#მწერლობა
Explore tagged Tumblr posts
aba-ki · 5 years ago
Text
ჯერ იმას შევეცი, ვინც დამარეპორტა და მეორეს დედას შევეცი , ვინც ანგარიში გამიტეხა :)
7 notes · View notes
emi11y · 6 years ago
Text
«ადამინებს ვერ დაივიწყებ, შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება ადამიანური სიხარულით და მწუხარებით სავსე წუთები.
შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება მარტოობის ტკბილი სევდა.
შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება ადამიანური ცოდვა-მადლი.
შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება ღმერთი, რომელიც შენ გწამდა და თუ არ გწამდა, მაინც გყავდა არსებაში.
შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება ადამიანები, რომლებიც შენს გარშემო იყვნენ.
შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება მიწა, რომელზეც შენ დადიოდი.
შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება ის საგნები, რომელთაც შენ შეეჩვიე.
შენ სულში ყოველთვის იქნება შიში, არყოფნის შიში.
და ვინ იცი, რამდენი სხვა რამე.
30 notes · View notes
flightamateur · 5 years ago
Text
,,ადამიანთა სევდა"
,,თუ დრო არა გაქვს, ნუ დაიწყებ კითხვას.
_ რატომ?!
_ ერთ მივარდნილ ხეობაზე ვწერ _ გუდამაყრის ხეობაზე. დიდი ხანია
გუდამაყრელებზე დაწერა მინდოდა, მაგრამ ვერა და ვერ მოვახერხე. თუმცა ჯერ
ოცდახუთი წლისა ვარ და სულ სამი წელია მას აქეთ, რაც მწერლობა დავიწყე. მაგრამ,
ასე მგონია, სამი წლის მაგიერ, სამი საუკუნეა გასული და ვიტანჯები, დღემდე
გუდამაყრის ხეობის შესაფერი რომ ვერაფერი დავწერე.
აქამდე მეგონა, გუდამაყრის ხეობა დიდი წიგნია და შიგ უამრავი მოთხრობაა
მეთქი.. არა, არა! ნამდვილად რაღაც არის ჩემს თავს. ადამიანებს ისე აღარ ვუყურებ,
როგორც ამ სამი წლის წინათ ვუყურებდი. ახლა ყველა ადამიანი მოთხრობა მგონია
და ყოველ მათგანს სათაურს ვუძებნი. აი, სადმე რომ შემხვდე და ლაპარაკი დამიწყო,
იმწუთში წარმოვიდგენ, რომ მოთხრობა ხარ და სათაურს მოგიძებნი. არ ვიცი, რას
მივაწერო, თავდაპირველად მარტო გუდამაყრელები მეჩვენებოდნენ მოთხრობებად,
ახლა, ვინც უნდა იყოს, და რა ეროვნებისაც უნდა იყოს, მოთხრობა მგონია. თუ
აქამდე მარტო გუდამაყრის ხეობა იყო უცნაური მოთხრობებით სავსე წიგნი, ახლა
მგონია, რომ დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც
უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის. ოო, იცი, რა დიდებულია ეს წიგნი! თვითონ
მოთხრობები უდგამენ კარგ მოთხრობებს ძეგლებს, უხილავი შემოქმედის ხელით
იწერება და იშლება ეს წიგნი და, ნეტა ვიცოდე, რა მემართება _ ახლა წარმომიდგა,
რომ დედამიწა იმ დიდი წიგნის ფურცელია, რომელსაც სამყარო ჰქვია, ნეტა
მაცოდინა, სად არის დალოცვილი მწერალი, რომლის ხელითაც იწერება ეს დიდი
წიგნი. ან დასაწყისი სადა აქვს ამ წიგნს, ან დასასრული. ან იქნებ არ ერთი აქვს და არც
მეორე.. დედამიწა მისი ერი ფურცელია, გუდამაყრის ხეობა კი ალბათ სხვა, უამრავი
მოთხრობების ქვესათაური."
