#ჭილაძე ოთარ
Explore tagged Tumblr posts
Text
მე მინდა ჩემგან სახსოვრად გქონდეს
ამ ქარის უცებ ჩადგომის შიში.
ოთარ ჭილაძე
3 notes
·
View notes
Text
"არ ჩაიქნიო არასდროს ხელი,
ვიდრე ხარ...ვიდრე ხედავ და გესმის.
მაგრამ ღიმილი და ცრემლის წვეთი
კვლავ იგივეა,რაც ადრე იყო. "
ოთარ ჭილაძე
3 notes
·
View notes
Text
ნუ გეშინია, თენდება უკვე.
მოეშვი, მოწყდი მაგ წყეულ ფიქრებს.
ხვალ უსათუოდ იქნები უკეთ,
ცოტახნით ფეხზეც წამოდგე იქნებ.
ნუ გეშინია, აქ არის ყველა,
ყველა მზადაა, თუ მოხდა რამე.
შენ კი არ მოკვდი, ჯერ ისევ ბნელა,
ჯერ არ დაძრულა ეს გულქვა ღამე.
ოთარ ჭილაძე
11 notes
·
View notes
Text
მე ერთხელ უკვე ვიყავი ქვეყნად,
დიდი ხნის წინათ, ველურებს შორის,
და იმის ნაცვლად რომ მშვიდად მეხნა,
უნდა მეთრია მომხდურის მძორი.
უნდა მემტვრია თავი და ენა,
თუმცა ყოველთვის ამაოდ დავშვრი,
რადგან მეზობლის რჯული და რწმენა
არ შედიოდა ველურის თავში.
და არ ჯეროდა, რომ შეიძლება
არ აჰყვე სხვების გზასა და ძახილს
და წმინდა, როგორც კუბოს ფიცრები,
შენც გქონდეს ფიქრი, საქმე და სახლი...
ოთარ ჭილაძე
2 notes
·
View notes
Text
ასე არასდროს არ მყვარებია
შენი მშიშარა სხეულის სითბო.
თითქოს პირველად შეგახე ხელი,
უკანასკნელად გიყურებ თითქოს.
ტყუპისცალივით ხარ ახლობელი
და ამავე დროს, უცხო სრულიად...
ასე იწყება, ალბათ, სიცოცხლე,
ანდა ეს უკვე აღსასრულია!
ოთარ ჭილაძე
3 notes
·
View notes
Text
მაგრამ იმედი, ეს უფლის ჩიტი,
კვლავ ისეთია, როგორიც იყო,
კვლავ ჭრელი კაბა აცვია ჩითის
და თხილისხელა გულს ყველას გვიყოფს.
არ ჩაიქნიო არასდროს ხელი,
ვიდრე ხარ... ვიდრე ხედავ და გესმის...
ძველს ცვლის ახალი, ახალს კი - ძველი
და ქვის მსროლელი ყვავილსაც გესვრის.
ოთარ ჭილაძე
2 notes
·
View notes
Text
ვიდრე ხარ... ვიდრე გათოვს და გაწვიმს, არ წარიკვეთო არასდროს სასო, ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი, ხან ოცდაათი - ერთ ვერცხლად ფასობს. მაგრამ იმედი, ეს უფლის ჩიტი, კვლავ ისეთია, როგორიც იყო, კვლავ ჭრელი კაბა აცვია ჩითის და თხილისხელა გულს ყველას გვიყოფს. არ ჩაიქნიო არასდროს ხელი, ვიდრე ხარ... ვიდრე ხედავ და გესმის... ძველს ცვლის ახალი, ახალს კი - ძველი და ქვის მსროლელი ყვავილსაც გესვრის. ხან ბროლის კოშკზე შემოგსვამს ბედი, ხან გაბზრიალებს, ვით შოლტი ჩიკორს, მაგრამ ღიმილი და ცრემლის წვეთი კვლავ იგივეა, რაც ადრე იყო.
ოთარ ჭილაძე
2 notes
·
View notes
Text
,,მე შენსკენ დიდხანს მოვქონდი
ტალღებს,
ვით უგრძნობელი ნივთი, საგანი...
და შენი ყველა ცოდვა ვარ ახლა
და არა ერთი იმათთაგანი."
-ოთარ ჭილაძე
🖌️ Alfred Guillou - Adieu!(1892)
1 note
·
View note
Text
,,რა ბედნიერებაა, ხანდახან სიზმარი მართლა სიზმარი რომაა".
//ოთარ ჭილაძე//
1 note
·
View note
Text
ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს,
მაგრამ მე მაინც მინდოდა მეთქვა,
რომ დღემდე შენით ვცხოვრობდი მხოლოდ,
შენ იყავ სუნთქვაც და გულის ფეთქვაც.
