#ბოტოქსი
Explore tagged Tumblr posts
sheniekimi · 9 months ago
Link
0 notes
drmarisia · 3 years ago
Photo
Tumblr media
უპრეცედენტო შეთავაზება, ბოტოქსის, ფილერის, ძაფების საერთაშორისო ტრენერი, ამერიკის ესთეტიკური მედიცინის აკადემიის ტრენერი, 20 წლიანი გამოცდილების მქონე პლასტიკური ქირურგი და ესთეტიკური მედიცინის შეუდარებელი პროფესიონალი, ქალბატონი ნატალია @dr.sanytska საქართველოში ჩაატარებს ტრენინგს სადაც გამოყენებული იქნება საუკეთესო ხარისხის პრეპარატები, ვიწვევთ მოდელებს პროფესორთან პროცედურებისათვის, ✅ფილერი, ✅ბოტოქსი, ✅მოდელირება ✅ძაფებით პაციენტების ჩაწერა მოხდება წინასწარ, დამიკავშირდით +995551800050 ან @dr.mariam.miladze #ფილერითკორექცია #აქცია #თბილისი #ბოტოქსი #ბოტოქსითბილისი #ბოტოქსი #მოდელი #აქციები #ესთეტიკურიმედიცინა #ექიმიმარიამმილაძე #ექიმები #უფასო #მოდელირება #ძაფები (at Tbilisi Georgia - თბილისი) https://www.instagram.com/p/CZWwNLlsWlJ/?utm_medium=tumblr
0 notes
sxva-planeta · 5 years ago
Text
ჩახედე ფინანსებს თვალებში
Tumblr media
ახლახანს სამი წიგნი წავიკითხე პერსონალურ ფინანსებზე და ბევრი ახალი რამ აღმოვაჩინე. საქართველო აღარაა 90-იანები. თუ წინსვლა გვინდა, დროა დავიწყოთ ფულზე ლაპარაკი. 
ელემენტარული კეთილდღეობა თითქმის ყველა ადამიანის სურვილია. ხშირად უარობენ და ერიდებათ აღიარება, თუმცა ცხადია, რომ ძალიან ბევრი რამაა ფინანსებზე დამოკიდებული: ოჯახური ჰარმონია, განათლება, წინსვლა, სიმშვიდე, ჯანმრთელობა, განვითარება, ხალისი და ა.შ. არამარტო კარგი იქნება ვიცოდეთ როგორ შევქმნათ დოვლათი, არამედ ვალდებულებიც ვართ ვეცადოთ, რადგანაც ამაზე ჩვენი ოჯახის და ქვეყნის ბედნიერებაა დამოკიდებული. თუ ვინმე ‘წმინა’ გეტყვით, რომ ფული არ გჭირდებათ, მოუყევით ბიბლიური იგავი სამ ძმაზე, რომელთაგანაც ერთმა ფული დაკარგა, მეორემ დამარხა და მესამემ - გაამრავლა.
ყველას თქვენი მიზანი გაქვთ და ამ მიზნის განსახორციელებლად შესაძლებელია თანხებიც გჭირდებათ. განახორციელეთ ინვესტირება თქვენში.
როდის უნდა დავიწყოთ პერსონალური ფინანსების სწავლა?
რამდენი რამის სწავლა შეიძლება სკოლაში და არავინ არაა დაინტერესებული: არც მოსწავლე და არც მასწავლებელი. პერსონალურ ფინანსებზე გაკვეთილები სკოლაშივე უნდა იწყებოდეს. მინიმუმ, სანამ უნივერსიტეტში ჩააბარებთ, უნდა გქონდეთ იდეა თქვენს ფინანსებზე. რატომ? იმიტომ, რომ თქვენ მიერ შერჩეული პროფესია დიდ გავლენას მოახდენს თქვენს შემოსავლებზე და მომავალზე. 
რატომ უნდა ვიზრუნოთ ფინანსებზე?
