#მარილი
Explore tagged Tumblr posts
sheniekimi · 7 months ago
Link
0 notes
dossedd · 2 years ago
Text
სული კბილებით მეჭირა და
სიტყვებს ვყლაპავდი,
გულზე დამადგნენ ტკივილები-
შენ კი მოგეშვა-
გულზე,
რომ წასვლა შეძელი თუ
მე გამაქციე..
არ მახსოვს ზუსტად,
ყველაფერი, როგორ მიეწყო-
ერთმანეთს,
მახსოვს-
თვალებით რომ ყვავილებს ზრდიდი-
ჩემს ��ულში
მერე ერთიანად ხელი აიღე-
(ჩემი ხელიდან)
ცხოვრებაზე..
გადამეჩვიე ..
გავიღვიძე და
მხოლოდ დაღლა მეჭირა ხელში,
ფუთი მარილი შევჭამე და
ვერ გაგიცანი..
თვალები ნაცრით ამოვივსე,
შენ ჯვარს მაკრავდი,
მე კი ეგ ჯვარი ჩვენს სახლამდე
ზურგით ვათრიე. .
ხან მგონია რომ ეს სიკვდილი მე მოვიგონე,
სადაც ერთმანეთს მოვუკვდით და
მიწამ შემჭამა..
ქარმა წაიღო ყველაფერი
და მეც მივყავარ
ანუ ეს დაღლა,
ეს ტკივილი
ისევ იქ არის,
სადაც მე ვარ და
ამ ქარს მივყვებით..
12 notes · View notes
one-day-u-will-miss-me · 3 months ago
Text
Tumblr media
„ ძველად ამბობდნენ..
ადამიანის გასაცნობად საჭიროა
ერთი ფუთი მარილის “ ჭამა”მიკვირდა, ნუთუ ე��თი ფუთი მარილი როგორ უნდა ვჭამო,ან რომ უეცრად შევჭამო,მერე გავიცნობ ადამიანს თქო..
მინდოდა სწრაფად მომხდარიყო ეს.
ახლა ვაანალიზებ, მთელი ცხოვრება ვჭამთ ერთ ფუთ მარილს, მაგრამ ადამიანების გასაცნობად ისევ არ არის საკმარისი”
❤️
0 notes
tamtagggg · 5 months ago
Text
ნაბიჯს როცა დგამ რაზე ფიქრობ, სად ხარ? თუ სად იქნები?
როცა ცრემლებს ღვრი, რისთვის ტირი, რაც არის? თუ რაც იქნება?
ან, თუ ვერც ტირი, თუ კედელია შენში უენო. ამ დროს ვის ებრძვი, შენს თავს? თუ "იმას"?
სად იცლებიან ემოციები ბოლო წვეთამდე?
სად ამოხეთქავს?
თავს სად დაკარგავს?
მზერა, რომელიც სიცარიელისკენ არის მიმართული, იმდენს ხედავს, რამდენის გრძნობაც შეუძლია ადამიანს. ხედავს ფიქრებს, ქვეცნობიერში. შიშებს, ტკივილებს, სიხარულს, სევდას. ძველ ჩანახატებში საკუთარ თავს ტყეებს ვადარებდი, ახლა საკუთარ თავს მხოლოდ ცარიელი სივრცისაკენ მიპყრობილ მზერაში ვხედავ. მაგრამ იქ უფრო მეტია, ვიდრე სიცარიელე, იქ უფრო მეტია, ვიდრე ტყეში ცხოველი, ხე, ან ფოთლები.
"იქ" შიგნითაა. ყველაფერი, რაც შიგნითაა.
ალიაქოთი,
გაურკვევლობა,
სევდანარევი ბრაზი და წყრომა.
ჩამოშლილ ზვავში მოყოლილი ემოციები, რომელიც დასამარდა, დაივიწყა კაცობრიობამ, დაივიწყა მემ და დაივიწყა ქვეცნობიერმა.
თითქოს გამარტივდი?
ამ დროს გართულდი, ასეა.
ზუსტად ასეა, რაღაც რომ გვირთულდება, მას ვამარტივებთ, მერე ვიჯერებთ, რომ გამარტივდა.
ამ დროს იზრდება სირთულეები.
იზრდება და ბოლოს დაგფარავს.
