#ბრბო
Explore tagged Tumblr posts
Photo
“მართლაც, საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის? სად იკარგება, თუ დროებით მიეფარება? ვინ იცის?!” ♥♥♥
16 notes
·
View notes
Text
ბაბლი
ჰელო, ადამიანებო და მიმსგავსებულო არსებებო.
არ მევასება ესე საჯაროდ რამის გამოქვეყნება, მაგრამ იმდენად მომეშალა ნერვები, ბევრის ქმედებაზე, რომ გადავწყვიტე მეც “სიტყვით გამოსვლა”.
პირველ რიგში მინდა აღვნოშნო, რომ ჩვეულებრივი ბრბო ხართ, ყოველ შემთხვევაშ დიდი უმრავლესობა, რომლებისთვისაც ყველაფერი ან შავია ან თეთრი. ის, რომ ზურამ გადაწყვიტა გამოყოფოდა ადამიანებს, რომლებთანაც, როგორც თვითონ ამბობს, უბრალოდ ვეღარ ხედავს გირჩის კეთების პერსპექტივას, არ ნიშნავს, რომ დღეიდან “სამეული” ცუდი ტიპები არიან. ეს ზურას ფანატიზმი თუ შეიძლება მოიცილეთ და ადეკვატურად შეხედეთ ფაქტებს, რომლის წინაშეც დგახართ. უბრალოდ ზომბებს ემსგავსებით, რომელებიც ზურას ყველა ნათქვამ ჯოგივით მიყვებით, მითუმეტეს, რომ მას არასდროს უთქვამს მიდით ლანძღეთ და აგინეთ “სამეულიო”.
ეხლა ამას ვწერ და ვაანალიზებ, რომ ამის დაწერასაც არავითარი აზრი არ აქვს, რადგან ისევ ის დიდი უმრავლესობა, რომლებსაც ეკუთვნის ეს პოსტი, უბრალოდ თავიანთი მწირი iQ-თი ვერ მიხვდებიან რას ვგულისხმობ. მადლობა ღმერთს, (ახლა არ გამომიხტეთ, იი ღმერთი რა შუაშია და ბლა-ბლა-ბლა, ფრაზეოლოგიზმად გამოვიყენე ) რომ ჯაფარა, ის ადამიანია, რომელიც ამ თქვენს განუსაზღვრელ სიყლევეს ბოროტად არ გამოიყენებს.
ვახომ რაც თქვა;
“იაზროვნეთ მონებო და აღარ იქნებით მონები.”
სრული სიმართლეა და მართლაც აზროვნება სჭირდება, რომ გაიგოთ ��ა იგულისხმა.
ცოტა გადავუხვევ თემიდან, ჩემს რეალურ პოზიციასაც დავაფიქსირებ, ბარემ წერაზე გამეხსნა.
ჩემი აზრით, ვახოც და იაგოც, პოლიტიკოსები არიან, საკმაოდ კარგი პოლიტიკოსები, ზურა კი იდეაა. რომელიც მზადაა დათმოს ყველაფერი, ამდენი წლის ნაწვალები და თავიდან, თეთრი ფურცლიდან დაიწყოს, რადგან იცის, რომ იდეა რომელსაც “გირჩს” ვუწოდებთ, ამად ღირს.
ჯაფარა ავატარ-აანგს, მაგონებს, :დ რომელსაც არც ლიდერობა უნდა და არც ეს განუსაზღვრელი ტილაობა ხან ვისთან, ხან ვისთან. ასი წლის მერე გამოჩენილ იმედს გავს. მართალი, გულწრფელი და უსაზღვროდ პატრიოტი ადამიანი, რომელიც მზადაა იბრძოლოს ქვეყნისთვის, რომელიც დღითი დღე უფრო და უფრო ეშვება ძღრენისაკენ. მაგრამ დანებების ნაცვლად ეს ადამიანი, არ ამბობს თავის მიზნებზე და იდეებზე უარს. მზადაა, რომ უარი თქვას იმაზე, რაც უკვე აქვს, რადგან გირჩში, ვეღარ ხედავს გირჩს.
