#წიგნები
Explore tagged Tumblr posts
Text
მე და მარიამმა გუშინ წიგნები გავცვალეთ, მე ჩემი ვათხოვე, მან კი თავისი მათხოვა.. იმ საღამოსვე მომწერა, რომ პირველი თავი წაიკითხა და დიდად ვერ მოიხიბლა. მოკლედ, არ მოეწონა.. მაგრამ წიგნების შუა გზაზე მიგდება არ მიყვარსო, მითხრა, და აუცილებლად დავამთავრებო. თან შთაბეჭდილებას გადმომცემს აუცილებლად. ძალიან კი მაინტერესებს რას მეტყვის. მე "ადამიანის ოკულტური ანატომია" დავუტოვე, მან კი ქარჩხაძის "მდგმური" გამომატანა. მეც წავიკითხე პირველი თავი და მინდა ვთქვა, რომ საინტერესოდ და ძალიან მარტივად იკითხება.
მარიამს დიდი ხანია ვიცნობ, თუმცა გულწრფელად რომ ვთქვა, როგორც გოგონას პირველად მივაქციე ყურადღება. ფაქიზი და რბილი ხმის ტემბრი აქვს, სასიამოვნო მოსასმენია. როგორც გოგოს კარგად არ ვიცნობ, თუმცა ვისურვებდი რომ ვიცნობდე.. გუშინ რატომღაც ვერ იყო საუბრის განწყობაზე, ალბათ თავი რომ სტკიოდა ამის ბრალია.. იღლება ხოლმე და ცოტათი გული მწყდება. მეტი რომ დაისვენოს, კარგი იქნება ხოლმე.
თუ კიდევ მოხდება რამე საინტერესო, მოგიყვებით..
2 notes
·
View notes
Text


ახალი წიგნები🦢
ეს ხე ძაან მიყვარს, 5-6 წლის ვიყავი პირველად რო მითხრა დედამ ტირიფი ჰქვიაო, ისეთი ეფექტური იყო მაგის მერე არ დამვიწყებია🌿
2 notes
·
View notes
Text
იყო იყო, მართლა იყო. მართლა, უწინ ოდესღაც, ერთმანეთის მხოლოდ ერთი, გამოხედვით გვესმოდა. იყო იყო, ისიც იყო, ყაყაჩოთა მინდვრები, ისიც იყო , დილის პირას, ვნება როგორც ჩიტები.. იყო იყო, ბევრი იყო კედლები და ფირები.. ისიც იყო .. უძინარზე ნაძინები ფილმები. იყო იყო , ისიც იყო, წრედები და კუბები, წიგნები და წერილები... კალმები და ფურცლები. იყო , იყო ბევრი იყო... ხედები და არსები.. იყო იყო ბევრი იყო... გატეხილი ნავსებიც. იყო გრძნობის ჭიდილი და იყო არსის რაობა.. ბევრი წელი როცა გავა.. ესეც პატარაობა? იყო იყო ბევრი იყო. მართლა იყო.. კვამლები.. იყო იყო მართლა იყო... დახატული სახლები. სკამები და კარებები, კარადები, სარკენი.. იყო იყო მართლა იყო...
გრძნობის თეთრი საკნები.. იყო , იყო მართლა იყო.. მიყვარდი და მჯეროდი. ახლა ისევ წერილები.. მოტანილი წეროთი. ისევ ვწეროთ წერტილებად.. ისევ მხოლოდ ფიქრებით.. იყო იყო მართლა იყო....
აწი აღარ ვიქნებით. არჩევანი სამყაროს და ცხოვრებების წიაღში. დარჩა, ისევ შენთან დარჩა.. პორტალებში ღიაში. მე გავედი. გზის დასასრულს, არ დამხვდება არც ერთი.. იყო იყო , მართლა იყო.. ქორონიკონს ქრისტეს აქეთ.. პაწაწინა გაზეთი.
4 notes
·
View notes
Text
რუხი მწვანეს მიღმა
ოთახის კედლები მქრქალ კრემისფერ ფერშია შეღებილი. ეს ფერი, თითქოს ერთფეროვნების სიმბოლო, სინამდვილეში ჩუმად აგროვებს გოგოების ხმებს, სიცილს და ხანდახან სევდასა და ბრაზსაც.
ოთახში ოთხი ორსართულიანი საწოლია განლაგებული, თითო კუთხეში ორად-ორი საწოლი დგას. ოთხი ორსართულიანი საწოლი თითქოს სიმეტრიის პრინციპს იცავს, მაგრამ თითოეული საწოლი ინდივიდუალური სამყაროა.
ოთახს ორი სტანდარტული ფანჯარა აქვს, რომლებიც დღის შუქისა და გარე სამყაროს ჭვრეტისთვის ერთადერთი გასასვლელია. ერთი ფანჯარა კედელთანაა, სადაც ნინოს საწოლია, და ეს ფანჯარა თითქოს განსაკუთრებულად მას ეკუთვნის. მეორე მის გვერდით მდებარეობს ოდნავ მოშორებითაა და უფრო მცირე ყურადღებას იქცევს.
საწოლების თავზე ჩამოკიდებულია ან დაკეცილია სამხედრო ფორ��ები. აქვეა რამდენიმე რკინის კარადა. თითოეული გოგო საკუთარი წესრიგით ცხოვრობს: ზოგიერთი კარადა უნაკლოა – ტანსაცმელი ფერების და ფორმების მიხედვით ლამაზად დაკეცილი, ხოლო ზოგიერთი ქაოტურად სავსეა.
კარადებში სამხედრო აღჭურვილობის გარდა მოთავსებულია წიგნები, ყუთები, ფოტოები ან ჩანაწერების ბლოკნოტები, რაც ყველას ინდივიდუალურობას გამოკვეთს. ამ კარადებში არის ყველაფერი – რაც ფარულად გულისხმობენ იმ ცხოვრებას, რომელიც ამ ბაზას მიღმაა დარჩენილი და ასევე პატარა ცხოვრების ნიშნები ამ თითქოს უგრძნობ სივრცეში.
ეს ოთახი სამხედრო ბაზის ნაწილია, მაგრამ უფრო მეტიც – ეს ჩვენი პატარა სამყაროა. აქ ყველაფერი, რკინის საწოლებიდან დაწყებული და ფანჯრის რაფებით დამთავრებული, თითოეული ჩვენგანის ყოფნას, ოცნებებსა და ფიქრებს ინახავს.
0 notes
Text
ადამიანი, როგორც სახლიდან გაგდებული უპატრონო ძაღლი
ოდესღაც დიდი წნეხი იყო, რომ ადამიანს წერა-კითხვა ესწავლა; მერე წნეხი იყო, რომ წიგნები მასობრივად ეკითხა; მერე ადამიანებს ითრევდნენ კინოთეატრებში (ნუ როგორც წინა ათწლეულში სოც. ქსელებში – “უემე ფეისბუკი არ გაააქ? რას ლაპარაკობ?”); შემდეგ ამბობდნენ, რომ ძალიან უხერხულია თუ წიგნი მხოლოდ კინოს მიხედვით იცი; მერე შემობრძანდა პერსონალური კომპი და თან მოჰყვა მესენჯერები და უფრო გვიან სოც ქსელები; წიგნზე…

