ugmultimediaproject-blog
ugmultimediaproject-blog
Multimedia Journalism
2 posts
Don't wanna be here? Send us removal request.
ugmultimediaproject-blog · 6 years ago
Photo
Tumblr media
0 notes
ugmultimediaproject-blog · 6 years ago
Text
ფუჭი დაპირებები და ფუნქცია დაკარგული შენობები დედაქალაქში
ანუ რა ბედი ეწია წინა საუკუნის ფაბრიკა-ქარხნებს
youtube
რა ხდება რეალურად დღეს?!
მაშინ, როცა, სხვა განვითარებულ თუ განვითარების გზაზე მყოფ ქვეყნებში ყოველკვირეულად ათობით აქცია-მიტინგი იმართება გარემოს დაბინძურების გამო, რომლებსაც ქვეყანაში არსებული ფაბრიკა-ქარხნები იწვევენ, ჩვენ სულ სხვა პრობლემა გვაწუხებს. განსხვავებით იმ ქვეყნებისა, რომლებშიც არსებული შენობები და მათი საქმიანობა ეკონომიკური განვითარებისთვისაა განკუთვნილი, ჩვენთან უმრავლესი მათგანი, უბრალოდ, ყოველგვარი სარგებლის გარეშე, ქალაქს იერსახეს უმახინჯებს და ხშირ შეთხვევაში, უმოქომედობის მიუხედავად გარემოს მაინც აბინძურებს. თუმცა, ამის შესახებ ხალხიცა და ხელისუფლებაც ან დუმს, ან მხოლოდ მაშინ გვაძლევს რაიმე იმედსა და დაპირებას, როდესაც რაიმეში გამოსადეგი ვხდებით.
პირველივე, თუმცა ცოტა ბუნდოვან მაგალითად მუხიანის ტერიტორიაზე არსებული ყოფილი ქარხანა გამოგვადგება. მოცემული ტერიტორიაცა და მასზე არსებული ობიექტებიც ქვეყნის რეესტრის მიხევით სახელმწიფოს სახელზეა, თუმცა უამრავი დაპირების და მიუხედავად, გეგმა გეგმად რჩება, ხოლო საქმე წინ აგერ უკვე მერამდენე წელია არ მიდის.
ჯერ კიდევ 2017 წლის მერის არჩევნებამდე, რადიოქარხნის ნაცვლად – „ქართული ოცნების�� თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო პროგრამის მიხედვით რადიოქალაქად უნდა ქცეულიყო. პროგრამა მუხიანში მდებარე ძველი რადიოქარხნის ტერიტორიის სრულ რეაბილიტაციას და გასართობ-დასასვენებელ ცენტრად  გარდაქმნას ითვალისწინებდა. ძველი რადიოქარხნის ნაცვლად, ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო საგამოფენო სივრცეები, სავაჭრო-გასართობი ზონები, საცურაო აუზები, მოკლედ უნდა გაშენებული სრულიად ახალი და ლამაზი რადიოქალაქი. თუმცა, დაპირება დაპირებად, ხოლო გეგმა, მხოლოდ მონახაზად დარჩა.
Tumblr media
თბილისი, დასახლება მუხიანი, IV მ/რ და მუხიანის საცხოვრებელი რაიონის მიმდებარედ
მანუფაქტურული წარმოება ქვეყნის ეკონომიკისათვის რომ საკმაო ხეირის მომტანია, ეს არც ახალი ამბავი არაა და არც ვინმეს მოგონილი. დატკიცებულ დასაბუთებულია და ჯერ კიდევ ინგლისში, მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში, ინდუსტრიული რევოლუციის დროს გვიჩვენა შედეგი. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში რატომღაც, საბჭოეთის დაშლის შემდგომ, მხოლოდ რამდენიმე კომპანიამ თუ გაიაზრა ეს და განაგრძნო საქმიანობა, პირვანდელი სახით.
საუკეთესო მაგალითებს, საქართველოში და არამარტო საქართველოში სახელგანთქმული კომპანიები სარაჯიშვილი და  ბაგრატიონი წარმოადგენენ.
1884 წელს დავით სარაჯიშვილის მიერ დაარსებულმა კომპანიამ, უდიდესი კულტურა და ისტორია შექმნა. დღემდე ფასეულია ის ჩენი საზოგადოებისათვის და ატარებს დაამარსებლის სახელს.
Tumblr media
დავით სარაჯიშვილი დაიბათა თბილისში,1848 წელს,მდიდარი ვაჭრის ოჯახში. სწავლობდა პეტერბურგში,დასავი) მის ცხოვრებაზე გავლენა იქონია მოგზაურობა საფრანგეთში. იქ გაიცნო ჟან ბატის კამიუ, საფრანგეთში ცნობილი ბრენდის შემქმნელი და ამ ადამიანისგან ისწავლა ბევრი რამ, რასაც ხელი შეუწყო ბრენდი სარაჯიშვილის ჩამოყალიბებას, კამიუსთან ერთად მან შეიმუშავა ბევრი საინტერესო რეცეპტი და საფრანგეთიდან ჩამოსვლისთანავე 1985 წელს თბილისში ჭოველიძის(იმდროინდელი ბელინსკი) ქუჩაზე შექმნა პირველი ქარხანა, რომელიც მოგვიანებიპირველი ქარხანა. რომელიც შემდეგ გადიდდა და 1888 წლისთვის უკვე ქონდა პირველი ფართო მასშტაბიანი წარმოება დავით სარაჯიშვილის კონიაკის. ის იყო ცნობილი მეცენატი საქართველოს ისტორიაში, მის სახელთან არის დაკავშირებული თბილისში მდებარე მწერალთა სახლი.