ბრბოს სჭრდებათ ადამიანი, რომლისაც ირწმუნებენ, რომელსაც გაყვებიან, თუნდაც ბრმად, რადგან უბრალოდ შესაძლებლობა არ აქვსთ, რომ გააანალიზონ მისი იდეები. მაგრამ მაინც კარგია, რადგან როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, ჯაფარა ის ადამიანი არაა, რომელიც ამას ცუდად გამოიყენებს.
ბატონო ზურა,
ვიცი, ბევრი ადამიანი ამ თქვენს შექმნილ განხეთქილებას უარყოფითად უყურებს, მაგრამ მე სწორედ ამან გამიღრმავა თქვენდამი რწმენა, რადგან მივხვდი, რომ თქვენთვის მთავარი ის იდეაა, რითიც დაიწყეთ და არა სხვა დანარჩენი. მადლობა და რამე :დ. მოკლედ მე თქვენს გვერდით ვარ.
მადლობა ყურადღებისთვის.
4 notes
·
View notes
Text
1960 წელს ლუიზიანას შტატში სკოლებში რასობრივი სეგრეგაცია დასრულება გადაწყდა და სკოლებში სადაც მანამდე მხოლოდ თეთრებს შეეძლოთ სწავლა შავებიც დაუშვეს.
არათეთრ ბავშვებს რთული გამოცდები უნდა ჩაებარებინათ სკოლაში მისაღებად.
რუბი ბრიჯეს ერთერთი იყო 6 ბავშვიდან, რომელებმაც ეს გამოცდა ჩააბარეს ნიუ ორლეანში. რუბის გარდა სხვებმა მაინც გადაწყვიტეს წმინდად თეთრების სკოლაში არ წასულიყვნენ.
რუბი იყო პირველი ბავშვი ამერიკის სამხრეთში, რომელიც თეთრების სკოლაში წავიდა.
კანონი ერთია და მისი განხორციელება მეორე - თეთრები, მშობლები, მაგრამ მასწავლებლებიც წინააღმდეგნი იყვნენ და ყველანაირი მეთოდით ცდილობდნენ შავი ბავშვის წინააღმდეგ ბრძოლას. სკოლასთან ბრბო იდგა, ემუქრებოდა 6 წლის ბავშვს და სხვადასხვა საგნებს ესროდა.
1960 წლის 14 ნოემბერს ოთხი ფედერალური მარშლის დაცვის ქვეშ რუბი ბრიჯეს პირველად წავიდა სკოლაში.
მას ცარიელ სკოლაში ერთადერთი მასწავლებელი ბარბარა ჰენრი დახვდა, რომელიც მას თვეების განმავლობაში მარტო ასწავლიდა. თეთრები ბავშვებსაც არ უშვებდნენ სკოლაში.
მარშლები თვეების განმავლობაში აცილებდნენ პატარა გოგოს სკოლაში, რომელიც როგორც "პატარა ჯარისკაცი" (ასე უწოდა მას ერთერთმა მარშალმა) ყოველ დღე მიდიოდა სკოლაში გინების, მუქარის და შეურაცხყოფის მიუხედავად.
ნორმან როკველის ნახატზე, რომელიც რასობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ ბრძოლის ხატად იქცა რუბის პირველი სასკოლო დღეა გამოსახული.
ნახატს ჰქვია The Problem We All Live With - პრობლემა, რომელთან ერთად ყველას გვიწევს ცხოვრება.
6 notes
·
View notes
Text
მომენტები ვეღარ ახერხებდნენ თანმიმდევრულად, მწკრივად მიჰყოლოდნენ ერთმანეთს და დაიწყეს შემთხვევითად ერთმანეთის მონაცვლეობა იმ კულმინაციური მომენტის ძიებაში, რომლის დადგომის იმედიც თვითონაც აღარ ჰქონდათ.
