#ერეკლედეისაძე
Explore tagged Tumblr posts
animusofwantedes · 2 years ago
Text
* *
მე ვდგავარ როგორც
დათოვლილი
სახლები მთებში,
და იმათ სიზმრებს
ძაღლის ყეფა ამხელს -
წყვეტილი .
როდესაც ეს ხმა აისახა
ჩემს დღიურებში,
ნატყვიარებად იქცა
ყველა მრავალწერტილი.
მას შემდეგ მძიმე, აღარ არის
ისეთი მძიმე,
სასვენ ნიშნებად ვარსკვლავები
ცაზე სხდებიან,
ასეთ ხასიათს როცა ვავლენ,
ჩათვალე მძინავს,
ქარი კი არ ქრის,
ეს ხეებიც
იზმორებიან.
ერეკლე დეისაძე 🚩
1 note · View note
animusofwantedes · 3 years ago
Text
*
შემთხვევის ადგილს არ უხდება
დიდხანს თვალთვალი,
როცა ჩაიდენ,
გაერიდე იქაურობას,
რადგან კანონმა ზუსტად იცის
მტყუან-მართალი,
არც მისი მცველი არ აყოვნებს
ჩემთან სტუმრობას.
- რა დაინახე? - მეკითხება პოლიციელი,
მან კარგად უწყის,
ყველა ნეკნი რატომ მაქვს რკინის,
თვალები მისი
ცივია და ოდნავ ცბიერი,
ბრწყინავს ჟეტონი,
როგორც მზეზე,
ნამსხვრევი ქილის.
- მე დავინახე - ვამბობ - ეს არც თავის ქებაა და
არც მართლება, შემიძლია,
გიამბოთ მეტი.
თუ ყველაფერი ქვეყანაზე
ღმერთის ნებაა
ეჭვმიტანილად მიიჩნიეთ - ბატონი ღმერთი.
ცუდი ამბების გადმოცემის
კარგი ნიჭი მაქვს,
ბომბდამშენივით ეს ღრუბლებიც -
გადავლით არის,
მშვიდად ვდგავარ და მძიმე თავი,
ისე მიჭირავს,
როგორც ბანკში მდგომ პენსიონერს
რიგის ქვითარი.
,,ასანთი მინდა”, მორიდებით მივმართე
უცნობს.
ვიდექით ბანკის შესასვლელთან,
წინ რიგი გრძელი.
კაცმა, რომელსაც ნავთით სავსე ბოთლი
ეჭირა
ახსენა ღმერთი
და ჯიბისკენ წაიღო ხელი.
მერე სინათლემ გაანათა იქაურობა.
მოულოდნელი აღტაცება იგრძნეს ფარულად,
კითხვა, რომელიც მათ ეგონათ ცუდი ხუმრობა,
იქცა უეცარ დღესასწაულად.
იქ მამასავით მიყურებდა ყველა ფანჯარა,
და დედაჩემის თვალებია
ფანჯრის რაფები,
ცა ისე ელავს - თითქოს ღმერთიც მათთან დამჯდარა,
ცა ისე ელავს -
იკლაკლნება ავტოგრაფები.
ერეკლე დეისაძე.
2022 წლის 22 ივნისი.
(ნაწყვეტი ,,აგურის ამხანაგები” დან)
0 notes