Tumgik
#გენიოსი
changali · 3 years
Text
ექიმის ბავშვობაში გაცოცხლებული თეთრჩხოხიანი გენიოსი
ექიმის ბავშვობაში გაცოცხლებული თეთრჩხოხიანი გენიოსი
ექიმის ბავშვობაში გაცოცხლებული თეთრჩხოხიანი გენიოსიმარინა გოგოლაშვილიეს იყო გასული საუკუნის 80-იანი წლების შუა ხანებში, კერძოდ 1986 წელს. მაშინ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, თბილისის საქალაქო გაზეთ „თბილისის“ მეცნიერებისა და კულტურის განყოფილების სტაჟიორად ვმუშაობდი. განყოფილების გამგემ, მარინა მაისურაძემ (ჩემი უღრმესი პატივისცემა მას!), მორიგი დავალება დამახვედრა:…
Tumblr media
View On WordPress
0 notes
walter-kovacs · 6 years
Text
"ჯეკ კერუაკის 29 რჩევა."
1. აწარმოე საიდუმლო დღიურები საკუთარი სიამოვნებისთვის;
2. იყავი ყველაფრის მიმართ გახსნილი;
3. შეეცადე არასოდეს დათვრე შენი სახლის გარეთ;
4. იყავი შეყვარებული საკუთარ ცხოვრებაზე;
5. ის, რასაც გრძნობ, ყოველთვის იპოვის საკუთარ ფორმას;
6. იყავი გადარეული და იდეისთვის თავზეხელაღებული;
7. გაუბერე იმდენად, რამდენადაც საჭიროდ ჩათვლი;
8. დაწერე ის, რაც შენი გონების ყველაზე შორეულ ფსკერზეა დალექილი;
9. გქონდეს ინდივიდუალური ხედვა;
10. დროს პოეტურ წიაღსვლებში ნუ დაკარგავ, მთავარი რეალობაა;
11. მიენდე მკერდიდან მომავალ შეგრძნებებს;
12. გადაეშვი კონკრეტული საგნის შენ წინაშე წარმოდგენის ტრანსში;
13. თავი დააღწიე გრამატიკულ და სინტაქსურ შეზღუდვებს;
14. როგორც პრუსტი, იყავი შენი დროის დაბოლილი ადამიანი;
15. შიდა მონოლოგში ყოველთვის უთხარი მსოფლიოს სიმართლე;
16. მთავარი ყურადღება თვალის სარკეში არეკლილ თვალს უნდა მიაპყრო;
17. შეინარჩუნე საკუთარი ნაწერით გაოცების უნარი;
18. იცურავე სიტყვების ზღვაში;
19. შეეგუე ცხოვრებისეული უიღბლოს ტიტულს;
20. ირწმუნე ცხოვრების წმინდა კონტურები;
21. იბრძოლე იმისთვის, რომ აღმოაჩინო და აღწერო ნაკადი, რომელიც უკვე არსებობს შენს გონებაში;
22. წარმოიდგინე სცენები და არა სიტყვები;
23. თვალი ადევნე შენს ყოველ დღეს;
24. არასოდეს შეგრცხვეს ან იამაყო საკუთარი გამოცდილებით, ცოდნითა და მეტყველებით;
25. წერე იმისთვის, რომ მსოფლიომ წაიკითხოს და აღიქვას შენ მიერ დახატული სურათი;
26. იმისათვის, რომ სრულად გამდმოსცე გმირის ხასიათი, არაადამიანურ მარტოობაში უნდა გაეხვე;
27. შემოქმედება უნდა იყოს ველური, არაორგანიზებული, წმინდა, შიგნიდან მომავალი, რაც უფრო გიჟური იქნება, მით უკეთესი;
28. გახსოვდეს, რომ ყველა დროის უდიდესი გენიოსი ხარ;
29. მიწიერი სცენების შემოქმედები არამიწიერი ძალებისგან იღებენ რესურსებს.