ბევრს ნუ იდარდებთ, თუ მილიონები გაქვთ უკვე. უბ��ალოდ, ყველაფერს კარგად მიხედეთ და თქვენი რჩევები ჩვენც გაგვიზიარეთ ეს ყველაფერი როგორ მოახერხეთ. თუ ასე არაა, იზრუნეთ ფინანსებზე დროულად, თორემ ვერ იქნებით თავისუფალი. ფულმა შესაძლებლობა მომეცა ჩემი არჩევანი გამეკეთებინა ცხოვრებაში. სხვანაირად იქნებოდა, სხვაზე დამოკიდებული რომ ვყოფილიყავი. ასევე, რაც მეტად გონივრულად განსაზღვრავთ თქვენს ფინანსებს (თუნდაც ჯერჯერობით 100 ლარი იყოს თვეში), შეძლებთ თანხა გაამრავლოთ და შეცვალოთ თქვენი ცხოვრება.  
ბიუჯეტი
ჩემ გარშემო არავინ დამილანდავს, ვისაც გასავლების და შემოსავლების რვეული ექნებოდა. როგორი გულდასაწყვეტია, იმიტომ რომ ბიუჯეტირებას სასწაულების მოხდენა შეუძლია. საქართველოდან გამოსამგზავრებელი ფული რომ შემეგროვებინა, ინგლისურში ბავშვების მომზადება დავიწყე გვიან 90-იანებში. თვეში $40 გამომდიოდა. არ ვიცი როგორ და დაახლოებით ორი წლის მერე ნაწილი თანხა შემიგროვდა. ნაწილიც თამამად ვისესხე. დაახლოებით ორ-სამ თვეში ასევე მხნედ გავისტუმრე. ჩემი თავგადასავალიც თვეში $40-ით დაიწყო! რა იცით სად წაგიყვანთ თქვენი შემოსავლები, წარმოიდგინეთ.
როგორ შევადგინოთ ბიუჯეტი?
ადრე მხოლოდ ყოველთვიურ აღრიცხვებს ვაკეთებდი. როცა ბევრი არ გაქვს და სურვილები დიდია, ეს მნიშვნელოვანია, რომ რამე არ გამოგრჩეს და ყველაფერი თავზე არ დაგემხოს. თუმცა ახლახანს აღმოვაჩინე, რომ თურმე უკეთესად შეიძლებოდა ყველაფრის გაკეთება. შეადგინეთ ექსელის ფორმა, მაგალითად ‘გუგლ დრაივზე’, სადაც მარცხენა მხარეს ჩამოწერთ შემოსავლებს:
ძირითადი სამსახური
დამატებითი შემოსავალი
სხვა
თუნდაც მხოლოდ ერთი სამსახური გქონდეთ, ასე ჩამოწერეთ, რადგანაც ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად სიის ნახვა შეგახსენებთ, რომ სხვა შემოსავლების გაჩენის შესაძლებლობაც გაქვთ. ვთქვათ, თქვენი ძირითადი სამსახურია ბანკში. კვირაში ერთი-ორჯერ შეგიძლიათ სხვა საქმინობით დამატებითი შემოსავალი გაიჩინოთ. იქნებ ფინანსური აღრიცხვები გეხერხებათ, ან ზღაპრულ ხაჭაპურს აცხობთ, თვეში დამატებითი 100+ ლარი არავის აწყენს. 
რაც შეეხება ‘სხვა’, აქ შეიძლება რაიმე ერთჯერადი ჩაიწეროს, როგორიცაა რაიმეს გაყიდვის შედეგათ შემოსული თანხა, ანდაც ��რთჯერადი საჩუქარი. 
როცა ფინანსური მდგომარეობა რთულია, თითქოს არც გვინდა ჩვენს თანხებს და ანგარიშებს გადავხედოთ. ეს ხომ საშიშია, შეიძლება აღნოვაჩინოთ, რომ პრობლემა გვაქვს, თუმცა მერწმუნეთ, თუ ამ წინაღობას გადალახავთ და თანხებს ფურცელზე დაალაგებთ, ყველაფერს გაართმევთ თავს და გამოსავალსაც იპოვით.
საქმე რომ გაგიადვილდეთ, შევადგინე წლის ბიუჯეტის შაბლონი ფორმა. შეგიძლიათ გადაიკოპიროთ თქვენს დრაივზე ან გადაწეროთ თქვენს კომპიუტერში და თქვენი საჭიროების მიხედვით შეცვალოთ. 
