#ქართული მუსიკა
Explore tagged Tumblr posts
Text
1 note
·
View note
Text
#ვაქო#ვახტანგ ქანთარია#გიორგი ყოლბაია#vakhtang kantaria#vaqo#photography#studiophotography#red#vougemagazine#guitar#rockman#70s rock#modern rock#georgekolbaia#qartuli#ქართული#მუსიკა#მუსიკოსი#დუეტი the w
1 note
·
View note
Text
Kiss ❤️🌸🌹
1 note
·
View note
Text
კი, ო კიიიიიი, ვეტყვი ყველას რომ ქართული მუსიკა და კულტურა შემიყვარდა ფილმის გამო: "რაააა კარგია, 'და ჩვენ ვიცეკვეთ', იცნოოოობთ? :)))"
THE DAY OF LANGUAGES!!!
This 7th of May, 2024, we use our own language again!
If your language, native or not, is something other than English, on May 7th you can speak that language all day!
You’ll blog in your chosen language(s) all day: text posts, replies, tags (except triggers and organizational tags).
Regardless of what language people choose to speak to you, you can answer in your own.
Non-verbal, non-written languages (like sign language, dialects, otherwise non-written languages) are more than welcome! See my FAQ for tips
English native speakers can participate in any other language they're studying/have studied/know.
The tag is gonna be #Speak Your Language Day or #spyld for short.
Please submit me some language facts for me to share on this day <3
Pinned post and FAQ
9K notes
·
View notes
Text
ქართული მუსიკა არვი მაგრამ “მგონი მეყვარები კიდე მილიონ დღეს” უკვე მეხუთე წელია ვფიქრობ რომ ძაან საყვარელი ფრაზაა
0 notes
Link
0 notes
Text
A three hour introduction to contemporary Georgian music. Feel free to listen to it in order or shuffle it.
#it's not comprehensive...but i did choose the track order and curate it to my tastes#i take recs!#georgian music#georgia#playlists#music#spotify playlists#ქართული მუსიკა#my playlists#Spotify
8 notes
·
View notes
Text
LIVE IN TBILISI/SOKHUMI მცირე ისტორია
პროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" დასრულების შემდეგ, (2012-13 წწ.) ცნობადობა ინერციით აგრძელებდა არსებობას, სკოლა ახალი მორჩენილიყო, ყოველ კვირა 700 - 900 000 იანი ტელემაყურებლის და სავსე ფილარმონიის დარბაზის სცენის წინ გამოსვლები გვქონდა, ჩვენ საავტორო მუსიკას ვასრულებდით ქართულ ენაზე, (ქოვერებსაც კი ქართულად) მახსოვდა, 2012-13 წლებში, ნიკოლოზ მემანიშვილი და ნინო ქათამაძე, ასეც ამბობდნენ, დუეტი The W ახალი ქართული მუსიკააო, ესენი იქნებიან ჩვენი მომავალიო. დავიჯერეთ. ბავშვებს სწამთ უფროსების. დღეში ოთხ საათიანი რეპეტიციებიდან 6 საათიანზე გადავედით. ქართულ სიტყვებს, გალაქტიონის ლექსებს გიტარის სოლოებად გავრდაქმნიდით. ვხვდებოდით სხვა ჟღერადობა იყო.
საქართველოს ვარსკვლავი, პირველი სეზონი. თქვენ გადახვედით ფინალურ სტადიაზე
ამბიციური გეგმა შევასრულეთ, პირველი დუეტი საქართველოს კონკურსების ისტორიაში, ქართულ ენოვანი. რომ ყოფილიყო სხვა ჟიურის შემადგენლობა, იყვნენ: ნინო ხოშტარია ყველაზე ჭკვიანიდან, ნინო ქათამაძე და ნიკოლოზ მემანიშვილი, მაშინ ასე ერქვა) ეს არ გამოვიდოდა და არც გავიდოდით. 5000-ე მონაწილე ვიყავით მაისურზე წარწერით. ბევრი მეკითხებოდა, მანდ ჩაწყობითაა ხო? - უმალვე ვპასუხობდი - არა! თუმცა იქ აქვთ პრე ტურითქო, სადაც პირველ ტურამდე, უველას ეძახიან და ცალ-ცალკე ხვდებიან, ასე დაახლოებით 4000 მდე მონაწილეს. ვინ არ ვნახე მაშინ მონაწილეებს შორის? ჯერ კიდევ თინეიჯერი ტელეწამყვანები, მსახიობები, მახსოვს ლიზა ქისტაურიც, ძალიან სურდა დიდ სცენაზე სიმღერა. მოკლედ პრე-ტურის ვალია, იპოვონ თვალშისაქცევი მონაწილეები, ლამაზი, ცხელი, განსაკუთრებული, ან პირიქ��თ, უნიჭო, ცუდი ვოკალის მქონე, უცნაური რეპერტუარის შემსრულებელი - მათთვის წინასწარ იგონებენ სიტუაციებს, იმისთვის რომ გადაცემაში, პირველი ტურის ჩაწერის დროს მაყურებელი გაართონ, ასე აგროვებენ გმირებს, მცირე რეალითი შოუს დასადგამად. რაც ტელევიზორში დიდ რეიტინგს წერდა.
