#შინ
Explore tagged Tumblr posts
Note
Hi Kitty! I'm visiting Tbilisi right now and I think you mentioned that you knew the city, do you have any must-sees before I leave?
I love Tbilisi! It’s one of my top cities to visit. I’m assuming that you don’t have all that much time left, so I’ll just give you a few places you absolutely cannot miss.
Khurjini (ხურჯინი)—the best spice shop in Tbilisi, and it’s definitely up there amongst my favourite shops in the whole world. I spend so much money every time I go here, and I have my friends in Tbilisi send me parcels of fruit and spices from here regularly. I highly recommend buying the dried peaches and candied carrots, the nut mixes preserved in honey (these are like spreadable baklava), and all of the spice mixes but especially the house mix of Svanetian salt. They also make really good lavashak and have really interesting selections of homemade alcohol and infusions. Try everything, honestly—the owner is really nice and will let you sample everything before you buy.
Gallery 27—this is quite an expensive souvenir shop, but it’s worth it just to see the stained-glass window on the staircase. The shop sells lots of handmade jewellery and different textiles, and I really love all the little trinkets you can pick up in here. You can get local crafts and handmade goods from all over the Caucasus, and although the prices are higher than you might find in the rural areas where a lot of these products originated, they’re all of a very high quality, and it’s nice to have everything in one place to browse and buy.
Sheen Aura (შინ აურა)—one of the best traditional restaurants in the city, although it’s hidden away in a little residential district, behind a rather unassuming-looking gate that’s often guarded by a (friendly!) dog. It’s family-run and has that cosy, slightly kooky Tbilisi vibe, with an adorable garden and an upstairs art gallery, and they stay open until late. There are often little gig nights and concerts of different genres held here, and the khachapuri is one of the best in the whole country, I think. They also have a really great drinks menu, with Georgian and Western options, and lots of very interesting cocktails and good wines. Everything on the menu is great, but I especially love their tomato soup and homemade berry lemonade.
2 notes
·
View notes
Text
![Tumblr media](https://64.media.tumblr.com/9ff2499845453378e24f231ab26d9a11/a439b0380f9dd67e-92/s540x810/af4fc0da9406eea86714c99a2d10122e02b197ad.jpg)
ბავშვობაში, მახსოვს არ მომწონდა სოფლის რძე და მიყვარდა მაღაზიაში ნაყიდი (არავინ რომ იცის რეალურად რისგან არის დამზადებული). შავ შოკოლადს სნიკერსი მერჩივნა და ასე ,პილმენს თუ ხორცის გემო ქონდა არ მომწონდა არადა ვირის რძეც კი მაქვს გასინჯული.
ფერმაში რომ ფრინველების შიში გადავლახე და მათზე ზრუნვა დავიწყე, თავისთავად დამოკიდებულებაც შემეცვალა სოფლის პროდუქტების მიმართ.
პირველად ქათამმა კვერცხი რომ დადო და ავიღე (შესაძლოა ვინმეს ჩაგეცინოთ, ჩემთვის უცხო იყო) ვიფიქრე, ეს რა ჯადოქრობაა მეთქი. თავიდან საჩვენებლად ჩავიტანე სახლში, რომ ბავშვი გამეხარებინა. თუმცა ძალიან მალე ისე მივეჩვიეთ გემოს, რომ მაღაზიის კვერცხს ვეღარ ვეკარებით.
ყველას შინ ვერ ეყოლება ქათამი, გაგვიმართლა რომ გლეხები უვლიან მათ და გვამარაგებენ სოფლის კვერცხებით, ეს ხომ ჯადოქრობაა.
2 notes
·
View notes
Text
"... ჩემო ძვირფასო, ძვირფასო გალკ!
ირგვლივ ყინულის ლოლუები ბრჭყვიალებენ და ალმასებად იცრემლებიან. მაშ, ახლოა გაზაფხული! გაზეთში წავიკითხე, რომ მანდ, შენთან, საქართველოში, თბილა. 20-25 გრადუსია სითბო. თესვა დაიწყო, აყვავდა ნუში და ა.შ. დამიკოცნე მაგ გაზაფხულის ფერადოვანი შემობიჯება! ჩემო ძვირფასო! ტიტანური ძალით მინდა, რომ მოგეხვიო. ეხ, შეგხვდები კი ოდესმე?! მაგრამ შორს ეს ფიქრები - ეს დემონი ჩემი სულისა! ძვირფასო ჩემო, ნაღვლობენ, დარდობენ, ხელობენ ოცნებანი შენზე. შინ ყოფნა მინდა, მორჩა და გათავდა!!! თითქოს დავკარგე ყველაფრის იმედი.
ძვირფასო გალკ, გული მეწურება, გული მძვინვარებს - უნდა შეიტყოს შენ�� ჯანმრთელობის, შენი ცხოვრების ამბავი, გკოცნით, გკოცნით შენ და შენს ქმნილებებს.
ვიგონებ რიონს, რომლის ნაპირზეც არაერთხელ გვისაუბრია მდინარის ნაზ ჩურჩულში, რომელიც ერთვოდა მთვარის სხივების ციმციმს, ტალღებს...
ძვირფასო, უკვე მიჭირს წერილის მოწერა. რა ვქნა? ძალიან მიჭირს, მშვიდობით!
შენი ოლია
მას შენ გაგიჟებით უყვარხარ!"