და ვით სარაჯიშვილის კონიაკმა ბევრი პრემია მიიღო. პირველი პრემია მიიღო 1902 წელს სპირტიანი სასმელების წარმოების განვითარებაში შეტანილი დიდი დამსახურებისათვის, „კომერციული მრჩევლის" წოდება მიენიჭა. 1913 წელს კი მის ფირმას – „Поставщик двора Его Императорского Величества".  მას ქონდა 9 ოქროს მედალი და ბევრი ვერცხლისა და ბრინჯაოს. ეს არის ბრენდი, რომელიც შეიქმნა რუსეთის იმპერიის დროს, 1821 წელს მომხდარი ამბები, კერძოდ კი პირველი მსოფლიო ო0მის დაწყება და შემდეგ ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარება გაჩერდა ყველა ბიზნესი, დავით სარაჯიშვილის კონიაკმა ბევრი პრემია მიიღო. პირველი პრემია მიიღო 1902 წელს სპირტიანი სასმელების წარმოების განვითარებაში შეტანილი დიდი დამსახურებისათვის, „კომერციული მრჩევლის" წოდება მიენიჭა. 1913 წელს კი მის ფირმას – „Поставщик двора Его Императорского Величества". მას ქონდა 9 ოქროს მედალი და ბევრი ვერცხლისა და ბრინჯაოს. ეს არის ბრენდი, რომელიც შეიქმნა რუსეთის იმპერიის დროს, 1821 წელს მომხდარი ამბები, კერძოდ კი პირველი მსოფლიო ომის დაწყება და შემდეგ ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარება. გაჩერდა ყველა ბიზნესი,დავით სარაჯიშვილის ბიზნესი ამ მხრივ გამონაკლისია, რადგან მას აქვს  ერთსაუკუნეზე მეტი ხნის ისტორია.
1814 წლის 1 სექტემბერს, სპირტის ქარხანა გახსნა თბილისში. 1886–1892 წლებში მოხდა მისი მოდერნიზება, რამაც მაღალი ხარისხის სპირტების წარმოება 40–ჯერ გაზარდა.  1885 წელს სარაჯიშვილმა თბილისში ააგო დიდი მოცულობის სასაწყობე მეურნეობა, სადაც სპირტის გარდა, ღვინო–მასალებს, ხილ–კენკროვან ნაყენებს, მორსებს, ესენციებს, რომსა და კონიაკს ინახავდნენ. ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებული იყო სახელოსნოები და მაღაზიები. საკონიაკე სპირტებს, გამოხდის ადგილების მიხედვით, ცალკ–ცალკე ათავსებდა ისე, რომ სხვადასხვა ადგილებიდან მიღებული ღვინის სპირტი ერთმანეთში არ შერეულიყო. საკუთარი ვენახებიდან მიღებული ღვინის გარდა, სპირტის ნედლეულს სხვა მსხვილი მრეწველებისგანაც ყიდულობდა. ღვინოს იმ შემთხვევაში ყიდულობდა, თუ ის ჭაჭისა და ყურძნის ჩენჩოს გარეშე იყო ��აყენებული. დავითმა შეისწავლა და ქიმიური ანალიზი ჩაუტარა ყურძნის ტრადიციულ ჯიშებს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაარკვია, რომ ორგანოლეპტიკით და ქიმიური შემადგენლობით ისინი ძალიან უახლოვდებიან ფოლ ბლანშის და კოლომბარის ფრანგულ ჯიშებს, რომლებისაგანაც საფრანგეთში საკონიაკე სპირტს ამზადებენ, 1888 წელს თბილისში გახსნა კონიაკის პირველი ქარხანა. მის ქარხანაში კონიაკისა და ლიქიორის დაკუპაჟებას ფრანგი სპეციალისტები – ჟურდი და ბურდონი ხემძღვანელობდნენ.
დავით სარაჯიშვილმა რუსეთის იმპერიაში პირველმა დაამკვიდრა კონიაკის წარმოების სრულფასოვანი ტექნოლოგია.
1884 წელს დაარსდა ფირმა „სარაჯიშვილი და ამხანაგობა“. სარაჯიშვილის ფირმა აერთიანებდა 5 სარექტიფკაციო, 1 არყის, 1 ლიქიორისა და 7 კონიაკის ქარხანას, აგრეთვე მრავალ საწყობს თბილისში, მოსკოვში, პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში.  1900 წლისათვის ფირმამ გამოუშვა 218200 ბოთლი კონიაკი. 1902 წლიდან ფირმამ კახური ღვინით ვაჭრობა დაიწყო. ასევე, აშენებდა ხარებსა და ღორებს საკლავად.
1889–1913 წლებში სარაჯიშვილის ფირმის კონიაკმა (განსაკუთრებით „ძველისძველმა“) და სხვა სასმელებმა საერთაშორისო და რუსეთის დეგუსტაციებსა და გამოფენებზე მიიღო 9 ოქროს, 5 ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი. თბილისში, მუშტაიდის ბაღის ტერიტორიაზე მოწყობილ „კავკასიის გამოფენაზე“ სარაჯიშვილის ფირმას სპეციალური ადგილი ჰქონდა გამოყოფილი..  მისი ნაწარმი აღიარებული იყო, აგრეთვე, პარიზში, ლონდონში,ბერლინში, ვენაში, ჟენევაში, კონსტანტინეპოლში.    
