#პატარა ბიჭი
Explore tagged Tumblr posts
Text
And Then We Danced / და ჩვენ ვიცეკვეთ (2019), dir. Levan Akin
#ATWD amateur guidebook
Soundtrack Lyrics - Part 4 [go to: Prologue, Part 1, Part 2, Part 3, Part 5]
14. Davekhetebi Kuchebshi (დავეხეტები ქუᲩებᲨი)
"I wander aimlessly in the streets"
[Note: 1. mention about this music piece can not be found ANYWHERE but in the End Credits (that means I searched for it for few days straight with no effect) 2. according to both the fact it's placed between "Chrelo Pepela" and "Patara Bichi" and considering the meaning of the title - I assume it's the accordion music that can be heard right after Merab went out of the restaurant]
15. Patara Bichi (პატარა ბიჭი)
"Little boy"
[Note: This song lyrics was already mentioned in Part 3. It was refering to Mariam losing Merab then - but now it most definitely is describing Merabi's mood]
youtube
16. Coca Cola - DRO
Ola Ola Ola Coca-Cola Cola Cola Cola Uzi-Glock Hola Hola Hola It's summer Zola Zola Zola
Bikini and ola ola ola Coca-Cola Cola Cola Cola Uzi-Glock Hola Hola Hola Coca-Cola Cola Cola Cola
Drop Splash I Pay Cash Always Fresh Always Always Whoop Splash Always Fresh Balenciaga and ????
Whoop Splash Martini Sesh With Ice Splash Ice Ice Whoop Splash Summer Sesh Always Fresh Always Always
(...)
[Note: 1. Another example of Modern Georgian music by DRO (just like "Sakamoto" in Part 1). I would not look for any deeper meaning than the fact Merab can try to relax and not to think too much with this kind of music. 2. The whole lyrics you can find here]
ოლა ოლა ოლა კოკა-კოლა კოლა კოლა კოლა უზი-გლოკი ჰოლა ჰოლა ჰოლა ზაფხულია ზოლა ზოლა ზოლა
ბიკინი და ოლა ოლა ოლა კოკა-კოლა კოლა კოლა კოლა უზი-გლოკი ჰოლა ჰოლა ჰოლა კოკა-კოლა კოლა კოლა კოლა
Drop Splash მე ვიხდი Cash-ს ყოველთვის Fresh ყოველთვის ყოველთვის Whoop Splash ყოველთვის Fresh ბალენსიაგა და ????
Whoop Splash მარტინი Sesh ყინულით Splash ყინული ყინული Whoop Splash ზაფხული Sesh ყოველთვის Fresh ყოველთვის ყოველთვის
(...)
youtube
17. Jonny Boy - Kite
Last night I was out clubbing with Jonny boy We had a hard time getting over girls, me and Jonny boy The world was shaking so I turned to Jonny boy And we went out
I know myself And thinking doesn't work To heal myself And easiness, no I Don't know what that's about So I go out I know myself And thinking doesn't work To heal myself And easiness, no I Don't know what that's about So I go out
Last night I was out clubbing with Jonny boy 'Cause I was restless walking home from work, as was Jonny boy My hands were shaking as I said to Jonny boy Can we go out?
I know myself And thinking doesn't work To heal myself And easiness, no I Don't know what that's about So I go out I know myself And thinking doesn't work To heal myself And easiness, no I Don't know what that's about So I go out
[Note: 1. Iconic piece with characteristic whistled intro, used in the official movie trailer 2. lyrics found here]
youtube
18. Tale VIII - Greenbeam & Leon
[Note: instrumental, no lyrics]
youtube
19. Taxi 1 & 2, Taxi 3
[Note: background music in the Taxi. Taught by previous experience I was not even trying to search for that]
20. Afterall, She Had No Reason To Stay - Héctor Oaks
[Note: instrumental, no lyrics]
youtube
--------------go to Prologue----------------
--------------- go to Part 1 ------------------
--------------- go to Part 2 ------------------
--------------- go to Part 3 ------------------
--------------- go to Part 5 ------------------
#ATWD amateur guidebook#and then we danced soundtrack#and then we danced#atwd#და ჩვენ ვიცეკვეთ#Youtube#so I spend half of the sunday to make another part of something that may (or may not) be appreciated by 2 or 3 people#you gotta love that kind of devotion💪#but honestly this part was one of the easiest and least important with all the instrumental music#I can't wait to get to Bindis Feria Sofelu and Baghshi Gagitsan... that'll sure take me whole day or more🥲#but be patient and don't lose hope all my dear imaginary recipients!❤️
3 notes
·
View notes
Text
არა���
არ მიყვარს... ჩახუტება მომენატრა ! აი ხელებს რომ შემოგხვევს და თავი
ძალიან პატარა რომ გგონია.. გულისხელა... მის გულისცემას რომ გრძნობ...
თავიდან თითქოს გეშინია,ცდილობ თავი გაითავისუფლო.. ჰოო გეშინია, რომ აი
ახლა თუ არ წახვალ მერე ვეღარ წახვალ.... დამიმუღამა ... მთავარია
რამდენიმე წუთი მოახერხოს და არ გამიშვას.... მერე შენც შემოხვევ
ხელებს,თავიდან იცილებ მერეზე და ხვალეზე ფიქრს და ეხუტები... თავი
ყველასგან და ყველაფრისგან დაცული გგონია,ახლოს ხარ მის ყურთან და
ძალიან,ძალიან დაბალ ხმაზე ეუბნები რომ მოგენატრა... თვალები
უწყლიანდება,ოდნავ იწევა და გიყურებს... გიყურებს ისე,რომ სიტყვაც რომ არ
თქვას საკმარისია... მაგრამ ამბობს,ამბობს ყველაფერს რასაც იმ წამს
გრძნობს... უფრო სწორად ამბობს რის თქმასაც ახერხებს... ბოდიალაა....
ეტყობა რჩება ხოლმე რაღაცეები უთქმელი... ხომ არის განცდები,გულში რომ ვერ
იტევ იმხელაა,მაგრამ შენ გაპატარავებს ისე,რომ ამოთქმას ვეღარ ახერხებ...
ჰოდა, ახლა აი ეს ბიჭი დადის შენს წინ, (ხან ზის) იცინის,ადამიანებს ელაპარაკება,გიღიმის (ისე სხვათაშორის,ზრდილობიანადსავით
) სხვის თვალში ალბათ როგორი როგორც თვითონ ამბობს ხოლმე,ცივილიზებული
ბიჭია ))) უყურებ და გეცინება.. გარს ახვევია ხალხი,რომელმაც არაფერი იცის
მასზე.. ხალხი,ვინც დიდ დროს ატარებს მასთან და იქნებ გონიათ კიდეც
ვიცნობთო არადა არც არასდროს უცდიათ მისი გაცნობა...)) მერე უცებ მის
მზერას დავიჭერ,წამიერად... და ის ისევ ის ბატია რა.....
სუპერბავშვური... ფააააფუ აღარსად ჩანს ცივილიზებული ბიჭი და მაგ დროს
მგონია ხოლმე თავი ბოროტი დეიდა,პატარა ბავშვს ერთადერთი სათამაშო რომ
წაართვა,არა კი არ წაართვა მოშორებით დაუდო და გამოუცხადა უყურე ოღონდ არ
ითამაშოო.... ასე ვარ მე ძალიან ხშირად... ამდენად ახლოს და ამდენად შორს..
არაა კი არ მიყვარს,უბრალოდ ჩახუტება მომენატრა
2 notes
·
View notes
Text
საფუძვლიანი აბსურდი
ბილი მახვილგონიერი ბიჭი იყო და წვეტიანი თავი ჰქონდა.
