#პიანინო
Explore tagged Tumblr posts
Text
1 note
·
View note
Text
როგორი უმნიშვნელოა ყველაფერი,
როცა მარტო ხარ.
ადამიანებს უნდა გვქონდეს ამოჩემებული ადგილები.
ადგილები - რომლებსაც შეემჩნევათ ჩვენი არყოფნა.
ძნელია, ადამიანებში მიაგნო ასეთს.
მე ტკივილების ამოჩემებაც ვიცი.
გული იმაზე მწყდება,
სიგარეტივით ახლოს და ხშირად,
რომ არავინ მოდის ჩემს თითებთან.
არც ტანსაცმელზე დიდხანს გაუძლია,
ვინმეს ჩემი ხასიათისთვის.
ზოგჯერ, ვნატრობ,
რომ ფეხშიშველა მოხეტიალის ფეხსაცმელი ვიყო,
სახლამდე მაინც მივიყვანდი.
გავხედავ ხოლმე ღია ფანჯრიდან
და მერე მთელი დღე ვიკეტები - თავში.
საით იხედებიან ფანჯრები?
შიგნით, თუ გარეთ?
ვერავინ გვამჩნევს სანამ მთელი ვართ,
მაგრამ საკმარისია დაუბეროს ორპირმა ქარმა,
ან კენჭი გვესროლოს ვინმემ,
რომ მაშინვე ყველას თვალში გაეჩხირება ჩვენი ნამსხვრევები,
მაგრამ ესეც მხოლოდ იმიტომ,
რომ ფეხისგულები არ დაეკაწროთ და აგვერიდონ.
შენ ხარ ის ერთადერთი ფანჯარა,
რომელიც ჩემს სულშია.
ფანჯარა - ჩარჩოების გარეშე.
მოდი,
ზურგზე თევზები დამახატე,
მხრებზე ჩიტები და მკერდზე ყვავილები.
მინდა ისე გიგრძნო,
როგორც მიწამ ფესვები,
როგორც ჰაერმა ფრთები,
როგორც წყალმა ფარფლები.
თუ ჩიტს ხატავ,
არასდროს დახატო მავთულზე მჯდომი.
მე ისე ვარ შენს სულში,
როგორც ოთახში პიანინო რომელზე დაკვრაც არ იციან.
შენ კი მაინც ყოველ დღე მოდიხარ და ისე მეფერები,
თითქოს მტვერს წმენდე ამ პიანინოს კლავიშებიდან.
ზოგჯერ,
შეიძლება ყოველგვარ ტკივილზე აუტანელი გახდეს ადამიანი.
როგორც ერთმანეთს, სიყვარულსაც ისე ვექცევით.
შეიძლება,
ერთ ოთახში ვისხდეთ
და ვიყოთ ორივე ჩუმად,
მაგრამ შენი სიჩუმე ჩემსას არღვევდეს,
ან პირიქით.
ვიცი,
ადვილი არ არის,
მარამ გთხოვ, ნუ ხარ მოწყენილი.
მე შემიძლია,
შენს მაგივრად ცუდად ვიყო,
მაგრამ შენ ნაცვლად კარგად ვერ ვიქნები
��ა ხდის ადამიანს განსაკუთრებულს?
ის, რომ იყოს ისეთი,
როგორიც სინამდვილეში არის.
შენ უბრალოდ, ასეთი ხარ,
ნებსითაც და უნებლიედაც
და ვისაც უყვარხარ, ამიტომ უყვარხარ
და ვისაც არ უყვარხარ - იმასაც ამიტომ.
მერამდენედ მოიწყინე დღეს...
შორიდან ახლო ჩანდი,
მოვედი და ყველაფერი პირიქით აღმოჩნდა.
დგება, გტოვებს ადამიანი და მისი არსებობა,
ისე გაშრება სულზე,
როგორც ნაპირზე გამორიყულ თევზს წყალი.
ზოგჯერ,
ის ტოვებს, ვინც რჩება
და არა ის, ვინც მიდის.
უშენობამ უფრო დიდი ადგილი დაიკავა ჩემს გულში,
ვიდრე შენ.
უშენობა გახდილი ტანსაცმელივითაა,
სწრაფად აკლდება სითბო
და დიდხანს მიჰყვება სუნი.
წარმოდგენა არ მაქვს,
რამდენნაირი დასაწყისი, ან დასასრული აქვს ცხოვრებას,
არც ის, რამდენ გზაჯვარედინზე უნდა გადავუხვიოთ სანამ სწორ გზას დავადგებით,
მაგრამ ვფიქრობ,
რომ პირველად ადამიანები,
უკანასკნელად კი ნერვები გვღალატობენ.
იმასაც ვფიქრობ,
რომ ერთმანეთისთვის კი არ ვიბადებით,
ჩვენ თვითონ ვქმნით საკუთარ თავებს ერთმანეთისთვის.
საბოლოოდ, ისევ წვრილმანები გვანგრევს,
რადგან ჩვენი სიყვარული წვიმასავითაა,
რომელიც მდინარეს უფრო სწრაფად ადიდებს,
ვიდრე ჭიქას ავსებს,
ერთმანეთამდე მიტანილ მდინარეებს კი
ყოველთვის ამ ერთ ჭიქა წყალს ვაკლებთ.
არის ოცნებები, რომელსაც სუსტი გული ვერ უძლებს,
ჩემი ოცნებები თავშესაფრიდან აყვანილი ბავშვებივითაა.
ვდგავარ და დღეებს ისე ვხარჯავ,
როგორც მელომანები აგებენ ნასესხებ ფულს კაზინოებში.
