#ვამპირი
Explore tagged Tumblr posts
Text
ვამპირები
ყველასთვის ცნობილია რას წარმოადგენენ ვამპირები მითებში, მაგრამ ცოტამ თუ იცის რეალური ვამპირების შესახებ, რომლებიც არ გვხვდებიან მხოლოდ ცხოველთა სახეობებს შორის.
რეალური ვამპირები
ჯულია კეპლსი
პენსილვანიის შტატის მკვიდრი ჯულია კეპლსი 30 წელია სილამაზისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად (არ ვიცი რამდენად აახალგაზრდავებს სისხლი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მის დალევაზე საუბარი სასაცილოა, ვინაიდან შესაძლოა სისხლი დაავადებული აღმოჩნდეს) თვეში 2 ლ ადამიანის დონორულ სისხლს სვამს. 45 წლის ჯულიას ორი შვილი და მეუღლე ჰყავს. მისი თქმით, ამ უჩვეულო რაციონის მიმართ ლტოლვა პირველი კოცნის შემდეგ გაუჩნდა. კეპლსმა სისხლს გემო პირველად 15 წლის ასაკში გაუსინჯა, როდესაც „ბოიფრენდს“ შემთხვევით უკბინა. მალე გოგონას წითელი სითხის მიმართ ნამდვილი ლტოლვა გაუჩნდა, მოგვიანებით კი ჩვევა დამოკიდებულებად ექცა. „ეს რაღაც გაურკვეველმა ინსტინქტმა მაიძულა. როდესაც კანს ვუკბინე, მაშინვე ეს მიმზიდველი გემო შევიგრძენი, - იხენებს ჯულია, - სამწუხაროდ, ამ „კოცნის“ შემდეგ ჩემი საყვარელი აღარ გამოჩენილა“. ახლა კეპლსი იძულებულია დონორის სისხლი დალიოს, რათა თავი კარგად იგრძნოს. მისი თქმით, თუ სისხლს დიდი ხნის განმავლობაში არ სვამს, ეს მის განწყობაზე უარყოფითად აისახება, ხოლო მისი სილამაზე ჭკნობას იწყებს. „ვიცი, რომ ადამიანის სისხლი არც ისე ნოყიერია, მაგრამ მისი რეგულარული მიღებით თავს უკეთ ვგრძნობ სულიერადაც და ფიზიკურადაც“, - აცხადებს კეპლსი. მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ჯულია იმ ადამიანებს უკავშირდება, რომლებიც მზად არიან მისთვის საკუთარი სისხლის გაიღონ. გარდა ამისა, ის სისხლს ოკულტურ მაღაზიებშიც ყიდულობს, რომლებიც მის მშობლიურ ქალაქშია. ამერიკელი დარწმუნებულია, რომ მისი ცხოვრება ვამპირიზმთან არის დაკავშირებული. მომავალი მეუღლე, დონალდ ლაზაროვიჩი სწორედ ვამპირებისა და ��დამიანის სისხლის მიმართ საერთო ინტერესების წყალობით გაიცნო. მათი ქორწინებაც შესაბამისი იყო: სახლი გოთიკურ სტილში, საზეიმო კუბოებით იყო მორთული. დაქორწინებას და შვილების გაჩენას ჯულიასთვის ხელი არ შეუშლია სისხლის რეგულარულ მოხმარებაში. მეუღლის თქმით, რომელმაც „ვამპირიზმზე“ ცოტა ხნის წინ თავად თქვა უარი, 11 წლის ალექსიმ და 24 წლის არიელმა დედის მისწრაფების შესახებ იციან, თუმცა საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. „მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ის ვალდებული არაა ჩემს მაგალითს მიბაძოს, - ამბობს დონალდი, - უჩვეულო გატაცება ჯულიას ხელს არ უშლის, იყოს შესანიშნავი დედა და კარგი მეუღლე“.
სტეფან კაპლანის ვამპირიზმის კვლევის ცენტრი
ნიუ–იორკში არსებობს ვამპირიზმის კვლევის ცენტრი. იქ მომუშავე დოქტორი სტეფან კაპლანი, პარანორმალური მოვლენების რესპექტაბელური მკვლევარი და ამ ცენტრის დირექტორი, აღიარებს, რომ მისი ყურადღების ქვეშ იმყოფება 25 ვამპირი. გარდა ამისა, ის იცნობს დაახლოებით 500–მდე რეალურ, ცოცხალ ვამპირს. 300 მათგანი ცხოვრობს აშშ–ში, 3 კი — ინგლისში. ერთი ვამპირი, 20 წლის ქერა გოგონა, სახელად მისტი, მის ლექციაზე გამოჩნდა 1985 წლის 10 ნოემბერს, გვიან საღამოთი. როდესაც მსმენელებმა შეიტყვეს, რომ გამოცხადდა ნამდვილი ვამპირი, თანაც ძალიან სიმპათიური, დაიწყეს თხოვნა, რომ ვამპირს მათთვის ეკბინა. დოქტორი კაპლანი თავის ვამპირებს უწოდებს სისხლის კულტის თაყვანისმცემლებს. საერთოდ ისინი სვამენ ცხოველების სისხლს — ხარის ან წიწილისას. ზოგიერთები — ერთმანეთის სისხლსაც. ლონდონელი ქერათმიანი გოგონა კეროლ ბოგენენი მეორე ცნობილი ქალი ვამპირია მისტის შემდეგ. დღისით ის მუშაობს მოტოციკლების მაღაზიაში, ღამით კი ვამპირების წრეში ტრიალებს. მისი ეშვები განსაკუთრებული სახითაა დამუშავებული და ალესილი. კეროლის სტომატოლოგი ამაოდ ცდილობდა გადაეფიქრებინა მისთვის ამგვარი მოქმედება. — ჩემს მშობლებს ეს ამბავი დიდად არ გაჰკვირვებიათ, — ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში კეროლი, — რადგან იციან, ჩემს წარმოდგენაში ვამპირები ყოველთვის არსებობდნენ. ბავშვობაშიც კი მე არასოდეს მეშინოდა საშინელებათა ფილმებისა. კეროლი იცვამს დედოფალ ვიქტორიას სტილში. ჩვეულებრივ, ესაა შავი, წითელი და მეწამული ფერის ჩაცმულობა, როგორც ვამპირს შეეფერება. კეროლს არ უყვარს მ��ის სინათლე. „მე მომწონს სისხლის გემო, — აღიარებს იგი, — როცა ის ცივია, მეტალის გემო დაჰკრავს და ცხელზე ძლიერი გეჩვენება“. მისი ოცნებაა გახდეს მფლობელი გოთური კოშკის, დოღის ცხენის და კუბოსი, რომელშიც შეიძლება ძილი. დოქტორი კაპლანი აღნიშნავს, რომ ვამპირები, ჩვეულებრივ, ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობენ, ჰყავთ ოჯახები, აქვთ სოლიდური სამსახური, მათ პატივს სცემენ. იმ ვამპირებისგან განსხვავებით, რომლებიც საშინელებათა ფილმებში გვხვდებიან, ამ ვამპირებს, რა თქმა უნდა, არ შეუძლიათ სიკვდილის შემდეგ მიწაზე დაბრუნება ან თავიანთ მსხვერპლთა ვამპირებად ქცევა, ან ადამიანისთვის, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, სისხლის ამოწოვა, ან კიდევ იმდენი სისხლის ამოწოვა, რომ მსხვერპლს სიკვდილი დაემუქროს. „დონორის“ მოკვლა — მათ პრინციპებს ეწინააღმდეგება. სისხლისკენ სწრაფვას ფსიქოლოგიური ბუნება გააჩნია, — ამტკიცებს დოქტორი კაპლანი. ცნობილი მკვლელი ჯონ ჰეიმი, მას შემდეგ, რაც თავის მსხვერპლს სისხლს ამოსწოვდა, აბაზანაში მჟავათი სპობდა „ნივთიერ მტკიცებებს“. ვამპირების ტესტირებისას დოქტორი კაპლანი იყენებს ჯვარს, წმინდა წყალს და ნიორს. ამგვარად შეიძლება ნამდვილი ვამპირების განსხვავება მათგან, ვინც ამას იბრალებს. ნამდვილ ვამპირებს არ ეშინიათ ჯვრის და წმინდა წყლის. ნიორს კი ისინი გაურბიან (Srsly?), რადგანაც ის სისხლიდან ცხიმებს გამოყოფს და შლის მათ. შესაძლოა, რომ ვამპირებს ქვეცნობიერად სწორედ ამ ცხიმების გამო სწყურიათ სისხლი (აბა სისხლისკენ სწრაფვას ფსიქოლოგიური ბუნება გააჩნიაო? :v). რა თქმა უნდა, ნიორი დღეს არ არის ერთადერთი საშიშროება ვამპირისათვის. მას შიდსიც ემუქრება (მგონი ყველაზე უსაფრთხო ფრინველის სისხლია). დოქტორ კაპლანის ვამპირების უმრავლესობა ცდილობს „შეინარჩუნოს ერთგულება“ ერთი და იმავე დონორის მიმართ. დოქტორ კაპლანის სტატისტიკა კი გვთავაზობს შემდეგ საინტერესო ფაქტებს: ვამპირებს, უმეტეს შემთხვევაში, აქვთ შავი თმა და მუქი ფერის თვალები; მამაკაცი–ვამპირები, როგორც წესი, 5 ფუტი და 10 დიუმის სიმაღლისები არიან, ქალი–ვამპირები კი 5 ფუტი და 6 დიუმისა; მამაკაც��ა საშუალო ასაკი 26 წელია, ქალებისა კი — 23 წელი; (მეტი არც იქნება, დაავადებულ სისხლს თუ შთანთქავენ) ვამპირები უფრო დიდხანს ვერ ცოცხლობენ და თავიანთ თანატოლებზე ახალგაზრდულად გამოიყურებიან. (უჰ კაი კაცო ერთი ) P.S. ეს სტატია ძველი გაზეთიდანაა გადმოღებული, შესაბამისად არ მომეპოვება ინფორმაცია, რა ბედი ��წია ვამპირიზმის კვლევის ცენტრს სტეფან კაპლანის გარდაცვალების შემდეგ.
