა ძალიან გინდა მალე მოვიდეს.
მაშინ გადავრჩი, მაგრამ ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი მოვკალი. "
მინდა შევხვდე ადამიანს, რომელსაც ზღვა ჩემნაირად ეყვარება.
ზღვას რომ ვუყურებ, ვმშვიდდები, თავისკენ მითრევენ აბობოქრებული ტალღები. წარმოვიდგენ ხოლმე, საუბარი რომ შეეძლოს, რამდენი ჩაძირული გემს ისტორიას გაიხსენებდა?!
ყველაზე მეტად კი იმ ადამიანების ფიქრებით დაინტერესდებოდა, საათობით რომ ისხდნენ ნაპირებთან, გაყინულები.
ვინ იცის, როცა ზღვის ნაპირას ვსხედვართ, რამდენად უკიდეგანო შეიძლება იყვნენ ჩვენი ფიქრები , ზღვის ტოლი, ან იქნებ მასზე ღრმა?
შენკი ზღვა ხარ, ჩემი ზღვა. დარდებისგან გადალურჯებული და ფიქრებისგან ამღვრეული. ფსკერი არ გიჩანს. იმდენად შორს ხარ და თანაც იმდენად სხვაგან, ვერ გწვდება თვალი. არავის უშვებ ტალღებთან ახლოს, არც არავის აძლევ იმის საშუალებას, ქარიშხლიან ამინდში შენთან დარჩეს, რადგან იცი, რომ მხოლოდ შენი ქარია, მხოლოდ შენთვის ქრის და მხოლოდ შენ გაციებს. შენ ზღვა ხარ, მე კი ის პატარა გოგონა, რომელსაც სახლში წასვლა არ უნდა - არათუ ახლა, არამედ არასდროს. მე ვარ ის გოგონა, რომელსაც ყველაზე მეტად ეშინია იმის, რომ ერთ დღესაც, როცა თვალს გაახელს, ვერსად გიპოვის. ბევრს იხეტიალებს, ბევრს მიეკედლება, მაგრამ ვერავის შეაფარებს თავს. ბოლოს კი, ბოლოს არ ვიცი რა იქნება, მხოლოდ ის ვიცი, რომ ყველგან მოელანდები და ყველგან შენზე იფიქრებს, ჩუმად.
როგორ უნდა გაიცინო იმ ადამიანთან ერთად, რომელთან ერთადაც გიტირია მთელი არსებით?
უკვე ვეღარ ვხვდები, მე დავასრულებ წერას, თუ წერა დამასრულებს მე. წერტილის დასმა მიჭირს, მეშინია, მაშინვე არ გავაქრო ყველა სიტყვა.
სულ სხვა სამყაროსთვის დავიბადე.
რაღაც სხვა მინდა, არა სიკვდილი, არა სიცოცხლე, რაღაც სხვა, მარადისობასა და უსასრულობას შორის გაჭედილი სივრცე, ან ადამიანი მინდა, რომელთან ერთადაც გაქცევა მომინდება.
შორს, ყველასგან შორს.
მინდა იქ გავიქცე, სადაც არავინ მიცნობს და იქ სადაც წიგნები აჩერებენ ქარიშხლებს. ერთ დღესაც ყველაფერი გაქრება, ყველაფერი დაგავიწყდება და სულ ერთი გახდება.
მე მთელი ცხოვრება, მაგრამ რა გექნება გასახსენებელი შენ?
