#ბალახის
Explore tagged Tumblr posts
Text
2 notes
·
View notes
Text
როგორ დავითვალოთ კალორიები
დღის განმავლობაში კალორიების დეფიციტს წონის კლებასთან მივყავართ. მნიშვნელოვანია არამხოლოდ მიღებული საკვების რაოდენობის შემცირება, არამედ მისი სარგებლიანობის შენარჩუნება. კალორიები და მათი დათვლა ეს მარტივი საქმე არაა. ორგანიზმს ნორმალური სიცოცხლისუნარიანობისთვის ცილა, ცხიმი და ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალები სჭირდება. დიეტური მენიუს დღიური კალორიულობა 1400 უნდა იყოს. ცილა/ცხიმი/ნახშირწყლების შეფარდებით 40/20/40-ზე. ასეთი მენიუ გახდომისთვის და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ოპტიმალურად ითვლება. როგორ შევადგინოთ ის სწორად? მენიუ გახდომისთვის სახლის პირობებში წარმოგიდგენთ ბალანსირებულ რაციონს 2 დღისთვის. ის გათვლილი ადამიანებზე, რომლებიც სახლში იკვებებიან და ხელმისაწვდომ პროდუქტებს იყენებენ. პირველი დღე საუზმე: 30 გ შვრიის ფაფა, 1 კვერცხი, 25 გ უცხიმო ხაჭო ან ყველი, 1 ნაჭერი მთლიანმარცვლიანი პური. ლანჩი: 100 გ იოგურტი შაქრის გარეშე, 30 გ ნებისმიერი თხილი. სადილი: 150 გ წიწიბურა, 200 გ მოხარშული ქათმის ფილე, 200 გ ნედლი ბოსტნეული ან სალათა ზეითუნის ზეთით. წახემსება: 1 ვაშლი, 25 გ თეთრი ყველი, 1 ნაჭერი მთლიანმარცვლოვანი პური. ვახშამი: 150 გ უცხიმო ხაჭო. მეორე დღე საუზმე: 200 გ ყველის ღვეზელი, 1 კვერცხი. ყველის ღვეზელი მოამზადეთ უცხიმო ხაჭოსგან, 2 ს.კ. ბრინჯის ფქვილისგან და მუჭა ქიშმიშისგან. ლანჩი: 150 გ ხილის სალათა. სადილი: 200 გ ბრინჯი, 150 გ შემწვარი, გამომცხვარი ან მოხარშული თევზი, 200გ ბოსტნეულის სალათა. წახემსება: 150 გ იოგურტი, 1 ნაჭერი მთლიანმარცვლოვანი პური. ვახშამი: 200 გ მოხარშული ��აგუ, 150 გ ჩათუშული ქათამი. რაგუ მოამზადეთ მზესუმზირის ზეთზე. იკვებეთ ერთსა და იმავე დროს ერთნაირი ინტერვალებით, დაახლოებით ყოველ 3-4 საათში. ასევე დალიეთ 2 ლიტრი სითხე დღეში: წყალი ან ბალახის ჩაი. გაითვალისწინეთ, რომ ფრეშები და წვენები კალორიულია. #drpkhakadze #pitskhelauri გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi Read the full article
0 notes
Text
ქვაფენილის დანადგარი
ქვაფენილის პრეს ფორმები ზომების მიხედვით განსხვავდება ანუ სიმაღლე 6-იანი თუ გამოვა მაშინ ქვაფენილის პრეს ფორმის სიმაღლე 8 სმ უნდა იყოს. თუ 8 სმ-იანი ქვაფენილის წარმოება გინდათ ქვაფენილის პრეს ფორმის სიმაღლე უნდა იყოს 10 სმ. ანუ ქვაფენილის დანადგარი, ქვაფენილის პრეს ფორმის მიხედვით სხვადა სხვა ნაირი ქვაფენილის წარმოებისთვის პრეს ფორმები დაგჭირდებათ.
ქვაფენილის დანადგარი სხვადა სხვა პროდუქტის გაკეთება შეუძლია. ბლოკი, ბორდიური, ფასადის ბლოკი, იზობლოკი, სართულშუა გადახურვის ფილები, ბალახის ფილები, და ა.შ. დღეს-დღეობით ყველა ქუჩებში ქვაფენილები უნდა გაკეთეს. ამის გამო ქვაფენილის დანადგარი უნდა შეიძინოთ. ჩვენ საქართველოში დავამონტაჟეთ 8 ცალი ქვაფენილის დანადგარი და 48 ცალი ბლოკის საჭრელი დანადგარი.
მარტო თბილისში დამონტაჟებული 6 ცალი. თბილისში დღეს არარის მოთხოვნა ფილებზე მაგრამ ძალიან ცოტა ხანში იქნება მოთხოვნა. →ჩვენ მზად ვართ დანადგარების გაკეთებისთვის. რომელიც გინდათ აირჩიეთ; ქვაფენილის დანადგარი, ბლოკის დანადგარი, ბეტონის ქარხანა და ქვის სამტვრევი დრაბილკა.
0 notes
Text
ზაფხული მინდა იყოს და მე ვრცელ მინდორზე მარტო ვუყურებდე მზის ჩასვლას. არ მეშინოდეს, როგორც მაშინ, მარტო რომ ვიყავი და ამავე დროს ვგრძნობდი ვიღაც მიცავდა. შორიდან დაღლილი ნაბიჯების და სიცილის ხმა მესმოდა, ბედნიერების. დაღლილ სხეულს სუნთქვები არ ჰყოფნიდა, სველი სამოსი ტანს ეკვროდა, გარშემო გამხმარი ბალახის და მზის ჩასვლის სუნი იყო, ჰო მზის ჩასვლის. და კიდევ უმრავი კალია, ქაოტურად დახტოდნენ წინ და უკან და ეს მშვენიერი იყო. მერე ფარნის შუქზე მივუყვებოდით ტყის ბნელ ბილიკებს, მე მშიშარა ვარ, მაგრამ მაშინ არ მეშინოდა.
2 notes
·
View notes
Text
უკანასკნელი ჩანაწერი
ჩემი უბედურება იცი რა არი? იმედი მაქვს გადაწურული.
მივხვდი, რომ კარგად აღარ გავხდები. ეგ მაგიჟებს. ვერ ველევი! ვერ შევეგუე, რო ცუდად ვარ და კარგად აღარ ვიქნები. გარეთ არ შემიძლია გავიდე. ჰაერი რო ჩავისუნთქო, ისე მომიჭერს ხოლმე, თითქო მარწუხებს მიჭერენ. ეხლაც, ან ცივი წყალი რო დავლიო, ცუდად ვხდები.