გაგაქრობს, წაგშლის.
ერთი ოთახი, პატარა კუთხე.
ნათელი შუქი, ნელ-ნელა იკლებს.
თვალი გეჭრება, ჭუტავ და ფარავ,
სახეს იფარავ, თვალებს, ხელებით.
ისიც იღლება, ბჟუტავს, ციმციმებს,
ხვდება, არ გინდა, არ გიხარია,
შენ ელოდები, როგორც იქნა გამოიძინებ.
ერთი სული გაქვს ჩაქრეს და გაქრეს.
დასვენებისკენ მიგიწევს გული,
ქვრება...
იძინებ, მშვიდდები.
მაგრამ რა მოხდება, რომ გაიღვიძებ, შენ სად იქნები?
სიბნელეში, სიმარტოვეში, რომელიც შენი თავისთვის, თავად ინატრე.
რთულია სინათლის ძიება იქ, სადაც არასდროს არ გათენდება.
და იწყებ ფიქრს, გაუჩერებლად, ვერც გაჩერდები, სხვა გზა აღარც გაქვს.
და აქ იცლება სიცარიელეში შენი გრძნობები. მხოლოდ ეს გრჩება, იგრძნო, გაიხარო და იტკინო ყველა დეტალი შენს სულში, რომ იგრძნო, ხარ ისევ ადამიანი, უბრალოდ ბნელში. ხედვა აღარ გაქვს, გრძნობაღა დაგრჩა.
და რას გიშვება ეს ყველაფერი?
მორევში გითრევს, თავბრუდამხვევი, სუნთქვას გიკრავს და ითიშები, არც კი გეგონა ამდენ ხანს თუკი გაძლებდი. მაგრამ სადღაც დასრულდა, სადღაც დაიღალე და ისევ ნათურის ქვეშ , კუთხეში დაჯექი.
ნათურას აღარაფერი ეტყობა იმის, რომ ოდესმე უარსებია, თითქოს თავიდანვე ჩაბნელებისთვის იყო განწირული.
ჩაქრა, შენც ასე ხარ. მორევით დაღლილი, ყველაფერ ნაგრძობი და მობეზრებული. სინათლის არსებობა, თითქოს აღარც გახსოვს, უკვე დაგავიწყდა, მხოლოდ ის გახსოვს რომ ნატრობდი, ნატრობდი ჩამქრალიყო, გამქრალიყო ყველა ემოცია შენში, რაც გტკენდა, თუნდაც რაც გიხაროდა. ახლა არ იცი, აღარ იცი ის ყველაფერი, რაც ადრე გტკენდა, აღარც კი გახსოვს ცრემლი რა არის.
რაც გახსოვს, იმას შენს თავს უმალავ, ტირი, უარყოფ, შემდეგ ივიწყებ, თვალებს იმშრალებ. ცრემლის გემოც კი გავიწყდება.
თითქოს კარგია? ძალა იგრძენი? დასრულდა ტანჯვა?
გინდა რომ კი თქვა, მაგრამ ხვდები, უარესია.
ახლა ეს სიცარიელეც იმდენად ბევრია, სხვა აღარაფრის ადგილი არ დაგრჩა.
ვეღარ ავსებ და იკარგები, იქ იკარგები, იმ არაფერში, რომელიც გივსებს მთლიანად სხეულს.
ზიხარ კუთხეში, ნათურის ქვემოთ, ძილს ნატრობ, იქნებ გამოგეღვიძოს.
ტუჩებს ეხები, იქნებ ენით მარილი იგრძნო, ტკივილს რომ ახლდა ისეთი, სველი.
ზიხარ და ნატრობ, იქნებ გეტკინოს, და იქნებ იგრძნო ისევ ქაოსი.
Tumblr media
1 note · View note
thrombosys · 6 years ago
Photo
Tumblr media
6 notes · View notes
toliajohnatan · 4 years ago
Text
ოთარ ჭილაძე-თიხის სამი ფირფიტა
რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის მერე
ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ
და ქვებზე ჩუმად გროვდება მტვერი
და ჩასაფრებულ თვალივით ბრწყინავს.
მაინც არავინ არ გარბის არსად,
ცხოვრებას ყველა თავიდან იწყებს,
და დიდი თიხის თოჯინის მსგავსად,
ქალაქი ხელში უჭირავს სიცხეს.