3 notes
·
View notes
Text
![Tumblr media](https://64.media.tumblr.com/31f98f88b049dc6826a75ed1dbb08561/0b6188beefc4c5bb-04/s540x810/63bcf3b8808552a31d85935e7afd2d29c4f4875f.jpg)
ლამპრობა (სვანურად „ლიმპჲარი“) სვანეთში წმინდა გიორგისადმი მიძღვნილი ადრესაგაზაფხულო, ხალხური დღეობაა და ყოველწლიურად სამჯერ ტარდება, ანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში და მირქმის დღესასწაულის აღსანიშნავად. უკანასკნელ ხანამდე ხალხურმა ყოფამ ლამპრობა მხოლოდ სვანეთში შემოინახა. ლამპრობის დღესასწაული, ძირითადად, თებერვალში იმართება. მისი მიზანი მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვაა. სვანეთში ლამპარს წელიწადში სამჯერ ანთებენ. პირველად წმინდა გიორგის ანუ მამაკაცებისა და ვაჟკაცების ლამპრობის დროს, შემდეგი ლამპრობა მირქმას უკავშირდება, კიდევ ერთი – ზეცის ლამპრობა თებერვლის ბოლოს იმართება. ადრესაგაზაფხულო დღესასწაულია ძველ საქართველოში. უკანასკნელ ხანამდე ხალხურმა ყოფამ იგი მხოლოდ სვანეთში შემოინახა. ლამპრობის დღესასწაულის მიზანი იყო მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა. „მეკერმისა და ფარისევლის კვირას, წირვის დროს რამდენიმე სოფლის მცხოვრებნი დიდით-პატარამდის წმიდა გიორგის საყდარში მიდიან. ყველას ხელში ანთებული არყის ხის ტოტები უჭირავს. ეკლესიასთან რომ მივლენ, ანთებულ ხეებს ერთი-ერთმანეთზე სდებენ და დიდ ცეცხლს გააჩენენ ხოლმე. მერე ხალხი „დიდების“ ლოცვას და გალობას დაიწყებს. დიდებას მორჩება თუ არა, ხალხი სიმღერით შინ ბრუნდება და ორშაბათ დღე��დის სიმღერა-თამაშობაში გაათენებს ხოლმე. ამ დღეობას სვანები „ლიმპჲარი“-ს უძახიან და ქართულს ლამპრობას უდრის“. ასე აღწერს წმინდა გიორგის ლამპრობას, ივანე ჯავახიშვილი „ქართველი ერის ისტორიაში“. ლამპრობის შესახებ პირველი ცნობები „ქართლის ცხოვრებაშია“ აღწერილი. ივანე ჯავახიშვილის „ქართველი ერის ისტორიის“ თანახმად კი, ლამპრობა მთელ საქართველოში გავრცელებული ტრადიცია იყო, თუმცა რიტუალმა პირვანდელი სახე მხოლოდ სვანეთში შეინარჩუნა. სასაფლაოზე უმეტესად თებერვალში ლამპრების დასანთებად შებინდებულზე გამოდიან. ლამპარი ინთება საფლავზე, ეკლესიის მახლობლადაც. ხის ნაჭრების კონა, რომელიც გარდაცვლილი ახლობლების საფლავზე მიაქვთ, არყის ხის ტოტებისგან მზადდება. საერთო კოცონში კონას კონა ემატება და წმინდა გიორგის სახელზე ლოცულობენ შემდეგ კი ზეიმობენ. ივანე ჯავახიშვილს ეს რიტუალი ასე აქვს აღწერილი: „მეკერმისა და ფარისევლის კვირას, წირვის დროს, რამდენიმე სოფლის მცხოვრებნი დიდით-პატარამდის წმიდა გიორგის საყდარში მიდიან. ყველას ხელში ანთებული არყის ხის ტოტები უჭირავს. ეკლესიასთან რომ მივლენ, ანთებულ ხეებს ერთი-ერთმანეთზე სდებენ და დიდ ცეცხლს გააჩენენ ხოლმე. მერე ხალხი „დიდებ“-ის ლოცვას და გალობას დაიწყებს. დიდებას მორჩება თუ არა, ხალხი სიმღერით შინ ბრუნდება და ორშაბათ დღემდის სიმღერა-თამაშობაში გაათენებს ხოლმე. ამ დღეობას სვანები „ლიმპჲარი“-ს უძახიან და ქართულს ლამპრობას უდრის“. ქვემო სვანეთში წინასწარ დამზადებული არყის ან მუხის გამხმარი და დაჩეჩქვილი ტოტებისაგან გაკეთებულ „ლამპრებს“ ანთებენ. ანთებული ლამპრების რაოდენობა ოჯახის სულადობით განისაზღვრება. ზემო სვანეთში ლამპრობას „სვომონობასაც“ ეძახდნენ, რომელიც კვირიას ციკლის ადრესაგაზაფხულო დღესასწაულებში შედიოდა და სვანური ვარიანტის – ბერიკაობა-ზეენობის მსგავსად იმართებოდა. #datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba Read the full article
0 notes
Text
თბილისური ტრაგედია / Tbilisian Tragedy
დღესაც გიშველის "არავინ". ნუგეშს ეძებს არავინ "არავინ". ამ ომს მოიგებს "არავინ". და გადარჩება დღეს "არავინ"
ვხედავ გახრჩობს ცრემლები, რა გიშველო მითხარი,გევედრები. ვხედავ გათრობს ფიქრები, მითხარ რას მისტირი რად იტანჯები?
ფქვილი სითხედ მიქცევია, მარილის ორთქლად მიფრენია. სიმარტოვე ჩემი ბედია ამ ქალაქს რაც სჭირს - ტრაგედიაა.