Hematophagy ჰემატოფაგია (ბერძნული სიტყვებიდან, haima სისხლი და phagein შთანთქმა, ჭამა). იხილეთ ასევე Blood as food და Taboo food and drink. ჰემატოფაგუსი (hematophagous) ეწოდება არსებას, რომელიც სისხლით იკვებება.
Vampire lifestyle, Vampire Goths ვამპირიზმთან ასევე კავშირშია: ვამპირი მანიაკები, პორფირიის ან სხვა დაავადებების მქონე ადამიანები (რომლებსაც როგორც წესი, სისხლის სმასთან კავშირი არ აქვთ) და სისხლის დალევა რელიგიური რიტუალებისას (რასაც ვამპირიზმად ვერ აღვიქვავ). ზემოთ მოცემულ ბმულებში რეალური ვამპირების ყველა ფორმაა ჩამოთვლილი, რაც შეეხება მითიურ ვამპირებს, რომლებიც სხვადასხვა ზებუნებრივი ძალით არიან დაჯილდოვებულნი, ისინი არ არსებობენ და მხოლოდ მითებში, თამაშებში, წიგნებსა და ფილმებში გვხვდებიან.
შესაძლებელია თუ არა ვამპირად გადაქცევა? - რა თქმა უნდა, არა! ეს არაა ვირუსი, რომ გავრცელდეს, არც მემკვიდრეობით გადაეცემა სისხლის სმის მოთხოვნილება.
სიმპტომები
ხშირად ადამიანები წერენ სხვადასხვა სიმპტომებს და და კითხულობენ, არიან თუ არა ისინი ვამპირები - საინტერესოა, თავს მითიურ ვამპირებთან აიგივებენ თუ რეალურად არსებულ ვამპირებთან? თუ მითიურ ვამპირებთან, რა თქმა უნდა, ცდებიან. ხოლო თუ რეალურებთან, მაშინ შესაძლოა, პასუხი დადებითი აღმოჩნდეს.
ის ფაქტი, რომ სისხლის გემო მოგწონთ, საგანგაშო არაა. მთავარია, მისი მოთხოვნილება, სისუსტის შეგრძნება და გაღიზიანება არ გქონდეთ. მოთხოვნილება ძირითადად მოზარდ ასაკში იჩენს თავს და ბოლომდე არასდროს ქრება. თუმცა შესაძლოა შესამჩნევად დასუსტდეს ის.
ღამით თუ არ გძინავთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვამპირი ხართ რეალური ვამპირები თითქმის ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ისეთივე ძილ-ღვიძილის რეჟიმით, როგორც სხვა ადამიანებს აქვთ... და არც სინათლე სწვავთ (საუბარი არ მაქვს პორფირიით დაავადებულ ადამიანებზე, მე მათ ვამპირებად არ ვთვლი ).
0 notes
Text
ერთი საფეხურით მაღლა +
აღმოვაჩინე, რომ, ჩვეულებრივი, ენერგო ვამპირი ვარ... ცოტა ტეხავს, მაგრამ ნუ რას იზამ, ადამიანმა საკუთარი თავი ისეთი უნდა მიიღო როგორიც ხარ. კი, ადამიანი სულ უნდა ცდილობდე უკეთესობისკენ სწრაფვას, მაგრამ პიროვნულ თვისებას ესე მარტივად ვერ გააქრობ, ამიტომ ჯობს შეეგუო და მედლის უკეთესი მხარე იპოვო; სხვამხარიდან შეხედო თვისებას, რომელიც ბევრ რამეში შეგიძლია გამოიყენო, კარგისმხრივ...
...
1 note
·
View note
Text
ვარსკვლავი
დღეს თითქოს გარდამტეხი დღე იყო . ადრე მუდამ ამ დროს მაკითხავდნენ წუილიდან გამომძვრალი მთვ��რეზე აფეთქებული ვამპირი მუზები , დღეს კი სა��ლიდან ღამურების ურდომ ამოფეთა და ნომბერიც აქ მიილია.. ან გამოილია . თუმცა ყველა შემოდგომა სხვადასხვა რეალობით იკითხება , ჩემთან კი მან ფერები დაკარგა ჩაყლაპა და გახდა ზამთარი , ეს უკანასკნელი კი ზედმეტად პუნკტუალურია თან ისეთი ჯიუტი რო თავს მოგაბეზრებს დაგღლის სულში ჩაგიძვრება და გაზაფხულზე გადანახულ ფერებს სულ ამოგიქექავს .
ერთადერთი ვარსკვლავი ციმციმებს ცაზე ის ქალაქის შუქსაც გამოცდა და ფეთქავს დაჭრილი ჯარისკაცის სიყვარულით სავსე გულის მსგავსად , ფეთქავს მილიონობით წლის იქეთ ლამის ოთახში შემოაბიჯოს და მელაპარაკოს იმაზე თუ როგორი ლამაზია სამყარო უკუნითში .
ეს ცოტა პარადოქსულად ჟღერს მაგრამ , ეს ორმაგი რეალობაა .
მისი და ჩვენი .
1 note
·
View note
Text
10 წელი გავიდა და დღემდე ვერ ვხდები ბელამ ეს მანიაკი ვამპირი რატო შეიყვარა.
1 note
·
View note
Text
აპოლონს მიღმა

(ასტრალური მგოსნობა)
ავტორი: გიორგი ბართაია
წინა სიტყვაობა
ეს წიგნი შეიქმნა მითოლოგიების, მსოფლიო ისტორიების და წმინდა წერილის საფუძველზე, სადაც მე ჩავამატე ახალი პერსონაჟი. რომლის მსგავსიც არ არსებობს რეალობაში. ამ წიგნში შეხვდებით სახელებს, რომლის მფლობელები ზოგი მოგონილია და ზოგიც არსებობს. შეხვდებით ისტორიებს რომლებიც ნამდვილად გაიარეს ადამიანებმა თავის ავზე. მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ამ ადამიანების სახელი შეცვლილია.
თავი I
მე მოვინდომე მეთხრო ამბავი და მისცემოდა ის უკვდავებას, მოვიშველიე მასწავლებელი დამხმარებოდა თანაავტორად.
ოჰ, უკვდავებო დაუცხრომელნო ბედშავებო და ანგელოზებო, ჰოი, ვარსკვლავნო თქვე პატარებო ჰოი, ნერვებო თქვე ნატანჯებო.
მარადიული უსასრულობის განუზომელი განზომილება, მოჭედილია ცარგვალი ლურჯით და ცაზე არის მაგისტრთა ბინა.
ესე წერილი იქმნა ჩემს მიერ მკრთალ სანთლის შუქზე, ვწერდი ფურცელზე. სიცარიელეს ძევდა მაგიდა მე კი მასთან ვარ სკამზე მჯდომარე.
ასტრალში უთქვამთ, დაწერე ჩვენზე ბიბლიიდან რომ ჩვენ ამოგვიღეს. და მეც დავიწყებ დაწერას მათზე შევალამაზებ, რომ არ შეშინდეთ. თავი II
ყოფილა ესე ათას რვაასი წელი, ჩვენი წლის აღრიცხვის შემდეგ რითი გაერთონ, რა გააკეთონ? იმ დროს არ არის მათთვის თამაში უყვართზღაპრები შიშის მომგვრელი; წყევლა; კრულვა და სუპერ გმირები ჯადოქრობა და მკითხაობები; საფლავები და მკვდართა სულები.
ჩინეთში ჰყავდათ ცეცხლის მფრქვეველი, ჩვენში დრაკონად გაცხადებული; რუსეთში თხზავდნენ ჯადოქარ ქალზე, ბაბაიაგად მოხსენებულზე;
ქართველებს გვყავდა ბაყბაყ დევები, რქიანები და გოლიათები; საფრანგეთს იყო გოთური სტილი და ასტროლოგი ნოსტრადამუსი
ამერიკაში უყვართ გმირები, კაცი ობობა ან კუ ნინძები; აზიაში კი არაბეთისკე��, ლამპარში უზით სახელად ჯინი.
ბევრია გმირი, კეთილ ბოროტი ზებუნებრიი ძალით და ნიჭით კომიქსები ხომ არის და არის ბავშვის ჭკუისთვის ასარევები
უკვე წიგნები, თუნდაც ტომები თვაილაითი, ჰარი პოტერი რატომ გვინდა, რომ ჩვენ ვიყოთ სხვანი? რატომ არ მოგვწონს ჩვენ ჩვენი თავი?