რა უბრალოა ადამიანი!
რა ცოტა ჰყოფნის,რომ იქცეს მიწად
და რა უმწეო ხმებით შრ��ალებს
რასაც სიცოცხლეს არქმევს და იცავს.
ხვალ შეიძლება განახლდეს ისევ,
რაც დღეს საოცრად ძველია უკვე
და ისევ გახდეს სიცოცხლის ღირსი
და გაახილოს თვალები უკეთ.
მაგრამ ყველაზე ვრცელდება თურმე,
თურმე სიკვდილი მოგველის ყველას,
რომელიც უკან მოგვყვება ურმით
და გამოფიტულ თვალებით გვზვერავს.
ვინ იცის ისიც სცოდავდა იქნებ
ყველა მოგონილ ღმერთის წინაშე
და სულ ამაოდ მისდევდა ფიქრებს,
ვით დასიცხული კაცი მირაჟებს.
იქნება სცოდავ როდესაც ცდილობ
განდევნო სენგან სიკვდილის შიში,
ან როცა ბედი გარგუნებს წილად
დაიცვა შენი მოდგმა თუ ჯიში.
ახლა კი ჩრდილი და მხოლოდ ჩრდილი,
ოდესღაც ჯანით განთქმულ სხეულის
ყოველ საღამოს და ყოველ დილას
ცისკენ მიფრინავს ლოცვად ქცეული.
მას ურჩევნია გულზე ეყაროს
და არა ფეხქვეშ ურუქის ქვები
და ისევ ქვეყნად დარჩეს ქვეყანა,
ჯიუტი კაცის თუ ღმერთის ნებით.
***
თურმე არავის არა აქვს ნება,
იცქიროს უცხო ფარდების იქით,
აწონ დაწონოს ვიღაცის ვნება,
ფანქრით ასწოროს ვიღაცის ფიქრი.
იზრდება სიცხე და ჩრდილის ფასი,
მაგრამ ცოტაა ჩრდილის მარაგი
და თიხის დიდი თოჯინის მსგავსად,
ხელში უჭირავს სიცხეს ქალაქი.
და შეუმჩნევლად გაქრება შიშიც,
რომელიც მოჰყვა თიხის ფირფიტას
შენ აღმოჩნდები სანატრელ ჩრდილში,
გონებას განგებ გამოიფიტავ.
თუმცა არავის არა აქვს ნება,
თუნდაც ცოტა ხნით მოხუჭოს თვალი
და აკივლებულ ფიქრსა და ვნებებს,
ხმა ჩაუწიოს და ჩაკლას ძალით.
ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას.
უბრალო იყოს,ვით მწყემსის დანა,
უფრო უბრალო ვიდრე მარილი,
სულში კი მთელი სიმძიმით წვანან
დღეები უკვე გადატანილი.
წვანან ჩაძირულ გემის ფიცრები…
წვანან ჩაძირულ გემის აფრები…
მაგრამ სიკვდილის წინ შეიძლება,
რომ ერთი სიტყვით თქვა ყველაფერი.
რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის მერე,
ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ
და უკვე ყოფილ ხმებსა და ფერებს
უნდათ თუ არა მიწაში სძინავთ.
არ უნდა მოხდეს დიდი ხნის მერეც
ის,რაც მომხდარა დიდი ხნის წინათ
რადგან უთვალავ ხმებსა და ფერებს
ჯერ კიდევ მიწის წიაღში სძინავთ.
***
სიჩუმე ზოგჯერ სისუსტეს უდრის
და შენც გახსენი შენი ფიქრები,
რომ პატიოსნად,დიდხანს და მყუდროდ
იცხოვრო,როცა აღარ იქნები.
4 notes · View notes
fr0zenfeels · 6 years ago
Text
გამყინვარება.1
..
მე წყლის მოსატანად გავედი,მარილი გავურიე,უკვე მერამდენე დღეა ამას ვიმეორებ, იქნებ ასე მაინც გამცე ხმა. მისაყვედურო, რომ დღეს ძალიან გადავამლაშე. მერე კისერში მწვდე და სიამოვნებისგან გადაიხარხარო,რა უსუსური ვარ. მე მიყვარს შენი სიცილი. შენ ჩემი გაუხეშებული,უფრომო თითები. ერთმანეთს ვავსებთ,ასე არაა ?