2 notes · View notes
drseriousseal · 4 years
Text
Tumblr media
ერთი გენიოსი ქალი მითხარი
0 notes
statiage · 4 years
Photo
Tumblr media
100 წელია უკვე ამ დიდ ორმოში ვართ – ნიკა ნარსია ყველა ბავშვი ნებისმიერ გენიოსზე 100-ჯერ მეტია, რადგან ის ეხლა იწყებს დროის ათვლას, გენიოსი კი დათვლას, რამდენი დარჩა....
0 notes
pascualeduarte · 7 years
Text
იმიტომ რომ არ მიყვარს წერა
ძალიან ბევრი კარგი აზრი დავკარგე, წლების განმავლობაში, ღრმა,მახვილგონივრული, საინტერესო, ადამიანის გონებისათვის დამახასიათებელი სისუსტის გამო. ჩვენი გონება არ არის უსაზღვრო მეხსიერბის შესაძლებლობებში. არა მარტო კარგი აზრიები დავკარგე, არამედ არაერთი იდენტობა რომელიც გამოვიცვალე წლების განმავლობაში, მას შემდეგ რაც დავიწეყე ეგზისტენციალურ საკითხებზე რფლექსია და მხოლოდ მკრთალი აჩრდილები შემომრჩა წარულის ბუნდოვანებით კიდევ უფრო რთულად გასარჩევი.არადა შინაგან ემიგრაციაში წასვლის შემდეგ, ან იქნებ სულაც მშობლიურ მხარეში დაბრუნების შემდეგ, ძალიან დიდმა დრომ განვლო და ვფიქრობ დარწმუნებით შემიძლია  ვთქვა რომ ჩემი ცხოვრების გარეგან მხარეზე ძალიან ბევრჯერ საინტერესო თავგადასავლები მქონდა, უფრო საინტერესო, გაცილებით მძაფრი შეგრძნებებით, გამარჯვებებით და მარცხით, ტანჯვით, ტკივილით, სიკვდილით და ფენიქსივით ფერფლიდან აღდგომით, როცა მა��სენდება ეს ყველაფერი თავს ვგრძნობ დრამატურგად რომელსაც მაყურებელი არაჰყავს და მარტო უყურებს თავის მიერ დადგმულ  ძალიან საინტერესო სპექტაკლს. ერთადერთ მაყურებლად მთელი ათი წელსი განმავლობაში მიმდინარე ეპოსისა. არ ვიცი შეიძლება მარტოობა მომბეზრდა და მაგიტომ გადავწვიტე მეხსიერების ხარვეზე შემევსო, ხელი შემეშალა დროისათვის, გამეეჩერებინა აზრების, განცდების, ჩაწერით და დაარქივებით, რადგან არც ბევრი ლაპარაკი მიყვარს, ლაპარაკითც ვერ გავხდი ვერავის ჩემი აზრებისა და ეგზისტენცილური ვნებათაღელვის მაუყურებლად. არც წერა მიყვარს და არც ლაპარაკი, აი ფიქრი შეიძლება ზედმეტადაც . არ ვიცი იქნებ მარტოობის დასაძლევად გადავწყვიტე დამეწყო წერა ან იქნებ სულაც განდიდების მანიით შეპყრობილი, უნიჭო, ან საშუალო ნიჭის მქონე იდიოტი ვარ, რომელიც საკუთარ თავზე გადჭარბებული წარმოდგენისაა და ტანჯავს გაცნობიერება იმისა რომ გენიოსი არაა. არადა როგორ მინდოდა ვყოფილიყავი. მოკლედ დღეს დავიბადე როგორ მწერი.
