#ფასეულობები
Explore tagged Tumblr posts
Text
ვისთვისაა კარგი ფილმებისა და სერიალების საიტების დახურვა?
შემთხვევით გადავაწყდი გადაცემას, სადაც მიდის მსჯელობა, რა კარგია რომ ეს ქართულად თარგმნილი ფილმებისა და სერიალის საიტები დაიხურა, და ეს დასავლური სტანდარტია, და ბლაბლაბლა. რომ ხალხი უნდა დაეჩვიოს ფულის გადახდას ფილმის ნახვაში და ეს ჩვეულებრივი პროდუქტია. კი, ბატონო, როდესაც ქვეყანა განვითარებულია და დიდი, გარეწარი ბანდიტები არ გასხედან თავზე, და სრული დაცულობაა საზოგადოებაში, როდესაც მაღალი…
View On WordPress
0 notes
Text
რიტუალური ქართული გასტრომინია
რიტუალური ქართული გასტრომინია რიტუალური ქართული გასტრომინია უნიკალური ასპექტია ქართული კულტურის, რომელიც მოიცავს როგორც გემრიელ კერძებს, ასევე სულიერ და რიტუალურ მნიშვნელობას. ქართული სამზარეულო გამოირჩევა მდიდარი ტრადიციებით, რომლებიც განაპირობებს კერძების მზადების სპეციფიურ წესებს, რაც განსაკუთრებით აღინიშნება სხვადასხვა კულტურულ და რელიგიურ დღესასწაულებზე. ტრადიციული ქართული კერძები და მათი რიტუალური მნიშვნელობა ქართული სამზარეულო ცნობილია მრავალფეროვანი და გემრიელი კერძებით, როგორიცაა ხაჭაპური, ხინკალი, ლობიო და ბევრი სხვა. ამ კერძებს ხშირად ამზადებენ სპეციალური რიტუალების დროს, რომლებიც მდიდარია სულიერი და კულტურული მნიშვნელობით. მაგალითად, ღვთისმშობლის დღესასწაულზე, ოჯახის წევრები იყენებენ განსაზღვრულ ინგრედიენტებს და კონკრეტულ წესებს, რაც სტუმრების აღფრთოვანებას იწვევს და ოჯახური სითბოს ატმოსფეროს ქმნის. დალი ცატავა - გასტრონომიული კულტურის მკვლევარი, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი „არამატერიალური ფასეულობები ფასობდა #drpkhakadze Read the full article
0 notes
Text
ნარკოტიკი - ნამდვილი იტალიური ტრაგედია
| ლუთერული წერილები - პიერ პაოლო პაზოლინი
თარგმანი: ლაშა კალანდაძე
მათთვის, ვინც ნარკოტიკებს არ მოიხმარს, ნარკომანი “განსხვავებულია. ამგვარად, ის ამორიცხულია ადამიანთა რიგებიდან მის მიმართ გამოვლენილი რასისტული აღშფოთების, ან შესაძლო თანაგრძნობისა და გაგების გამო. “განსხვავებულებთან” ურთიერთობაში შემწყნარებლობა და შეუწყნარებლობა ერთი და იგივე ფენომენია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თუ შეუწყნარებელს მიაჩნია, რომ განსხვავებულის განსხვავებულობას არავითარი ახსნა არ მოეძებნება და, შესაბამისად, ის მარტოოდენ ზიზღს იმსახურებს, შემწყნარებელი ადამიანი მეტ-ნაკლები გულწრფელობით საკუთარ თავს ხშირად ეკითხება ამ “განსხვავებულობის” მიზეზებს.
მეცა და ჩემი მკითხველიც “შემწყნარებელი” ადამიანები ვართ - განა ამაზე ორი აზრი არსებობს? შესაბამისად, ვსვამ შემდეგ კითხვას: რა არის მიზეზი იმისა, რომ ნარკოდამოკიდებული “განსხვავებული” ადამიანი ნარკოტიკს მოიხმარს? რასაკვირველია, ინდივიდუალური შემთხვევებისთვის კონკრეტული ახსნა არსებობს, სახელდობრ, ფსიქოლოგია. თუ ყოველგვარი სენტიმენტების, მორალისა და თანაგრძნობის გარეშე, ერთი კონკრეტული, ნარკოდამოკიდებული ინდივიდის განხილვასა და გაანალიზებას დავაპირებ, მისი ცხოვრების - ბავშვობის, შობლების, ნეგატიური გავლენების და ა.შ. - შესწავლა მომიწევს. ასე რომ, ისეთი მწირი ფსიქოლოგიური ცოდნაც კი, რაზეც ყოველ ინტელექტუალს მიუწვდება ხელი, გარკვეული დიაგნოზის გასაკეთებლად საკმარისია. ეს დიაგნოზი კი, სხვათა შორის, მუდამ ერთი და იგივეა: სიკვდილის სურვილი. ეს ინდივიდუალური “მიზანი”, ხშირად გაცნობიერებულიც კი, რეტროაქტიურ ნათელს ჰფენს მთლიანად საანალიზო ინდივიდუალობას, რომელიც, ამგვარად ჩამოყალიბებული, სიღრმისეულად თანმიმდევრულია: თავისთავადი, უნიკალური ერთიანობა. “განსხვავებულობა” ყოველთვის მოუხელთებელია.
მაგრამ თუ ცალკეულ, ერთ კონკრეტულ ნარკომომხმარებელთან მიმართება ვერ გვთავაზობ�� გამოსავალს და მას კონტექსტი არ გააჩნია (თანაც, ერთ “კერძო” შემთხვევამდე დაყვანილი უკიდურესი კონკრეტიზაცია ისტორიისთვის გამოუსადეგარია), მომხმარებელთა მასის, უფრო სწორად, ზოგადად ნარკოტიკის ფენომენის განხილვით, პირიქით, შესაძლებელია ამ მოვლენის რაციონალიზება, მისთვის ისტორიული კონტექსტის მინიჭება.