..  
ერთ დღეს სახლში გვიან დაბრუნდი,ნასვამი იყავი. მე არ მინერვიულია.მთლიანად გავშიშვლდი,მხოლოდ ერთი აზრი დავიტოვე,მერე მაგიდის ქვეშ გავწექი და ხმამაღლა ლოცვა დავიწყე. ნეტა რას ვემალებოდი ?
მეორე დღეს წავედი,იარაღი ვიყიდე და ერთი ტყვია მხოლოდ. და ეს რომ სიმართლე ყოფილიყო ზურგში გესროდი,მე კი მთის წვერზე ავიდოდი თოკით ხელში. ფეხებზე მოვიბამდი და გადმოვხტებოდი საკუთარ ცრემლებს რომ დავეხრჩვე ფრენისას. რადგან შენმა ტუჩებმა ვერ დამახრჩვეს.
 .. 
ახლა ისე მძულხარ ჩემ საცოდავ გულს ამოვიგლეჯდი მკერდიდან და მის ნაფლეთებს გაჭმევდი.ისე მძულხარ საკუთარ ზიზღსაც არ გავიმეტებდი შენთვის. ახლა ისე მძულხარ,რომ შემიძლია მიყვარდე კიდეც. 
..
ქუჩაში მივდიოდი,არ ვიცი ალბათ სექტემბერი იყო. შემთხვევით დაგინახე. შენ მოხვედი და ჩამეხუტე. წვიმის სუნი გქონდა სხეულზე. მეღიმებოდა,ისე თითქოს მალე ხელში ჩაგაკვდებოდი. ვგრძნობდი,გული როგორ გიცემდა,ვგრძნობდი, როგორ გიკანკალებდა ხელები,ვგრძნობდი როგორ გინდოდა რაღაც გეგრძნო. მერე შემოგხედე,ბოლოჯერ შემოგხედე ასე. და გამოვიქეცი. მდინარეზე წავედი, ფეხზე გავიხადე და მუხლებამდე წყალში შევედი. მერე ვიყვირე და მთელი სხეულით გადავეშვი წყალში. ჩემთან უნდა ყოფილიყავი მაშინ,შენი სხეულის სიცივით გაყინულ მდინარეში ჩემთან ერთად უნდა გეცურა.
..
უკვე მერამდენე დღეა, ღამე მეღვიძება ერთსა და იმავე დროს. კალამს და ფურცელს ხელში ვიღებ და ვწერ.. JESUS HELP ME. ოცდამესამე ფურცელზე ვჩერდები,ბალიშს ვისწორებ,ღრმად სუნთქვას ვიწყებ და ვიძინებ. დილით თითები მტკივა ხოლმე,თავიც და ყველა ჩემთვის უთქმელი შენი ტყუილი.ნეტა მართლა შეგეძლოს ჩემი სიყვარული.
