Don't wanna be here? Send us removal request.
Text
შეწირულობა
თუ გსურთ გეოგრაფის დღიურს უკეთეს ტექნოლოგიურ აღჭურვაში და განვითარებაში დაეხმაროთ, შეგიძლიათ ნებისმიერი ოდენობის თანხა ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშის ნომერზე. პირველი მიზანი პროფესიონალური კამერის შეძენაა.
საქართველოს ბანკი:
GE50BG0000000384223700
მიმღები: გაგა მუმლაძე
ანგარიშის ნომერი: 47001024932
დიდი მადლობა
0 notes
Text
კლიმატის ცვლილება 2023 წელს
მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) გლობალური კლიმატის მდგომარეობის შესახებ 2023 წლის ბოლოს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით 2023 წელი ყველაზე ცხელი წელი იყო მას შემდეგ, რაც დედამიწაზე კლიმატური მონაცემების აღრიცხვა დაიწყეს. ანგარიშის მიხედვით 2023 წლის საშუალო ტემპერატურა 1,4°C-ით აღემატება ინდუსტრიამდელ (1850-1900) პერიოდს და ის აგრეთვე უსწორებს ამ საუკუნეში ყველაზე ცხელ წლებად ცნობილ 2016 და 2020 წლებს.
ანგარიშის მიხედვით 2015-2023 წლების პერიოდი ყველაზე ცხელ პერიოდადაა დასახელებული კლიმატის მონაცემთა შეგროვების ისტორიაში და 2023 წელს მომხდარმა "ელ ნინიოს" ფენომენმა კიდევ უფრო დაამძიმა კლიმატის ცვლილებ��თ გამოწვეული კატასტროფები დედამიწაზე. როგორც წესი "ელ ნინიო" ტემპერატურების მატებას მისი პიკის შემდეგ იწვევს და 2024 წელი სავარაუდოდ კიდევ უფრო ცხელი წელი იქნება.
გლობალური ტემპერატურათა ცვლილება შემდეგნაირად გამოიყურება:
ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე 50%-ით უფრო მაღალია, ვიდრე პრეინდუსტრიულ ეპოქაში და სავარაუდოდ მისი დონის ზრდა კვლავ გაგრძელდება.
მუდმივი დათბობისგან გამოწვეული მყინვარებისა და ყინულის დნობის გამო მსოფლიო ოკეანის დონის მატების ტემპი 2013-2022 წლებში ორჯერ აღემატება სატელიტური ჩანაწერების პირველ ათწლეულს (1993-2002). ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებო სიტუაციაა საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში. 2015 წელს თურქი მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მთელი შავი ზღვის 4,869 კილომეტრიან სანაპირო ზოლზე ყველაზე სწრაფად ზღვის დონე საქართველოს ქალაქ ფოთში იზრდება და შავი ზღვა აქტიურად "ყლაპავს" სანაპიროს. იგივე კვლევის მიხედვით ფოთში ზღვის დონის მატება 3,3-ჯერ აღემატება ბათუმში ზღვის დონის მატებას და 2,7-ჯერ რუსეთის ქალაქ ტუაფსეში ზღვის დონის მატებას (Avşar et al.2015). ფოთის სანაპირო ზოლისთვის დამატებით საფრთხედ 2017 წლის ფოთის საშუალოვადიან განვითარების დოკუმენტში ანაკლიის პორტის მშენებლობაა განხილული, რაც კიდევ უფრო მეტად გამოიწვევს სანაპირო ზოლის აწევას.
მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით შვეიცარიამ ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი მყინვარების 10% დაკარგა, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთრის სეზონზე ანტარქტიკის ყინულთა გავრცელების ფართობი რეკორდულად დაბალია. ანტარქტიკაზე 2023 წლის ზამთრის პერიოდში 1 მილიონი კვადრატული კილომეტრით ნაკლები გაყინული ფართობია, რაც უფრო დიდია, ვიდრე საფრანგეთის და გერმანიის ფართობი ერთად აღებული. კლიმატის ცვილების გამო დიდი საფრთხე ემუქრება საქართველოს მყინვარებსაც. ყოველწლიურად საქართველოს კავკასიონზე არსებული მყინვარების დაახლოებით 1% დნება (Toropov et al. 2019, Tielidze et al. 2020, 2022).
