#სიმშვიდე
Explore tagged Tumblr posts
Text
ზოგჯერ არის ეტაპები ცხოვრებაში როცა კარგად, პოზიტიურად, მშვიდად თუ იმედებით აღსავსედ გრძნობ თავს.
ყოველ დღეში პოულობ ხალისს, აზრს იმის რომ ეს სამყარო სადაც ახლა ხარ არცისე ცუდია და თუ ყველაფერს ისე შე��ედავ რომ ცუდი ამბებისგანაც კარგს გამოიძიებ, მაშინ ძალიან მარტივი და სასიამოვნო თანაწყობა გაქვს შენსთავთან და ასევე როგორც სამყაროსთან. ეს ხომ ძალიან დიდი რამაა ცხოვრებაში როცა გიხარია ცხოვრება, გაქვს უზომო ენერგია და შეგიძლია ადამიანებს მისცე, გაუზიარო და დაანახო თუ როგორ შეიძლება რომ სამყარო ოდნავ მაინც სასიამოვნოდ აღიქვან. ცხოვრებაში ალბათ ესაა მთავარი რომ სხვას დაუდგე გვერდში, ასწავლო ის რაც შენ იცი: როგორ შეიძლება რომ უფსკრულიდან ზევით ამოხვიდე, რა შეიძლება გააკეთო ისეთი რომ იქ აღარასდროს დაბრუნდე და უამრავი რამ რასაც კი შეუძლია მშვიდად ამყოფოს სხვა.
ჩემთვის ეს მთავარია აქ და ამ დროში, ამ ცხოვრებაში.
გქონიათ ეგეთი მომენტი როცა ადამიანს ხედავ როგორ ცუდადაა მერე ანახებ გზებს თუ როგორ შეიძლება კარგად იყოს, მერე ის მოგყვება შენ, გიჯერებს და ბოლოს როცა ამ სასურველ მიზანს მიაღწევთ ცოტათი მაინც რამხელა ბედნიერებაა, ესაა ყველაზე კარგი ქმედება რაც კი შეიძლება გააკეთო ადამიანმა - ადამიანისთვის.
კი ასე ცხოვრება სასიამოვნოა, მაგრამ როგორც ჩემთან, იმ ადამიანთან რომელმაც იპოვა პოზიტიური და მშვიდი ცხოვრების გასაღები, შეიძლება დადგეს ისეთი დრო როცა ეს ყველაფერი გაუქრება, შიგნიდან რაღაც ისეთი აქვს რომელსაც ვერ ხსნის, ვერ ხვდება რაარის, რაუნდა, საით მიყავს…
ეს მომენტები ალბათ იმიტოა ცხოვრებაში რომ დაგანახოს თუ საიდან სად მოხვედი, რამდენი რამე გაიარე, ეს ემოციები კი შენი უფსკრულის მეგობარია წარსულიდან. ის დრო როცა არაფერი იყო შენთან, არც ემოცია, არც ფიქრი, არც სურვილი რომ რამე ყოფილიყო. მხოლოდ თავის თრობა და სიცარიელე, ეს კი ისეთია რომ არც კარგია, არც ცუდი, არაფერია და მორჩა.
რამდენად კარგია ეს თქვენ შეაფასეთ ასეთი მდგომარეობა.
ალბათ ემოციურად იმდენს გამოვხატავდი რომ ახლა, გადაიღალა გონებაც, სულიც და ემოციებიც. ყველას და ყველაფერს ხომ დასვენება, სიმშვიდე და გადატვირთვა სჭირდება. ეს პროცესი კი თან ყველამ უნდა გავიაროთ დროდადრო ალბათ, რაცარუნდა ხალისიანად თუ მშვიდად ვგრძნობდეთ თავს.
