Tumgik
tamters · 7 years
Text
Tumblr media
წარმოიდგინე, რომ დასვენების დროს შეგეძლოს ჩანჩქერზე გასვლა. პიკნიკი ბუნებაში ყოველდღიურობა იყოს: "სად ვჭამოთ? პლიაჟზე თუ ჩანჩქერთან?"
Tumblr media
დღეს ლანჩი ნიაგარასთან მივირთვით. ამ კუნძულზე ნიაგარას ჩანჩქერიც არის და სავანაც. გარდა სხვა კონტინენტებზე არსებული ადგილების სახელებისა აქ ადგილებს ასევე მარტივი დასახელებები აქვთ, მაგალითად ქალაქს რომელშიც პორტია ქვია Le Port, ასევე არის ქალაქები სახელად Le Quatorzième და Le Vingt-Septième, რადგან რაღაც წერტილიდან ამ დისტანციებით არიან დაშორებული.
როგორც ჩანს ადგილებისთვის სახელების მოფიქრება დაეზარათ, ეჩქარებოდათ ან შემოქმედებითობა არ ეყოთ. საბოლოოდ საკმაოდ საინტერესო და სახალისო რუქა მივიღეთ და ტრასაზე განსხვავებული გასართობი.
0 notes
tamters · 7 years
Photo
Tumblr media
დილის ფერები ამ კუნძულზე იმდენი ლურჯი და მწვანე ფერია, რომ დათვლა შეუძლებელია. ამ ფერებთან ერთად კუნძულზე მუდმივ რელაქსაციის მდგომარეობაში წყლის ხმაც გაგდებს. მუდმივად ისმის ტალღების ხმა. კუნძულის შუაგულში კი, სადაც ვერ აღწევს ტალღების ხმაური, ჩანჩქერების ისმის. Mindfulness-ში ნინოსთვის მიცემული პირობაც მეხმარება. მართალია პირობას ვერ ვასრულებ, მაგრამ მიზანმიმართულად ვაფიქსირებ თითოეულ მომენტს და ხშირად ვფიქრობ მათ დესკრიპსიონზე.
1 note · View note
tamters · 7 years
Photo
Tumblr media Tumblr media
მაინც მივდივარ 😊 პარიზში ჩარჩენამ უფრო რეალური გახადე კუნძულზე წასვლა. ძალისხმევამ, რომ მაინც წავსულიყავით, უფრო მნიშვნელოვანი გახადა ეს მოგზაურობა. კუნძული ჰირაიქომ!
1 note · View note