2021-2023 წლებში პრაღის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით საქართველოსა და ჩეხეთის ტყეები (მათი წარმოშობისა თუ რელიეფური განსხვავებებისა) ერთნაირად მოწყვლადია კლიმატის ცვილების მიერ მოხშირებული ტყის ხანძრების წინაშე. სპეციალურად შექმნილი ფორმულის მეშვეობით ჩეხეთის რესპუბლიკაში ყველაზე ხანძარსაშიში ადგილები დადგინდა. გლობალურმა დათბობამ გაზარდა ტყის მავნბლების გამრავლების პერიოდის ხანგრძლივობა და მოხდა მათი რაოდენობის მკვეთრი ზრდა, ამ ყველაფრის შედეგად ბევრად მეტი ხე დაზიანდა და 2020 წლის მონაცემებით ჩეხეთში რეკორდულად მაღალი ოდენობის, 35,8 მილიონი კუბური მეტრი ხე-ტყე გაიჩეხა. კვლევის მიხედვით ორივე ქვეყანაში მოხშირებული ტყის ხანძრებისა და ტყის მავნებლების მომრავლების ძირითადი მიზეზი კლიმატის დათბობაა (Mumladze, 2023).
გარემოსდაცვითი კვლევითი ორგანიზაცია Nacres-ის მიერ შეგროვებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ტყის ხანძრების სტატისტიკა საგრძნობლად გაიზარდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ჩვენს ქვეყანაში 2009 წლიდან 2020 წლამდე ტყის ხანძრების რიცხვი 16-ჯერაა გზარდილ.
ყველა ზემოთ მოყვანილი კვლევა თუ მაგალითი აჩვენებს, რომ საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების პრევენცია და აღმოფხვრა უნდა იყოს.
კლიმატის ცვლილება უკვე იწვევს მნიშვნელოვან ნეგატიურ ზეგავლენას მსოფლიოს ეკონომიკაზე, კვების უსაფრთხოებასა და ადამიანთა მიგრაციაზე.
კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების კუთხით უდიდესი სხვაობაა მსოფლიოს განვითარებულ და განვითარებად სამყაროს შორის. 2022 წელს განახლებადი ენერგო-რესურსების წილი მსოფლიო ენერგო-წარმოებაში 10%-ით გაიზარდა, რაც დიდწილად რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და მასზე ენერგოდამოკიდებულების შიშმა განაპირობა.
0 notes
Text
ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების პრეზიდენტები კლიმატის კრიზისზე რეაგირებას ითხოვენ
იტალიის, საბერძნეთის, ხორვატიის, სლოვენიის, მალტისა და პორტუგალიის ლიდერებმა კლიმატის ცვლილების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
ერთობლივი მოწოდება ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში მძვინვარე ხანძრების, წყალდიდობებისა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სხვა კატასტროფების ფონზე გაკეთდა:
„მიმდინარე ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენები ანადგურებს ეკოსისტემას და საფრთხეს უქმნის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, ცვლის ჩვენი ცხოვრების წესს. აღარ არის პოლიტიკური კომპრომისების დრო, ხმელთაშუა ზღვის ყველა ქვეყანამ უნდა მოახდინოს კოორდინაცია დ��� სათანადო რეაგირება, ყველა ქვეყანა კოლექტიური ძალისხმევით უნდა ჩაერთოს კლიმატის კრიზისის მოგვარებაში." - ნათქვამია განცხადებაში.
0 notes
Text
ფუტკრებს აქვთ ემოციები, გრძნობები და პოსტტრამვული სტრესიც კი?
2023 წლის მარტში, ამერიკელმა სტეფან ბაქმენმა გამოსცა წიგნი ფუტკრების შესახებ.
წიგნი ფუტკრის გონების მრავალფეროვნებას და სიძლიერეს ეძღვნება. წიგნში მოყვანილია მრავალი კვლევის შედეგი, რის მიხედვითაც ფუტკრის ქცევისა და ფსიქოლოგიის გასაოცარი სურათია დახატული. ბაქმენი ფუტკრებს უკვე 40 წელია სწავლობს.
კვლევები ამტკიცებენ, რომ ფუტკრებს შეუძლიათ აჩვენონ დახვეწილი, გასაოცარი ემოციები. ეს ემოციები წააგავს ოპტიმიზმს, იმედგაცრუებას, თამაშს და შიშს. ეს არის თვისებები, რომლებიც უფრო ხშირად ძუძუმწოვრებთან ასოცირდება. ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ ფუტკრები განიცდიან პოსტრამვულ სტრესს, მათ შეუძლიათ ამოიცნონ ადამიანთა სახეები, გაანალიზონ დიდი ხნის მოგონებები და სიზმრების ხილვაც კი ძალუძთ.