გოდერძი ჩოხელი
14 notes · View notes
tamtadolidzetolia · 5 years ago
Text
ემიგრანტული ნაშრომები (ექვთიმე თაყაიშვილი)
ტომი I
(more…)
View On WordPress
0 notes
meromvaris · 7 years ago
Video
youtube
ვინმე ცოცხალია ამ კლიპიდან? ფრანს გაალი არა
ჟანა ბირკინი არ მოდის ჩემამდე, ემოცია მისი ტყუილს გავს, არ მჯერა ჟანასი
youtube
მარი ლაფორიტი, მოდი მოდი ანუ  Viens, viens, რომ ტირის ვხვდები რაღაც რეალურზე მღერის, მძიმეა და ბრუტალურიც სადღაც
youtube
ხო, ეს მერლინ მონროს რეპლიკაა, კლიპი, ვხდები რომ საფრანგეთის 60 იანები არ გავს ბრიტანეთს... არა საჩემოა, თუმცა გართობა ალბათ იყო პარზში კარგი
youtube
youtube
ხო, ამდენი გოგო ვო��ალისტი და სიმღერები, პლასტიკ ბერტნარდი მაინც სულ სხვაა, თან ბელგიელი ფრანგია
youtube
ჯამში ვხვდები, საფრანგეთი გემოვნების ქვეყანა და პირდაპირობის, მშურს რომ გართობა ასე მარტივად შეუძლიათ, სულ დახტიან დახტიან და დახტიან, გართობა კი იქ გემოვნების და ხარისხის ფონზე ხდება. არც ადარდებთ სხვა, მათი მწერლობა ისევ მათზეა, კი პიროვნებებიც არიან, მდიდრებიც, უდიდესი კულტურა შექმნეს, საუკეთესო ლირიკას წერენ, იშვიათად ვინმეს მიბაძონ, ამაყობენ პასპორტით, დიდი თავისუფლებაა სიტყვის გამოხატვაში, ჰუმანურობაში, საქართველოს დიდი საფრნაგეთი ჯობია, მოდი დავანებოთ მიბაძვებს და გავხდეთ ადამიანურები... იქნებ საფრანგეთის ნახევრის ნახევარ დონეზე გავიდეთ ცხოვრების, ერთი დღე დავივიწყოთ წინაპართა მიღწევები, დღეს რა გვაქვს? არ მინდა ჩამოვყვე რა პრაგმატული პრობლემები გვაქვს და რა ადვილია მათო გადაჭრა ხალხი ნაგავი და მასა, გაუნათლებელი რომ არ იყოს, აბა მდიდარი მოვა და გადაგვარჩენს...  ხელი არ გავანძრიოთ არა
#საქართველო #ცუდი #ქვეყანა #სასწრაფოდ #ცვლილებები #უკეთესი #ცხოვრებისათვის #მკვდარი #რას #გააკეთებ
8 notes · View notes
sxva-planeta · 5 years ago
Text
დაწერე.
Tumblr media
წერაზე დიდიხანია ვკითხულობ და აუარება წიგნები მაქვს წაკითხული. ზოგიერთს უკვე ხელმეორედაც ვეცნობი, რომ წერის პროცესი გამიადვილდეს.
თუნდაც არ გაინტერესებდეთ მწერლობა, გირჩევთ კრეატიული წერის საფუძვლებს გაეცნოთ. რატომ? პირველ რიგში ჩვენ ყველანი ჩვენი თავის და ცხოვრების ავტორები ვართ. როგორ გვინდა ვიცხოვროთ?  როგორც მწერალი ��ეისწავლით ნაწარმოების გმირის შექმნის პრინციპებს და მიხვდებით რომელი გმირია საინტერესო, რომელი მოსაწყენი, რომელი წარმატებული, რომელი წარუმატებელი. როგორც ავტორს, შეგიძლიათ მოიგონოთ და შექმნათ თქვენი გმირი.
ამას რომ გაიაზრებთ, რომ ცხოვრება იცვლება ჩვენი ქმედებებიდან, დროიდან და ადგილიდან გამომდინარე, მიხვდებით, რომ პირველ რიგში ჩვენ ყველანი ჩვენი ცხოვრების შემოქმედი ავტორები ვართ. ჩვენ შეგიძლია გადავწეროთ, გადმოვწეროთ, შევცვალოთ, გავაახლოთ ჩვენი ცხოვრება ყოველ ჯერზე იქიდან გამომდინარე, რა როლი გვინდა შევასრულოთ ამ ცხოვრებაში. 