ხშირად სიცოცხლის ღონე არ მაქვს. 53 წლის ვარ. მაგაზე მწყდება გული. მამაჩემი 80 წლისაა და მთებში თიბავს. მინდოდა მეც ეგრე ვყოფილიყავი... ვყოფილიყავი რა, მეცოცხლა რა, თან გამეხარა, რა იქნებოდა! აღარც ჭრელი ქვის ქვეშ ვიქნებოდი, აღარც დახატული, აღარც ქართულ მიწას ვიგრძნობ. გულ-მუცელში მიტრიალებს, თავში მირტყამს ნერვები.
გუშინ გარეთ გავედი და ძალიან ცუდად გავხდი. ძლივს მოვედი სახლში. სხვებს რომ ვუყურებ, ცუდად არიან და დაბეჩავებულები, იმათზე ცალკე მწყდება გული.
მეც მინდა ყოჩაღად ვიყო. კი არ მშურს. განა ბოღმა მაქ, მეც მინდა, რო კარგად ვიყო. რო ვეღარა ვარ, მოვრბივარ, რო დავწვე, იქნებ მოვკვდე. არ ვკვდები. ქალაქში დამემართა ესა. ჩემი და მეპატიჟება, მაგრამ... ისიც ვერ გაუძლებს ჩემს ტკივილს. მე კონტაქტი და ურთიერთობა აღარ შემიძლია ხალხთან. "გველისმჭამელი" რო იყო, იმანაც ხო იცოდა ჩიტების, ბალახის ენა და მერე დაკარგა... აი, ეგრე ვარ. გრძნობა დავკარგე - სიტყვის თქმის უნარი.
გალობენ ჩიტები, ჩემს გულში კი გალობა არ შემოდის, თითქოს ტყვიაა, ვერ ვგებულობ იმ გალობის გემ���ს...
გოდერძი ჩოხელი ❤️
5 notes
·
View notes
Text
მენატრება უდარდელი ზაფხულის დილა, სადა საუზმე და მერე სადილამდე საათობით ეზოში ყოფნა, კატებთან განუწყვეტელი კომუნიკაცია, მათთან ლაპარაკი, თამაში, მათი მოვლა, სიმშვიდე, მზის რბილი სხივები, ბალახის სინაზე და სურნელი, ფოთლების ჩრდილები ზედ, რენდომად თხილის და კენკრის მუჭში მოგროვება და ჭამა, სახლიდან გეძახიან რომ სადილის დროა, კატებს ეთხოვები და შედიხარ, დასიცხულს თვალებში გიბნელდება და ასე დარეტიანებული ჭამ, თან ტელევიზორს უყურებ, "საქართველოზე" ფილმი გადის. ჭამის მერე წვები და წიგნს კითხულობ, ოღონდ ბევრს არა. ნებივრობ ლოგინზე და სახლის სიგრილეში ისვენებ. მერე ისევ ეზოში, კატებთან ჩამოვლის რუტინა, მერე პადვლების თვალიერება, საქათმის თვალიერება, ნივთების გამოტანა ეზოს მაგიდაზე და უსასრულოდ თვალიერება, თვალიერება, თვალიერება. ამ დროს საათებს ატარებ ხმის ამოუღებლად მაგრამ არც ერთი წამით იწყენ, აკვირდები თითოეულ ნივთს, სუნავ, ფურცლავ, ატრიალებ, სხვადასხვა გამოყენებას უძებნი, შენდა გაუანალიზებლად კიდევ ტვინში იმდენ აზრს, ფიქრს და შეგრძნებას იცვლი.. მხოლოდ რომ მორჩები, მაშინღა აანალიზებ ამდენი ხანი რა ტკბილ, გამაბრუებელ ექსტაზში იყავი. მოკლედ, კარგი იყო
1 note
·
View note
Text
შესაძლოა, მზის გულზე იდგე და გციოდეს მაინც, რადგან მზის სხივები გამხმარი ბალახის ღეროებს ემსგავსება იქ, სადაც ადამიანური სითბოა საჭირო.
2 notes
·
View notes
Text
დაყრუებულნი მივრბოდით ქარში,
ვემალებოდით რაღაცას თითქოს,
მერე ტრამვაის ვუცდიდით დიდხანს
და გვძულდა ჩვენი მხდალი სხეული...
ბალახის ღერო წაიღო ჩიტმა,
ბალახის ღერო წაიღო ჩიტმა
და გაქრა..
წვიმდა..
შენ არ იყავი...
თამაზ ჭილაძე
6 notes
·
View notes
Text
ნე(ს)ტა(ნ), შენს თვალებს თუ შემორჩა ფერი ბალახის
და ხვეულ თმებში სავარცხელი თუ გეხლართება,
მოგონებებში დაყოვნება თითქოს არა ღირს,
მაგრამ არ ვიცი, ამ ბოლო დროს რა მემართება
სული შეშლილი ტკივილსა და ღვინოს მივანდე,
დედა-რიონთან დამაბრუნეს ძველმა მითებმა . . .
და, ვაგლახ, სწორედ მაშინ მივხვდი როგორ მიყვარდი,
როცა კალთები დაგიპოტნეს ბავშვის თითებმა
ნე(ს)ტა(ნ), შენს თვალებს თუ შემორჩა ფერი ბალახის . . .
და ხვეულ თმებში სავარცხელი თუ გეხლართება.