პირველი ტურის მერე გაძლევენ ოქროს ბილეთს, ხოლო მეორე ტურის მერე გიწვევენ გადაცემაში და იქ გეუბნებიან მოხვდი თუ არა რჩეულ ათეულში, იქ შენ იმედგაცრუებას თუ სიხარულს 7 კამერა იღებს, სხვადასხვა რაკურსში.
პირველი კონცერტის შემდეგ მაყურებელი თვლიდა რომ ძლიერი ინსტრუმენტალისტები ვიყავით, მაგრამ არა ვოკალისტები. მეტიც, სუსტი ვოკალისტები გამოვდექით. მაშინ, სიმღერად ითვლებოდა იმათ, რაც ხმამაღალი ხმით იყო ნამღერი. მათ შორის კივილი, კი ყველაზე მაღალ ხელოვნებად. ვინც უფრო ხმამაღალი იყვირებდა, ის იმარჯვებდა.
სატელევიზიო პროექტს აჰყავხარ მწვერვალზე, შენზე სიუჟეტებს აკეთებენ რეიტინგული იუმორისტული შოუები, პოლიტიკური გადაცემაშიც კი გახსენებენ, ასე მახსოვს ინგა გრიგოლიას გადაცემაში ერთმა თქვა, თუ რუსეთში უშვებთ მუსიკოსებსო, დაბლიუ გაუშვითო, ახალი ქართველებიო, ლივერპულელებს რომ გვანანო, იცოდნენ სად ვართო! და არა ეს წარსულიო. ვანო ჯავახიშვილმაც თქვა თავის შოუში, ახალი მუსიკააო ეს. გვცნობდნენ ყველგან, ავტობუსში, ქუჩაში, სოფლებში ქალაქებში, დამოკიდებულებასაც კი იწვევს ცნობადობა.
არაკომერციული გამოსვლა, საქველმოქმედო. ილიაუნში
ასე ერთხელ ქართული ტური იყო, მშობლიურ ენაზე კივილი არ გამოდის მარტივად, დაძაბულები იყვნენ პროექტის მესვეურები, ხალხს შეეძლო რაიმეს მიხვედრილიყო. კივილს კონკურსანტებიც ვერ რისკავდნენ. მენტორებიც კი უკრძალავდნენ, საშიშიაო. ტელევიზიის ვოკალის პედაგოგს დასცდა და თქვა, სიმღერა არისო, იმ ხმაზე რა ხმაზეც ლაპარაკობო. ჩვენს დაკრულ თოლიას დღემდე თბილად იხსენებენ. კონკურსის დროს, თემურ ყვითელაშვილმა გვითხრა, სამი ნაწილიანიაო ეგ სიმღერაო და არა ორი, "ოთხი გიის" წევრს დაურეკა და დაუმოწმა, კი ეგრეაო.
კულისებში კითხულობდნენ რატომ არ იღიმით. ეკრანს სჭირდება ღიმილიო.
რუსთავი 2-ს კონკურენტი არხები თავის ვარსკვლავებს ქმნიდნენ. ის სივრცე დახურული იყო. საქართველოს ვარსკვლავი იმხელა ისტორიაა, ცალკე წიგნი დაიწერება.
სამ წელიწადში, დრამატული ვარდნა, 30 კაციან ბარებში დავიწყეთ კონცერტების ჩატარება, არ ჩანხარ ტელევიზიაში აღარ არსებობ. გივიწყებენ. მაშინ ჯერ კიდევ ტელევიზორს უყურებდა ახალგაზრდობა. არ შეიძლება სულით ასე უცებ დაეცე გავიფიქრეთ. ბოლნისში, რუსთავში, და სხვა ქალაქებში ვცადეთ ბედი. ვოკალის პედაგოგმა, ჟანა თოიძემ, (შორეული ნათესავი, რამდენჯერმე ვოკალის გაკვეთილები ავიღეთ, სავარჯიშოები სიტყვის გამოთქმისთვის) რომელიც ირაკლი ჩარკვიანს, მერაბ სეფაშვილს, ლადო ათანელს ბაკურ ბურდულს და სხვას ვოკალის გაკვეთილებს აძლევდა, გადაგვამისამართა ბაკურ ბურდულთან, და ერთი კონცერტიც ჩაგვატარებინა, თავის ბარში, მგონი "წარმატება" Success ერქვა. 3 საათი ვუკრავდით. ყველაზე დიდი გამოსვლა ცხოვრებაში.
ფოტოს ავტორი ციცი ბოდოკია. 2014-15 წელი. მაღლივის მიმდებარედ.