კარგია ცხოვრება მაშინ როცა ფლობ ყველაფერს, იცი რა გინდა, სად, როგორ და რანაირად მაგრამ აქ მთავარი ისარის რომ ამ დროს ისე არ გამოდგეს რომ ილუზიაში იყო და ბოლოს “ყველას” მფლობელობაში არაღმოჩნდე შენ…
საბოლოოდ მთავარი ალბათ ისარის რომ მოუსმინო შინაგან ხმას, ინტუიციას, ისწავლო სამყაროსთან საუბარი, შენს შინაგან ყველა ფიქრთან შეგეძლოს პასუხის გაცემა, გააკეთო თუნდაც სხვების აზრით ცუდი, მაგრამ ამით შენი მე გაახარო და მიიღო ის რასაც იმსახურებ, ეს კი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი ადამიანი ხარ შენ.
ალბათ მალე მოვა ის დრო როცა მეც ვიქნები ისე ბედნიერი, როგორც მინდა რომ ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები იყვნენ. ამისთვის კი ნამდვილად ღირს ყველაფერში გამოვლა, საბოლოოდ ხომ ყველა იმას ვიღებთ რასაც ვიმსახურებთ…
3 notes
·
View notes
Text
კარგი შეგრძნებები
თბილი ნიავი
ცივი სასმელი როდესაც ცხელა
კოცნა როცა გიყვარს
ძილი, ბევრი
სიმშვიდე
როდესაც არაფერი გადარდებს გარდა ბედნიერების
ბედნიერება
ბანაობა
სახის გაპარსვა, თითქოს ახალი სახე გაქვს
ზრუნვა
პატივისცემა
კეთილი ადამიანები, მაგრამ საკმარისად ბოროტებიც
მოგება ღირსეულად
ფულის ჩარიცხვა, ბევრი უკეთესი
ლამაზ ადამიანს რომ მოსწონხარ (დიდი მოტივაციაა)
ქება, რომ გაქებენ
მეტროს ცარიელი ვაგონი
მარშუტკით მარტო მგზავრობა ქალაქიდან ქალაქში
როდესაც უყვარხარ იმას ვინც შენ გიყვარს (ეჰ და ეჰ)
მომავლის სიყვარული
ოცნება კარგ რამეზე
ფიზიკური სიყვარული
ჭამა, ჭამა და ჭამა
მეგობართან სერინობა
მარტო სეირნობა ყველაზე ძვირფას ადამინათან - საკუთარ თავთან
სურნელი
საქმისგან სიამოვნება
ბუნებაში წამოწოლა
იმდენი კარგი რამაა... რამდენი კარგი რამაა ცხოვრებაში. რა ჩამოთვლის ამას. და არცაა საჭირო
2 notes
·
View notes
Text
ღამის სამი საათია, არ მძინავს, და მეცინება, თამბლერზე ვარ და 2015 არა მაგრამ 2023წელია.
თან სრულიად შემთხვევით ვხვდები ამ შეტყობინებას და სიგიჟემდე მეღიმება საბანში გახვეულს.
ჩემი ბავშვობის სკივრს და ჩემს თავს 8 წელი შეუსრულდათ.
არ ვიცი რატომ არის აქაურობა ჩემთვის ახლა, ამდენი ხნის შემდეგ, ყველაზე მყუდრო და მშვიდი სივრცე, ვიდრე ოდესმე ყოფილა, მაგრამ იყოს როგორც არის, ასე დავტოვებ, არაა სიმშვიდე დანაშაული.
მიყვარხარ მდგმურ,
ძალიან მიყვარხარ.
17 notes
·
View notes
Text
მზე თითქოს გაქრა და სინათლეც მას უკან გაჰყვა,
თითქოს ორივე წყვდიადმა შთანთქა, ირგვლივ ცოცხალი არსებებიც თითქოს სულ გაქრა,
მაგრამ ჩამესმის, თავში ხმები უამრავ ხალხთა.
ვცდილობ დავუგდო ყური თითეულ მათგანს,
ისმის ბუტბუტი გაურკვეველ სიტყვების ბმათა..
მ��ნდა გავიქცე, გადვიხვეწო უხილავ მთათა,
ვპოვო სიმშვიდე, ამ სამყაროს განვშორდე მარად......
