#ნისლი
Explore tagged Tumblr posts
Text
'რა უცნაურია, გაიფიქრა, როგორ ხდება, რომ, როცა ადამიანი მარტოა, უსულო საგნებში ეძიებს საყრდენს; ხეებში, წყაროში, ყვავილებში; ალბათ იმიტომ, რომ ვგრძნობთ, რომ მათში ავისახებით; ვგრძნობთ, რომ ერთნი ვართ; ვგრძნობთ, რომ ვიცნობთ ერთმანეთს და გარკვეული თვალსაზრისით მართლაც ერთნი ვართ; ამიტომაა, რომ მათ მიმართ ისეთ გამოუთქმელ სინაზეს განვიცდით (გრძელსა და მტკიცე სხივს შეავლო თვალი), როგორსაც საკუთარი თავის მიმართ. იჯდა გარინდებული, ჰაერში გაშეშებული საქსოვით ხელში, და უყურებდა, უყურებდა, როგორ ამოიფუყა მისი გონების საკნიდან, როგორ ამოიზარდა მისი სულის ტბიდან ნისლი, – სატრფოს შესაცნობად გამზადებული პატარძალი.'
ვირჯინია ვულფი
3 notes
·
View notes
Text
წარსულის ჩანაწერი.
"ჩვეულებრივი, უცნაური ამინდით.
ჩვეულებრივი და გაჩვეულებრივებული ადამიანებით სავსე ქუჩები.
ჩვეულებრივი გრძნობებით.
ცარიელი თვალებით.
ნაძალადევი ღიმილებით.
როგორც მე.
როგორც შენ.
და ერთი დიდი ქაოსია.
თუ ნისლია.
ყველა თავისი ტკივილებით და პირამოკერებული.
გაუცხოებული.
ქუჩები სავსეა ხალხით.
ისინი ერთმანეთის გვერდით დადიან.
თითქმის გვერდიგვერდ.
მაგრამ იმაზე შორს არიან ერთმანეთისგან, ვიდრე წარმოსადგენია.
და ყველა საკუთარ თავში ჩაკეტილი, ბრუნდებიან სახლში. თუ სად მიდიან.
ქაოსია.
და ქაოსია სულშიც.
დაკარგულები.
დაბრმავებულები.
დაყრუებულები ერთმანეთის სიჩუმით.
დამუნჯებულები.
და ქაოსია.
და ნისლი.
ერთმანეთის სიჩუმე წუის ყურებში.
ზოგის სიჩუმე იმდენად ხმამაღალია.
საკმარისია ამ ზოგმა ხმის ამოღება გაბე��ოს და.
იცი რა, გაივლის!
და შენ ისევ ჩუმდები.
არადა, რამხელა შვებაა, ვიღაცის გვერდში დგომა იგრძნო.
ერთმანეთის ტკივილების მოსმენა რომ შეგვეძლოს.
ერთმანეთის ჯვრის ტვირთვა.
სიყვარული რომ შეგვეძლოს.
გვერდში დგომა რომ შეგვეძლოს.
…"
2 notes
·
View notes
Text
ელეგია
შენი ადგილი ჩემთან არ არი,
გავიდა დრო და შენაც დამტოვე.
მაგრამ ზრახვები, დაუფარავი
ეურჩებიან ჩემ სიმარტოვეს.
გაცივდა მიწა, შენი საფლავის
ქვასთან მოვედი ისევ მდუმარე.
ძველი ლან���ები ისევ მზაფრავენ.
ჩემი სიზმრების ხშირი სტუმარი
გახდი და გახდნენ, და თან გახლიან,
ვერგადახსნილი ფეთქავს ვენები.
მომასვენებენ ჩუმი სახლიდან,
მეც არ ვურჩობ და მოვესვენები.
ზამთარი უფრო სამწუხაროა
თუ პეიზაჟებს ნისლი ედება,
თუ ვერაფერი ვერ გიხარია
და შენაც ჩემსკენ არ იხედები.
ვიხსენებ მუდამ, ხეთა ხეივანს,
როგორ ტკეპნიან ქუჩას ლანდები.