ყველა-ფერი ირეკლებოდა მის სახეზე, ეს კი უფრო და უფრო ამძაფრებდა დეჟა-ვუ-ს გრძნობას.
დრო შენელებული მოძრაობებით სწრაფად მიდიოდა, მეკი გახევებული ვიდექი ერთ ადგილას და თვალების დახუჭვის მეშინოდა, იქნებ გახელისას ის აღარ დამხვედროდა და ფერებიც გაჰყვებოდა მას.
შეხების მეშინია, ვერ ვბედავ..
უცებ ჩემთან მოდის ხელებს მჭიდებს ახლოს რომ მიმიზიდოს და რაღაცას მიჩურჩულებს..
მერე რა რომ ვერაფერი გავიგე?!
უფრო ახლოს მოდის, უკვე სახეზე ვგრძნობ მის სუნთქვას და მალე შეხებასაც დავიმსახურებ..
თანდათან ვხვდები რომ მეც ვიწყებ ფერების არეკვლას, როცა აქამდე უკუნითამდე ბნელოდა. სხვა გზა არ არის, ხელები უნდა მოვხვიო და აღარ გავუშვა, შემდეგ კი ცოტა ხნით თვალებსაც დავასვენებ ამ შეგრძნებების ხარჯზე. ხელებზე ჩამომეღვენთა, სახეს ვერ მაშორებს და შიგადაშიგ ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება..
მინდორში ვართ, უამრავი ვარსკვლავის ქვეშ, გარშემო კი ყველა მხარეს ბრბო და ლამაზი ხმაურია. ჩვენ კი ამ ხმაურს აყოლილები წრეზე ვმოძრაობთ, თითქოს ვარსკვლავებს ავამოძრავებთ და მომენტებს გავმართავთ.
არ მინდა, მაგრამ სულმოუთქმელად ველოდები მზის ამოსვლას და მალე ისიც გამოჩნდება, გადაფარავს ყველა-ფერს და გაბატონდება..
და მე ის დამწვავს, აუცილებლად დამწვავს..
6 notes
·
View notes
Text
დიდი დაძინების ქარაფი
Ჩვენი ქვეყნის ჭაობში ტივტივმა გამიჩინა სურვილი ორიოდე სიტყვა მეთქვა დღევანდელ სიტუაციაზე. Ყველაფერს თავიდან დავიწყებ, ჩემთვის ყოველთვის აღმაშფოთბელი იყო ფაქტი, რომ საუკუნის წინ ევროპის გზაზე დამდგარი სახელმწიფო ასე უცაბედად გადაეშვა დიდი დაძინების ქარაფში და უკვე მრავალი ათწლეულია ლამბობს ამ ქარაფიდან ამოსვლას, მაგრამ ამაოდ. Სახელმწიფო, რომელსაც 1921 წელს სრულფასოვანი პარლამენტი ჰქონდა, მასში 5 ქალი წევრით, დღეს, 100 წლის შემდეგ იმაზე უკანაა ვიდრე ოდესმე. Მაშინ, როდესაც საქართელო Დემოკრატიული სახელმწიფოს შენებისკენ აღმასვლას იწყებდა ბევრი დღევანდელი მოწინავე სახელმწიფო ბატონყმობის გადავრადნას ეგუებოდა და გლეხების თვითმკვლელობის თავიდან აცილებას ცდილობდა, მაგრამ საბჭოთა სასტიკმა ტყვეობამ საბოლოოდ ბოლო მოუღო იმ დემოკრატიულობას, განვითარებას, ქართულ მყოფადს და დაამახინჯა მსოფლმხედველობა ხახლისა. Იმდენად დიდი აღმოჩნდა მარქსისტული მოძღვრების მქადაგებელთა პროპაგანდა, რომ დღესდღეობითაც უცაბედად ვციდოლბთ მისგან გათავისუფლებას. 