1902 წელს, სპირტიანი სასმელების წარმოების განვითარებაში შეტანილი დიდი დამსახურებისათვის, „კომერციული მრჩევლის" წოდება მიენიჭა. 1913 წელს კი მის ფირმას – „Поставщик двора Его Императорского Величества".
დავით სარაჯიშვილმა დასაბამი მისცა კონიაკის წარმოებას არა მარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიასა და რუსეთშიც. სარაჯიშვილის ქარხნის ბაზაზე შეიქმნა თბილისის კონიაკის ქარხანა. როგორც ზევით ვახსენეთ, დავითი კონიაკის იდეამ შთააგონა. მას კარგად ესმოდა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის მისაღწევად, ადგილობრივი წარმოების განვითარება აუცილებელი იყო. ამავდროულად, რუსეთის იმპერიაში (რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა საქართველო, იმ დროისთვის) კონიაკის ადგილობრივი წარმოება თითქმის არ იყო, სასმელი შემოდიოდა საფრანგეთიდან, ისიც, საკმაოდ დაბალი ხარისხის. ყურძნის ჯიშების შესწავლისას, დავითმა აღმოაჩინა, რომ ქართული ნედლეულისგან მაღალი ხარისხის კონიაკის დამზადება შეიძლებოდა. 1888 წელს, მან კონიაკის პირველი ქარხანა გახსნა თბილისში. კონიაკის დამზადების ყოველ ნაბიჯს პირადად აკონტროლებდა. საუკუნის მიწურულს 50-მდე სახეობის კონიაკს ამზადებდა. ამავდროულად, წარმოება გააფართოვა და ქარხანა გახსნა ერევანსა და ბაქოში. ადგილობრივ ყურძენზე დამზადებულ სასმელს მუხის კასრებ��ი ათავსებდნენ, რაც განსაკუთრებულ არომატს სძენდა კონიაკს. წარმოებამ მალე გა��თქვა სახელი. სარაჯიშვილის კონიაკს ყველგან იცნობდნენ და აფასებდნენ, გამოფენებზეც უმაღლეს შეფასებას აძლევდნენ.ანტონ ფილიპოვი (“Российский Альманах Вин”-ის რედაქტორი) წერდა:“საქართველოში კონიაკის დამზადება დაიწყო ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა, თავისი ხარისხით, ვერ უწევდა კონკურენციას ცნობილ ფრანგულ კონიაკს – მათი წარმოება საქართველოშიც და რუსეთის იმპერიაშიც, მაშინ, კუსტარული იყო, ხოლო ტექნოლოგია ეფუძნებოდა არა ცოდნას, არამედ მითქმა-მოთქმას იმის შესახებ, თუ როგორ აკეთებენ კონიაკს ფრანგები. შესაძლებელია, რომ ქართული კონიაკის წარმოება კვლავაც იმ დაბალ დონეზე დარჩენილიყო, ახალგაზრდა მეწარმეს, დავით სარაჯიშვილს რომ არ გასჩენოდა სურვილი, მოეწყო საკუთარი კონიაკის წარმოება მკაცრად მეცნიერულ საფუძველზე. სარაჯიშვილი თავისი ოცნების განხორციელებისაკენ მიისწრაფვოდა ჯიუტად, როგორც რომანტიკოსი და გააზრებულად, როგორც გონიერი ბიზნესმენი.” თავდაპირველად, როდესაც ქართული კონიაკის წარმოება დავითს ჯერ კიდევ ახალი დაწყებული ჰქონდა, კონკურენციის გაწევა უხარისხო, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი ფრანგული კონიაკისთვის, საკმაოდ რთული ამოცანა იყო, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მაშინ საკომუნიკაციო საშუალებები თითქმის არ იყო განვითარებული.
სწორედ ასეთ დროს, სარაჯიშვილის ფარული მხარდაჭერით, დაიწყო, ჩვენებურად რომ ვთქვათ, ვირუსული კამპანია. კინტოები შედიოდნენ რესტორნებში და ყველგან სარაჯიშვილის კონიაკს ითხოვდნენ. ბუნებრივია, მასზე მეპატრონეს გაგებულიც არ ჰქონდა, რაზეც პასუხად კინტოები იქაურობას დალეწავდნენ ხოლმე. გაოგნებული რესტორნის მფლობელი, ყოველი შემთხვევისთვის, მენიუს სარაჯიშვილის კონიაკსაც ამატებდა. ამასთან, სარაჯიშვილის დაფინანსებით, მიყენებულ ზარალსაც აღუდგენდნენ ხოლმე.
სარაჯიშვილის კონიაკის პოპულარიზაციისთვის შეიქმნა ერთ-ერთი პირველი ქართული სარეკლამო პოსტერიც. სურათზე ეროვნულ სამოსში გამოწყობილ ქალს ხელში სარაჯიშვილის კონიაკი უჭირავს და მგზნებარედ უცქერს. ამგვარად გადმოსცეს მაშინდელმა კრეატორებმა კონიაკის წარმომავლობა და სასურველობა ერთდროულად.