ჩემი ძალიან მწირი გამოცდილებიდან, ერთადერთი, რაც ნარკოტიკების შესახებ ვიცი, ისაა, რომ ის ყოველთვის სუროგატია, კონკრეტულად კი - კულტურის სუროგატი. ამგვარი ფორმულირება ძალიან ზერელე, ამრტივი და ზოგადია. მაგრამ ახლოდან დაკვირვებისას სირთულეებსაც ვხედავთ. როგორც წესი, ხშირად, ნარკოტიკები სიკვდილის სურვილისგან გამოწვეულ ანუ, კულტურულ სიცარიელეს ავსებენ. კულტურის შესაყვარებლად დიდი სიცოცხლისუნარიანობაა საჭირო. კულტურა სპეციფიკური, ან უკეთ - კლასობრივი გაგებით, ფლობას ნიშნავს: და არაფერს სჭირდება უფრო ძლიერი და მძვინვარე ენერგია, ვიდრე ფლობის წადილს. ვისაც ამ ენერგიის სულ მცირე დოზა მაინც არ გააჩნია, ის ნებდება. და ვინაიდან ჩვენ ზოგად ინდივიდზე ვლაპარაკობთ, რომელიც, თავისი ტრამვებისა და სენსიტიურობის გამო, სპეციფიკურ, ელიტის კულტურას მიეკუთვნება, მის გარშემო იქმნება კულტურული სიცარიელე. ამ სიცარიელის შექმნა, სხვათა შორის, თავად ამ ინდივიდსაც კი სწადია (რათა შექმნას სიკვდილის შესაძლებლობა) და მას ნარკოტიკების სუროგატით ავსებს. ნარკოტიკების ეფექტი ჰბაძავს რაციონალურ ცოდნას გამოცდილებით, რომელიც ამ ცოდნიდან “გადახრაა”, მაგრამ ამავე დროს მისი მსგავსიცაა.
ამგვარ შემთხვევებს უფრო მაღალ კულტურულ დონეზეც კი ვხვდებით: არსებობენ მწერლები და ხელოვანები, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ. რა მიზნით? ვფიქრობ, ისინიც სიცარიელეს ივსებენ, მაგრამ მხოლოდ კულტურულ სიცარიელეს კი არა, არამედ - აუცილებლობისა და წარმოსახვის სიცარიელეს. ასეთ შემთხვევებში, დახვეწილობას სასოწარკვეთა, ხოლო სტილს - მანერიზმი ცვლის. არავის განვსჯი. უბრალოდ ვამბობ, რომ არსებობს პერიოდები, როდესაც უდიდესი ხელოვანებიც კი ყველაზე სასოწარკვეთილი მანიერისტები არიან.
მკითხველი აუცილებლად შენიშნავდა, რომ ნარკოტიკების ფენომენზე ისე ვლაპარაკობ, როგორც ათი ან ოცი წლის წინ, მეტიც, საუკუნის წინ ვილაპარაკებდი.
მე ვგულისხმობდი ინდივიდებს, რომლებსაც კონკრეტულ და კერძო შემთხვევებში, სურდათ თავდავიწყება, “ყველაფრის უარყოფა, კულტურის ღირებულებების მიერ შემოთავაზებულ სიამოვნებებზე უარის თქმა, ფლობისა და პყრობის პრივილეგიების უკუგდება; ანუ, ფაქტობრივად, ვლაპარაკობდი ელიტის - კლასის - სპეციფიკურ კულტურაზე.
მაგრამ სიტყვა “კულტურა” აქ მხოლოდ ელიტის, კლასის სპეციფიკურ კულტურას არ ნიშნავს; ის ასევე (ამ სიტყვის მეცნიერული მნიშვნელობით - როდესაც მას ეთნოლოგები, ანთროპოლოგები, სოციოლოგები იყენებენ) მთლიანად ქვეყნის ცხოვრების წესსა და ცნობიერებას, ან ხალხის ისტორიულ ბუნებას შეესაბამება, მასთან ერთად კი, ხშირად, გაუცნობიერებელი და დაუწერელი ნორმების უსასრულო რიგებს, რაც განსაზღვრავს კიდე�� ამ ხალხის ქცევას, სინამდვილის მათეულ აღქმას.
არსებობს ისტორიული ეპოქები, სადაც ნარკოტიკის ადგილი არ რჩება - უფრო სწორად, ამ სივრცეში არ გვხვდება იმ ცალკეულ ინდივიდთა “შინაგანი” კულტურული სიცარიელეები, რომლებმაც გადაწყვიტეს, ამ სიცარიელის გამო, აღსასრულს მიაშურონ და ნარკოტიკების კულტურული სუროგატით მოისწრაფონ სიცოცხლე. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი პერიოდი, როდესაც ნარკოტიკებისთვის ადგილი არ მოიძებნებოდა, სულ ახლახანს და დიდი ზარ-ზეიმით განვვლეთ - სახელდობრ, კლერიკალურ-ფაშისტური რეპრესიების პერიოდი (ფაშიზმის ოცი და ქრისტიან-დემოკრატიული რეჟიმის ოცდაათი წელი). ამ პერიოდის განმავლობაში მმართველ, გლეხურ და პალეინდუსტრიულ მოსახლეობაში ფესვი გაედგა კულტურას, ან უკეთ რომ ვთქვათ, სხვადასხვა კულტურათა ქსელს, სადაც ფასეულობები და ქცევის მაგალითები სრულიად ურყევი იყო, ხოლო “ტრადიცია” - განსაკუთრებული. ვგულისხმობ იტალიას (ჩემდა სამარცხვინოდ, ჯერ კიდევ იტალიანისტი და დიალექტისტი ვარ), ანუ ქვეყანას, სადაც რევოლუცია არ მომხდარა და მმართველი კლასი რაოდენობრივად ოლიგარქიას წარმოადგენდა (ვატიკანი, ჩრდილოერთის დიდი ინდუსტრიები და სხვა დანარჩენები), ხოლო საშუალო კლასს ფინანსურად ოდნავ წელგამართული პლებეები აყალიბებდნენ. კლერიკალურ-ფაშისტური “რეპრესიები” ხალხური ფასეულობებისთვის ოფიციალური (შესაბამისად, იდიოტური, შეშლილი) მნიშვნელობის მინიჭებასა და პოლიციური მეთოდებით გავრცელებაში მდგომარეობდა.
ასეთ ისტორიულ ვითარებაში ნარკოტიკები კონკრეტულად საშუალო კლასისთვის დამახასიათებელი ფენომენი იყო - სპეციფიკურად ელიტური კლასის კულტურის სუროგატი. ჩვეულებრივ ხალხს მასთან შეხება არ ჰქონია. ხალხური “კულტურა” არც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა და არც კრიზისში იყო ���აფლული. ის არ შეცვლილა ასობით, ათასობით წლის განმავლობაში (ყველა ხალხური ტრადიცია სინამდვილეში ინტერნაციონალურია).