70 წლიანი უძრაობა ჩვენი ქვეყნისთის დამღუპველი აღმოჩნდა, საზოგადოებამ საბოლოოდ დაივიწყა ქართველი მოაზროვნეების ხედვა, იმ მოაზროვნეების, რომლითაც დღეს ასე ამაყობენ, მაგრამ რეალურად ვერც აცნობიერებენ რას ქადაგებდა ილია, ვაჟა ან აკაკი. Მათი ფასეულობები უმეცარი საზოგადოებისთვის მიუწვდომელია, რაც ცალსახად მათი ბრალი არაა, მე ყოველთვის ვცდილობ მიზეზი სტალინურ რეჟიმში ვიპოვო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში პრობლემას განათლებაში ვხედავ. Დღევანდელი სისტემა საკმაოდ მდარეა. Სკოლა, საზოგადოება, ოჯახი, ეს სამი ფაქტორი უმეტესად დიდ როლს თამშობს ინდივიდის ჩამოყალიბებაში, მაგრამ სამივე მათგანი უმეცარი, არასწორი ფასეულებების მატარებელი და გამოუსადეგარია. Აღმაშფოთბელია ფაქტი, რომ დღემდე აქტუალურია “კაი ბიჭობა”, რეალურად ეს ხალხი, რომლებიც ცდილობენ კაი ბიჭები იყვნენ არც კაი ბიჭები არიან, და არც წესიერები, ისინი სადღც შუაში არიან გაჩხერილები და საკუთარი წარუმატებელი ცხოვრებისა და კომპლექსების გადამკიდე აგრესია უჩნდებათ ცხოვრების მიმართ, რასაც ძალადობით გამოხატავენ. Ცოტა წარმოუდგენელია ვაჟას შთამომავლობა იყოს ასეთი ბნელი. Ბრბო, რომელშიც ერთი ორი იგი და ბალახისფერი კაცი გამოერევა, საფრთხეშია, ჯერ ერთი იმიტომ, რომ მასაც მენტალური რევოლუცია ელის და მეორე მან მისი განსხვავებულობით შეიძლება ბრბო განარისხოს და მსხვერლი გახდეს ძალადობისა. Ნამდვილად წარმოუდგენელია 21-ე საუკუნეში ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაზე , რომ გვიწევს საუბარი, მაგრამ ეს ჩენი რეალობაა, მიზეზს რა მნიშნელობა აქვს? Თვითონ ფაქტია ყურადსაღები. Ეს მდარე, საშინელი, უკიდეგანოდ სამარცხვინო მენტალობა, რომელიც ძველი ქართული მსოფლმხედველობის საბჭოეთთან ზიარების შედეგად დამახინჯდა და ჩამოუყალიბდა ხალხს. Ოჯახი, რომელიც შოთას იდეალებზე უნდა ზრდიდეს ბავშვს არასწორ იდეალებს აჩვევს. Ასევე საინტერესოა ჩემი თანატოლების აზროვნებაც, ისიც დიდად არ განსხვავდებიან მამების თაობისგან, რაც ისევ და ისევ უძრაობის მარადიულ ციკლზე გვაბრუნებს. Გამოსავალს ყოველთის განათლებაში ვხედავ, საჭიროა სკოლა მაქსიმალურად ფორმირდეს და მიზნად სწორი ფასეულობების ჩამოყალიბება დაისახოს. Საჭიროა კრეონის, ალუდასა და ჯოყოლასეული მეტამორფოზა, რომელიც დაანახებს საზოგადოებას სინათლეს.
3 notes
·
View notes
Text
როგორ მოვახდინოთ საზოგადოების ცვლილება?
როგორ მოვახდინოთ საზოგადოების ცვლილება?
“პიროვნების შეერთების შედეგად არასოდეს მიიღება ჯამი, რომელიც მათი ერთეულების რიცხვის ტოლი იქნება” – წერდა ე. ფერი. აგრეგატის ხასიათი დამოკიდებულია მისი შემადგენელი ერთეულების თვისებებზე. ყველაზე შორეული დროიდან ადამიანებს განიხილავდნენ, როგორც აგრეგატებს, როგორც მიკროკომს. (more…)
View On WordPress
#გადადგმულინაბიჯი#განსჯა#იაზროვნე#იყავიმათზეჭკვიანი#მთავარიარსი#ბრბო#გონება#თვითაქტუალიზაცია#საზოგადოება#ცვლილება
0 notes
Text
მეგობრები.