რობერტ მესხი
1 note
·
View note
Text
მინი მტვირთავი (ტრაქტორი) MULTIONE 8.5S
მინი მტვირთავი (ტრაქტორი) MULTIONE 8.5S გამოიყენება სხვადასხვა სფეროებს. ფართო სპექტრი attachments საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ მანქანა მუშაობა მძიმე ტვირთის, ტერიტორიის დასუფთავება თოვლის და ფოთლები, ჭრის ბალახის და ბუჩქი, შესუსტება ნიადაგის, და ა.შ. მოწყობილობა ეფუძნება დიზელის KOHLER KDI 1903 50 ცხენის ძალა. მაქსიმალური სიჩქარე 28 კმ / სთ. ტელესკოპური ბუმი აღჭურვილია თვითმმართველობის ნიველირებას მექანიზმი. Loader წყალობით ჰიდროსტატიკური drive 4WD აქვს მაღალი maneuverability და კარგი გატარება. მახასიათებლები დიფერენციალური lock; ტელესკოპური ბუმი; კომპონენტები "კომფორტი" (სურვილისამებრ); ყველა სეზონის ტექნიკა (სურვილისამებრ).ქვეყანა: იტალია ძრავის ტიპი: დიზელზე ზომა: mm 3200h1500h2150 ბრენდი: MultiOne მოდელი: 4TNV88 სიმძლავრე: 50 ც.ძ. წონა: 2025 მწარმოებელი: Yanmar აღჭურვილობა ტიპი: Loader მოძრაობა ტიპი: Read the full article
0 notes
Text
2 notes
·
View notes
Text
როგორ დავითვალოთ კალორიები
დღის განმავლობაში კალორიების დეფიციტს წონის კლებასთან მივყავართ. მნიშვნელოვანია არამხოლოდ მიღებული საკვების რაოდენობის შემცირება, არამედ მისი სარგებლიანობის შენარჩუნება. კალორიები და მათი დათვლა ეს მარტივი საქმე არაა. ორგანიზმს ნორმალური სიცოცხლისუნარიანობისთვის ცილა, ცხიმი და ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალები სჭირდება. დიეტური მენიუს დღიური კალორიულობა 1400 უნდა იყოს. ცილა/ცხიმი/ნახშირწყლების შეფარდებით 40/20/40-ზე. ასეთი მენიუ გახდომისთვის და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ოპტიმალურად ითვლება. როგორ შევადგინოთ ის სწორად? მენიუ გახდომისთვის სახლის პირობებში წარმოგიდგენთ ბალანსირებულ რაციონს 2 დღისთვის. ის გათვლილი ადამიანებზე, რომლებიც სახლში იკვებებიან და ხელმისაწვდომ პროდუქტებს იყენებენ. პირველი დღე საუზმე: 30 გ შვრიის ფაფა, 1 კვერცხი, 25 გ უცხიმო ხაჭო ან ყველი, 1 ნაჭერი მთლიანმარცვლიანი პური. ლანჩი: 100 გ იოგურტი შაქრის გარეშე, 30 გ ნებისმიერი თხილი. სადილი: 150 გ წიწიბურა, 200 გ მოხარშული ქათმის ფილე, 200 გ ნედლი ბოსტნეული ან სალათა ზეითუნის ზეთით. წახემსება: 1 ვაშლი, 25 გ თეთრი ყველი, 1 ნაჭერი მთლიანმარცვლოვანი პური. ვახშამი: 150 გ უცხიმო ხაჭო. მეორე დღე საუზმე: 200 გ ყველის ღვეზელი, 1 კვერცხი. ყველის ღვეზელი მოამზადეთ უცხიმო ხაჭოსგან, 2 ს.კ. ბრინჯის ფქვილისგან და მუჭა ქიშმიშისგან. ლანჩი: 150 გ ხილის სალათა. სადილი: 200 გ ბრინჯი, 150 გ შემწვარი, გამომცხვარი ან მოხარშული თევზი, 200გ ბოსტნეულის სალათა. წახემსება: 150 გ იოგურტი, 1 ნაჭერი მთლიანმარცვლოვანი პური. ვახშამი: 200 გ მოხარშული რაგუ, 150 გ ჩათუშული ქათამი. რაგუ მოამზადეთ მზესუმზირის ზეთზე. იკვებეთ ერთსა და იმავე დროს ერთნაირი ინტერვალებით, დაახლოებით ყოველ 3-4 საათში. ასევე დალიეთ 2 ლიტრი სითხე დღეში: წყალი ან ბალახის ჩაი. გაითვალისწინეთ, რომ ფრეშები და წვენები კალორიულია. #drpkhakadze #pitskhelauri გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi Read the full article
0 notes
Text
ბლოკის საჭრელი დანადგარი
ბლოკის საჭრელი დანადგარი და მისი მოწყობილობები განსხვავდება დღიური წარმადობით და ამ დანადგარისთვის საჭირო არის 3 მუშა პერსონალის მუშაობა ანუ სრულად ავტომატური სისტემით. თუ დღეში 3.500 ცალი 20-იანი ბლოკის წარმოებისთვის საჭირო დანადგარი ერთ დარტყმაზე 4 ცალი 20-იანი ბლოკი უნდა გაამზადოს. ერთ მორევაზე 42 ცალი 20-იანი ბლოკი გამოდის.
თუ აირჩიეთ დღეში 12.000 ცალი ბლოკის წარმოება ამ დროს დანადგარი ერთ დარტყმაზე 12 ცალი 20-იანი ბლოკი უნდა გამოუშვას და ერთ მორევაზე 95 ცალი 20-იანი ბლოკი გამოვიდეს. ბლოკის საჭრელი დანადგარი სამშენებლო ბლოკის გარდა შეგიძლიათ მარტო ყალიბის შეცვლით აწარმოთ. ქვაფენილი, ბორდიური, სართ��ლშუა გადახურვის ფილა, ბალახის ფილა, იზობლოკი და ა.შ. სხვა სამშენებლო პროდუქციები.
ბლოკის საჭრელი დანადგარი და მისი მოწყობილობების მონტაჟის ხორციელდება ჩვენი კომპანის მიერ უფასოთ. შეძენილ დანადგარებზე მონტაჟისთვის არ ვიღებთ დამატებით თანხას. შეკვეთიდან რამოდენიმე დღის შემდეგ ჩვენი სპეციალიტები თქვენთან ჩამოდია რათა თქვნი ადგილის მიხედვით დაპროექტება გაკეთო თუ როგორ დამონტაჟდეს ბლოკის საჭრელი დანადგარი. პროექტის დამზადების შემდეგ თქვენ გიგზავნით თუ როგორ უნდა დამზადოთ დასამოტაჟებელი ადგილი ბეტონით.