ამიტომ, კრეატიული წერის საფუძვლები იმდენად მნიშვნელოვნად მიმაჩნია სრულფასოვანი ცხოვრებისათვის, ჩემი შვილები პირველ რიგში ამბის და პერსონაჟების შექმნას დაეუფლებიან, თუნდაც ფიზიკოსები უნდოდეთ რომ გახდნენ. ეს პროცესი 2-3 წლიდანვე შეიძლება დაიწყოს. უბრალოდ, ბავშვს თხრობისას თავად დაუსვავთ კითხვებს და თავად შეათხზევინებთ იმ ზღაპარს, რომელსაც უამბობთ.
დავუბრუნდეთ თემას. დღეს განვიხილავ write. - ს. თითოეული თავი დაწერილია სხვადასხვა ცნობილი მწერლის მიერ, რომელიც გაგვაცნობს წერის სხვადასხვა ასპექტს. ეს ციცქნა წიგნი იმდენად კარგადაა დაწერილი და იმდენად ღირებული რჩევებითაა გაჯერებული, რომ ორჯერ უკვე გავეცანი ბიბლიოთეკაში და ახლა მინდა შევიძინო, რომ სამუდამოდ ჩემს თაროზე მქონდეს, ახლოში.
პირველ თავში ჯილ დაუსონი ბიძგს გვაძლევს, რომ დავიწყოთ წერა დღეს. მისი თქმით, იდეალური დრო და იდეალური აზრები არასდროს მოგვივა, თუ წერას არ შევუდგებით. მისი თქმით, როგორც წესი, ნაწარმოები პირველი უხეში ვერსიის დაწერის შემდეგ იქმნება. 
ანდრეუ ვილერის თქმით, ყველაზე მთავარი ძლიერი პერსონაჟის შექმნაა. იქნებ ამიტომაც არ მომეწონა “ორმაგი მოქალაქეები”, რომ ასეთ მოსაწყენ მთავარ გმირს ‘დავდევდი’ იმედით, რომ რაიმე საინტერესოს მოიმოქმედებდა ცხოვრებაში. ეს რჩევა მეხმარება “გესმით ჩემი?”-ს მთავარი გმირის მოფიქრებაში. შეიძლება ის უბრალო ადამიანი იყოს, მაგრამ არაორდინალური გახდეს ახალ სიტუაციაში არაორდინალური რეაგირებით. როგორც “მამაცი გული”. ეს ადამიანია, რომელსაც თავისი ცხოვრების მოწყობა უნდა და სულაც არაა მოწადინებული “თავდადებისათვის”. უბრალოდ, ის მოხვდება სიტუაციაში, რომელშიც გმირივით იმოქმედებს. ამბავიც სწორედ საინტერესო პერსონაჟის გამო გვაინტერესებს.
ეხლა ხვდებით, ხომ, როგორ შეიძლება იგივე პრინციპით ცხოვრებაში ჩვენი როლის გაანალიზება? ერთის მხრივ, არავის არ გვინდა ჟანა დარკივით სიკვდილამდე ვიბრძოლოთ რეალურ ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ ფანტასტიური პერსონაჟია. თუმცა, ღმერთო, ლარკივით მოსაწყენ ადამიანადაც ნუ მაქცევ. 
შემდეგი ნაბიჯია ჩვენი ხმის პოვნა, რომელიც შეგნებით მხედარია და ქვეცნობიერით ცხენი თურმე. ჰმმ, აი, ეს არ ჩანს ადვილი. თუმცა თუ დავაკვირდებით კონტრასტულ პერსონაჟებს და მათ “ხმას”, მივხვდებით, რაზეა ლაპარააკი. მეგ როზოფის მიხედვით, უნდა ვიცხოვროთ სრულად, ვწეროთ და ხმაც შეგვექმნება. ოქეი, მივენდობი, რადგან უკეთეს გამოსავალს ჯერჯერობით ვერ ვხედავ ქვეცნობიერის გაჭენებასთან დაკავშირებით. 