მაინც ვეცადეთ ჩვენი სახელი გამომეყენებინა ყოველმხრივ, დაახლოებით 5 წელიწადი ვცდილობდით, რომელიმე ფესტივალზე მო��ვედრას, ყველგან უარი იყო, ასე დაახლოებით 50 მდე - არა. ის ადამიანებიც კი ვინც მეპატიჟებოდა, ვეღარ, აღარ მცნობდა. მაშინ ყველაფერი პროექტი იყო, და ამ პროექტში მეგობრების ყოლაც პროექტის ნაწილი იყო. ქართულ ენაზე მაშინ "ჯინგლსების" სტილში იწერებოდა სახუმარო სიმღერები, ილიზიური ეროვნული პროცესი იყო. უფრო დაცინვა ეროვნულობის, დღეს სარეკლამო მუსიკას უწოდებენ ამას, ზეპოპულარული იყო ესტრადა და რეპი, ჰიპ ჰოპი, დი ჯეი, ბენდის მუსიკა ქოვერებით და ინგლისურ ენოვანი მუსიკით შემოიფარგლებოდა, ქართულ ენაზე კი პანკი იწერბოდა, უმი.
ძალით ვცდილობდით სცენაზე გამოსვლებს, 10 ზარისა შემდეგ, განცხადებებით ვახერხებდით. რექტორი თვითმართველობას თხოვდა დააკვრევინეთო ჩვენივე სტუდენტებსო, ისინი უარზე იყვნენ, ფული არააო, უკვე სხვები ვიქირავეთო. (ჰონორარს არ ვითხოვდით, არც აგვიღია არსად პრაქტიკულად, უჰონორარობა ყველაზე დიდ პრობლემად იქცა მოგვიანებით) ერთ-ერთი ასეთი გამოსვლისას, ჩვენამდე უკრავდა ძალიან ძალინ პოპულარული ინგლისურ ენოვანი ქართული ბენდი, ჩვენ რომ დავიწყეთ მათ მერე, სივრცე დაცარიელდა, გვითხრეს მორჩითო, ორგანიზატორებმა, დი ჯეის გამოსვლას ელოდებოდნენ. მაშინ დი ჯეის უხდიდნენ სამჯერ მეტს ვიდრე ბენდს, ხოლო ჰიპ ჰოპ/რეპერს ბენდთან და დიჯიესთან ერთად აღებულს მეტს. ფასები დღემდე მახსოვს.
გაფრთხილება რომ მოვრჩეთ დაკვრას, გაბრაზებული ჩავხტი.
სხვათაშორის ორგანიზატორებმა ჩემ დროს არ იცოდნენ როგორ უნდა მიეწოდებინათ მუსიკა ხალხისთვის. ძმამ თქვა მორჩა, საკმარისია, აღარ მინდა მუსიკაო, ღარიბები ვიქნებითო, ხალხი ამ მუსიკას ვერ გაიგებსო, უბედურები ვიქნებითო, გაჭირვებულები და მონებიო, ის წავიდა. 10 წელი გიტარაზე სწავლობდა დაკვრას მუს. კოლეჯში, კონსერვატორიაში კონცერტებიც ქონდა კამერულ ორკესტრთან ერთად, მოკლედ მასზე კარგი გიტარისტი არ მეგულებოდა. აღმოჩნდა არც რეალისტი. ვეცადე დაბლიუს ჩანაწერები დამეგზავნა ყველასთვის, დაწყებული კახა თოლორდავას გადაცემისთვის დამთავრებული ყველაზე ნაკლებად ყურებადი დილის შოუებისთვის, ყველა ყველა საპროდიუსერო თუ საფესტივალო ცენტრისთვის, მაგრამ "საქართველოს ვარსკვლავის" შოუს ინერციამ დაამთავრა მოძრაობა 2017 წელს. მუსიკაც დაძველდა იმედთან ერთად.
ელენე მაისურაძე დ��დოფალი. ლოგო 2017-18 წწ. ვაქომდელი ფსევდონიმი.
სრულიად მარტომ, მაშინ როდესაც მონარქთა და ეკლესიის სურვილით, საქართველოში მონარქიის აღდგენის თემამ წინ წამოიწია, ავირჩიე ყველაზე გავრცელებული ქართული გვარი, მაისურაძე ფსევდონიმად, და დავირქვი "ელენე მაისურაძე დედოფალი" ჩავატარე რამდენიმე კონცერტი, ელექტრო დრამის სემპლებისა და ჩემი ვოკალი-გიტარის ქვეშ. 20-მდე სიმღერა დავწერე სახლში და გარეთ გავიტანე. მაშინ ხშირად წუხდნენ, კონცერტები არ არისო, არტისტი სცენაზე უნდა დაიბადოსო, და მსგავსი. გადავწყვიტე დროათქო. პირველ კონცერტზე ცოტა მოვიდა. ბარმენიანად და დამლაგებლიანად 8 კაცი. შუა დაკვრისას გავაცნობიერე - დამლაგებელ ქალს, ასე დაახლოებით 50 წლამდის - მოსწონდა გამოსვლა. ცოცხს ათამაშებდა. ალბათ კონცერტის შემდეგ, ცოცხითვე გაფრინდა სახლში.
ელენა მაისურაძე დედოფალი - უკრავს მაკულატურაში. სიმღერას - წინ მივიწევთ, უფსკრულს ვერ ვშორდებით.