რაც შეეხება ბაგრატიონს, ის ცქრიალა ღვინის მწარმოებელი პირველი სპეციალიზებული საწარმოა საქართველოში. იგი 1937 წელს დაარსდა. დღესდღეობით კომპანია საქართველოს ცქრილა ღვინის ბაზრის ლიდერია.
კომპანიის სახელწოდება ქართველ მეფეთა შთამომავლის, თავად ივა��ე ბაგრატიონ-მუხრანელის სახელს უკავშირდება, რომელმაც XIX საუკუნის შუა ხანებში ქართული ცქრიალა ღვინის წარმოება ფრანგული ბოთლური მეთოდით დაიწყო. სწორედ აქედან იღებს დასაბამს ქართული ცქრიალა ღვინის საუკუნოვანი ისტორია. მსოფლიო აღიარება ამ პროდუქციამ პირველად 1882 წელს სანკ-პეტერბურგში მოიპოვა, სადაც საერთაშორისო გამოფენაზე უმაღლესი ჯილდო – გრან-პრი დაიმსახურა.
ახლა, 125 წლის შემდეგ, "ბაგრატიონი 1882" დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ მთელ კავკასიაში.
შავი ზღვის პირას მდებარე, კავკასიონის მთებით გარშემორტყმული საქართველო მეღვინეობისა და მევენახეობის სამშობლოა. კომპანია დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება
ქართული ღვინის კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებას. პროდუქციის ხარისხისადმი ესოდენ მაღალი მოთხოვნა სწორედ ამის დასტურია.
Tumblr media
ბაგრატიონი 1882-ის ქარხანა მთლიანად მოდერნიზებულია, აღჭურვილია უახლესი იტალიური დანადგარებით. ღვინის შამპანიზაცია წარმოებს როგორც ბოთლური, ასევე რეზერვუარული მეთოდით.
განვითარებულ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან ერთად ბაგრატიონი 1882-ს აქვს საკუთარი ვენახები საქართველოს ყველაზე პრესტიჟულ მიკროზონებში, იმერეთისა და ქართლის რეგიონებში.
თუმცა გარდა ამ კომპანიებისა, ჩვენს ქვეყანას არც სუფთა მანუფაქტურული წარმოების კუთხით აქვს უკან სვლა.  ამ შეთხვევაში, კარგ მაგალითებს სს „ელმავალმშენებელი“ და სს თამ, იგივე თბილავიამშენი წარმოადგენენ, რომლებიც მცირე ცვლილებებით, თუმცა მაინც განაგრძობენ თავიანთ საქმიანობას.
სს „თამ“-თბილავიამშენი (თამ) არის ერთ-ერთი წამყვანი ქართული საწარმო საავიაციო ინდუსტრიაში 70 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილებით. მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში კომპანიამ 8500-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სამხედრო თვითმფრინავი აწარმოა და ექსპორტზე გაიტანა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.
„თამ“-ს გააჩნია შესანიშნავი რეპუტაცია საავიაციო მრეწველობაში. საქონელი წარმოებულ იქნა დასავლეთის ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად რაც გამოწვეული იყო წარსულ და არსებულ პარტნიორებთან შეთანხმებისამებრ. 2001 წელს „თამ“-მა მიიღო EN ISO 9001:2000 ხარისხის სერტიფიკატი, სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავებისა და მათი ნაწილების  კოსტრუირებასა და წარმოებისთვის, ასევე არასაავიაციო სამრეწველო პროდუქციის  კონსტრუირებასა და წარმოებისთვის. 2006 წელს „თამ“-მა მიიღო EN 9100:2003 ხარისხის სერტიფიკატი სამხედრო თვითმფრინავების კონსტრუიება, წარმოება და რემონტისთვის , ასევე სამოქალაქო თვითმფრინავების, და მათი ნაწილების კონსტრუირება, წარმოება და რემონტისთვის როგორც სუბკონტრაქტორი.
თამ „თბილავიამშენის“ ისტორია სათავეს მეორე მსოფლიო ომის დღეებიდან იღებს. ომისათვის გამალებული მზადებისას რუსეთის ცენტრალური ნაწილიდან მოქმედი საწარმოებისა და ქარხნების გადანაწილება დაიწყო. ევაკუაცია შეეხო ქ. ტაგანრო���ის N31 საავიაციო და ქ.სევასტოპოლის N45 ავიასარემონტო ქარხნებსაც, რომლებიც ქ.თბილისში, მშენებარე N448 ავიაძრავთმშენებელი ქარხნის ბაზაზე დაფუძნდნენ. ამ ახალ გაერთიანებას, საბჭოთა კავშირის საავიციო მრეწველობის სახალხო კომისარიატის 1941 წლის 20 დეკემბრის N1173 ბრძანებით, „თბილისის დიმიტროვის სახელობის N31 ქარხანა“ ეწოდა. აქედან იწყება ისტორია ამ უნიკალური ქარხნისა, რომელსაც შემდგომში, სხვადასხვა დროს შპს „თბილავიამშენი“, სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენი“, ახლა კი თამ „თბილავიამშენი“ ჰქვია. ქარხანამ თვითმფრინავების გამოშვება დაფუძნებიდან სულ ცოტა ხანში დაიწყო და უკვე 1942 წელს ქვეყნის სამხედრო ძალებს მის მიერ გამოშვებული 714 თვითმფრინავი შეემატა.