მერსი, მუდამ მის სიახლოვეს იყო ხოლმე, მაშინაც კი, როდესაც
ამის არანაირი წინაპირობა და პერსპექტიული საფუძველი არ არსებობდა.
ძნელად თუ შეამჩნევდი, რომ ბილი სიარულის დროს ხშირად წერდა მელოდიას
(ძირითადად ფეხების მოძრაობით) ერთი, ორი და თუ გნებავთ სამი შეხედვითაც
რაღაც რიგზე ვერ იყო.
საერთოდ ვერავინ წარმოიდგენდა დედამიწის ზურგზე რომ, ერთ, არც ისე
მოსალოდნელ დღეს, ბილი მწვანე ტყის ერთ-ერთ ყველაზე მოზრდილი ხის, ფუღუროში იქნებოდა ტრაკით გარჭობილი. ხელები, მწყობრიდან გამოსული ქოლგის გამხსნელი მექანიზმივით უწესრიგოდ ჰქონდა ჩამოყრილი. ყველაზე შესამჩნევ მდგომარეობაში, მისი თავი იყო, რომელიც დამსახურებულად ჯერ კიდევ ედგა ტანზე
საერთოდ არ ექნებოდა ღირებულება ამ ფაქტზე, ყურადღების გამახვილებას, რომ არა
შავბეწვიანი მაიმუნი, რომელიც იქვე ხისა და ყველაფერ ზემოთ ჩამოთვლილ რაღაცებთან ძალიან ახლოს იდგა, თუმცა ამის თქმაც ძალიან რთული იქნებოდა დანამდბილებით, რომ არა, ველურ ვარდთან განცხრომაში მყოფი ციყვი, შესაბამისად ციყვთან.
ტყე ნებისმიერ შემთხვევაში მართალია, ტყის წინააღმდეგ ვერავინ წავა.
გამუდმებით ამას იმეორებდა მოხუცი.
ამბავი რომელიც არც თუ ისე წარმატებულად დაიწყო, საერთოდ არ ნიშნავდა წვიმას ჰონგ-კონგში, ან მსხვილ ფეხეებიანი ქალის ინსულტს, სადღაც ჩიუნ-ხაუში. ეს უბრალოდ ამბავია, რომელიც არავინ იცის, როგორ დასრულდება. ან თუ დასრულდება, რა სარგებელი ექნება ბრბობს, რომელებიც უთვალლავი საუკუნეა ანადგურებს დღეებს და სისხლნარევი ზიზღით გლეჯენ ერთმანრთს.
უკვე დამავიწყდა კიდეც რა ამბის შეთხზას ვაპირებდი, მაგრამ არამგონია კორექტული იყოს ახლა თქვნეთვის დაუსრულებელი ამბის თვალებში შეტოვება. თავმოყვარეობა ხორცმეტს ჰგავს ლოყაზე, ან თუ გნებავთ ცხვირის ნესტოსთან მარვენა დაბალ კუთხეში.
რაც უფრო ხშირად მოისვამ ხელს, მით უფრო მალე მოგძვრება. ამიტომაც ვამბჯობინებ ყოველთვის, რაიმე გაზიან არაგამაღიზიანებელ სასმელს, ნებისმიერი ასეპტიკური ტექნოლოგიით დამზადებულ წვენს. ვერ ვიტყვი რომ ეს რჩევაა შენს მიმართ, ან რაიმე სახის გადაცდომაზე მიგანიშნებ. უბრალოდ შენზეა დამოკიდებული თითოეული დღე, რომელუც ნებისმიერ შემთხვევაში დგება ხოლმე, ისევე როგორც შენ.
წარმოუდგენელია, ისევ ვერ ვიხსენებ რაზე მინდოდა მომეთხრო თქენ��ვის. თუ კარგად დაააკვირდებით შენიშნავთ რომ, არცერთი ხე არ დგას ადაამინებისკენ ზურგით. ეს უბრალოდ ირონიაა. ცხოვრება არც ისე საინტერესო და არც ისე მოსაწყენია. არც ისე სველი და არც ისე მშრალი. ძირითადად სადღაც შუაშია ხოლმე ცხოვრებისეული ვნებები. დაახლოვებით დედამიწის კანს ჰგავს რაღაცით, ან თუ გნებავთ ხის მერქანს. წარმოდგენა არ მაქვს ეს რატომ ვთქვი, ესეც ცხოვრეებისეულია. ბევრი რამ უთქვამთ საგნების შესახებ, ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ საგნების გაცოცხლებას და მათშში სულის თუ არა, რაღაც მსგავსის დანახვას. მაგრამ როდესაც გავლენის სფერო იზრდება და შესაძლებლობები სცდება ყოველგვარ ფარგლებს, ნებსიმიერ შემთხვევაში ემენონები რაღაცას, ის გმართავს და საკუთარი თავის გამოვლინების საშუალებას იშვიათად გაძლევს
შენ გაღიზიანებული ხარ, ყველაფერი წვეტიანია , როდესაც ირგვლივ მიმოიხედავ, ბოღმა გგუდავს შიგნიდან და გაიძულებს ვიღაცის სექსუალური ტანი, ფეხებზე დაიკიდო, არანაირი ემოცია აღარ გაქვს სახეზე, კანის თითოეულ უჯრედში წვეტიანი პატარა სამკუთხედი მეტალისებური ფიგურები გაქვს ჩაწყობილი და შიგნიდან ეწამები. სახის კანი ბოროტებით გაქვს სავსე და შენი ნაბიჯები საერთო არაფერს არ ჰგავს. გინდა რომ იწამო ღმერთი (არა, ისედაც გწამს) უფრო მეტად, რაღაც არ გაკმაყოფილებს შიგნიდან სიტყვები გირტყამს პირდაპირ ტვინში და ფიქრობ: რომ შენ უფრო მეტის ღირსი ხარ, ყველაფერს კარგად აკეთებ, ცდილობ გაიღიმო ხოლმე უფრო ხშირად, ვიდრე ამის საბაბი გაგაჩნია. მოწესრიგებულიც ხარ, შენზე ვერავინ იტყვის.. და საქმეც ამაშია, რომ არავინ არაფერს ამბობს.
ალბათ ხვდებით რომ იმ ამბის გაგრძელებას აღარ აქვს აზრი. სჯობს მოუკიდო სიგარეტს და აივანზე გახვიდე, ბილის ტრაკზე ფიქრს ნამდვილად სჯობს ასე მოიქცე.
1 note
·
View note
Text
მე ვლაპარაკობ- დაძაი ოსამუ
თარგმანი- ლილე ადეიშვილისა
.
.
ტკივილი:ღამე მორჩილებისა, დილა შეგუებისა. ნუთუ ცხოვრება უბრალოდ მიმღებლობაა. უბედურებასთან შეგუება. ახალგაზრდობა დღითიდღე , სწრაფად მეცლება ხელიდან.უბადრუკ ბინებში ვპოვე ბედნიერება.
ჟღერადობა დაკარგა ჩემმა სიმღერამ. გარკვეული პერიოდი მცონარებაში გავატარე ტოკიოში და შემდეგ ჩუმად დავიწყე წერა, ეს არ იყო სიმღერა, ცხოვრების ჩურ���ული გახლდათ უთუოდ. მუშაობისას გავიაზრე რა სახეს მიიღებდა ჩემი ნაწარმოები. რაღაც თავდაჯერებულობის მსგავსი მოვიკრიბე და დავიწყე წერა რომანისა, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ რომ დამეგეგმა.
