#მთაში
Explore tagged Tumblr posts
Text
უფლისგან ბოძებული, ღვთიური ნიჭით დაჯილდოვებული გოდეძი ჩოხელი, რომელიც საქართველოს საკუთრება გახდა,მისი ყოველი სიტყვა, ნააზრევი სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით გაჯერებული, მართალი, წმინდა, მთის წყაროსავით ანკარა, გულიდან წამოსული აღსარებასავით! ადამიანი და ბუნება ერთმანეთში გაზავებული, შერეული, ერთურთში შეზრდილი, ერთ მთლიანობაში აღქმული და დანახული იყო მისი მუდმივი საფიქრალი და ძალის მიმცემი. ნათელში ამყოფოს უფალმა მისი მართალი და კეთილშობილი სული!❤️🙏🥀
გუდამაყარში მაღალი მთებია და როცა მთვარე ამოდის, ძნელი გასარჩევია, დღეა თუ ღამე. სათიბი მაღლა გვქონდა მთაში. დედაჩემს ეგონა, გათენდა, არადა, უშველებელი მთვარე ანათებდა. ღამით ჩრდილებმა უსაშველოდ იციან დაგრძელება. მივდივართ. დედაჩემ�� წინ მიმიძღვის. უცებ ვხედავ, გორაზე შედგა და მთვარის შუქმა ისე დაჰკრა ბეჭებზე, რომ დედის ლანდი დაგრძელდა, დაგრძელდა, დაგრძელდა, ხევში ჩავიდა, ხევიდან ამოვიდა, გორა გადაიარა, მერე სადღაც გადაიკარგა, მალე მეორე მთაზე აღმოჩნდა, იმ მთას გადასცდა, კიდევ იქით აუყვა, აუყვა და დაიკარგა. შევხედე და დავინახე შრომისგან ნაჯაფი, დაჩიავებული დედაჩემი, და ამ დროს მისი ამხელა ლანდი მთელი გუდამაყრის მთებს გადაწვდა. მაშინ ვამთავრებდი რომანს "ადამიანთა სევდა" და გამიხარდა, რომ დასასრული ვიპოვე. აი, რა აზრი დამებადა:
"სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. სიკვდილიც სევდაა, ადამიანად არყოფნის სევდა, იმიტომ რომ ერთხელაც დედა აღარ იქნება და მაშინ მოვა დასასრული. სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, ვერა გრძნობ სიკვდილის მზერას, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის, თავისი სუსტი ბეჭებით სიკვდილს წინ ეღობება და მისი მწველი მზერისაგან გიფარავს, თვითონ იწვის სიკვდილის ალმოდებულ მზერაში. წავა დედა და ჩამოიხსნება ფარდა შენსა და სიკვდილს შორის, რომელიც მგელივით წამოგვარდება, მოსვენებას დაგიკარგავს, სილაღეს ჩაგიკლავს და თან გეშინია, თან იმას ცდილობ, ახლა შენ აეფარო ბეჭებით შენს შვილებს, რომ დაიფარო ამ ამაზრზენი მზერისაგან. რაც ხანი მიდის, ძალღონეს გაცლის ეს დამთრგუნველი მზერა და ერთი წამითაც არა გცილდება, სულ თან დაგდევს და გულ-ღვიძლს გიწვავს ქვეშეცნეულად. შენ კი მაგრობ, მაგრამ თავისი მიაქვთ გარდასულ დღეებს, თანდათან მუხლებში ძალა გელევა, ახალგაზრდობის ოცნებები უფერულდება და გრძნობ, როგორ თანდათან იზრდება შენს არსებაში შიში, სიკვდილის მზერით თუ რაღაც გარდაუვალობის შეგრძნებით გაჯერებული შიში, რომელსაც არავის არ უმხელ და ვერც გაუმხელ, რადგან ერთადერთი ადამიანი, დედა, რომელსაც შეიძლება რომ გაუმხილო ეს შიში, წასულია ამ ქვეყნიდან, შენ კი მარტო ხარ და ხან დედისაგან გაკეთებულ საჭმელს ნატრულობ, როცა გშია, ხან დედისაგან მოქსოვილ ხელთათმანებს, ან წინდებს, როცა გცივა და შენ თავსაც კი არ უმხელ, ისე იძინებ იმ სურვილით, რომ იქნებ სიზმარში ნახო დედა, იქნებ სიზმარში მაინც განმეორდეს ის საოცარი იმედიანი მოფერება, ადამიანის სულიდან სიმარტო��ესაც რომ აფრთხობს და არარაობის განცდასაც, სამაგიეროდ კი ხალისითა და იმედით გავსებს.''