დღესაც კი პიაცა ნავონაზე რომ მოვხვდები და ნარკომანს დავინახავ, რომელიც მოწყენილი, საეჭვოდ დაყიალობს, მასში საშუალო კლასისთვის დამახასიათებელ უბედურებასა და უარყოფას ამოვიკთხავ ხოლმე და ვწყევლი იმ უცნობ გარემოებებს, რომლებმაც ეს კონკრეტული ადამიანი აუძილა, წიგნის კითხვის ნაცვლად ჰაშიში მოეწია. თუმცა, პიაცა ნავონაზე ასეთი, ერთობ რიტუალური შეხვედრა მაინც არაა ტიპური. გაცილებით მოსალოდნელია, ნარკომანს პიაცა დე ჩინკვეჩენტოს ან პიაცა კუატრიჩოლოს რომელიმე ბარში გადააწყდე.*
*[პაზოლინი ხაზს უსვამს იმას, რომ არაპრესტიჟულ, არაბურჟუაზიულ, ლუმპენპროლეტარიატით დასახლებულ უბნებში მომრავლდნენ ნარკომანები]
რისი თქმა მსურს ამით? იმის, რომ ნარკოტიკების ფენომენი უკანასკნელი ათი-ოცი წლის განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა. ის უკვემასებს და, შესაბამიასდ, ყველა სოციალურ კლასს ეხება (თუმცა, მისი მოდელი მაინც წვრილბურჟუაზიულია, სამოციანი წლების დიდი საპროტესტო მოძრაობის შედეგად მღებული).
ამგვარად, ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ნარკოტიკებისთვის სივრცე (თუ “სიცარიელე”) უსაშველოდ გაიზარდა.რატომ? იმიტომ, რომ იტალიაში განადგურდა ან განადგურების პროცესშია კულტურა ამ სიტყვის ანთროპოლოგიური მნიშვნელობით - “საყოველთაო” კულტურა. შესაბამისად, მისი ტრადიციული (ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით) ნიმუშები და ფასეულობები მხედველობაში უკვე აღარ მიიღება, ან მალე დადგება ამის დრო. მაგალითად, “ღმერთი” და “ოჯახი” ორი იდიოტური ფასეულობაა, როდესაც მათი სახელით მღვდლები და მორალისტები გვესაუბრებიან (ალბათ სამხედროებიც), მაგრამ ისინი თავისთავადი, თვითკმარი ფასეულობებია, როდესაც მათ მიხედვით ყალიბდება ხალხური ცხოვრების წესი (რომელიც შესაძლოა არც არის იმ დონეზე, რასაც ისტორიას ვუწოდებთ). დღეს მათ ძალა დაკარგეს. ახალგაზრდა ადამიანებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ნარკომომხმარებლებზე, ამ ფასეულობების სახელით ვეღარ დაელაპარაკები. მთელი კულტურის ფასეულობათა ამგვარმა დაკნინებამ ერთგვარი ანთროპოლოგიური ცვლილება გამოიწვია და ყოვლისმომცველი კრიზისი წარმოშვა. ამ პროცესში ყველა სოციალური კლასია ჩართული და ფასეულობების დაკარგვაც ყველას ეხება, თუმცა ყველაზე მეტად მაინც დაბალი კლასის ახალგაზრდები “დაიჩაგრნენ” სწორედ იმიტომ, რომ ისინი, მმართველი კლასის ახალგაზრდებ��ან შედარებით, გაცილებით დაცული და შეურყვნელი კულტურის მიხედვით ხოვრობდნენ.
ვხედავ, გაზეთ “უნიტაში” (1975 წლის 20 ივლისი) როგორ ცდილობენ ნარკოტიკების ფენომენის “შემოფარგვლას”, მის გამარტივებას და ერთობ კლასიკური სქემის მიხედვით მასში საზოგადოების დადანაშაულებას. სინამდვილეში ნარკოტიკების ფენომენი უფრო ვრცელი პრობლემის ნაწილია. და სწორედ ეს მეორე, უფრო ვრცელი და ყოვლისმომცველი ფენომენია მხედველობაში მისაღები, სწორედ ესაა ჭეშმარიტი, მთავარი ისტორიული ტრაგედია. ვიმეორებ, ესაა მთელი კულტურის ფასეულობების გაუქმება, რომელთა ადგილიც ახალი კულტურის ფასეულობებს ჯერ არ დაუკავებია (თუ, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდებით იმას, რომ კონსუმერიზმი “კულტურულად”” ვაღიაროთ. თუმცა, ეს ადაპტაცია, საუბედუროდ, ერთადერთი სწორი გამოსავალი იქნება).
ამდენად, ფასეულობების შეუქცევადი კარგვის პრობლემა, რომელიც ნარკომოხმარების უაღრესად ფართოდ გავრცელებულ პრობლემას მოიცავს, მთელ ახალგაზრდობაზე ახდენს გავლენას. (ვიმეორებ, გამონაკლისია ის ახალგაზრდები, რომლებმაც ერთადერთ შესაძლო კულტურულ გამოსავალს მიაგნეს და კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანდნენ.) მთლიანობაში ახალგაზრდა იტალიელები ქმნიან სოციალურს წყლულს, რომელსაც ალბათ ვეღარ ვუმკურნალებთ. ისინი ან უბედურები არიან, ან - კრიმინალები (ან კრიმინალური მენტალიტეტის მატარებელნი); ან ექსტრემისტები არიან, ან - კონფორმისტები. ამ ყველაფრის მასშტაბები ჯერ კიდევ არ ვიცით. ახალგაზრდების ურყევი გადაწყვეტილებაა, იცხოვრონ ამ სიცარიელითა და დანაკარგით, გადაიქცნენ მიუწვდომელ არსებებად;ანუ, უარი თქვან ყველაფერზე, რისი სახელითაც მათთან საუბარი შეიძლება (სუბკულტურული თემების გამოკლებით). იმის გამო, რომ ამ გადაწყვეტილების სათავეში ნარკოტიკების მომხმარებლები გვევლინებიან, არანაირი სათუთი გრძნობები არ გამაჩნია მათ მიმართ. პირიქით, ძლიერ უარყოფით წინასწარგანწყობას ვგრძნობ მათდამი: ერთ მხარეს მათი შანტაჟი და მუქარაა, რომ განახორციელებენ თავიანთ მითოლოგიზებულ, სუბკულტურულ აქტს, მეორე მხარეს კი ჩემი პირადი დამოკიდებულება: ის, რომ ვერ ვიტან დანებებას, გაქცევას, რაღაც გაურკვევლისთვის თავის შეფარებას.