მეცნიერება, ან და ფიზიკა მეტეორები, შავი ხვრელები მგლების ყმუილი სავსე მთავრისას უკვე არსებობს მთავრის ლოცვებიც
მაგიები და ჯადოქრობები იოგები და ათეისტები ლოტოსში ჯდომა, ბუდასთვის ლოცვა; მსხვერპლთა შეწირვა, ვუდუს შელოცვა... თავი III მორგან ადაკარდელა პატარა ქალაქ სახელმწიფოში სადაც ყოველი ყველას იცნობდა ცხოვრობდა კაცი ადაკარდელა რომელსაც ბევრი ჭორი დაზდევდა
დიდი ხნის წინათ იგი იპოვნეს საკუთარ სახლში სისხლით მოსვრილი გვერდით ეწვნა ცოლშვილი მკვდარი დაჭმულები და სისხლიანები
მისი ოჯახი იყო გულუხვი კეთილები და საზრიანები რასაც უნდოდათ იმას შვრებოდნენ თანაც არაფერს აზიანებდნენ
ადაკარდელა მორგანს უყვარდა პატარები და იყო მზრუნველი ის მუშაობდა სოფლის მეზღაპრეთ და იყო კარგი მომგონებელი
ერთხელ შეიქმნა შუა ღამენიც მსმენელიც მოდის ამბის სასმენად ელ;ოდებიან მორგანის ამბავს შემაშფოთებელ საშინელებას
მორგანმაც მოჰყვა ესე ამბავი კაცი მკვლელი და სისხლის მსმელიო ცივი პირქუში, უგრძნობ ღიმილით რაღაცა ძალას მალავს გულშიო
ღამის ცხოველი კაცის სხეულში ჩუმი გოდება მას უზის თავში გრძელი ფრჩხილები, გიშრის ბეჭედი კისერს უმშვენებს ვამპირს ძეწკვები
ცივი ოფლი აქვთ იქ ყველა მსმენელს ფოთლის შრიალზეც უსკდებათ გული ეშინიათ და აინტერესებთ ოღონდ ვერ უძლებთ მათ სუსტი გული
იქვე მახლობლად კლდეში ყოფილა გამოკვეთილი სასახლე დიდი არისტოკრატთა ვახშამს წარუძღვის გვირგვინოსანი ვინმე რიჩარდი
გოთიკურია მისი სასახლე აგემოვნებენ წითელ სითხეებს სახეზე დაჰკრავთ ნაზი ღიმილი და მოუთხრობნ ერთმანეთს ამბებს
და უსახური შავი მანტიით შეუმჩნეველად შედის დარბაზში მეფესთან მიდის ყურში ჩურჩულით ვარდება თასი, იღვრება სისხლი
მეფემ შესძახა: ეს ზედმეტია არისტოკრატი სტუმრები ფრთხიან რიჩარდმა იხმო ესკადრილია მორგანის სოფელს გან��იადია
მორჩა ზღაპარი, იშლება ყველა გადარჩენილა ზღაპრის მსმენელი დამშვიდობება ნახვამდის კარგად არავის უნდა ცალცალკე წასვლა
მორგანს ჰგონია მორჩა ზღაპარი ჩუმი ღიმილით შედის ოთახში დგას და ხელს ისმევს აჩეჩილ თმაზე და გათიშული დაეცა კვნესით. თავი IV რიჩარდ დრაკულა ბუნდოვანია სინათლე ირგვლივ კედლებზე არის ობობის ქსელი სკამზე ყოფილა იგი მიბმული წინ კი სუფრაა მადით აღვსილი
ორი ჯელტმენი კრიალოსანით ერთი ლაბადით, მეორე ფრაკით თეთრი ფითქინა და წყნარი სახით ცოტა ნაოჭით და ცოტა შრამით
სერ ანტონიო, სერ ვილიამი ჩვენ წარმოგიდგენთ ვატიკანს ღამით რომის ცენტურის ტახტის დამცველი არისტოკრატთა ვამპირთა დასი
შენ დაისჯები, რომ არ იჯერებ თან რომ დაგვცინი ზღაპრების სახით პირველზე გახდი მეფის ვეზირი მას ემორჩილე ერთი ათას წლით
იგი განრისხდა, რომ დაამცირე რომ იგონებდი ზღაპრებს მუდმივად როცა ამბობდი არ არსებობენ და ნუ გეშინიტ ხალხო ნამდვილად
ამ ამბის შემდეგ გასულა წლები იყვნენ მეფენი პრეზიდენტები შეცვლილა ყველა და ყველაფერი ძველი ვაჭრები დიდგვაროვნებით
დარჩა მორგანი ასაკ უცვლელი ხალხის წინაშე მოვალეობით პატიოსანი, მაგრამ მშიერი უმწეო არი კეთილ შობილი
იგი აგრძელებს მეზღაპრეობას მას დაავალეს დარჩეს მეზღაპრეთ ოღონდ მოყვება მხოლოდ ვამპირზე რაც მისი მეფის გარშემო ტრიალებს
გრაფი რიჩარდი ყოფილა თურმე არაგონების რაინდთა მეფე ის წარმოადგენ ევროპის ვამპირს და მემკვიდრეა ვლადისი თურმე. თავი V ვამპირების ისტორია სამყაროს შექმნის წამის მეასედს იბადებოდნენ მოლეკულები ზოგი სარგებელს აძლევდა ხალხებს ზოგიც ვირუსად იქმნა მაშინვე
ერთი ვირუსი ვამპირიზმია ბიბლიითაა იგი ცნობილი კაენი იყო მისი მემკვიდრე ვისი ემკვიდრეც ახლაა ბევრი
რეცესიულმა გენო სტრუქტურამ დომინანტური აჩვენა ბევრჯერ ერთერთი დიდი გამოვლინება რუმინეთშია ცნობილი კერძოთ
გრაფი ვლადიმერ ვლად დრაკულისა ეპოქა დადგა დიდად წყვდიადი ხალხის ხოცვაა კანიბალიზმი და ანდერძია დანატოვარი
გრაფი დრაკულას ცამეტ თაობას რეცესიულად ჰქონდა გენები და დაიბადა პირინცი რიჩარდი გრაფის ტიტულით დამშვენებული
დიდიხნის შემდეგ ავიწყდებოდათ და იქმნებოდა ქვეყნათ კეთილი ამ დროს ფარულად წერდა პოემას დანტე პატარა რანგის დემონი��
დიდი ხნის შემდეგ გავრცელდა ჭორი და დაჰქროლებდა ლეგენდა მარად დაუწერიათ ლემეგეტონი, ლევიათანიც ამავდროულად
ბიბლიაში კი იწერებოდა ახალი ჭირი კაცის ქვეცნობში ექზორცი არის მასწავლებელი რომელიც დემონს სდევნის ღმერთისთვის
პრინცმა რიჩარდმა, დრაკულას გენმა არ მოიწონა მამის ანდერძი მან მოინდომა უარი ეთქვა და სიალალეს მისცა გზაკვალი. თავი VI ლიზი (ჟურნალისტი) სისხლის სუნით ყარს სახლის სარდაფი ვირთხა, კატები, ქუჩის ძაღლები ყეფა, წკმუტუნი, მწარე ჩხავილი მსხვერპლთა ცხედრებით სავსე სარდაფი
ჩამოჯდა სკამზე, რომ დაისვენოს რომ დაალაგოს შემდეგ ოთახი ზის და ხელს ისმევს სისხლიან პირზე ძახილი ისმის ეზოს კარებზე
დეპეშა არის გერბი კობრასი სადაც წერია საქმის ცნობარი პრინცი რიჩარდი ბრძანებს შეკრებას არაგონებში დიდი დღე არის
„ხვალ დაისის დროს ღამის პირველზე უნდა დაესწრო შენ რიტუალზე მოხვალ ნოტრდამში, მის დიდ სამარხში და ხალხს მოუთხრობ შენ ახალ ამბებს"
გავიდა კიდევ ორიოდ წუთი და კარზე არის ისევ სტუმრი სტუმარი არის ვინმე ქალწული ამბებს აგროვებ ვამპირებისას
მას გაუგია თურმე მორგანზე რომ ვამპირებზე იცის ამბები მან მოინდომა, რომ დაეწერა ადაკარდელას ზღაპრების წიგნი
ადაკარდელამ მას შესთავაზა რომ მოუყვება ყველა ამბავებს მაგრამ თუ დაწერს ამას წიგნებში მას არ დააწერს ზღაპრებს; მოთხრობებს.
დაემშვიდობა ქალწული მთხრობელს მთხრობელმა ჰკითხა გოგოს სახელი ლიზი მქვიაო აბა დროებით კარგად იყავით, მალე შევხვდებით
ადაკარდელას თავში დაარტყა და გაახსენდა უცებ სათქმელი შესძახა ლიზის ხვალს მერე მოდით ნოტრდამის ამბავს თქვენ მოგიყვებით. თავი VII რიტუალი ნოტრდამში გავიდა დრონი გავიდა ხანი დადგა ის ხვალე, დადგა დაისი ცბუნავს მსოფლიო; ფრინავენ ხალხი თითქოს ბერები დაფრინავენო
პარიზი ღამით, ღვთის მშობლის ტაძარი უკვე იწყება შერება იმათი დონ ამადეო, სერ ვილიამი აგერ ისინი მოდიან წყვილში
მრგვალი მაგიდა, ცივი კედლები; სამარისებულ არს იქ დუმილი მოდის ბელადი, მოჰყვება მსხვერპლი ბეჭედს უმშვენებს ქარვა, პოალი.
ჩირაღდანებში ანთია ცეცხლი უხსენებელი დუმს ქვის ლოდებში ორპირობა და ტკბილი ტყუილი კაცის მკლელი და მრუში ყველასთვის
იღება ბჭენი ჯოჯოხეთისა მოდიან ხალხი ცახცახ კანკალით დაგუბებულა მათი ყუ��ები ტანჯული ისმის ხალხის კივილი
დადგა შუღამე, ყმუიან მგლები სავსეა მთვარე თეთრი, ნათელი პერგამენტები უბყრიათ ხელში იესოს ჯვარცმა; ათია სანთელი
ყოველ წელს ამ დღეს ჩვენ ვიკრიბებით, რომ თქვენ დაგტანჯოთ ხალხის დაკარგვით ჩვენ თქვენ შეგიცვლით სულს ცხოველებით აწ და მარადის უკუნისამდის
ამაო არის თქვენი გოდება მაინც მოხდება ეს მოსახდენი დაწყევლილნი ხართ და განდგომილი კაცობრიობის რჯულით; ჯილაგით
ჩირაღდანებში თამაშობს ცეცხლი ქვრება სანთელი, ვარდება ჯვარცმა ირგვლივ ქარია, გრგვიავს სტიქია ჭექაქუხილის ექოც გაისმა
ტაძრის აჩრდილმაც გამოიღვიძა და ჩირაღდნებში კანკალებს ცეცხლი გაისმა მაღალი ხმის ლაპარაკით: წადით აქედან დროზეთ ყველანი
მშვიდობა შენდა აბატო კვზაზი გთხოვთ დავასრულოთ ეს რიტუალი აბა შენ ვინ ხარ, რომ გამიბედე შემობრუნება ჩემი სიტყვების?