დედაჩემი ბუნებით პოეტი იყო, ლექსებს კი არ წერდა, მაგრამ რაღაცნაირი იყო. ალბათ იტანჯებოდა, იმიტომ რომ სულ ბალახს და ყვავილს ელაპარაკებოდა და რომ ელაპარაკებოდა, ფეხის დადგმაც ხომ უჭირდა მერე. ყველა დედა ამქვეყნიური ანგელოზია და ვისაც ცოცხალი გყავთ, ღმერთმა ყველას დიდხანს გიცოცხლოთ. ვისაც არა, ღვთის საუფლოში გაგინათლოთ. ამის სათხოვნელად ნამდვილად მივალ იმ ადგილზე, სადაც ღმერთი სურვილებს მისრულებდა ბავშვობაში. ალბათ დედაჩემის სულიც შემეწევა და არ ჩამითვლის სიტყვის გატეხად.
გოდერძი ჩოხელი
2 notes
·
View notes
Text
შემოდგომის დილაა. თბილისში წვიმს. ზოგს ტკბილად სძინავს, ზოგი ახლა ფხიზლდება. მე უკვე აქ ვარ. როგორ მიყვარს ამ დროს, ფერმისკენ მიმავალი გზა, აჭრელებული ხეები, ბურუსი, ნამი და სუფთა ჰაერი, გრძნობ რომ სუნთქავ. ყველას აქვს ჯადოსნური თავშესაფარი, სადაც შეუძლია გონება ფიქრებისგან გათიშოს და დაასვენოს, ჩემთვის ეს თავშესაფარი ფერმაა. ქვემოთ, ფერდინანდში ვზივარ სკამზე, ხედს გადავყურებ, იხვების ლაპარაკი და ჩიტების ჟღურტული მესმის, თუ უფრო ყურადღებით დაუგდებ ყურს ფოთლების საუბარსაც გაიგებ.
ეს კონტრასტი ქალაქსა და ფერმას შორის, თითქოს ნარნიას გზაზე უცებ ჯადოსნურ ფარდას სწევ და მთაში ამოყოფ თავს სადაც მთელი კაცობრიობის დარდი ქრება. ��ედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ჯადოსნურ გარემოში ვაკეთებ საქმეს რომელიც სიამოვნებას მანიჭებს და მაქვს შესაძლებლობა გაგიზიაროთ ეს დადებითი ენერგია.
ცხოვრება ისედაც მოკლეა, მოვასწროთ ერთმანეთისთვის სიხარულის გაზიარება.
ისევ, პატარა ამონარიდი ‘კიკეთის ფერმის დღიურიდან’.
0 notes
Text
თავზე გვირილებს დავიხატავ
უადამიანო მთაში წავალ
მინდორზე წამოვწვები
და
ვიფრენ
🩷
0 notes
Link
0 notes
Text
*დღეს ადრე დავიძინებ*
ასევე მე - ღამის 1 საათზე ვუყურებ ვიდეოს, როგორ ამზადებენ მთაში ხინკალს.
1 note
·
View note
Photo
Leila Abashidze, შეხვედრა მთაში, (Meeting in Mountain), 1966
1 note
·
View note
Text
ყელიწადის ტბა
მწვერვალი შერხოტა და ყელიწადის ტბა
ყელიწადის ტბა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს , ყელის ზეგანზე, ზღვის დონიდან 3062 მ სიმაღლეზე. საზრდოობს თოვლის, მიწისქვეშა და წვიმის წყლით. მაქსიმალური დონე აქვს ზაფხულში, მინიმალური — ზამთარში. 8-9 თვის განმავლობაში ყინულით არის დაფარული. (more…)
View On WordPress
#ბუნება#ესის უღელტეხილი#ვულკანი#თავისუფლება#თრუსოს ხეობა#კარავი#კლდეები#ლანდშაფტი#ლაშქრობა#მთა#მთაში#მოგზაურობა#მოლაშქრე#რუკა#საქართველო#ტრეკი#ყაზბეგი#ყელიწადის ტბა#შერხოტა#ხორისარი#camping#georgia#hiking#kazbegi#kelitsadi#khorisari#lake#lakes#landscape#nature
3 notes
·
View notes
Text
შენთან ერთად ყოფნა სახლში, ხის კოტეჯში ყოფნას გავს მთაში.