Tumblr media
თბილისი, ბერი გ. სალოსის გამზ. 181
1950-იანი წლებიდან ქარხანა მიქოიანის მიგ-15 და მიგ-17 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს აწარმოებდა, 1957 წელს კი ახალი თაობის ზებგერითი, ორადგილიანი საწვრთნელ-მოიერიშე თვითმფრინავის, მიგ-21-ისა და მისი მოდიფიკაციების გამოშვება დაიწყო და 1985 წლამდე 1677 გამანადგურებელი მიაწოდა საბჭოთა ავიაციას.
1978 წლიდან ქარხანა სუ-25 ტიპის (დასავლეთში ცნობილი, როგორც „ფროგფუტი“) მოიერიშე თვითმფრინავის წარმოებას შეუდგა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 800 ერთეულზე მეტი სხვადასხვა მოდიფიკაციის ექსპორტი განახორციელა. „თამ“-ი იყო და დღემდე რჩება სუ-25-ის ერთადერთ მწარმოებელ საწარმოდ.
1980-იან წლებში საავიაციო ქარხანა ყოფილი საბჭოთა სივრცის პროგრამაში „ბურანი“ (კოსმოსური შატლის საბჭოთა ანალოგი) მონაწილეობდა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ნაკეთობის მიწოდებას ახორციელებდა.
1990-იანი წლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეცნიერული წარმატება იყო „თამ“-ისა და სა��ართველოს კოსმოსური ნაგებობის ინსტიტუტის ერთობლივი პროექტი - მოძრავი ანტენა-რეფლექტორის დაპროექტება და დამზადება - რომლის პირველი წარმატებული გამოცდა რუსულ კოსმოსურ სადგურ „მირზე“ განხორციელდა.
1990-იანი წლებიდან კომპანია სხვადასხვა დანიშნულების პროდუქციის წარმოებას შეუდგა - მცირე ზომის საწვავის ავზებიდან დაწყებული, ჰიდროტურბინებით დამთავრებული.
2010 წელს კომპანია სახელმწიფო მფლობელობაში გადავიდა. დღესდღეობით „თამ“-ის ძირითად სტრატეგიას საკუთარი გამოცდილების სუ-25 ტიპის თვითმფრინავის მოდერნიზაციის მიზნით გამოყენება წარმოადგენს. ქარხნის ძირითადი საქმიანობაა სამხედრო თვითმფრინავებისა და სამხედრო დანიშნულების პროდუქციის წარმოება და რემონტი.
„თამ“-ში არსებული საწარმოო შესაძლებლობების და მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის პირობებში,  შესაძლებელია დაპროექტდეს, შემუშავდეს და დამზადდეს სხვადასხვა კონფიგურაციისა და სირთულის საფრენი აპარატების დეტალები და  კომპონენტები.
საწარმოს უნიკალური ინფრასტრუქტურა და მრავალფეროვანი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შესაძლებლობას იძლევა, დამზადდეს სხვადასხვა დანიშნულებისა და ტექნიკური სირთულის სამხედრო და სამოქალაქო პროდუქცია. „თამ“-ის წარმატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტი საწარმოში დასაქმებული მაღალკვალიფიციური ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი და მუშახელია.
ასევე აგრძელებს თავისივე საქმიანობას ელმავალმშენებელი ქარხანაც, რომელის საქმიანობაც სათავეს 1939 წელს იღებს. როგორც მათ ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, „სს ”ელმავალმშენებლის” მიერ გამოშვებული ВЛ10, ВЛ11М, ВЛ15 სერიის ელმავლები ახორციელებენ დსთ-ს ქვეყნების რკინიგზების სატვირთო გადაზიდვების ნახევარზე მეტს.
სს "ელმავალმშენებელი" არის მუდმივი დენის მაგისტრალური ელმავლების ერთადერთი მწარმოებელი დსთ–ს ტერიტორიაზე. სს "ელმავალმშენებელის" ელმავლები ВЛ10У, ВЛ11М, ВЛ15 აწარმოებენ დსთ–ს რკინიგზების ნახევარზე მეტ ყველა სატვირთო გადაზიდვებს.“
საინტერესოა ფაქტი, რომ შენობა, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მოუვლელ და ფართო მაშტაბიან ნაგებობას წარმოადგენს, ამხელა წვლილი შეიძლება შეჰქონდეს ეკონომიკის განვითარებაში. თუმცა, მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება თავისას შვება.
კომპანიის ბოლო და საკმაოდ მაშტაბიან პროექტს შპს „ბელონის“ დაკვეთა წარმოადგენა. რომლის მიხედვითაც ელმავალმშენებელმა გამოუშვა  ახალი ოთხღერძიანი ელმავალი 4E10I.
Tumblr media
წინსვლა კარგია, ძველის შენარჩუნება��, ქვეყნის ეკონომიკაში წვლილის შეტანაც, თუმცა ძირითად შემთხვევში, გასულ საუკუნეში არსებული ფაბრიკა-ქარხნები ან უყურადღებობისგან დაიშალა და ნაწილ ნაწილ გაიყიდა, როგორც დიდუბე პლაზა, ყოფილი რადიო ქარხანა, ან ფუნქცია შეიცვალა და ეკონომიკის განვითარებას სხვაგვარად უწყობს ხელს, როგორც ფაბრიკა, ღვინის ქარხანა #1, ან თუნდაც კოსტავას #53-ში მდებარე თეატრი ფაბრიკა.  