ასე დაახლოებით 4000 ლარის ღირებულების აპარატურით დავდიოდი ბარიდან ბარში. პირველ ჯერზე ჩანაწერი საშინლად გამოვიდა. აპარატურამ დამაღალატა. თუმცა მე ვიყავი სივრცეში, სადაც შეცდომების გამგონიც კი არ იყო. პატარა სოლოლაკური-ვერელური-ვაკეური კლუბები, იქ სამეგობროები თუ დადიოდნენ. დასალევად. უკანა ხმების ჩაწერა (რომელიც მომდევნო პერიოდში კიდევ გადავამუშავე) ძვირი სიამოვნება გამოდგა, 100 ლარი ერთი საათი - ძვირი იყო. სტუდიის 7 საათიანი ქირაობის შემდეგ, თვითონ დავიწყე ხმის რეჟისურის სწავლა.
დიდი სტუდია ძვირი სიამოვნებაა
ჩემი მიზანი ჟღერდა ბუნდოვნად: ჩავწერ ცოცხალ ჩანაწერებს, უკანა ფონოგრამით, პატარა კლუბებში, შევკრავ და გამოუშვებ ალბომის სახით. რაც უფრო მეტი სიმღერა გამოვა, მით უკეთესი. ამით შევმქმნიდი პრეცედენტს, წყალქვეშა მიმდინარე პროცესს ქალაქ თბილისში, რომელიც ბევრს გამორჩებოდათ დიდი ალბათობით, (მაშინ კი იაძხდნენ კონცერტები ცოტააო, მაგრამ როდესაც იყო, არ მოდიოდნენ) ვიცოდი დარჩებოდა აფიშები, და აუდიო ჩანაწერები, რამდენიმე მსმენელი-მოწმე, ვისი ნახვაც მეც გამიმართლა. ალბომისთვის მსურდა ბარების სახელები დამერქვია, თუმცა გავფლიტრე ჩანაწერები. ამიტომ ჯამში Live in Tbilisi და მოგვიანებით Live in Sokhumi დავარქვი, (დედამიწაზე, უკიდურესი რასიზმის მსხვერპლთა მხარდაჭერა-თანაგრძნობა, ყველა ეროვნების და აღმსარებლობის)
მზადება ჩაწერისთვის. ლეპტოპი აუდიო ბარათი მზადაა, პროგრამა გაშვებულია. რამდენიმე ტურისტი შემოვიდა და მალევე გავიდა. ვფიქრობ მუსიკა არ მოეწონათ
კონცერტებზე ჩემი ნაცნობები ძვლივს მოდიოდნენ, ხან დრო, ხან ამინდი, ხან "მუღამი", ჯ���მში კი სურვილი არ იყო. მიზეზს ადამიანი ადვილად მოიგონებს, თუ საჭიროა დაიღლება, გაცივდება ამას დაიჯერებს და გეტყვის. ადვილად ეჩვევი უარს და წყენას - საქმეში. წარმოვიდგენდი, რომ მოჩვენებები და სულები ისხდნენ, და ისინი მისმენდნენ, თბილისის 20 იანი წლების ინტელიგენცია, ბავშვობაში მომწონდა როგორც ეცვათ. ქალებს გრძელი კაბები, კაცებს პიჯაკები. რაკი ძალიან ბნელოდა ხოლმე, ამის წარმოდგენა რთული არ იყო. სიბნელე, კონსპირაციას ქმნის.
ძმა დამყვებოდა, ახალ უკვე მე ვუყურებდი მას სცენიდან. მეგობარიც თან ახლდა ხოლმე, გოგო. ორივე მისმენდა და მაკრიტიკებდნენ, ესე ესე ჯობიაო, ეს ისეო. ასე კლუბ გენერატორ 9.5 ში დიდი ტაში დამიკვრიეს. ყველაზე დიდი რაოდენობით მსმენელიც მანდ იყო. - 17 კაცი. შარიანი ბიჭებიც იყვნენ, მთვრალები, მოსულმა მეგობრებმა წაიყვანეს, უსიამოვნოდ მიყურებდა, კომენტირებდა, ჩხუბი სურდა. მე ვემზადებოდი, რომელი გიტარა ჩამერტყა, იაფიანი მაგრამ იშვიათ ხმიანი? თუ ძვირიანი (400₾), მაგრამ სტანდარტულ ხმიანი.
ერთადერთი მსმენელი კონცერტზე. სიმღერა გააძვირეს.
ჩანაწერში ტაშების პრობლემა მაწუხებდა, სამი კაცის ტაში სასაცილოდ ჟღერდა, ამიტომ აქციებზე ვიწერდი ხალხის ტაშს, იქიდან კი ვარჩევდი ყველაზე ნეიტრალურ ტაშს, შეძახილების გარეშე, ასეთი ცოტა იყო. და ვადებდი უკვე ალბომის გამოსვლისას. მახსოვს ერთ-ერთი ბარის მესვეურებმა, გადამყვანი კაბელი არ დამახვედრეს, წავიდა ველოსიპედით ბარმენი, სხვა ბარს გამოართვა. გახარებული იყო, საქმე მოაყუმარა.
მეცვა ყველაზე დიდი ზომის შარვალი და პერანგი, რაც კი ვიპოვე სახლში. ვიფიქრე მერე გარდავიქმნებოდი კონტრასტულად.
