#პოეზია
Explore tagged Tumblr posts
sityvaeuli · 4 months ago
Text
Tumblr media
,,მხნედ იყავ, ძმაო, ნუ კრთები,
ნეტავ ყოყმანობ რაზედა?
ერთხელ სჯობია სიკვდილი
შავ ყოფნას ქვეყანაზედა!"
-ვაჟა-ფშაველა
🖌️Irakli Toidze - Arsena of Marabda
10 notes · View notes
dato-georgia-caucasus · 9 months ago
Text
Красною кистью Рябина зажглась. Падали листья. Я родилась.
Спорили сотни Колоколов. День был субботний: Иоанн Богослов.
Мне и доныне Хочется грызть Жаркой рябины Горькую кисть.
Марина Цветаева
4 notes · View notes
sosomikeladze · 1 month ago
Text
იგავნი სიყვარულისა (ლექსი)
თქვენ წინაშეა მესამე ლექსი ახალი კრებულიდან “სიყვარული, სინათლე, სიკეთე” როგორც დავწერე, ამ კრებულში ასი ახალი ლექსია ��ესული სიყვარულზე, ბედნიერებაზე, სიკეთეზე, სიცოცხლეზე, რომანტიზმზე, მშვენიერებაზე, ადამიანურ განცდებზე და სხვა. ასე რომ, მოიწონეთ და…
0 notes
notasapleasure · 6 months ago
Text
გიორგი ლობჟანიძე - შაჰიდები
მაგრად მაკოცე, დილით უკვე აღარ ვიქნებით; დავალებაზე ორივენი უნდა გავიდეთ, დიდი ქალაქის ორ კიდეში გავიფანტებით და შეკრება აღარასდროს მოგვიხერხდება კვამლად ავიწევთ ზეცისაკენ,  მიმოვიბნევით, და ვინ იცის,  იქ, ეგება, ვერასდროს შევხვდეთ... მაგრად მაკოცე შიგ ტუჩებში, ტანი ენით მომისინჯე,  ნება-ნება აჰყევი სხეულს,  ერთი ნაკვთი,  ერთი წიბოც არსად დაგრჩეს დაუკოცნელი... ხვალ ეს სხეული მტვრად იქცევა და ამ თვალებს ქარი წაიღებს...  სამოთხეში? სამოთხე ჩემთვის შენთან იყო.  სადაც გხედავდი, ყველაფერი იქ მიყვაოდა იქ ნელდებოდა უდაბნოს ხვატი და ჩემს შიგნით მოიწევდა,  რომ გულ-მკერდზე ფორეჯებად გამომფენოდა. დიახ, სამოთხე! –  რადგან ჩემთვის აკრძალული ხილი იყავი, ყველა მცნებით აღკვეთილი,  ბეჭედდასმული და სიყვარულსაც მხოლოდ მაშინ მოვახერხებდი, თუ საკუთარ თავს, სხეულსა და სულსაც დავთმობდი,  დავაგდებდი, როგორც კანს და მოგეცემოდი ან აგიღებდი,  რომ მსგავსი მსგავსით შეცნობილიყო... ამიტომაც:  შენ იყავი ჯოჯოხეთი და იმიტომ, რომ  ჯოჯოხეთი შენ იყავი, ჯოჯოხეთი სამოთხე  იყო... სად მივდივართ,  ხვალ საითკენ გავეშურებით? ნაღმებით უნდა შევანგრიოთ ჩვენთვის უწყალოდ ჩარაზული  სამოთხის ბჭენი, უნდა დავთმოთ სხეული ჩვენი მარადიული ნეტარების მოსაპოვებლად... მაგრამ მანამდე -  მიწიერი ნეტარების აღმტაც წუთებში - მაგრად მაკოცე შენი სხეულის ყველა მყესით ჩემი ტანის ყველა მყესი დაიმახსოვრე, იმ ადგილებს მიაგენი, სადაც სული და სხეული ერთმანეთს ერწყმის,  სადაც სხეული სულში გადად��ს... რომ,  როცა ხვალ,  ჩვენი თავის ნანგრევებში გავაბიჯებ��,  და ნაწილ-ნაწილ ავალთ ზეცაში, მაინც მიცნო  და სიყვარული  იქ გავაგრძელოთ...
1 note · View note
nonhapiupareti · 1 year ago
Photo
მინდა, ვიყოთ ერთად, სოფელში და წვიმდეს. შემოჩვეულ სევდას წვიმის ღვარი შლიდეს. იფარვიდეს შინდი, შეციებულ ჩიტებს, შენ კი… ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს. არა ვგავდეთ დიდებს… მიკითხავდე ლექსებს.. მიკოცნიდე ლამაზ, საფერებელ თითებს. მთელი ღამე ხშირი თბილი წვიმით წვიმდეს. შენ კი . . . ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს. (შოთა ნიშნიანიძე)
www.tumblr.com/dato-georgia-caucasus/706884718834188288
Tumblr media
1 note · View note
spyld · 11 months ago
Note
ორი საათია #speak your language day-ს ვათვალიერებ და ქართველები ვერავინ ვერ მიპოვია :(( ჩემი ერთი mutual სწავლობს, მაგრამ სხვა ვერავინ. ვინმე ქართველი თუ გამოგეხმიანებათ, მითხარით, თუ შეიძლება :3 :3
ილია ჭავჭავაძის ლექსიდან "ელეგია" ვაპირებდი სტრიქონის გამოგზავნას, რომელიც ჩემს ენაზე მოლაპარაკე სხვა ადამიანის მოძებნის უშედეგო მცდელობაზე გამახსენდა, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ძველებური ქართულით დაწერილი პოეზია ვერ ითარგმნება სწორად.