1 note · View note
superclamknighttoad · 3 years ago
Photo
Tumblr media
"ბოდიში მსოფლიოვ, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონდა ინტერნეტი 1992-93 წლებში, რომ გვეთქვა, რა ჩაიდინა რუსეთმა საქართველოში: ტარიელი - აწამეს სიკვდილამდე, შემდეგ თავი მოაჭრეს და ფეხბურთი ითამაშეს. თადეოზი, 99 წლის - ცოცხლად დაწვეს საკუთარ სახლში. ვერონიკა, 83 წლის - აწამეს და შემდეგ მანქანით გაიტანეს. ცისია, 30 წლის - გააუპატიურეს მშობლებისა და სტუმრების წინაშე, ბოლოს კი ყველა ჩაცხრილეს. აბესალომი, 70 წლის - სიკვდილით აწამეს ყურების, თვალებისა და ცხვირის მოჭრით. მარიამი, 12 წლის - ჯგუფურად გააუპატიურეს და შემდეგ ესროლეს. იზა - სიკვდილამდე აწამეს, თვალები ამოთხარეს და მკერდი მოაჭრეს. იაკობი - აწამეს, მოკლეს და ღორებს მიუგდეს. ლავრენტი და ცისია - ცოლ-ქმარი, ორივეს თავები წააცალეს. ანა, 19 წლის - მამის წინ გააუპატიურა 13-მა ჯარისკაცმა, შემდეგ ხეზე ჩამოკიდეს და დაწვეს. პეტრე, 59 წლის - თავი წააცალეს და ნათესავებს საშუალება არ მისცეს, რომ დაეკრძალათ, ის ღორებს მიუგდეს. ნიკოლოზი, 15 წლის - ის ნაჯახით მოკლეს. ოლგა, 85 წლის - აწამეს და მეხუთე სართულიდან გადმოაგდეს. გიორგი, 40 წლის - დაჭრეს, ჭრილობებზე მარილი დააყარეს, ნაწილებად დაჭრეს და ���ის ცოლს გაუგზავნეს. ზაური, 53 წლის - შიშველი მაცივარში ჩააგდეს, მასზე ვარსკვლავი ამოტვიფრეს და დახვრიტეს. მზია, 37 წლის - გააუპატიურეს მისი ძმის წინაშე და შემდეგ მოკლეს. დავითი, 33 წლის - კბილები დააცალეს, ძვლები დაუტეხსს და მოკლეს. და ყველაზე მთავარი - უცნობი გოგონა, რომელიც ორ ნაწილად დაჩეხეს, შემდეგ გააგზავნეს საავადმყოფოში, რომელზეც იდო ფურცელი: "როგორც ამ გოგოს ვერ გაამთელებთ, ისე ვერ გაერთიანდება საქართველო და აფხაზეთი". (bij Georgia (country)) https://www.instagram.com/p/CdJB7oGoPDR/?igshid=NGJjMDIxMWI=
0 notes
mamaterraveggie · 3 years ago
Photo
Tumblr media
GE 🇬🇪EN🇬🇧 ოხო როხო (წითელი თვალი) 🍻🌶️🔥🇲🇽 მიჩელადას შემდეგი ეტაპი. ოხო როხო "ცეცხლოვანი" კოქტეილია, რომელიც ლუდისა და მექსიკური სანელებლების არაჩვეულებრივ კომბინაციას წარმოადგენს. მექსიკური ჩამოის სოუსი, ტაჯინის ფხვნილი, სოიოს სოუსი, ლაიმის წვენი, მარილი და პილპილი ექსპერტების აზრით ნაბახუსევისთვის სრულყოფილს კომბინაციას ჰქმნის. ამასთან, ზედგამოჭრილია ტაკოების სამშაბათისთვის. 🌮😋 Ojo Rojo (Red Eye) 🍻🌶️🔥🇲🇽 A Michelada taken to the next level. Ojo Rojo is an 'ardiente' cocktail made with beer and a combination of various Mexican condiments including Chamoy sauce, Tajin powder, Soy sauce, lime juice, salt and pepper. The perfect cure for hangovers according to the experts 😎🤪 Also a perfect companion for a Taco Tuesday 🌮😋 or any other day. ✅ You can also order your Ojo Rojo made with our homemade kombucha. Equally tasty and for those avoiding alcohol 🌈❤️We are open to dine-in from Monday to Friday from 12pm-10pm or later 🏘️Address: Ingorokva 20 (Entrance in Chitadze Street) behind the Parlament, 8 minutes walk from Liberty Square Metro Station ➡️📖You can find our Menu in our Facebook page and our bio in Instagram ✅🍽️For reservations call or send us a messge via WhatsApp 995 599 27 63 91 #mamaterraveggie #vegantbilisi #vegan #vegetarian #spring #tacotuesday #michelada #beer #mexicandrinks #beerporn #ojorojo #goodvibesonly #hangovercure #ardiente #tbilisi #georgia (at Mama Terra - Veggie corner) https://www.instagram.com/p/Ccz2u-BIhMj/?igshid=NGJjMDIxMWI=