პრაქტიკულად მყვანან , თეორიულად ყველა მეზიზღება მიმაჩნია რომ ისინი კრეტინები არიან საცოდავი არსებები რომლებმაც არ იციან რა უნდათ არ იციან მეგობრობა არ იციან რა არის თავისუფლება ახალგამოჩეკილი ბატის ჭუკებივით ერთნაირი ბრბო ! რომელიც დროის გასვლის შემდეგ ჭუკებისგან განსხვავებით არ იცვლებიან არც გარეგნულად , არც შინაგანად სულ ასეთი უინტერესო და ‘ერთნაირები’ არიან . თითქოს ყველა ერთნაირადაა დაპროგრამებული , არცერთი არ არის განსხვავებული … ჯერ ხომ აზრებიც ერთნაირი აქვთ და მერე ჩაცმის სტილი, გარეგნობაც … მოკლედ ყველანაირად უინტერესო ‘კუკლები’
მათთან თავს ისე ვგრძნობ როგორც ზანგი , რასისტ თეთრკანიანთა ბრბოში.
რატომ ვარ ამ ადამიანებთან ? – ამ კითხვას საკმაოდ ბევრჯერ ვუსვამ საკუთარ თავს და პასუხი არ მაქვს … ალბათ იმიტომ რომ იდიოტი ვარ ..
სასწრაფოდ უნდა მოვიშორო თავიდან ისინი … სასწრაფოდ…
2 notes
·
View notes
Text
სიამოვნებით ვიქნებოდი კუ, რომელიც თავის ბაკანში რგავს თავს ყოველჯერზე, როცა მას ბრბო აწუხებს და მოსაწყენად მიემგზავრება..
1 note
·
View note
Text
დღეს, ჯერ კიდევ ერთი წლით უკან, კლავიატურას არც უყურებ, ისე კრეფ სიტყვებს და შეცდომები ნერვებს გიშლიან. გუშინ გეგმებისგან ცათამბრჯენებს აშენებდი, დღეს ფრედერიკ ბეგბედერმა აგიღწერა, როგორ დაეჯახნენ მათ ბოინგები. თვითმფრინავები შენობდებიან. ზურგჩანთაში გიწყვია ექსტაზი, მიდი ჰკითხე ალისას, როგორ გავხდი იდიოტი, ტრიუმფალური თაღი და ჯინსების თაობა. მძიმე ტვირთია, თუმცა საზოგადოებაში ნაკითხი და კარგი გემოვნების მქონე ადამიანის წოდება გარანტირებული გაქვს. რატომ? დღეს წიგნებს მხოლოდ უცნაური სახელით და გამუქებული სიუჟეტით ვარჩევთ, ფრაზებით, რომლებით მიწისქვეშა გადასასვლელები სავსეა ხოლო ვებ გვერდები აჭრელებული. დღეს წიგნების მკითხველები სრულიად განსხვავებული საზოგადოებაა. გახსოვდეს მეგობარო, წიგნი შენთვის სიამოვნება კი არა, საზოგადოებრივი სტატუსი უნდა იყოს !!!!11 გპირდები, რომ ოდესმე დაწერ ოცდამეერთე საუკუნის ბიბლიას და იქნები ღმერთი, მაგრამ დღეს, ჯერ კიდევ დღეს ხარ ის ადამიანი, რომელიც ავტობუსებში წერილებს ტოვებს და შემგედ ბილეთებისგან ნავებს აკეთებს. შენ დღეს ��იყურებენ როგორც ცხოველს. ღმერთების გარემოში ცხოვრობ მეგობარო შენ - დღეს. აკვირდები ადამიანებს, მახინჯი კაცები, მახინჯი ქალები, ლამაზი მანქანები, ისევ მახინჯი ქალები. ხალხი უჟმურია, იშვიათია ვინმე მოდიოდეს მარტო და იღიმოდეს. იშვიათია ოდნავ განსხვავებული ბრბო ხმაურიანად არ იქცეოდეს, შენ ისევ შეიღებე თმა. შენ ისევ გცივა ხელებზე, და ისევ ნატკენებში გაქვს თითები. შენ ისევ დაღლილი ხარ და ისევ გბეზრდება ყველაფერი. შენ ისევ წერ, ისევ გულის რევის შეგრძნება გ���ქვს და ისევ გავს შენი ნაწერი წინას, იმის წინას... ნაწყვეტი, ღამდება, ცოტა ხანში მომავალი წელი დადგება საყვარელი რიცხვი, 16