#ბლოკის დანადგარი#ბლოკის ცეხი#blokis danadgari#ბლოკის ქარხანა#blokis cexi#ბლოკის საჭრელი დანადგარი#სამშენებლო ბლოკის დანადგარი
0 notes
Quote
მზე რომწლიც ღამე ამოდის
იღვიძებ ბნელ ოთახში, სადაც არ შეგიძლია შუქი აანთო. აქ ყველა ფანჯარა დაგმანულია და არსაიდან შემოდიან მზის სხივები. აქ არაფერია უსაშველოდ დიდი, ბნელი სივრცის გარდა, რომელშიც იხრჩობი, იძირები და უფრო და უფრო ეფლობი. ეს შენი ერთადერთი სამყაროა. ერთადერთი ფერი, რომლის დანახვა და შეგრძნება შეგიძლია. მე უსინათლო ვარ. დაბადებიდან მომესაჯა, რომ ვერასოდეს შევძლო ვერაფრის და ვერავის დანახვა, რომ ისიც კი არ ვიცოდე რა ფერის თვალები მაქვს, როგორი ტუჩები და ცხვირი. ვერასოდეს გავიგებ როგორია საწოლი სადაც ვიღვიძებ, ადაიანები რომლებსაც ვესაუბრები, საგნები რომლებსაც ვეხები. ჩემთვის დახურულია ბედნიერების და გადარჩენის ყველა სარკმელი. მე უსინათლო ვარ. მე ვარ, როგორ გითხრათ... ანტონიმი სიტყვისა - ფერადი. ** - დე, ხედავ შუქს? სახვევებს მხსნიან თუ არა, ��ოუთმენლად მეკითხება დედაჩემი. თვალის გახელას არ ვჩქარობ. ეს ბოლო ოპერაციაა, ბოლო იმედი, რომ თვალი ამეხილება. ვერ გადავიტან ამ იმედის გაცრუებას, ამ ოცნების დამსხვრევას. - გაახილე თვალი, ანა. - ნაზად მეფერება დედაჩემი ხელზე და მამხნევებს. წამწამებს ფრთხილად ვაშორებ ერთმანეთს და აუჩქარებლად ვახელ თვალებს. უკუნითი სიბნელეა. ვხუჭავ და ვახელ, ვხუჭავ და ვახელ, ვხუჭავ და უკვე ისტერიკაში გადამდის. მეწვის და სადაცაა ჩემი უსიცოცხლო თვალები ატირდებიან. - დედა, არაფერი ჩანს... სიბნელეა დედა. ბნელა! - ვყვირი და ხელებს ჰაერში ვიქნევ. ვიღაც იატაკზე იკეცება და ხმამაღლა ქვითინებს. - რატომ არაფერი ჩანს? რა ხდება? შუქი აანთეთ! ჯანდაბა! - ხელებს ისევ განუწყვეტლივ ვამოძრავებ და ცრემლები ყელამდე ჩამომდის. ვყვირი შიგნიდან, მთელი სხეულიდან ვყვირი ჩემს ავადმოყოფობას, ჩემს პათოლოგიას, ჩემს ტკივილსა და უსუსურობას. - არ მინდა ასე ცხოვრება! არ მინდა! არა! არა! - საწოლიდან ვდგები და გაურკვევლად ვმოძრაობ. ვერ ვეგუები განაჩენს, ვაპროტესტებ სასჯელს, მაგრამ არაფერი იცვლება. რაღაცას ვასკდები და იატაკზე ვიკეცები. ექიმები ალბათ დამამშვიდებელს ამზადებენ. ღამეა ჩემი თვალები, ღამე სადაც არც მთვარეა და არც ვარსკვლავები. ვიღაც მაკავებს და ვენაში დამაშვიდებელს მიკეთებს. დედაჩემის ქვითინი სულ უფრო შორიდან ისმის და ჩემს თვალებშიც, ნელ-ნელა ღიავდება სიბნელე. ძალა გამოცლილი ვწვები საწოლზე და უხმოდ მომდის ცრემლები. გაბრუებულს, აღარაფრის ძალა აღარ მაქვს. თავს ვერ ვერევი და დამძიმებული ქუთუთოები, ნელ-ნელა მეხუჭება. * დედაჩემი ძლიერად მიჭერს ხელს. მეორე მხარეს მამაჩემი დგას. ცახცახებს. ტაქსი უნდა მოვიდეს და სამივე ერთად, როგორც ბედნიერი ოჯახი, სახლში უნდა წაგვიყვანოს. სადაც არაფერი დამხვდება, რა თქმა უნდა. ყოველ კუთხეში დაუძლეველი სიბნელე იქნება. არაფრის იმედი. - ანაბელ, გაუძელი. - მამაჩემიც ხელს მკიდებს და მისი კანკალი, ჩემზეც გადმოდის. შიგნით ყველაფერი მეწვის. ჩემი გახელილი თვალები უაზროდ დაეხეტებიან და ვერანაირ მოვალებას ვეღარ ასრულებენ. არც ერთი ფერი, არც ერთი კონტური ან წერტილი. საერთოდ არაფერი, ვერაფერი. ტაქსიში ვჯდებით. დედა მისამართს კარნახობს და მერე ალბათ ფულს წინასწარ აწვდის. ისე�� ისე გაგრძელდება ყველაფერი როგორც ადრე, ტკივილი, სიბნელე, ტკივილი, სიბნელე და ა.შ ** - შეიძლება? - ჯერ კარზე კაკუნი, შემდეგ კი დედაჩემის ხმა მესმის. - მოდი. - ბოლო დროს, ჩუმად დამჩემდა ლაპარაკი. - გუშინ ერთ ექიმს ველაპარაკე და... - მარტო დამტოვე. - უხეშად ვაწყვეტინებ. - არა, ვერ გამიგე. ის სხვა ექიმების მსგავსი არ არის. - სწრაფად მიხსნის დედაჩემი და ჩემს გადარქმუნებას აქედანვე ცდილობს. - მაინც რითია გამორჩეული? - ის უბრალოდ ფერების აღქმას გასწავლის. - დამცინი? - სიმწრისგან მეცინება. - რა ფერებს? - ის... შენნაირ ადამიანებს, შეგრძნებებით ასწავლის ფერებს. - ლუღლუღებს და ძლივს აბამს თავს სათქმელს. - მერე? - მე ვუთხარი, რომ შენ თანახმა ხარ სწავლა დაიწყო. - მადლობა. ყოველთვის ნუ ითვალისწინებ ჩემს ინტერესებს. - ირონიულად ვპასუხობ და გულაღმა ვწვები საწოლზე. მერე ყურებზე მჭიდროდ ვიკრავ ხელებს და სიჩუმესა დ სიბნელეში, მეძინება. ** დედაჩემი დღეს ძალიან ბედნიერია. კაბას მირჩევს და თმებსაც თვითონ მიკეთებს. მერე მისაღებ ოთახში ჩავყავარ და სათამაშოსავიტრ მსვამს დივანზე. - მობრძანდით ბატონო იოანე. აქეთ, ბატონო. აქეთ. - უცხო