შენ,შენ ეს გესმის - სიგიჟე,ნაგლეჯი ფოლგის. შენ,შენ ეს იცი - შენ ხარ ის "არავინ".
ვხედავ გახრჩობს ცრემლები, რა გიშველო მითხარი,გევედრები. ვხედავ გათრობს ფიქრები, მითხარ რას მისტირი რად იტანჯები? ვხედავ გამტვრევს ტკივილი,რას მიეჩვიე ძლიერ და ვერ ელევი? ვხედავ დაგსდევს სიკვდილი,დღეს შინ მოდი და გავიხსენოთ ღიმილი.
ვხედავ,გახრჩობს ცრემლები ვხედავ,გათრობს ფიქრები ვხედავ,გამტვრევს ტკივილი ვხედავ,დაგსდევს სიკვდილი
მე,მე ვნახავ გზას, მე დავაღწევ თავს. მე,მე ვნახავ გზას, მე გავართმევ თავს. მე,მე ვნახავ გზას, მეც გადავცურავ ზღვას. მე,მე ვნახავ გზას, მე არ მოვიკლავ თავს.
ქლორის გემო მაქვს პირში ნესტის სუნი კი ცხვირში. ამ ყოველდღიური ფიქრთა სიმძიმე მატლად მესევა ტვინში რისი თქმაც მინდოდა შენთვის, ვეღარ ვიპოვნე ჩემში. როცა მეგონა ავფრინდებოდი, გადავიჩეხე ხევში. ახალგაზრდას ხომ სიკვდილი დასდევს. მოხუცს ალბათ გარდაცვალება შენს თავს ამაღამ სიკვდილს გამოვგლეჯ, გავუძლებთ ერთად ჩვენ ამ წამებას. ჩვენი სიკვდილის რომანტიზება ვერ ნახავს შუქსა დილის ცისკრისა. როგორს ცაში აჭრილი გედის სიმღერა ან პაემანი იმ ყივჩაღისა
#Psychonaut 4#DSBM#Depressive Black Metal#Depressive Suicidal Black Metal#Black Metal#Georgia#Bandcamp
0 notes
Text
ჰოდა. ჩემო ჩე და ჩემო გვირილავ, ანარქია 18 კი არა, კიარა და კაიროიანი ყვითელი მანქანა.
ბია კომში და ოქტომბერია, მე-9 სართულის დიაპაზონით ე იმ თავის სკამებიანად.
ფენი რო არ მქონდა ხო იცი, აი ის ფენი ვისროლე გუშინაივნიდან და აი იმ მაყვალა ბებომ ახიკა- ქე რომ ჩემი მეზობელია და ქეთოსაც გემრიელად მივასხი მისასხმელი, აი ბოიშვილი გერმანია - ღირდა მაგად, მთელი კონცერტი. ის კი არა პირველი სართულის ნინო გამომეგება, ახალ დავარცხნილი ლამაზი კარეებით - მეთქი ზდრასტი - ზდაროვა იმანაც მოგახტა კაროვაო და გავაგრძელე ჩემი გზა ჰოდა, მოვდივარ მოვდივარ, ამგუშინ შეპირებული მე-9 დან პირველამდე დაგთვლით ძახილით აღტკინებული და სართულები მართლა დავითვალე :დ
ოდნავ მოგვიანებით - ნელა იყავით, ინგასავით კარებები არ ჩამოგიღოთ და უფალს ყოველ დილას იმას უმადლოდეთ რომ მეზარებიტ და საერთოდ არ წარმოადგენთ ჩემი ინტერესის არანაირ სფეროს,
არსებობას მე ვერ შეგიზღუდავთ ნამდვილად, თუმცა ვერც თანაბრმნიშბნელოვნად აურას ვერ შეგაზიზინებთ, თქვე თავხედებო თქვენ და რომელი ხედით იქნებით წარმოდგენილები აი ეგ ადექით და თქვენის თვითონ აარჩიეთ.
ან თეთრი აირჩიეტ ან შავი, თუ შეი₾ძებოდეს იქნებოდეს იქნება .
თორე მე კი მაქვს ჩემი არჩევანი ყველა დიდი ხანია გაკეთებული.
ჰოდა, რას ვიძახდი, ულამაზესი ივიკო გავიცანი გუშინ ავტობუსში. თავის მარიამთან ერთად და კიდე რაღაც იყო ლამაზი და საინტერესო ანნა ვნახე დადა და ბავშვები, ბებომ ჩამომაცილა მეტრომდე და ვისეირნე მერე.
ჰოდა, ავტობუსში გოგო იყო ულალაზესი, წითელ თვლიანი ბეჭედი ეკავა ხე��ში და რაღაცაზე ფიქრობდა, რაზე ფიქრობდი გოგო/
ჰოდა, კიდე რაღაც სასიამოვნო არ უნდა დამვიწყებოდა, უნდა ჩამეწერა, ბლოკნოტია ისეთი, ლამაზ ყდიანი, მარტო ბედნეირი ამბები რომ უნდა ჩაწერო, შიგ რომ ბევრი შინ იყოს , ჰეპი ენდით დამთავრდეს და აუცილებლად გენიალური იყოს. 2024 წლის 8 ოქტომბერია, ცხოვრება მშვენიერია და ჩვენ ყველანი უფრო. ყველაფერი კარგად არის და კიდევ უფრო კარგად იქნება , იმირომტომ სხვანაირად არ გვაწყობს.
კონტეინერებში პერლოვკები, თაიმლაინებზე გულები და ფანჯრებში ჩიტები და ამინდები. ოლა , ალო ზდაროვათ. დებილების სკოლა აკადემიავ. გყვარობთ.