2 notes
·
View notes
Photo
![Tumblr media](https://64.media.tumblr.com/9a19d81740873d0cd40182118ab2b9f6/3a314c3b131d9f35-d9/s540x810/b0a4bd495e3e7f618c32ead0a9259a81a739af74.jpg)
"წერილი საგიჟეთიდან #3 ძილს ვერაფრით მივეჩვიე.. ექიმებს ვერ ვაჯერებ, რომ თვალებში ყვავილების ბაღი მაქვს და თუ დიდხანს დავხუჭავ, მომიკვდებიან. ყვავილებიც მომიკვდებიან. ისედაც ხომ ყველა მიკვდება.. ნეშომპალების სუნს ვერ ვიტან, მაშინებს.. ისევ მაძალებენ, რომ მალევე ჩავაქრო ოთახში სინათლე, თორემ მწერებით აივსებაო.. ისედაც ვიწრო ფანჯრიდან, ძლივს აღწევს სამყარო.. აქ მწერებს რა უნდათ, აქ არავის ადგილი არაა. არც ჩემი, მაგრამ არ მიშვებენ. პლასტელინისგან ტალღები გამოვძერწე და ლოგინთან მიწყვია. ველოდები როდის გაწვიმდება, რომ ტალღები აბობოქრდნენ და იქნებ წყალმა მაინც წამიღოს, იქნებ სუნთქვა შემეკრას და აღარ ინათოს.. მაგრამ არაფრით გაწვიმდა, რომ გათენდება ქაღალდისგან ღრუბლებს გამოვჭრი. როგორ ვერ მოვიფიქრე, რომ თუ ღრუბლები არ მექნება, ვერ იწვიმებს.. ჩემი არავის სჯერა. მე კი არ მჯერა, რომ ვარსებობ. ალბათ ვიღაცის სიზმარი ვარ. მას სძინავს დიდიხნით მე კი მინდა რომ გაიღვიძოს და გავთავისუფლდე. მისი სიზმარი არის კოშმარული. მოდიან ადამიანები, თეთრი ხალათებით, როცა მე ოთახში ცეკვას ვიწყებ პლანეტებთან. მოდიან და მიკეთებენ მწარე წამალს. მიწის თოკებით მიბამენ ხელებს, რომ ცას ვეღარ მივწვდე.. გემუდარები ჩემო ადამიანო, გაიღვიძე და გამიშვი ამ სიზმრიდან.. ჩემი შვილი მენატრება. მას ვეღარ ვხედავ. მითხრეს რომ ახლა ღრუბლებში ცხოვრობს და იქ პატარა ფრთიანი არსებები უვლიან.. მეშინია, რომ სიზმრები აწუხებენ, ან ძილის დროს საბანს არავინ უსწორებს.. გათენდება და ღრუბლებს გამოვჭრი. იქნებ, ჩემი შვილი ამ ღრუბლებში გადმოსახლდეს. ან იწვიმოს მაინც, წყალმა მაინც წამიღოს.. სინათლეს ვაქრობ. ვარსკვლავებამდე..."
13 notes
·
View notes
Text
![Tumblr media](https://64.media.tumblr.com/18b76144d31bff46def3f005636c61ef/2225e75e87ade3e4-b5/s540x810/a1caa5e470fd7d069e6e514099a70d2f26b46fb9.jpg)
სითბო,სიყვარული,ბედნიერება...
აივანზე ჩამომსხდარნი ვიყურებით,არცთუისე შორს მოჩანს ჩამავალი მზის შუქზე მოელვარე ტალღები,ნაპირზე ნაზად იშლებიან,ქვებს ეალერსებიან...
მიხმობენ,გვიხმობენ..
ჩვენთან უნდათ....
ტალღები დუმდნენ..
გვიცდიან...
სიმშვიდე,სითბო,სიყვარული...
3 notes
·
View notes
Text
![Tumblr media](https://64.media.tumblr.com/0525c700912b5f43cf7396f5f4c36500/f2b8208bfa41ca83-a5/s540x810/e21d1ba3602b81129cc79e2f8bf144bb03ccbed7.jpg)
ბავშობაშიც მქონდა ოცნებები, ჩემი ზღაპრული წარმოსახვის ციმციმა ოცნებები... მახსოვს ყოველ ზაფხულს, როდესაც დეიდასთან სახლში ვისვენებდი, მდინარის პირას მდგარ ულამაზეს აივნიან, დიდაივნიან და აივანზე მდგარ საქანელიან სახლში, უზარმაზარი ეზოთი და ყველაზე თბილი დიასახლისით, ჩამოვჯდებოდი ხოლმე წიგნით ხელში და ოცნებებში მივდიოდი. რაც არ უნდა წამეკითხა ყველაფერს ზღვის სანაპიროზე წაკითხულს ვამგვანებდი... წიგნებში აღწერილს არ გავდა პატარა მოჩხრიალე მდინარე, ამიტომ დავწვებოდი ხოლმე და ქვემოდან ვუყურებდი ისე თითქოს უზარმაზარი ზღვის სანაპირო ყოფილიყო, არც მზის ჩასვლა გავდა და ამოსვლა ზღვაში ამოწითლებულ ვეება კოცონს, მაგრამ წარმოსახვა შემეძლო თვალებ დახუჭულს....
...
წლები გადიოდა და ბავშობიდან მოყოლებული ზღვის ნახვის ოცნება ოცნებად რჩებოდა.
...
ფილმებით ვაგროვებდი შემდეგ უკვე კადრებს... ზღვის ლამაზ ან ოკეანის ულამაზეს ტალღებს რომ ვიპოვიდი ვახვევდი და თავიდან ვუყურებდი...