იმედია, ჩემი ნათქვამი მაინც სწორად ითარგმნება!! კომპიუტერებს ქართულზე მაინცდამაინც ვერ ენდობი (⁠~⁠ ̄⁠³⁠ ̄⁠)⁠~
📣 Georgians on tumblr‽‽
Translate is still pretty bad for many languages (also why I don't get the AI boom for translations ://)
Thank you for sending in!
10 notes · View notes
lonelysouls-world · 2 years ago
Text
თუნდაც ძველმოდურ ადამიანად ჩამთვალონ მიყვარს ხელოვნება, ღამე, პოეზია, მთვარე, მზის ჩასვლა, წვიმის სურნელი, მუსიკა და ადამიანები რომლებიც ჩახუტებას გვანან.
10 notes · View notes
lasha-citateli · 1 year ago
Text
0 notes
amatch-intowater1 · 2 years ago
Text
“ქალმა მას დაურეკა, რომელიღაც საბჭოთა ქალაქის ფოსტიდან,
მძიმე, შავი ტელეფონით.
ეს იყო ზამთარში და სარკმელებს მიღმა თოვდა.
მისი ხმის გაგონებაზე კაცმა წერა შეწყვიტა
და სიგარეტს მოუკიდა,
თუმცა ამის კეთებისას
ყურმილი კინაღამ ხელიდან გაუვარდა.
ისინი ლაპარაკობდნენ იმდენად გულწრფელად,
რომ თითქოს ერიდებოდნენ ერთმანეთს.
ისინი ლაპარაკობდნენ მოსალოდნელ შეხვედრაზე,
მაგრამ არ უწყოდნენ,
რომ თვითმფრინავი, რომლის ფრენაც თოვლის გამო გადაიდო
ვერასოდეს აიღებდა გეზს სხვა ათასწლეულებისაკენ-
უფრო წინ – წარსულში, თუ უკან- მომავლისაკენ.
ისინი ვეღარასოდეს ნახავენ ერთმანეთს
და თოვლიც ასე ვეღარასდროს იქნება მხოლოდ თოვლი. “
- კარლო კაჭარავა
9 notes · View notes
animusofwantedes · 3 years ago
Text
* *
მე ვდგავარ როგორც
დათოვლილი
სახლები მთებში,
და იმათ სიზმრებს
ძაღლის ყეფა ამხელს -
წყვეტილი .
როდესაც ეს ხმა აისახა
ჩემს დღიურებში,
ნატყვიარებად იქცა
ყველა მრავალწერტილი.
მას შემდეგ მძიმე, აღარ არის
ისეთი მძიმე,
სასვენ ნიშნებად ვარსკვლავები
ცაზე სხდებიან,
ასეთ ხასიათს როცა ვავლენ,
ჩათვალე მძინავს,
ქარი კი არ ქრის,
ეს ხეებიც
იზმორებიან.
ერეკლე დეისაძე 🚩
1 note · View note
contemplator1 · 4 years ago
Text
ყური დამიგდე, შენ კი არა, მე ვარ ვენახი!
ფოლადის მტევნებს ვაჩხრიალებ მჩატე სხეულზე
ენისელი ვარ, რქაწითელი და კარდენახი,
ყურძნის ტევრი ვარ, საწნახელში გამომწყვდეული.
კარგად შემხედე, შენ კი არა,მე ვარ ვენახი!
ზვრები გავცურე, რომ დამედგა თავზე გვირგვინი.
სტროფებს ვაფეთქებ, როგორც ნაღმებს ვისვრი ხელაღმა!
არ სცდება მიზანს ცეცხლოვანი ჩემი სიტყვები.
ყური დამიგდე, შენ კი არა, მე ვარ ვენახი!
ფოლადის მტევნებს ვაჩხრიალებ მჩატე სხეულზე.
სისხლივით მძიმე საფერავი და კარდენახი -
ყუძნის ღმერთი ვარ,საწნახელში გამომწყვდეული…
ზ.რ
7 notes · View notes
sityvaeuli · 2 months ago
Text
Tumblr media
,,რომ დავიხოცნეთ, იქაცა
კიდევ გიპოვნი მკვდრებშია.
შენს იქით, ვინ სთქვა, რო იყოს
ქალი, კაცი და ქვეყანა?..’’