დიალოგს რაც შეეხება, ის რაღაცას უნდა სძენდეს ნაწარმოებს. ზოგიერთ შემთხვევაში ერთი პარაგრაფი შეიძლება დიალოგად უკეთესად გადმოიცეს, ზოგჯერ კი პირიქით. დიალოგი მკითხველს, როგორც ჩანს, აფხიზლებს, მარტივია წასაკითხად, აზრს და პერსონაჟს უკეთესად გადმოსცემს. ხშირად მახსენდება ნოდარ დუმბაძის გმირების დიალოგები. აი, ერთ-ერთი:
- ნათესავებო და მოყვრებო, - დავიწყე მე, - დღეს ჩვენმა საამაყო შვილმა, როგორც იქნა, მოახრჩო თერთმეტი კლასი. ხუმრობა როდია 14 წელიწადი ისწავლოს ახალგაზრდამ. ახლა ჩვენი გადაუდებელი ამოცანაა, გამოვძებნოთ პროტექტორი. 
- რად უნდა პროტექტორი ოქროს მედალოსანს?!
- გასაუბრება ხომ იქნება, მაინც საჭიროა!
- მოგვჭრის თავს გასაუბრებაზე!
რათქმაუნდა, შეიძლებოდა მთელი აზრის მოკლედ გადმოცემა, რომ ოჯახმა შვილის მოწყობისათვის ნათესავები შეკრიბა და ერთად განიხილეს საკითხი, თუმცა, დუმბაძის ნაწარმოებების კითხვა სწორედ ამ დიალოგებითაა სახალისო. პერსონაჟები ცოცხლდებიან, ხორცს ისხამენ, თითქოს ხედავ როგორ იცინის ზურიკელას ბებია:
- სად ნახა, ამ ჩემი ცოდვით სავსემ, ჩემი ბროლივით კბილები? (ზეპირად ვიხსენებ ამას და მომიტევეთ უზუსტობა.)
მოკლედ, პიერმა, შესძინოს დიალოგმა ნაწარმოებს რამეო. ნუ ვაწყენინებთ.
შემდეგი ნაბიჯია ამბის შექმნ��. ბედნიერ ადამიანებზე და მათ ბედნიერ ცხოვრებაზე კითხვა არავის აინტერესებს. ვამაყობ, რომ არასდროს არ მქონია ასეთი ბედნიერი ცხოვრება და, ასე რომ, არ მოგაწყენთ. თურმე მეხივით უნდა დავეცეთ ჩვენს გმირებს და ათას ხათაბალაში გავატაროთ, რომ ფურცელი გადაიფურცლოს და შემდეგ თავს მოუთმენლად ჩაუჯდეს მკითხველი. 
ასევე, პერსონაჟებს ზრდის და ცვლის პრობლემებთან გამკლავება. ხვდებით, ხომ რა დანიშნულება ჰქონია პრობლემებს ჩვენს რეალურ ცხოვრებაში? ისევე, როგორც ტალღებია სურფერისათვის აუცილებელი, რომ მეტი შეძლოს ყოველ ახალ ჯერზე და დახელოვნდეს. 
აღმოჩნდა, რომ იშვიათად იწერება შედევრი პირველივე დაწერაზე. პირველი ვერსია მნიშვნელოვანია, როგორც ინგრედიენტი კერძისათვის, რომელიც უნდა მომზადდეს და დამუშავდეს. კარგი იდეაა მოაყოლოთ ამბავი ყველა პერსონაჟს ცალ-ცალკე და მერე ნახოთ, ვისი ნაამბობი გამოდის უფრო საინტერესო. თურმე “დღიური და სკანდალი” რომ იწერებოდა, თავიდან ავტორს საერთოდ არ ჰყავდა ასაკოვანი ქალი პერსონაჟი. იდეას დიდხანს რომ უტრიალა და სხვადასხვა ვარიანტად წერა, აღმოაჩინა, რომ ბარბარას პერსონაჟი და მის მიერ ამბის მოთხრობა, გაამდიდრებდა ნაწარმოებს. ასეცაა. ბარბარას გარეშე რა პრიმიტული იქნებოდა სიუჟეტი. 
წიგნის მეორე ნაწილში თითოეული მწერალი დამატებით რჩევებს გვაძლევს. ყველას სათითაოდ არ განვიხილავ, მაგრამ რამდენიმეს მოგაწვდით:
წაშლა - ყველაფერს, რასაც დავწერთ, ნუ მოვახვედრებთ საბოლოო ვერსიაში. რამდენიმე წიგნი წავიკითხე, რომლებმაც დამტანჯეს: “აღიარება ხელისგულზე”, “The Art of Slow Writing” ... რუსთაველმაც თქვა, გრძელი სიტყვა მოკლედ რომ ითქმის. საქმის ხელოვნება იმაშია, რომ მიხვდე, რაა ამოსაღები და რა დასატოვებელი. სამაგიეროდ, ბაბლუანის წიგნი “მზე, მთვარე და პურის ყანა” მოცულობის მიუხედავად 2-3 დღეში წავიკითხე. 