ტონი ჯუზეპე გახლავარ კვაზი თვით ვატიკანის ბერთ უხუცესი იულიუსის აღმსარებელი ავრელიუსის მასწავლებელი
მოგესალმები ძმაო ჯუზეპე შეცბუნებულმა წარმოსთქვა კვაზიმ ეს რა მომხდარა რომ განგიმართავთ ამ ჩემს ტაძარში ტანჯვა კვნესანი?
დღეს ეთის მერე შუა ღამისას არის დღეობა ათასი წლისა არაგონების რაინდთა მეფე გრაფი რიჩარდი გვიძღვება წინა
აბატმა კვაზიმ თავი წამოყო მხრებში გასწორდა და გაიმართა მისი მნათვლელი ეკლესიურად არაგონებში ყოფილა ძველად
გრაფმა რიჩარდმაც გამოთქვა აზრი რომ მე გახლავართ მეფე ვამპირი გრაფი დრაკულას ერთადერთი შტო და მისი გვარის გამგრძელებელი
ტაძრის აჩრდილი დათანხმდა ზეიმს ესკადრილია ლოდინობს გარეთ ხელში უბყრიათ ჩირაღდანები ცხენის ჭიხვინით მოდის კომანდო
მედროშე წარსდგა ჯაჭვის პერანგით ალამზე არის სამეფო კობრა მეისრეებს კი თავის ისრებზე ცეცხლი აენთოთ და მოეზიდათ
ამავდროულად ქურუმთა რაზმი მოემართება მსხვერლის საკურთხათ პენტაგრამებით უხმობე�� ლუცის ბაგით აღებენ ჯოჯოხეთის კარს
უხსენებელმა იხმო სტიქია ზეციდან ქარი ძირიდან მიწა ჩირაღდანებში კაშკაშებს ცეცხლი კოკისპირული წვიმაც მოვიდა. თავი VIII „ბიბლია“ გაძევება ღმერთის სამოთხე, ედემის ბაღი არ არსებული სილამაზითა ადამს ევალა, რომ დაერქმია ყველას სახელი არსებათაგან
შემოქმედმა, რომ გამოიძახა და რომ შეკრიბა ანგელოზები მათ განუცხადა, და თან გააცნო ადამიანი - ჩემი შექმნილი
მუხლის ყრილობით მას დაუჩოქეთ ესალმებოდეთ ყოველთვის დიდად როგორც თქვენ ცხოვრობთ ამ სამოთხეში ასევე ექნება უფლება მასაც
ერთმა ყველაზე ულამაზესმა პროტესტი ჰკადრა თვითონ შემოქმედს რა შეუძლია ამ მატერიას მხოლოდ ცხოველებს არქმევს სახელებს
და ულამაზეს ანგელ ლუციფერს მას მოჰყოლიან ბევრი მომხრენი ბელიალი და ლევიათანი მურმურია და ასმოდეუსი
სატანაა და მეფისტოფელი ბაელია და მარჩოზიასი და ბარბატოსი და ლერაიე და კიდევ ბევრი ქერუბიმები
მოწყენილ ადამს ერგო საჩუქრად ქალი მისივე მსგავსი ტანითა ორივემ სინჯა კრძალულ ხილი და დაისაჯნენ განდევნებითა
ანგელოზმა კი ოთხფეხა გველში დაიმსახურა წყევლა ღმერთისა გველს კი მოსცილდა ყველა კიდური და მუცლით ხოხავს დღემდე ყოველგან
ანგელოზია ესე ლუციფერ ბატონ პატრონი ჯოჯოხეთისა უკიდეგანო სივრცეში სუფევს და ყინული აქვს მის გულს გარედან
როცა სამოთხეს ემატებოდნენ ქრისტეს შობიდან ბრძენთა ბრძენები გაძევებიდან ქრისტეს შობამდე ჯოჯოხეთშია ლეგიონები
და ჯოჯოხეთში გაისმა ექო: რომ გაიმარჯვებს მხოლოდ ძლიერი არ გაიძულებთ ხალხო შესცოდოთ უბრალოდ ვძღები თქვენ ცოდვებით! თავი IX საიდუმლოს გამჟღავნება ასე ამბავი ადაკარდელამ ლიზის მოუყვა თავის ჟურნალისტს მხოლოდ ეს მითხარ ვინ ხარ ნამდვილად, საიდან გძალუწს ამდენის ცოდნა?
ჩემი ცხოვრების აზრს ვერ გაგიმხელ რადგან მეშინის, რომ გაიქცევი ის მაინც დათმე რაც გამაჩნია რისგამოც ვარ მე ამდენ მოკვდავში
ადაკარდელა გთხოვ მთელი არსით არ გავიქცევი არ ვარ მშიშარა გულის ყურს გიგდებ, ბოლომდე გისმენ მე შემიყვარდა შენი ზატარა*
ადაკარდელამ ამოიოხრა გულზე მოაწვა სევდა, ნაღველი ხელის კანკალით მიდის სარკესთან და მან ტირილით იწყო თხრობანი:
„ჩემი სახლია კუბო წყეული ვიცი ვიქნები მარად ეული უხოა ჩემთვის ვნება და შიში მტაცებელია ჩემს ველურ სისხლში
ღამეა ჩემთვის ხანა რჩეული მაშინ იღვიძებს ჩემში გრძნეული წყვდიადში ისმის ბოდვა და კვნესა მჩვევია სისხლში ეშვების მოსვრა
აჩრდილთა ჯარი მიყურებს შიშით როცა დავცურავ მე მსხვერპლის სისხლში სულდა გოდება, ცრემლი დაღვრილი ღამის ზმანება არის ნამდვილი
ილუზი��ბსაც არ აქვს ნაპირი გამოგიტყდები მე ვარ ვამპირი" არავის უნდა მეც რომ გამიგოს, გვერდით დამიჯდეს, ყური დამიგდოს.
პატარა გოგო უცბად შეშინდა მორგანს შეხედა დიდი თვალებით ლიზი ნუ ცბუნავ მოთოკე თავი არაფეს გავნებ, მხოლოდ მოვყვები. თავი X უკვდავთა ცოდნა ჩვენ სისხლის მსმელებს გვწწადია ცოდნა კაცობრიობის გაჩენის დღიდან ამბებს მოვყვებით ძველებს, ძველისძველს ერთმანეთს ვუთხრობთ ხალხის ცხოვრებას
თავიდან ყველა ვიყავთ მოკვდავნი ზოგი მდიდარი, ზოგიც ვაჭარი ახლა კი ხედავ რას დავემზგავსე? სისხლის სუნზეც კი მიკრთება გული
ყელაზე უკეთ ვფლობთ ისტორიებს ზღაპრებს კეთილზე და ბოროტებზე ახლა განვაგრძობ რასაც გითხრობდი იმ ამბავს ა გზაც გამოვიარე
მე დამავალეს მეთხრო ამბავი მეშინებინა ხალხი მუდმივად მე გამაკეთეს სისხლის დამლევად, რომ ხალხს ენახა ფაქტი ნამდვილად
გრაფი რიჩარდის ვამპირთა დასი ოკულტიზმური ცოდნით არიან ისინი ჰკლავენ და აწამებენ ვინც იმსახურა შავი მაგია
არაგონების წიგნი ბიბლია ოთხ ნაწილად არს ის გახლეჩილი მათი, ოთხივეს შეერთებისას უცბათ იქმნება არმაგედონი
ბიბლიის ასლი დაუმაილათ ძველი ეგვიპტის ხამუნაბტრაში ანშივიელებს ის უპოვნიათ და აღუთქვიათ თებეს ქალაქში
მათ სცეს თაყვანი მეფე მორიელს ისინი სდევდნენ წმინდათა წმინდას მათ გერბზე იყო ამენოფუსი ვით ასო პირველი ანშივიისა
ოზირის ჰპოვა გამარჯვება მთელს ეგვიპტეში ბევრია მრევლი ანუბისის ტაძრის სტუმარი სისხლის აღრევით დაიბადნენ ფარაონები გვამისლეშსხრწნიან, წაბილწავენ სიამოვნებით...
რიჩარდ დრაკულას უყვარს წიგნები ვარსკვლავების და ძველი მითების მან შეამოწმა და მართლა ნახა სიქსტის ნაპირას ნეფილიმები
არის მაგისტრი შავ მაგიაში დამონებულიც ჰყავს დემონები ფსევდო ღმერთებსაც არ უშინდება და ჯადოებშიც არ ჰყავს ბადალი
როცა გამიცნო გამიბოროტდა დამაქვეითა დაბალ არსებათ მე არ შემილის, რომ კაცი მოვკლა მხოლოდ პირუტყვის სისხლსა ვსვამ ახლა
ადრე როდესაც ვყვებოდი ამბებს ყველას ვფიქრობდი და ვიგონებდი მისი გაცნობის დღიდან ამ დღემდე გადმოვცემ იმას სადაც წავყვები
ადაკარდელა მივარდა ლიზის და მიუშვირა ბაგე კისერში ამას შენ გითხრობ არავის უთხრა თორემ იქნები მონა იმისი
მორგანმა გაჰკრა ფეხი სკამის ფეხს და ასრიალა სკამით ზურგისკენ გოგო შეშინდა, კანკალებს და ფრთხის პირობას აძლევს არსად არ ვიტყვი
მისი მარჯვენა ხელი უსახო შიკრიკი არის მისი პირადი მანტიის შიგნით არავინ იცის კაცი არის თუ ქალია იგი
გრაფმა რიჩარდმა გამოაცოცხლა დიქტატორები, მონათ მბყრობელნი იმ პირობით რომ ემონებიან და ასწავლიან ხალხების მორჩილს
მან გააცოცხლა ჩინგიზ ყაენი თემური კოჭლი და მურმანი ყრუ მაკედონელი, ნაპოლეონი რამზეს პირველი და იულიუ
რიჩარდის კარგი მეგობარია ფსევდო ღმერთებში უყვარებელი პოსეიდონისა და ზევსის ძმა ჰადესით არის იგი ცნობილი
ტარტაროზიდან ხშირი სტუმარი არის ნერსუსი დიდი კენტავრი ჰადესისაა იგი შიკრიკი და, რომ იცოდე ცოტა ვერ არის
კიდევ მოვყვები სხვა ამბავებსაც ახლა დავშორდეთ ხვალე შევხვდებით და განაგრძობდა მორგანი ამბებს ასე ცხოვრობდა რამდენიმე წლით... თავი XI სტუმრად ზარდახშაში ადაკარდელას ერგო პატივი რომ ზარდახშიდან არის დესპანი დაბარებული ხარ მბრძანებელთან და უარყოფა სიკვდილი არის
მოგესალმები მორგან ძვირფასო რა ამბავია შენკენ სოფელში? როცა მოვრჩებით ხელშეკრულებას გული რას ამბობს, რას ირჩევს გზასა?