სწორედ ამიტომ, როცა პანელამ მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა და “დაუმორჩილებლობის” ჟესტი გააკეთა, მაშინვე მინიმუმ ათი სხვა მიზეზი მომაფიქრდა ანალოგიური დაუმორჩილებლობის ჟესტის გასაკეთებლად და პანელასთვის მემარცხენეობაში გადა��ასწრებად. ოდესმე დავასახელებ ამ მიზეზებს. მანამდე კი უნდა ვთქვა: როგორც იქნა, მივხვდი, რატომაა ნარკოტ���კების (მათ შორის ძლიერი ნარკოტიკებისაც) დეკრიმინალიზაციის მოთხოვნა ნამდვილი შემწყნარებლობისთვის ბრძოლის ცენტრალური, არაპერიფერიული ასპექტი. რატომ?
თითქმის ყველა ინტელექტუალი დარწმუნებულია, რომ იტალიაში ვითარება გაუმჯობესდა. სინამდვილეში, იტალია საშინელი ადგილია; ამის მისახვედრად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ რამდენიმე დღით გასვლას კი საკმარისია. ბარსელონადან დაბრუნების შემდეგ (ქალაქი, რომელის საშინლად გაფორიაქებს, სადაც წარსული სულისშემხუთავია) ცხადად დავინახე იმ უფსკრულის მასშტაბი, რომელშიც იტალიელები მატლებივით ფუსფუსებენ. უპირველეს ყოვლისა, სწორედ ახალგაზრდები მყავს მხედველობაში. შესაბამისად, თუ რომელიმე ახალგაზრდა თავის თავში აღმოაჩენს სიკვდილის სურვილს, გნებავთ გაუცნობიერებლად, გნებავთ სუბკულტურული მითოლოგიზების მეშვეობით, როგორ მოახერხებს მის შეჩერებას საზოგადოება, რომელიც მას ასეთ საზარელ და ტრაგიკულ სპექტაკლს სთავაზობს?
“კორიერე დელა სერა”, 1975 წლის 24 ივლისი.
8 notes
·
View notes
Text
გ.ფ
გამოყლეებული ვარ შენზე, ძალიან მიხარია რო გაიჩითე ჩემს ცხოვრებში, კიარადა ესე ოფიციალურად სულ იყავი, მაგრამ ნიკას გაცნობა თუნდაც მარტო იმიტომ ღირდა, რიმ თავიდან აღმომეჩინე. ძალიან განვიცდი, იმას, რომ როცა დრო იყო და როცა შენ გევასებოდი სხვა მხარეს ვიყურებოდი... უფროსწორად ძალიან პატარები ვიყავით და აბსოლუუტურად სხვა ფასეულობები მქონდა-ის გოიმი შაკო 😅 მაგრამ დარწმუნებული ვარ მაშინ რო რამე მკმხდარიყო, როცა 9 წლისებითუ რაღაც ვიყავით, ეხლა არ გამისწორდებოდი ესე...
პირველად რაც გნახე, ნუ ეხლა ყოველ შემთხვევაში. გამუდმებით შენზე ვფიქრობ, იმენა სულ, დასაძინებლად ვწვები და შენზე ფიქრი არ მაძინებს, ბოლოს ფიქრით გადატვირთულს თუ ჩამეძინა, როგორც კი ვიღვიძებ ის ფიქრი მაწუხებს, რა კარგი იქნებოდა ჩემს გვერდით რომ იყო...
ის რაღაც უზარმაზარი ყლეობაც იმიტომმმოგწერე, რომ მეშინია ამ გრძნობის, ძაან მეშინია... იმიტორო მეეჭვება ეს სიყვარული იყოს და თუ ვაიდა რამე გაიჩითა და თუ შემიყვარდი აი საერთოდ არ მინდა, რომ ამაზე მეტად გავჭედო... მაგრამ ხომ ხედავ, ვერ შევძელი შენი ყლეზე დაკიდება, რადგან ზუსტად იმ ტექსტის მერე დამენძრა, როცა გავაანალიზე რო ის მინიმალური შანსიც კოვკალი, რაც იყო ჩვენს შირის...
ყველაზე მეტად იცი რა მინდა?! რომ შენი სუნი ვიცოდე... ამ დედამოტყნული კორონას გამო, არ ვიცი როგორი სუნიგაქვს. ცოტა გიჟურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ყველა ადამიანი თავისი სუნით მიყვარს, შენზე კი უმნიშვნელოვანესი რამ არ ვიცი... ��დესმე თუ დამიბრუნდა ყნოსვა, გავიგე და მომეწონა შენი სუნი, ჩემთვის იდეალური იქნები ალბათ 😅
2 notes
·
View notes
Text
დიდი დაძინების ქარაფი
Ჩვენი ქვეყნის ჭაობში ტივტივმა გამიჩინა სურვილი ორიოდე სიტყვა მეთქვა დღევანდელ სიტუაციაზე. Ყველაფერს თავიდან დავიწყებ, ჩემთვის ყოველთვის აღმაშფოთბელი იყო ფაქტი, რომ საუკუნის წინ ევროპის გზაზე დამდგარი სახელმწიფო ასე უცაბედად გადაეშვა დიდი დაძინების ქარაფში და უკვე მრავალი ათწლეულია ლამბობს ამ ქარაფიდან ამოსვლას, მაგრამ ამაოდ. Სახელმწიფო, რომელსაც 1921 წელს სრ��ლფასოვანი პარლამენტი ჰქონდა, მასში 5 ქალი წევრით, დღეს, 100 წლის შემდეგ იმაზე უკანაა ვიდრე ოდესმე. Მაშინ, როდესაც საქართელო Დემოკრატიული სახელმწიფოს შენებისკენ აღმასვლას იწყებდა ბევრი დღევანდელი მოწინავე სახელმწიფო ბატონყმობის გადავრადნას ეგუებოდა და გლეხების თვითმკვლელობის თავიდან აცილებას ცდილობდა, მაგრამ საბჭოთა სასტიკმა ტყვეობამ საბოლოოდ ბოლო მოუღო იმ დემოკრატიულობას, განვითარებას, ქართულ მყოფადს და დაამახინჯა მსოფლმხედველობა ხახლისა. Იმდენად დიდი აღმოჩნდა მარქსისტული მოძღვრების მქადაგებელთა პროპაგანდა, რომ დღესდღეობითაც უცაბედად ვციდოლბთ მისგან გათავისუფლებას. 