#მე ვარ ვენახი
Explore tagged Tumblr posts
Text
ყური დამიგდე, შენ კი არა, მე ვარ ვენახი!
ფოლადის მტევნებს ვაჩხრიალებ მჩატე სხეულზე
ენისელი ვარ, რქაწითელი და კარდენახი,
ყურძნის ტევრი ვარ, საწნახელში გამომწყვდეული.
კარგად შემხედე, შენ კი არა,მე ვარ ვენახი!
ზვრები გავცურე, რომ დამედგა თავზე გვირგვინი.
სტროფებს ვაფეთქებ, როგორც ნაღმებს ვისვრი ხელაღმა!
არ სცდება მიზანს ცეცხლოვანი ჩემი სიტყვები.
ყური დამიგდე, შენ კი არა, მე ვარ ვენახი!
ფოლადის მტევნებს ვაჩხრიალებ მჩატე სხეულზე.
სისხლივით მძიმე საფერავი და კარდენახი -
ყუძნის ღმერთი ვარ,საწნახელში გამომწყვდეული…
ზ.რ
7 notes
·
View notes