ისე, კაცს ვუთხარი არ მოგენატრე მეთქი და ისე რაო, ქალო ისე რაოო :დ უფალო, ჯვარი აქაურობას. ცისხელა ბრაზულიკოები, აი ეგაა აი, 5 წუთში რომ თავში გივარდებათ მერე მე ნუ მეუბნებით ბლატაობო, მეკუთვნის და ვბლატაობ, ტქვენი ზურგით ხო არა ვბლატაობ, რას გადამაჭამეთ ტავები, გადაებით ერთმანეთს. პაკათ <3 ლავ იუ ოლ, ქის იუ ოლ, ბაი- მომავალ შეხვედრამდე.
0 notes
Text
არის ქალაქში
ერთი ადგილი,
ადგილი,
სადაც ერთი სახლია,
იქნებ არცაა შინ და
მაინც იქ,
მიყვარს,
როდესაც შუქი ანთია.
ჯ. ღებელი
1 note
·
View note
Photo
![Tumblr media](https://64.media.tumblr.com/4f42f95a4baec6aac824bf8c8f4e2bd7/tumblr_p271v8hnvh1s2ih79o1_540.jpg)
. აივნიდან. . 💜. .😇😌🐶♥️♥️. დიდგორი .💛♥️🐝. . . .დრე. სახლი .🏡 .🐝 .🍄 .🏔 .⛰ #სახლი #შინ #home #homesweethome #cozy #winter #winterhouse #მყუდრო . .🌬🦋 . .ზამთარი(ა) . . . . #january #იანვარი . ••! . . •საოცრებათა ქვეყანაში• . .დრე 2018 წელი . 🌬💌😍♥️ .ი'ან'ვარ'ი 🐶💫 💫💙 . #bluesky #blue #tree #silouette #clouds #bluefriday #wonderland #welcometowonderland #არეულიფოკუსები #2018 . #დრე . . #დრე #2018 #მთა #mountains #საქართველო #georgia #countrygeorgia #დაისი #sunset
#დაისი#blue#winter#bluefriday#georgia#mountains#არეულიფოკუსები#cozy#silouette#clouds#home#2018#იანვარი#wonderland#sunset#january#შინ#საქართველო#bluesky#homesweethome#tree#welcometowonderland#მთა#მყუდრო#winterhouse#სახლი#დრე#countrygeorgia
1 note
·
View note
Text
![Tumblr media](https://64.media.tumblr.com/b783c60abbcf53217e194cfcae527603/1fbf0df408550e1a-05/s540x810/2e4e8f8cc7c45a66e7a96ae9382b05e7567d4214.jpg)
ჯალალ-ედ-დინ რუმი სიყვარულზე
“გულის სწორნი ერთმანეთს სადღაც ბოლოში კი არ ხვდებიან. ისინი ყოველთვის ერთმანეთში არიან.
სიყვარული ეს არის: ფრენით ესწრაფვოდე იდუმალ ზეცას, რათა ყოველ ჯერზე ასეულობით ფარდა შეხსნა. ჯერ ცხოვრება უნდა მიუშვა. ბოლოს კი იარო მოძრაობის გარეშე.
სიყვარული კი არ უნდა ეძიო, არამედ ის ზღუდეები იპოვო, რომლებიც მის წინააღმდეგ აღმართე საკუთარ თავში.
განიშორე ათასობით ნახევარსიყვარული, რათა ერთი მთლიანი გულით დაბრუნდე შინ.
რაც უფრო მეტად აღვწერთ და განვმარტავთ სიყვარულს, მით უფრო გვრცხვენია ჩვენი სიტყვების, როცა გვიყვარდება.
სიყვარული ხიდია ჩვენსა და ყველაფერს შორის.
თუკი ვერ მიპოვი საკუთარ თავში, ვერასოდეს მიპოვი. რამეთუ მე დასაბამიდანვე ვიყავი შენთან.
სიტყვიერი განმარტება საგანთა უმრავლესობას გასაგებს ხდის, მაგრამ კიდევ უფრო გასაგებია სიყვარული ლაპარაკის გარეშე.
გონება უძლურია სიყვარულის გამოსახატად.
მხოლოდ გულით ეხები ზეცას.
დაე შენი საქმენი ისეთი მშვენიერნი იყვნენ, როგორც შენი სიყვარული.
მე შენი ვარ. ნუ მომცემ უკან საკუთარ თავს.
შენს ნათელში ვსწავლობ, თუ როგორ მიყვარდეს. შენს მშვენიერებაში, თუ როგორ შევქმნა პოეზია. ჩემს მკერდში ცეკვავ, სადაც არავინ გხედავს, მაგრამ ზოგჯერ ჩემი ხედვა გწვდება, რომელიც ამ ხელოვნებად გარდაიქცევა.
ერთმანეთს ემშვიდობებიან ისინი, ვისაც ერთურთი თვალებით უყვართ. რამეთუ არ არსებობს განშორება იმათთვის, ვინც ერთმანეთს გულით და სულით ყვარობს.
მხოლოდ ორი რამ ვერ ივსება ბოლომდე – სამყაროსა და ცოდნის ტრფიალი.
სადაც არ უნდა იყო და რასაც არ უნდა აკეთებდე, გიყვარდეს.
მიეცით საშუალება ჩუმად გამოგაქანდაკოთ იმ უცნობი მიზიდულობის ძალამ, რომელიც სინამდვილეში გიყვართ. ეს თქვენ მართებულ გზაზე გატარებთ.
მართებული და მცდარი გზების იქით არის ველი. იქ შეგხვდები.”