4 notes
·
View notes
Text
მივიწყებულები: The Mist
ყველას გვაქვს საყვარელი ფილმები რომლებიც, თავის დროზე, მაყურებელთა უმეტესობამ დაიწუნა. სიტუაციური კონტექსტიდან გამომდინარე, ამ ფილმებში რაღაც დავინახეთ, რაც სხვებს გამორჩათ. შესაძლოა მათი ნაკლები გავიაზრეთ კიდევაც, მაგრამ დადებითი მხარეები ჩვენთვის ბევრად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. არ ვიცი ასეთ სიაში „ნისლის“ შეყვანა რამდენად სამართლიანია, მაგრამ მგონია რომ ფილმს წილად საკმარისი დაფასება არ ერგო. იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ „ნისლი“ სტივენ კინგის რომანის ადაპტაციაა და რეჟისორად ფრენკ დარაბონტი ყავს (Green Mile, Shawshank Redemption - ასევე კინგის რომანების ადაპტაციები), კარგი იქნება მას მეტი დრო დავუთმოთ.
საუკეთესო ჰორორში ყოველთვის საქმე გვაქვს იზოლაციის ელემენტთან. მაგალითად, კარპენტერის The Thing ვერ იქნებოდა ისეთივე ბრწყინვალე, მისი მოვლენები შუაგულ ნიუ იორკში რომ განვითარებულიყო. ცივილიზაციას მოწყვეტილი და ზებუნებრივის წინაშე აღმოჩენილი ადამიანების ქმედებები ყოველთვის უფრო დაძაბყლი სანახაობის პოტენციალს შეიცავს. „ნისლი“ ერთი მხრივ გავს ზემოთხსენებულ კარპენტერის ფილმს და ამავე დროს მნიშვნელოვნად განსხვავდება მისგან. მაშინ როდესაც მაკრიდი, ჩაილდსი და მათი კოლეგები ანტარკტიკაში თავისი ნებით იმყოფებიან, ნისლის პერსონაჟები სამყაროს მოწყვეტილები ნიუ ინგლენდის შუაგულში აღმოჩნდებიან. კარპენტერის პერსონაჟებისგან განსხვავებით, პარანორმალური ნისლით გარემოცულ ჰიპერმარკეტში კაცებთან ერთად ქალებიც, ბავშვებიც და ხნიერი ადამიანებიც ხვდებიან. საზოგადოების სიმულაცია აქ გაცილებით ავთენტურად არის გადმოცემული. კარპენტერის გმირები პარანოის გამო არსებული ერთმანეთისადმი უნდობლობის მიუხედავად მონსტრებს პირისპირ ებრძვიან, ნისლის პერსონაჟებს კი გადარჩენისთვის მონსტრებთან და ერთმანეთთან დაპირისპირება თანაბრად უწევთ. ეს ურთიერთდაპირისპირება ფილმ��ს პირველივე წუთიდან, მეზობელთან არსებული კინკლაობით იწყება და კულმინაციას ორ ჯგუფად დაყოფილ მარკეტში აღწევს, სადაც შიშისგან შეშლილი და ფუნდამენტალისტს აყოლილი ბრბო ღვთის რისხვისგან დასახსნელად მსხვერპლშეწირვას ითხოვს.