საფიქრალები არავინ არ მყავს მართოხელა ვარ ამ ცხოვრებაში მხოლოდ მსმენელი მოდის სასმენად იმ ამბავს რასაც ვიხილავ შენში
ადაკარდელა მე შენ მომწონხარ შენ ხარ უბრალო, პატიოსანი თანაც იმდენად უბედური ხარ ოცნენებიც კი არ გაქვს მწყურვალი
შენ იცოდი, რომ მონარქიაში ყოველთვის შურდათ დაბლებს მაღალის შენკი ყველაზე უმდაბლესი ხარ რატომ ჩემდამი არ გაქვს პროტესტი
ჩვენმა მეზღაპრემ მეფეს შეჰკადრა რომ, არ მჭირდება შენი მედალი მინდა უპბრალოდ ვიყო მოკვდავი და ვიყოლიო გულისპოვარი
ადაკარდელა შენ მე მაოცებ ცინიკურობით იღიმუს მეფე ამით მომწონხარ, რომ არ ღორდები პოლიტიკაც, რომ გკიდია ფეხზე
ყოველი ჩემი ვეზირთაგანი დიდებულია თავის ქალაქში ყველას აქვს ბევრი ფულიც და ჩინიც და მაინც უფრო მეტსა ცდილობენ
შენი წიგნების ჭორი გავიგე მაგრამ არ იცის ძვირფასმა ლიზიმ შენ კი შეგეძლო წიგნი გეწერა მაგრამ შენს ცოდნას მუქთად ჰყრი ხალხში
და შავოსანი როგორც შენ ამბობ სულაც არ არის ჩემი მარჯვენა ყველაზე მეტად მისი მეშინის რადგან არ ვიცი ვინ არის მართლა
იმ დროს როდე��აც მემკვიდრე გავხდი ბავშვი მოუგდეს ჩემს მშობლეს ჩუმად ჩავოსანია ჩემი მეწილე როგორც გვირგვინის ასევე ფულად
ჩვენში, რომ დარჩეს ყველაზე მეტად მისი ადგილი სჭირდება ყველას ვერავინ ბედავს, რომ მე მებრძოლოს მას კი უთხრიან უჩუმრად სამარხს
სამაგიეროდ მეორე აზრით თვითონ შეკრიბავს ამალას ჩემსას როცა ჩემს გვირგვინ ჩაიგდებს ხელში ის იბატონებს ეგრევე ხელად
დაბადებისას ისეთ დროს გავჩნდი, რომ პლანეტებმა დამასაჩუქრეს საჩუქრადა მაქვს მაგიის ძალა რითაც ყოველთვის მოვიგებ ყველგან. თავი XII აპოლონს მიღმა რაც შეეხება მთავარ მიზეზად რომ მოგიწვიე შენ ზარდახშაში მხოლოდ მე და შენ წავალთ ელადას, რომ ჰადესს მივცეთ გზა გასაქანი
მე შენ გასწავლი ჩემს ერთ მაგიას და ჩემთან ერთად გახვალ ასტრალში სხეულად ვიღებთ ქოფაკ ცერბერუსს და სიქსტის პირას ნავიც მზად არის
რადგან ცერბერი ცხოველი არის და ინსტიქტებით მუშაობს იგი სამი თავიდან ერთში მე შევალ მეორეში კი შენ ხარ ბატონი
ასე ისურვა ტარტარის მეფემ ნერსუსი არის ამბის მომტანი ჩვენს სხეულებს კი კუბოში ვმალავთ რომ ვერ მიაგნონ; ქარონი მზად არის
ასე მარტივად, სავსე მთვარის დროს ასტრალში გადის დიდი პორტალი ორი ჯელტმენი სიქსტის ნაპირას უკიდეგანო წყალში ხურდას ყრის;
წყალი შეირხა, ტალღები ფრთხიან მოდის ნისლიდან შავი გონდოლი ძვლების ჭრაჭუნით კომბას მოიქნებს იჩქარეთ, მალე, თქვენი დრო არის...
უცნაურ არსში მოჩვენებები, დაძონძილები და ღატაკები, მოხეტიალე სულთა არმია გამაძღარნი და მდაბიოები.
ჰადესმაც დახსნა ზევსის მონები ტიტანებს იპყრობს მიჰყავს ტარტარში დასახმარებლად უხმობს ცერბერუსს ქარონს წაართმევს ვერცხლის მონეტას
მხეცების წრიდან გამოაცოცხლა მეფე რიჩარდმა ვინმე ნადირი საჩუქარია მეფე მინოსის ნახევარ ძმაა არიადნესი
აპოლონს მიღმა უსრულ წყვდიადში ისმის ღმუილი დიდი პირუტყვის მორბის ზლუქუნით, ფლოქვების რტყმევით თან წამოიღო ცხელი ჰაერი
და ათენადან ორფეოსამდე; და თვით ზევსიდან ქალღმერთ ჰერამდე შებოჭილია მითიურ ჯაჭვით ოლიმპოს არსი ქვემოთ ტარტარში
ამოოვიდა რა ტარტარიდან მეფე წყვდიადის მან შთააგონა ადამიანთ რომ ის მეფეა ხალხებთა ოებს აწამოებს დემონის ძალით ბოროტს შეუქმნის შავი მაგით არემარესა
დაწყევლილია მისი სახლი ��რგვლივ ყველასთვის მხოლოდ სატანის თილისმებით შედიან ყველა კრიალოსანი, პენტაგრამა, დანა მარილში; თვით ჯოჯოხეთიც აღზევდება გამეფებისას. თავი XIII კოსმოგრაფიის ძალა ჰადესიც მიდის ტარტარისკენ ქარონის ნავით ისევ წაართმევს ერთგულ მსახურს ვერცხლის მონეტას ცერბერსწაიყვანს, გაშმაგებულ ქოფაკს გზამკვლევად რომ იმკითხაოს თავის ბედი კიდევ ერთხელაც
სამი ღვიძლი და ერთიცალი თვლით სამივე ერთად ქარონზე უშნო ხედვის ორგანოს აქცევს მთის ბროლად და პოეტურად იწყებენ თხრობას...
ცის კაბადონზე მოსჩანს არმია არმაგედონი ორიონი ჭვრეტს წინა ღობას მრავალი მტრისას მოდის პერსევსი პეგასზე მჯდარი გორგონას ნავით ვარსკვლავთ მრიცხველნი გაოცებით ცას შეჰხარიან
„რისთვის უმღერით, პოეტებო ცას და ვარსკვლავებს?- იქ ხომ იმდენი ნადირია, ცა ძლივს აკავებს! ნახეთ, ცა რგვალზე იგრიხება რამდენი გველი! ბრდღვინავს ლომი და იღრინება პირღია მგელი.
გველეშაპია გაწოლილი კიდით კიდემდე ისეთი მძლავრი, რომ ღმერთებიც ხელს ვერ ჰკიდებენ კირჩხიბს და ჰიდრას ეფინებათ ვარსკვლავთა თქეში და ღრიანკალი იღრიკება მხეცების წრეში
ბორგავს ვეშაპი, ანდროედას დაეძებს ცაში, მიჰქრის პეგასი, სივრცეს სერავს ციური რაში; ტურას, ფარშევანგს, ჩიტს დასჩხავის შავი ყორანი; ფენიქსს და ყორანს შესცქერიან შიშით ყველანი
გარბის მარტორქ, გვესახება ვარსკვლავ კრებულად და თვითონ ხვლიკიც ცის ტატნობზე დამკვიდრებულა დიდი კენტავრი ციდან გვიშენს ცეცხლოვან ისრებს და მეზებრები მიარღვევენ ასტრალურ ნისლებს
წერო, არწივი, თხა და ვერძი, გედი, მელია, მტრედი, კურდღელი თუ ჟირაფი ცის კარს ელიან რომ უჩინარყონ ჰიდრებისთვის ზეცის ტატნობი და რძიულ ზოლად ცას ერტყმევა ირმის ნახტომი
დგას გველის მჭერი, სურს გასტყორცნოს ქვეწარმავალი; მძვინვარებს კურო, უფრთხის კვიცი კენტად მავალი; გაშმაგებული ქოფაკები მისდევენ დათვებს ქამელეონი გვიმზერს მაღლით დუმილი გმართებთ!
ღირსო მგოსანო, შენ კი აქებ ცას და ვარსკვლავებს, სადაც იმდენი ნადირია ცა ვერ აკავებ..." შენ თუ არ მოგწონს ალეგორია მაშინ სიმწარის უყურე თვალებს!
იმ სამოთხეში სადაც ირემი კუნტრუშით ხტოდა იმ გალაქტიკას სადაც მთავრდება წელი გველისა დამდგარა დრონი დეკემბერი, ��ველის მჭერისა; როცა სუსტდება: კობრა, პითონი თუნდაც ანკარა.
მეფე ვამპირმა ხელი თავს იკრა რადგან გველია არაგონები რადგან შავია მთვარე გველის წელს ანშივიის მზე კია ზენიტში...
ჰადესმა ბრძანა: გეყო ვაება შენ ხომ იცი, რომ თებეს ზავი გვაქვს? თორი და სეთი განრისხდებიან მუმიობას კი ჩვენ ვერ ავიტანთ! თავი XIV ვამპირთა დასი შავ ზარდახშაში დაბრუნებული სალამს არ იღებს არავისისას წინ და უკან რბის მოუთმენელი ხან იმას იტყვის ხანაც ამასა...