გასავლებს რაც შეეხება, ყველაფერი აღრიცხეთ კატეგორიების მიხედვით. თუ შემოსავლების გაზრდა არ გამოგდით ამ მომენტისათვის, შეამცირეთ შეძლებისდაგვარად გასავლები.
Tumblr media
როგორ დავზოგოთ თანხები
ყველას თქვენი ფული უნდა. სასაცილოა და პერსონალური ფინანსების წიგნის ავტორიც თქვენს ფულს უმიზნებს. როგორც მარკეტინგულ კომუნიკაციაში მომუშავე, კარგად ვიცნობ და ვიყენებ სხვადასხვა ხერხებს საქმეში. როგორ შეიძლება ერთ დღეს ამდგარიყავით და ვთქვათ, თმის დამაგრძელებლები შეგეძინათ “ამაზონზე”? 
შეეცადეთ გაიაზროთ კონსიუმერიზმი რა არის. არ მოგიწოდებთ აბსოლიტურად უარი თქვათ ამქვეყნიურ ნივთებზე, რომლებიც გახარებთ, თუმცა სხვა თვალით რომ შეხედოთ ყველაფერს და გააზრებულად დახარჯოთ თანხა, მიაღწევთ თქვენს მიზანს. 
- გააკონტროლე�� სპონტანური შენაძენები. ახალი ჩამოსული რომ ვიყავი საქართველოში, დედაჩემი ხშირ-ხშირად მირეკავდა. “ხატი, ძალიან მაგარი ქოშები აქვთ ეხლა ‘პადზემკაში’ თან ფასდაკლებაზე და გიყიდი.” (არც დამირეკავდა და ისე იყიდიდა რამდენჯერმე უკან რომ არ მიმებრუნებინა სხვადასხვა საჩუქრები). მე დავფიქრდი. შემოსასვლელში ორი ქოში უკვე მედო. მესამის საჭიროება არანაირად არ მქონდა, ასე რომ: “არა, არ მინდა ქოში” იყო პასუხი. გარეთ თუ რაიმეს საყიდლად არ მიდიხართ სიით, ნურც იყიდით ნურაფერს, დიდი შანსია, რომ არ გესაჭიროებათ.
ბევრი ამბობს, რომ ეკონომიკური სიჯანსაღე დაირღვევა, თუ არ დავხარჯავთ და ყველა ჩვენს შემოსავლებს გავაკონტროლებთ. ... ჰმმმ, თქვენი გადასაწყვეტია, თქვენს ხარჯზე თუ გინდათ რომ ყველა დანარჩენი ავშენდეთ.
- ყოველდღიურად აღწერეთ გასავლები და შეადარეთ წინასწარ გაწერილ ბიუჯეტს. რომელიმე ასპექტში ‘გარღვევა’ ხომ არ გაქვთ? ვთქვათ, რესტორნებში? ან სალონებში? სიგარეტში? 
მეცინება უკვე, როცა ჩვენი საზოგადოების ყველა ნაკლი და უცოდინარ-გამოუცდელობა მთავრობაში, პოზიციასა და ოპოზიციაში იჩენს თავს და ბრაზობს ერი. რაც ჩავძახეთ, იმაზე უკეთესს რას ამოგვძახებდა? ამიტომაა მნიშვნელოვანი ოჯახის სიძლიერე და მოზარდების ნამდვილი ცხოვრებისათვის შემზადება.
- იპოვეთ გამოსავალი. ფული იმისათვის არსებობს, რომ ამ ცხოვრებაში გამოვიყენოთ. იმ ცხოვრებაში ნამდვილად არ დაგვჭირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ნაწვალები ფული ვინმემ განმოიყენოს და ჩვენ დავრჩეთ გაღიმებული. ის ჩვენი მიზნების განხორციელებას უნდა მოხმარდეს. გადააფასეთ თქვენი ხარჯები. ნუ გაწევთ ხარჯებს, მარტო იმიტომ რომ ამას თქვენგან მოელიან. მაგალითისათვის, სახლის ფულს ნუ დახარჯავთ ქორწილში, თუ სახლისათვის არა გაქვთ ფული. განსაზღვრეთ პრიორიტეტები. ერთი-ორი თვის ხარჯების ანალიზის მერე მივხვდი, დასაზოგი ფული გამომიჩნდებოდა, უაზრობებში რომ არ ვიხდიდე: გამოვრთე ნეთფლიქსი, თმის საღებავი. სამაგიეროდ თანხას ვიყენებ წიგნებზე (მაინც, უმეტესობას ბიბლიოთეკაში ვპოულობ) და მნიშვნელოვან კონტაქტებზე.