ნაბიჯების ხმა აღწევს ჩემამდე და მერე ის ადამიანიც მიახლოვდება. - გამარჯობა, ანაბელ. - მშვიდი ტონი აქვს, გეგონება ამ ადამიანს, აღელვება საერთოდ არ შეუძლიაო. - გამარჯობა. - სიზმრებს ხედავ? - პირდაპირ მეკითხება და სავარაუდოდ ჩემს გვერდით ჯდება. - ვერა. - სინამდვილეში ხედავ, უბრალოდ შენ არ გამხსოვრდება. ვერ აღიქვამ. მაგას მალე ეშველება. - დარწუნებით ამბობს. ახლა უკვე ვიცი, რომ მართლაც ჩემს გვერდით ზის. - მეეჭვება. - სიმწრისგან მეცინება და თითებით მაისურის ელვა შესაკრავს ვაწვალებ. - ხვალიდან დავიწყოთ, კარგი? - მოუთმენლად აზუსტება დეტალებს და თან ფეხზე დგება. რამოდენიმე ნაბიჯს დგამს და მერე ისევ ჩერდება. - კარგი. - მორჩილად, მაგრამ უემოციოდ ვთანხმდები. იოანე სწრაფი ნაბიჯებით გადის მისაღები ოთახიდან და დედაჩემის მას მიჰყვება. სავარაუდოდ კარამდე აცილებს, მერე კი ისევ უკან ბრუნდება. - მადლობა, ანა. - მხარზე მადებს ხელს, მისი ნაბიჯების ხმა კი თანდათან იკარგება. ** იმედგაცრუების შემდეგ, ადამიანი ფერფლს გავს. ბოლომდე ჩამწვარსა და უსიცოცხლოს. ძალიან დიდი ხანია საჭირო, სიცოცხლისუნარიანობის დასაბრუნებლად. მაგრამ თუკი იმედები უკვე ძალიან ბევრ��ერ მოგვიკვდა, ჩათვალეთ რომ ვეღარაფერი გვიშველის. უშედეგო ოპერაციებმა ერთადერთი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში - იმედები გადამიწურა. მიწასთან გამასწორა და დამანგრია. საყრდენი წამართვა. მომკლა. ** - ანაბელ, როგორ ხარ? - გვერდით თამამად მიჯდება და როგორც ჩვევია, მშვიდი ტონით მეკითხება. - დღეს ძალიან ლამაზი დღეა. - ირონიულად ვპასუხობ და თავს სპირისპირო მიმართულებით ვატრიალებ. - მოსაცმელი აიღე, გვეჩქარება. - მომენტალურად სერიოზულდება. ვემორჩილები. ხელის ფათურით ვიღებ და ხელებს დამოუკიდებლად ვუყრი. - წავედით. - ხელს მკიდებს. თავდაპირველად მეხამუშება, შემდეგ კი მარტივად ვეჩვევი. მანქანაში ჩაჯდომაში მეხმარება და ღვედს მიკრავს. თვითონაც გვერდით მიჯდება და ქოქავს. ძრავის უსიამოვნო ხმის შემდეგ, მანქანა ადგილს წყდება. ''' მუსიკა ხმამაღლაა ჩართული. უცნობი სიმღერა, იტალიური. - დღეს, პირველ ფერს გაჩვენებ. - მოულოდნელად აბობს მაღალ ხმაზე, მუსიკის დასაფარად. - რაღა დაგიმალოთ, ბატონო იოანე, საერთოდ არ მჯერა თქვენი სისულელეების. მე ბრმა ვარ და სინათლის აღქმაც კი არ შემიძლია. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს, ჩემს დაცინვას. - პირველი: ბატონო არა, უბრალოდ იოანე ან იო. მე სულ რაღაც ოთხი წლით ვარ შენზე უფროსი და ვინმე ბებერი არ გეგონო. - სიცილით იწყებს ახსნას, - მეორე: სულ მცირე, ერთ შანსს მაინც ვიმსახურებ, არა? არაფერს ვპასუხობ. საზურგეს მიყრდნობილი ფერებზე ფიქრს განვაგრძობ და ვერაფრით ვხვდები, როგორ შემიძლია, რომელიმე მათგანი დავიმახსოვრო, დავინახო, ან ვიგრძნო მაინც. ამდენ წლიანი ტანჯვის შემდეგ, ვიღაც მოდის და მეუბნება, რომ დამთავრდება გაუთავებელი სიბნელეო. სისულელეა. - მოვედით. - ხმამაღლა ამბობს და მეც სწრაფად ვფხიზლდები. ჩამძინებია. - სად ვართ? - როგორც მჩვევია ხოლმე, ახალ ადგილას, უცხო ადამიანთან, შიში მიპყრობს. - თმები გაისწორე. - სიცილით უარყოფს ჩემს შეკითხვას და მანქნიდან გადადის. ნეტავ რა ფერის თმები მაქვს? ან თვალები? მანქანის კარს მიღებს. ხელს ვუწვდი, რომ ჩასვლაში დამეხმაროს. ფრთხილად გადმოვდივარ და თითქმის მაშინვე, ყვავილების მძაფრ სუნს ვგრძნობ. დაქვეითებული მხედველობის გამო, ყნოსვა საკმაოდ მაქვს განვითარებული. - აქ ბევრი ყვავილია, ხომ ასეა? - დასარწმუნებლად, უფრო კი იმის საჩვენებლად ვეკითხები, რომ რაღაც მაინც შემიძლია ვიგრძნო. - ასეა. - ბედნიერი ხმა აქვს. როგორ ჩანს, აქაურობა იოანეს ძალიან ��ოსწონს. ცოტა ხანს უხმოდ ვდგავართ. მაღეზიანებს ის, რომ ალბათ საოცარ ადგილას ვარ და ვერაფერს ვხედავ. - წამომყევი. - ხმაზე ეტყობა, რომ იღიმის. მისი ხმის მიმართულებით მივდივარ. ნელ-ნელა ჩემს ფეხქვეშ ბალახის სიგრძე იმატებს და უკვე ხელით ვეხები უცნაურ ყვავილებს. სურნელი სულ უფრო გამაბრუებელი ხდება და მატყვევებს. - კარგად შეეხე ყვავილებს და ღრმად ისუნთქე. - ჩემს გვერდით მდგომი მეუბნება და მერე აღარაფერს ამბობს. წელამდე მინდვრის ყვავილებში ვდგავარ და და ღრმად ვსუნთქავ. საოცარი შეგრძნებაა, ძალიან ფერადი და სასიამოვნო. - ეს მწვანეა. თავისუფლება, სიმშვიდე, ყვავილები. - ჩემს ზურგს უკან ჩურჩულებს. სახე მებადრება, თითქოს მართლა ვხედავ მწვანეს. ძალიან ლამაზ, თავისუფალ და