70 წლიანი უძრაობა ჩვენი ქვეყნისთის დამღუპველი აღმოჩნდა, საზოგადოებამ საბოლოოდ დაივიწყა ქართველი მოაზროვნეების ხედვა, იმ მოაზროვნეების, რომლითაც დღეს ასე ამაყობენ, მაგრამ რეალურად ვერც აცნობიერებენ რას ქადაგებდა ილია, ვაჟა ან აკაკი. Მათი ფასეულობები უმეცარი საზოგადოებისთვის მიუწვდომელია, რაც ცალსახად მათი ბრალი არაა, მე ყოველთვის ვცდილობ მიზეზი სტალინურ რეჟიმში ვიპოვო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში პრობლემას განათლებაში ვხედავ. Დღევანდელი სისტემა საკმაოდ მდარეა. Სკოლა, საზოგადოება, ოჯახი, ეს სამი ფაქტორი უმეტესად დიდ როლს თამშობს ინდივიდის ჩამოყალიბებაში, მაგრამ სამივე მათგანი უმეცარი, არასწორი ფასეულებების მატარებელი და გამოუსადეგარია. Აღმაშფოთბელია ფაქტი, რომ დღემდე აქტ��ალურია “კაი ბიჭობა”, რეალურად ეს ხალხი, რომლებიც ცდილობენ კაი ბიჭები იყვნენ არც კაი ბიჭები არიან, და არც წესიერები, ისინი სადღც შუაში არიან გაჩხერილები და საკუთარი წარუმატებელი ცხოვრებისა და კომპლექსების გადამკიდე აგრესია უჩნდებათ ცხოვრების მიმართ, რასაც ძალადობით გამოხატავენ. Ცოტა წარმოუდგენელია ვაჟას შთამომავლობა იყოს ასეთი ბნელი. Ბრბო, რომელშიც ერთი ორი იგი და ბალახისფერი კაცი გამოერევა, საფრთხეშია, ჯერ ერთი იმიტომ, რომ მასაც მენტალური რევოლუცია ელის და მეორე მან მისი განსხვავებულობით შეიძლება ბრბო განარისხოს და მსხვერლი გახდეს ძალადობისა. Ნამდვილად წარმოუდგენელია 21-ე საუკუნეში ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაზე , რომ გვიწევს საუბარი, მაგრამ ეს ჩენი რეალობაა, მიზეზს რა მნიშნელობა აქვს? Თვითონ ფაქტია ყურადსაღები. Ეს მდარე, საშინელი, უკიდეგანოდ სამარცხვინო მენტალობა, რომელიც ძველი ქართული მსოფლმხედველობის საბჭოეთთან ზიარების შედეგად დამახინჯდა და ჩამოუყალიბდა ხალხს. Ოჯახი, რომელიც შოთას იდეალებზე უნდა ზრდიდეს ბავშვს არასწორ იდეალებს აჩვევს. Ასევე საინტერესოა ჩემი თანატოლების აზროვნებაც, ისიც დიდად არ განსხვავდებიან მამების თაობისგან, რაც ისევ და ისევ უძრაობის მარადიულ ციკლზე გვაბრუნებს. Გამოსავალს ყოველთის განათლებაში ვხედავ, საჭიროა სკოლა მაქსიმალურად ფორმირდეს და მიზნად სწორი ფასეულობების ჩამოყალიბება დაისახოს. Საჭიროა კრეონის, ალუდასა და ჯოყოლასეული მეტამორფოზა, რომელიც დაანახებს საზოგადოებას სინათლეს.
3 notes
·
View notes
Text
გენერალი გოგი თათუხაშვილი რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება.
,,რუსთავი 2″_ის ,,დემონტაჟმა” ორმაგად ამაფორიაქა. საყვარელი და საიმედო ტელევიზიის მიმართ განხორციელებულმა სანქციებმა თხუთმეტი წლის უკანდელი რეალობა დამიყენა თვალწინ. როდესაც მშობლიური და შემდეგ შვილივით შინაგანი ჯარი საკუთარი ხელით დამაშლევიეს. ასე მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ შვილი მომიკლეს, შვილი მომიკლეს შალვამდე. მაშინ მივხვდი და ეხლა დამიდასტურდა, რომ ანგარიშგასაწევი, ნაციონალური მუხტით სავსე ძალა, შეკრული კოლექტივი, სახელმწიფოს შიდა და გარე მტრებს არ სჭირდებათ, არ უნდათ. ებრძვიან რა ფორმითაც შეუძლიათ! ებრძვიან და ჯერ-ჯერობით იმარჯვებენ, რადგანაც დასაყრდენი შინა ჰყავთ ,,ხემ, ნაჯახი რას მიზამდა, ტარი ხისა რომ არ ჰქონდესო”
ვისაც როგორც უნდა ისე ჩათვალოს, ვიტყვი :- 2004 წელს შინაგანი ჯარის პირადი შემადგენლობის ყველა რგოლმა აჩვენა , რომ საქართველოში შესაძლებელია ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში სულთმობრძავი შენაერთიდან მოტივირებული, ძლიერი, ნების��იერი ამოცანის შემსრულებელი ჯარის შექმნა. შესაბამისი ტექნიკით, აღჭურვილობით. ამაყი ვარ, რომ ეს ჩემი სარდლობის პერიოდში მოხდა! ჩვენ ეს შევძელით შრომის, უძილო ღამეების ფასად, ჩვენ ეს გამოგვივიდა! რაც შემდეგ მოხდა დასანანია, მაგრამ ფუჭად არასოდეს ჩაუვლია და არც ჩაივლის ,,განწირული სულისკვეთება” ჩვენ პრეცენდენტი შევქმენით! ჩვენ ნიჰილიზმის ბურუსს დავძლიეთ! და ეს ამად ღირდა! რადგანაც, რაც უკვე მოხდა, კიდევ იქნება…. იქნებ გონია რომელიმე სულგაყიდულ მოღალატეს, მოისპო შინაგანი ჯარები, აღარაა ?! -ძალა, არაფრად არასოდეს გარდაიქმნება ! ჩვენ ვართ, ვუძლებთ სირთულეებს-რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს ! ვიზრდებით, ვმძლავრდებით უმუშევრობაში, სხვადასხვა შენაერთებში, სამშობლოში, უცხოეთში… და სამშობლოს დაძახილზე ისევ ერთად ვიქნებით, რადგანაც ჩვენ წარმავალი ფასეულობები არ გვაერთიანებდა. ჩვენ სამშობლოს სიყვარული, ერთგულება, თანამებრძოლთა სისხლი გვკრავდა და გვადუღაბებს. ამას კი არ ეღალატება ! განსაცდელგამოვლილი უფრო ძლიერი, უფრო შეუპოვარი, ნაკლებშეცდომებიანი ვიქნებით და ეს დღე მოვა ! მე ამის მჯერა !