ბევრი არ ნიშნავს კარგს. ეს წიგნი, რომელზეც ახლა გწერთ, ციცქნა ფორმატის და 150 გვერდიანია, თუმცა მოცულობით დიდ წიგნებზე მეტად ღირებული. 
დღიური - დღიურის წარმოება და მისი მუდამ თან ტარება აუცილებელია იდეების დროულად დასაფიქსირებლად. ბევრი ფიქრობს თურმე, რომ მისი ცხოვრება საინტერესო წიგნი იქნებოდა და ალბად, იქნებოდა კიდევაც, კალამს და რვეულს რომ იღებდნენ და წერდნენ. ��ლები გავა და ჩვენ მათზე ვერაფერს გავიგებთ. 
ყოველდღიურობა - ჰმმ, სადღაც ვკითხულობდი ახლახანს, რომ რამდენიმე დღე რომ არ ვიაროთ, სიარულს გადავეჩვევით. აა, ჰო, იმ სიტყვებით გადაჭედილ წიგნში ეწერა “The Art of Slow Writing”. უნდა დავეთანხმოთ ამაში და წერაც ასეა. ჩემი გამოცდილებით, ხატვაც და ყველაფერი. რასაც აღარ საქმიანობ, ივიწყებ. რასაც ყოველდღიურად აკეთებ, იმაში ხელოვნდები. აქედან გამომდინარე, კითხვაა, რაში გინდა დახელოვნდე? გააკეთე ის ყოველდღე.
გასეირნება - ბუნებაში გასეირნებით ათასი ახალი იდეა შეიძლება აგვეკვიატოს ნაწარმოებისათვის. “იცხოვრე”-ში გასეირნება აუცილებლად შედის.
ნუ დაელოდები შთაგონებას - ვინც შთაგონებას ელოდება, თურმე კიდევ დიდხანს მოუწევს ლოდინი. თურმე წერა იწყება წერით. წარმოიდგენდით?
იკითხეთ - წიგნების კითხვა, განსაკუთრებით იმ ჟანრში, რომელშიც წერთ, დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ თქვენი ნამუშევარი. Home Sweet Home-ით ხალხის დაფრთხობა მინდა და ამიტომაც ახლა ფსიქოლოგიურ თრილერებს დავეწაფები. რამე წიგნის ან ფილმის რჩევები თუ გაქვთ, მომწერეთ.
წიგნის ბოლო და მესამე ნაწილში, ყოველი ავტორი იხსენებს როგორ შექმნეს თავისი წარმატებული ნაწარმოები.
იმედია შემოქმედებითი წერით დაინტერესდით და გაეცნობით. რაიმე კითხვები ან რჩევები?
0 notes
mariamiikh · 7 years ago
Photo
Tumblr media
“მწერლობა ტკივილის წყარო არ არის. მწერლობა ფსიქიკური ქიმიოთერაპიაა. ის შენს ფსიქიკურ სიმსიმვნეს ამცირებს და ტკივილს გიმსუბუქებს.” 
