Tumgik
#ქვემო ქართლი
sheniekimi · 25 days
Link
0 notes
tamtadolidzetolia · 5 years
Photo
Tumblr media
გოხნარის ეკლესია გოხნარის ეკლესია XI საუკუნის ძეგლია, რომელიც ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოხნარში, წალკისკენ მიმავალი გზის პირას მდებარეობს.
0 notes
etobikoshvilispage · 4 years
Text
საფრთხისა და შესაძლებლობის გზაჯვარედინზე
,, ჩვენ, ყველანი ვგავდით მაშინ დამწყებ მოთამაშეს,რომელსაც აძლევენ პაიკს,სწირავენ მხედარს და რომელმაც არ იცის,რა ხდება”  – ეს სიტყვები კონფლიქტოლოგ მაია ცაბოშვილს ეკუთვნის და პირდაპირ ასახავს სსრკ-ს დაშლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.
საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ,როცა ქვეყანაში თითქმის არ არსებობდა სამოქალაქო საზოგადოება,სწორედ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ,,შეწირეს“ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას. უამრავი ადამიანი წავიდა ქვეყნიდან და ერთ დროს,მართლაც მულტიკულტურულ საქართველოს კულტურული ერთფეროვნების საფრთხე შეექმნა. სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურები შეეცადნენ ეთნიკური მრავალფეროვნება საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინათ,რისთვისაც კონფლიქტების გაჩაღებასაც არ ერიდებიდნენ. ამის შემდეგ წარმოიქმნა ეთნიკური დაპირისპირების რამდენიმე კერა,გახშირდა იძულებითი მიგრაციები,შეიცვალა ზოგიერთი რეგიონის ეთნოდემოგრაფიული სტრუქტურა.
საქართველოს ტერიტორია უძველესი დროიდან იყო მოქცეული ინტენსიური მიგრაციების არეალში. რეგიონში შემოდიოდნენ და მკვიდრდებიდნენ როგორც კავკასიის ხალხთა წარმომადგენლები,ასევე ცალკეული ჯგუფები მახლობელ აღმოსავლეთიდან. დროთა განმავლობაში კი,მიგრანტთა ჯვუფი ადგილობრივ მოსახლეობაში გაითქვიფა,სხვებმა კი ბოლომდე შეინარჩუნეს თავიანთი ეთნოგრაფიული სპეციფიკა. დღეს ჩვენს ქვეყანაში არის რამდენიმე ქალაქი,რეგიონი და მხარე,რომელიც კომპაქტურად არის დასახლებული ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობით,მათ შორის : აფხაზეთი,სამხრეთ ოსეთი,ქვემო ქართლი,სამცხე-ჯავახეთი,პანკისის ხეობა და თბილისი. სწორედ ამიტომ,ჩვენ ვამბობთ,რომ საქართველო მულტიეთნიკური ქვეყანაა,რაც ჩვენს სახელმწიფოებრიობას აძლიერებს. აძლევს შესაძლებლობას,რომ უკეთ წარმოჩინდეს მსოფლიო ასპარეზზე,გახდეს უფრო მეტად აქტიური და შექმნას ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება.
მულტიეთნიკურობა ბევრს საფრთხედ მიაჩნია და ამას იმით ამართლებენ,რომ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები საკუთარ კულტურას,ტრადიციებს და ეროვნებას შეურაწყოფენ. მე  ვფიქრობ,რომ მრავალეროვნულობა საფრთხე კი არა,შესაძლებლობაა.
მგონია,რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია,თავისი პიროვნული თვისებებით,შესაძლებლობებით,აზროვნებით,მოქნილობით,შეფასებით,უნარებით,წეს-ჩვეულებებით,ტრადიციებით,თვითშეგნებით,მოვალეობებითა და მენტალიტეტითაც. ამ ყველა თვისებითა და უნარით რომ მივიღოთ თითოეული ადამიანი,ამისთვის ტოლერანტობაის არსი  უნდა გვესმოდეს. ,,მოექეცი სხვას ისე,როგორც გინდა,რომ მოგექცნენ შენ“.
მაგალითად,თბილისის ერთ-ერთ უბანში ერთმანეთის გვერდით დგას ქართული ეკლესია,სომხური ეკლესია,სინაგოგა-ებრაელების სალოცავი და მეჩეთი,სადაც მუსლიმები ლოცულობენ. ცოტა მოშორებით კათოლიკური ეკლესიაცაა,რაც საერთო ჯამში ქმნის მრავალფეროვან გარემოს. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს,შევისწავლოთ სხვა ერის ენა,კულტურა,ტრადიციები,ისტორია,ადათი და ა.შ.
იმისთვის,რომ გამყარდეს სახელმწიფოებრივი სიძლიერე თითოეული მოქალაქე თანასწორი უნდა იყოს და მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა ყველა სფეროში ჩართვისა და მონაწილეობის. ჩვენ არ შეგვიძლია ისტორიული წარსულის შეცვლა,ამიტომ სამოქალაქო ინტეგრაციაზე უნდა ვიფიქროთ.
