Tumgik
schizophrennaisance · 4 years
Text
ვესტალური აჩრდილი
*** ოხ რა დრო დამჭირდა გამეხსენებინა ზუსტადაც რა მოხდა, მე როგორი უდანაშაულო ახალგაზრდა ვიყავ მაშინ, მაშ! მაგრამ ეხლაც ვსუნთქაც ძველებურად, ეს მაინც არის გადმონაშთი იმ პიროვნების ვინც ოდეზღაც ვიყავი. ეს მაინც აჩვენებს თეთრხალათში მოხვეულ ურჩხულებს ჩემს სიცოცხლეს, თუნდაც მაძლევენ იძულებით მათ გამასხივოსნებელ გაბრუებას, რატომ მათ ხელში და არა ჩემ ხელში ხდება ეს ყველაფერი? გახსენებაც დიდი ტრაგედია არს მაგ ძველი დროსი, როც' ვიყავ ვესტალური ფსიქომანი. გავიდა წლები ამ საზიზღარ სოდომიურ მკურნალობაში, ეს უბრალოდ მოხსენება არს ჩემი ბებებირი და მოქნილი პირის, რომელიც არც არაფერიღა არს დარჩენილი, მათ ფსიქიატრიულ კოშმარში, და მეც ისევ ვაკეთებ როგორც ვაკეთებდი ადრე, და მეც ისევ ვაკეთებ როგორც ადრე ვაკეთებდი, და მეც ისევ ვაკეთებ როგორც ადრე ვაკეთებდი... მე ეს შიზოფრენიული დემენციაც მწვავს შინაგანად ყოველგვარი მაცდური წამლების გარეშეც, მაგრამ ჩემი უთაბედო სუნთქვითაც მეტყობა რომ კარგად ვარ რეალურად, მაგრამ რეალურად აღარ ვარ რეალურ რეალობაში, მოლოდინში ცელიანი ფსიქოლოგის რომელიც მიჩვენებს სიკვდილის შვებას რომელსაც წლებია დავეძებდი მაგრამ მხოლოდ ეხლა მჭირდება... და მე დავბრუნდები იქ საიდანაც მოვედი რომ ისევ დავბრუნე უდანაშაულო და ახალგაზრდა ვესტალური არაფსიქომანი...
0 notes
schizophrennaisance · 4 years
Text
მაწანწალა და ღატაკად მშიერი შავი ძაღლის თვალით დანახულ სამყაროში, მე ვიყავ ფსიქომანი, გასხივოსნებული ჩემს სევდაში... (3)
***
კოგნიტური გაყოფა წინად ორ ცხოვრებაში, პარალელები ერთმანეთის მაგრამ ამავდროულად ერთნაირად სასრულნი თავიანთ სევდიან და არარეალურ დასკვნაში. და მეც შუაგზაში და შუაგზას იქეთ ჩავიძირე ედემის ტბაში ჩემი მასხარა ხომალდით, ჩავედით ტბის ფსკერში ერთად ხელჩაკიდებულნი, ფსკერის დემონებთან და ალქაჯ ჯამბაზებთან.
...ეს იყო სწორედაც "დიდებული ეგრესი" რომელზეც ამდენი წელია ვსაუბრობდი, წლები მანამდეც, შესაძლო დღეები ან მხოლოდ ერთი დღე მანამდე სანამ ვიქნებოდი "ფსიქოც" და "მანიც", და მე ამას ვთხრობ უკანასკნელად ფსკერიდან რომელიც არის ამგვარი წყვდიადი შემოსილი თავისუფლებათ, მე მოვკვდი მაგრამ არასაკმარისად მკვდარი ვარ ჯერ, რომ ვიგრძნო სიკვდილის შვება....
(ჩანამატი) ~ და ისევ გაისმოდა ის ხმა ბოროტი სიცილის მაგვარად: - ეს არის დასასრული. - ეს არის დასასრული. - ეს არის დასასრული
0 notes
schizophrennaisance · 4 years
Text
მაწანწალა და ღატაკად მშიერი შავი ძაღლის თვალით დანახულ სამყაროში, მე ვიყავ ფსიქომანი, გასხივოსნებული ჩემს სევდაში... (2)
***
განგმირული თხოვნა და მოთხოვნილება, განადგურებული ყოველგვარი დამოკიდებულება, მე როგორც ვიყავ ფსიქომანი ისივე ვიქეც' მხოლოდ "ფსიქოდ", ყოველგვარი "მანის" გარეშე.
