Text
0 notes
Text
0 notes
Text
წერილი საყვარელს - XXX
ბოლო თვე არის უკვე ზამთარის,
რიცხვით რვა არის, დღე სამშაბათი,
ბოლო სწავლება დამრჩა ამ თვეში,
მალე გავხდები უკვე თექვსმეტის;
ახლა საჩუქარს გავხსნი უცნაურს,
დღევანდელ თარიღრს რომ ეძღვნებოდა,
გაბანტულია, შლამის სუნი აქვს,
არც ისე მძიმე მართკუთხედია;
„მადის აღმძვრელი სურნელი იდგა,
ნერწყვებს ყლაპავდნენ, ელოდებოდნენ,
ტანზე ჟრუანტელს ვერ იკავებენ,
იქ ყველა კაციჭამიებს ჰგავდნენ;
მანამდე საშინელება ნახეს;
მის ნაწილობას არ თაკილობდნენ;
ახლა ამაყად, თავ მომწონებით
დიდ რიტუალზე სუფრას მიუსხდნენ;
დღეს დაკლეს ღორი, დიდი მსუქანი
უფრო მსუქანმა ავაზაკებმა,
ადგილზე დარჩა ტყავი და ბეწვი
-მისი დანახვა არ მინდებოდა;
ამიტომ მომწონს მე ეს იდია,
ამ წიგნის ყდისთვის შესაფერისი,
რადგან შენ გიმხელ ერთხელ ბოლოჯერ
მისივე დაწვის ვალდებულებით!
ჩემო ძვირფასო, ძვირ ფასეულო,
შემხებო ამბის კარგის და ავის,
ჩემო ერთგულო და ერთადერთო,
მხოლოდ შენ ერთის მონიშვნე კვალი;
ვიმუსაიფე ღამე მთვარის ჟამს,
ისევ დავხედე სევდის მდინარეს,
პეშვით ავიღე წყალი მოწყალე
და მთელი არსით ასე დაგნათლე;
უღირსი კაცის თმები დავკრიფე,
მოღალატისგან ნერწყვი ავიღე,
ბრძენის სამოსის ძაფი ვარღვიე,
ნატანჯის ოფლი წვეთწვეთ ვაგროვე;
ხელმოცარულის ჯიბე მოფხიკე,
მკვლელს მოვაჭერი ხერხემლის მორჩი,
მებრძოლს დუელში მოვუგე სული,
ფრჩხილი უშვილო ქვრვ ქალს წავართვი;
ჩემში არსებულ ბნელ ნაპირებით
გამოგერიდე და დრო დაგითმე,
რომ შეგესწავლა ალფა & ომეგა,
რომ მხიარულად მიგეღო ცოდნა;
წელს, დიდი ნიშნის დაწყების დღიდან,
მარტო წარმართავ უკვე პანთეონს,
ამ დღეს ორფევსის კვერთხს ეამბორე,
და შუბლზე ნიშნად ფერფლი იმურე“
ჯერ ვერ გავიგე, მაგრამ ვეცდები,
რომ გავარკვიო ეს საჩუქარი,
დავწვა, დავფერფლო და შევინახო,
ოცდაორ ივნისს დაველოდები
1 note
·
View note
Text
წერილი საყვარელს - XXIX
დღეს იყო ჩემი სოლო გამოსვლა
მარტოს შემემკო და მომეარა
უცბად ჩავფრიქრდი, რაში სჭირდებათ
ის, რაც არასდროს არ დასჭირდებათ
მე მომაგონდა ოთხმოცდაორი
შობის წინა დღის ბალმასკარადი
როცა ვიგრძენი გულის ფეთქვის ხმა
როცა სიკვდილი მეც ვუარყავი
მაგრამ მე მქონდა ამის მიზეზი
არ ვარ დროებით, მუდმივად აქ ვარ
ამიტომ მე ვერ ჩავწვდები მათსას
მათი სიკვდილის ცნობიერებას
როგორი ფაქიზები არიან
თითქოს უდრეკი, მაგრამ სუსტები
როგორი უმწეობის განცდაა
სიკვდილისაგან დაღდასმულები
ამიტომ მოსწონთ ხელით ნაკეთი
ვერ უბედავენ ბუნების აღქმას
სულ უყურებენ სიკვდილს თვალებში
ჩუმად ყვირიან, გონება სტანჯავთ
მესმის, განცივდი, მეცოდებიან
დრო და დრო უფრო მიყვარდებიან
შორით ვქომაგობ, მაგრამ ვერ ვეტყვი
რადგან მოსმენა არ შეუძლიათ
წამწამებს ვუსმევ, სახეზე ვხატავ
ლოყებს ვუპუდრავ, და ვალამაზებ
ვიცი, ეს წამი, რომ უხარია
მე სევდიანი ასე ვამხნევებ
მათ ამის სჯერათ, ეს დაიჯერეს
ასე ირწმუნეს, მრწამსად აქციეს
აღარ გამოსდით ცხვირს მიღმა ხედვა
დედაბუნებას ზურგი აქციეს
0 notes
Text
წერილი საყვარელს - XXVIII
სტიქსის აჩრდილად ძნელია ყოფნა
მხოლოდ ერთს გესმის, ვერავის უმხელ
და ისიც რაც ჩანს საკვირველია
სიმართლეს ამჩნევ თუ ზღაპარს იგონებ
მოიძებნება ნეტავ გამგონი
თავისით ამბავს არ შეამკობდეს?