დღეს,საჯარო დისკუსია ან სპეციალური პროგრამა იმის შესახებ,თუ როგორ უნდა მოხდეს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში,რა პირობებში უნდა იარსებონ სამოქალაქო სივრცეში,ჩვენს ქვეყანაში რეალურად არ წარმოებს. ჩვენ არ გვაქვს ეთნიკური პოლიტიკა,რომელიც მიუხედავად ნებისმიერი ადამიანის ეთნოკულტურული წარმომავლობისა,მისცემდა თანაბარ შანსსა და შესაძლებლობებს სამუშაოს მიღებისა და სხვადასხვა პროცესებში მონაწილეობისას. ასევე მისცემდა არჩევანის საშუალებას,რომ თუ უნდათ საკუთარი ეთნოსური წარმომავლობის შენარჩუნება,საუბრობენ სხვა ენაზე და აქვთ სხვა რელიგია,არ უნდათ გაითქვიფონ უმრავლესობაში,ჰქონდეთ არჩევანის უფლება,დარჩნენ ისე,როგორც სურთ. ამისთვის წამახალისებელი ღონისძიებებია საჭირო,ხშირი დისკუსიები,ხშირი საუბრები,გაცვლითი პროგრამები,მეტი აქტიურობა,მეტი მოქმედება. ბუნებრივია,ყველა ერთ მაგიდასთან ვერ დავსხდებით მოსალაპარაკებლად,რიგი მიზეზების გამო,მაგრამ აზრის დაფიქსირება ხომ ყველას შეგვიძლია ცალ-ცალკე,მაგრამ ერთი მიზნისთვის.
სამოქალქო ინტეგრაციაში უდიდესი როლი აქვს მედიასაც. მედიისა და მასობრივი კომუნიკაციების საშუალებების გავლენა  ადამიანთა ცხოვრების წესზე,რწმენა-წარმოდგენასა და  შეხედულებებზე უსაზღვროდ დიდია. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიია      მე-7 პრინციპის თანახმად : ,,ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე;ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის,სქესის,სექსუალური ორიენტაციის,ენის,რელიგიის,პოლიტიკური და სხვა შეხედულებების,ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.“
2018 წელს ჯვარში ვიყავი სტუმრად ჩემს ახლო მეგობართან. იქ ბევრი სა��ნტერესო რამ ვნახე და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც აღმოვაჩინე – ურთიერთსიყვარულია.
ჯვარში ყოფნისას რამდენიმე აფხაზს შევხვდი. ყველა მახსოვს ძალიან კარგად და სახეები – კიდევ უფრო ცხადად.
,,ნეტავ როდის დავივიწყებთ ყველაფერს. დავბრუნდებით განა? შევძლებთ ერთმანეთის გვერდით ძველებურად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას? ნეტა თუ  ოდესმე გავაცნობიერებთ,რომ ,,ჩვენ“ და ,,,თქვენ“ არ არსებულა,არ ახსოვს ისტორიას (სახეზე ცრემლი ადგება) მტრები არასდროს (იღიმის) ვყოფილვართ. ეს არის ლაქა,რომელიც დარჩა და სვრის ისტორიის ფურცლებს. ეს ლაქა უნდა ჩამოირეცხოს (სახეზე ალი ედება,ცხარობს,ღელავს).“  ჭიქას სწევს 79 წლის მანუჩარ ბაბუა და მიჭახუნების ხმით ვხვდები,რომ ჭიქა მეც ამიწევია… გაგვიმარჯოსო! ქართულად თქვა და დალია. იმის წარმოდგენა,რომ თურმე აფხაზურ ოჯახში ქართულ-აფხაზური მეგობრობის სადღეგრძელოს ყოველ საღამოს სვამენ,მიჩენდა ეჭვს,რომ ტკბილ სიზმარს ვხედავდი…
ამით იმის თქმა მინდა,რომ ეთნიკური მრავალფეროვნება სულაც არ არის საფრთხე. ურთიერთსიყვარული ყოველთვის არსებობდა და დღესაც არსებობს. მთავარია დავინახოთ და სწორი ნაბიჯები გადავდგათ,მთავარია ვიმიქმედოთ.
შესაძლებლობებით სავსე სამყაროში არ არსებობს საფრთხეები,თუ თავად ჩვენ არ შევქმნით მას !..
Tumblr media
0 notes
hellbera · 3 years
Video
#nature #dandelions #green #breeze #sun #georgia🇬🇪 #visitgeorgia (at ქეშალო , ქვემო ქართლი) https://www.instagram.com/p/CODwb1hB5ea/?utm_medium=tumblr
0 notes
sheniekimi · 1 month
Link
0 notes
sheniekimi · 2 months
Link
0 notes
tamtadolidzetolia · 5 years
Text
თეჯისის წმ. გიორგის ეკლესია
თეჯისის წმ. გიორგის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტისსოფელ თეჯისში მდებარეობს. ტაძარს შემოვლებული აქვს მეგალითური გალავანი, რომელსაც ჰქონდა ქვის მონოლითით გადახურული…
View On WordPress
0 notes
tamtadolidzetolia · 5 years
Text
თეჯისის აია კონსტანტინი
თეჯისის (ჩოლაყის) აია კონსტანტინი ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტისსოფელ თეჯისში, პატარა მთაზე მდებარეობს. იგი შუასაუკუნეების ეკლესიაა, რომელსაც მეგალითური გალავანი აქვს.…
View On WordPress
0 notes
tamtadolidzetolia · 5 years
Text
თრიალეთის (პატარა ხრამის) პეტროგლიფები
თრიალეთის (პატარა ხრამის) პეტროგლიფები ქვემო ქართლში, დაბა წალკიდან 12 კმ-ის დაშორებით, სოფ. განთიადთან (ყოფილი სოფ. თაქ-ქილისა), მდ. ქციის მარჯვენა შენაკადის, მდ. ავდრის ხევის ხეობაში…
View On WordPress
0 notes