გასული წლის სექტემბერში,მოსასვენებელი სახლის-"ტენკაჯაიას" მეორე სართული დავიქირავე, რომელიც იამანაშის პრეფექტურაში, მისაკას უღელტეხილის თავზე მდებარეობ��ა. ამას იქით, ჩემი ნაწარმოები ნელ-ნელა, სტაბილურად მიიწევდა წინ და თითქმის ას გვერდსაც კი მიაღწია. ხელახლა გადავიკითხე, სულაც არ მეჩვენა უღიმღამო. ახალი ძალები მოვიკრიბე და ერთ ზამთრის ქარიშხლიან ღამეს დაუფიქრებლად შევფიცე საკუთარ თავს, არ დავბრუნებულიყავი ტოკიოში, სანამ რომანს არ დავასრულებდი.
ნამდვილად სულელური აღთქმა დავდე. სექტემბერს ოქტომბერი მოჰყვა, შემდეგ ნოემბერი, დეკემბერი. აუტანელი ხდებოდა მისაკას სუსხიანი ჰავა. გრძელი, დეპრესიული ზამთრის ღამეები ერთმანეთს მისდევდნენ. როგორ შევცდი! ასე იმპულსურად დავუდე საკუთარ თავს პირობა. არაფერი მერჩივნა ტოკიოში კისრისტეხით გაქცევას, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებდი.ეს ბრძანების, საკუთარი თავის ღალატი გამოვიდოდა. ორ მიმართულებას შორის ვმერყეობდი უღელტეხილის თავზე. დაბლა, კოფუში ჩასვლა გადავწყვიტე ბოლოს. კოფუ მისაკაზე ტენიანი ადგილია, გამიადვილდებოდა ზამთრის გადაგორება. კოფუში გადასვლამ ძლიერ არგო ჩემს ჯანმრთელობას. ხველამ მიმატოვა. გარეუბნის პანსიონში პატარა, მზიანი ოთახი ვიქირავე და როდესაც კვლავ მივუჯექი სამუშაო მაგიდას, ვიგრძენი-სწორი გადაწყვეტილება მიმეღო. იხვეწებოდა ჩემი რომანიც.
ყოველ შუადღეს, მაშინ, როცა ჩემს მდუმარე ოთახში გამალებით ვუკირკიტებდი რომანს, მესმოდა მელოდიური სიმღერა პატარა გოგონებისა. კალამს გვერდით გადავდებდი, ვაყურადებდი. პანსიონის მახლობლად, ხეივნის გასწვრივ, ვიწრო ქუჩაზე იდგა წისქვილი. მუშაობისას მღეროდნენ გოგონები. გამორჩეულად ლამაზი ხმა ჰქონდა ერთს, მის ხმას მიჰყვებაო სიმღერა თითქოს. გედი იხვების ტბაში-გავიფიქრებდი. იმდენად ღვთაებრივი იყო მისი ხმა, მადლიერების გრძნობა მავსებდა. წისქვილის კედელზე გადაბობღებასაც არ ვითაკილებდი, ოღონდ ერთადერთხელ შემევლო თვალი ამ მომაჯადოვებელი ხმის პატრონისათვის.
"ერთი უბედური კაცი ვარ. ვერც კი იაზრებ, როგორ მეხმარები, როგორ მეხმარება შენი სიმღერა დღითიდღე.როგორ შთამაგონებ მე და ჩემს ნაწარმოებს. მთელი გულით მინდა მადლობა გადაგიხადო"- მსგავსი ტექსტის ფურცელზე დაჩხაპნა და წისქვილის ფანჯრიდან შეგდება გავიფიქრე. მაგრამ ვაი თუ გოგონას ენახა ფურცელი, წაეკითხა, შეშინებოდა, ხმა დაჰკარგვოდა... იმედგაცრუება დამწვავდა უმალ. მიუხედავად იმისა, რომ ასე არ განმეზრახა, თუ ჩემი მადლიერების გამოხა��ვის ეს ფორმა სიმღერას ჩაახშობდა, დანაშაული იქნებოდა მხოლოდ.
მარტოდმარტო ვიჯექი, მოუსვენრად. სიყვარული-,ალბათ, სიყვარული იყო.
თებერვლის ცივი, ჩუმი საღამოს მდუმარება წისქვილისკენ მიმავალი ქუჩიდან წამოსულმა ხრინწიანმა ხმამ დაარღვია.სმენა დავძაბე.
"ნნუ დდამცინი, ვინნ სასსაცილო? რადგან მე დავლიე, ესს არ არის სასსაცილო. მე ვლაპარაკობ ინგლისურად, ღამის სკოლაში დავდივარ. იცი ესს, დაიკო? სანაძლეოს ვდებ არ იცი. დიდი ვინმე უნდა გავხე, ამიტომმ, ამიტომ დავდივარ, რა გაცინებს? რა არის ასეთი სასაცილო? გესმის ჩემი დაიკო? მალე გაიგებ. ნუ გგაგიკვირდება, როცა გაიგებ. შეიძლლება ლოთი ძმა ვარ, მაგრამ ჩვეულებრივ შემიძლია ვიმუშავო. ლაპარაკობ ინგლისურად? მე ვლაპარაკობ ინგლისურად. მე ვლაპარაკობ! კარგგი ბიჭი არ ვარ დაიკო? არ გესსმის ჩემი..."
ქაღალდის კარი* ოდნავ შევაღე და ქუჩაში ჩავიჭყიტე. თეთრი ქლიავის ხე დავინახე მეგონა, ბიჭის თეთრი საწვიმარი გახლდათ თურმე. სეზონისთვის შეუფერებელი საწვიმარი ჩაეცვა, წისქვილის კედელს ზურგით მიყრდნობოდა. ფანჯრიდან წელამდე გადმოხრილიყო მომღიმარი გოგონა, მთვრალ ძმას გადმოჰყურებდა იგი. მთვარიანი ღამე არ იყო, ვერც ბიჭის და ვერც გოგონას სახის ნაკვთები გავარჩიე. მაგრამ გოგონას მრგვალი, გაფითრებული სახე იცინოდა უთუოდ. ბავშვური ელფერი დაჰკრავდა ვაჟის ჩაბნელებულ სახეს. "მე შემიძლია ლაპარაკი'', ამ გალეშილის ინგლისურმა თითქმის მტკივნეული ძალით ჩამარტყა. "დასაბამიდან იყო სიტყვა...ყველაფერი მის მიერ შეიქმნა..."* მივიწყებული სიმღერა გამახსენდა უეცრად. უბრალო სცენა იყო, ჩემთვის კი დაუვიწყარი.
მეწისქვილე გოგონა იმ საღამოს...
ის იყო ლამაზი ხმით? წარმოდგენა არ მაქვს. ალბათ, არა.
.
.
.
შენიშვნები:
*ტრადიციული იაპონური გასაგორებელი კარი ხის ჩარჩოსგან და მინის, ქაღალდის, ქსოვილის ან ხის თხელი ფენისგან შედგება.
*ახალი აღთქმა-იოანეს სახარება, თავი პირველი.
0 notes
Text
ყოველ დღე დიდი დოზებია სევდის.
კაცი რომელსაც ალბათ სხვანაირი ეგრეგორული გაგრძელება დაამშვებდა.