სტივენ კინგის ზიზღი ფუნდამენტალისტებისადმი ფილმში საუკეთესო პერფორმანსით არის წარმოჩენილი. მარსია გეი ჰარდენის პერსონაჟი, თითქოს ყველასთვის ნაცნობი შეშლი შინაბერაა, რომელსაც სერიოზულად თავიდან არავინ ეკიდება. მისი ტრანსფორმაცია ღვთის პირით მოლაპარაკე წინასწარმეტყველად, ასეთ ხალხში მუდმივად არსებულ საფრთხეს ასახავს. საფრთხეს, რომელიც მაშინვე იწყებს ზედაპირზე ამოტივტივებას, როგორც კი მიღებული სოციალურ ნორმებში პირველი ბზარი ჩნდება. თავისი სამსახიობო ოსტატობის წყალობით მარსია გეი ჰარდენი ფილმში იმ ერთადერთ მომენტს ქმნის, რომლის დროსაც მაყურებელი შეიძლება სიხარულისგან სკამზე წამოხტეს. ტომას ჯეინის პერსონაჟი, ფილმის მთავარი მოქმედი პირი, ადვილად საგულშემატკივრო სახეს ქმნის. წარმატებული, მეოჯახე, შვილის დასაცავად ყველაფერზე წამსვლელი ადამიანისადმი სიმპათიის გაჩენა რთული არ არის. თუმცა ზოგიერთ სცენაში მისი მიმიკები კითხვის ნიშნებს იწვევს. შეიძლება სულაც არაფერია, მაგრამ მას შემდეგ რაც კომიკონზე ბოროტ „ზაპოიში“ მყოფი ტომას ჯეინის ვიდეო ვნახე, მგონია რომ ყველა სცენაში ახლადგამოფხიზლებული შემოდის, კამერის მიღმა კი ჯოჯოხეთური სუფრა ელოდება, სადაც არაყისთვის მისაყოლებლის დამატების გამო შეიძლება სამსახიობო გილდიიდან გაგრიცხონ.
ფილმში ურჩხულებს სულ რამდენჯერმე, ისეც დიდწილად ნისლით დაფარულებს ვხედავთ, მაგრამ ზებუნებრივი ელემენტის უყურადღებოდ დატოვება არ მინდა. სტივენ კინგის წიგნებში ჰორორი მთავარ სიძლიერედ არასოდეს მიმაჩნდა. ის ყველაზე კარგად მაშინ იკითხება როდესაც ბავშვობაზე, მელანქოლიაზე და ამ ორის კომბინაციით გამოწვეულ არამქვეყნიურ სევდაზე საუბრობს. თავად ნისლში, ჰორორის ელემენტები უფრო ლავკრაფტულია ვიდრე კინგისეული. ამ მონსტრების შესახებ, ან მათ მოტივაციებზე არაფერი ვიცით. ერთადერთი ინფორმაცია რომელიც გვაქვს სამხედროების მიერ მოყოლილი ამბავია, ექსპერიმენტის შესახებ, რომლის შედეგადაც მეცნიერებმა სხვა განზომილებაში გახსნეს პორტალი. აქ ორი სამ��აროს შეუთავსებლობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ერთი მეორეს უბრალოდ თავისი არსებობით ანადგურებს. აგრესორს შეიძლება არ გააჩნდეს რაიმე ბოროტი განზრახვა მისი მსვერპლის მიმართ, მაგრამ თავის გზაზე მიმავალს ისევე მარტივად შეუძლია მისი გასრესვა, როგორც ადამიანს ჭიანჭველის. ფილმის დასასრულიდან გამომდინარე, ეს აზრი წიგნს უფრო შეესაბამება, სადაც სამყაროს ბედი სხვანაირად წყდება.