როგორ ვიშოვოთ ფული?
ესეც ხდება, ყველამ არ ვიცით, როგორ ვიშოვოთ ფული. არავინ გვასწავლის. განათლება დანახარჯია, რომელმაც დასაქმებამდე და ფულის შოვნამდე უნდა მ��გიყვანოთ. თუმცა, განათლების გარეშეც შეიძლება რაიმე ხელობის ათვისება და ბედნიერად ცხოვრება. ყველა ადამიანის მდგომარეობა ინდივიდუალურია. რა ეტაპზეც არ უნდა იყოთ, მონახეთ ვინმე, ვისაც აზრს ჰკითხავთ ხოლმე და რჩევებს მიიღებთ თქვენს პროფესიულ წინსვლაზე. 
მიუხედაავად იმისა, რომ უკვე შორს ვარ გაჭრილი, მეტის მიღწევა მსურს და ოთხი მენტორი შევირჩიე, ვისაც ყოველთვიურად ვეკონტაქტები და რჩევებს ვიღებ მათგან სიამოვნებით. წარმატებულ ადამიანებთან ურთიერთობით, პერსპექტივა იშლება და წინსვლა უფრო სწრაფადაა შესაძლებელი.
გახეული ჯიბე 
რამდენიც არ უნდა ჩაყაროთ, გახეულ ჯიბეს ვერ ამოავსებთ. ნუ ვიქნებით უსამართლოები, არსებობენ მხარჯველი ქალებიც და მამაკაცებიც. ბოტოქსი-ბოტოქსე, რესტორანი-რესტორანზე ... დაქორწინებამდე ან ერთად ცხოვრებამდე, კარგად გაარკვიეთ ფინანსური ჩვევებით თუ ეწყობით. აუცილებელი არაა ადამიანი მხოლოდ იმის გამო დაკარგოთ, რომ კაპიკს კაპიკზე არ აგროვებს, თუმცა სავალალო იქნება, თუ მთელი ცხოვრება შრომას მოანდომებთ და სიბერეში აღმოაჩენთ, რომ დანაზოგის გარეშე, დაქანცული გადიხართ პენსიაში. იყავით ღია და ფინანსური საკითხები ერთად გაიარეთ. ყველამ უნდა შეიტანოს წვლილი და ერთობლივი ძალებით მიაღწევთ უკეთეს შედეგებს, თუნდაც ერთ-ერთი თქვენგანი 0-დან ან მინუსიდან იწყებდეს. მთავარია მონდომება და სურვილი. ასევე, არ დაგავიწყდეთ, თუ ვინმეს უჭირს, ასწავლეთ თევზის დაჭერა. თევზის გადაცემა არაა გამოსავალი. ჯიბე თუ არ გაიკერა, ვერ გაივსება. თევზის ჭერას თუ ვერ ვისწავლით, მუდამ თევზით დახმარება დაგვჭირდება.
ვალი
თურმე თქვენი რეალური და საიმედო შემოსავლის 1/3-ზე მეტი არ შეიძლება აიღოთ ვალად რამდენად სარფიანადაც არ უნდა შემოგთავაზონ სესხი. ადამიანები პოზიტიურად ვფიქრობთ, თუმცა რეალობას არ აინტერესებს ჩვენი პოზიტიური ფიქრები: დოლარი ძვირდება, პროცენტი არ სრულდება და თანხის გადახდა ჭირს. დასავლეთში ბევრი ვალი უგროვდებათ შეუმჩნევლად, რადგანაც ვიზა ბარათზე ავტომატურად ეძლევათ ე.წ. დამტკიცებული სესხი. და რისთვის ედებათ ვალი? “შოფინგისათვის”: ახალი ფეხსაცმელი, ახალი კაბა, მოგზაურობა სადღაც, სადაც ინსტაგრამის მეგობარი დაჩეკინდა შარშან, ‘ფართი’... ასეთი სესხი ყოვლად გაუმ��რთლებელია, რადგანაც შენაძენი მომენტალურად კარგავს ფასს და იხარჯება. 