სიცოცხლე და სიკვდილი,
ყოფნა და არყოფნა
დღე-ღამესავით მაქვს ერთმანეთში არეული.
აქ მხოლოდ ერთი ჰოროზონტის ხაზია
და სულ რაღაც ორი სამყარო.
სამყარო კი, დაუსრულებელი უფრო მგონია, ვიდრე უსასრულო.
ერთნაირი ხედია ნაგვის ურნიდან და საფლავიდან,
სანამ მიწით ამოავსებენ.
მინდოდა,
რაღაც მეთქვა,
მაგრამ სიტყვების გარდა,
ვერაფერს მოვუყარე თავი.
ჩავისუნთქე და დუმილი გავაგრძელე.
ბოდიში, სიჩუმე თუ ჩემით დაირღვა,
ცოტა ხნით მოვედი და წავალ დიდი ხნით.
2 notes
·
View notes
Photo
მთვარეებიც დაიკარგნენ... მტირალი პიანინოს ხმა აღვიძებდა ყოველ დილით ერთერთი ბუნაგის მაცხოვრებელს ერთ დიდ ბუნაგში . წყნარი ნელი ხმა თითქოს უამბიცოდ და უპერსპექტივოდ უკრავენო. ახალგაზრდა თვალებს დაჭყიტავდა ხოლმე და წამოხტებოდა ათლეტივით , მერე ფეხზე მოირგებდა დაფლეთილ კეტებს და გაიქცეოდა შარდის ბუშტის დასაცლელად , პიანინო კი კვლავ ჰარმონიულად მიერეკებოდა და არასოდეს იცვლიდა კურსს. ახალგაზრდამ დილის ყველა თავსატეხი მოისტუმრა გააღო თავისი ბუნაგის კარები სასწრაფოდ ჩაირბინა სიძველისგან მორყეული კიბეები და ფრთხილად შეაღო ბებია ელის კარი , ახალგაზრდას ნელი ნაბიჯები იატაკზე საკმაოდ მკაფიოდ ისმოდა , სახლის დერეფანი ძველი ხით იყო მორთული და ჭკნებოდა მაცხოვრებელთან ერთად, ის ნელნელა შევიდა ოთახში სადაც მტვრისა და სიძველის სუნი საკმაოდ მკაფიოდ იგრძნობოდა ოთახის მარცხენა მხარეს დიდი პიანინო მოთავსებულიყო ისიც დაუმახინჯებია წლებს ოდნავ მორყეული და გახუნებული იყო პიანინოს კი ბებია ელი ამღერებდა ნაზი თითებით . -მოხვედი ბიჭო ჩუმი და დაძველებული ხმით მიმართა ელიმ ახალგაზრდა ბიჭუნას -დიახ მოვედი და მინდა დაკვრა მასწავლო . ამის გაგონებაზე ელიმ ჩაიღიმა ნელა მიიწია ბიეისკენ და თვალებში ჩახედა , მის თვალებში ყველაფერს ნახავდით თუ რა უნახავს , რამდენი ტკივილი და სიხარული განუცდია და საერთოდ რამდენი წელი გაუვლია .. და მაინც საშინლად ლამაზი იყო მისი მუქი ლურჯი თვალები . -დღეს არა მიუგო ელიმ ახალგაზრდა ბიჭს და ბორძიკით წამოდგა სავარძლიდან . - თქვენ ყოველ დილას ამას მეუბნებით ... დღეს არა დღეს არა ... ვერ გავიგე რატომ არ გინდათ რომ ეს უცხო მელოდია მასწავლოთ რაშია პრობლემა .. აფორიაქებულ ბიჭუნას დაფლეთილი ხმით მიუგო ელიმ -ეხლა მეძახიან . ჩამოჯდა თავის საყვარელ იებით მორთულ აივანზე ამოიღო ჯიბიდან ასანთი დაკუჭული სარეტის კოლოფი და გაეხვია ნისლში . ცოტახანში ელის დაშორდა სიგარეტის კვამლი და გაიფანტა ღრუბლებს შორის და მან ისეთი სახე მიიღო თითქოს ვინმე ღირებულმა დატოვა ... -მთვარეებიც დაიკარგნენ... ჩუმად ჩაილაპარაკა მან წამოდგა ოთახში ნელი ნაბიჯებით შებარბაცდა და საყვარელ სავარძელზე მოკალათდა. -ესე დაარქვა ამ მელოდიას მიუგო ახალგაზრდას - ვინ და რატო... სწრაფად და ინტერესით გაჟღენთილი თვალებით უპასუხა ბიჭუნამ -მან ... მას უყვარდა მთვარე ყველაფერზე მეტად ის მასში სრულ სისუფთავეს ხედავდა და როცა მთვარიანი ღამეები წყდებოდა ის უკრავდა მელოდიას რომლითაც გლოვობდა ამ ფაქტს და თან ცდილობდა მოეხიბლა მთვარე და დაებრუნებინა მის ცაზე. - რა უაზრობაა მთვარეს ვერავინ დააბრუნებს სანამ მისი დაბრუნების დრო არ მოვა ... ეს ყველაფერი გავიგე მაგრამ თქვენ დილით უკრავთ და დილით მთვარე უკვე დაკარგულია . -საქმეც იმაშია რო მე მთვარეს არ ვუკრავ მე იმას ვუკრავ ვინც მთვარეს უკრავდა . დანაოჭებულ სახეში ჩაიღიმა ელიმ , და ამ ღიმილით გამოჩნდა მისი ყველა ტკივილი და ის დიდი მწუხარება რასაც სულში მალავდა და თავის პიანინოს ამღერებდა ყოველ დილას .
3 notes
·
View notes