1 note · View note
sheniekimi · 9 hours ago
Text
Tumblr media
ვაშლის უამრავი ნამცხვარი არსებობს. ამ ხილის გამოყენების სხვადასხვა მრავალი ხერხიც არსებობს. დღეს ჩვენ რაღაც განსაკუთრებულს შემოგთავაზებთ, ვაშლის ღვეზელი განსხვავებული რეცეპტით ვაშლის ღვეზელი პირდაპირ გულში ჩაგივარდებათ! ეს დესერტი ჩა��ს სუფრის მთავარი მშვენება იქნება. განუმეორებელი გემოს გარდა, ნამცხვარი განსაკუთრებული არომატითა და მომზადების სიმარტივითაც გაგახარებთ. არაჟნის წყალობით, ღვეზელი კიდევ უფრო მადისაღმძვრელი ხდება. ინგრედიენტები - 200 გ ფქვილი - 125 გ კარაქი - 5 ცალი კვერცხი - 200 გ შაქარი - მწიკვი მარილი - 12 გ ვანილის შაქარი - 3 ჩ. კ. გამაფხვიერებელი - 3 ს. კ. ნაღები - 50 მლ ლიმონის წვენი - 200 გ არაჟანი - ერთი ს. კ. შაქრის პუდრა - 600 გ ვაშლი მომზადება 1. ერთმანეთს შეურიეთ კარაქი, მარილი, 125 გ შაქარი და ვანილის შაქარი. 2. შეაზილეთ 3 ცალი კვერცხი მორიგეობით, შემდეგ თანდათან დაამატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. ჩაამატეთ ნაღები და მოზილეთ ცომი. შემდეგ გადაიტანეთ საცხობ ფორმაში, რომელსაც ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი ექნება ჩაფენილი. 3. ვაშლი გაფქვენით, გაჭერით 4 ნაწილად და ამოაჭერით გული. შემდეგ უფრო თხელ ყანწებად დაჭერით. მოასხით ლიმონის წვენი. ცომზე დაალაგეთ ვაშლის ნაჭრები, ოდნავ დააწექით და შემდეგ შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 12 წუთით. 4. ცალკე ჯამში შეურიეთ არაჟანი, დარჩენილი კვერცხი და შაქარი. ღვეზელი გამოიღეთ ღუმელიდან, მოასხით მას არაჟნის მასა და კვლავ შედგით. გამოაცხეთ 50 წუთით. ნამცხვარი ნამდვილად სადღესასწაულოდ გამოიყურება. უმჯობესია, ეს დესერტი მიირთვათ ცხელი სახით. ძალიან მოუხდება ვანილის ნაყინიც. მიირთვით გემრიელად! რეცეპტი კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს. გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi Read the full article
0 notes
ebgshopping · 4 years ago
Text
ახალი გემო თქვენს საახალწლო სუფრაზე
ბლოგი მათთვის, ვისაც მობეზრდა ყოველ წელს ოლივიე
საახალწლო კერძები რაც არ უნდა ერთფეროვანი იყოს, ყოველთვის უფრო გემრიელია, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში. თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, ხანდახან ძალიან მოსაბეზრებელია ყველგან ერთი და იგივე ოლივიე, ტოლმა, საცივი და ა.შ. ამ ბლოგში მინდა, შემოგთავაზოთ რამდენიმე განსხვავებული კერძი და დესერტი, რომელიც ძველ ტრადიციულ საჭმელებს ჩაანაცვლებს და სიახლეს შემოიტანს თქვენს სუფრაზე.
მაშ ასე.
1. ჯინჯერის ორცხობილები
ინგრედიენტები:
ფქვილი - 400 გრამი
შაქრის პუდრა - 70 გრამი
თაფლი - 3 ჩ/კ
კვერცხი - 2 ცალი
გახეხილი ჯანჯაფილი (ჯინჯერი) – 2 ს/კ
დარიჩინი (სურვილისამებრ) – ნახევარი ჩ/კ
მარილი
თეთრი მინანქარი, იგივე აისინგი;
კვერცხის ცილა - 1 ცალი
შაქრის პუდრა - 220 გრამი
მომზადება: დაიწყეთ მშრალი ინგრედიენტების არევით: ფქვილი, შაქრის პუდრა, დარიჩინი და მარილი მოათავსეთ ჯამში. დაუმატეთ კარაქი, თაფლი, კ��ერცხი და გახეხილი ჯინგერი. ყველაფერი კარგად აურიეთ. მოზილეთ ცომი ხელით და გაყავით ორ ნაწილად, დაასვენეთ მაცივარში 1 საათით.