"ფუტკრებს აქვთ თვითშეგნების გარკვეული დონე, ისინი მგრძნობიარენი არიან და მათ შესაძლოა ცნობიერების პრიმიტიული ფორმაც ჰქონდეთ" - წერს ბაქმენი. „ისინი წყვეტენ პრობლემებს და შეუძლიათ აზროვნება. მათ შესაძლოა სუბიექტური გამოცდილების პრიმიტიული გააზრების უნარიც კი ჰქონდეთ“.
ბაქმენი იმედოვნებს, ფუტკრების დაწვრი��ებით შესწავლა იმოქმედებს ადამიანთა დამოკიდებულებაზე მათ მიმართ. რადგან უხერხემლოთა მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არც თუ ისე შემწყნარებლურია.
„ჩვენ ვანადგურებთ ფუტკრებს დიდი რაოდენობით აგროქიმიკატებით და ვანადგურებთ მათ ბუნებრივ საკვებ ჰაბიტატებს, როდესაც ადამიანები აღიარებენ, რომ ფუტკრები მგრძნობიარენი არიან და ისინიც იტანჯებიან, ვფიქრობ, დამოკიდებულება შეიცვლება.” - წერს ბაქმენი თავის წიგნში.
ერთ დროს გიჟური იდეა
იმის გამო, რომ ფუტკრის ტვინი ძალიან პატარაა და ყაყაჩოს თესლის ზომას უტოლდება, მხოლოდ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საკმარისად დახვეწილი ტექნოლოგიების გამოყენებით გახდა მისი ნეირობიოლოგიის შესწავლა შესაძლებელი.
„30 წლის წინ რომ ეთქვა ვინმეს ფუტკრებს ემოციები და შეგრძნებები გააჩნიათო, ამას გიჟურ იდეად მივიჩნევდი“ - ამბობს ლარს ჩიტკა, რომელიც მეფუტკრეობის საკითხებზე 1987 წლიდან მუშაობს და არის პროფესორი ლონდონის დედოფალი მერის უნივერსიტეტში. ჩიტკას წიგნი "ფუტკრის გონება" 2022 წელს გამოიცა და ბაქმენის წიგნში მნიშვნელოვან ადგილს სწორედ მისი კვლევები იკავებს.
ჩიტკას დამოკიდებულება ფუტკრის შესაძლებლობების შესახებ დროთა განმავლობაში შეიცვალა. ცვლილების მიზეზი კი მისი კვლევის შედეგებია, თუ როგორ სწავლობენ და ამუშავებენ ფუტკრები ინფორმაციას. 16 წლის წინ ჩატარებული კვლევის დროს, ჩიტკას ლაბორატორიამ დაადგინა, შეეძლოთ თუ არა ფუტკრებს ისწავლონ მტაცებლების თავიდან აცილება მხოლოდ შეგუებითი პასუხის სახით, რაც გამოცდილებიდან სწავლას გულისხმობს. ექსპერიმენტში გამოიყენეს რობოტი ობობა, რომელიც ყვავილე��ში დამალეს, მან კვლევის ფარგლებში ყვავილზე დამჯდარი ფუტკარი მოიტაცა და შემდეგ უვნებლად გაათავი��უფლა. ამ ექსპერიმენტის რამდენიმეჯერ გამეორების შემდეგ ფუტკრებმა დაიწყეს ყვავილთა შერჩევა და ცოტა ხანში მხოლოდ იმ ყვავილებზე სხდებოდნენ, სადაც ობობა არ იყო დამალული.
შემდეგი კვლევა ფუტკრების მგრძნობელობის შესახებ ჩატარდა, როგორც ცნობილია ადამიანთა განწყობას ქიმიური ნაერთები დოფამინი და სეროტონინი განაპირობებს, როგორც აღმოჩნდა ფუტკრებშიც იგივე ქიმიური ცვლილებები ხდება თუ მათ კარგ ან ცუდ განწყობაზე ყოფნის მიზეზი აქვთ. ფუტკრები გაყვეს ორ ჯგუფად, ერთმა ჯგუფმა მკვლევართაგან სიურპრიზი, საქაროზა დაიმსახურა, ხოლო მეორემ არა, აღნიშნული ექსპერმინეტის შემდეგ ფუტკრები, რომლებმაც "საჩუქარი" მიიღეს უფრო მეტი ენთუზიაზმით ირჯებოდნენ თაფლის შეგროვების საქმეში და მათ სხეულში დოფამინისა და სეროტონინის შემცველობა გაიზარდა, ხოლო ჯგუფი რომელსაც შაქარი არ ერგო, უფრო "ზარმაცობდა". ამავდროულად ჩატარდა ექსპერიმენტი, რომლის დროსაც ფუტკრების გარკვეული ჯგუფი მილში მოათავსეს და ძლიერად არხიეს, შეაწუხეს. შეწუხების შემდეგ "კარგად ყოფნის" განმაპირობებელი ნივთიერებების დოფამინისა და სეროტონინის შემცველობამ მათ სხეულში დაიკლო.