...
ასე შემთხვევით აღმოვაჩინე ფილმი "წერილი ბოთლში". ყველა კადრი დავიზეპირე რაც მომწონდა... მშვიდი და ოდნავ მოლივლივე ტალღები, ღამის ოკეანე და მწვანე კონცხი... ცისარტყელა ტალღებიდან ამოსული, ნახევრადმორკალული ღრუბლებში შემალული... თოლიები და გემბანები... იქვე ახლოს მდგარი გემსაშენი და კაფე...
ქვიშის სა��აპირო დილით ახლადამოწვერილ მზეზე...
ხშირად ნახსენები 7 საათი ტალღებთან შესახვედრად...
და ეს ყველაფერი ილექებიდა გონებაში...
...
შემდეგ იყო ოცნების ასრულებაც და პირველად შეხვედრა ზღვასთან ხუთი წლის წინ...
... კიდევ და კიდევ...
და თანდათან ივსება რეალური კადრებით მოგონებები...
რეალური ტალღებით...
ნამდვილი წითელი ბურთით ცაზე...
დილის ზღვის სუნით...
და თოლიებით სანაპიროზე..
2 notes
·
View notes
Text
🔥შიშველ ძუძუებს მიკოცნიან მლაშე ტალღები
და სველ ქვიშაზე ნაკვალებად რჩება წარსული,
მე შენს ალერსში ძუკნასავით გავითანგები,
დამავიწყდება, რომ თავადის ვიყავ ასული.
და ცხელ ტუჩებზე დაგაკვდები ისე ძალიან,
აღგიგზნებ სხეულს გახელებულ მდედრის კერტებით,
მე ალერსისთვის გაჩენილი ამორძალი ვარ
და ჩარჩოებში ვერასოდეს ჩავიკეტები.
გადმოვდინდები ნაპირიდან ვნების დინებად,
შემოგაფეთებ მოუთოკავ სურვილთა გნიასს
და თუ ასეთი გაგიჟება ღმერთმა ინება,
მომეტევება ალბათ ცოდვაც, მიწიერ დიაცს…🔥
1 note
·
View note
Photo
კატა დილა გითბობს მოლივლივე ბეწვს მეც შენ გიყურებ თვალს ვაყოლებ ხედს. ლილიუტში ისევ წვიმს და სანამ ქვემოთ ჩავალ ნუ გამიმხელ ბედს.კატა დღეს თურმე წესდებაა იქ ლულუტშია რომ სულ ერთია ღმერთია სულ მეტია შავი ტალღები სამხრეთს ამცდარი დასავლეთ ქარი და თუ გეტყვიან ჰავი ძაღლები შენ არ გაუღო ზურმუხტის კარი მეთს კატა ალბათ ლილიუტს ვტოვებ კატა ლულა რომ ვიპოვნო ღამე დედამიწაზე ბედს გამიმხელენ ლადაგასტროზე დავითვლი წამებს ღამეს გავატან ქარს ლამპიინებზე ამხედრებული შენთან მოვიტან დაკარგულ ზღვას მეათასეჯერ გამეფებული უძილო კოცნები საკვები დანამატები დამატებული დინამიტი ვიცე პრეპარატები იწვევენ ბოდვებს შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის ბადებენ ლანდებს ქალაქის ანძებს ქვეშ გამოვდივარ ქალაქის სინათლეში როგორც იშვიათი აჩრდილები მზეში შიშინის შიში გარეშე შრიდან შრეში არც სამოთხეში არც ჯოჯოხეთში კატა არავის ელოდება კატური კოდექსის ოცდასამივე მცნება პოლიციის სირენების ს ენით გეუბნება ზღვის მიმოქცევების ხმით გესაუბრება გვერძე მწოლიარის ტუჩით გეჩურჩულება უცნობი თვითმფრინავის ხმით გეგუგუნება ნუ დგახარ ნუ დგახარ სანამ სამყარო მიედინება კატა მითხარი რა ხდება შორს და სად არიან ჰელექტრო მგლები არ დაუჯერო მაქაურ დროს კატა არაყვე სიზმრებში ცდები კატა სიზმრებში ცდები კატა ტბები კატა ზღვები კატა ყველაფერი ერთი გამა კატა ჰხდები კატა-რღები მიაპობენ ზღვას დროის ნაპრალში მოგილოცავ მე დედაქალაქში პატივსსცემენრას მთვარემ დაჩრდილა სამუდამ�� მზე სანამ მასზე პერსპექტივა ჩანს კატა ხვდები კატა ვკვდები კატა ვქრები ნუ შეგეშინდება თუ ეს შენში დნება თუ არა გარეთ კატა ხვდება ერთი არემარე სანამ ლილუტში წვიმს კატა