შემოდგომის საღამოებში, პლედმოხვეული ვერანდაზე ჯდომას და ლიმნიანი ჩაის სმას გავს.
ან თუნდაც კაფეში, სადაც ყველაფერი ძველებურია, სიმღერების ფლეილისტიც კი 80-90 წლების, რომელიც ისეთ დროს იწერებოდა, როცა სიყვარული ნამდვილი იყო.
სწორედ ასეთ კაფეში ყოფნა და ამ ყველაფრის ფონზე, ფანჯრებში ყვითელი ფოთლების ცვენა, ოდნავი წვიმიანი ამინდით და ნიავით გავს შენთან ერთად ყოფნა.
თვითონ შენი ჩახუტება გავს სახლს..
სახლს, სადაც სიმშვიდის მეტი არაფერი არაა და ღმერთის ��რსებობა იგრძნობა მასში.
/ფლორენსი/
4 notes
·
View notes
Text
მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -
შენი ლამაზი გული მელოდეს.
შევყრი მეგობრებს, მაღალ მაყრიონს,
ორღობეებში გასროლას დოღის,
ზეცის ჩამოხსნას, მთების შერყევას
ჯილდოდ მოვუტან ბრწყინვალე ლოდინს.
და შენს ეზოში დაუკრავს ზურნა,
დაბალი ხმებით დუდუნი დოლის,
აგიცხადდება სიზმარი შორი,
გაგახსენდება დობილთა ზ���უნვა.
გეტყვიან... ოი, ჰკარგავ ბავშვობას,
ოი, დობილებს გვტოვებ ბავშვებად,
მშვიდობა ყრმობას და თამაშობას,
მშვიდობის შუქი ნურც მოგეშვება.
... და ქორწილს ზეცის სუფრაზე გავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში,-
შენი ლამაზი თრთოლვა მელოდეს.
მირზა გელოვანი
4 notes
·
View notes
Text
მუხის დიდებისა და ძალის სიმბოლიკა განუყოფელ ხაზად გასდევს ქართულ მითოლოგიას. გარდა იმისა, რომ ის განასახიერებდა სიცოცხლის ხეს, ჩვენთვის სიბრძნისა და ერთობის ამსახველ ელემენტსაც წარმოადგენდა. 🌳
როგორც ფშავ-ხევსურული ლეგენდები უბნობენ, წმინდა მუხებს თავიანთ�� სული ჰყავთ - მუხის ანგელოზი.
მეჩვიდმეტე საუკუნის ამბის თანახმად, როცა ზურაბ ერისთავი ფშავის დამორჩილებას ცდილობდა, ლაშარის სალოცავის ახლობლად მდგარი მუხის შემუსვრა გადაწყვიტა, რათა ფშაველებისთვის მუხის ანგელოზის ძალა მოეკლო. მისმა ლაშქარმა მცდელობა არ დააკლო მუხის მოჭრას, მაგრამ, ცულის ყოველ დარტყმაზე წმინდა ხე, ანგელოზის ძალით, კიდევ უფრო ძლიერდებოდა. ⚔️
ერთი ანდაზა ამბობს "მთაში ბევრი ჯვრებია, ბარად - ბევრი ბატონებიო". ქართველი მთიელების რწმენისა და სიწმინდის ერთ-ერთ ყველაზე ცხად განსხეულებას კი სწორედ მუხის ანგელოზი წარმოადგენს. ⛰️
#მითოლოგია #მუხისანგელოზი #ასკანელი
---------------------------
The symbolism of the glory and power of the oak tree is an inseparable line of Georgian mythology. It not only embodied the tree of life but represented an element that connects wisdom and unity as well. 🌳
As the Pshav-Khevsurian legends go, the sacred oaks have their own spirits - oak angels.