2 notes
·
View notes
Text
შუა ზაფხულის დღეებში
ვისვენებ დასიცხულ ხეებში,
და მოახლოვდა ივლისის ბოლო,
შეიქმნა დღეები მთლად უთავბოლო…
სინათლე მზის ეცემა წიგნის ყდას,
თან გვერდით ხილის სასმელი მიდგას,
ვუყურებ ჰორიზონტს და ვუსმენ ჩიტებს,
ვფიქრდები, გული თუ რამდენს იტევს.
სიმშვიდე სოფლის და ბუნების ჰავა,
ჩემი აქ შერწყმა,კითხვა და ხატვა,
მავიწყ��ბს ხმაურს და ქალაქის ქუჩებს
და ამ დროს ხილი ედება ტუჩებს.
3 notes
·
View notes
Text
ზუსტად წამის მეასედში შეიძლება თურმე საკუთარი დეფორმირებული ფეხი ხელში გეჭიროს და ტკივილს ატანილი სიგიჟის ზღვარზე ცნობიერს ებრძოდე გონების ეკრანი რომ არ ჩაგიქროს. მარტო ხარ და ახლა ისე იღვიძებს თვითგადარჩენის ინსტინქტი, როგორც არასდროს.
.
სასწრაფოს მანქანაში სუნთქვითი ვარჯიშები თურმე ყველაზე მეტად ��ეხმარება ყურადღება მოიკრიბო და სუნთქვა ტკივილის ტალღებს ააყოლო.
.
წვივის გაყოლებაზე კოჭამდე ვგრძნობ როგორ მესობა ცხელი ნემსები და ფართედ მეხსნება ახლახანს დადებული ნაკერები, როგორ იწყებს ამიერ კავკასიის ყველაზე მძვინვარე ვულკანის კრატერი პულსირებას და ლავის ფრქვევას.
.
კონსისტენტური ტკივილი თურმე ჯერ კუჭს აღწევს, მერე თავს და ნერვებს. შენ თავს ეკითხები, როდემდე შეძლებ გაუძლო? სად არის შენი ზღვარი? სადამდე გეყოფა ბრძოლის სურვილი? გასტან კი ფინიშის ხაზამდე? თუ ეს ტკივილი საბოლოოდ დაიდებს ბინას შენში და ვეღარასდროს იგრძნობ იმ მშობლიურ თავისუფლებას, მოქნილობას, სიამოვნებას და სომსუბუქეს, რომელსაც გეგონა ვეღარაფერი წაგართმევდა?
.
ეს ტკივილი ეშმაკს ჰგავს, რომელიც ელოდება როდის გატყდები და წამალდამოკიდებულივით სულ რამდენიმე საათის მშვიდ ძილში გაუცვლი შენი სულის ნაწილებს.
.
ვამჩნევ როგორ გაედინება ჩემი ენერგია და სიმშვიდე მოტეხილი ფეხის ტკივილისფერი პორტალიდან. და სამწუხაროდ, რატომღაც ჯერ ვერ ვხედავ მის დახურვამდე დღეების ასათვლელი წამზომი ჩართულიყოს.
მოშორებით რაღაც იცინის. ჩაძინებამდე სურვილს ვუთქვამ სამყაროს, მოძლიერებამდე ის რაღაც ახლოს არ გამაკაროს.
2 notes
·
View notes
Text
ვერ ვიტირე.