იქნება იყო და უკვე მორჩა
მისი გაცნობა დავაგვიანე
რაც უფრო გადის ჟამი, დროება
რაფინირდება ყველა სახება
თითქოს მინდოდა სითბო შემეგრძნო
მაგრამ ცოცხლებში ყ��ნვა გამეფდა
მივუახლოვდი ჰუმანოიდებს
მაგრამ არ სჯერათ ჰუმანურობის
ესე დამფრთხალი, შეშინებული
ბრალი მათი, რომ ასე აღვიქვი
დღეს მოასვენეს ჟოანი მირო* ( Joan Miro )
და მხოლოდ ამ დროს ვიგრძენი სითბო
მიყვარს სიმშვიდე, ირგვლივ სიწყნარე
მხოლოდ სიშიშვლე თუ დამამშვიდებს
დღეს მე ვიგრძენი პირველად სევდა
გულის დაწყვეტა, და შებრალება
კიდევ რამდენი შემქმნელი წავა
რამდენი ვინმე ვეღარ გაბედავს
ამალთეასთან მუდამ ასე ვარ
გარშემო ურწმუნო სპექტაკლებს დგამენ
ბრმა მიმდევართა ლეგიონები
მათ სახეზე კი სიცოცხლე არ ჩექეფს
0 notes
Text
"სიკვდილი არ არის ყველაზე დიდი დანაკარგი ცხოვრებაში. ყველაზე დიდი დანაკარგი არის ის რაც კვდება ჩვენში სანამ ვცხოვრობთ."
19 notes
·
View notes
Photo
8K notes
·
View notes
Text
It's my 5 year anniversary on Tumblr 🥳
1 note
·
View note
Text
🤣🤣🤣
ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს არსებობს ადამიანებთან ურთიერთობის ინსტრუქცია და ყველამ ნახა ის, ჩემს გარდა.
47 notes
·
View notes
Text
პროტოკოლი
„თუკი ადამიანი ვერ იგებს რას ეუბნებით, ის საკუთარ თავს კი არა - თქვენ ჩაგთვლით სულელა...“ - კარლ იუნგი
4 notes
·
View notes
Text
უნდა შეეგუო! უნდა შეეგუო!
შენს ახლობელ ადამიანებს რომც უყვარდე. ამ ცხოვრებაში მაინც მარტო ხარ.
21 notes
·
View notes
Text
წერილი საყვარელს - XXVII
23.12.1983
დღეს დილიდანვე ხმაური მესმა,
შორს ეძახოდა პლუტო, დიდ ხმაზე,
მერკუციუსი, ჩემი დიდი ძმა
მას მიუგებდა როგორც მევალე;
ასუფთავებენ ყველგან ყველაფერს,
თითქოს არ გრძნობენ სუსხს და სიცივეს,
ეს პოზიტივი მხოლოდ დღეს ვნახე
როგორ ჩუქნიდნენ ტოტებს ერთმანეთს;
რატომ არავინ მიხმობს საქმეში?
მხოლოდ შემთხვევით ფაქტს თუ შევნიშნავ,
დღესაც ფანჯრიდან გახედვის შემდეგ
ვნახე უჩემოდ მათი ამალა;
გამოვიდნენ და გამოიტანეს
ყვეა მარცვალი თუკი რამ გვქონდა,
ყველა ნაჭერი თუ ხის ფიცარი,
ყველა მზითვი და ყველა ბარაქა;
დღეს მოკლე დღეა მალე ღამდება,
დიდი სუფრისთვის ემზადებიან,
უცხო სტუმარი არ გვეყოლება,
ყველა სტუმარი მასპინძელია;
ხილი, მურაბა, დიდ ქვაბში სუპი,
მაგიდაზე კი ბევრი ტოტები,
კამპოტები და ხილის წვენეი,
მარინადები და სოუსები;
თურმე ახალ წელს ასე ავღნიშნავთ,
ძველი წლის ხორაგს დ��ესვე ვამთავრებთ,
მივესალმებით ახალს თავიდან
და ძველს ძველბი განვეშორებით;
დღეს დიდი დედით დაიწყო დილა,
ტოტის მაგივრად ეჭირა თივა,
დღეს ეროისია ღამის გუშაგი,
დიდი ვიქნები უკვე ხვალიდან;
1 note
·
View note
Text
177 notes
·
View notes
Text
74 notes
·
View notes