სასიამოვნო ფერს, რომელსაც მთელი არსებით ვგრძნობ. უჩვეულო ბედიერება მიპყრობს და ვდუმვარ. მთელი გასული დროის განმავლობაში, პირველად ვგრძნობ რომ მართლა ვვარსებობ, მართლა ვცოცხლობ. - ეს... არაჩვეულებრივია. - ფრთხილად ვიღებ ხმას. ვერიდები საოცარი წუთების გაფუჭებას, რომელიც აღარ განმეორდება. ალბათ. - დაიმახსოვრე. .... ნახევარ საათზე მეტ ხანს, იქ ვატარებთ. მერე ვსხდებიან მანქანაში და ისევ მუსიკის ფონზე ვბრუნდებით უკან. მე მწვანეზე ვფიქრობ და მიჩნდება იმედი, რომ შეიძლება მართლა გაფერადდეს ჩემი სამყარო. შეიძლება. ** სავარძელზე დედაჩემის გვერდით ვზივარ, მიყოლებით ვუყვები ყველაფერს რაც წინა საათებში მოხდა და მახარებს მისი გულწრფელი აღტაცება, მისი სიხარული და ხმამაღალი შეძახილები. - გჯერა, იმ ექიმის თუ მასწავლებლის? - თხრობის დასასრულს ცოტა ეჭვით მკითხა. - მინდა, რომ მჯეროდეს. - გავუღიმე და იმ წუთას, ყველაზე მეტად მინდოდა, ამის დაჯერება. ** დილით საშინელ ხასიათზე გამეღვიძა. ისევ აუტანლად შემაწუხა სიბნელემ და სიცარიელემ, გონებაში გამეფებულმა. გუშინდელი დღე, წუთიერ ბედნიერებად მომეჩვენა. მხოლოდ ერთჯერად ილუზიად რომელიც გათენებისას უკვალოდ გაქრა. გაქრა სიზმარივით, რომელიც არასდროს მინახავს. საწოლიდან ადგომაც კი არ მინდოდა, ხელები სახეზე მქონდა აფარებული და ტირილამდე ძალიან ცოტაღა მაკლდა. - დილამშვიდობისა. - ოდნავ მოშორებით მომესმა დედაჩემის ხმა. არაფერი მითქვამს, არაფერი მინდოდა იმ წუთას, არავინ. - იოანე უკვე მოვიდა. - ვიგრძენი, როგორ ჩამოჯდა საწოლზე. საბანი გადავიძვრე და წამოვჯექი. დედაჩემიც თითქმის მაშინვე წამოდგა. მერე კარადი�� კარმა დაიჭრიალა და მივხ��დი, ტანსაცმელს ეძებდა. - მწვანე ზედა ჩაიცვი. - ჯერ კიდევ კარადასთან იდგა, როცა დამიძახა. მერე მოვიდა და თვითონვე დამეხმარა. მერე ქვედაბოლო ჩამაცვა, თასმები შემიკრა ფეხსაცმელზე და კმაყოფილმა დამატრიალა. - მწვანე კაბაც არაჩვეულებრივია. რომ იცოდე, რა ლამაზი ხარ, ანაბელ... - აღტაცებით წამოიძახა. - არ მაინტერესებს! - მოკლედ მოვუჭერი და კედელს, კარისაკენ გავყევი. .. იოანე ქვევით დაგვხვდა. რაღაცას ეჩურჩულებოდა დედაჩემს, ისე რომ მე მხოლოდ ფუსფუსი მესმოდა. მერე ხელი მომკიდა და უხმოდ გამიყვანა გარეთ. როგორც ყოველთვის მანქანაში ჩამსვა და მდუმარემ დაქოქა. უამრავი მოსახვევი გავიარეთ, ცუდ გზებზე გვიწევდა სიარული და საკმაოდ შეწუხებული ვიყავი. მოუთმენლობა და უხასიათობა, კიდევ უფრო მიტევდა და მოსვენებას არ მაძლევდა. - ცუდ ხასიათზე ხარ, ხომ ასეა? - მანქანა გააჩერა და დაბალ ხმაზე მკითხა. - ასეა. მანქნის კარი სწრაფად გამიღო და გადმოსვლაში დამეხმარა. გადმოვედი თუ არა საშინელი სუნი მეცა. არასასიამოვნო, მძაფრი და შემაწუხებელი. მკვდარი თაგვის თუ რაღაც მსგავსი. - იოანე, სად ვართ? - შეშფოთებულმა ვკითხე, მაგრამ არაფერი უთქვამს. არც კი მესმოდა მისი ხმა. მარტო ვიყავი მთელ ამ საშინელ გარემოში. სიცარიელე ვიგრძენი, მომენტალური დაღლა. თითქოს სიცოცხლის 10 წელი მომაკლდაო. რაღაცამ დამამძიმა და ერთბაშად გამანადგურა. - იოანე... იო... - რამოდენიმეჯერ გავიმეორე, მაგრამ შედეგი არ გამოიღო. საბოლოოდ დავრწმუნდი რომ მარტო ვიყავი. ქარის ხმა მესმოდა, შორეული და უჩვეულო. დაჯდომა და ფიქრი მინდოდა მხოლოდ. ფიქრი ჩემს ცხოვრებაზე, უიმედობაზე, ტკივილზე და სიბრმავეზე. სახეზე ავიფარე ხელბი და ვცადე, რაიმე წარმომედგინა. სულ ცოტა რამ მაინც, გონებაში. თვალები დავხუჭე და ნელ-ნელა, ჩემი სიბნელე გაღიავდა, გაიცრიცა და ღია ფერის, უცხო სივრცე გამოიკვეთა. - ანაბელ, ეს ნაცრისფერია, - ჩემს ყურთან ახლოს ჩაილაპარაკა იოანემ. - დაღლა, წუხილი, ფიქრი. იოანეს ხმამ დამამშვიდა, ფიქრები სწრაფად გამიფანტა და თვალები გავახილე. - დაიმახსოვრე. - სანამ მანქანაში ჩავჯდებოდი, მკაფიოდ მითხრა და მერე სწრაფად დახურა კარები. მთელი გზა, ახალ ფერზე ვფიქრობდი. არასასიამოვნო ფერი იყო, მაგრამ ახლობელი. - შეგიძლია იო დამიძახო. მე ძალინ მომწონს... - დამშვიდობების მითხრა. მე დედაჩემს შევყევი სახლში და სანამ კარს დახურავდა, ვინატრე, ნეტა მისი ნახვა შემეძლოს-მეთქი. ** ადრიანი დილაა. მანქანაში დედაჩემი მსვამს. კომფორტულად ვთავსდები, ყურსასმენებს ვირგებ და ხელებს ��იტმულად ვაკაკუნებ მუხლებზე. - მთელი გზა ჩუმად უნდა იყო? - ცალ მხარეს მხსნის და თითქოს მიჯავრდება კიდეც. არაფერს ვპასუხობ. ცარიელი თვალები არც კი ვიცი საითკენ გამირბის და მაინც არაფერი სჩანს ჩემს სამყაროში. - რამე