25 notes
·
View notes
Text
“დღეს ხელფასი ავიღე – 6400 კუპონი. სიგარეტის ყიდვა მინდოდა. ფასები საშინლად არეულია. MAGNA ზოგან 5000 კუპონი ღირს. „ნაკადულში" 3000 ღირდა. სხვაგან 4500. LM 5000 და მეტი, ჩინური 2500, ზოგან კი 3500. ისევ ორი „პრიმა" ვიყიდე, თითო 500 კუპონად. 225 კუპონი მივეცი კათოლიკე მწერლის ჟილბერ სესბორნის წიგნში (ორი რომანი), 400 კუპონად ვიყიდე უილკი კოლინზის „მთვარის ქვა". შინ ჟილბერ სესბორნის წიგნის კითხვა დავიწყე. დროებით გადავდე გიუნტერ დე ბროინის წიგნი ჟან-პოლზე. დილით სამსახურში წასვლამდე ამოვიწერე ციტატები სიუზან სონტაგის წერილიდან ჰეფენინგზე. დღის მეორე ნახევარში ვთარგმნე კეიტ პატრიკის წერილი, რომელიც „აიკას" მასალების ჩემეულ საქაღალდეში ვიპოვე. ძალიან მომეწონა!
ჩემი შემოსავალი წელიწადში 25 დოლარია. დღეს „იბერვი��იით" გადმოსცეს, საქართველოში ეკონომიკური აღორძინება ამერიკის სენატის პროგნოზით 1997 წელს დაიწყებაო, მანამ გაძლებას მართლა კარგი გაძლება უნდა. დღეს მეტროში აბსოლუტურად უცხოდ ვგრძნობდი თავს. ამ მკვდარ ქალაქში ჩემი არაფერია!”
- კარლო კაჭარავა, 1993 წ.
20 notes
·
View notes
Text
.4. - მინიშნებები ყველგან.
![Tumblr media](https://64.media.tumblr.com/4344e843f8afb103953bd39ad8a41566/fb9add92fc6a6060-2d/s540x810/5d35bcfb6b3d0cdb39d86b0652ab15243a361588.jpg)
გრძელი გზა შინისაკენ. 1..2..3..4
თავგადასავლებისგან ემოციურად დატვირთულს მხოლოდ შინ მიგიჩქარია, დაცულ ტერიტორიაზე, სადაც თავდაცვითი მექანიზმები ავტომატურად ითიშება, შფოთი ქრება და მშობლიური სითბო თბილი ჩაის მსგავსად გეღვრება მკერდში.
მოგზაურობისას დაღლილს ამაზე ფიქრი გაძლებინებს. წარმოდგენა, თუ რა კარგი იყო და როგორ მოიპოვებ ცოტახანში ხელახლა ამ განცდებს შენს პირად სამყაროში შებიჯებისას.
მაგრამ რა ხდება მაშინ, თუკი შინ დაბრუნებული აღმოაჩენ, რომ ეს სივრცე შენად აღარ აღიქმება და თუკი, თითქოს, ეს სახლი შენი ‘შინ’ აღარ არის? თუკი სახლი გაიძულებს წახვიდე?
არის გზა უკან?
3..2..1..
გინდა კი ამ გზის გავლა? ძალგიძს კი კარის სამუდამოდ გამოკეტვა?
~ • ~
საინტერესოა, როდის ვიპოვი ამ კითხვებზე პასუხს.
~ • ~
გზა შინისაკენ და ისევ უკან.
#4#is#way back home#available#anymore#what if?#in chaos again#the urge to breathe freely#makes you move#hints#universe#gives
1 note
·
View note
Video
youtube
ყოველ ღამით - ოთარ რამიშვილი From the soundtrack to გრძელი ნათელი დღეები/In Bloom, 2013
ყოველ ღამით ამოვივლი მე შენს ქუჩას, ყოველ ღამით, ყოველ ღამით გინატრებ. ვით ცხოვრება რა მოკლეა, ბოლო უჩანს, შინ ვბრუნდები შენზე ფიქრში დილამდე. ვით ცხოვრება რა მოკლეა, ბოლო უჩანს, შინ ვბრუნდები შენზე ფიქრში დილამდე.
შენ რა იცი? შენ რა იცი ჩემო კარგო? ჩემი გულის, ჩემი გულის დარდები. შენს სახლის წინ მსურს ადგილი შემოვფარგლო და დილამდის აივანთან დავდგები. შენს სახლის წინ მსურს ადგილი შემოვფარგლოდა დილამდის აივანთან დავდგები.
ეს ცხოვრება რა მწარეა, რა ძუნწია, ჩაგაშხამებს თუ გაქვს რამის სურვილი, მომენატრე დაგირეკე ეს წუთია შენ კი, ცივად დამიკიდე ყურმილი. ყოველ ღამით ამოვივლი მე შენს ქუჩას, ყოველ ღამით, ყოველ ღამით გინატრებ. ვით ცხოვრება რა მოკლეა, ბოლო უჩანს, შინ ვბრუნდები შენზე ფიქრში დილამდე ვით ცხოვრება რა მოკლეა, ბოლო უჩანს, შინ ვბრუნდები შენზე ფიქრში დილამდე.
Every Night I will come to your street every night, I will wish for you every night, every night. As life’s so short, the end is in plain sight, I get back thinking of you ‘til the morning light. As life’s so short, the end is in plain sight, I get back thinking of you ‘til the morning light.
Do you know? Do you know my sweetheart? All the sorrow of my heart, of this heart I want to set the area of your house apart, And stay at your balcony loath to depart. I want to set the area of your house apart, And stay at your balcony loath to depart.