მეორე ბარის მესვეურმა მითხრა, დამწყებებს (ეს ჩემთვის უსიამოვნო სინამდვილედ გამოდიოდა) ხელს ვუწყობო, სერია მინდა გავაკეთოო კონცერტებისო, და დაუკარიო კიო. ნაკლებად ცნობილი ბენდების�� და ალტერნატიული მუსიკის მხარდასაჭერადო. მე შევთავაზე კონცერტი მას. სხვათაშორის ეს ტერმინებია - ნაკლებად ცნობილი ნიშნავს, არაკომერციულ შემოთავაზებას. ალტერნატიული ხელოვნება ნიშნავს - გარისკვას, ყველა მიმართლებით. ასეც ითარგმნებოდა - მე ვრისკავ შენი გამოყვანით სცენაზე, ამიტომ არაკომერციული იქნება ჩვენი ურთიერთობა. სხვათაშორის, მაშინდელმა პანკ სცენამ, კლუბების მესვეიურები დააშინა, რამდენიმე ჩხუბის, გინებების და ნივთების მტვრევის გამო, უფრო სათუთად არჩევდნენ ვინ დაუკრავდა მათთან. მაცხოვრებელ მეზობლებთან სასამართლოს თავი ბევრს არ ქონდა.
დამსწრეთა სრული რაოდენობა ელენე მაისურაძე დედოფლის კონცერტზე
ერთი კონცერტი მეორე დამლაგებელსაც მოეწონა, ნამდვილად მისმენდა. ასეც ვიფიქრე, ეტყობა მის შვილს ვგავართქო, მუსიკა აშკარად არაფერ შუაში იყო. აქა იქ გამოჩნდებოდა გოგოც, რომელისაც ახსოვდა ვინ ვიყავი, და გასეირნებას მთავაზობდა, იშვიათად ვთანხმდებოდი, ადვილად ვხვდებოდი, რა შარიც იყო.
პამ პამ კლუბი. ვაკე. სიმღერა სექსი არჩევნები გვინდა
პამ პამში, ძალიან მხიარული მეპატრონე იყო, კეთილი ადამიანის შთაბეჭდილება დამიტოვა. სიმღერა ახალი თაობა მოდის პირველად შევასრულე. ერთ მაგიდიდან უფროსმა კაცმა თქვა, ჩვენ უფროსები აღარ ვითვლებითო? ჩამოგვწერეთო? ნამდვილად ნაწყენი იყო, ბრაზნარევიც კი. მისმა მეგობარმა გამომხედა და ასე მითხრა: უნდა მოდიოდეთო აბა რა, წარმატებები შვილოო. ასეთ ისტორიებს რა დათვლის.
აქ ფოტოს ვიღებ. ისე დასარტყამზე ვუკრავდი. ერთ ბიჭს მოეწონა კონცერტი და მითხრა დავუკრათო. და ასე უცებ, ძმაც ავიყოლიეთ. ბენდმა 20 წუთი იარსება.
პატარა ბარები, ძალიან უფრთხილდებოდნენ სასმელებს, ამიტომ არაფერზე მპატიჟებდნენ. ეს ანერვიულებდათ, ის თუ ვკითხავდი თუ არა, მეკუთვნის თუ არა სასმელი? მე არასდროს ვსვავდი ისედაც.
სიმღერა სექსი არჩევნები გვინდა ყველაზე საცეკვაო მელოდიად გამოდგა
მსმენელი კმაყოფილი რჩებოდა სიმღერებით, სიტყვებს��ც აყოლებდა და ხელ ფეხსაც. ხმის სიმძლავრე დაბალზე მქონდა დაწეული სარეჟისორო მიქშერიდან, მსურდა ყურის და მუცლის ტკივილისგან მსმენელი დამეცვა. პარალელურად მიჭირდა სხვა ბენდების მოსმენა ცოცხლად, იმავე პრობლემის გამო, ხმა ზედმეტად აწეული მეჩვენებოდა. ბგერის და ნოტის გარჩევა მიჭირდა.
Live in Tbilisi/Sokhumi -ის ყოველი ეტაპი ჩემი ნახელავი იყო. ხმაც და საორგანიზაციო საქმეებიც. შეძენილი აპარატურაც და ფინანსებიც. მარტო. მოგვიანებით სტუდიური მუსიკაც დავამატე ალბომებს, რომელიც ცოცხლადაა ჩაწერილი, მაგრამ გადამუშავებული არაერთხელ. თუმცა ზუსტად ასახავს იმას რასაც ვუკრავდი მაშინ.
ამდენი არას და უარების მოსმენა ტელევიზიებისგან, რადიოებისგან, ფესტივალებზე, კონცერტებზე, ცუდად მახსენდება, ამდენი დრო, ამდენი მუსიკა, აპარატურის აქა იქ წაღება წამოღება, ეს როგორც 2015-2019 (2020) წლები ისეა უკვე, წარსულია. როდესაც რაღაც ძალიან გსურს, და ამისთვის უნდა დახარჯო ცხოვრება, აცნობიერებ რომ ცხოვრება აღუდგენელი რამაა. ცხოვრება რეპეტიცია არაა.