ყველაფერი იგივე მინდა ვთქვა რუსთ���ვი 2-ზე. თქვენ მხოლოდ ჟურნალისტები არ ხართ. თქვენ სამშობლოს ერთგული ჯარისკაცები ხართ ! ამიტომაც ჩემი მხედრული სალამი ,,რუსთავი2″-ს! ჩემი არცთუ ხანმოკლე მსახურის პერიოდში ბევრი უღირსი მაღალჩინოსნისთვის მხედრული სალამი არ მიმიცია. იციან ეს ჩემმა თანამებრძოლებმა ! თქვენ ეს დაიმსახურეთ, როგორც გმირებს პატივით გესალმებით ! თქვენ შეძელით რაც შეძელით! თქვენ გამოგივიდათ ევროპული სტანდარტების ნიჭიერი ტელევიზიის შექმნა! თქვენი ხმა სწვდებოდა და მჯერა, კიდევ მიწვდება მსოფლიოს!
. მადლობა სამშობლოს სამსახურისთვის ! ჩვენ კიდევ შევხვდებით! წარმატებები…
მთავარი ტელევიზიისგან ველი ბიძინა ივანიშვილის, პრორუსული ძალების და წითელი ინტელიგენციის საბოლოო დასამარებას ! თქვენ ეს ერთხელ უკვე შესძელით, 2003 წლის მოვლენებში დიდია თქვენი წვლილი. მე და ყველა პატრიოტი თქვენს გვერდითა ვართ ! ღმერთი ფარავდეს საქართველოს და მისთვის მებრძოლ ყველა ჯარისკაცს !
P.S . ჩემო შინაგანელებო ! 12 სექტემბერს შინაგანი ჯარის დაბადების დღეა. სიტყვას გაძლევთ ეს უკანასკნელია, როდესაც ჩვენ ამ დღეს ფარულად აღვნიშნავთ.-წერს გენერალი გოგი თათუხაშვილი.
��ემი მხედრული სალამი ,,რუსთავი2″-ის ყოფილ გუნდს! თქვენ მხოლოდ ჟურნალისტები არ ხართ. თქვენ სამშობლოს ერთგული ჯარისკაცები ხართ!-გოგი თათუხაშვილი გენერალი გოგი თათუხაშვილი რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება.
0 notes
Text
მომენტი, რომელიც არ გავიწყდება არასდროს სულ შენთან არის და გაძლევს ამოსუნთქვის საშუალებას . ადამიანი, რომელიც სულ თან გყავს და შენიანია და ამასობაში ფიქრობ, რომ არც არის ბოლომდე შენი. მომენტია დრო, რომელიც გიყვარს ხანდახან გავიწყდება, მაგრამ დღის ბოლოს მაინც შენთან არის. მიყვარს, მაგრამ ძნელი ტიპია. გაკუ��ტებული არსი, მაგრამ თითქოსდა როგორი ფარსი. რთული, მაგრამ, როგორი ადვილი. მიჭირს, მაგრამ ამასობაშ, როგორი ადვილია ლაპარაკი, მაგრამ ყველაფერზე არა. გახედავ დაგიბრიალებს თვალებს და ხვდები, რომ რაღაცაშია საქმე. თეთრი შურით მშრს, რადგან თავს ყოველთვის მართლად თვლის. არვარ სწორი, მაპატიე არ უნდა მექნა არ მოიძებნება მის ლექსიკონში და ზუსტად ეს არის რაც გაოცებს მასში ესე ძაან. მინდ ვგავდე თან არმინდა და ნეტა მას უნდა რომ გავდეს ვინმეს მე ან ვინმე სხვას? განიცდის, ადამიანია არარის რობოტი, მაგრამ ამასობაშ დაპროგრამებული გეგონება. ყველაფერი გაწერილი აქვს თითქოს თავში, მიმდევრობით, რა როდის როგორ და რანაირად გააკეთოს თან ბუნებრივობასაც არ კარგავს და რთლიაა ნამდვილად რთულია იმის გააზრება, რომ ოდესმე შეიძლება არასწორი იყოს. ყველაფერი დაიწყო მაშინ როცა მეზიზღებოდა არც მესმიდა მისი არცერთ მხროვ. ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა შევედი ოთახში და დაველაპარაკე ვიცინეთ ბევრი და მივხვდი, რომ ამ ადამიანში იმაზე მეტი იყო ვიდრე მეგონა უცბად ზიზგის საფუძელი გაქრა. გავიდა დრო და ბევრი ვიცინეთ, ბევრი ვიტირეთ, ბევრი გადავიტანეთ და არამარტო მე და მან ჩვენ. ნელ-ნელა ოჯახიც დაგვერქვა. ოჯახი, რომელიც ყველგან თან მყავდა და არა მარტო იქ სადაც ერთ ოთახში ვიჯექით. გავიდა დრო და მივხვდი რომ მე მე ვიყავი და ის ის იყო არასდროს არ ვეთანხმებოდი არაფერშ უბრალდოდ, უბრალოდ მე მე ვარ და ის ის არის. გავიდა დრო და გავაკულტე არა კიარ გავაკულტე ყველაფერში გავიზიარე მისი აზრი, ვეთანხმებოდი თუ არა. და სცორედ აქ იწყება ის რაც არ უნდა დაწყებულიყო, აქ იწყება შეცდომები, რომელიც მე დავუშვი და ალბათ დღეს დღეობით უცნაურადაც ჟღერს. კარგი ადამიანია ცუდი არაა გვერძე მიზის და მიბრიალებს შიგადაშიგ თვალებს, ცუდ ხასიათზეა შეეშვი , ოკ შევეშვი, კარგ ხასიათზეა და ავტომატურად მეც კარგხასიათზე უნდა ვიყო, როცა შიძლება არც მინდოდეს კარგ ხასიათზე ყოფნა. სიტყვას მიყავს სიტყვები და არა რითმები, იდეოლოგიები და არა ფასეულობები, მტერი ზის ოთახშ, მაგრამ ეს შეყოვების საბაბი არ არის და ისევ მიდის სიტყვები იდეოლოგიები და რითმები, როგორც მატარებელი, რომელიც არასდროს ჩერდება. დამიპრუწა ტუჩები და ოჰჰ გმერთო ეხლა დიდისიამოვნებით ვცემდი, ნეტა იცოდეს, რომ ცდება .მაგრამ თანაც როგორი მართალია.