ჩვენ ყველანი ვუყურებთ ცხოვრებას ზუსტად ისეთს როგორიც არის, მშვენიერი და საზარელი, კარგი და ცუდი, ყველაზე ბედნიერი და ყველაზე დამპალი, ფერადი და შავით დაბურული, ვუყურებთ და ვეკითხებით საკუთარ თავს, ღირს კი? ზოგჯერ ბედნიერებისგან გაბრუებულები ცუდს ვეღარ ვხედავთ. უფრო ხშირად, საკუთარ ნაირევებით მოხატულ სულში ვიხედებით და როცა ტკივილის ფერებს ვხედავთ, ვგრძნობთ როგორ გვერევა პროტესტი და უპასუხო „რატომ?“ . ვიცით, რომ შეიძლება ხვალ აღარ იყოს, ხვალ კი არა, შემდეგი წუთი შეიძლება აღარ იყოს, ეს ვიცით და მაინც ისე ვცხოვრობთ თითქოს უკვდავები ვართ. ვუშვებთ უაზრო, გამოუსწორებელ შეცდომებს, მერე ვსხედვართ და ვნანობთ, თავიდან ვიმეორებთ იგივე შეცდომებს და მერე უფრო მეტად გვტკივა დაფლეთილი სული. არ ვუფრთხილდებით ერთმანეთს, იმიტომ კი არა, რომ ერთმანეთი არ გვიყვარს, უბრალოდ იმიტომ რომ გვგონია სულ გვექნება დრო. დრო, რომელიც ყველაზე სწრაფად თავდება. გვეშინია და იმის ნაცვლად, რომ ვიბრძოლოთ, თვალებს ვხუჭავთ, იმიტომ კი არა, რომ სიმამაცე არ გვყოფნის, გაქცევა უფრო გვეადვილება. გვინდა რაღაც ვთქვათ და ვერ ვამბობთ, იმიტომ არა, რომ საკმარისად არ გვინდა თქმა, იმიტომ რომ სიმშვიდე რამემ არ დაგვირღვიოს. რაღაც გვინდა და არ ვიღებთ, იმიტომ რომ გვეზარება ის სირთულეები, რომლებიც გზაში უნდა შეგვხვდეს. გავურბივართ პასუხისმგებლობებს, იმიტომ კი არა რომ უპასუხისმგებლოები ვართ, უბრალოდ იმიტომ რომ სიმამაცე არ გვყოფნის ზურგზე ავიკიდოთ ისინი. გულს ვტკენთ და არ ვცდილობთ გამოსწორებას, იმიტომ არა, რომ არ გვინდა გამოსწორება, სიამაყე არ გვაძლევს საშუალებას. ვუშვებთ ადამია��ებს, იმიტომ რომ მათ თვალებში ვარსკვლავებად ვხედავთ საკუთარ თავებს და კაშკაში გვაშინებს, ვუშვებთ და მერე ვნანობთ. ვსაუბრობთ იმაზე თუ როგორია იყო იდეალური და ყველაზე შორს ვართ ჩვენივე აზრებისგან. არასრულყოფილების სრულყოფილი ნიმუშები ვართ.
3 notes
·
View notes
Text
ჩემი მარშალებით ვისეირნებდი აქ
რომელიც აღარ მაქვს
უფრო ეს სიმშვიდე მენატრება
ბავშობა მაგიტო ასწორებდა დღეს შემხვდა ვირაც სკეიტიტ 12 წლის ლაწირაკი მაღაზიაში რო მივდიოდი ჰოდა ისე უდარდელად და ჰაერნოვად დადიოდა აი ისნგრძნობა ქონდა რა მიწაზე რო ფეხს არ ადგავ და ისე რო დაფარფატებ ქუჩაში
ალბათ გაკვეთილები მოშორებული ქონდა ჯერ თქნ რვაც არიყო და მთელი 4 სათი ქონდა ბედნიერებისთვის
1K notes
·
View notes
Text
📧📦ქალაქის აურზაური და სიმშვიდე, რეტრო სათვალეები არა მხოლოდ ხედვის ფოკუსია, არამედ გემოვნების გამოვლინებაც. ტიტანის სიმსუბუქე და სიმტკიცე, რთველის ფერების ელეგანტურობასა და სიღრმესთან ერთად, ეს ქალთა რთველის სათვალეები შესანიშნავი არჩევანია თქვენი ყოველდღიური ეკიპირებისთვის.
[მსუბუქი ფუფუნების რეტრო, ტიტანის სიამოვნება დრო]
რეტრო ტენდენციაში, ტიტანი გახდა მოდის ინდუსტრიის ახალი ფავორიტი თავისი უნიკალური ბრწყინვალება და სიმსუბუქე. ეს სათვალეები, მათი დელიკატური ტიტანის ჩარჩოებით, არა მხოლოდ შეუდარებელ კომფორტს გვთავაზობს, არამედ მგრძნობიარე კანის მქონე ა��ამიანებისთვის, კოროზიის წინააღმდეგობისა და ანტიალერგიული თვისებების გამო.