   გააბრტყელეთ ცომი და სპეციალური საჭრელით ამოჭერით ფორმები, სისქე უნდა იყოს 3-5 მმ. გადაიტანეთ ფიგურები გამოსაცხობ ქაღალდდაფენილ ტაფაზე. გამოაცხეთ 180-200 გრადუს ტემპერატურაზე 7-10 წუთი, ორცხობილები მზად იქნება როგორც კი მოვარდისფრო ფერს მიიღებს.
მოამზადეთ მინანქარი. ათქვიფეთ კვერცხის ცილა იქამდე, სანამ თეთრი და მყარი კონსისტენციის არ გახდება, დაამატეთ შაქრის პუდრა და განაგრძეთ თქვეფა.
როდესაც ორცხობილები შეგრილდება, შეგიძლიათ გააფორმოთ მომზადებული მინანქარით, მინანქარს შეგიძლიათ სპეციალური საკვები საღებავი შეურიოთ, სასურველი ფერის მისაღებად. საკვები საღებავიც შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენთან.
2. ქიშლორანი გულსართით  
ინგრედიენტები
ზეთი - 70 გრამი
წყალი - 35 გრამი
მარილი
ფქვილი - 200 გრამი
  შიგთავსი:
მოთუშული ხახვი
მოთუშული სოკო ნაღებით და ქათმის ფილე
მომზადება: ზეთი და წყალი ავურიოთ, დავუმატოთ მარილი და ფქვილი. მოვზილოთ ცომი და მოვათავსოთ მაცივარში 30 წუთი. გამოვიღოთ და გადავანაწილოთ ტარტალეტკის ფორმებში, გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 7-8 წუთი. ცხობიდან 5 წუთში გამოვიღოთ ცომი და ზემოდან მოვათავსოთ გულსართი, მოთუშული ხახვი, სოკო და ქათმის ფილე ნაღებში, შემდეგ ისევ შევაბრუნოთ ღუმელში და ვაცხოთ კიდევ 2 წუთი. სურვილისამებრ შეგიძლიათ მოაყაროთ გახეხილი პარმეზანი. (ფორმების შეძენა შეგიძლიათ ჩვენს საიტზე)
3. მადამ ბოვარი - (სოკო და ქათმის ფილე)
მადამ ბოვარის ეს ვარიანტი უფრო მსუბუქი და ჩემთვის პირადად უფრო გემრიელია.
ინგრედიენტები:
ხახვი ერთი მოზრდილი თავი
ქათმის ფილე - 1 კგ
ქამა სოკო - 1 კგ
უცხო სუნელი
მარილი
პომიდორი 1 ცალი
მაიონეზი
კარაქი
ყველი
მომზადება: ხახვი დაჭერით წვრილად, დაუმა��ეთ დაჭრილი სოკო და კუბიკებად დაჭრილი ქათმის ფილე, ყველაფერი ერთად მოთუშეთ და დაუმატეთ უცხო სუნელი + მარილი. მომზადებული მასა გადაიტანეთ ცეცხლგამძლე შუშის საცხობ ფორმაში, კარგად გადაანაწილეთ, დაალაგეთ რამდენიმე თხელი ნაჭერი პომიდორი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და გადაანაწილეთ ზემოდან მაიონეზი. რამდენიმე ადგილას ჩანგლით დაჩხვლიტეთ და ჩაუდეთ კარაქის პატარა კუბიკები. გამოაცხეთ 180-200 გრადუსზე 10 წუთი, სანამ ზედაპირი არ მოებრაწება. შუშის ცეცხლგამძლე ფორმა შეგიძლიათ შეიძ��ნოთ ჩვენთან.
4. ბროკოლის სალათი არაჟნით
თუ ერთი და იგივე სალათები მოგბეზრდათ, გინდათ სცადოთ ფრეშ და მსუბუქი სალათი, მაშინ ბროკოლი ამისთვის ნამდვილად საუკეთესო არჩევანია. თან საახალწლო საჭმელებისგან გადატვირთულ ორგანიზმს, მწვანე სალათი ნამდვილადა მოუხდება.