დავაშავე? - ვგრძნობ, რომ სიჩქარეს უმატებს და ძალიან ბევრს უხვევს გზაზე. - შენ არა. - რატომ მენდობი? - სიჩქარეს ოდნავ აგდებს, მაგრამ ადრენალინს მაინც ვგრძნობ. პასუხად ყურსასმენს ისევ ვიკეთებ და ღიღინით ვყვები მუსიკას. არ ვიცი რამდენი დრო გადის, მაგრამ ვგრძნობ რომ სულ სხვანაირ გარემოში ვარ. იქ, სადაც ძალიან სუფთაა ჰაერი და უცხოა ყოველგვარი ხმაური და აურზაური. მანქანას აჩერებს. ყურსასმნებს ძალით მხსნის და კარს მიღებს. ღრმად ვსუნთქავ და ხელებს ვშლი. მისი ჩაცინება მესმის და ვჩერდები. - ფეხსაცმელები გაიხადე. - მისი ხმა შორიდან მესმის. ფრთხილად ვჯდები ძირს და ხელს ვუსვამ სურნელოვან ბალახს. სიამოვნებით ვივსები და სწრაფად ვიხდი ფეხსაცმელებს. თვალხილული ანაბელი რომ მოსულიყო აქ, აუცილებლად დახუჭავდა თვალებს. აქ შეგრძნებებია მთავარი და არა მხედველობა. - აქ მოდი. - იოანეს ხმას გამოვყავარ ფიქრებიდან. სწრაფად ვდგები და ხმის მიმართულებით მივდივარ. - ხელი მომკიდე, - ძალიან ახლოს დგას და მისი პოვნა არ მიჭირს - აი, ასე. ჩამჭიდე ხელი. ფრთხილად ვუჭერ თითებს და მისკენ ვიწევი. ფეხებში სიცივეს ვგრძნობ, რომელიც მუხლებამდე ამოდის და მერე მთელ სხეულში იფანტება. სიცივე სისველედ გარდაიქმნება და უცნაური შეგრძნება მიპრყრობს. - გრძნობ? - ჩემი ხელი ძლიერად აქვს ჩაბღუჯული და ალბათ დაჟინებით მიყურებს. - ეს... - ეს ცისფერია. კარგად დაიმახსოვრე. - კიდევ უფრო მიახლოვდება და ვგრძნობ როგორ ვეხებით ერთმანეთს მხრებით. - ცისფერი. რა არის ცისფერი? - ჯერ კიდევ ვცდილობ შეგრძნებებში გარკვევას და ფეხის თითებს განიწყვეტლივ ვამოძრავებ. - ცისფერი არის თავისუფლება, ოცნება, სუნთქვა. სხვა დანარჩენი სისულელეა. ეს ერთ-ერთი ფერია. - შენ რა ფერი ხარ? - მისკენ ვტრიალდები. ჩემი გარდაცვლილი თვალებითაც კი ვხედავ, ან ვგრძნობ, რომ იღიმის. ალბათ არასდროს უკითხავთ მსგავსი რამ მისთვის. ფეხქვეშ ცისფერი ხან მშორდება და ხმაურით მიედნება შორს, ხან მახრჩობელასავით შემომეხვევა და თავს მახსენებს. ის კი, აგვიანებს პასუხს და მოუთმენლობა მიპყრობს. - არ იცი! - დაბეჯითებით ვეუბნები და ხელს ვუშვებ. ვარაუდით მივიწევ წინ, მაგრამ მალე ისევ ჩემს გვერდით ჩნდება და უხმოდ მომყვება გვერდით. - როგორ მინდა, რომ თვალები აგეხილოს... - მანქანასთან მისულს, მის ხმას გამოვყავარ ფიქრებიდან. ვუღიმი. მისი დახმარებით ვჯდები შიგნით და ��აზურგეს ვეყრდნობი. შიშველ ფეხებზე, ჯერ კიდევ არ შემომშრობია წყალი და ისევ მძაფრად ვგრძნობ, ჰაერს, წყალსა და ზეცას. - ფერები რას შეცვლიან, იო? - ყველაფერს. ჩაწეულია სარკე და გარედან დიდი სისწრაფით შემოსული ჰაერი, თმებში მიძვრება, შიგნითვე მეფანტება და მთელი ძალით მიფრიალებს. თვალებს გაურკვეველი მიზეზით ვხუჭავ და ვცდილობ რაიმე წარმოვიდგინო. რაიმე ცისფერი. რაიმე ისეთი, რაც სიბნელიდან ცოტა ხნით მაინც გამომიხსნის. - მუსიკა ჩართე, რა. - ძლივს ვიღებ ხმას უშედეგო მცდელობებისგან იმედგადაწურული. მუსიკაც, თითქმის მაშინვე ირთვება. "coldplay - yellow " - ეს სიმღერა... ძალიან. - ღიმილი მეპარება. - მეც. *** რა იცვლება ჩემს ცხოვრებაში? ალბათ ის, რომ უჩვეულოა თითოეული დღე და ისეთი შეგრძნებები მიპყრობს, ადრე რომ ვერც კი წარმომედგინა. მაგრამ მე ვიცი, რომ ეს დროებითია. ეს ილუზია, ძალიან მალე დასრულდება. ** ხის სკამზე ვზივარ და თანაბარი სისწრაფით ვაქანავებ ფეხებს. გუშინ ვთხოვე დედაჩემს, რომ მწვანე ბათინკები ჩაეცვა ჩემთვის. ალბათ, ასეცაა. ჩემს გვერდით ზის იოანე და ჩუმადაა. მთელი ძალით წვიმს და ისე ხმამაღლა ეხეთქებიან წვეთები მიწას, მთელი გულით რომ მინდოდეს, მასთან ნორმალურად ლაპარკს, მაინც ვერ შევძლებ. მცივა და ცხვირი მაისურში მაქვს ჩამალული. - გამომყევი. - მოულოდნელად ამბობს იოანე და მხარზე მსუბუქად მადებს ხელს. ხშირად ვფიქრობ, რომ ჩემი ექიმი ჩვეულებრივი შეშლილია, რომელსაც ძალიან სჭირდება ფული და გამოიგონა ამბავი იმის შესახებ, რომ ჩემნაირ უსინათლო, ბნელ ადამიანებს, ფერების აღქმს ასწავლის. - ფრთხილად ჩამოდი. - მის ხმას წვიმის ხმაური ფარავს. კიდევ ერთი ნაბიჯი და წყლის ჭავლი ისე მეცემა თავზე, რომ ლამისაა შევბრუნდე. ნახევარ წუთში, თავიდან ბოლომდე ვასწრებ დასველებას და აკანკალეული ველოდები, შემდეგ მითითებას. - გცივა? - ხმაზე ეტყობა, რომ თვითონაც კანკალებს. - ძალიან. ხელებს ერთმანეთს ვუჭერ და მერე ჯიბეში ვმალავ. - დაიღალე? - უკვე კმაყოფილიც კი მეჩვენება, იოანე. - ძალიან. მოულოდნელად მისი ხელები მხრებზე მეხვევა და მთელი