მეფევ ბატონო მოგესალმები მგონი გჭირდება ქალის ხრიკები წადი აქედან, თავგზას ნუ მიბნევ სანამ დაგადე სადავეები!
მე ვერ გაგიგეთ მამაკაცებო ჩამოყალიბდით ან და გაჩუმდით ყოველთვის გინდათ იყოთ პირველნი მაგრამ გჯობიათ სუსტი სქესები
-რამეს მთავაზობ მის ლუკრეცია? -ერთად დავსახოთ გეგმა ყოველი მე დამჭირდება შენი ამალა და შავოსანი პირით შიშველი.
-ნეტავი რატომ გადაეკიდე სახე დამალულ ერთგულ შაოსანს? იქნებ გინდოდა მაგიის ცოდნა? სხვა რამე მკითხე ოღონდ ეგ არა
-მე შევამჩნიე, რომ გულგრილობას სულაც არ იმჩნევ მორგანისადმი იქნება გინდა მისი დანიშვნა რამოდენიმე ჩვენგანისავით?!.
ხომ არ გაგიჟდი, ან გასულელდი? ის მოვალეა მონანიების მხოლოდ იმაზე მეტს მას ვავალებ ვიდრე თქვენა გაქვთ დავალებული
საერთოდაც კი როგორ კამათობ, როგორ მიბედავ სიტყვის ბრუნებას? პატიოსანის საქმის გამკეთეს შენ როგორ ედრი, შე მატყუარავ?
მეფევ ბატონო ბოდიშს მოვიხდი, რომ შემოგკადრე სიტყვა მაღალი. მე მხოლოდ ერთი მაინტერესებს რატომ დაიცვა მეფემ მორგანი?
და ლუკრეციამ დატოვა მეფე რიჩარდის თ��ვს კი გასაჭირია მეფე ვამპირმა იხმო არმია მთელი სასახლის ესკადრილია.
ამ წელთაღრიცხვას გავცემ ბრძანებას რომ შეიძლება საფრთხე შეგვექმნას და ჩემი დიდი გამოთვლებიდან უნდა ვიბრძოლოდ ფასად სისხლისა
მორგან შენს სოფელს ამცნობ ერთ ამბავს რომ შენ იქნები ფერმის პატრონი მაგრამ ძველ საქმეს შენ არ შეწყვიტავ ორივეე საქმეს შენ გაუძღვები
მორგანს მიუყვანთ სახლის ცხოველებს და ფრინველებსაც რაღა თქმა უნდა და ის აგვიღზრდის ჩვენ შთამომავალს როგორც ეს ბავშვთა სახლებში ხდება
სერ ანტონიო შენ მენეჯერი, მის ლუკრეცია შენ კი მდივანი; თქვენ სამზე არის ზარდახშის ბედი თუ კი მოკვდებით ჩვენ, ძლიერები.
ტონი ჟუზეპე - შენ მათ მიაწვდი მოამარაგებ ცოცხალის სისხლით და სერ ვილიამ შენ ქალაქს წახვალ დაუმეგობრდი ჩვენს წიგნის ავტორს
შენ შავოსანო, ჩემო დესპანო ამბებს მომიტან მორგანის ბინის და სებასტიან მხედართ მთავარო წინ გაგვიძეხი ვით მეფე ლირი! თავი XV ნეკრო კინესი შუა ღამისას ქაიროს მთვარე ისევ ამოდის თავის სამყოფზე შავ მანტიელებს ქარავნით გააქვთ რაღაცა კუბო ძველი სიბილწე
ხამუნაბტრაში დადგეს კარტუში* და კანოპებიც* მონაპოვარი ხელში უჭირავს შავი სასწორი ამონ რას კვერთხით ბრძანებას გასცემს:
შენ ტუტან ხამონ შვილიშვილო ავენ ხოტისა მკვდრეთით აღსდექი კანოპს მოგცემ შენი სისხლისას შური იძიე იმხოტებზე დაწყევლილ ჰონდით მან შენ წაგართვა სარეცელი ანქსუნამონი
აღზდექი ჯარო სტიქიავ მიწის დაიხსენ ერი ნატანჯი ცეცხლით იყავ ძლიერი განდევნე ბნელი ილუმინატო შეჰქმენ ნათელი
ვითარცა ძღვენი, ანხი ნილოსში; ვით არს განწმენდა სულის და ხორცის; იარუს ბედნიერ მინდვრებზე* ჰპოვე ვარდის* გაფურჩქვნა, მსუბუქი გული. თავი XVI შიში ქვეცნობიერისა ოხ ღმერთო ჩემო! ეს ნეტა რად ვთქვი? იქნებ დავმარცხდი, ან სულ ერთია გამომიწვიე? მოდი დუელში მემგონი ჩემსთავს ცუდი ხრიკია...
მკვდარი სიჩუმე, დავარდა კვერთხი და გამქრალიყო მეფე ვამპირი არარსებული უსასრულობა მას არც ძირი აქვს არც სახურავი.
სალამს მოგიძღვნი შენ ჭიის ძღვენო მაგრამ სადილი რად აგვიანებს? მგონი შარში ვარ, ახლა რაღა ვქნა?!. ჩემი ერთგული ეგოს კი მებრძვის.
ვახ მარჯვენიდან სილუეტი სჩანს თეთრი, სპეტაკი; თითქოს ვინები? ვახ მარცხენიდან რაღაც ჩრდილი სჩანს ჩრდილი კი არა ჩრდილები არის.
თეთღი-სპეტაკი არ დაყოფილა მაგრამ თითქოს იქ ბევრნი არიან შენ გადმოგეცეს რიჩარდ ბეჭედი ოქროთი არის დამზადებული!
(მიქაელი) შენ მოიპოვე სულის სიმტკიცე არ გეშინოდა შენ მატერიის და ადრე მიხვდი, რომ შენ ჩვენი ხარ რომ გვეხმარები ყველგან ყოველთვის!
(მურმური) სალამს მოგიძღვნი ახალო ძმაო სულის ნაწილო შენ ბნელეთისავ მე ვარ მურმური „ვინც კარგს აკეთებს მაგრამ რატომღაც ცუდს ეძახიან"
(ნიკოლოზი) შენ შეაყვარე ბავშვებს პერსონა აღარ ეშინით მათ დემონების თუნდაც ამიტომ შენ ძმავ ჩვენი ხარ მოდი, რო კარგად ��აგიკრა გულში
(ბაელი) არ დაგავიწყდეს ძმაო ვისი ხარ ბევრი მოგიკლავს და უთვალავი არ შეგეშინდეს ძმაო ჩვენი ხარ მოდი ჩვენ გვერდით იყავ წიგნებში
მემგონი ეხლა მე გავგიჟდები თეთრისკენ წადი! არა ჩრდილებში! შევინარჩუნო სულის სიმტკიცე აქ სიმშვიდეს აქვს ძალა კუნთებში
(ესაია) დაწერილია: რომ არ აღზდგება სანამ მეორედ მოსვლა არ არის ვინ შემეკითხა რო დავიბადე?!. პასუხს რატო მცემ? კითხვა არ დავსვი!
(ლევიათანი) ხომ ხედავ ძმაო შენ სულ ჩვენი ხარ მოდი, დატოვე თეთრი სპეტაკი არც თქვენთან მინდა, მე ვარ რიჩარდი! ძე მამის, ერთი არსის სინათლის!!! თავი XVII ტახტის მემკვიდრე ურანოსი, რომ ღმერთი გამხდარა კრონოსს მუკლავს იგი თავის შვილს კრონოსთვის უთვამთ რომ შენც მოგკლავენ როგორცმოკალი შენ მამაშენი
მართლაც, აღსრულდა ძველი ნათქვამი ზევსმა იმკვიდრა მამის ქონება ჩამოყალივდა იერარქია როგორც ოლიმპო ისე რგვალიცა
შენ არ მიიღე ანგელოზები არც დაცემულნი ჯოჯოხეთისა მაშ მიეკუთვნე მეთვალყურეებს და აკეთებდე აზაზელისას
აზაზელი, რომ გამოამწყვდიეს მისი საქმენი უსაქმოდ დარჩა არ განგირისხავს შენ ანგელოზნი არც დაცემულნი ამავდროულად
არავინ გებრძვის შენ უმიზეზოდ მოკვდავია თუ უკვდავი არის ჩვენში, რომ დარჩეს ვერც გასამართლებთ შენ არც მკვდარი ხარ და არც ცოცხალი
შენს უნებლიეთ გაძლევთ საჩუქარს რომ იმოქმედო შენ ფსევდოებში ან და თუ გინდა იყავ ქმნილება მაგრამ შენს ძალას ხალხი წყვეტს გულში
ორი შემთხვევა შენია მკვიდრი ამოირჩიე რომელიც გინდა მაგრამ მესამე გზა აღარ არის და დასახევიც შენ მოგეხაზა.
შენი ზედმეტი ინტერესებით შენ გეძალიწდეს იქმნა ოსტატად მეთვალყურე ხარ არ დაგავიწყდეს არჩევანი კი შენზეა რიჩარდ
აპოლონია შენი გამსაზღვრე ემსახურებდე ყოველ გონიერს ანგელოზისა გაქვს შენ სიბრმავე დაცემულის კი ნიჭის მიცემა!
როცა კი იყო მანდ აზაზელი და სამიაზაც სადაც შენა ხარ მათი საქმიდან ცოდნას გაგიყოფთ და ასწავლიდე კოსმოგრაფიას
მხოლოდ აპოლონს მიღმა მოსჩანდეს ვარსკვლავთ კრებულნი დიდებულთაგან მაგისტრთა ბინას შენ წარუძღვები და შენ ცენტრში ხარ მხეცების წრიდან
მაგრამ გეკუთნოს მემკვიდრის ყოლა არაპირდაპირ ძალის წამრთმევი რომ მათ შეეძლოთ შენი დანახვა, შენი სწავლება ხელის შეხებით
შენი თაობა დაიბადება იმ დროს როდესაც შენ ��აიბადე შენი ჭკუს რომ იყვნენ ისინი პლანეტებიც კი ისე განაგდნენ
გამოცხადდები ყოველთვის ძიძათ მათ დაბადების დღიდან კვდომამდე მათ შეასწავლი მთელს შენს ნაცოდნარს ან შენი აზრი გაგვიზიარე
მოვიწადინე, რომ ტახტი მეთმო და მემკვიდრეც კი შერჩეული მყავს ცოტა მაცადეთ, თქვენ არას გაწყენთ, ტახტის თმობიდან უკუვე თქვენი ვარ.