მე ვაღებ სარკმელს და ჭადრებს ვითვლი,
ჭადრებს გაქცევა შეეძლოთ თითქოს,
და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის,
თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ.
0 notes
Text
წვიმის შემდეგ კი ქვეყანა პირველყოფილი სიმშვენიერით ბრწყინავდა, კისკისებდა და არც დაღლა ეტყობოდა, არც ასაკი, მზად იყო თავიდან გაემეორებინა ყველაფერი, გაეჩინა, შეექმნა, მოეკლა და დაენგრია. ვინ იცის, სწორედ ახლა, ამ ერთ წუთში, ატალახებული მიწისა და მზის მცხუნვარე სხივების შეუღლებით, რამდენი, რამდენნა-ირი თესლი ღვივდებოდა, გამსკდარი ბოჭკოდან, პარკუჭიდან თუ კვერცხიდან რამდენი ყლორტი, ჭია და მწერი გამოდიოდა სამზეოზე და ყველას ჰქონდა თავისი ადგილი, მკლავის გასაშლელი, საცოცავი, საბრუნავი, რადგან ამდენივე სტოვებდა სამზეოს, კვდებოდა, ილექებოდა, იხრწნებოდა და ისევ თავის ადგილს იკავებდა სიკვდილ-სი-ცოცხლის წრეში, რადგან ახლა სხვა სახით, მარადიული ტრიალისგან შეცვლილი, გადასხვაფერებული მოვლენოდა ქვეყანას მირიადი წლების შემდეგ, როცა ისევ მოვი-დოდა მისი რიგი. ამ მირიადი წლების შემდეგაც მისი მოვალეობა მაინც იგივე იქნე-ბოდა: უნდა ეცოცხლა და მომკვდარიყო, უნდა მომკვდარიყო და ეცოცხლა. და ასე და-უსრულებლივ. რაც არ უნდა პატარა და უმნიშვნელო ყოფილიყო იგი, პატარა და უმ-ნიშვნელო, მისი უკვალოდ გაქრობა, მისი ამოვარდნა სიკვდილ-სიცოცხლის ამ ჯადოს-ნური წრიდან მაინც დაეტყობოდა ქვეყანას, მაინც შეფერხდებოდა რაღაცა, და ეს შე-ფერხება, თუნდაც წამიერი, სრულყოფილების იერს დაუკარგავდა სააქაოსაც და საი-ქიოსაც. ამიტომ, მწერსაც კი არ ჰქონდა უკვალოდ გაქრობის უფლება. მსგავსს მსგავ-სი უნდა დაეტოვებინა და სანამ მსგავსს არ შექმნიდა, არც სიკვდილის ნება ჰქონდა, რადგან სიკვდილი დასვენებაში ეთვლებოდა. იქ, სიკვდილში გადასულს, შეეძლო გულხელდაკრეფილს ეცადა, როდის გამოუნახავდნენ ახალ ფლასსა და ნიღაბს, და დაუძახებდნენ: ადექ, დარეკა შენმა ჟამმაო. -ოთარ ჭილაძე. გზაზე ერთი კაცი მიდიოდა
1 note
·
View note
Text
"აღსასრულისკენ სამყარო მიქრის,
ვით პატრონმკვდარი ველზე ქურანი…
ღმერთო, მასწავლე მოთოკვა ფიქრის,
ანდა წამართვი ფიქრის უნარი."
ოთარ ჭილაძე
3 notes
·
View notes
Text
არაფრით არ ჰგავს ეს დღე გუშინდელს,
თუმცა ქუჩებში ისევ ქარია,
ისევ არ ვიცი რას შევუშინდე,
რა მტკივა, ანდა რა მიხარია.
და როგორც სანთლის შუქზე ლანდები,
დაბარბაცებენ თავში ფიქრები,
ხვალაც ამ მწარე დღეში ვიქნები
და ზეგაც, ვიდრე არ დავმთავრდები…
ოთარ ჭილაძე
11 notes
·
View notes
Text
და ჩემი სულის ყველა ნაფოტი
იმ კოცონისთვის მზადდება ახლა,
რომელზეც შენი სურვილით ახვალ.
ოთარ ჭილაძე
#პოეზია#ჭილაძე ოთარ#art#aes#youthful#poetry#love#girl#young#art history#photo#bohemestyle#la vie boheme#ლე��სი#შენ#ტკივილი#სევდა#სიყვარული
6 notes
·
View notes
Text
The death of a family has no spectators; Family takes a long time to die.
— Each who finds me by Otar Chiladze (1976)
#georgia#georgian literature#quotes#books#family#otar chiladze#literature#each who finds me#საქართველო#ყოველმან ჩემმან მპოვნელმან#ოთარ ჭილაძე
11 notes
·
View notes