კონცერტის ჩემი საყვარელი ნაწილი კონცერტის დაკვრაა. Live in სერია გავს ველოსიპედს, ველოსიპედი კურიოზული მანქანაა. მისი მგზავრი მისი ძრავაა. ასე დასრულდა Live in სერიაც.
კატების მოფერება უფრო სასიამოვნო იყო, ვიდრე კონცერტის შეთავაზება და არას მოსმენა.
მადლობა ყურადღებისთვის.
P.S. დარწმუნდით, რომ მომყვებით:
Spotify - vaqo
spotify - Vakhtang Kantaria
Youtube - Vaqo music
facebook - Vaqo music
#ვაქო#თბილისი#დუეტი the w#the w music#live in tbilisi#live in tbilisi II#live in sokhumi III#სოხუმი#ვახტანგ ქანთარია#Vakhtang kantaria#vaqo#vaqo music#rock#pop#ქართული მუსიკა#საქართველოს ვარსკვლავი
0 notes
Note
ვააა, ძალიან დიდი მადლობა! <3 This is awesome, a few names are familiar but I’m gonna enjoy looking up a bunch of the others, thank you! Your blog is also giving me the daily reminder to watch M&M that I needed...
Hi! (1/3) Please don't feel obliged to answer this (publicly or at all), I don't want to be a pain or a drag. I'm just messaging to ask you what sort of things you'd recommend for those outside Georgia to do to support LGBT+ people and causes there? I watched ATWD this year and the closest thing I can compare it to is falling in love - I've never been to the country, had never thought about the language before, but it just...got inside me.
(2/3) It's not the best film I've seen this year but I can guarantee it's the one that will stay with me longest. So I've been manically teaching myself Georgian all summer and am now enrolled on a course. I try to support open media sites for the Caucasus and stuff like the Tbilisi Pride page on instagram, and I'm always looking for literature/films/music recs (ideally in Georgian!)/people to chat to...
(3/3) So anyway, if you have any suggestions at all they would be gratefully received, but don't feel like you have to spend a heap of time replying to this if not - sending you all the best wishes I can either way. დღემშვიდობია <3
გამარჯობა! First of all, I’m so happy you liked ATWD! As you said, it’s not the best film but there is something about it that is very truthful and I think people from all around world respond to it. Honestly idk if I can really point you to organizations to support because I’m not entirely sure about their trustworthiness ... The only one that comes to mind is WISG (I’m currently getting support from them but did’t see on their web site if they accept donations or not). If you aren’t set only on LGBTQI+ causes, my fave local charity is Charte - they provide internet access and laptops to kids in remote villages. If you are into animals, I suggest this dog shelter - they are absolutely amazing. For other recs: Film: - Tangerines (haven’t seen it but was nominated for an oscar)
- Hostages (it’s not the best film but it’s about the famous group of friends who tried to hijack a plane to escape USSR so if you are interested in Georgia’s modern history, this is a good thing to watch)
- Blue Mountains, or Unbelievable Story (1983) - this has a very specific humour so idk if non Georgians or rather non Soviets can enjoy it but to me it’s darn funny!
- In Bloom - (It’s a 2013 film, have heard only good things about it)
- Udzinarta mze (1992) - honest to god can’t recall anything about this movie but I remember that I loved it
- The Wishing Tree (1976) - a classic
- Repentance (1984) - another classic, won a Jury Grand Prize at Cannes
- Father of a Soldier (1964) - my favourite Georgian film, they coloured it recently but I suggest you watch it in BW
Music:
- Ilusha Tsinadze - a Georgian who grew up in NYC. Does Georgian folk with modern twist.
- The Shin - They take Georgian folk & make it jazzy
- Nino Katamadze - sings jazz, sometimes with The Shin.
- Bedford Falls - a newcomer band. They are amazing however half of their lyrics are usually in English.
- Ara - idk how to describe their music, just check them out. They do use profanities a lot though, fun!
- Irakli Charkviani - probably the biggest name in contemporary music
- Nikakoi & Tusia Beridze - I wanna say they are the pioneers of Geo electronic music but I personally don’t listen to them
- Kayakata - I’m told this is what kids listen to nowadays
- Gia Khancheli - the most famous Georgian composer
I honestly don’t have any recs for lit because I haven’t read a book in Georgian in ages :/
Hope this was helpful! If you have more questions or just wanna talk, message me!
#Has my tumblr turned into a langblr oops#film recs#music recs#to watch#to look up#reference#ქართული მუსიკა#adhagajkfff thank you so so much
13 notes
·
View notes
Video
youtube
ქართული Kartuli Georgian
Sofia Nizharadze სოფო ნიჟარაძე - მაპატიე Map’at’ie I’m sorry
მიტოვებისთვის, მიტევებისთვის, ყველაფრისთვის პატიებას გთხოვ...
Mit’ovebistvis,mit’evebistvis, Q’velapristvis p’at’iebas gtkhov...