ბაქმენის წიგნის მიხედვით ფუტკრის ტვინს აქვს გარკვეული, სიამოვნების მიმღები და აღქმის ცენტრები.
ამ გასაოცარი მწერების მომავალთან ჩვენი პლანეტის მომავალი მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული. მიუხედავად მზარდი საფრთხეებისა, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეცნიერების მაღალ მწვერვალებზე ასვლა იმედს იძლევა, რომ კვლავ დიდ ხანს გააგრძელებენ ჩვენი თანამგზავრი მწერები ჩვენთან თანაცხოვრებას. როგორც დიდი ქართველი შოთა ნიშნიანიძე ამბობდა: "იმაზე დიდი რა უნდა იყოს,. კაცს თაფლი მისცე,. ღმერთს კი - სანთელი."
ავტორი: გაგა მუმლაძე
0 notes
Text
ივლისის სიცხეებმა მსოფლიოს მოსახლეობის 81%-ზე იმოქმედა
მსოფლიოს 200 ქვეყნის 4700 ქალაქში დღიური ტემპერატურის ანალიზმა აჩვენა, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულმა
ივლისის სიცხეებმა 6,5 მილიარდ ადამიანზე ��ოახდინა ზეგავლენა, ეს არის მსოფლიოს მოსახლეობის 81%. აღნიშნული კვლევა კლიმატის ინდექსის მეთოდით ჩატარდა.
კლიმატის ცვლილების ინდექსი
კლიმატის ცვლილების ინდექსი არის სპეციალურად შემუშავებული პარამეტრი, რომელიც 1-დან 5-მდე შკალით ფასდება. ეს ინსტრუმენტი ადარებს ამჟამინდელ კლიმატურ პირობებს, სათბურის ეფექტის მქონე აირების ჭარბი რაოდენობის გარეშე არსებულ პირობებთან.
კვლევის შედეგები
კლიმატის ცვლილების ინდექსმა მაქსიმალურ დონეს 10 ივლისს მიაღწია, ამ დღეს 3,5 მილიარდი ადამიანისთვის ტემპერატურა 3 ან უფრო მაღალი დონით შეფასდა. კვლევის შედეგებმა აგრეთვე აჩვენა, რომ ივლისის ყოველ დღეს კლიმატის ცვლილების ინდექსი მინიმუმ 2 დონეს მაინც შეესაბამებოდა.
კვლევა ჩაატარა ამერიკულმა ორგანიზაცია "კლიმატ-ცენტრალმა". ეს არის 15 წლის გამოცდილების მქონე არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც იკვლევს კლიმატს და ახდენს მონაცემთა ანალიზს.
0 notes
Text
2023 წლის ივლისი - ყველაზე ცხელი თვე კაცობრიობის ისტორიაში
კლიმატის სპეციალისტთა დასკვნით 2023 წლის ივლისი იყო ყველაზე ცხელი თვე კაცობრიობის ისტორიაში.
2023 წლის ივლისის პირველი სამი კვირის საშუალო ტემპერატურა მნიშვნელოვნად აღემატებოდა 2019 წელს დაფიქსირებულ რეკორდს. კლიმატური მონაცემების ანალიზით აგრეთვე დადგინდა, რომ დედამიწაზე დაფიქსირებული 30 ყველაზე ცხელი დღიდან 21 ივლისშია დაფიქსირებული.
გლობალური კლიმატის ცვლილება უკვე აღარ არის მომავლის პრობლემა და ის დღეს, განსაკუთრებით სწრაფი მასშტაბებით მიმდინარეობს. ჩვენს პლანეტას არაერთი მნიშვნელოვანი კლიმატის ცვლილება აქვს გამოვლილი, თუმცა ახლანდელ ცვლილებებს ადამიანთა ზემოქმედება იწვევს და ის განსაკუთრებულ უარყოფით ცვლილებებს გვიწინასწარმეტყველებს.
კლიმატის ცვლილების სამი ყველაზე მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზებია:
წიაღისეული საწვავი რესურსების (ნავთობი, ნახშირი) დიდი ოდენობით მოხმარენა;
ტყეების მასიური გაჩეხვა;
მსხვილფეხა პირუტყვის მეურნეობა;
1 note
·
View note