ჩვენ არას ვკარგავთ, და არას გვაძლევს შენი აეთი ქცევა ყოველთან მაშ დროს განიჭებთ ერთი ეპოქით დაგვიანება ძვირად გიჟდება!
პერგამენტია არსაიდანღაც ბეჭედათა აქვს მას ტეტრაგრამა გარიგებაა, ასტრალი მოწმობს უცებ კი გაჩნდა მეფე ქვეყანას.
მთელი სასახლის ესკადრილია მევალენიდან მხედართ მთავრამდე არის ეპოქა მონღოლთა შიშით დიქტატურაა მთელს კონტინენტზე
ერთი ეპოქა შენია სრულად მოიშველიე შენი მომხრენიც ააშენებდე ციხესიმაგრას და მის გულში კი შენი ტაძარი! თავი XVIII ვალპურგის ღამე სასახლე არის ულამაზესი მიუწვდომელი გალავანებით კოშკურებიც კი უშენებიათ და დილეგიც კი არის წყეული
იმ ეპოქაში მეფე ცნობილი გამოჩენილი ყოფილა რიჩარდ უმდიდრესია ქონება მისი მიწათ მოქმედნსაც კი უხარიათ
მთავარ ოთახში გაუმართიათ ზეიმების და ცუდის დარბაზი ამ ოთახის ქვეშ კი ყოფილა რაღაც დარბაზი, თურმე ტაძარი.
მეფე რიჩარდი იქმნა ქმნილებად მისი ჯარი კი, მისი პირადი ლეგიონია, ესკადრილია და ბეჭედია ცენტრში სახული
დარბაზობაა დიდი, ნგრევადი; მაგთა თავშეყრა არის ც���ობადი; ვალპურგის ღამე ყოფილა იმ ღამ და მსხვერპლიც არის მონაპოვარი.
მსხვერპლად ყოფილა დრუიდთა რჩევით - ევკალიპტები, მინდვრის ყვავილი. მთვარეც ყოფილა მანდ სისხლიანი და მარსიც არის პატიჟებული.
სურნელოვანი ნელსაცხებლები სუნამოები კაცის ხორცისგან ერთი შეხედვით საზიზღარია თვალს რო დახუჭავ კარგი სუნია
ნეკრომანტთაგან მოვიდა ყველა მოყვარეა თუ მტერია, რავი თვით პორტალია გამოჭიმული ცარიელია ათასი სკამი
საჭმელი არის წმინდა ბუნება მცენარეული თუ ცხოველური შავი ცხვარია თუ სისხლი გრალში სუფრაა კარგად დაგეგმებული
ბუზებით არის ბაელი სტუმრად ჰეკატე კია შავი გველებით მეფისტოფელს კი თავისი კოკა სისხლით აევსო და ინათლების
მარადიულად გქონოდეთ სუფრა თქვენა ხართ კარგი მასპინძელები ასმოდეის კი ცეცხლი დანთოდა და არიგებდა სექსის ელექსირს
მარჩოზიასი მასპინძელთ უხსნის ასტრონომიის დიად საფუძვლებს სამაელი კი ირგვლივ გადაწვავს და სიმპტიით ანახებს სახეს
ბოლოს მოვიდა სტუმრად მთავარი ცნობილი არის ქერუბიმებში სინათლით თვალს ჭრის ყველა მოკვდავებს ლუციფერია ის დაცემული. თავი XIX საიდუმლო გარიგება მეფე რიჩარდმა დიდი ბოდიშით დატოვა სუფრა თავის ნაკეთი შავოსანს უთხრა: წამოიყვანე ადაკარდელა, ჩვენი მევალე
დიდი დარბაზი ცივი სიჩუმით დარაბთან მდგარა მეფე ვამპირი მორგანი მიდის გაკვირვებული ხელში თასი აქვს დიდგვაროვანის
-მე გადავწყვიტე მორგან მეუწყა შენი ამბავი შეი ბედისთვის მინდა, რომ გახდე ჩემი მემკვიდრე და დაამშვენო ჩემი გვირგვინი
ადაკარდელას ოფლმა დაასხა ცოცხალი მკვდარი რატომ კანკალებს? ალბათ გამომცდის, ნეტა რა ვუთხრა? ვერა მეფეო, ვერ შეგედრებით.
ხმა ჩაიწყვიტე მდაბიო მონავ ეს არის შენი ვალდებულება ან რატომ გიხსნი? შენ მოვალე ხარ დაემორჩილო ჩემს გარიგებას.
გარიგებაა, ნეტავ როგორი? გვირგვინის ფასად, ნეტა რას ვრიკავ? მაინტერესებს ჩემო მეუფევ: რა პირობაა ეს გარიგება?
არ ხარ ბინძური როგორც ესენი არ ხარ ბოროტი, ან შურიანი მე მინდა იჯდე შენ ჩემს ადგილას და დავტკბე შენი ბრძანების ცქერით.
-ბატონო ჩემო ეს ზედმეტია -მე ვწყვიტავ ჩვენში რაა ზედმეტი მე ვარ ბრძანება შნთვის პირველი; მე ვარ ის ვინც ვარ, დროზე დამნებდი!
მაინტერესებს მეფევ ბატონო თუკი მბრძანებლობ რად მეკითხები? -გარიგებაა ეს ასტრალური და შენი სიტყვაც კანონი არის.
მე დაღლილი ვარ საუკუნობით რომ იქმნებოდა ყველგან იგივე მეც მინდა დედა, რომ მომიაროს; რომ მამამ მომცეს რჩევა ყოველი.
მე შემიძლია მისიათ ვიქცე და სადაც მინდა იქ ვიბადები მანამდე იყავ შენ აქ მფლობელი სანამ ოდესმე მოვახლოვდები...
ჩემი იდია არავინ იცის, არც შავოსანმა ჩემმა ერთგულმა მხოლოდ შენ იცი, ნება შენია; მე მინდა იქცე იმპერატორად!
მე, რომ ვიძახი სიკვდილი მინდა და ქვეყნად მინდა ვიყო ბებერი? რომ ვიყოლიო მოკვდავი შვილი, ან ვიყოლიო მე შვილიშვილი?
ადაკარდელა შენ ჭკვიანი ხარ როგორც მეზღაპრეს გაქვს ყურადღება მათ გაუძღვები ნუ გეშინია ამის პირობას მე გაძლევ ახლა
ვალპურგის ღამეს არის ღრეობა ორგიაც კი აქვთ მათ მოწყობილი სუნი გვაჩუქა თვითონ ჰეკატემ და ჟიურია ასმოდეუსი
აქტი დამთავრდა, ოფლის გუბეა; თმა, სახეზეა მიწებებული; მეფე ვამპირმა ��როლს კოვზი დაჰკრა და სიჩუმეა ირგვლივ წყეული.
მე, განვაცხადებ, მეფე ვამპირი კონტრაქტი არის ასტრალის ბეჭდით რომ გადაეცეს ჩემი ქონება ადაკარდელას, ჩემი ტიტული.
ეს ბეჭედია შენი სიმბოლო და ტეტრაგრამა დაგსდევდეს გვერდით შენ უბრძანებდე გველს ყოველივეს გემორჩილება არაგონებიც.
ასტრალში გატყდა ოქროს ბეჭედი ადაკარდელას მუცელზე ხაზავს ამორძალებით და მანქანებით გამოისახა ადაკარდელა
ეს იარაა შენი ბეჭედი და არ არსებობს ქვეყნად მეორე შენ მაგისტრი ხარ ქვეყნად პირველი შიში ხარ სრულად ნეკრომანტების
ნეკრომანტები ამოწყდნენ უმალ ბაელი არის გაკვირვებული ასმოდეის კი ცივი ღიმილი სახეზე დარჩა გაშეშებული
შენ გიფარვიდეს ოქროს საწმისი და მინოტარი აპოლონს მიღმა ზევსის ქუხილსაც შენ გიბოძვიდე გოეთეაშიც დაგედოს ბინა
მეთვალყურე ხარ შენ ამ წამიდან და დაცემულებს შენი შიში აქვთ ვერც ჯოჯოხეთმა ვერცა სამოთხემ ვერ გადასძლიოს შენს უკვდავებას
ლეგიონიდან სულყველას გაძლევ ლეგიონს არა ლეგიონებსა პოლტერგეისტი ვერ გერეოდეს შენ პირველი ხარ ფსევდო ღმერთებსა
გოეთეაშიც მხოლოდ სახელი, რომ არ იცოდნენ შენ ბეჭედი მხოლოდ ეგზორცის შენ გეშინოდეს როცა მამაო ახსენებს მორგანს
და ვერ იტყოდეს მოკვდავი სახელს ადაკარდელას, დემონთა რისხვას ვინც მოინდომებს ხმა დაუჩლუნგდეს და მისი სული გემონებოდეს
ვალპურგის ღამე დასრულებულა; მარსი წასულა, მთვარე თეთრია; რიჩარდ დრაკულა სულ დაჭკნობილა და ამ წამიდან ის მოკვდავია. თავი XX კარმული მისია იმ დილის შემდგეგ მეფე მორგანმა გადაწყვიტა, რომ ჰყოლოდა ცოლი მან ხელი სთხოვა ჟურნალისტ ლიზის და დაინიშნა ჯვრისწერის დრონიც.
თანამედროვე დაბრუნებულა სამყარო გახდა ოდნავ შეცვლილი ისტორიების წიგნი აევსოთ რღაცა მითით, ძველი ზღაპარით.