For abandoning, for forgiveness, Please forgive me for everything... L ყ R I C S
#სოფო ნიჟარაძე#მაპატიე#Sofia Nizharadze#Sopho Nizharadze#Map’at’ie#Mapatie#Georgian song#ქართული ენა#Kartuli Ena#Georgian#Georgian language#მუსიკა#Musik’a#Musika#language music
3 notes
·
View notes
Video
ცაზე იარე, ცაზე იარე,
ცაზე იარე, იარე მთვარეო.
მზეო აბრძანდი, მზეო დაბრძანდი,
ცაზე იარე, იარე მთვარეო...
youtube
Niaz Diasamidze - Ade Shakhede
6 notes
·
View notes
Text
ჩვეულ სტილში გადავეშვი ფიქრებში, იგივე მუსიკა.
თითქოს ახალს ვერაფერს ამბობ ხო?
- არ გინდა ეს დრამატული ბაზარი შეჩემა, წუხელაც იყო სასიამოვნო საღამო, კეთილი ინებე და სხვა დღეები უკეთესი იყოს მაგაზე იფიქრე.
წუხელ,
ხო წუხელ, გამოიცანი სიმღერობანა ვითამაშეთ, სიმართლე თუ მოქმედებას წესებით.
წაიღიღინა,
წავიღიღინე და უნდა დაგვესრულებინა ქართული რეპერტუარები.
ხო რეპერტუერები ის მუსიკა რომელიც 90იან წლებს მოსდევს თან.
- სადღაც მიქრის თეთრი რაში.
- ვიცი, რომ შენ შეიყვარებ..
- წვიმა მოგონებეს ასველებს.
და ახლა თუფაქი, ფულა და სხვა არტისტები ყურსასმენებში ისევ შენზე მაფიქრებს.
ჩვენ ძალიან ვუხდებით ერთმანეთს,
ჩვენ ძალიან კარგად დავალგეთ,
ჩვენ ვიცით რა შევაფასოთ და რა დავაფასოთ.
ხო, ასე.
ზუსტად, ასე.
- ტექსტებს შევკრავ, მერე ��ენ წაგიკითხავ და თუ მოგეწონება დავდებ ხოლმე.
- წიგნს რომ დაწერ ისიც მე გამომიგზავნე.
- რეცენზიას შენ დამიწერ ანუ, რედაქტირი იქნები ჩემი.
- დიახ.
- სიტყვა რედაქტორსაც ვერ იტყვი გამართულად, რა ტექსტი უნდა ჩააკორეტქირო შენ..
- იუჰუჰიჰუუუუ.
თავისი ჩუმი სიცილით, გამოხატა იუმორის ხარისხი.
ამ მომენტით ძაან ვკაიფობ.
ამ გოგოთი ძან ვინტერესდები.
ამ გოგოთი ყოველდღიურობა შაბლონიდან ამომაქვს.
დღეს მოსული იყო.
დღეს შავები ეცვა.
დღესაც დატოვა ინტერესი.
- ყველფერი რომ დალაგდება წამოხვალ ჩემთან ერთად?
- არაფერს ამბობს.
- დამპირდი რომ ამაზე იფიქრებ.
- გპირდები, ჩემს გზას ვნახავ.
- ოქეი, შენი გზა ნახე.
- აუ რა ცუდად გაიგეე.
დიალოგები რომელიც შიშით დაბრკოლებულ გადაწყვეტილებებს მოიცავს, ხშირ შემთხვევაში გარბის.
- არ მინდა ამაზე ლაპარაკი, იცი.
დღეს სამეგობროში.
დღეს სტურმად.
დღეს დავთვერი და ტელეფონს ხშირად ვამოწმებდი.
დავთვერი და შენთან ლაპარაკი მომინდა.
დავთვერი და უფრო თამამი გავხდი.
- უფრო თამამი ხარ, როცა მწერ როდესაც ვლაპარაკობთ ნაკლებად გაბედული ხარ ან არ ამბობ სათქმელს.
- მე ვაკეთებ იმას რაც მინდა და პირიქით, ვერ გამაკეთებინებ რაც არ მინდა.
უნდობლობა დასადგურებულ ქვეყანაში ბოლომდე გახსნილი შენს წინაშე ვდგავარ და ჩემს ყველა პოზიციას გიყვები,
ეს საშიშია,
ეს რისკია,
ეს ფაქტი არ მადარდებს.
- როდესაც ვფიქრობ ბოლომდე გიცნობ თუ არა, ჩემს თავს ვეკამათები ყველაჯერზე იციი?
- ანუ?
- ძალიან კარგად გიცნობ, თუმცა ბოლომდე არა. ანუ, არ მინდა ბოლომდე გიცნობდე, შენი სიგიჟეები და გამოუთვლელი გადაწყვეტილებები ყველაზე მეტად მხიბლავს, თუმცა ყველაჯზე ვხვდები როდის გჭირდება მაქსიმალური ყურადღება, ყურადღების ცენტრში ყოფნას ყველაზე კარგად იხდენ.
- არაფერს ამბობს მისმენს.
- ოუუუ, შიით. რაკარგად დავალაგეძ
- ოუუუ, შიიით? დიდიხანია ეს არ მომისმენია.
სიტყვაზე აზრი სხვა დიალოგიდან იყო თუმცა აქ გადავაწყვე ფიქრები ძაან ჩამაჭირა.