1 note · View note
its-thinker · 7 years
Photo
Tumblr media
"- როგორ მოასწარით ამდენი ადამიანის გადამტერება? - ამისთვის არ არის საჭირო იყო გენიოსი. აკეთე შენი საქმე, ილაპარაკე სიმართლე, არავის ეპირფერო და ეს სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ყველა მაწანწალა ძაღლმა შენ დაგიწყოს ყეფა" ვალენტინ პიკული - "მაქვს პატივი"
4 notes · View notes
almostcoldsweets · 8 years
Photo
Tumblr media
"ისინი შეეცდებიან გაანადგურონ ყველაფერი,რაც განსხვავდება მათგან. ხელოვნების ნიმუშის შექმნის არშემძლენი,ვერ აღიქვამენ ხელოვნებას,შემოქმედის როლში თავიანთ მარცხს კი მსოფლიოს მარცხად შერაცხავენ. სიყვარულის არშემძლენი,შენს სიყვარულს არასრულყოფილად ჩათვლიან და შემდეგ შეგიძულებენ. და მათი სიძულვილი იქნება სრულყოფილი... " /ჩარლზ ბუკოვსკი–"ბრბოს გენიოსი"/
52 notes · View notes
redalexandria2686 · 8 years
Text
"პიკასო ესპანელია. მეც ესპანელი ვარ. პიკასო გენიოსია. მეც გენიოსი ვარ. პიკასოს ყველა ქვეყანაში იცნობენ. მეც მიცნობენ. პიკასო კომუნისტია. მე კი – არა." - სალვადორ დალი
3 notes · View notes
Text
Tumblr media
"ადამიანი ხომ იმიტომ წერს რომ იტანჯება და ეჭვი აქვს. მას უნდა მუდამ ამტკიცოს, რომ რაღაც ფასი აქვს. მე თუ ზუსტად მეცოდინება რომ გენიოსი ვარ, რაღად მენდომება წერა, რა მიზნით."
"სტალკერი"
0 notes
bachogrigoliaq5 · 6 years
Photo
Tumblr media
მწერლის ათი მცნება / რიუნოსკე აკუტაგავა მტკიცედ უნდა გვახსოვდეს, ლიტერატურის ყველა სახეობიდან პროზა ყველაზე ნაკლებმხატვრულია. ჭეშმარიტი მნიშვნელობით მხოლოდ პოეზიაა ლიტერატურა, კუთვნილი ადგილი პროზას მხოლოდ იმის წყალობით უკავია, თუ რამდენად მოიცავს პოეზიას, ამრიგად, ისტორიული და ბიოგრაფიული ნაწარმოებებიც ფაქტიურად პროზაა. პროზაიკოსი, გარდა იმისა, რომ პოეტია, ისტორიკოსი და ბიოგრაფიც არის ერთდროულად, მაშასადამე, ის განუყრელად უნდა დაუკავშირდეს (გარკვეულ ეპოქაში, გარკვეული ქვეყნის) ადამიანთა ცხოვრებას. ამას გვიდასტურებს იაპონელ პროზაიკოსთა თხზულებანი მურასაკი-სიკიბუდან მოყოლებული და დამთავრებული იხარა საიკაკუთი. პოეტი ის კაცია, ყველას თავის სულს რომ გადაუხსნის (ავიღოთ თუნდაც სასიყვარულო ლირიკა, რომელიც ქალის მოსახიბლად არსებობს). რამდენადაც პროზაიკოსი არამარტო პოეტია, არამედ ისტორიკოსიცა და ბიოგრაფიც, ამიტომ მემუარისტიც უნდა იყოს. აქედან - პროზაიკოსი ჩვეულებრივ ადამიანზემეტად განიცდის თავის ტანჯულ ცხოვრებას. პროზაიკოსში მომეტებულად არ უნდა სჭარბობდეს პოეტი. თუ პოეტურობა სჭარბობს მემუარისტობას ან ბიოგრაფობას, მაშინ პროზაიკოსის ცხოვრება აუცილებლად მძიმე ტრაგედიად გადაიქცევა (ნაპოლეონი ან ლენინი პოეტები რომ გამხდარიყვნენ, მაშინ უსათუოდ ორი შეუდარებელი პროზაიკოსი დაიბადებოდა). ზემოთ მოყვანილი სამი პუნქტი გვიჩვენებს, რომ პროზაიკოსის ტალანტი სამ ტალანტზე დაიყვანება. პოეტის ტალანტი, ისტორიკოსისა ანუ ბიოგრაფის ტალანტი და ყოფითი ტალანტი. ჩვენს