აგროვებს ცოტა ძილს ძირს დავარდნილს ქარის მოტანილს შორის საზღვრებიდან ამ ფანჯრებიდან იქნებ დააქიდან ამ მასალიდან დახატოს რუკა უკან წასასვლელი ბილეთი ლილიუტის მატარებელი დასავიწყებელი გასახსენებელი სამშობლოს სტარტის კატა მგელი ხევას მზე როგორ ადის და ჩადის ითვლის დრო როგორ მოდის და გადის გრძობს როცა ქალაქს სურნელი ასდის ნაწვიმარს დილაში გადარგული ვარდის აწდა მარადის გატრაკული დადის ფისო სანამ ლილიუტში მზე ამოდის ლილიუტი არ გაახელს გამჭირვალე თვალებს მალე ალბათ მეც დავაძინებ დროს ლილიუტი არ გაახელს გამჭირვალე თვალებს
3 notes
·
View notes
Text
![Tumblr media](https://64.media.tumblr.com/c969cfce793423346fbf46a975496152/5f207f195c558391-78/s540x810/5de99b6052a8e10e48c5e99b6369f2e5f740ffd7.jpg)
მოდის სამყაროში ვარცხნილობები ისეთივე მნიშვნელოვანი ელემენტია, როგორც სამოსი და აქსესუარები. 2025 წლის გაზაფხული ახალი ტრენდული ვარცხნილობა იქნება დატვირთული, რომლებიც ხასიათდება ბუნებრივობით, მარტივი მოვლითა და ელეგანტური აქცენტებით. ტრენდული ვარცხნილობა როგორი იქნება 2025 წლის გაზაფხულისთვის -განვიხილოთ. 1. ბუნებრივობა და მარტივი სილამაზე ბუნებრივი და დაუმუშავებელი თმა 2025 წლის გაზაფხულის ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა. სტილისტები გვირჩევენ, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ თმის ბუნებრივი სტრუქტურა, იქნება ეს რბილი ტალღები, ხვეული თუ გლუვი სტილი. მსუბუქი მუსები და კრემები დაგეხმარებათ ტექსტურის გამოკვეთაში, ზედმეტი ფიქრის გარეშე. 2. მოკლე ვარცხნილობები – კომფორტი და სტილი მოკლე თმის ვარცხნილობები კვლავ ტრენდულია. ბობი და პიქსი 2025 წლის გაზაფხულზე განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. ამ ვარცხნილობებს სძენს დახვეწილი იერი და იდეალურია მათთვის, ვისაც მარტივი მოვლა და თანამედროვე სტილი სურს. ბობის მრავალფეროვნება კლასიკური ბობი თანამედროვე ელემენტებით განახლდება – იქნება ეს ასიმეტრიული ჭრა, რბილი ფენები ან მოცულობითი სტილი. პიქსი – ელეგანტური სითამამე პიქსი ვარცხნილობა იდეალურია მათთვის, ვისაც მკვეთრი ცვლილებები უყვარს. მისი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ არ საჭიროებს რთულ სტაილინგს და ნებისმიერ სახის ფორმას უხდება. 3. ფერადი აქცენტები – გამორჩეული სტილი ფერების ექსპერიმენტები 2025 წლის გაზაფხულზე ერთ-ერთი ყველაზე თამამი ტრენდია. პასტელური ვარდისფერი, ცისფერი, იასამნისფერი და სხვა ნათელი ფერები პოპულარობას არ კარგავს. ასევე, ტენდენციურია ნაწილობრივი შეღებვა, მაგალითად, ცისარტყელის ეფექტი ან მხოლოდ რამდენიმე ღერის გამოკვეთა. 4. მეტალის ელემენტები – ფუტურისტული აქცენტები თმის აქსესუარები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. 2025 წელს განსაკუთრებით პოპულარული იქნება მეტალის ელემენტები, როგორიცაა ოქროს ან ვერცხლისფერი სამაგრები, თმის რგოლები და ჯაჭვები. ასეთი დეტალები ვარცხნილობას ფუტურისტულ და უნიკალურ იერს სძენს. 