12 notes · View notes
bachogrigoliaq5 · 6 years ago
Photo
Tumblr media
მწერლის ათი მცნება / რიუნოსკე აკუტაგავა მტკიცედ უნდა გვახსოვდეს, ლიტერატურის ყველა სახეობიდან პროზა ყველაზე ნაკლებმხატვრულია. ჭეშმარიტი მნიშვნელობით მხოლოდ პოეზიაა ლიტერატურა, კუთვნილი ადგილი პროზას მხოლოდ იმის წყალობით უკავია, თუ რამდენად მოიცავს პოეზიას, ამრიგად, ისტორიული და ბიოგრაფიული ნაწარმოებებიც ფაქტიურად პროზაა. პროზაიკოსი, გარდა იმისა, რომ პოეტია, ისტორიკოსი და ბიოგრაფიც არის ერთდროულად, მაშასადამე, ის განუყრელად უნდა დაუკავშირდეს (გარკვეულ ეპოქაში, გარკვეული ქვეყნის) ადამიანთა ცხოვრებას. ამას გვიდასტურებს იაპონელ პროზაიკოსთა თხზულებანი მურასაკი-სიკიბუდან მოყოლებული და დამთავრებული იხარა საიკაკუთი. პოეტი ის კაცია, ყველას თავის სულს რომ გადაუხსნის (ავიღოთ თუნდაც სასიყვარულო ლირიკა, რომელიც ქალის მოსახიბლად არსებობს). რამდენადაც პროზაიკოსი არამარტო პოეტია, არამედ ისტორიკოსიცა და ბიოგრაფიც, ამიტომ მემუარისტიც უნდა იყოს. აქედან - პროზაიკოსი ჩვეულებრივ ადამიანზემეტად განიცდის თავის ტანჯულ ცხოვრებას. პროზაიკოსში მომეტებულად არ უნდა სჭარბობდეს პოეტი. თუ პოეტურობა სჭარბობს მემუარისტობას ან ბიოგრაფობას, მაშინ პროზაიკოსის ცხოვრება აუცილებლად მძიმე ტრაგედიად გადაიქცევა (ნაპოლეონი ან ლენინი პოეტები რომ გამხდარიყვნენ, მაშინ უსათუოდ ორი შეუდარებელი პროზაიკოსი დაიბადებოდა). ზემოთ მოყვანილი სამი პუნქტი გვიჩვენებს, რომ პროზაიკოსის ტალანტი სამ ტალანტზე დაიყვანება. პოეტის ტალანტი, ისტორიკოსისა ანუ ბიოგრაფის ტალანტი და ყოფითი ტალანტი. ჩვენს წინაპრებს ყველაზე რთულად მიაჩნდათ ამ სამ ტალანტს შორის წონასწორობის სენარჩუნება (ადამიანები, რომლებიც ამას ყველაზე რთულად არ სთვლიან - ჩვეულებრივი მოკვდავნი არიან). ის, ვისაც მწერლობა სურს, მძღოლსა ჰგავს, საავტომობილო სკოლა რომ არ დაუმთავრებია და სრული სიჩქარით მიაქროლებს ქუჩაში მანქანას. მას არ შეიძლება მშვიდობიანი და წყნარი ცხოვრების იმედი ჰქონდეს. ვინაიდან მწერალს არ შეიძლება მშვიდობიანი და წყნარი ცხოვრების იმედი ჰქონდეს, ამიტომ ის უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ საკუთარ სასიცოცხლო ძალებს, ფულს და ცხოვრებისადმი ფილოსოფიურ დამოკიდებულებას (შესწევდეს უნარი მოუწყობლად ცხოვრებისა). მტკიცედ უნდა გვახსოვდეს, რომ რარიგ მოულოდნელიც არ უნდა იყოს, ცნებები - მწერლობა და მშვიდი ცხოვრება - შეუთავსებელია. ის, ვინც წყნარ ცხოვრებას ესწრაფვის, უმჯობესია, მწერლობას ნუ მოეკიდება. უნდა გვახსოვდეს - მწერალი, რომელზეც შეიძლება ითქვას შედარებით მშვიდ ცხოვრებას ეწევაო - ის მწერალია, ვისი ბიოგრაფიის დეტალებიც უბრალოდ უცნობია. მიუხედავად ამისა, თუ მწერალს მაინც სურს შედარებით მშვიდად იცხოვროს, მაშინ სამ ტალანტთაგან ყველაზე მეტად ცხოვრებისეული ტალანტი უნდა გამოაწრთოს. ეს რასაკვირველია არ ნიშნავს, რომ ცხოვრებიუსეული ტალანტის წყალობით ის აუცილებლად დასტოვებს თვითმყოფად მემკვიდრეობას. ცხოვრებისეული ტალანტი