According to the story from the 17th century, when Zurab Eristavi tried to conquer Pshavi, he decided to ravage the oak nearby the Lashari shrine. His army was tirelessly trying to chop off the tree, but with every hit of the ax, it became stronger. ⚔️
One of the Georgian proverbs says "In the mountains, there are a lot of crosses, while in the valley there are many rulers". One of the evident incarnations of the faith and saintliness of Georgian mountaineers is the oak angel. ⛰️
#Mythology #OakAngel #Askaneli
10 notes
·
View notes
Photo
თვალები დახუჭე და ეცადე კადრი დახუჭული თვალების მიღმა გააცოცხლოო, მეუბნება იგი და მეც მორჩილად ვიმეორებ ყველაფერს.. თვალებგახელილი ვ��ივარ დოჭუს მაღალ მთაზე და ჩემს წინ მოცურაცე ნისლს თვალმოუშორებლად ვუცქერ. ვცდილობ არც ერთი მოძრაობა, არც ერთი მომენტი არ გამომეპაროს, მერე კი თვალებს ვხუჭავ , ხარბად ვისუნთქავ თუშეთის დილის ნამიან და იმავდროულად სუსხიან ჰაერს და მთელი არსებით ღრმად ვუშვებ ფილტვებში..ვზივარ და გარინდებული ვუსმენ ახლადგაღვიძებული ბუნების იდუმალ ხმას. ვცდილობ ხუთივე გრძნობით შევისისხლხორცო, შევითვისო, ვშთანქთო ის პეიზაჟი, რომელიც დოჭუს დილამ ახლლადგაღვიძებულსა და ფანჯარაში გადმომდგარს დამახვედრა..უხმოდ ვზივარ და იმაზე ვფიქრობ როგორ წავიღო, როგორ ჩავიტანო ყველა კადრი, თითოეული ემოცია და შთაბეჭდილება იქ, ქვემოთ, სადაც შეიძლება არც კი იციან რომ მათ სამშობლოში, მათსავე მიწაზე არის კოხტა, მზიანი, თბილი, ხანაც პირქუში და ცივი კუთხე,ფიჭვნარიანი თუ მოშიშვლებული მთებით ადგილ-ადგილ გველივით გაწოლილი ჩანჩქერებით, აყუდებული კლდეებით მათზე შეფენილი ცხვრებით, ფერადყვავილიანი მდელოებით,სიპი ქვით ნაგები თუშური სახლებით და მედგრად მდგარი ძირძველი სოფლებით თანამედროვეობისგან გაურყვნელი და ჩვენს განვლილ დღეთა მომხსენებელი.. თუშეთში ყოფნისას არ ყოფილა დღე გონებაში ჩასაბეჭდი კადრების გარეშე, გულში ჩასაღწევი ემოციების გარეშე..განსაკუთრებით უხდება თუშეთს დაისი, ან ასე მეჩვენება მე, რადგან არაფერია ჩემთვის უფრო ლამაზი ვიდრე დოჭუს ტყეშში ფიჭვებს შორის მოციმციმე მზის სხივები,თვალებში შეღწევას რომ ცდილობენ თითქოს..ვშლი ხელის გულს, მზის სხივს ვუსწორებ, თვალებს ვავიწროვებ და ათამაშებულ თითებს შორის მოცეკვავე მზეს კეკლუცად ვუღიმი, თითქოს ამ დროს მზესა და ჩემს შორის მილიარდობით კილომეტრიანი მანძილი სადღაც ქრება და მე და მზე ერთად მივაბიჯებთ დოჭუს საცალფეხო ბილიკზე ფიჭვებს შორის..ამ მომენტში განსაკუთრებით იცის განმარტოების სურვილმა შემოძალვა, თითქოს გენანება ეს სიახლოვე ვინმე სხვას გაუზიარო..ხან კი ემოციებისგან სავსეს, უკვე ფიჭვებს ზემოთ, ალპურ ზონაში მწვანე მდელოებზე მყოფს, სადაც თქვე��სა და ბუნების გარდა არაფერია ირგვ��ივ, გინდება მთელი ძალით იყვირო და თითოეული დაგროვილი გრძნობა და შთაბეჭდილება, რომელსაც თითქოს ვეღარ იტევ, ვეღარ ერევი, ერთიანად ამოაფრქვიო და კვლავ ბუნებას დაუბრუნო..