0 notes
Photo
მინდოდა რაღაც განსხვავებული მეთქვა.ხშირათ დგება მომენტი როცა გინდა ყველაფერი კარგი სიტყვით გამოასწორო და ეცადო რაღაც ისეთი თქვა რაც ყველას გულში ჩაწვდება. იმ ნაიარევ ადგილებს შეავსებს, რაც ქონია ცხოვრების მანძილზე. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სანამ რამის გაკეთებას შეეცდები, ისეთი სიტყვით და საქციელით შეგამკობენ, ისე გაგასწორებენ მიწაზე, ყველა��რის თქმის სურვილი დაიკარგება. იყო იდეალური ადამიანი ამ ცხოვრებაში, სადაც არც სითბო და არც ისეთი სიყვარულია როგორც სიტყვიერად ამბობენ ძალიან რთულია. უცნაურია, როდესაც შენივე აზრი, რომელიც სწორად მიგაჩნია ჯერ დაიმსხვრევა, შემდეგ მტვრად იქცევა, ერთი ნიავის შემდეგ კი მიმოიფანტება სადღაც შორს, სადაც სიცარიელის მეტი არაფერია,სადაც არაფერს ფასი აღარ აქვს.ეს ხომ ჩვენი სამყაროა, გარემო სადაც ვცხოვრობთ, სადაც ხალხს ფასეულობები არ გააჩნიათ. სადაც ყველა ერთნაირია და გეშინია ვინმეს ზედმეტად დაუახლოვდე, ზედმეტად გაუზიარო ის, რაც მხოლოდ შენია და შენ გეკუთვნის.იქნებ ამიტომ ვფანტავ ადამიანებს, რომლებიც მეგობრებად მიმაჩნდა.ბოლომდე გვჯერა ადამიანების, მაგრამ ეს რწმენა უფრო და უფრო გვიცრუებს იმედებს და მაინც ჩემი იმედები ბოლოს კვდება. ალბათ ჯერ კიდევ მჯერა, რომ რამე შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ დრო გადის, და დღითი დღე ჩემი ნდობა იკარგება. ყველაზე მეტად იმ ადამიანებისგან გვწყინს ვინც ჩვენს ცხოვრებაში მოქმედებს,მაგრამ მათი ქმედებები დღითი დღე, დრო და დრო ნდობას კარგავენ და ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი თავი გვრჩება….“ცხოვრების დაბრკოლებები, შენი არჩევანის შესაბამისად მოქმედებს, ამიტომაა ცხოვრება რთული. როცა შენთვის ადამიანი ძვირფასია, მისთვის გინდა კარგი იყო, მაგრამ რაც უფრო ეცდები რომ სიძლიერე აჩვენო უფრო არ გამოგივა. იმიტო რომ, როცა რაიმე ძლიერ გინდა, ეს უკვე სისუსტის ნიშანია. სიყვარულიც ამას ქადაგებს, რამდენადაც შეიყვარებ, იმდენადვე გაგიჭირდება მისი მოპოვბა. სიყვარულის დონე, შიშების პროპორციულია.
0 notes
Text
ნაადრევი ქორწინების თანმდევი პრობლემები
ტერმინი „ნაადრევი ქორწინება“ აღწერს ორ ადამიანს შორის იურიდიული ქორწინების ან ჩვეულებითი კავშირის შემთხვევებს, როცა ერთი ან ორივე მეუღლის ასაკი 18 წელზე ნაკლებია. ნაადრევ ქორწინებას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ბავშვთა ქორწინებას” ან „იძულებით ქორწინებას” და მიჩნეულია ბავშვთა უფლებების დარღვევად. ნაადრევი ქორწინება ხშირია განვითარებად ქვეყნებში, სადაც ურბანიზაციის დონე დაბალია და ძველი ტრადიციები ჯერ კიდევ მყარად არის ფესვგადგმული. ასეთი ქვეყნები ძირითადად აზიასა და აფრიკაშია.
ნაადრევი ქორწინება სხვა ფაქტორებთან ერთად, გენდერულ, კულტურულ, რელიგიურ, ეთნიკურ თუ რეგიონულ ფაქტორებს უკავშირდება. ეს მხოლოდ კერძო პირებს შორის არსებული პრობლემა არ არის, საკითხი ბევრად მასშტაბურია და მთელი საზოგადოების წინაშე მდგარ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე სოციალურ-კულტურულ პრობლემას ასახავს. პრობლემის გლობალურ მასშტაბზე მიუთითებს თუნდაც ის ფაქტი, რომ გაერომ ამ საკითხს წლიური ანგარიში მიუძღვნა, სახელწოდებით - „დედობა ბავშვობაში“. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მონაცემების მიხედვით, 18 წელს მიუღწეველი დაახლოებით 14 მილიონი გოგონა ქორწინდება ერთი წლის განმა��ლობაში, 38 000 ერთ დღეს, 13 გოგონა კი - 30 წამში.