[რეტრო ფერი, გრძელი ხიბლი]
რეტრო ფერის სქემა არის ამ სათვალეების სული. კლასიკური კუსდან ღრმა მუქი მწვანემდე, თითოეული ფერი მოგვითხრობს ეპოქის ისტორიაზე. იქნება ეს დაწყვილებული უბრალო თეთრი პერანგით თუ ელეგანტური კაბა, ის შეიძლება შესანიშნავად იყოს შერეული თქვენი უნიკალური მოდის დამოკიდებულების საჩვენებლად.
[დეტალები, სავსე ingenuity]
წვრილად მოქანდაკე ტაძრები და ცხვირის ხიდის გლუვი ხაზები საგულდაგულოდ არის შემუშავებული ყველა დეტალში, კომფორტისა და ესთეტიკის უზრუნველსაყოფად. იქნება ეს დასასვენებელი შუადღე კაფეში თუ ოფისში დატვირთული საათი, ეს სათვალე შეიძლება იყოს თქვენი აუცილებელი მოდის ნივთი.
[შემთხვევითი კოლოკაცია, უფასო და მარტივი]
შაბათ-კვირას ნაშუადღევს, აცვიათ ეს რთველის სათვალეები, რომ ლამაზი სანახაობა გააკეთოთ, იქნება ეს ქუჩებში გასეირნება თუ პარკის სკამზე ჯდომა. ეს არ არის მხოლოდ სათვალე, არამედ ცხოვრების დამოკიდებულების გამოხატულება, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ მშვიდი და ელეგანტური თქვენს დატვირთულ ცხოვრებაში.
შეარჩიეთ ეს ქალთა რთველის სათვალეები და მიეცით ტიტანის სიმტკიცე და რეტრო ფერის სქემის ხიბლი თქვენს მოდის ისტორიას ერთად. ყოველ ყოველდღიურ მომენტში შეგიძლიათ აჩვენოთ თქვენი უნიკალური ხიბლი და სტილი.👇👇
📧📭B-titanium glasses frames with acetate ring fashion eyes in stock
💸 💵 Wholesale only
MOQ : 20pcs/per color( 19 models )
📞 Contact us 🙋♀️
wa.me/8613858844563
E-mail: [email protected]
#Stock_glasses_show
W31041839
#ვინტაჟური_სათვალე_2024
#რთველის_სათვალეები_პირდაპირ_მარაგიდან_იყიდება
#რთველის_სათვალეების_ქარხნის_წარმოება
0 notes
Text
იმ წიგნში, ყველა რომ მოკვდა და ამაში, ყველა რომ ბედნიერია, ყველა გაზაფხულის ყვავილმა თავი ერთად მოიყარა და საოცრებათა ქვეყნის ალისასთან , გადაინაცვლა - სამაგიდოებში.
დოდან დომდე, დოს მარილებამდე . თხემით-ტერფამდე.
სიყვარულებში. ანგელოზებში, ცის დასთა წევრში.
რომ მოვდიოდი - წერო მოფრინდა. მტრედმა წერილი მოიტანა, ხაჭაპურიც კი გამოვაცხვე.
სიმშვიდე. ყველა კუთხის, შენი ღიმილით.
სასიამოვნო მოგონებათ მთელი თანწყება. თეთრი ამინდი, მანქანებიბს რიტმულობები, ბითად ფონია. ფონიჭალაში ლაშიკოებმა ჩაირბინეს, ავტობუსებით.
სიყვარულია ატმის რტოებში.
სულ ადრე, ადრე - ასე მახსოვს, ოდნავ ბევრი წელიწადის წინ.
ლურჯი ლაქებით, ლიქიორებში ბისკვიტს ვნამავდით.
მშვიდი დროების მშვიდი კვეთები. შეკვეთილები- კვეთებულთა დიასპორებში. ღვთისმშობლის მადლით, მშობლის ლოცვით - დედის ვედრებით, ვაზის ცრემლით. პატიებით.