წინაპრებს ყველაზე რთულად მიაჩნდათ ამ სამ ტალანტს შორის წონასწორობის სენარჩუნება (ადამიანები, რომლებიც ამას ყველაზე რთულად არ სთვლიან - ჩვეულებრივი მოკვდავნი არიან). ის, ვისაც მწერლობა სურს, მძღოლსა ჰგავს, საავტომობილო სკოლა რომ არ დაუმთავრებია და სრული სიჩქარით მიაქროლებს ქუჩაში მანქანას. მას არ შეიძლება მშვიდობიანი და წყნარი ცხოვრების იმედი ჰქონდეს. ვინაიდან მწერალს არ შეიძლება მშვიდობიანი და წყნარი ცხოვრების იმედი ჰქონდეს, ამიტომ ის უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ საკუთარ სასიცოცხლო ძალებს, ფულს და ცხოვრებისადმი ფილოსოფიურ დამოკიდებულებას (შესწევდეს უნარი მოუწყობლად ცხოვრებისა). მტკიცედ უნდა გვახსოვდეს, რომ რარიგ მოულოდნელიც არ უნდა იყოს, ცნებები - მწერლობა და მშვიდი ცხოვრება - შეუთავსებელია. ის, ვინც წყნარ ცხოვრებას ესწრაფვის, უმჯობესია, მწერლობას ნუ მოეკიდება. უნდა გვახსოვდეს - მწერალი, რომელზეც შეიძლება ითქვას შედარებით მშვიდ ცხოვრებას ეწევაო - ის მწერალია, ვისი ბიოგრაფიის დეტალებიც უბრალოდ უცნობია. მიუხედავად ამისა, თუ მწერალს მაინც სურს შედარებით მშვიდად იცხოვროს, მაშინ სამ ტალანტთაგან ყველაზე მეტად ცხოვრებისეული ტალანტი უნდა გამოაწრთოს. ეს რასაკვირველია არ ნიშნავს, რომ ცხოვრებიუსეული ტალანტის წყალობით ის აუცილებლად დასტოვებს თვითმყოფად მემკვიდრეობას. ცხოვრებისეული ტალანტი ნიშნავს საკუთარი ბედის ბატონ-პატრონობას (ამასთან, არ არის გარანტია, რომ საკუთარი ბედის ბატონ-პატრონობა შეიძლება), აგრეთვე, ზრდილობისა და თადარიგიანობის გამოჩენას ნებისმიერი, ყველაზე წყალწაღებული იდიოტის მიმართაც კი. ლიტერატურა - სიტყვების საშუალებით თვითგამოხატვის ხელოვნებაა. მაშასადამე, მწერალმა სიტყვის დასახვეწად შრომა არ უნდა დაზოგოს. თუ კაცს სიტყვის სილამაზით აღფრთოვანება არ ძალუძს, მაშინ არა ფლობს მწერლისთვის აუცილებელ ყველა მონაცემს, საიკაკუს „ჰოლანდიელ საიკაკუს“ უწოდებენ არამარტო იმ დროისათვის მიღებულ პროზის კანონთა დარღვევის გამო, არამედ იმიტომ, რომ პოეზიიდან ამოხაპული სიტყვის მადლი შეიცნო. რომელიმე ქვეყნის პროზაული ნაწარმოები რომელიმე ეპოქის განსაზღვრულ კანონებს ემყარება (რომლებიც ისტორიული ვითარებითაა განპირობებული). კაცი მწერლობას რომ გადაწყვეტს, ამ კანონებს უნდა მისდევდეს. ეს ხელსაყრელია, რადგან: 1. შეიძლება საკუთრი ნაწარმოები შექმნათ წინამორბედთა მხრებზე დაყრდნობით, 2. თუკი არ გადახვალ საზღვარს, ლიტერატურული ქოფაკები არ შეგყეფენ. ოღონდ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ამ გზით აუცილებლად თვითმყოფადი ნაწარმოებების ავტორი შეიქნები (სულაც არ არის საჭირო ვამტკიცოთ, რომ ერთი არ ეწინააღმდეგება მეორეს). გენიოსი უბრალოდ არღვევს ყველა ამ კანონს. (ამავე დროს, უცნობია, ანგრევს თუ არა ის ამ კანონებს იმდენად, რამდენადაც ადამიანებს ეჩვენებათ), გენისოები ცაში სხვადასხვა სიმაღლეზე ფრენენ, ე.