ინგრედიენტები
ბროკოლი
სალათის ფურცელი
თხის ყველი
კიტრი
არაჟანი
ლიმონი
მარილი
მომზადება: ნამდვილად მარტივია, ბროკოლი დაჭერით წვრილად, დაუმატეთ დაწეწილი სალათის ფურცელი, ყველი კუბიკებად დაჭრილი, კიტრი გულგამოცლილი და წვრილად დაჭრილი + მარილი. არაჟანში გახსენით სულ ცოტა ლიმონის წვენი და აურიეთ ყველაფერი ერთად.
0 notes
atlasstonesgroup-blog · 4 years ago
Photo
Tumblr media
ملح# # نمک #sout #mchere #gishiri #nnu #letsoai #cusbo #chumvi #iyọ #usawoti #asin #uyah #sira #garam #tote #salon #Creole sèl #salis #աղ#duz #লবণ #盐 #鹽#მარილი #મીઠું # नमक#ntsev#塩 #ಉಪ್ಪು #тұз # អំបិល #소금 #ഉപ്പ് https://www.instagram.com/p/CFH7KCEhNPc/?igshid=evj48hht40tx
0 notes
taatabe · 5 years ago
Photo
Tumblr media
ბატი ბუტი 😊 მარილი კარამელი შოკოლადი ☺️ . . . . . . . . . . #PopCorn #Pop #Corn #HomeMade #Moon #ByMe #IMadeIt 😂 #Salt #Caramel #Chocolate #Yummy #LoveIt #MovieNight #NomNom #Sun (at Tbilisi, Georgia) https://www.instagram.com/p/B_NV6OmhqwL/?igshid=1rh1b6qxx2c4k
0 notes
mister--bu · 5 years ago
Text
ღმერთო,იქნებ ერთი ცალი მარწყვი გადმომიგდო
ყავაში მარილი ჩავიყარე,
და მერე ბევრი ვიცინე,
რადგან მივხვდი რომ დეპრესიის უკიდეგანო სასაცილო ფორმას მივაღწიე,
ერთ ფეხზე მონალიზას წინდა მაცვია,
მეორეზე ცისარტყელა,
და ამაზე უფრო მეტად ვიცინე,
აივანზე გავედი,
გარეთ გავიხედე,
სიმშვიდეა,
ხალხი არ დადის,
ჰაერი ღრმად ჩავისუ��თქე,
ხელები გავშალე,
ღმერთო,
გადმომიგდე ერთი ცალი მარწყვი რომ ცხოვრება ოდნავ დავიტკბო,
რატომღაც ვიფიქრე,
ცა გაიხსნებოდა,
და ციდან ერთი ცალი მალინა მარწყვი დამეცემოდა თავში,
სახლში შემოვბრუნდი,
სკამზწ დავჯექი,
მუშტები შევკარი,
თვალები დავხუჭე,
და ვეცადე ჩემი ცხოვრება გონებაში დამელაგებინა,
დეპრესია პარკში ჩამეგდო,
და სანაგვეზე მომესროლა,
არ გამომივიდა,
ქაოსმა შემაწუხა და თვალები გავახილე,
ცას გავხედე,
ღმერთო,
იქნებ ერთი ცალი მარწყვი გადმომიდგო,
რომ ცხოვრება დავიტკბო.
0 notes
Link
რა არის ჰიმალაის მარილი და რატომ მიიჩნევენ მას ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა მარილად? - https://kaki.ge/?p=5438&utm_source=SocialAutoPoster&utm_medium=Social&utm_campaign=Tumblr
0 notes
nikolooz · 5 years ago
Text
ვიცი რომ მარილი არ მაქვს. კარტოფილი გავფცქვენი, დავადგი ცეცხლზე მოსახარშად და “გავედი მარილზე” და + მახსოვს რომ შაქარიც საყიდელი მაქვს. რომ დავთვალოთ სულ რაღაც 3ლარამდეა საჭირო.
Tumblr media
დავბრუნდი სახლში 7,90 ლარ დახარჯული 🤨 ჩემს თავს მეორედ მაღაზიაში აღარ გავუშვებ 😁 მარა არც გლოვოს გამოვიძახებ. 7,90ად მხოლოდ 3ლარისას მომიტანს იმას რაც მჭირდებოდა, მაგრამ ფართო არჩევანი აღარ მექნება სამზარეულოში და არც ეგ მაწყობს რამე სხვა მაქვს მოსაფიქრებელი 🤔😂
0 notes