მაგალითები უხვადაა, მოდი დავიწყოთ დიდუბე პლაზით. კლუბი “ტრიუმფი” ეს არის თანამედროვე გასართობი კომპლექსი საკონცერტო-საბანკეტო დარბაზებითა და ბარი–საბილიარდოთი.
Tumblr media
კლუბის საქმიანობაა: კონცერტების სხვადასხვა ტიპის შოუ პროგრამების, კორპორატიული საღამოების, პრეზენტაციების, გამოფენების, კონფერენციების, ცნობილი ადამიანების შემოქმედებითი საღამოების, ქორწილისა და ნებისმიერი სადღესასწაულო ღონისძიების ჩატარება.
დარბაზი გათვლილია 700 კაცზე.
ღონისძიებებს ატარებს როგორც კლუბი “ტრიუმფი”, ასევე სხვადასხვა ორგანიზატორები. მათ კლუბი ემსახურება საკონცერტო დარბაზით, საქართველოში ერთადერთი, უმაღლესი ხარისხის, ფრანგული ფირმა NEXO-ს წარმოების მუსიკალური საკონცერტო აღჭურვილობითა და განათების ტექნიკით.
სტუმრების მიღების მაქსიმალური კომფორტისათვის კლუბს გააჩნია რამოდენიმე შესასვლელი - წერეთლის პროსპექტის მხრიდან, ხოლო ავტო პარკინგის მხრიდან იმ სტუმრებისათვის, რომლებიც კლუბში მოვიდნენ ავტომანქანებით. კეთილმოწყობილი პარკინგი გათვლილია 50 ავტომანქანაზე და აღჭურვილია თანამედროვე სათვალთვალო სისტემებით.
ლუდის რესტორან „მორავა“-ს გახსნის იდეა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც ჩეხმა ბიზნესმენებმა დაათვალიერეს რეკონსტრუქციაში მყოფი ბიზნეს ცენტრ „დიდუბე პლაზას“ შენობა.
ამისათვის შერჩეულ იქნა იტალიელი არქიტექტორების მიერ საოცრად გემოვნებით დაპროექტებული „დიდუბე პლაზას“ ატრიუმის მეოთხე სართულზე არსებული ტერასა, რომელიც გადმოჰყურებს მთელ შიდა სივრცეს და ამავე დროს მყუდროდაა განცალკევებული დანარჩენი კომპლექსისაგან. ერთი სიტყვით ზედმეტად არავინ შეგაწუხებთ.
რესტორნის ინტერიერი გაფორმებულია ტრადიციულ ჩეხურ სტილში, რომელიც არ ითვალისწინებს ე.��. „კუპეებს“, მაგრამ აქ საგანგებოდ მოწყობილია ონკანიანი მაგიდები სადაც სტუმრებს შეუძლიათ თავად დაისხან ლუდი თავისი შეხედულებით.
ჩეხმა პარტნიორებმა იზრუნეს იმაზე, რომ აქ შექმნილიყო ჩეხური ატმოსფერო არა მხოლოდ ინტერიერით, არამედ საუკეთესო ჩეხური ლუდით, ჩეხეთში პოპულარული ქლიავის არყით და ლუდის არყით (ეს არ არის შეცდომა, მართლა ლუდის არაყია!). ყოველივე ამას აგვირგვინებს ჩეხეთიდან საგანგებოდ ჩამოტანილი ინგრედიენტებისაგან ჩეხი მზარეულის - მაესტრო მიროსლავ სოტონას მიერ დამზადებული კერძები, რომლებიც ტრადიციულად უხდება ლუდის სუფრას.
ძვირფასო სტუმრებო გვეწვიეთ და თქვენ აღმოაჩენთ ჩეხეთს თბილისიდან გაუსვლელად. ბიზნეს ცენტრ „დიდუბე პლაზას“ მეოთხე სართულზე.
2004 წლის დეკემბერში საზოგადოება “სტაბმა” მოიწვია იტალიელი ინვესტორები, რომლებმაც იყიდეს თბილისში, წერეთლის გამზირზე #116-ში მდებარე 4062 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე არსებული 9900.88 კვ.მ. ნაგებობა და მიმდებარე 8400 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ეს კომპლექსი იტალიელმა და ქართველმა არქიტექტორებმა ერთობლივად დააპროექტეს. პროექტი ითვალისწინებდა შენობის სრულ რეაბილიტაციასა და ეზოს მხარეს მის გაფართოებას ახალი ხუთსართულიანი ნაგებობით, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 2009 წლის იანვრიდან, სადაც შესაძლებელია კეთილმოწყობილი ფართების დაქირავება.
სავაჭრო-გასართობი კომპლექსის სასარგებლო ფართია 12616 კვ.მ., რომელიც შემდეგნაირად არის დაყოფილი:
o        სუპერმარკეტი “ჯორჯიტა” – 1000 კვ.მ.
o        საოფისე ფართი – 1480 კვ.მ.
o        სავაჭრო ცენტრი – 5466 კვ.მ.
o        კლუბი “ტრიუმფი” – 2070 კვ.მ.
o        სასტუმრო “დ’პლაზა” – 1900 კვ.მ.