ვცხოვრობ წარსულში და უხეიროდ
ვერც მომავალში ვერ ვ���ბადები.
ცივია ღამე და ამგვარ ბინდში
ხეთა ჯარები იქცნენ ჩრდილებად.
მე ვეღარაფრით ვეღარ დავმშვიდდი,
აღარც სხეული მემორჩილება.
ვეღარც ვიცდი და ვეღარც დავდივარ,
ვიცი, ყოველ მხრივ ისევ მელიან
ლანდები, თუმცა თავად ლანდი ვარ.
შენი საფლავი ცარიელია.
ვიცი არ მოხვალ, არც გელოდება
ჩემი თავი და ჩემი სხეული.
უგუნურია ახლა გოდება,
გარდასულის და დავიწყებულის.
წესით შენ ახლა შორს უნდა იყო,
ცხრავე მთასა და ზღვარე შორეთში.
მიამიტს ალბათ მეგონა სიტყვით
და სიმარტოვით მოგიშორებდი.
რაც არის, არის - ვამბობ და მჯერა
ჩემი სიტყვების ფუჭი სიმართლე.
დაგემშვიდობე ვითომ ამჯერად
და წასასვლელად წამოვიმართე.
ხეები თავზე მადგან ჩრდილებად.
ლანდები ისევ ჩუმად მელიან.
ფეხები ძლივსღა მემორჩილება.
შენი საფლავი ცარიელია.
6 notes
·
View notes
Text
🏂🪅ჰეი მეგობრებო, დღეს მოდით ვისაუბროთ თვალის დაცვის მოწყობილობაზე სრიალის დროს - სათხილამურო სათვალე! 🥽
1. სათხილამურო სათვალეების როლი
სათხილამურო სათვალე არ არის მხოლოდ მაგარი, ისინი სუპერგმირები არიან ჩვენი თვალების დასაცავად! 🦸♂️
• ქარი და თოვლის დაცვა: თხილამურებით სრიალის დროს, ცივი ქარი და მფრინავი თოვლი არ არის თვალების გაღიზიანების საფარი, ხოლო სათხილამურო სათვალეები კარგი საშუალებაა ამ ფაქტორებისგან ჩვენი თვალების დასაცავად.
• მკაფიო ხედვა: სათხილამურო სტილის სხვადასხვა სტილი მოითხოვს თოვლის სათვალეებს სხვადასხვა სარკეებით, რათა უზრუნველყოს მკაფიო ხედი.
• საწინააღმდეგო ნისლი: სათხილამურო სათვალეები შექმნილია ერთი ფენით და ორმაგი ფენის ლინზებით, ხოლო ორმაგი ლინზების თოვლის სათვალეებს აქვთ კარგი საწინააღმდეგო ნისლის ეფექტი.
• UV დაცვა: თოვლის მიერ ასახული UV ინტენსივობა მაღალია და გრძელვადიანმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს "თოვლის სიბრმავე", ხოლო სათხილამურო სათვალეებს შეუძლიათ ეფექტურად თავიდან აიცილონ UV დაზიანება.
რატომ არის სათხილამურო სათვალე ასე პოპულარული? 🔥
1. ყინულისა და თოვლის სპორტის პოპულარობა
ყინულისა და თოვლის სპორტის პოპულარობით, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი შეუერთდა თხილამურების რიგებს და სათხილამურო სათვალეებზე მოთხოვნა ბუნებრივად გაიზარდა.
2. სამომხმარებლო ბაზის გაფართოება
მომხმარებელთა მოთხოვნა თოვლის სათვალეებზე აჩვენებს დივერსიფიკა��იის ტენდენციას და სხვადასხვა მომხმარებელს აქვს განსხვავებული მოთხოვნები ანტი-ნისლის შესრულების, გამჭვირვალობის, UV წინააღმდეგობის, გარეგნობის დიზაინის, კომფორტისა და თოვლის სათვალეების სხვა ასპექტების მიმართ.