ნიშნავს საკუთარი ბედის ბატონ-პატრონობას (ამასთან, არ არის გარანტია, რომ საკუთარი ბედის ბატონ-პატრონობა შეიძლება), აგრეთვე, ზრდილობისა და თადარიგიანობის გამოჩენას ნებისმიერი, ყველაზე წყალწაღებული იდიოტის მიმართაც კი. ლიტერატურა - სიტყვების საშუალებით თვითგამოხატვის ხელოვნებაა. მაშასადამე, მწერალმა სიტყვის დასახვეწად შრომა არ უნდა დაზოგოს. თუ კაცს სიტყვის სილამაზით აღფრთოვანება არ ძალუძს, მაშინ არა ფლობს მწერლისთვის აუცილებელ ყველა მონაცემს, საიკაკუს „ჰოლანდიელ საიკაკუს“ უწოდებენ არამარტო იმ დროისათვის მიღებულ პროზის კანონთა დარღვევის გამო, არამედ იმიტომ, რომ პოეზიიდან ამოხაპული სიტყვის მადლი შეიცნო. რომელიმე ქვეყნის პროზაული ნაწარმოები რომელიმე ეპოქის განსაზღვრულ კანონებს ემყარება (რომლებიც ისტორიული ვითარებითაა განპირობებული). კაცი მწერლობას რომ გადაწყვეტს, ამ კანონებს უნდა მისდევდეს. ეს ხელსაყრელია, რადგან: 1. შეიძლება საკუთრი ნაწარმოები შექმნათ წინამორბედთა მხრებზე დაყრდნობით, 2. თუკი არ გადახვალ საზღვარს, ლიტერატურული ქოფაკები არ შეგყეფენ. ოღონდ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ამ გზით აუცილებლად თვითმყოფადი ნაწარმოებების ავტორი შეიქნები (სულაც არ არის საჭირო ვამტკიცოთ, რომ ერთი არ ეწინააღმდეგება მეორეს). გენიოსი უბრალოდ არღვევს ყველა ამ კანონს. (ამავე დროს, უცნობია, ანგრევს თუ არა ის ამ კანონებს იმდენად, რამდენადაც ადამიანებს ეჩვენებათ), გენისოები ცაში სხვადასხვა სიმაღლეზე ფრენენ, ე.ი. ლიტერატურაში სოციალური პროგრესის (ანუ ცვლილების) მიღმა მოძრაობენ და არ შეუძლიათ მდინარეების მიმართულებას მიჰყვნენ. ის შეიძლება ლიტერატურული მზის გარეთ მდგომ პლანეტას შევადარ��თ. ამის გამო მისი არც სიცოცხლეში ესმით და არც სიკვდილის შემდეგ აღიარებენ სწრაფად (ეს მარტო პროზას კი არა, საერთოდ მთელ ლიტერატურას ახასიათებს). კაცი, მწერლობას რომ ესწრაფვის, მოვალეა, ფრთხილად მოექცეს ფილოსოფიურ, საბუნებისმეტყველო და ეკონომიკურ მეცნიერებათა იდეებს. სანამ ადამიანი მხეცია, მანამ ნებისმიერ იდეას თუ თეორიას არ ძალუძს ადამიანის ცხოვრებაზე გაბატონება, უნდა ყველაფერს ისე ვუცქერდეთ, როგორც ცხოვრებაშია და გამოვხატოთ ისე, როგორც არის - სწორედ ამას ჰქვია ნატურიდან გადაღება. საუკეთესო მეთოდი, რომელიც მწერალმა უნდა აირჩიოს, ნატურიდან გადაღებაა. სიტყვები „როგორიც ის არის“ უნდა გავიგოთ: „როგორც ის ხედავს“ და არა „როგორც ის ხედავს მაშინ, როცა თამაქსუქს უყურებს“. ნებისმიერი მცნება პროზაული ნაწარმოების შექმნისა არ არის ოქროს მცნება. რა თქმა უნდა, ჩემი „ათი მცნებაც“ არ არის ოქროსი. ვისაც უწერია მწერლად ქცევა, გახდება კიდეც. ვისაც არა - არა.შენიშვნა: მე ყველაფერში სკეპტიკოსი ვარ, მაგრამ უნდა გამოვტყდე, რამდენჯერაც არ ვცადე სკეპტიციზმი შემენარჩუნებია პოეზიასთან შეჯახებისას, არ შემეძლო სკეპტიკოსი დავრჩენიყილავი. ამავე დროს უნდა ვაღიარო, პოეზიასთან შეჯახების დროსაც, მთელი ძალ��თ ვცდილობდი ჩემი სკეპტიციზმი შემენარჩუნებინა.