სტატიის ბოლოს, თავად ფილმის დაბოლოებასაც ვახსენებ. „ნისლი“ 13 წლის წინ გამოვიდა, მარამ მისი მთლიანად დასპოილერება მაინც არ მინდა. მიზეზი მარტივია, დარაბონტი ფაქტობრივად ზედმიწევნით მიყვება წიგნის ისტორიას, მაგრამ ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში ისეთ დეტურს აკეთებს, რომ კინგს მადლობის გარდა არაფერი ეთქმის. მსგავსი შემზარავი სურათი, თავისი იდეალური მოწო��ებით და კომპოზიციით, ცოტა ფილმს თუ შემოუთავაზებია. ნისლის მთავარი ტრაგედია მონსტრების გარეშე, სრულ სიწყნარეში იშლება და ფილმს უბრალოდ კარგი ადაპტაციისგან აუცილებელ სანახაობად აქცევს.
0 notes
Text
სიჩუმის 40 წუთი
ხმაურიანი ადამიანი ვერასდროს მოიპოვებს ნეტარ სიმშვიდეს, აქ აუცილებელია სიჩუმის მუსიკა. ჩვენი გონება ზედმეტად ხმაურობს. თავში დაგვაქვს, ყველანაირ სისულელეზე მოზუზუნე ბაზარი. და არა ერთი ადამიანია ასეთ მდგომარეობაში, არამედ თითოეული. შინაგანად შევყარეთ ბრბო და ყველა ერთმანეთს ეჩხუბება, ეჯიკავება და მიისწარფის ძალაუფლებისკენ. ჩვენი გონების თითოეულ ფრაგმენტს სურს გახდეს ყველაზე მთავარი. ეს, მთელი…
View On WordPress
0 notes
Text
ეს ქვეყანა არის ბუდე, მაგრამ - არა მერცხლის!
გზები... ყელს ეხვევა გზები, დაიძინა დრომ... დაიძინა დრომ.
დგანან... ქარს ელიან ზღვები, ახმაურდნენ რომ... აიშალნონ რომ.
გზები... ყელს ეხვევა გზები, ვერ მოვირგე ბრბო... ვერ მომირგო ბრბომ.
0 notes
Quote
მე ყოველთვის მერჩივნა მეცხოვრა ღარიბ ადამიანებთან, რადგან მათზე უფრო მეტია საფიქრალი... ვუყურებ უბრალო ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ა��ბებითა და თბილი ქუდებით ჯიუტად მიაბიჯებენ ქარის საპირისპირო მიმართლებით. ))) მე არ ვარ ჰიპი, მაგრამ მაქვს პრეტენზია, ყვავილებმა წაშალოს ძალმომრეობა!!! ჩვენ ყველანი დალტონიკები ვართ!!! ვერ აღვიქვამთ ფერებს, რომელსაც ბუნება გვჩუქნის საკუთარი თავის შესაცნობად... ჩემი ჯვარი ანათებს, მაშინ როდესაც სრულ უწონადობაში ვარ...მაშინ როდესაც ვცდილობ, ნერვულად, ასანთის ღერებს ალი მოვდო...ანათებს მაშინაც როდესაც ყრუ ოთახში მარტო მტოვებენ, და მეშინია...ჩემი ჯვარი ანათებს და მე ვგრძნობ, რომ არსებობს ძალა რომელსაც მთელი სამყარო უარყოფს!ვგრძნობ, როგორ შემოდის ჩემში წითელი პარასკევი და შემდეგ მაჯაში მირტყამენ ჯალათები... სოციუმს შია!!! შემოსილი მიცვალებულები ტოვებენ თანხას, რომ გაისტუმრონ მათი ვალები. არ აქვს მნიშვნელობა მოწოდების რომელ სიმაღლეზე იმყოფებით, საქმე იმაშია, რომ ყველა თანაბრად ვაგებთ პასუხს არ დაგებული ლიანდაგისთვის )))
შიშველი ხალხი
0 notes
Video
youtube
.ყველამ მოუსმინეთ ^^
ხალხს ძალა აქვს.
უდიდესი ძალა. ^^
3 notes
·
View notes
Photo
ბნელა კი არა კუკუმეთია!
View Post
3 notes
·
View notes