ნაადრევი ქორწინება განსხვავებულ ზეგავლენას ახდენს გოგონებსა და ბიჭებზე, ამიტომ შესაძლებელია მისი გენდერული თვალსაზრისით განხილვაც. მსოფლიოში ადრეულ ქორწინებაში მყოფი ბიჭების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია გოგონების რაოდენობაზე. გარდა ამისა, ქორწინებაში მყოფი გოგონები ოჯახური ძალადობისა და სექსუალური ზეწოლის რისკის ქვეშ იმყოფებიან. ნაადრევი ქორწინება მოიცავს ჯანმრთელობის რისკსაც - თუ გოგონები ქორწინებისთანავე დაორსულდებიან, შეიძლება გაურთულდეთ ორსულობა და მშობიარობა, რადგან მათი ორგანიზმი მზად არ არის ბაშვის გაჩენისთვის. ისინი არც ფსიქოლოგიურად არიან მომზადებულები ამ ყველაფრისთვის. ასაკის მატებასთან ერთად ადამიანს ეცვლება ღირებულებები, ფასეულობები, გემოვნება და უმჯობესია, მაშინ შექმნას ოჯახი, როდესაც ჩამოყალიბდება. იმედგაცრუება, ცხოვრებისეული გამოუცდელობა, სოციალური პრობლემები, აუწყობელი კარიერა, საკუთარი შემოსავლის უქონლობა და, აქედან გამომდინარე, სხვაზე დამოკიდებულება, მომავალში შეხედულებების ცვლილება- ყველაფერი ეს ნეგატიურად მოქმედებს ახალგაზრდა წყვილის ჯანმრთელობაზე, ფსიქიკასა და ხასიათზე.
ახალგაზრდა წყვილების უმეტესობას დაქორწინებამდე მიაჩნია, რომ მთავარი სიყვარულია, ანუ თუ შეყვარებული ხარ, ეს საკმარისი მიზეზია ქორწინებისთვის, ყველაფერი დანარჩენი კი უბრალო წვრილმანია და ადვილად გაივლის. სინამდვილეში კი თავს იჩენს მრავალი საკითხი, რომლებიც სიყვარულს პრობლემას უქმნის.
შესაძლებელია, ნაადრევი ქორწინება საზოგადოებისთვის დადებით მოვლენად ჩაითვალოს მოსახლეობის გამრავლების მიზნით, თუმცა მოსახლეობას უბრალოდ გამრავლება კი არ სჭირდება, არამედ ჭკვიანი და საღად მოაზროვნე ადამიანები. ჩამოუყალიბებელი ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვია, ვერ შეძლებს დამოუკიდებლად გაზარდოს და აღზარდოს საღად მოაზროვნე ადამიანი, რადგან ჯერ თვითონაც აღსაზრდელია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად დაქორწინებული 16-19 წლის თინეიჯერების რიცხვი 2002 წლიდან 2009 წლამდე გასამმაგდა, 2010-2011 წლებში მონაცემები მცირედით შემცირდა. ყველაზე მეტმა თინეიჯერმა 2009 წელს იქორწინა: 1271 ბიჭი და 5596 გოგონა.
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველოს აქვს ნაადრევი ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ისევე, როგორც მოლდოვას (19%) და თურქეთს(14%).
საქართველოში ნაადრევ ქორწინებაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა სახალხო დამცველის ანგარიში, რომლის თანახმად, 2011-დან 2013 წლის იანვრამდე 7367-მა გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება საბაზო საფეხურის დასრულებამდე, რაც ნაადრევი ქორწინებითაა გამოწვეული. საშუალო განათლების შეწყვეტის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ქვემო ქართლის რეგიონსა და თბილისში.
საქართველოში მშობლების გარიგებით ქორწინება უფრო გავრცელებულია ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებში, განსაკუთრებით რეგიონებში. სხვა მიზეზებს შორისაა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების არასათანადო ინტეგრაცია ფართო საზოგადოებაში. ამ ჯგუფების წარმომადგენელი ბევრი გოგონა ქართულ ენას სათანადოდ არ ფლობს, რაც უფრო აღრმავებს მათ იზოლაციას. რიგ რეგიონებში ქალის განათლება და მათი საზოგადოებრივი როლი დაკნინებულია. გოგონები, განსაკუთრებით - სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, ტოვებენ სკოლას, რის შემდეგაც მათთვის ერთადერთი არჩევანი ქორწინებაა. სხვა შემთხვევაში, განათლების მიღებას გოგონები დანიშვნის შემდეგ, ქორწინებამდეც წყვეტენ და მხოლოდ მომავალი ქმრის ”ნებართვით” შეიძლება გოგონამ განათლების მიღება გააგრძელოს.
ადამიანის პიროვნული ჩამოყალიბება მეტად მნიშვნელოვანია. სანამ ის არ გააცნობიერებს საკუთარ სურვილებსა და მიზნებს, სანამ არ გახდება დამოუკიდებელი და არ გაუჩნდება პასუხისმგებლობისა და მოვალეობის გრძნობა, ქორწინება განწირულია არასასურველი ფინალისთვის. აუცილებელია ადამიანმა ცხოვრებაში იპოვოს საკუთარი ადგილი, წარმართოს და აკონტროლოს ის, ყოველივე ამის შემდეგ კი მშვიდად მიიღოს გადაწყვეტილება დაქორწინების შესახებ.
მარია შაველაშვილი
0 notes
Text
სხვა ადამიანი სხვაგან
ჩემ და ჩემი ოჯახის წევრების ცხოვრებას როცა ვუყურებ და განვიხილავ, აგრეთვე ჩემს თითო-ოროლა მეგობარს, ვინც შემომრჩა ამდენი ხნის განმავლობაში ერთგულად, მიფიქრია, რომ სრულიად სხვა ადამიანი ვარ, სხვა ფასეულობების, სხვა დამოკიდებულებებისა და მოლოდინების და ამ დროს სულ სხვა საზოგადოებრივ გარემოში ვცხოვრობ. ხან მიფიქრია კიდეც, რომ არა ჩემი დიდი და შეუჩერებელი მუსიკალური წარმატება იუთუბის გზით, წინ არც…
View On WordPress
0 notes
Video
youtube
დღის რჩევა #28 (ჩვენი ფასეულობების შესახებ) როგორც ცნობილია, ჩვენი შინაგანი ფასეულობები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ჩვენს ცხოვრებაზე. წესისამებრ, ადამიანები ამ ფასეულობებს ხშირად ვერც კი აცნობიერებენ ��ა, რბილად რომ ვთქვათ, საკუთარ თავზე უფრო მაღალი წარმოდგენა გააჩნია. როგორ ჩავიხედოთ ფსიქოლოგიურ სარკეში და დავინახოთ თუ რა მიგვაჩნია ცხოვრებაში ყველაზე უფრო მნიშვნელოვნად?! ამის შესახებ რუბრიკა "დღის რჩევის" მორიგი გამოშვება.
0 notes