ახალგაზრდა, გულწრფელი, გულღია, გულკეთილი, სათნო ბიჭი, რომელსაც ჰყავს პატარა 2 წლის გოგონა და მალე ბიჭიც შეეძინება, ერთ თუ ორ თხას ზრდის და მათი რძით არჩენს შვილებს, ესაა მისი სიმდიდრე, და იმისათვის რომ ეს თხები ეყიდა, ხელის ურემს დაათრევდა ყოველ დილას დაღამებამდე, და ყიდვა გაყიდვას 'ამუღამებდა'. იმისათვის რომ მასავით კეთილი, ნათელი, გულღია, გულთბილი ციცქნა გოგონა გაღიმებული ენახა. და დღეს როცა მან, მისი გულწფრელი, ნათელი, კეთილი შრომით ძალიან ბევრს მიაღწია, მისი ციცქნა გოგონა ტანჯვაში ცხოვრობს, მხოლოდ იმიტომ რომ წარმოსახვითი სიყვარულის დაიჯერა, და ამ წრიდან ვეღარ გამოდის, მისმა ციცქნა ბიჭმა გაამრუდა მისი ცხოვრება თავისი არჩევანით. და ეს კეთილი, გულღია, ალალი ხალხის ეგრეგორი სევდის მატარებელ ეგრეგორად იქცა. დღეს ეს კაცი მტანჯველი სენით კვდება, ნელი სიკვდილით კვდება. ცხოვრება რომანტიული სერიალი არარის. ტყუილში ცხოვრებაა ჰეფი ენდი? თუ ტყუილით ჰეფი ენდი ვერ გექნება?
ეს კაცი სხვანაირ ენდს იმსახურებდა, უფრო გულწფერლს მაინც.
0 notes
Text
სოფელ ჯოყოლოში მოხუცი კაცი ვნახეთ, გაცრეცილ პატარა სკამზე იჯდა, ჭიქის ნაყინს ჭამდა და რომ დაგვინახა მიატოვა ჭამა. სიცხეა 45 გრადუსი და წყალზე ვტრიალებთ ყველა. იქვე ახლო მახლოს დავინახეთ რომ წყალი მოდიოდა. სასმელად ვარგისია ეს წყალი უფროსო? - ვეკითხები
- დიახ, მთის წყალია, ზემოდან მოდის.
- - წავედით ასავსებად
- ლაპარაკი დაიწყო, ამ სოფელში ჩემი გულის სანდომი კაცი ვერ ვნახეო, გულია ადამიანში მთავარი და თუ გული სუფთა არა გაქვს… ჩუმდება…
- - არაფრად ვარგიხარ - დავამატე მე
- - ეგრეა, არაფრად ვარგიხარ
- - ჩემს თაობაში, ქალიც დაფასებული იყო და კაციც, ახლა სხვა თაობა წამოვიდა… აქ რომ იტყოდნენ ეს კაცი თბილისშია ნამყოფიო, იცით როგორი დაფასება ჰქონდა? ახლა ვეღარ გაიგებ ვერაფერს
- - სად წავიდა ის ყველაფერი? ვეძიები რომ მეტი ისაუბროს…
- ადრინდელივით აღარაფერია და გული მტკივა… სანდო კაცს ვეღარ ნახავ…
- - მაშინ ხომ იყო ადამიანობა რაც ყველაზე მთავარია?
- - ამოიოხრა და თავი დამიქნია.
- ახლა აღარც ადამიანობაა და აღარც სიყვარული!
- აბა ჩვენ ვინ ვართ? ორი გოგონა შემოვიდა ჩვენს საუბარში.
- რობოტები! მივუგე ცივად.
- აპროტესტებდნენ, ვერც ჩემი ნათქვამი გაიგეს და ვერც ამ მოხუცი პაპის…
- და ახლა ამბობს ერთი, სულ მგონია რომ ამ ყველაფერს ის ადამიანები ამბობენ, ვინც ეგეთ გარემოშიაო…
-
- მეღიმება. ლაპარაკად არ ღირდა გაგრძელება… თან გულში ვფიქრობ, ამ ასაკამდე თუ მივალ ნეტავ მე რას ვიტყვი მერე? და ახლაც რომ ასე ვფიქრობ? და 20 წლის ბიჭი რომ ვიყავი მაშინაც ამას არ ვფიქრობდი?
- ამ კაცში ჩემს თავს ვხედავდი, გარეგნულად ჯერ არ დავბერებულვარ, ჯერ არ ჩამწითლებია ქუთუთოები მაგრამ მე ხომ ძალიან მწარედ ვიცი რასაც ამბობს და რასაც გულისხმობს…
და ისევ ბევრი დუმილი…
ბევრი დარდი და წუხილი…
კიდევ რა?
ადამიანები არაადამიანობენ!…
1 note
·
View note
Text
როცა ნაფაზს იგრძნობ ფილტვებში და დაგახველებს , ეგარი ჭეშმარიტი პირველი ნაფაზი , ნამდვილი მწეველის სტატუსამდე ორი ბლოკი სიგარეტი გაკლია დილას ჭამის შემდეგ და ყველაზე მაგარია მოჯმისას დაამუღამებ ნელნელა ... დაამთავრეს ახლად მოსულის დარიგება თინეიჯერებმა და გადააწოდეს შავი "სობრანიე" რომელსაც სასიამოვნო მაცდური აკძალული ვაშლის სუნი გადაკრავდა . ეხლა ისინი სრულყოფილად იყვნენ შეკრებილები , ზუსტად ამ მომენტში ჩაიქროლა ქალაქის მერის მანქანამ რომელიც ახალი ტენდერის გასაფორმებლად მიიჩქაროდა ძმაკაცთან რათა ცოტა ნაკლები ეშრომათ და მეტი მიეღოთ თუმცა მანამდე ერთი პაატარა საქმე იყო მოსაგვარებელი .
მანქანის ფანჯრიდან კარგად ჩანდა თუ როგორ მიუყვებოდა ახალგაზრდა ბიჭი ნაწვიმარი ქუჩის ბილიკებს ის ცაში დაკიდულ მსხლის ფოთლებს ისე უყურებდა თითქოს ბუნებას თვალებში ჩახედაო , ზოგგან ჩერდებოდა და ჭადრის ხეებს ეფარებოდა ისე თითქოს მათი ფილტვებიდან სუნთავდა ჰაერს , დიდი ვერაფერი ითქმიდა ამ კანაფით გაბრუებულ ყმაწვილზე რომელიც ბუნებისგან მიღებულ სიამოვნებას ისევ ბუნებას უბრუნებდა .
სხდობაა ..!!!მიტინგიაა...!!! სამთავრობო შეკრებაა ...!!! გაიძახოდნენ სველ ასფალტზე ადუღებული ოპოზიციონერები და მკაფიოდ მიუყვებოდნენ გზას, კონკრეტული მიმართულებით ქონდათ ცხვირები აბზეკილი თითქოს მათაც ვიღაცამ თითი მიუშვირა აი იქეთ უნდა წახვიდეთო და ისინიც მიყვებოდნენ გზას რომელიც არსაით მიდიოდა .
ყველა გზა რომში მიდისო , ამბობდა ქუჩაში მომავალი სამთავრობო ფორმაში ჩაცმული ფილოსოფოსი თუმცა ერთი პატარა ფაქტი ქონდა გამარჩენილი , სანამ მის დანამატს დაიმტკიცებდა . რომი მონობას დახსნილმა თავისუფალმა ადამიანმა დაარსა , სანამ ამას იზამდა ძმა მოკლა რადგან ვერც მასთან იპოვა ის გზა რომელიც რომამდე მიიყვანდა .
ყველაფერს თავისი ფასიაქ ამიტომაც დგას კოჭლი "სტაიანშიკი " გარინჩა ფასიანი სადგომის გასწვრივ და ელოდება როდის გადმოუგდებს მის ლუკმას ცხოვრება რომელსაც პარკინგ კონტროლის ფასი აქ .