და დადგა ის ნეტარე დროც როდესაც უკანასკნელად და "როგორც იქნად" მოვახერხე ედემის ტბის გადაცურვა, ბოროტების ბაღისკენ გაუხედავად, მივაღწიე ლამაზ ეკალ ბარდს ყოველგვარი ნაყოფის გარეშე...
ბარდნიც შემომეხვივნენ გულზე, მაგრამ არ მომაყენეს არანაირი ზიანი, არამედ კლიტულად იქცნენ და ინკუბირება მოახდინეს ჩემი ლამაზი ემოციების, როგორც ბუნებრივი კოლოფი ხელოვნურ კოლოფში.
მაგრამ უთუოდ ბარდნი ვის გაუგია ეკალთ გარეშე, ეკალნი რომლებიც თავიანთი ბოროტმოქმედი ჩურჩულნით მკაწრავდნენ და მჭრიდნენ, იხვევოდნენ ერთმანეთში და ხმამაღალი სიჩუმით შესძახოდნენ ჩემს გულსა და გონებას: - ეს არის დასასრული. - ეს არის დასასრული. - ეს არის დასასრული. ... და დასასრულმაც დაისასრულა ჩემზე და დამტოვა გაორებული, ორ ინდივიდ პირად ერთ არაინდივიდ პირში, აღარც მხოლოდ "ფსიქო" და აღარც ოდესღაც გადაკარგული "მანი", ისევ და ისევლე ფსიქომანი...
0 notes
schizophrennaisance · 4 years
Text
მაწანწალა და ღატაკად მშიერი შავი ძაღლის თვალით დანახულ სამყაროში, მე ვიყავ ფსიქომანი, გასხივოსნებული ჩემს სევდაში... (1)
***
კოლოსალურ დონის შიშში და განცდებში, გაბრუებული ყოველგარი სიგიჟითა და ტრაგედიით, ოხ, როგორ მიყვარდა ეს საფრთხოება.
და მე მინდოდა გადამეცურა ედემის ტბა, მაგრამ ამავდროულად შევსულიყავი ჩრდილთა და ბოროტებათა ბაღში, რომ მომეწყივტა ჯამბაზთა დარგული ყვავილი, ძალზედ მაცდური ყვავილი...
მაცდური ყვავილიც შემომხედავდა თავისი ციკლოპის თვალით და მკითხავდა: - რამ მოგიყვანა აქ ჩემო ძვირფასო პატარა ბიჭუნავ? - მე მომიყვანა განცდამ და მოვედ სიკვიდილის ფაეტონით. - ეგ "სიკვდილი" სიგიჟესთან სინონიმურია...
... დაე დაიმღერს შიზოფონიური ორკესტრიც უკანა პლანზე როდესაც მოვწყვეტ ყვავილს და დავასრულებ დაუსრულებელ შეთქმულებას, დისონანსურ შეთქმულებას. ძალზედ ავადმყოფურ შეთქმულებას...
0 notes
schizophrennaisance · 4 years
Text
დასამარებული განცდებში
***
მე ვარ კაცი უკლიტულო კლიტულით ჩაკეტილ კუბოში, დასამარებული ჩემს განცდებში... და ის ვინც მოვა და მოაღწევს ჩემი სულიერების საშველ - გადასარჩენად დაინახავს რეალობას, რომ მე ტანჯული მარტვილი ვარ ღმერთის გარეშე, მოხდება ზე კოგნიტური და არა კოგნიტური დისონასიც, მიწაზე ფეხის აღდგმის თუ ჩემ ღრმულში განმარტოვების.
... და სწორედაც თავის ნერწყევში დამხრჩვალი ავი ძაღლივით მე ჩავითრევ მაშველ და სინათლეს ჩემს ხელოვნურ კოლოფში, ეს არ არის რეზონანსი არამედ სრული სიგიჟე სიამოვნების ნიღბით...
ოხ ეს მდუმარე კედლებიც მიყვებიან ათას ამბავს თავისი სიჩუმით, მარტოობითა და იზოლაციით მიწამლავენ გონეს, დაე მე ვეღარ ვხედავ ჩემს რეალურ მარტვილობს როგორც ხედავენ ისინი ვინც ცდილობენ ჩემს ხსნას ამ ეგზისტენციალური კოშმარისაგან.
1 note · View note