3. მოდის ტენდენციები
სათხილამურო სათვალე აღარ არის მხოლოდ დამცავი აღჭურვილობა, არამედ მოდის ნივთები, რომლებიც აჩვენებენ პირად გემოვნებას და სტილს. ბრენდებმა წამოიწყეს მრავალფეროვანი დიზაინი, ავანგარდის ელემენტების ინტეგრირება და პერსონალიზებული პერსონალიზებული პერსონალიზაციის სერვისები სხვადასხვა მომხმარებლის ესთეტიკური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
4. სოციალური მედია აძლიერებს
თხილამურები სოციალურ ქსელში ახალგაზრდების ახალ თაობას შორის ცხელ თემად იქცა და მასში მონაწილეობას სოციალური უპირატესობა აქვს.👇👇
🏂🌁Skiing glasses RV coating in stock
💸 💵 Wholesale only
MOQ : 20pcs/per color( 44 models )
📞 Contact us 🙋♀️
wa.me/8613858844563
E-mail: [email protected]
#Stock_glasses_skiing_2025
T5108858
#ახალი_სათხილამურო_სათვალე
#სათხილამურო_სათვალე_ხელმისაწვდომია_მარაგიდან
#სათხილამურო_სათვალე_მოდური_და_მოდურია
0 notes
Text
ამინდი იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ
გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ თბილისში შესაძლოა, მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ამინდი იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +24 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, + 24 გრადუსი იქნება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ნისლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ნისლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი იქნება. #drpkhakadze Read the full article
0 notes
Text
წვიმს - მარინა გოგოლაშვილი
დილანდელი წვიმის ექო წვიმსნისლი ჩამოდგა ზღაპრად,როგორ ლამაზად წვიმს.ფრთები გავშალე, როგორცგოგომ – 16 წლის! არ მომაკაროთ ბოღმა,ეს წვიმა მტრობას შლის.ჰოდა, დავდივარ, როგორცგოგო – 16 წლის! წვიმა ჩავიცვი ჯავშნად,ფანტასტიკურად ცრის.დამიცავს, ქალს კი არა,გოგოს – 16 წლის! მე – როგორც წვიმის ჰანგი…მე – როგორც ნისლი ცის…არ მომაკაროთ შურიგოგოს – 16 წლის! განვლილი წლების სევდასეს წვიმა ლაღად შლისდა…
View On WordPress
0 notes
Text
5 notes
·
View notes
Photo
#ferris wheel#ლოლ ტროლ#მთაწმინდა#ყოო#fog#boredom#my pic#who cares#მოწყენილობა#იიიი#ნისლი#Georgia#Tbilisi
12 notes
·
View notes
Photo
წვიმამ და ნისლმაც აქ ვართო #rain #mist #batumi #ნისლი
2 notes
·
View notes
Photo
ნისლის ზღვის სიახლოვეს თოლიათა გუნდი თოვლის კამარას კრავდა,მაგრამ შენ,ჯონათან, შორიახლოს ეცეკვებოდი ნიავს. ისინი ფიქრობდნენ,რომ მათი ცხოვრების არსი ჭამასა და სმაში,ყოველდღიურ რუტინაშია. შენ კი ფიქრები ცოცხლად გჭამდნენ,იქამდე დაგღრღნეს ეჭვის ჭიებმა,ვიდრე არ მიხვდი,რომ არსებობს უფრო დიადი რამ,ვიდრე უბრალოდ არსებობა: შენ უნდა იცხოვრო,ისწავლო,აღმოაჩინო,განვითარდე, სრულ იქმნა... და ,დაე,რომელიმე ზღვის არსებამ გადაგყლაპოს, დაე,ყორნებმა დაგგლიჯონ მომაკვდავი, მე ვიცი,რომ ღიმილით შეხვდები უსულო სიკვდილს,რამეთუ,გწამს, ყოფიერების არსი თავის'უფლებაშია.
#ჯონათან ლივინგსტონობა#როგორი არტობა გამოვიდა#ეს დღე ^^#ვიუუ#ნისლი#love them too much#ნაშობა#friendship is the answer#❤#up&down#snow#mist
6 notes
·
View notes
Text
გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება.