5. მინიმალიზმი – დახვეწილი კლასიკა მარტივი და ბუნებრივი ვარცხნილობები მოდაში რჩება. გლუვი, ზუსტად დასწორებული თმა ან მსუბუქად დატალღული სტილი, რომელიც ბუნებრივად გამოიყურება, 2025 წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია. ასეთი ვარცხნილობები მარტივი მოსავლელია და ნებისმიერ შემთხვევაში ელეგანტურად გამოიყურება. 2025 წლის გაზაფხული ბუნებრივობას, სიმარტივესა და მცირე აქცენტებით გამორჩეულ სტილს ანიჭებს უპირატესობას. თუ გსურთ, რომ იყოთ მოდური და შეინარჩუნოთ ინდივიდუალურობა, შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის შესაფერისი სტილი – იქნება ეს მოკლე თმა, ფერადი აქცენტები, მინიმალისტური გლამური თუ მეტალის ელემენტებით გაჯერებული ვარცხნილობა. რომელი ვარცხნილობა მოგწონთ ყველაზე მეტად? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი! #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi Read the full article
0 notes
Text
ჩამოვუარე ჩემს ადამიანებს და გავიხსენე მათთან პირველი შეხვედრები. მახსენდებოდა თვალები, ან ხმა, ან ხელები. მახსენდებოდა როგორ დგებოდნენ ჩემს დანახვაზე მაგიდასთან ჩამომჯდარები, ან როგორ აღებდნენ კარს, ან როგორ ღრეცდნენ თავს, ან როგორ იდგნენ ქუჩის მეორე მხარეს, ან როგორ სხდებიდნენ ჩემ წინ, ან როტორ მოდიოდნენ ჩემსკენ და შლიდნენ ხელებს. გავიხსენე, რას წარმოთქვავდნენ პირველად. გავიხსენე, როდის გადავლახეთ ღელვის ის პირველი ტალღები, ახალ მნიშვნელოვან ნაცნობობას რომ ახლავს. გავიხსენე როდის მივხვდი, გულგრილი რომ ვეღარასდროს ვიქნებოდი მათ მიმართ.
2 notes
·
View notes
Text
კანუდოსი.
ალბათ ყველას გვაქვს ის ადგილი,რომელთანაც ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს. ადგილი,რომელიც გაჩვენებს რა პატარა ხართ შენ და შენი პრობლემები ყველაფერ დანარჩენთან შედარებით. ყველას გვაქვს ჩვენი კანუდოსი,რომელიც დიდი ხნის ძებნის შემდეგ ვიპოვეთ ან ჩვენივე ხელით შევქმენით. შევქმენით ქალაქი სადაც ყველა ბედნიერია.ჩვენივე ოფლისა და სისხლის ფასად,მაგრამ არავინ იცის,რომ ამ კედლებში შენი ნამსხვრევებია ჩატანებული,შენი სისხლი.
სწორედ ასეთ კანუდოსს მივაგენი ბათუმის სახით.ძალიან ბევრი მოგონება მაკავშირებს ამ ქალაქთან.შემიძლია საათობით უგზაუკვლოდ ვიბოდიალო მის ქუჩებში.ალბათ სწორედ ესაა ჩემთვის შვება ქუჩაში,რომ მივაბიჯებ მე თვითონ არ ვიცი საით და სადღაც შორს ზღვის ტალღები ეტრფის ქვაღორღიან ნაპირს.ყოველ წამს შემდეგი ტალღა იმსხვრევა ამ ქვებზე.ისევე როგორც იმსხვრევა ჩვენი ბავშვობის შ���ხედულებები და იმედები. სწორედ ამ ქალაქში ვპოულობ შვებას.
და ერთ საღამოსაც აუჩქარებლად მივუყვებოდი ბულვარს.შორიდან ზღვის ხმა ისმოდა,მაგრამ მუსიკა ახშობდა მას.გავჩერდი. თავი ავწიე და დავინახე თვალები,რომლებიც ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავზე მეტად კიაფობს.ღიმილი რომლის დანახვის დროსაც თითქოს გარე სამყაროს ვწყდები.
ინსტინქტურად წელზე შემოვხვიე ხელი და მივხვდი როგორ დაინგრა ყველაფერი გარშემო.ჩამოინგრა შენობები,უგზაუკვლოდ გაქრა ხალხი,თითქოს ჩემი საყვარელი ზღვაც სადღაც გადაიკარგა. ვიდექით სიცარიელეში მე და ის.