ისევ მიქრის ეს რკინის, ცალმხარეს ოთხკარიანი, თითქმის ცარიელი, მიწისქვეშა ტრანსპორტი,
ისევ ყურსასმენში მუსიკა,
ისევ ვაგონის ბოლოში ადგილი,
ისევ ბოლო გაჩერება,
ისევ შენ,
ისევ ფიქრი შენზე,
ისევ იგივე პროცესი,
ისევ იგივე გოგო შავებში,
ისევ იგივე ბიჭი,
ბიჭი, ფიქრებით/ფიქრში.
ესკლატორზე ვდგავარ,
ეს მუსიკა ჩემს ტელეფონში რატომ უკრავს ვერ მივხვდი,
შეიძლება ტრანსპორტს ვერ მივუსწრო.
არ მადარდებს.
შენ მადარდებ,
- თავს როგორ გრძნობ?
- სხვათაშორის არცისე კარგად.
თბილი ესემესით დავაიმედე და დროებით დავემშვიდობე,
შემდეგ ტეანსპორტში ვზივარ,
ახლა მოგიკითხავ,
ახლა შენს მდომარეობას გავიგებ,
ახლა აქ დავასრულებ და ვფიქრობ ამ ყველაფერს ისევ მოგიყვები.
ჩვენი ისტორიები დუბლი შვიდიათასრვაასოცდაექვსი.
95% ჩავიწერე ფიქრის,
სხვა დანარჩენი უბრალოდ ვერ აღვიდგინე.
95% აქ იცინის,
ესეც იუმორი,
ესეც მხოლოდ მე და შენ ვიცით,
ესეც ფაქტი, მხოლოდ მე და შენ ვიცით და ვიცინით,
ესეც ფაქტი ვით მთელი ტექსტი რომელიც მედაშენ გვეხება და მესამე სუბიექტისთვის მხოლოდ პერსონაჟების დონეზე იქნება გასაგები.
და ჩვენ კიდევ ვილაპარაკეთ.
23:54
არ მიპასუხე,
აბანოში ხარ,
არ ვბრაზდები,
არ გცალია,
არ დააგვინებ პასუხს,
არ გამოვრიცხავ არსებულს.
2 notes
·
View notes
Text
მიყვარს
გამთენიისას მუსიკის მოსმენა
გემრიელი ყავა
საწოლზე მოთამაშე მზის სხივები
ნიავის დროს თმების ფრიალი
სხვებზე დაკვირვება
ფეხებგადაჯვარედინებული ჯდომა
თვალებში ყურება
აივანზე ყოფნა
შტორმის დროს ზღვის ყურება
წიგნის ფურცლებს შორის ნაპოვნი ჩანაწერები და ყვავილები
მოულოდნელი შეხვედრები
ტუჩებზე ხელით შეხება
ფილმის ყურებისას ტირილი
ხელის ჩაკიდება
მოულოდნელი მესიჯები
ბავშვებთან თამაში
ოცნება
დედასთან ყოფნა
ძველი ნივთების ქექვა
ჩუმი საუბრები
ადგილები რომლებიც ხალხს ჩემს თავს გაახსენებს
ჩანაწერების კითხვა
ახალგაღვიძებული თვალები
მზერის გრძნობა
ახალ ადამიანებთან საუბარი
მოულოდნელი კოცნები
პლასტმასის ჭიქიდან ლუდის სმა
უცნობების ღიმილები
გულში ჩახუტებები
ფრიალა კაბები
სისულელეებზე საუბრები
შოკოლადის ნაყინი
ჩემი დის რჩევები
სხვების აზრი რომ უცნაური ვარ
კბილებს შორის დაშორება
იატაკზე ჯდომა
სახლში დაბრუნება
გამოცდიდან გამოსვლა
სიმორცხვის დამარცხება და ხმის ამოღება
ზაფხულის გრილ ღამეებში სეირნობა
ფერადი განათებები
ძაღლებთან ყოფნა
გაბრაზებულის მზრუნველობა
გრძნობებში გამოტყდომა
წვრილი თვალები
წეროების თამაში
საქანელები
გვიან გაღვიძება
ქართული მუსიკა
მუცელში პეპლები
სასიამოვნო მოლოდინები
29 notes
·
View notes
Text
ახალი წელია (სიმღერის ტექსტი)
თოვს და თოვს და დამათოვს, ციდან თოვლის ფანტელი, გთხოვ, დატოვე გამათბობს, შენ სარკმელში სანთელიც.
თოვლის პაპა საჩუქრებს ბავშვებს ტკბილად უმზადებს, ვინ რას დაისაკუთრებს, ამ ჯადოსნურ ამ ღამეს.
მისამღერი:
ახალი წელია, ახალი წელია, დღეს ყველა დღეგრძელია, ერთი დღე ერთი წელია, მოთმინება დამელია, ჩვენც ხომ არ დაგველია, რადგან, რადგან, ო, დელია, ახალი, ახალი, ახალთ-ახალი წელია!
სკუპ და სკუპ და ისარი თორმეტ…
View On WordPress
0 notes
Link
0 notes