10 notes
·
View notes
Text
მთის ხმაურში ნისლი მზაკვრულად იხლართება,
ჩაი ჯერ კიდევ ცხელია.
3 notes
·
View notes
Text
წყალთან დაბერდა ყანჩა,
მთაზე დაბერდა ნისლი,
შენკენ ბილიკიც არ ჩანს,
არც არაფერი ისმის.
და აი, რაღა დარმჩა -
ჩამოქანცული ფრთები,
ერთმანეთისთვის გავჩნდით,
უერთმანეთოდ ვქრებით...
თამაზ ჭილაძე
8 notes
·
View notes
Photo
ყოველ ჯერზე, როცა შაბათ-კვირა ახლოვდება, მე ქალაქში ვეღარ ვეტევი და დედაჩემიც ჯიუტად მეკითხება: "ნუთუ არ იღლები ამდენი წანწალით?!" (ოღონდ ეს "ამდენი" რამდენია არ ვიცი, რადგან პირადად მე მუდმივი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაქვს), სულ ერთი პასუხი მიტრიალებს გონებაში - "ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს. დანარჩენი არსებობაა", ჰო და, დავდივარ და მოგონებებს ვაგროვებ მეთქი.
გასულ შაბათ-კვირას ჩემი ცხოვრების მოგონებებს 2 გემრიელი დღე შეემატა. ტაბაწყური. და ამ მკაცრი ბუნებრივი პირობებით სახელგანთქმულმა ტბამ მხოლოდ სითბო დამიტოვა გულში.
თავისი კოხტა კუნძულითა და წყალში შეჭრილი, ზედ სოფელგაშენებული ნახევარკუნძულით, მთებში ჩარგული ეს ტბა მართლა გასაოცარ სანახაობას ქმნის. თავადაც მოხდენილ ტბას ძალიან უხდება და სულ სხვადასხვანაირად მომხვიბვლელს ხდის დილა, შუადღის მზე და დაისიც, მაგრამ ახლა, როცა მინდა ტაბაწყური გავიხსენო, თვალწინ სულ მაინც ღამის ტბა მიდგება - უთვალავი ვარსკვლავისა და ულამაზესი ნახევარმთვარის ფონზე, წყალზე მთვარის შუქის ანარეკლით, საოცრად გამოიყურებოდა ჩვენი ტაბაწყური.
პეიზაჟები ნამდვილად არ დაგვკლებია ამ ორ დღე-ღამეში:მთების გასწვრივ მოცურავე ნისლი, მზის სხივებით განათებული გაშლილი მდელოები მასზე შეფენილი ცხვრის ფარით, საოცრად მშვიდი დაისი და მისტიკური შემოღამება ტბაზე, შთამბეჭდავი აისი ცხრაწყაროს უღელტეხილიდან და ღამის ცა, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად მენატრება ხოლმე ქალაქში ყოფნისას. როგორი იყო? - ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ჩემს მაგივრად ალბათ სურათი იტყვის სათქმელს.
მაგრამ მხოლოდ პეიზაჟების გამო არ გამხდარა ეს ტბა ასეთი საყვარელი ჩემთვის. სილამაზით გამორჩეული ეს ტბა კიდევ იმით არის გამორჩეული, რომ იგი გარიელებისათვის ერთადერთ საბუდარ ტერიტორიას წარმოადგენს საქართველოში.
გარიელი? ტელესკოპით სულ ახლოდან დანახული ეს ყვინთია იხვი, თავისი შავი ბუმბულით, თითქოს ნახევარმთვარის ფორმის ღია ფერის თვალებითა და სტაფილოსფერი ნისკარტით (მამრი), ისეთია, რომ არ შეგიყვარდეს შეუძლებელია. მითუმეტეს, როცა იცი, რომ ამ ფრინველის შესანარჩუნებლად მკვლევართა ჯგუფი და უბრალოდ კარგი ადამიანები თავდაუზოგავად მუშაობენ.
მოკლედ, საოცარი ადგილია ეს ტაბაწყური, ლამაზი, განსხვავებული და მეტად საინტერესო.
11 notes
·
View notes