This whole life is so bitter, so miserable That it will ruin all of your desire I missed you, I just phoned you my dear, But you icily took down the receiver. I will come to your street every night, I will wish for you every night, every night. As life’s so short, the end is in plain sight, I get back thinking of you ‘til the morning light. As life’s so short, the end is in plain sight, I get back thinking of you ‘til the morning light.
#ყოველ ღამით#ოთარ რამიშვილი#გრძელი ნათელი დღეები#ქართული მუსიკა#in bloom#lyrics#every night#otar ramishvili#no version matches the glorious chaos of the one in the film#but this is pretty good
5 notes
·
View notes
Text
შობა
მინდა რომ გვიან, როდესაც მოთოვს.
ჩვენს სამყოფელში იშვას უფალი,
და როცა თოვლი აუწყებს ფოთოლს-
რომ ცისგან არის თავისუფალი.
მელოდებოდე შინ მოუთმენლად,
(თოვლის მოსვლას რომ ელიან მთებში)
შენს თვალებიდან ვწვეთავდე მელნად,
გეძინოს ჩემი ლექსებით ხელში.
ერეკლე დეისაძე
4 notes
·
View notes
Text
თან სტალინისტი, თან ოსვენციმის დამკვირვებელი
ფიზიკურ დასჯაზე ადრე გაკვრით ვახსენე. ძალიან მტკივნეული იყო დეტალების დაწერა და მაშინ შევეშვი. მტკივნეული გასახსენებელია არა იმიტომ, რომ იმ წუთას მტკიოდა სხეული, როცა მცემდნენ. დამრჩა არაფიზიკური ტრავმა მაგ ცემებიდან. შენზე უფროსი ადამიანი, რომელსაც ენდობი და გიყვარს, გამეტებით გირტყამს და სიტყვითაც გამცირებს. არ ვიცი, დედაჩემს რა ეგონა, რომ გავიზრდებოდით და დაგვავიწყდებოდა თუ რა, არ ვიცი.
ყველაზე მძიმე გასახსენებელია შემთხვევები, როცა უსამართლოდ გვსჯიდნენ. ანუ როცა არც გვისმენდნენ, ჩვენი თავი დაგვეცვა და ჩვენი თვალით დანახული თავსგადამხდარი ამბავი გვეთქვა. არც არკვევდნენ, მართლები ვიყავით თუ არა.
მახსენდება, მე, ჩემი და და ჩვენი ბიძაშვილები (და-ძმა), ვთამაშობდით მათი კორპუსის წინ ეზოში. იქ მილებით შეკრული "ბესედკა" იყო. ზედ დავცოცავდით ხოლმე. ერთი წლით უფროსი ბიძაშვილი გოგო ყოველთვის ისე იჭერდა თავს, თითქოს ძალიან უფროსი იყო და ჩვენ, როცა მოისურვებდა, მხოლოდ მაშინ გვეთამაშებოდა ხოლმე. არადა იმ დღეს გვეთამაშა, თან ძალიან კარგად და ჩვენც გახარებულები ვიყავით.
მერე ავიდა თავის ბინაში, ტუალეტში შესასვლელად. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე გვითხრა. და აღარც ჩამოსულა. ცოტა ხანში ჩვენ ავაკითხეთ. დედაჩვენი მათთან იყო. იღება კარი ჩვენი დარეკილი ზარის მერე და კარში დგანან დედაჩვენი და იმ ბიძაშვილების დედა. უცებ, სრულიად მოულოდნელად, ყოველგვარი შესავლისა და გა��რთხილების გარეშე, მხვდება მწარე სილა ყბაში. ჩემს დასაც. გაოგნებისგან აზრზე ვერ მოვედი. სულ მუჯლუგუნებით გაგვრეკა დედამ შინ.
აღმოჩნდა, რომ, თურმე, იმ დღეს, ბიძაშვილმა გოგომ რომ პატივი დაგვდო და გვეთამაშა, ზემოთ ასულს მოუტყუებია, უტირია და დედაჩვენისთვის უთქვამს, თქვენი ბავშვები არ მეთამაშებიან და მაწვალებენო.
დედაჩვენმა არც გაარკვია არაფერი, არც დაგველაპარაკა, დაიწყო ეგრევე სამაგალითოდ ჩვენი დასჯა, ვითომ დაჩაგრული გოგოს დედის დასანახავად. ის გოგო კი სხვა ოთახში იყო დამალული, არ გამოსულა, ისმენდა დედაჩემის მიერ ჩვენი ცემისა და ლანძღვის ხმებს.
ნორმალური აღმზრდელები ჯერ ორივე მხარის ამბავს ისმენენ, კონფლიქტისას, და მერე ბავშვის თავმოყვარეობისა და პიროვნების გათვალისწინებით, ფიზიკური მეთოდების გარეშე, პირს აღებენ და კონფლიქტის საუბრით გადაჭრას შეეცდებიან. მაგრამ ამ სტალინის ჩემისებს რა ადამიანობა უნდა მოსთხოვო.
ასეთი სამართლიანი იყო დედაჩემი სხვა დასჯების დროსაც. მისთვის უფრო ის იყო მთავარი, სხვების თვალში რამდენად მკაცრი (ანუ, მისი გაგებით, "კარგი") აღმზრდელი გამოჩნდებოდა, ვიდრე ის, რამდენად სამართლიანი იყო ჩვენთან.