ი. ლიტერატურაში სოციალური პროგრესის (ანუ ცვლილების) მიღმა მოძრაობენ და არ შეუძლიათ მდინარეების მიმართულებას მიჰყვნენ. ის შეიძლება ლიტერატურული მზის გარეთ მდგომ პლანეტას შევადაროთ. ამის გამო მისი არც სიცოცხლეში ესმით და არც სიკვდილის შემდეგ აღიარებენ სწრაფად (ეს მარტო პროზას კი არა, საერთოდ მთელ ლიტერატურას ახასიათებს). კაცი, მწერლობას რომ ესწრაფვის, მოვალეა, ფრთხილად მოექცეს ფილოსოფიურ, საბუნებისმეტყველო და ეკონომიკურ მეცნიერებათა იდეებს. სანამ ადამიანი მხეცია, მანამ ნებისმიერ იდეას თუ თეორიას არ ძალუძს ადამიანის ცხოვრებაზე გაბატონება, უნდა ყველაფერს ისე ვუცქერდეთ, როგორც ცხოვრებაშია და გამოვხატოთ ისე, როგორც არის - სწორედ ამას ჰქვია ნატურიდან გადაღება. საუკეთესო მეთოდი, რომელიც მწერალმა უნდა აირჩიოს, ნატურიდან გადაღებაა. სიტყვები „როგორიც ის არის“ უნდა გავიგოთ: „როგორც ის ხედავს“ და არა „როგორც ის ხედავს მაშინ, როცა თამაქსუქს უყურებს“. ნებისმიერი მცნება პროზაული ნაწარმოების შექმნისა არ არის ოქროს მცნება. რა თქმა უნდა, ჩემი „ათი მცნებაც“ არ არის ოქროსი. ვისაც უწერია მწერლად ქცევა, გახდება კიდეც. ვისაც არა - არა.შენიშვნა: მე ყველაფერში სკეპტიკოსი ვარ, მაგრამ უნდა გამოვტყდე, რამდენჯერაც არ ვცადე სკეპტიციზმი შემენარჩუნებია პოეზიასთან შეჯახებისას, არ შემეძლო სკეპტიკოსი დავრჩენიყილავი. ამავე დროს უნდა ვაღიარო, პოეზიასთან შეჯახების დროსაც, მთელი ძალით ვცდილობდი ჩემი სკეპტიციზმი შემენარჩუნებინა.
0 notes
changali · 5 years
Text
მარინა ცვეტაევა (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)
მარინა ცვეტაევა (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)
***
Tumblr media
ის 14 წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა. ნიჭიერ პიანისტს სასტიკმა ტუბერკულოზმა მოუსწრაფა სიცოცხლე. მერე რა რომ მარინა14 წლისაც გენიოსი იყო, უდედობა მაინც ბავშვურად გაუჭირდა, თუმცა არც თუ ბავშვური ლექსი მიუძღვნა დედას (?) თუ იმ შეგრძნებას, რაც ამ ტრაგიკული დარტყმით მოჰგვარა მის სულს ცხოვრების სიმწრემ.
– – – დედას (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა) შტრაუსის ვალსში შენი ხმაც თოვდა, გვესმოდა შენი…
View On WordPress
0 notes
its-thinker · 7 years
Photo
Tumblr media
ყველა გენიოსი გიჟია, მაგრამ ყველა გიჟი გენიოსი არაა!
4 notes · View notes
changali · 7 years
Text
მოგონებები გარდასულ დღეთა
დიდი ოთარი
  მარინა გოგოლაშვილი
  საამქვეყნიოდან გარდასვლამდე თხუთმეტიოდე  წელი ჯერ კიდევ წინ ედო დიდ მწერალს. სახლში მიმიღო ოთარ ჭილაძემ. თუ ფიქრით, განსჯითა და სიბრძნით დაღარულ სახესა და  ჩაღრმავებულ-ჩაღამებულ თვალებში არ შეხედავდით,  ჭაბუკურად გამოიყურებოდა ჯინსებსა და თეთრ ბოტასებში გამოწყობილი გენიოსი.
ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, ილიასაც შევეხეთ და მე მოკრძალებით გამოვთქვი ჩემი…
View On WordPress
0 notes
powerinsideyou · 9 years
Photo
Tumblr media
ფიოდორ.^^
11 notes · View notes