ამასობაში ღამის ბნელმა ტალღებმა გადაუარა ქალაქს , მარტო სამთავრობო სცენა ანათებდა ისე მკაფიოდ თითქოს მზე ჩაანაცვლესო , ამ შუქზე ითვლიდნენ მათხოვრები იმ დღის საზღაურს მათ გვერდზე იდგნენ მშრომელები და ისინიც ითვლიდნენ იმას რაც მათთვის იმ დღეს დაუცვივდათ ჯიბე და მუცელ გავსებულ კაპიტალისტებს რომლებიც არსად ჩანდნენ მათი არსებობაც კი არ იცოდა ხალხმა , მათგან დაფინანსებული სამთავრობო მზე კი ღამეს ანათებდა , ამ მზის ცენტრში იდგა ზემოთ ხსენებული ქალაქის თავკაცი და ხალხს ახსენებდა იმას თუ რამდენი შრომა იყო საჭირო მათ მიერ გადახდილი ფულის გასაფლანგავად .
ამ ქაოსში ამოტივტივებულმა მთვარემ შეამჩნია რომ მის მიერ მოპარულ სხივებს ძალა წართმეოდათ და ადამიანები ციფრების ქაოსში ათქვეფილიყვნენ მათ თავზე სულ მზე რო ამოსულიყო იმ ღამეს მაქსიმუმ სოციალურ ქსელში ვიხილავდით მას რადგან ვინც თვალით ნახავდა ყველა ტელეფონის ობიექტივს მიანდობდა მისი ნამდვილად შეგრძნების და გააზრების იმ ერთადერთ წამს როცა ღამე განათდებოდა .
1 note
·
View note
Text
დებილობა რა გამიკეთებია?
ბავშვობიდან მიყვარს, არა ჩემი სქესის ტანსაცმელი და ყოველთვის მომეპოვება.. ჰოდა სკოლის პერიოდში ერთი ბიჭი მომწონდა ძაან.. ან უფრო ძაან.. ჰოდა ამ ბიჭს ერთხელ ტანსაცმელი დაუსველდა, ნუ კლასში იწუწავეს.. მაგ დღის შემდეგ სკოლის ჩანთაში, მთელი წელი, ერთ პატარა უჯრაში, დავატარებდი ჩემს ერთ-ერთ საყვარელ ბიჭის მაისურს იმ იმედით რომ კიდევ ერთხელ რამე დაემართებოდა და ჩემს ტანსაცმელს ვათხოვებდი..
ნეტა ახლაც მაგ მოტივით მაქვს ბიჭის ტანსაცმელი? თუ მართლა მომწონს? ეგ აქამდე არასდროს მიფიქრია..
1 note
·
View note
Link
0 notes
Photo
...პატარა ბიჭი დამეკარქა წიტელ პერანგა
I lost the little boy in the red shirt...
#და ჩვენ ვიცეკვეთ#and then we danced#mmm my editing skills aren't up to it but i am OBSESSED with red in this scene#პატარა ბიჭი#patara bichi#is the song playing when he's dancing at night after the weekend at mary's#and when he and mate meet in the evening after he loses his job#and it BREAKS ME that almost every song in between the vineyard and the wedding is about losing someone#even though merab doesn't realise yet that he's lost him#(anyway thanks to sally for confirming my suspicions about what the lyrics actually meant)#*shakes fist at levan akin and zviad mgebry* stop making me feel things!!
21 notes
·
View notes
Text
რამხელა გავლენას ახდენს ჩვენზე მომენტები, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით
Ცენტრალურ ევროპაში, “ევროპად” წოდებული ერთ-ერთი ქვეყნის დედაქალაქში, ვინმე გავლით მაინც თუ ხართ ნამყოფი, უეჭველად გაივლიდით ზოხოვას გაჩერებას, ყველაზე დიდი და ხალხმრავალი ადგილია, თითქმის დღის ყველა მონაკვეთში სავსეა ხალხით. Გაზაფხულის ერთ-ერთი შუადღეა, დღის განმავლობაში ბევრი საქმე მქონდა გასაკეთებელი, ყველაფერი, რომ მოვათავე, სახლში დაბრუნება გადავწყვიტე და შესაბამისად ამ ზოხოვას გაჩერებაზე მომიწია მისვლა, ავხედე ტაბლოიდს, რომელიც სულ რაღაც ერთი კვირის წინ დააყენეს, აქამდე დაბეჭდილ განრიგს იყენებდა ხალხი,წვიმისგან გაცრეცილ დაბეჭდილ განრიგს, თან არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრია. ჩემდა სამწუხაროდ ავტობუსი, რომელსაც ველ��დი ახლახანს წასულიყო და დიდი ხნით მიწევდა ლოდინი, დავჯექი სკამზე, ვადვნებ თვალყურს ერთ ჩვეულებრივ დღეს, ცოტა მზიანს.
ჩემი თვალთახედვის არეალში ბევრი ხალხი მიმოიერევა,ზოგი მიდის, ზოგიც მოდის, მაგრამ 15-20 კაცი სულ არის, ვინც ჩემსავით ტრანსპორტის ლოდინშია. Ჩემს მომიჯნავე სკამებზე მამა-შვილი სხედან, ბიჭი პატარაა, თვალებში შესციცინებს მამას და მსოფლიოში ყველაზე გამბედავ, მამაც, ვაჟკაც და ძლიერ ადამიანად მიაჩნია, ისეთად, როგორიც თავად უნდა, რომ იყოს, ერთგვარი გმირია მის თვალში.
Შუადღის ქაოტური, მაგრამ ამავდროულად მშვიდი იდილია შუახნის ასაკის წყვილმა დაარღვია, დიდად ყურადღება არ მიმიქცევია, რამდენი გიჟია ამ ქვეყანაზე, ყველას დროს ხომ ვერ დავუთმობთ? Მაგრამ ეს გიჟები, უფრო გიჟები აღმოჩდნენ, ორი სამი წუთის შემდეგ უკვე ჩვენს თვალწინ დაიწყეს ჩხუბი, თანდათან ეს ყველაფერი უფრო გამწვავდა, ყოველწამიერად შუახნის, მთვრალი მამაკაცი საცემრად იწევდა, იმუქრებოდა, ბოლო ხმაზე უყვიროდა და აგინებდა თავის პარტნიორს. Ქალი კი შეშინებული, სახეზე ხელს იფარებდა, აქეთ-იქით დარბოდა, ეგებ ვინმე მომეშეველოს და ამ კაცმა თავი დამანებოსო…. Ალბათ ისიც ნასვამი იყო. Გავიდა ათი წუთი და სიტუაცია სულ უფრო და უფრო მძფრდებოდა, კაცმა უფრო ხმამაღლა დაიწყო ყვირილი და ქალს ურტყამდა, ამ ყველაფერს ჩვენ, 15-20 კაცი ვუყურებთ. გამოავლინა თავისი სიძლიერე და კაცობა, ქალს სცემა, დროთა განმავლობაში კი ყველაფერი უფროდაუფრო იძაბებოდა.
ქალმა ვეღარ მოითმინა და ეცადა ხმა ამოეღო, ეცადა დაეცვა ის მცირე ნაწილი თავმოყვარეობისა,რაც დარჩენოდა, ხანდახან შეეპასუხებოდა, ცოტათი ტონს აუწევდა, მაგრამ სულ ეს იყო, რაც შერძლო, უძლური იყო მხეცის წინაშე. Ჩემს გვერდით მჯდომი ბავშვის ციმციმა თვალები ნელნელა ფერმკრთალდება, ნელნელა იცრიცება და იღვენთება მის მყოფადში მამის კულტი, დაბნეულია, ვერ ხვდება, კაცი, რომელიც ყველაზე მამაცი და ძლიერია, რატომ არაფერს აკეთბს, სულ მთლად დაიბნა. საყვარელ პატარა ბავშვს, რომელსაც წინ რეალური ცხოვრება ელოდება,ის ცხოვრება, რომელშიც ,ახლა ,ჩვენ ვცხოვრობთ, ვცდილობთ უკეთესობისკენ შევცლოთ, მაგრამ ამაოდ, იმდენად ბევრი უმეცარია ქვეყანაზე,რომ უკეთესობისკენ მსწრაფი ხალხისთვის არაფერი იცვლება და კვლავ სიზიფესეული ტვირთვის ტარება გვიწევს უწყვეტლად .