როცა, რამდენიმე დღის მერე, ტირილითა და ტანჯვით მოვუყევით, რაც გადაგვხდა სინამდვილეში, გაგვაფრთხილა, არაფერი თქვათ, ჩვეულებრივად ეთამაშეთ, აქვე, ახლავე ჩაქრეს ეს ამბავიო.**
დაუჯერებელია ახლა ჩემთვისაც კი, მაგრამ არასდროს დაგვილაპარაკია ჩვენს ბიძაშვილ გოგოსთან დედაჩემისთვის უსამართლოდ ჩვენს ცემინებაზე, არ გვიკითავს, რად მოიტყუა, უმიზეზოდ რად ჩაგვაგდო ჯალათის ხელში (ისედაც ყოველ დღე ჩვენს წილ ცემას ვიღებდით ხოლმე შინ). ახლა, წლების გადმოღმა, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მოიქცა ასე, რადგანაც შეეძლო! ცდიდა საზღვრებს და, რაც გაუვიდა, გაუვიდა. პრინციპში, მთელი ცხოვრება დედაჩემი ისე გვამდაბლებდა ყველასთან, მიკვირს, ჯოხით რად არ დაგვდევდნენ მოსაკლავად.
ოთხი ათეული წელია გასული და ის გოგო, გამომდინარე დედაჩემის ჩვენდამი დამოკიდებულებიდან, რატომღაც მოვალედ გვთვლის, ყველა კაპრიზს გავუძლოთ და ავიტანოთ. ��რ მიკვირს -- დედაჩემის ზურგი აქვს, თავისი მშობლების სიყვარულსა და მხარში დგომასთან ერთად, რაც ჩვენ არასდროს გვქონია.
არ მიაშვილოთ არცერთი ჩვილი იმ ადამიანებს, ვისთვისაც საკუთარი იმიჯი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შვილის განვითარება...
----------------------
** მახსენდება რამდენიმე შემთხვევა, როცა ჩვენი საქციელი არ მოეწონათ ამ გოგოს მშობლებს და არცერთი შემთხვევა არ გაუშვიათ, ჩვენთან არ დაელაპარაკათ და არ აეხსნათ, რა შეგვეშალა და როგორ უნდა გამოგვეკეთებინა სიტუაცია, ბოდიშის მოხდის ჩათვლით. მსგავსი არაფერი მახსოვს დედაჩემისგან, რომელმაც, როგორც იქნა, გაიგო, რომ ამ ბიძაშვილმა ცილი დაგვწამა. მაგრამ არათუ დაელაპარაკა და აუხსნა, ან ბოდიში მოახდევინა, რასაც მისი მშობლები გვაკეთებინებდნენ ხოლმე, არამედ, გაგვაჩუმა და ჩაფარცხა ეს უსამართლობა. ჩვენ ხომ დაგვადუმა ამით (ისედაც ‘თქვენ არაფრის ღირსი ხართო’, სულ ამას დაგვძახოდა), მაგრამ ის გოგოც მიხვდა, რომ ჩვენთან ყოველთვის გაუვიდოდა, რადგანაც ჩვენ გამო მას არასდროს მოსთხოვდნენ პასუხს.
2 notes
·
View notes
Text
![Tumblr media](https://64.media.tumblr.com/31f98f88b049dc6826a75ed1dbb08561/9f717cfcfb7b140a-c2/s540x810/e0cd8372378f5edc0bf287d70175281d780af7f8.jpg)
ლამპრობა (სვანურად „ლიმპჲარი“) სვანეთში წმინდა გიორგისადმი მიძღვნილი ადრესაგაზაფხულო, ხალხური დღეობაა და ყოველწლიურად სამჯერ ტარდება, ანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში და მირქმის დღესასწაულის აღსანიშნავად. უკანასკნელ ხანამდე ხალხურმა ყოფამ ლამპრობა მხოლოდ სვანეთში შემოინახა. ლამპრობის დღესასწაული, ძირითადად, თებერვალში იმართება. მისი მიზანი მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვაა. სვანეთში ლამპარს წელიწადში სამჯერ ანთებენ. პირველად წმინდა გიორგის ანუ მამაკაცებისა და ვაჟკაცების ლამპრობის დროს, შემდეგი ლამპრობა მირქმას უკავშირდება, კიდევ ერთი – ზეცის ლამპრობა თებერვლის ბოლოს იმართება. ადრესაგაზაფხულო დღესასწაულია ძველ საქართველოში. უკანასკნელ ხანამდე ხალხურმა ყოფამ იგი მხოლოდ სვანეთში შემოინახა. ლამპრობის დღესასწაულის მიზანი იყო მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა. „მეკერმისა და ფარისევლის კვირას, წირვის დროს რამდენიმე სოფლის მცხოვრებნი დიდით-პატარამდის წმიდა გიორგის საყდარში მიდიან. ყველას ხელში ანთებული არყის ხის ტოტები უჭირავს. ეკლესიასთან რომ მივლენ, ანთებულ ხეებს ერთი-ერთმანეთზე სდებენ და დიდ ცეცხლს გააჩენენ ხოლმე. მერე ხალხი „დიდების“ ლოცვას და გალობას დაიწყებს. დიდებას მორჩება თუ არა, ხალხი სიმღერით შინ ბრუნდება და ორშაბათ დღემდის სიმღერა-თამაშობაში გაათენებს ხოლმე. ამ დღეობას სვანები „ლიმპჲარი“-ს უძახიან და ქართულს ლამპრობას