ამას ემატება:
o        1331 კვ.მ. მიწისქვეშა სასაწყობე ფართი
o        პარკინგი 200 ავტომანქანისთვის
 ბიზნეს გარემოს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ”დიდუბე პლაზას” მახლობლად განლაგებული მრავალი ბანკი, კერძოდ, ”თიბისი ბანკის” 2 საოპერაციო ოფისი, ”სილქროუდ ბანკი”, ტაო პრივატ ბანკი”, ”ბაზისბანკი”, ”ბანკი რესპუბლიკა”, ”სტანდარტბანკი” და ”საქართველოს ბანკი”2008 წელს სასტუმრო დ-პლაზამ ფართოდ გაუღო კარი საზოგადოებას. მისი ადგილმდებარეობა იდეალურია თბილისში საქმიანი თუ ტურისტული ვიზიტით ჩამოსული სტუმრისთვის. დ-პლაზაში ყველა პირობაა შექმნილი, რომ სტუმარმა ნაყოფიერად იმუშაოს და დაისვენოს. თქვენს განკარგულებაშია მშვიდი და მეგობრული გარემო, მაღალი ხარისხის მომსახურება, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი დარბაზები.
o        19 კეთილმოწყობილი ოთა��ი
o        რესტორანი
o        ბარი
o        საკონფერენციო დარბაზი (100-150)
o        საუნა
o        24 საათანი მომსახურება
გვეწვიეთ, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ თქვენს მოლოდინს გადავაჭარბოთ.
სუპერმარკეტი ჯორჯიტა დაფუძნდა 2001 წელს იტალიელი და ქართველი ბიზნესმენების ერთობლივი ძალისხმევით.
კომპანიის სახელწოდების იდეაც სწორედ ამ მოვლენით იქნა განპირობებული (ჯორჯია /იტალია) 
დამფუძნებელთა მიერ განსაზღვრულმა სწორმა მენეჯმენტმა და საკადრო პოლიტიკამ ხელი შეუწყო საქართველოში კომპანიის სწრაფი ტემპით განვითარებასა და შემდგომ მის გაფართოებას.
კომპანია ჯორჯიტა გახლავთ მაღალორგანიზებული, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი უმსხვილესი სავაჭრო კომპანია საქართველოში, რომლის მომხმარებელს საშუალება ეძლევა შეიძინოს ისეთი უნიკალური პროდუქცია როგორიცაა:
o        პროდუქტები გლუტენის გარეშე. პური, მაკარონი და ორცხობილა ხორბლის შემცველობის გარეშე ;
o        ბიოპროდუქტები: ბრინჯი, წვენები და ზეთი. (ასევე ქართული წარმოების ბიოპროდუქტები);
o        ექსკლუზიური ფრანგული ღვინოები, შამპანური, კონიაკი, ლიქიორი;
o        ნატურალურ ნედლეულზე დამზადებული თმისა და კანის მოვლის საშუალებები;
o        ჩინურ ბალახებზე დამზადებული უნიკალური და ექსკლუზიური ჰიგიენური საშუალებები: კბილის პასტა, დუშ-გელი, შამპუნი, და კანის მოვლის საშუალებები ნებისმიერი ტიპის კანისთვის;
o        იტალიური საპნების მწარმოებელი კომანია „ნესთი დანტეს" უნიკალური ბუნებრივ ნედლეულზე დამზადებული საპნების ფართო ასორტიმენტი;
o        100 პრიცენტიანი ცხოველური საპნები;
o        სპეციალური ჩაი და ტკბილეული სერიიდან „ფინე ლინე", რომელიც შექმნილია ექსკლუზიურად იმ  ქალებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით ზრუნავენ ჯანსაღ და მოხდენილ სხელუზე;
გარდა პრემიუმ კლასის ექსკლუზიური პროდუქციისა ჯორჯიტა დღეს მომხმარებელს სთავაზობს: 
o        მომხმარებლის თვალწინ ყოველდღიურად დამზადებულ ცივ და ცხელ კერძებს, სალათებს და ცომეულს;
o        ხორცის ფართო ასორტიმენტს, რომელიც ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ, მომხმარებლის თვალწინ მუშავდება თანამედროვე დანადგარებით, პროფესიონალი ყასაბების მიერ;
o        ხილის და ბოსტნეულის ფართო არჩევანს;
o        თევზის პროდუქციას გრილზე და თევზის უგემრიელეს მზა კერძებს;
o        ზღვის უნიკალურ პროდუქციას: მიდიებს, კალმარს, ხამანცკებს, ლოკოკინას, ბაყაყის ფეხებს,  „სენ-ჟაკის" კაკლებს მარჯანში;
o        ადგილზე დამზადებულ სხვა საკონდიტრო ნაწარმს;
o        ფრანგული ნაყინის ფართო არჩევანს;
კომპანია სწრაფად განვითა��ებადი ბიზნეს სტრუქტურაა, რომელიც მუდმივად აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს, აფართოებს თავის სავაჭრო ქსელს, სისტემატიურად ზრდის პროდუქციის ასორტიმენტს და იძენს სანდო პარტნიორებს როგორც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, ასევე ადგილობრივ ბაზარზე, რაც მთლიანობაში ხელს უწყობს საზოგადოების მზარდი მოთხოვნილებებისა და სურვილების დაკმაყოფილებას.
დღეს კომპანიაში 100-მდე მუდმივი თანამშრომელია. ადმინისტრაცია და რიგითი თანამშრომლები ზრუნავენ მოხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნასა და სასიამოვნო კომუნიკაციის უზრუნველყოფაზე, რაც საბოლოო ჯამში დადებით გავლენას ახდენს, როგორ კოლექტივის მოტივაციაზე, ასევე პარტნიორთა და კლიენტთა კეთილგანწყობაზე და უწყვეტ თანამშრომლობზე.