Ეს ვითარება 15-20 წუთის განმავლობაში გრძელდება, ჩვენ კი ვსხედვართ და ვუყურებთ სანახაობას, ისე როგორც თეატრში მაყურებელი უყურებს სპექტაკლს. Ნაცემი ქალი, ცდილობს ხალხში გაერიოს, გვიახლოვდება, ხან ვის მიუჯდება გვერდით, ხან ვის, ცდილობს რამენაირად თავს უშველოს, ჩვენ კიდევ ვაგრძელებთ ამ ყველაფრის იგნორირებას. ერთ მომენტში ქმრისგან თავის დასაღწევად ჩემს გვერდით ჯდება, ძალიან ახლოს, აი რამდენიმე სანტიმეტრი, რომ გვაშორებს თითქმის, ველური კაცი ისევ აგრძელებს შეურაცხყოფას და მხეცური, შეშლილი ბუნების წარმოჩენას, ურტყამს ქალს და თანდათან ქალი ინერციით მეც მეხეთქება. მე ვზივარ ძალიან დაძაბული, გული ნელნელა მელეწება, იცით რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ მე ვზივარ, ვაკეთებ არაფერს, ხელში მიჭირავს ტელეფონი, გამზადებული 112 ში დასარეკად, მაგრამ რაღაც მაჩერებს, ვერ ვაჭერ დარეკვის ღილაკს თითს და ეს მკლავს, სიტყვებით შეუძლებელია გადმოსცე ის უსუსურობის შეგრძნება, რაც მაშინ მკლავდა, ის რაღაც რაც მაჩერებდა იყო სიმხდალე, მეზიზღება ჩემი თავი, რომელსაც დღევანდელი გადმოსახედიდან იმ მომენტში ვუყურებ, გულისამრევი, ამაზრზენი. Ქალი ხან სხვა ადამიანთან მიდის, ელოდება იმედს, რომ ვიღაც დაეხმარება, მაგრამ უსუსური არსებებები, ვერაფერს ვაკეთებთ მის დასახმარებლად, Ოცი წუთის განმავლობაში ვუყურებთ საზარელ ინციდენტს, რომელსაც ძალიან მარტივად შეეძლო მოჰყოლოდა მსხვერპლი, და ��აინც მშვიდად ვაგრძელებთ ტრანსპორტის ლოდინს. Დიდი დრო გავიდა, კაცი უკვე ცდილობს ქუჩაზე გადააგდოს ქალი, უკვე უკიდურესობამდე მიდის ეს ყველაფერი, შეიძლება წამი წამზე ჩემს თალწინ ეს ქალი მანქანამ გაიტანოს, მე სხვა 20 კაცთან ერთად ამას მშვიდად ვეგუები, ტელეფონ მომზადებული, დარეკვის შიშით შეპყრობილი. Უცბად, ჩემს თვალწინ, ჩემხელა ბიჭი გამოჩნდა, ძალიან ნათელი და ფერადი, ექსტრავაგანტულად ჩაცმული - დიდი ტყავის ჩექმები, გახვრეტილი ყური, ფერადფერადი შარვალი და შარვლის შესატყვისი ზედა, აი ისე გამოიყურებოდა ქართველი ვაჟკაცები, რომ ყურს ათლიან, ტაბურეტს ურტყავენ და კლავენ.
Ბიჭი მათკენ მიდის, ცდილობს ქალი გადმოიყვანოს მეორე მხარეს და მოაშოროს ამ საშინელ პიროვნებას, შემდეგ რეკავს პოლიციაში, აკეთებს იმას რაც განმავლობაში ჩვენ, მხდალმა ხალხმა ვერ ვქენით, და მაინც რა უდგას წინ ერთ უბრალო 3 წამიან ზარს? Არაფერი… ჩემს გვერდით მჯდომი ბავშვის გონებაში საბოლოოდ დაინგრა მამის კულტი, უკვე იცის, რომ თუ სადმე ძალადობას შეესწრება ,არაფერი უნდა ქნას, უბრალოდ მშვიდად უყუროს. Პოლიცია დროულად მოვიდა, და საქმის გარკვევა დაიწყო. Ბიჭი, რომელმაც პოლიცაიში დარეკა, დღეს ჩემი გმირია, როგორც იტყვიან He made my day, ძალიან თამამი, დაუბრკოლებელი, თავისუფლას მიდის ქალთან და გამოჰყავს მეორე მხარეს, ეს პატარა ბიჭი იმხელა აღმლჩნდა, რომ მე ორ მეტრიანი მუხლებამდე თუ მივწვდებოდი, ალბათ წესიერად ვერც გადმოვცემ, როგორ გამათავისუფლა ამ ბიჭმა ნაწილი დაძაბულობისგან, თავისი თავისუფლებით, თავისი უშიშრობით კი ჩემთვის ეს პატარა თუ ძალიან დიდი ქმედება ძალიან დიდი ნაბიჯია, ალბათ ბევრი თგვენგანი ვერც მიხვდება...
Ამასობაში ჩემი ავტობუსიც მოვიდა, ავედი და დავჯექი ჩემს ადგილად. Ჩემდაუნებურად, გონებაში ჩამიფრინდა ეს ამბავი, დანაშაულის გრძნობამ საბოლოოდ დამიშალა გული და ცრემლები ზღვასავით წამსკდა თვალებიდან, ძალიან ბევრი ვიტირე, განუზრახველად, ცრემლები მოიდიოდა თავისით და მე ვთავისუფლდებოდი ამ საშინელი გრძნობებისგან, რომელიც მომხდარმა დამიტოვა, და ყველაზე უფრო ალბათ ჩემი უუნარობა და მშიშრობა აღზრავდა ჩემში ამ სინანულს, საკუთარი თავის მიმართ. Და მაინც, მომავალში თუ მსგავს ამბავს შევესწრები ჯერ კიდევ არ ვიცი იმ მოენტში რას ვიზავ, ალბათ დიდი დრო სჭირდება ამ სიმხდალის გადალახვას, და მაინც ეს ყველაფერი ჩვენს მენტალობას უკავშირდება.. გვასწავლიან, რომ სხვას თუ ცემენ ქუჩაში შენ უნდა გაიარო, როცა უმცირესობის წარმომადგენელს მუშტს ურტყამენ ვენაცვალეთ მარჯვენაშიო და სხვა მრავალი.
Don't judge too hard, სამწუხაროდ ვერ გადმოვეცი ისე, როგორც ვგრძნობდი. ეს ისტორია რეალურია, მართლა ვერ აღვწერ იმ დღეს ისეთი შეგრძნებები დამეუფლა, შემდეგ ავტობუსში უწყვეტი ცრემლები, შემდეგ სახლშიც, იმდენად მაწუხებდა ჩემი სამარცხვინო მხდალი უუნარობა, რომ ტირილი დავიწყე. ეგრე მოვედი თუ არა სახლში, გავხსენი კომპიუტერი, მინდოდა ის გრძნონები გადმომეცა მომენტალურად, მაგრამ მაინც ვერ შევძელი. ბევრი თვე ეს ტექსტი, უნრალოდ დოკუმენტებში ინახებოდა, ერთხელ დავაკორექტირე და ახლა გადავწყვიტე დამედო. ნაკლებას სავარაუდოა, როკ ვინმე წაიკითხავს მაგრამ მაინც, თუ წაიკითხავ მაინტერესებს შენი კომენტარი..