View On WordPress
0 notes
Text

I’m standing on your grave and reading a poem .
უშენოდ ყოფნა მარტივი არასდროს ყოფილა, თითქოს სახლი რომელშიც გავიზარდე არც უარსებია ისე გაქრა შენი კვალი. წაიშალა ჩემი სიმაღლის აღმნიშვნელი ფერადი ხაზები და ძვირფას შპალერზე მოხატული ჩემი მეგობარი ურჩხულები. გაქრა შენი სურათები, სუნი და ანაბეჭდები. აივნის მოაჯირზე ამოკაწრული წარწერა “ჩემი სახლი” სქელმა თეთრმა საღებავმა დაფარა. ერთადერთი რასაც ჩემი და შენი იერი დარჩენოდა, წიგნები იყო, ჩაკეცილი ფურცლებით. გადაშლა ვერ მოვახერხე, ნეტავ რომელ ლექსზე გავჩერდით…მენატრები.
ცისფერი ცაა, მზე თოვლს ვერ ადნობს. ვერც მე. მიუხედავად იმისა რომ არ გივიწყებ, და შენი სიტყვები მუდამ გონებაში მიტრიალებს მაინც ვიღლები. ენერგია მეცლება და პატარა ბავშვივით ტირილსა და ხელ-ფეხის ქნევას ვიწყებ.
შენ იცი, რას ვატარებ. და როგორც იტყოდი, მნიშვნელობა არ აქვს რამდენს ვატარებთ თუ ღირეულად ვერ ვუყურებთ ადამიანებს თვალებში. შენთვის მომინდია, მე პასუხები ისედაც ვიცი.
0 notes
Text

ერთ დროს აქ წიგნები იკითხებოდა...
ახლა კიი ....
გურია
სოფელი წიფნარი
უყურადღებობის ერთ მაგალითს ხედავთ სურათზე.
1 note
·
View note
Text