მშვიდი სასჯელით. განაჩენივით მკაცრად შევსებულ შეთანხმებაში. შენი თავი შენვე გეყუდნის.
ყველა წაქცევა აიტანე. აღსდექ თავიდან, ფენი��სებია სტრიქონებში ასაფრენი - გოგნის ხატივით.
წმინდა გიორგის, ყველა ჩემს ნათლულს ერთად ვავედრებ.
სამგზის სამოცჯერ.
მეტეორები ღმერთით . ვხრიგინებთ ძვლებში ვიშლებით. სულ ყველა ცალკე პერსონაჟია.
სასრულებია საწყისების ანდა პირიქით. თუმცა აზრი დიდი ხნის წინათ, დიდი ხნით ადრე ...
ყველამ ერთად.. ერთ გზის დაკარგა.
ცხოვრება ისევ მშვენიერია.
მე ისევ გავალ. მერე მოვალ. მერე არ ვიცი . იმის მანამდე, ვაპირებდი მოკლედ, რომ მეთქვა, თუმცა არც მოკლედ არც ვრცლად არც მცირედ ვერ ჩავატიე, გულისწყვეტის ყველა ასპექტი გრძნობის განცდის კვეთის ცდენაში.
დოს მარილებში დოს მარილამდე მიზეზ მიზეზში. კვლავ კაბის კალთა გადაგვირჩენს სულის ფორიაქს.
მოლოდინები უფრო რთული ვიდრე ლოდები სიზიფეების დაგორებული არამკითხეთა მოამბეებში. მოლაპარაკე პომიდორების მაცივრების კართა რახუნი.
ფერიი ნაცრის , ფერი ალის, ფერი ფერფლიფან ამოფერფლილ სულის ძახილის. ისევ სევდაა.. ისევ წადილი. ისევ შენ ადგილს უბრუნდები. ისევ კვეთაა წარმოსახვათა სამყაროში.
როგორ მინდოდა, ამბის აკინძვა საიტერესო დასასრულით, თავის საწყისით.
კიდევ ერთხელ - ისე დამთავრდა - არც დაწყებულა.
1 note
·
View note
Text
,,შენი სურვილი შემოჰყვა წვიმას,
მოედინება, როგორც ლანქერი;
სულში ბავშვობის სიმშვიდე ბრწყინავს
და ლამაზია დღეს ყველაფერი"
-ანზორ აბესაძე
🖌️Victor Gabriel Gilbert - La Demoiselle
0 notes
Text
"ზედაპირული აზროვნება უპირველეს ყოვლისა ნიშნავს სხვაზე დამოკიდებულებას. ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას რაღაც იდეალებზე, ავტორიტეტებზე, ჩვენს მიერ დაპროექტებულ და შექმნილ ფასეულობებზე, გამოცდილებაზე (ოღონს არა საკუთარი), რელიგიაზე, პოლიტიკაზე და ა.შ. ანუ როდესაც ვუერთდებით რელიგიურ მიმდინარეობას ან შევდივარ პოლიტიკურ პარტიაში, ბუნებრივია აქ მთავარი მიზანია მოვიპოვო მეტი უსაფრთხოება, კომფორტი, სიმშვიდე, ძალაუფლება და ა.შ. გაერთიანება ამა თუ იმ მიმდინარეობასთან ავტომატურად ნიშნავს გავიზიაროთ, მივიღოთ და გონებაში ღრმად ჩავიბეჭდოთ მათი იდეოლოგია, ანუ მთავარი პრინციპები, რაზეც აგებულია ეს ერთობა, შესაძლოა ეს ძალზედ კეთილშობილური და ზნეობრივიც იყოს, მაგრამ რა ხდება ამ დროს ჩემს გონებაში? ბუნებრივია მე ვხდები ვიღაც სხვა, ვიწყებ აზროვნებას გამომდინარე ამ იდეებიდან, ვიქმნი განწყობას და ასე ვიწყებ ურთიერთობას დანარჩენ სამყაროსთან, ვახდენ იდენტიფიკაციას რაღაც ��იადთან და შესაბამისად