#ძალადობა#ქალები#ქალის მიმართ ძალადობა#მსხვერპლი#ისტორია#გადამხდა#ყოველდღიურობა#ნაწყვეტი#ჩემი ისტორია#ქართული#ბლოგი#სტატია
2 notes
·
View notes
Text
"I lost a little boy..."
And Then We Danced/ და ჩვენ ვიცეკვეთ (2019) dir. Levan Akin
While analysing the movie soundtrack and listening to Patara Bichi (პატარა ბიჭი) in this scene over and over again to get as much words as a can -
the realization suddenly stroke me it's not Merab who is the main character in this particular part of the movie
It's about Mariam!
This girl is visibly struggling. First of all she's not even sure what had actually happened because it's hard for her to believe that what she suspects could be truth. Like: of course she knows such things happen but... those were always other people!
All she knows is that she's losing Merab. But she doesn't know how to deal with that, what to even feel about that: if to rather be angry for the betrayal or sad for being left behind because when considering the overwhelming weirdness of the whole situation -
all in all she's just confused as hell. And it's not until Sopo's talking about Zaza that Mary's burning emotions turn from confusion and anger to seriously worrying about her dearest friend
#POV: you're georgian watching the movie for the first time understanding the song lyrics before knowing the movie plot#I won't deny the song fits Merab situation perfectly well too but you can only say it after watching the movie more than once#this scene and the song is sooo about Mary!#and it took me 1.5 year to see it😅#there will definitely be Mary Kipiani appreciation in my fic#the fact that I can't just ignore her is one of the reasons it takes me so long to finish next chapters😅#and then we danced#atwd#და ჩვენ ვიცეკვეთ#levan akin#ana javakishvili#mary kipiani appreciation post#and then we danced soundtrack#and then we danced ost#atwd soundtrack#atwd amateur guidebook#georgian movie#gay movie#a potem tańczyliśmy
4 notes
·
View notes
Text
ის ბიჭი მე რომ შემიყვარდა და დღემდე რომ არ იცის,თუ როგორ მიყვარს,ერთ დღეს ადგება და წავა.
ყავისფერი თვალები აქვს
და პატარა წვერი.
სიცილის დროს თვალები ულამაზდება.
ის ბიჭი მე რომ მიყვარს,უჩვეულოდ მიყურებს ხოლმე და მუცელი პეპლებით მევსება.
არ იცის,როგორც კი დავინახე მაშინვე რომ შემიყვარდა და ვერც იმას ხვდება,როგორ მიჭირს,როცა მას ვხედავ.
ის უცნაური ბიჭი,კეთილი თვალებით ჩემს სულ მაშინ შეეხო,როცა თვალებში შემომხედა.
მე დავიკარგე მასში.
ყოველდღე ვხედავ და ვგრძნობ მის მზერას ზურგიდან.
როცა ერთად ვსხედვართ მისი სუნამოს სურნელს ვიმახსოვრ��ბ,რადგან,როცა აღარ მეყოლება მონატრება ასე შევამსუბუქო.
იმ ბიჭს ისე დავკარგავ ვერ გაიგებს,რომ მიყვარს და ვერც იმას გაიგებს ძალიან ძვირფასი რომ არის ჩემთვის.
ის მე მიმატოვებს.
ის მე ვერ შემიყვარებს,რადგან ჩემნაირი გოგოები არ უყვარდებათ.
ის
ბიჭი,მე რომ მიყვარს და მის გულამდე ეს სიყვარული რომ ვერ მიმაქვს,აუცილებლად მიმატოვებს..
❤
ლ/ტ.
4 notes
·
View notes
Text
Ocean eyes.
იცი, ზოგჯერ მარტოდ ყოფნისას ან ტირილის დროს – შენ მახსენდები. იცი, შენ პირველი ადამიანი იყავი, რომელზეც ღიად ვუთხარი დედაჩემს – ეს ბიჭი მიყვარს! მახსოვს, როგორ შემეძლო შენთან ნებისმერ თემაზე დამეწყო საუბარი. მახსოვს, როგორ გაგრძნობინე, რომ რაღაც იცვლებოდა ჩემში შენს მიმართ, და მახსოვს, როგორ არ მიაქციე ამას ყურადღება.ყოველი შენი ნახვა სიმძიმესთან ასოცირდებოდა მიუხედავად ჩემი დიდი სიყვარულისა. სახლში დაბრუნებული მიმავალ გზაზე ცრემლებად ვიღვრებოდი. ვგრძნობდი რომ საკუთარ თავს განაჩენი გამოვუტანე შენი სახით. Ocean eyes-მახსოვს შენი თვალები,მახსოვს შენი სახე,ნაკვთები რომელიც ჩემ ხელებს შორის მქონდა მოქცეული. მიყვარდა როცა თვალებზე გკოცნიდი,შენ კიდევ პატარა ბავშვივით თვალებს ერთმანეთს აჭერდი და სანამ კოცნას არ დავასრულებდი იქამდე ასე იჯექი. მახსოვს ჩვენი ბოლო შეხვედრა ჩემს სახლთან. მახსოვს ჩვენი სეირნობა, მახსოვს რა სასტიკად იგრძნობოდა ხასიათების კონტრასტი და ეს მძაბავდა. ვიცი, რომ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო. ყოველთვის მემახსოვრება, რომ შენი სახით საკუთარი ნაწილი დავკარგე რომელსაც ვერავინ შემივსებს. მეორე შანსი რომ მქონდეს საკუთარ თავს იგივე განაჩენს გამოვუტანდი.
მახსოვხარ.
5 notes
·
View notes
Text
„მე ვერ წარმომიდგენია, რომ მე და ლოლი ერთმანეთს დავცილდებით როდისმე, რაღაც ძნელი წარმოსადგენია ეს. შენ როგორ ფიქრობ, ლომკინ?
მომწერე, იოლკინ, თუ რანაირად და როგორ გიყვარვარ, რისთვის გიყვარვარ... ყველაფერი, ყველაფერი მომწერე.. რას იზამ, ოლკინ, მე რომ მოვკვდე? მაგალითად, მოვკვდი და აღარაა ქვეყანაზე „გალონი“. მოკვდა საწყალი გალონი და დაასაფლავეს. რას იზამ მაშინ? მოხდა ისე, რომ მე მოვკვდი სადღაცა შორს, ცივ ქვეყანაში ან მოვკვდი საზიზღარი და სამარცხვინო სიკვდილით... მოკვდა გალონი ძაღლივით. რას იზამ, ჩმოკლინ? იტირებ თუ არ იტირებ? ჩემო ძვირფასო, ერთად ერთო მეგობარო, ერთად ერთო ნუგეშო და დიდო ადამიანო, ჩემო ჩმოკლინ, ჩემო პატარა ჩმოკლინ... დეე, ნუ გეყვარები, მაგრამ ნურასდროს ცუდს ნუ გაიფიქრებ და ნუ იტყვი ჩემზე. გებრალებოდეს შენი საწყალი გალონი, შენი მუდამ მოყვარული მგოსანი გალონი. გალონმა შ���ნ ბევრი გაწყენინა, მაგრამ გალონი ცუდი ბიჭი როდია - გალონს შენ ძალიან, ძალიან უყვარხარ.“
გალაკტიონის წერილი ოლიას
2 notes
·
View notes
Text
რთულია გოგოობა.
იმდენად რთული, რომ დიდხანს და კარგად თუ არ დაუფიქრდი, შეიძლება ვერც გააცნობიერო. თან რაღაც ეტაპზე კი არ იჩენს ხოლმე თავს ეს სირთულე უფრო მკვეთრად ან მოკლე დროით. არა, ასე სტაბილურად მუდმივად გვერდით გყავს და სიცოცხლის ხალისს გართმევს ზაფხულში თავს ზემოთ მოწუილე კოღოებივით.