უდრის“. ასე აღწერს წმინდა გიორგის ლამპრობას, ივანე ჯავახიშვილი „ქართველი ერის ისტორიაში“. ლამპრობის შესახებ პირველი ცნობები „ქართლის ცხოვრებაშია“ აღწერილი. ივანე ჯავახიშვილის „ქართველი ერის ისტორიის“ თანახმად კი, ლამპრობა მთელ საქართველოში გავრცელებული ტრადიცია იყო, თუმცა რიტუალმა პირვანდელი სახე მხოლოდ სვანეთში შეინარჩუნა. სასაფლაოზე უმეტესად თებერვალში ლამპრების დასანთებად შებინდებულზე გამოდიან. ლამპარი ინთება საფლავზე, ეკლესიის მახლობლადაც. ხის ნაჭრების კონა, რომელიც გარდაცვლილი ახლობლების საფლავზე მიაქვთ, არყის ხის ტოტებისგან მზადდება. საერთო კოცონში კონას კონა ემატება და წმინდა გიორგის სახელზე ლოცულობენ შემდეგ კი ზეიმობენ. ივანე ჯავახიშვილს ეს რიტუალი ასე აქვს აღწერილი: „მეკერმისა და ფარისევლის კვირას, წირვის დროს, რამდენიმე სოფლის მცხოვრებნი დიდით-პატარამდის წმიდა გიორგის საყდარში მიდიან. ყველას ხელში ანთებული არყის ხის ტოტები უჭირავს. ეკლესიასთან რომ მივლენ, ანთებულ ხეებს ერთი-ერთმანეთზე სდებენ და დიდ ცეცხლს გააჩენენ ხოლმე. მერე ხალხი „დიდებ“-ის ლოცვას და გალობას დაიწყებს. დიდებას მორჩება თუ არა, ხალხი სიმღერით შინ ბრუნდება და ორშაბათ დღემდის სიმღერა-თამაშობაში გაათენებს ხოლმე. ამ დღეობას სვანები „ლიმპჲარი“-ს უძახიან და ქართულს ლამპრობას უდრის“. ქვემო სვანეთში წინასწარ დამზადებული არყის ან მუხის გამხმარი და დაჩეჩქვილი ტოტებისაგან გაკეთებულ „ლამპრებს“ ანთებენ. ანთებული ლამპრების რაოდენობა ოჯახის სულადობით განისაზღვრება. ზემო სვანეთში ლამპრობას „სვომონობასაც“ ეძახდნენ, რომელიც კვირიას ციკლის ადრესაგაზაფხულო დღესასწაულებში შედიოდა და სვანური ვარიანტის – ბერიკაობა-ზეენობის მსგავსად იმართებოდა. #datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba Read the full article
0 notes
Text
ჯერ კიდევ დილის წყვდიადში შავ სამოსს ვირგებ, შავ სამოსს სამგლოვიაროდ. იმ ადამიანის საგლოვად ვისი კარგად გაცნობაც კი ვერ მოვასწარი, სულ მეგონა რომ ამისთვის ბევრი დრო გვქონდა. გასავლელი გრძელი გზაა, რომლის ბოლოსაც უმრავი ადამიანი დგას, ისინიც ყველანი შავებში გამოწყობილან, აცრემლებული თვალებით და ღიმილიანი სახეებით. ძალიან ძნელია ზღურბლს გადააბიჯო ფეხი, როდესაც იცი, რომ მის იქით შუა ოთახში ცივი სხეული განისვენებს, რაც უფრო უახლოვდები ამ ზღურბლს უფრო გასაგონად ისმის მგლოვიარე ქალების ტირილი და ძალიან უსუსური ხდები. როგორ უნდა უთხრა შვილმკვდარ დედას ან მგლოვიარე, დას რომ იზიარებ მის მწუხარებას? შენ შენი მწუხარება გაქვს, სხვის ამხელა ტკივი���ს კი ვერასდროს გაიზიარებ. ძალიან ჩუმად ლუღლუღებ “ვიზიარებ” და გინდება შენს ყველა საყვარელ ადამიანს მაგრად ჩაებღაუჭო. ვერ ვბედავ ზღურბლს გადავაბიჯო. იმ ადამიანებს რომლებსაც სხვა სიტუაციაში სიხარულით გადავეხვეოდი, ახლა თვალს ვარიდებ, რადგან სიტყვები არ მაქვს.
თეთრი კანი და ლურჯი ტუჩები აქვს, მშვიდი სახე. სიმშვიდე მხოლოდ მის სახეზეა, დანარჩენებმა ის დიდი ხნით დაკარგეს. ბებია, რომელიც გამუდმებით ტიროდა იმ გოგონას ეხვევა, რომელიც მას ბოლოჯერ შეეხო, ბოლოჯერ დაემშვიდობა. ძნელი მოსასმენია ის სიტყვები, რომელსაც ადამიანს უკანასკნელად ეუბნებიან. სასაფლაოს გამხმარ ბალახზე ნაბიჯების ხმა ისმის და ხმა, რომელსაც თანდათან უკან ვიტოვებთ, მის საფლავს მიწა ფარავს..
და ხალხი თითქოს ამ ყველაფერს ივიწყებს. ყველამ ვიცით რომ ასე ხდება, ამ სამყაროში ყველა იღუპება, ზოგი კი უბრალოდ ძალიან მალე. ვიღაცისთვის ეს დღე შინ მისვლისთანავე სრულდება, ვიღაცისთვის კი ეს დღე ყველაზე ხანგრძლივად რჩება მის მეხსიერებაში.
უამრავი კითხვა გებადება თავში, უამრავი რამის ახსნას ითხოვ, თუმცა მხოლოდ ერთი რამ გე��მის “თავი მოიკლა”.
5 notes
·
View notes