თუშეთის მთებში ფეხით სიარულისას ხშირად გინდება ჩამოჯდე, თვალები დახუჭო, მზეს სახე მიუშვირო და გაირინდო ერთი სურვილით,დრო გაჩერდეს და შენც მასთან ერთად..თითქოს სუნთქვასაც ანელებ რომ მკვეთრმა მოძრაობამ პეიზაჟს არ მოგწყვიტოს, ბუნებასთან ერთობა არ დაგირღვიოს.. თუშეთში ყველა აღტაცება სევდანარევია, ალბათ ნამდვილი ბედნიერება ასეთია, სევდიანი, რადგან მუდმივად თან გდევს ცოდნა და შიში იმისა, რომ ცოტაც და ეს წამები წარსული იქნება, ცოტაც და მიწაზე დაეშვები, ცოტაც და შენი თვალები ასე ბედნიერად ვეღარ გაანათებენ, რადგან იცი რომ სხვა სამყაროდან ჩვეულებრივ ცხოვრებას უბრუდები.. ამიტომაცაა რომ იქ, მთაში, ყველაზე მეტად დრო გძულს..დრო, ასე გულგრილად რომ ინარჩუნებს ტემპს და უდრეკად წინ მიიწევს, სად თვითონაც რომ არ იცის.. სად, მეც არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი სადაც მომიყვანა, სადაც ახლა ვარ, ვზივარ და ვუსმენ წვიმის ხმას, რომელიც ისე სასიამოვნოდ არ ჟღერს, როგორც იქ, მთაში და არც ისეთი სურნელი მოაქვს, თუშეთში რომ სასიამოვნოდ მაბრუებდა..ვზივარ, თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ თუშეთიდან წამოღებული კადრები თვალწინ გავაცოცხლო, მთელს ჩემს წარმოსახვასა და მეხსიერებას ვუხმობ რომ რამდენიმე წუთით მაინც გადავაბიჯო დროის ბარიერს და ისევ იქ, მაღლა,მზის სხივებთან ახლოს დავბრუნდე..
23 notes
·
View notes
Text
ერთი ტანი!
ბავშვებისთვის რამდენიმეჯერ ამაზონზე ვიყიდე ტანსაცმელი და მას მერე რეკლამად ხან რა სამოსს ამოაგდებს ხოლმე ფეისბუქი და ხან რას. ამჯერად ამოყარა მოგრძო ზოლებდატანებული ჟაკეტები. და თან მოდელიც და სამოსის დიზაინიც ჰგავდა ფისოს და მის ჟაკეტებს.
ისევ გადამისროლა ძველ დროში. მაშინ არ მეცალა დასაწერად და რომ არ დამვიწყებოდა განწყობა, და დამეწერა მასზე, ფოტოებიც კი შევინახე.
იმ უაზრო და ბნელ დროს სად ნახულობდა ფისო გემოვნებიან და ლამაზ ჩასაცმელს, არ ვიცი. ჩვენთან სახლში კი, მიუხედავად იმისა, რომ არაფერს, აი, მართლა არაფერს ვითხოვდით, ტვინის რეცხვის ძირითადი მესიჯები იყო, რა საჭიროა ტანსაცმელიო. აი, “უფლისწულსა და მათხოვარში” ხომ ამბობენ, რა საჭიროა რამდენიმე ხელი სამოსი, როცა ერთი ტანი გაქვსო.
ალბათ იმას აღარ უფიქრდებოდნენ, რომ ეს მათხოვრის ნათქვამი იყო. მათხოვრის...
ერთი მახსოვს, სტუდენტობამდე, ჩვენი თინეიჯერობისას, ჩემი დის ნათლია გამოვიდა მანქანით, დედაჩემის თხოვნით, და თავისი შვილის გამონაცვალი სამოსის მთა დააყენა ჩვენთან საწოლზე. მანამდე კიდევ ყიდულობდნენ რაღაცას, წელიწადში ერთელ მაინც. მართალია, ორი-სამი ზომით დიდს, რომ წლები გვყოფნოდა, მაგრამ მაინც. მას მერე -- არ მახსოვს, ახალი რამ შეეძინოთ ჩვენთვის. სტუდენტობაში რუსული “ტელოგრეიკა” მეცვა, მწყემსები დადიოდნენ იმით მთაში, ისეთი.
ან ის რა საჭირო იყო, ხომ ერთი ტანი მქონდა!