რამდენიმეწამიანი საუბრის შემდეგ ისევ აუჩქარებლად გავუყევი ქუჩას,მაგრამ დანამდვილებით ვიცი,რომ ღიმილი აღარ მომშორებია სახიდან.რაღაც შეიცვალა ჩემში.ღიმილი კი სახლში წასვლისა და ყველაფრის ალკოჰოლში ჩახრჩობის სურვილმა შეცვალა.
ზუსტად ბათუმია ის კანუდოსი ჩემთვის,რომელიც ყველას ასე სჭირდება.ალბათ ვერასოდეს ვიქნები ის ვინც შვებას მოგგვრის.მოგაცილებს სიმარტოვის მარწუხებს,მაგრამ რა უშავს.დაგეხმარები. დაგეხმარები იმ ქალაქის აგებაში,იმ კანუდოსის აგებაში სადაც არ იარსებებს სიმარტოვე.
ახლაც ზღვის ტალღები ქვებზე იმსხვრევა.შენ გაუნძრევლად წევხარ ლოგინში,მჭიდროდ ეხვევი სიმარტოვის მკლავებში და ტკბილად იძინებ.
არა,შენ უნდა შექმნა ეს კანუდოსი.შენ აუცილებლად უნდა გადარჩე.
19 notes
·
View notes
Text
ნაცნობი შფოთვის ტალღები ბრუნდებიან უკან. ან წელიწადის ამ დროს მოაქვს რაღაც მძიმე ჩემთვის, ან უბრალოდ ისე ემთხვევა ყოველ წელს, გადაღლილობისგან ვეღარ ვიძინებ ყველაზე გრძელ ღამეებშიც კი.
მეხსიერებაში დიდი ბნელი ლაქები ჩნდება. მხოლოდ განცდის დონეზე ვხვდები, რომ რაღაცეები მრჩება, მავიწყდება, ვეღარ ვიხსენებ, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რა მისხლტება ხელიდან.
ძილბურანს გავს. ბოლომდე მკაფიო აღარაფერია. ავტომატიზირებულია ჩემი მოქმედებები, ფიქრ და ძალდაუტანებელი.
მგონი წრის ბრუნის დასასრული მიჭირს (ალბათ, როგორც ყველა სხვა).
ძველი ანოს ენერგია მჭირდება და უკვე უიმედოდ, მაგრამ მაინც ველი, როდის აღმოვაჩენ მას ჩემში ისევ.
სულ რამდენიმე დღე დარჩა. გამოფხიზლება მინდა ამ ბლანტი სიზმრიდან.
პ.ს
წარმოდგენა არ მაქვს, სად ვარ.
8 notes
·
View notes
Text
სიმშვიდის
სრულყოფილება .
ნაბიჯები წვრილდებიან ,
იცლებიან , ნელდებიან .
წუილი კი ხშირდება.. ხშირდება... ხშირდება!!.. გრძელი დაუსრულებელი სამყაროს წუილი ხალხში , ქუჩაში ყურსასმენებში , ფარდებს იქეთ და ფარდებს აქეთ .
ვსუნთქავ დაძაბული , აღმართი გრძელია და დამღლელი . კარს იქეთ სიჩუმეა , ესე მკაცრად მოვუხურე მთელს სამყაროს კარი და დარჩა მის მიღმა კუთხეში მიგდებული ქაოსი .
და სად არი სიმშვიდე ? სიჩუმე ? თავისუფლება ? უკვდავება ? ბედნიერება ? .
ეს უსუსური კითხვის ნიშნები როგორ აორთქლდნენ გაიცვითნენ დაპატარავდნენ და დაიხოცნენ .
შენს თვალებში მთელი ოკეანეა ფერების.
კედლებს ბზარავენ ჩემი შენდამი სიყვარულის ვრცელი ტალღები და მე ცოცხალი ვარ ისე ციცხალი როგორც არასდროს როგორც არავინ .
შენი ნაბიჯები ჩემამდე მუდამ ოთხს უდრის აქედან ორი ჩემია ჩემი იმ დიდი ნაწილის რომელიც მუდამ შენთან არი და თუ ოდესმე მოისურვებ სამყაროს პირიქით გადმოკონწიალებას მე ცა ვიქნები!..
ეს მაისის ყვავილებით სავსე დაუსრულებელი ამბავია რომელზეც სექტემბრის ყვითელი ბილიკები მუდამ იჭორავებენ .
და რომელ წუილზეა ლაპარაკი მაშინ როცა მე მწამს რომ მიწიერ გაცისკროვნებას გამაისებას თვით სიკვდილიც ვერ დაიმონებს .
3 notes
·
View notes