სასტუმრო D-პლაზას საკონფერენციო დარბაზი გთავაზობთ საუკეთესო გარემოს
o            ბიზნეს-შეხვედრების
o            კონფერენციების
o            სემინარების
o            აუდიო-ვიდეო პრეზენტაციების
და სხვა ღონისძიებების მოსაწყობად.
დარბაზი აღჭურვილია უახლესი აპარატურით, უკაბელო ინტერნეტ-კავშირით და კომფორტული ინვენტარით 150-ზე მეტი ადამიანისთვის.
ჩვენი ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა ერთ ადგილზე დაგეგმოთ და განახორციელოთ თქვენი ივენთის ყველა ეტაპი. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ და დავაბინავოთ სტუმრები, შევთავაზოთ უგემრიელესი ლანჩი ელეგანტურ საბანკეტო ჰოლში და სრულად ვიზრუნოთ მათ კომფორტზე.
ყველაფერი ეს - მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მოხერხებული პირობებით.
ასევე აუცილებელიცაა ფაბრიკასაც აქვე შევეხოთ, ის არის მულტიფუნქციური კულტურული ცენტრი კაფეებით და ბარებით, არტისტების მაღაზია-სახელოსნოებით, საგანმანათლებლო სტუდიებით, ერთიანი სამუშაო სივრცით, რეგიონში ყველაზე დიდი ჰოსტელით, დიდი ეზოთი და უამრავი ღონისძიებით.
ფაბრიკა სწრაფად გახდა ადგილობრივებისა და მოგზაურებისთვის ალტერნატიული თავშეყრის ადგილი. დღეს ფაბრიკა არის სივრცე, სადაც შეგიძლია, სადაც შეგიძლია შექმნა და გააზიარო, იმუშაო, ისწავლო, შეხვდე, გემრიელად მიირთვა, გაატარო დრო და დაიძინო კიდეც.
საბჭოთა დროინდელმა სამკერვალო ფაბრიკამ ახალი სიცოცხლე შეიძინა და გარდაიქმნა მულტიფუნქციურ ურბანულ სივრცედ. ახლა აქ თავს იყრიან ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდები, რომლებიც მუდმივად მზად არიან სრულიად ახალი და განსხვავებული გამოცდილების მისაღებად და გასაზიერებლად.
Tumblr media
აქ ერთ სივრცეშია გაერთიანებული ურბანული კაფეები და ბარები, მაღაზია-სახელოსნოები, საგანმანათლებლო და საერთო სამუშაო სივრცეები,  რეგიონში ყველაზე დიდი ჰოსტელი, ყველასთვის საყვარელი უზარმაზარი ეზო და უამრავი ღონისძიება.ამ ყველა სივრცეს თავის განუმეორებელი კონცეფცია და ატმოსფერო აქვს და ერთად ისინი უნიკალურ სინერგიას ქმნიან.დღეს ფაბრიკა აუცილებელი დანიშნულების ადგილია ადგილობრივებისთვის და მოგზაურებისთვის, სადაც ისინი მუდმივად ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, ხედვებს, ერთად მუშაობენ საინტერესო იდეებზე და ახორციელებენ მათ.სწორედ ამიტომ ფაბრიკა მუდმივად ვითარდება, იცვლება და ყველაზე ხალხმრავალ და სიცოცხლით სავსე ადგილად რჩება თბილისში.
ზემოთ ჩამოთვლილთა მსგავსად არც პერიაშვილის #1-ში მდებარე შენობას აქვს პატარა, ან მითუმეტეს ნაკლებსაინტერესო ისტორია. წლების წინ, როცა ეს შენობა ქარხანას წარმოადგენა, სადაც ღვინო იწარმოებოდა, მას შემდეგ არაერთხელ გაიყიდა ან გასხვისდა. ბოლოს კი, ფუნქციაშეცვლილი მოგვევლინა.
ჯერ კიდე 2009 წელს, ის შპს „კატრის“ კუთვნილებას წარმოადგენდა, შემდეგ ის მეორე შპს „კატრი კაპიტალით“ შეცვალა, თუმცა იპოთეკის წყალობით, ჯერ 2013 წელს საქართველოს ბანკის სახელზე ირიცხებოდა, ხოლო შემდეგ ერთ წელში, შპს „ღვინის ქარხანა #1“-ის მფლობელობაში გადავიდა.
Tumblr media
დღეს, ამ ტერიტორიაზე რესტორანი, კაფე და სასტუმროა. რესტორანიც „ღვინის ქარხანა“, კაფეცა „თბილი სიო“ და სასტუმროც „მეღვინეობა 1896“ შპს „ღვინის ქარხანა #1“-ს ეკუთვნის.
სოციალურ ქსელებში თითოეულ მათგანს უმაღლესი შეფასება აქვს და ადგილის ხშირ სტუმრებს ძირითადად ტურისტები და ახალგაზრდები წარმოადგენენ.
მოკლედ, შეიცვალეს იერსახე, ფუნქცია, გაფერადდნენ და გალამაზდნენ, თუმცა, ალბათ, ყველა ერთხმად შევთანხმდებით იმაზე, რომ არც ძველი იყო ცუდი, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ მათ წვლილს ქვეყნის განვითარებაში.
0 notes