"ყვავილი" 🤍
ჩემი ახალი წიგნი
#books#love#kargareteli#spiritually#photography#romantic#quotes#cozy aesthetic#ფრაზები#კარგარეთელი#ია კარგარეთელი#წიგნი#წიგნები
18 notes
·
View notes
Text
"რას იფიქრებდი, თბილ მდინარეს თუ ქვიშაც თან მოჰქონდა და სულში ლექავდა. შენ მდინარე კამკამა გეგონა. კამკამა მდინარე, რომელშიც საკუთარ გამოსახულებას ხედავ. ქვიშის ამბავი არ იცოდი."
ქარჩხაძე
7 notes
·
View notes
Text
გამბედაობა იყო ბედნიერი
ცხოვრებას ადამიანები განსხვავებულად აღიქვამენ, განხვავებულ წესებს ემორჩიელბიან და თავის ცხოვრებას ყველა სხვადასხვანაირად ცხოვრობს. ეს წიგნი ეფუძნება ადლერის ფილოსოფიას. ყველას შეუძლია იყოს ბედნიერი დღესვე, ამბობს ავტორი, თუმცა ადამიანები თავად ირჩევენ იყვნენ წარუმატებლები. რამდენიმე მოსაზრება წიგნიდან:
ხალხი, ვინც ამბობს, რომ ვიღაცამ შეუშალა ხელი რამის მიღწევაში, ან რამემ, უბრალოდ ეძებს თავისი მოუხერხებლობა არა თავის უნარების ნაკლებობას, არამედ რამე სხვას დააბრალოს.
მშობლები, რომლებიც შვილებს ეუბნებიან “შენთვის გეუბნები შვილო”-ს, სინამდვილეში შვილების მანიპულაციას ახორციელებენ თავისი ინტერესების შესაბამისად.
წიგნის ყოველი თავი ასეთი მოსაზრებით იწყება. მას შემდეგ მოსდევს განმარტება და არგუმენტაცია."გამბედაობა არ მოსწონდე ვინმეს” ფილოსოფოსსა და სტუდენტს შორის დიალოგის სახითაა დაწერილი. თავიდან, ფილოსოფოსი თავის მოსაზრებას რომ უზიარებს სტუდენტს, ის საკმაოდ დაუჯერებელი და წარმოუდგენელი ჩანს, თუმცა, როცა ფილოსოფოსი განმარტავს მოსაზრებას, უკვე ფიქრობ, რომ მართლაც ასეა.
როგორც ჩანს, ადლერის მოსაზრებებ�� ეწინააღმდეგება ფროიდის მიზეზ-შედეგობრივ მიდგომას. ერთი რამ ცხადია, რომ ადამიანებს ცხოვრებაზე სხვადასხვა შეხედ��ლება გვაქვს და სხვადასხვა თარგით ვცხოვრობთ. შესაძლებლობები უსასრულოა. იმისათვის, რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ, ჯერ ყველა შესაძლებლობას და აზრებს უნდა ვიცნობდეთ. ამ წიგნის გაცნობა ამ მხრივ საინტერესო უნდა იყოს.
საბოლოო ჯამში, "გამბედაობა არ მოსწონდე ვინმეს” დაგეხმარებათ თქვენი საქციელი მეტად გაიაზროთ და გააკეთოთ თქვენი არჩევანი, თუ როგორ გინდათ რომ იცხოვროთ და გინდათ თუ არა იყოთ ბედნიერი დღესვე.
1 note
·
View note
Photo
2 notes
·
View notes
Text
The perks of Summer holidays.✨
მთელი წელი ველოდი ზაფხულის არდადეგებს. და ჰა, აქ არის მთელი თავისი ბრწყინვალებით. ხოდა, იწყება დღეების არევა, წიგნებში ჩაფლობა, სოციალურ ცხოვრებას მოწყვეტა და უბრალოდ, ყველაფრისგან კარგა დიდი ხნით დასვენება. დილით მაშინ დგები, როცა გინდა. ეს შეიძლება ხან დილის რვა საათი იყოს, ხან შეიძლება გაგიკვირდეთ და, საღამოს რვა საათი. განწყობას გააჩნია. 😄 როცა გინდა დაიძინებ, როცა გინდა გაიღვიძებ. მოკლედ, შენ ნებაზე ხარ რა, ხან ფეხს გაშლი, ხან ხელს. მიხარია და გიხაროდენ თქვენც.
#holidays#summerholidays#relaxtime#relax#happy#freedom#არდადეგები#თავისუფლება#ბედნიერება#წიგნები#books#გიხაროდენ#დილა#perksofsummerholidays#უპირატესობანი
6 notes
·
View notes
Photo

1 note
·
View note
Quote
I like it when somebody gets excited about something. It’s nice.
J.D salinger/ The Catcher in the Rye
39 notes
·
View notes