-ვაჟა-ფშაველა
🖌️Jean Baptiste Camille Corot - Orpheus Leading Eurydice from the Underworld (1861)
7 notes · View notes
dato-georgia-caucasus · 2 years ago
Text
ვიდრე ხარ... ვიდრე გათოვს და გაწვიმს, არ წარიკვეთო არასდროს სასო, ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი, ხან ოცდაათი - ერთ ვერცხლად ფასობს. მაგრამ იმედი, ეს უფლის ჩიტი, კვლავ ისეთია, როგორიც იყო, კვლავ ჭრელ�� კაბა აცვია ჩითის და თხილისხელა გულს ყველას გვიყოფს. არ ჩაიქნიო არასდროს ხელი, ვიდრე ხარ... ვიდრე ხედავ და გესმის... ძველს ცვლის ახალი, ახალს კი - ძველი და ქვის მსროლელი ყვავილსაც გესვრის. ხან ბროლის კოშკზე შემოგსვამს ბედი, ხან გაბზრიალებს, ვით შოლტი ჩიკორს, მაგრამ ღიმილი და ცრემლის წვეთი კვლავ იგივეა, რაც ადრე იყო.
ოთარ ჭილაძე
2 notes · View notes
sosomikeladze · 1 month ago
Text
შენ რომ გიყურებ, ქალაო (ლექსი)
“შენ რომ გიყურებ, ქალაო” – პირველი ლექსია მხატვრული კრებულიდან “სიყვარული, სინათლე, სიკეთე” ❤  
0 notes
hollyweedbae · 4 years ago
Text
ირლ
უღალატეს. დღისით, მზისით.
მანაც რა ჰქნა?
უღალატა . ღამით, ნისლში
გაგრძელება?
მიღალატეს.და ცა იწვის...
ვინ ჩააქრობს ვულკანს ივნისს
გააცინეს , მარტო კარგო
გააღვიძეს, ტანგო ჩართო
გაუკიცხავს, დარჩა მარტო
გამოგაწრთობ.
და თან გხმარობ
ყვავილების სურნელებში
ძუძუს მწოვან ორგაზმებში
ძუზუმწოვარს ტროპიკებში
ფერადობამ მისცა გეზი.
ორმაგ გალა ჩაფურთხება
გამა გამა კვნესა სენად
ქალ��ს სახე წარმტაცია
მამიკოსი მახინჯია .
მაშინ როცა გამძღარია
როცა ვნება დამცხრალია...
ოქრის წვიმა ცხვირს უბზუებს
სველი დერმა ჟინს უმძაფრებს
და ჰგონია ეს ყოფილა ცხოვრება .
ჩასწვდომია იგი ჭეშმარიტებას. უკუნითვში უკუსვლებზე აღარ დადებს ფსონებს
5 notes · View notes
br0k3nl0st · 6 years ago
Text
Tumblr media
"მრავალს და მრავალს„
დაესწარიო, დამასწრებს ვიღაც,
და მეც ბანალურ პასუხს ვაკმარებ
“შენც, შენიანად„
ჩემიანები არ მინახავს
დიდი ხანია,
თქვენიანების ძებნას შევყევი.
გავხდი
მერყევი
სულის
შერყევის
შემდეგ და
მარყევს
მჟავე
არაყი,
“მაგას არ აყვე„
“მაგას არ აყვე„
მესმის ნაცნობი
ხმა და, ქარია.
შენ შეუყევი ერიხ მარიას,
მე მარკ ნოფლერის
"money for nothing"_ს
ვუსმენ და მისმენს
ჭორის კანტორა,
მე ეს ქვეყანა
გვიან დავტოვე,
ჩემი ბრალია...
ვენებზე დანა ვერ მიხმარია
მიზეზთა გამო.
უბრალო სიკვდილს,
ჭეშმარიტი სიცოცხლე მოაქვს.
და მხოლოდ სიკვდილს
შეუძლია ღმერთი გაგაცნოს.
სანდო ვინც დარჩა,
დღეს ყველაზე უმეგობროა,
ბევრჯერ დაკაწრეს.
და მე რაღა ვთქვა?!
დიდი
პატივი
დამდო
ამ თვეს
ჭორის
კანტორამ,
წინა თვეებთან შედარებით
მწერლად მრაცხავენ.
როგორც კომუნიზს გაქცეული
სამხრეთ ანგოლა
ისე ვარ ახლა
და განმასხვავე.
რომ განსხვავებით
ამა სოფლელთა,
მე ვარ ამბოხი ქვეყნიერების.
რასაც შევატყე გამაზომბებდა,
გადავეკიდე, და ვემტერები.
ამინ და ამინ გულის ორგიებს,
თერთმეტჯერ სიკვდილს,
და ამ თენებას.
სულის ორგაზმის მითოლოგიას,
რომელსაც ვგრძნობ და, თან მეჩვენება.
მე აღარ ვეძებ მიწას საოცარს,
და ამ თვალებით ზეცას ვყიდულობ.
ორგაზმის შემდეგ “ვეფხისტყაოსანს„
და ორგაზმამდე ჩემ ლექსს ვ��ითხულობ.
ნეტარ არიან (ლოცვაც მცირედი)
პრემიერები "rolex"_ს ორთქლავენ,
მე მაინც ჩავალ ოჩამჩირემდე
და ვერ მომკლავენ!
22 notes · View notes