ვშორდები იმას რაც ვარ, აღარ მჭირდება დაკვირვება საკუთარ ფიქრებსა და ქმედებებზე, რადგან არსებობდნენ ადამიანები ვინც ჩემზე კარგად გაიგო და გააცნობიერა უზენაესი ღირებულებები და ჩემთვის მთავარია ზედმიწევნით ზუსტად შევასრულო ყველაფერი, საკმარისია რაიმე პრობლემა წარმოიშვას, რომ მომენტალურად გადავშლი რაიმე ავტორიტეტულ წიგნს ან მივმართავ ვინმე პიროვნებას და ის მომეხმარება ამის გადაწყვეტაში. ასეთი ტიპის ილუზიური აზროვნება ყველაზე მეტად რელიგიურ ადამიანებში იგრძნობა. დააკვირდით ნებისმიერი რელიგიური აღმსარებლობის მიმდევრებს და გაგაოგნებთ მათი მსგავსება, ა��ავითარი ძიება, არავითარი ინტერესი, არამედ სრული მორჩილება რაღაც კანონების, ხშირად სრულიად გაუაზრებლად, სადაც სიღრმე დანახული კი არა, თვალმოკრულიც არ არის. რთულია მათთან კომუნიკაცია, დაპროგრამებული მანქანებივით საუბრობენ, არ გისმენენ, არ ეჭვდებიან, არ აზროვნებენ, სადაც კი საპირისპირო აზრი ჩნდება ყველგან ეშმაკს ხედავენ.. ასე ყალიბდება რელიგიური ფანატიზმი, რაც არანაკლებ საშიშია ვიდრე ტერორიზმი. ადამიანი მთლიანად დეგრადირდება ფსიქიკურად, სული ცარიელდება, ივსება გაურკვეველი სიმძიმით, მელანქოლიით, ნიჰილიზმით. ღმერთის სახელს ამოფარებულ ადამიანს სძულს ყველაფერი რაც ცოცხალია, გრძნობებითა და ემოციებით აღსავსეა, ყველაფერი რაც მოძრაობს, მოქმედებს, სიხარული სადღაც ქრება და ადგილს იკავებს გულქვაობას ამოფარებული მოჩვენებითი სიმშვიდე."
1 note
·
View note
Text
წერილი საყვარელს - XXVIII
სტიქსის აჩრდილად ძნელია ყოფნა
მხოლოდ ერთს გესმის, ვერავის უმხელ
და ისიც რაც ჩანს საკვირველია
სიმართლეს ამჩნევ თუ ზღაპარს იგონებ
მოიძებნება ნეტავ გამგონი
თავისით ამბავს არ შეამკობდეს?
იქნება იყო და უკვე მორჩა
მისი გაცნობა დავაგვიანე
რაც უფრო გადის ჟამი, დროება
რაფინირდება ყველა სახება
თითქოს მინდოდა სითბო შემეგრძნო
მაგრამ ცოცხლებში ყინვა გამეფდა
მივუახლოვდი ჰუმანოიდებს
მაგრამ არ სჯერათ ჰუმანურობის
ესე დამფრთხალი, შეშინებული
ბრალი მათი, რომ ასე აღვიქვი
დღეს მოასვენეს ჟოანი მირო* ( Joan Miro )
და მხოლოდ ამ დროს ვიგრძენი სითბო
მიყვარს სიმშვიდე, ირგვლივ სიწყნარე
მხოლოდ სიშიშვლე თუ დამამშვიდებს
დღეს მე ვიგრძენი პირველად სევდა
გულის დაწყვეტა, და შებრალება
კიდევ რამდენი შემქმნელი წავა
რამდენი ვინმე ვეღარ გაბედავს
ამალთეასთან მუდამ ასე ვარ
გარშემო ურწმუნო სპექტაკლებს დგამენ
ბრმა მიმდევართა ლეგიონები
მათ სახეზე კი სიცოცხლე არ ჩექეფს
0 notes
Text
დილის 6 საათი დაიწყო და კვლავ ვერ ვიძინებ.. სიმშვიდე მინდა გონებაში..
1 note
·
View note