როგორი სესხია გამართლებული? განათლება, ქონება, რაიმე ისეთი, რაც უფრო მეტს მოგიტანთ, ვიდრე დახარჯავთ. თუ საკერავი მანქანა არ გაქვთ და გინდათ “მადონას სერვისივით” შემოდოთ თაროზე, დაკარგული ფულია ამისათვის სესხი. თუ სამაგიეროდ ამ საკერავი მანქანით თვეში რამდენიმე კაბას შეკერავთ და ყოველთვიურ შემოსავალ გაიჩენთ, ღირს ხარჯი. დათვალეთ.
ინვესტირება
ამაზე ჯერ ბევრი არაფერი ვიცი. ნელ-ნელა ვსწავლობ და როცა გავერკვევი, აზრებს გაგიზიარებთ. თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია, ნუ დაგვზარდებით და მოგვწერეთ.
დანაზოგი
ყოველთვიურად შემოსავლების 10% მაინც დაზოგეთ.
მგონი ჯერჯერობით სულ ესაა. გაქვთ კითხვები?
0 notes
taa55 · 7 years ago
Text
თმის ფილერი
თმის ფილერი AKA თმის ბოტოქსი, თმის გამაჯანსაღებელი და აღმდგენი სალონური პროცედურაა. მართალია იგივე პროცედურის ჩატარება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ, მაგრამ გამომდინარე იქედან რომ კლიმაზონი ერთ ერთი აუცილებელი კომპონენტია ამ პროცედურის, სახლში 1 საათი პირსახოცმოხვეულ ყოფნას, ისევ სალონში ჩაიტაროთ ჯობია. მას შემდეგ რაც თმა სუპრით გავიღიავე, რომ ვარდისფრად შემეღება ბოლოები … მას შემდეგ რაც თმა სუპრით…
View On WordPress
0 notes
sheniekimi · 9 months ago
Link
0 notes
sheniekimi · 9 months ago
Link
0 notes
drmarisia · 3 years ago
Photo
Tumblr media
ბიორევიტალიზაცია -ყველას გვსმენია პროცედურის სახელწოდება, რომელიც საოცარ შედეგებს გვაძლებს და საკმაოდ პოპულარულია კანის მოვლის პროცედურებში. ❤❤👸🏻👸🏻 პროცედურის დროს ხდება კანის ღრმა შრეების ჰიალურონის მჟავით გაჯერება ბიორევიტალიზაცია საუკეთესო გამოსავალია თუ თქვენ გაქვთ: მოდუნებული და გამომშრალი კანი, შემცირებული კანის ელასტიურობა, კანის ნაადრევი დაბერების სიმპტომები, ��ამოწვეული თამბაქოს, სტრესის, მზის სხივების და სხვა ფაქტორების ზემოქმედებით, სხვადასხვა სახის პლასტიკური ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, პიგმენტაცია. მეთოდი აუმჯობესებს კანის ფერს, მის რელიეფს, ალაგებს ნაოჭებს, ამცირებს პიგმენტაციის ინტენსივობას. ბიორევიტალიზაცია შეიძლება ჩატარდეს სახის, ყელისა და დეკოლტეს ასევე ხელისა და იდაყვის მიდამოებში. #ბიორევიტალიზაცია💧🍀💉 #skincarecommunity #beautifuldestinations #aesteticdoctor #yourbeautydoctor💋💋💋 #hanikunatutuna #biorevitalization #smilemoreoften❤️ #facebook #კანისმოვლისრუტინა #სახისკანისმოვლა #ჯანსაღიცხოვრებისწესი #არგამოტოვო #სილამაზე🌸 #ჯანმრთელობაუპირველესყოვლისა #კანისმოვლა #ბოტოქსი #ფილერი #სახისმოვლისსაშულალებები #შენიმაკიაჟი #სახისპროფესიონალურიმოვლა #გამაჯანსაღებელიცენტრი #ნაოჭებისსაწინააღმდეგო #ნაოჭებისგასწორება #მიმიკურინაოჭები (at Georgia (country)) https://www.instagram.com/p/CNnPJu0K-ap/?utm_medium=tumblr
0 notes