პატარა გლეხურ, ღარიბულსახლში კეთილ დედაკაცს გაუჩნდა ბავშვი ოჯახის თავი ხელოსანია სახლი ხის არის, ცოტასჭრაჭუნობს.
პატარა ჭაბუკს ვერ მოუფიქრეს რა დაერქმიათ მშობლებს სახელად ძველი ლეგენდა მოიშველიეს და შვილს დაარქვეს რიჩარდ.
კარმულ მისიით დაბადებული ადვილად იღებს შეგონებებსა ყმაწვილკაცია, თანაც ბეჟითი სკოლაც იარა ფრიადოსანმა
მან იცოდა, რომ რაღაცა იცის მთელიბავშვობა იხსენებს; ვერა... მას სურვილი აქვს იმოგზაუროს და დასავლეთში დაიდოს ბინა
მან შეისწავლა ფსიქოლოგიაა ფირმაც გაიხსნა კარგი თაისთვის; ის დააწყნარებს ყველა ნარკომანს და გადაწყვიტავს აღნიშნოს ტყეში
მას შეასწავლეს ისტორიაში, რომ დაჰქროლებდა ლეგენდა მარად როდესაც იყო ლეგენდა რიჩარდ და ის ქცეულა ბიჭის რჩეულად
არ დაიწერა მისი ქალაქაი; ან მისამართი, ტერიტორია; მაგრამ ეგონა, რომ მან იცოდა; რომ წინა დროში ის იყო რიჩარდ.
და ამ მიზეზით მას დასცინოდნენ; გიჟიც ეგონათ რაღაცა დროით ეს ლეგენდაა. ხო არ გაგიჟდა? მაგას შეეშვი, შუ ჭკვიანი ხარ! თავი XXI დაფარულის გამჟღავნება პიკნიკის ზონა ბიჭს მიანიჭეს და აირჩია მანაც ადგილი ტყეა ლამაზი, ფართო ფოთოლით უცხო არსება არ არის შიგნით
და დაინახეს ძველი შენობა ციხესიმაგრე ყოფილა იგი იდენტურია ძველი ლეგენდის და დროშაც არის , გერბიც კობრასი
არაგონები, თაღის წარწერა გადალეწილი არის ყოველი ნაფეხერებიც ცხენის ჩლიქების და ყოველივე მისტიკა არის
აღმოაჩინეს ბიბლიოთეკა; ხელნაწერები ძველი წყევლების სარიტუალო ოთახში ყოფნა რიჩარდმა კი ეს იცის ყოველი
თვითონ მიაგნო კედელში კარებს და ჩაიყვანა ხალხი ტაძარში იქ ხელნაკეთი იარაღები მტვერი არის და ობობი ქსელი
ექო გაისმა ტაძრის სიღრმეში ვინმე ბებრის ჩახველებისა ჩუმ გასახედთან ფეხზე მდგარიყო და დაძონძილი სცმოდა მანტია
ყველა სტუმარებს იქ შეეშინდათ უალ გარბიან თავის საშველად მათ ჰგოიათ, რომ ლეგენდა ცოცხლობს რომ გამოცოცხლდა მეფე ვამპირად
ბიჭს შეუსრულდა აუხდენელი მან დაამტკიცა, რომ ის იცოდა რაც არ იცოდა ისტორიკოსმა და ისტორიის წიგნის ავტორმა. თავი XXII ამაოების განცდა თუ გინდა ღმერთო ეხლა მომკალი მე ბედნიერი მაქვს ყოველივე ჩემი ლოცვები შეგისმენია რა შემოგწირო? შენი ჯერია
მაინც მოხვედი დიდი ხნის შემდეგ? შავ ძონძებშია პირით კედლისკენ მელოდებოდით? მე არ მეგონა ბოდიშით მე თუ დავიგვიანე
შენ წასვლიდანვე დააგვიანე, მოსვლა კი არა რჩევის მიცემა მაგრამ შენ აქ ხარ, მოგესალმებით პატივს მოგაგებთ რიჩარდ დრაკულა
შენ დამავალე, რომ მოხვიდოდი არ მეხსომება კარგად ბევრიო ხელს რომ შემახებ გამახსენდები და ძველებურად ვჭამოთ ბევრიო
ხელი შეახო ღარიბ ღატაკმა ჩემო ძამიკო შენ ჩემს წინა ხარ? შავოსანი ვარ თქვვენო ღირსებავ ისევ ერთგული ქვეშევრდომი ვარ.
ოცი წლის ბიჭი მედიდურობით ამბავს მოითხოვს მოხუცისაგან კი მაგრამ რატო�� დაბერდი ძმაო? ან, რა მომხდარა ამ თქვენს თაობას?
შენ, რომ გაუქმდი კარგად ვიყავით მაგრამ თქვენ ერთი რამე გამოგრჩათ ისტორიაა დიდად შეცვლილი წიგნი ბიბლია ადგილზე დარჩა
ახალმა მეფემ, მეფე ვაპირმა გადაწყვიტა, რომ ცოლი ეთხოვა მას უკანონოდ ჰყავდა შვილები მისი ცნობილი ჟურნალისტისგან
მან არ იცოდა, თქენც არ გახსოვდათ, და დაავიწყდა ყველა ჩვენთაგანს, რომ ჩვენ ვამპირებს არ გვაქვსუ მოკვდავები, რომ ჩვენ გვყავდეს ცოლად.
ჯვარის წერა, რომ შედგა, ეგრევე ყველა ვიქეცით ჩვენ მოკვდავებად ყველას წაგვერთვა მაგიის ძალა თბილი სისხლი კი ვერ გვაძღობს, ვერა.
მთელი სხეული უცახცახებდა ისე ჰყვებოდა ძმა თავის ამბავს ბოლო ძალა კი ეს მქონდა მხოლოდ, რომ შენ გქონოდა მეხსიერება.
აცრემლებულა ბიჭი რიჩარდი, მუშტებს ურტყავდა ტაძრის გალავანს თვითონ სად არის, ან როგორ არის? რა მოუვიდა იმის შემდგომად?
როცა შეიტყვეს ეს ვამპირებმა აწ გარდაქმნილმა მოკვდავთა მოდგმამ რომ მათ წაერთვათ ყველა ქონება და მასთან ერთად თვით უკვდავებაც
სასტიკად სცემეს თავის ფერმაში და დაუხოცეს გვარის შემდგომნი ელისაბედი ორსულად იყო მას არ ეღირსა დიდხანს ოჯახი
დიდი ხნის წინათ, იგი იპოვნეს საკუთარ სახლში სისხლით მოსვრილი გვერდით ეწვინა ცოლშვილი მკვდარი დაჭმულები და სისხლიანები
და მისი ცოლი იყო ნამტვრევი გადაგლეჯილი კიდურებიდან და მის მუცელზე მოსჩანდა მკვეთრად პატარა ბავშვი, პრინცი პატარა
და ის გადარჩა, და ცოცხალია? ის არ გადარჩა, ცოცხლად დატოვეს რომ მას ეტანჯა მთელი ცხოვრება რომ მარტო იყოს ის სამყაროში
ამ ამბის მერე მასზე არ ვიცი ზოგმა ლოთია, ზოგმაც მკვდარიო მე ჩაგაბარე ძმა ახსარება ახლა კი ვკვდები, ბოლო ჟამია... თავი XXIII ექსპერტთა დასკვნა და გაქცეულმა იმ კოლეგებმა შეატყობინეს ჟადარმს ქალაქში, რომ გაიტაცეს ვინმე რიჩარდი; ლეგენდა არის გახსენებული.
ორიოდ კვირის მერე მიაგნო სპეციალურმა რაზმა სასახლეს ათვალიერეს და ვერა ჰპოვეს კოლეგამ გახსნა კედლის კარიბჭე
მუხლებზე იდგა გაშეშებული დამწუხრებული ამაოებით თავისი სისხლი ესვა გამხმარი და მძორის ჭია ჰყავდა მფლობელი
ხელში ეჭირა დანა ვერცხლისა და ზევით ჰქონდა თავი აწვდილი დანაზე იყო გრავიურები ადაკარდელა ამ��ბეჭდილი. თავი XXIV საბრალდებო დასკვნა მეფე რიჩარდმა თავი მოიკლა ამაო იყო მისთვის ყოველი რაც მას ებოძა უმალ გააქრო ეშმაკი არის ამბის მთხრობელი
ხალხო მე მოგცემთ ძალაუფლებას და უკვდავებას მარადიულად გარიგება კი მარტივი არის თქვენ უფრო დიდხანს მომცემთ თქვენს ძალას
თქვენ მოკვდავებო თქვენს სამყაროში არც იარსებებთ, არც არსებობდით მე ხომ გითხარით ცოდვას არა გთხოვთ უბრალოდ ვძღები თქვენი ცოდვებით
ფერმის მახლობლად დღემდე შიშობენ, რომ მათ სისხლს დალევს ადაკარდელა გვიანობამდე ვერავინ ვერ ძლებს რომ არ გაცოცხლდეს ლეგენდა უმალ.
დასასრული ?!. გამოყენებული ლიტერატურა თავი IX - კუბო თავი XIII - ვარსკვლავიანი ცა თავი XIV - უილიამ შექსპირი
1 note
·
View note
Text
ენ სტოკსის შემოქმედება









youtube
0 notes
Text
ვამპირების აკადემია
ნუ, ამ ვამპირებს ხომ ვერა და ვერ შეველიე. ამჯერად რეიჩელ მიდის ვამპირების აკადემიას შევეჭიდე. 6 ნაწილისგან შემდგარი რომანის პირველი წიგნი უკვე ქართულადაც თარგმნეს და ერთი ამოსუნთქვითაც იკითხება. ნაწარმოები იმდენად გითრევს, რომ რთულია მისი მეორე ნაწილის ჩვენს ენაზე გამოცემას დაელოდო. სიუჟეტი ორი მეგობრის როუზისა და ლისას ირგვლივ ვითარდება. ლისა ვამპირების პრინცესაა, უკანასკნელი წარმომადგენელი…
View On WordPress
0 notes