0 notes
Text
მთაში მინდა დაძინება, მთის წვერზე, ნისლებში, გამაყრუებელ სიჩუმეში...
1 note
·
View note
Link
0 notes
Text
🇬🇪☀️Project ''Batumi Panorama'' Georgia/ Проект ''Батуми Панорама'' Грузия/ პროექტი ''ბათუმი პანორამა'' (EN,DE,RU,GE)
youtube
(EN) 🏖🏔A unique residential complex with developed infrastructure, located in an ecologically clean area - in the mountains. ℹ️The complex consists of 1️⃣0️⃣0️⃣ Apartments, ranging from 2️⃣5️⃣ ➖ to 7️⃣2️⃣ sq.m. and six Three-storey Cottages ranging from 2️⃣4️⃣0️⃣ sq. m. All windows of apartments and cottages offer an unforgettable view of the Black Sea and the city of Batumi. ✅Price: Apartments-From 1️⃣5️⃣, 2️⃣5️⃣0️⃣ 💲 Cottages-From 1️⃣9️⃣0️⃣, 0️⃣0️⃣0️⃣💲 ✅Invest with us❗ (DE) 🏖🏔Einzigartiger Wohnkomplex mit ausgebauter Infrastruktur in einer ökologisch sauberen Gegend - in den Bergen. ℹ️Der Komplex besteht aus 1️⃣0️⃣0️⃣ Apartments mit einer Größe von 2️⃣5️⃣ ➖ bis 7️⃣2️⃣ qm. und sechs dreistöckige Ferienhäuser mit einer Größe von 2️⃣4️⃣0️⃣ qm. Alle Fenster von Apartments und Ferienhäuser bieten einen unvergesslichen Blick auf das Schwarze Meer und die Stadt Batumi. ✅Preis: Wohnungen-Von 1️⃣5️⃣, 2️⃣5️⃣0️⃣ 💲 Ferienhäuser-Von 1️⃣9️⃣0️⃣, 0️⃣0️⃣0️⃣💲 ✅Investieren Sie bei uns❗ (RU) 🏖🏔Уникальный жилой комплекс с развитой инфраструктурой, расположен в экологически чистом районе - в горах. ℹ️Комплекс состоит из 1️⃣0️⃣0️⃣ Апартаментов-площадью от 2️⃣5️⃣ ➖ до 7️⃣2️⃣ кв.м. и шесть Tрехэтажных Kот��еджей площадью от 2️⃣4️⃣0️⃣ кв.M Со всех окон апартаментов и коттеджей открывается незабываемый вид на Черное море и город Батуми. ✅Цена: Апартаменты-От 1️⃣5️⃣,2️⃣5️⃣0️⃣ 💲 Коттеджи-От 1️⃣9️⃣0️⃣, 0️⃣0️⃣0️⃣💲 ✅Инвестируйте с нами❗
(GE) 🏖🏔უნიკალური საცხოვრებელი კომპლექსი განვითარებული ინფრასტრუქტურით, მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა ადგილას - მთაში. ℹ️კომპლექსი შედგება 1️⃣0️⃣0️⃣ აპარტამენტისგან, რომლის ფართობი 2️⃣5️⃣ დან ➖7️⃣2️⃣ კვ.მ.შეადგენს და ექვსი სამსართულიანი კოტეჯი-საგან რომლის ფართობი 2️⃣4️⃣0️⃣ კვ.მ.-ია. ბინებისა და კოტეჯების ყველა ფანჯარიდან იხსნება შავი ზღვისა და ქალაქ ბათუმის დაუვიწყარი ხედი. ✅ფასი: ბინები-1️⃣5️⃣, 2️⃣5️⃣0️⃣ 💲-დან კოტეჯები-1️⃣9️⃣0️⃣,0️⃣0️⃣0️⃣ 💲-დან ✅გააკეთეთ ინვესტიცია ჩვენთან ერთად❗
#realestate#Batumipanorama#batumi#adjara#blacksea#Beachlife#Georgia#caucasus#property#forsale#homeforsale#luxuryestate#investing#realtor#homesweethome#apartments#home#investor#Cottages#realestateagent#realtorlife#househunting#luxury#dreamhome#newhome#house#architecture#luxuryhomes#realestateinvesting#realty
0 notes