0 notes
flowers-in-my-brain · 7 years ago
Photo
Tumblr media
ადრე მეგონა, რომ მწერლები, ცხოვრებაში წარუმატებელი ადამიანები იყვნენ და თავიანთ შემოქმედებას ამ წარუმატებლობაზე საწუწუნოდ იყენებდნენ. ახლა მგონია, რომ მწერლობა არაფერ შუაშია. ზოგადად, ადამიანები არიან წარმატებულები და წარუმატებლები. თუ წარუმატებელი ადამიანი წერს, რა თ��მა უნდა, ამ თემას ატრიალებს, თუ წარმატებულ ადამიანი წერს, მაშინ პირიქით -წარმატებებზე წერს. საქმე იმაშია, რომ ჩვენთან ზოგადად ცოტა ადამიანია წარმატებული თავის საქმეში.
სამწუხაროდ, ცოტა გვიან მივხვდი, რომ კარგად სწავლა საერთოდ არაფერ შუაშია მომავლის მიზნებთან. ყველა ილუზია, რომელიც გვექმნება იმით, რომ კარგად სწავლით შეგვიძლია მივაღწიოთ მწვერვალებს, მაშინ ინგრევა, როდესაც უნივერსიტეტის დიპლომით ხელში, თვალს უსწორებ რეალობას.
ჩვენ, ადამიანები, იშვიათად ვაკეთებთ იმას, რაც გულით გვინდა. მიზეზი გაუგებარია. უბრალოდ ასე არის საჭირო და მორჩა. 
ყოველთვის მინდოდა, რომ ხელოვანი ვყოფილიყავი. მინდოდა, რომ ბევრი მეხატა, მემღერა, მეწერა, მუსიკა მეკეთებინა, საკუთარი თავისთვის ჩემი საქმიანობით სიამოვნება მიმენიჭებინა და მეკეთებინა ის, რაც ამ ქვეყნად ყველაზე მეტად არის ჩემთან ახლოს. რეალობა კი ის არის, რომ ამის ნაცვლად ვსწალობ რომელიღაც უნივერსიტეტში, რომელიღაც ფაკულტეტზე, რომელზეც დარწმუნებული ვარ ჩემი კურსელების 80% აზრზე არ არის რას სწავლობს. სამაგიეროდ ხატვაზე მეტი შემოსავალი გვექნება. მთავარი ხომ ესაა :)
მგონია, რომ რაც უფრო ნაკლებად გვექნება სხვა ადამიანების იმედი, მით უფრო უკეთესები გავხდებით ჩვენ. 
მგონია, რომ რაც უფრო გვეყვარება ჩვენი საქმიანობა, მით უფრო ბედნიერები ვიქნებით.
მთავარი ისაა, რომ ჩვენ მაინც ვიმოძრაოთ ისე, როგორც გვინდა. დავუშვათ გრანდიოზული შეცდომები ხანდახან და თუნდაც იშვიათად, გრანდიოზულ წარმატებებსაც მივაღწიოთ. თორემ ისე გამოდის, რომ მთელი ჩვენი ინტელექტუალური რესურსები იმ ყველაფრის დაზეპირებას ხმარდება, რომლებსაც აღარასდროს დავუბრუნდებით.
0 notes
fle-o · 9 years ago
Text
,,პატივმოყვარეობის განკურნების უებარი მალამოც მარტოობაა, რადგან ჩვენ, განდეგილებად დაბადებულნი, მეტად, ვიდრე სხვები, ყოველთვის თვითდაეჭვების მსხვერპლნიც ვხდებით.მარად და მარად ჩვენს სიმარტოვეში უეცრად წარმოსდგებიან სირცხვილით აღვსილი გრძნობები არასრულფასოვნებისა, რათა მოგვიცვან შიშის, ურწმუნოების, სიცარიელისა და ავადმყოფობის დამთრგუნავი წყალდიდობით.შეგვირყვნან რწმენა და ჯანმრთელობა და აღზევებული მხიარულების ძირში ლექი გაშალონ, და რა პარადოქსულია, რომ თუ ადამიანს შემოქმედებითი შრომის ზეობის შეცნობა სწადია, დიდი ხნით უნდა გაწიროს თავი მარტოსულობისთვის.''-თომას ვულფი ,"მონოლოგი მარტოსულისა"
7 notes · View notes
emi11y · 6 years ago
Text
რა არის სიცოცხლე?
_ სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
_ სიკვდილი?
_ სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.
გოდერძი ჩოხელი
21 notes · View notes