გოგოობის სირთულე, სადღაც 4-5 წლის ასაკიდან იწყება, დედა ზემოთ აწეულ კაბას რომ გისწორებს, მოთხუპნილ ხელებს და მუხლებს რომ გიწმენდს, სულ ბიჭებში სირბილს და ჯარისკაცობანას თამაშს რომ გიშლის და მეტი ‘კდემის’ და ‘რიდის’ გამოჩენას რომ გთხოვს.- იმიტომ, რომ გოგო ხარ. 5 წლის ვიქნებოდი, ჩემს ბაღელ მადონას დედამ კარგა გემრიელად რომ აუწია ყური და ტუჩებში მიარტყა. შეყვარებული გყავსო?-ჰკითხეს და ამან -სამიო- უპასუხა. ეს იმ დრო ხდებოდა, როცა საბუკას მამა სიამაყით ივსებოდა თავის 4 წლის ‘დიდ კაცს’ 5 შეყვარებული რომ ჰყავდა ბაღში.
შემდეგ ის ასაკი მოდის, მართლა გოგოს რომ ემსგავსები და აქ უკვე ნამდვილი ომი იწყება – სხვებთანაც, მაგრამ უპირველესად საკუთარ თავთან. გარეგნობის ყოველდღიური კონტროლის ატანა. პრობლემების, კომპლექსების, შეხედულებების შეზღუდვა, შემონახვა, აქ არაფრის გაზიარება შეიძლება.
თქვენ გინახავთ ან მოგისმენიათ ოდესმე ვინმე განიხილავდეს მეზობელი ბიჭის თეძოებს, ფეხებს, თმას ან გამვლელი კაცის ფორმებს, სიარულის მანერას, ზედმეტ კილოგრამებს? მე – არა. მაგრამ 100%ით დარწმუნებული ვიქნები ჩემს სწორ შეხედულებაში თუ გეტყვით, რომ ყოველდღე მესმის როგორ ხდება დიდი განხილვისა და ბჭობის საგანი ჩვეულებრივი გოგო, ქალი. როგორ უწუნებენ სხვა ქალები თუ კაცები წელის ან მკერდის გარშემოწერილობას, ბოლო ორ კვირაში მომატებულ 4 კილოგრამს, შეუღებავ თმის ძირებს და ნასადილევზე მაისურზე დატყობილ მუცელს.
შეგიმჩნევიათ ოდესმე ქუჩაში ჯგუფად შეკრებილ გოგოებს ჩავლილი სიმპატიური ბიჭი აეთვალიერებინოთ თავიდან ფეხებამდე და სტვენა-სტვენითა და ვნებააშლილი სიტყვებით გაეცილებინოთ? ესეც უცხოა.
დიახაც, რთულია გოგოობა, იმიტომ რომ აქ ინდივიდუალურ ხმას ახშობენ.
ინიციატივის გამოჩენა შენი საქმე არაა, შენ შეგიძლია უსმინო და შეაფასო, მხოლოდ გულში, ფიქრებში. შენ თავიდანვე უნდა შეეგუო, რომ ბევრი რამ შენი საქმე არ არის.
დიახაც, რთულია გოგოობა, რადგან ერთგულებასა და სამართიანობას აქ მარტო შენ გთხოვენ. აქ მხოლოდ შენ ხარ ვალდებული მარტო სწორი ნაბიჯები გააკეთო ცხოვრებაში. იმიტომ, რომ შენ შეცდომები არ გეპატიება. იმიტომ, რომ თუ შეგეშალა, ზედ გადაგივლიან – შენიანიც და უცხოც.
დიახაც, რთულია გოგოობა, რადგან წინასწარვე უნდა გააცნობიერო, რომ ‘ბიჭის ტვინი სხვაა’ და ‘შენ ამას ვერ გაიგებ.’ და საერთოდაც, რატომ გგონია, რომ საოცნებო კარიერის აწყობა და ვარსკვლავობა შენი საქმეა? საკმარისად ბევრი კაცია ირგვლივ ამისთვის. თან შენ უამრავი სხვა საზრუნავი და თავსატეხი გელოდება. ნეტა ვიცოდე, რატომ ირთულებ ცხოვრებას ახალგაზრდა გოგო?
თქვენ არ იცით, დამიჯერეთ, არ იცით, რამხელა ომსა და ხელჩართულ ბრძოლას უმკლავდება გოგო თითოეული სწორი და თან სასურველი ნაბიჯის გადასადგმებლად, სწორი და თან სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად. რამდენი დაბრკოლების გადალახვა, რამდენი აზრის უგულებელყოფა და რამდენი დამცირების ატანა უწევს მას საკუთარი შინაგანი ხმის გასაძლიერებლად. რამდენად ძნელია გეუბნებოდნენ, რომ ‘მაინც არაფერი გამოგივა’ და შენ თავდაუხრელად მიდიოდე წინ.
რამდენად წარმოუდგენელია მუდამ არჩევანის წინაშე გაყენებდნენ და ამავდროულად შენც იყო სულ ერთ-ერთი არჩევანი.
არ უნდა იყო. საქმეც ამაშია. შენ მეორე არჩევანი არ ხარ, სათადარიგო.
შენ ხარ პიროვნება, რომელსაც საკუთარი ცხოვრების დაგეგმვისა და განგების უფლება აქვს. შენ არ უნდა იყო ხალხის აზრის მსხვერპლი. შენ არ უნდა აძლევდე უფლებას საზოგადოებას მიწასთან გაასწოროს შენი თვითშეფასება და სიამაყე. შენ არასდროს უნდა დაიჯერო, რომ რაიმე არ შეგიძლია და ისინი ყველანი მართლები არიან. პირველ რიგში შენ უნდა გწამდე შენი თავის, შენიანების, შენნაირების და შენ უნდა გაზარდო შენი პატარა გოგონა საკუთარი თავის რწმენითა და სიყვარულით. რომ მას აქვს ძალა მთები დაძრას და მომავალი შეცვალოს.
‘ლამაზი’ არ არის ის ეპითეტი, რომელიც შენ ყველაზე მეტად გხიბლავს და გაკმაყოფილებს. იმიტომ, რომ შენ ხარ მამაცი, ჭკვიანი, განვითარებული, სწორად მოაზროვნე გოგო და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი. ის, რაც შეიძინე. და არა ის, რაც ბუნებით გერგო.
არ დანებდე მიმდინარე მოვლენებს. არ შეეგუო უთქმელად იმაზე უფრო მცირედს, ვიდრე რეალურად იმსახურებ. რადგან ზოგჯერ შეიძლება შენ ხარ გაცილებით კარგი, თითქმის იდეალურიც კი და არა ის სხვა შენ გარშემო. იმ სხვას შეიძლება არ ჰქონდეს შენი სრულყოფილების მიღებისა და გაცნობიერების უნარი. He just can’t handle it. შენ არ ხარ პრიზი, რომელსაც თამაშის ბოლოს იღებს მოგებული. შენ ხარ პრინციპული, წარმატებული, დამოუკიდებელი გოგო. ქალი, რომელსაც ყველაფრის საკუთარი სურვილისამებრ შეცვლა შეუძლია.
თუ შენი ძმა, მეგობარი, შეყვარებული, ქმარი, მამა, ჯგუფელი/კლასელი ბიჭი არის ცალკე მდგომი, ძლიერ ინდივიდად მიჩნეული ექსპრესიული პიროვნება, შენ არ გაქვს უფლება არ იყო მათი თანასწორი, მეტი თუ არა.
წადი და შექმენი შენი თავი ისეთი, როგორზედაც ძილის წინ გიოცნებია.
59 notes
·
View notes