ძალით მეხუტება. ერთბაშად წყდება მგონია წვიმა და ვთბები, შიგნიდან. ისიც გრძნობს და ძალინ ხმამაღლა, ჩემთან ძალიან ახლოს ახალ ფერს მაცნობს: - ეს ნარინჯისფერია. ჩახუტება, იმედი, შვება. - კარგი ფერია. - სიცილით ვეუბნები და ვიშორებ. - დაიმახსოვრე. მერე ტაქსის აჩერებს და ჩემი სახლის მისამართს კარნახობს. მე ვფიქრობ, რომ ნარინჯისფერი ყველაზე ლამაზი ფერია, მთელ სამყაროში. მინდება, რომ მთელი ჩემი სამყარო, ნარინჯისფრად გავაფერადო, მაგრამ სურვილი, სურვილად რჩება. იოანე? ჯერ მას ვერ ვხედავ. ** არ ვიცი, რა ხდება ჩემს თავს. დიდი გადატრიალებაა დაწყებული. უცხო შეგრძნებები მაწვალებს. მაგრამ საღამოობით, როცა მარტო ვრჩები, ისევ აუტანლად მტკენს გულს, ჩემი არსებობა, რომელსაც მხოლოდ ტკივილი მოაქვს. მინდა დამთავრდეს. დავიძინო და აღარ გავიღვიძო. მღლის სიბნელე, სიბნელე და მუდმივი დამოკიდებულება სხვებზე. ეს საშინელებაა. არ ვარ ხოლმე, ხანდახან. თვალებს ვემსგავსები და გარდავიცვლები. ხსნა მჭირდება. ** ჩემს ოთახში ვართ ორივენი. დედაჩემი ქვევითაა. ბოლო დღეებია, ჩემი ცვლილებით ძალიან კმაყოფილია. ჩამქრალ თვალებში, მაინც ახერხებს ბედნიერების სხივების შემჩნევას. იოანე ჩუმადაა. ვგრძნობ, რომ რაღაც მნიშვნელოვანზე ფიქრობს და ვერ გადაუწყვეტია როგორ მოიქცეს. მეც არ ვარღვევ სიჩუმეს და ნაბიჯს, მისგან ველოდები. - მაპატიე, მაგრამ... ასეა საჭირო. - განწირული ხმით მთხოვს პატიებას და მიახლოვდება. ვხვდები, რომ ჩემს წინ დგას მუხლებზე. ჩემს ხელს ფრთხილად იღებს და ვგრძნობ, როგორ კანკალებს. - დამშვიდდი, იო. - ღიმილით ვეუბნები და ვხვდები, სადაცაა მეც შიში შემიპყრობს. იოანე რაღაც ბლაგვ და ცივ საგანს მადებს საჩვენებელი თითის ქვემოთ და მერე ძლიერად უსვამს. ვგრძნობ ტკივილს, შემდეგ წვას და საიდანღაც მოსულ ენერგიას. მინდა გავიქცე, ხელი გადავიხვიო... რამე გავაკეთო. თვითონ ჩუმადაა. სახე მოღრეცილი ვზივარ და თითს გაჭრილ ადგილას ვადებ. მძიმედ ასატანი შეგრძნებაა, შემაწუხებელი. - ეს წითელია. სისხლი, ქაოსი, ენერგია. - ჩამწყდარი ხმით ამბობს და სწრაფად გადის ოთახიდან. უკან დაბრუნებული სისხლს მიმშრალებს და ხელს მიხვევს. თან განუწყვეტლივ მებოდიშება. - არ დაგავიწყდეს. - კიდევ ერთხელ მაფრთხილებს და მერე, საბოლოოდ ჩუმდება. ... თითქმის მაშინვე დედაჩემი შემოდის ოთახში. გაჭრილი ხელის დანახვაზე შიში იპყრობს და სანამ იოანე მოასწრებდეს ყველაფრის მოყოლას, პანიკაში ვარდება და გაუჩერებლად იწყებს ლაპარაკს. - კარგი, დედა! საკმარისია! - ხმას ვუწევ და ძლივს ვახერხებ მის გაჩუმებას. - საჭიროა ეს ყველაფერი? - დედაჩემი არ მპასუხობს და იოანეს უბრუნდება კითხვით. - საჭირო კი რა, აუცილებელიც კი. - მოკლედ უხსნის და მერე მის ნაბიჯების ხმა წყდება. ოთახიდან ცოტა არ იყოს და ნაწყენი გადის. ** სამი დღის განმავლობაში იოანე არ სჩანს. შემდეგ კი მოდის და როგორც ყოველთვის მანქანით წასვლას მთავაზობს. მის გვერდით ვჯდები და უხმოდ ვშორდები დედაჩემს, რომელიც გაუჩერებლად მელაპარაკება რაღაც სისულელეებს. .. ��ანქანას აჩერებს თუ არა, ხმამაღალი, ჩქარი მუსიკა მესმის და უკან დაბრუნება მინდება. - წამო. - მამხნევებს და მანქანიდან გადადის. კარს თვითონვე მიღებს, ხელს მკიდებს და შიგნით შევყავარ. ალკოჰოლის სუნი, ხმაური... - კლუბში ვართ. - ყურში მთელ ხმაზე მეუბნება, მუსიკის დასაფარად. ხმამაღალ, შემაწუხებელ ბგერებს, ნელ-ნელა ვეჩვევი. - ვიცეკვოთ. - სიცილით მეუბნება და სადღაც, ხალხის სიღრმეში მიიკვლევს გზას. ხელებს მხრებზე ვაწყობ და ვცდილობ მუსიკას ავყვე. მერე თავისთავად ვიწყებ სიმღერას და ბოლო ხმაზე ვყვირი, უშინაარსო სიტყვებსა და წინადადებებს. ამ წუთას, დარწმუნებული ვარ მასაც დახუჭული აქვს თვალები. ჩემს სიბნელეს, ბგერები ავსებენ და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. იოანე ერთადერთი ადამიანია, რომელიც ისე მიყურებს როგორც ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ გოგოს. - დალიე. - ხელში ჭიქას მაჩეჩებს და ცეკვას განაგრძობს. ერთი ამოსუნთქვით ვცლი მწარე სასმელს და ყელთან ერთად, მთელი შიგნეულობა მეწვის. მსიამოვნებს ყველაფერი რასაც ვაკეთებ და თავს, სრულფასოვან პიროვნებად ვგრძნობ. მერე მიყვება რამდენიმე ჭიქა, მუსიკა, ცეკვა და გაბრუებული ვჯდები ბოლო მაგიდასთან. - ვარდისფერი. სითამამე, ცეკვა, შეუზღუდავი. - კვლავ ფერს მიხსნის. - არ შეიძლება, ერთხელაც ყველაფერი ამ ფერების ახსნით არ დაამთავრო? - სასმელი სითამამეს მმატებს, - იქნებ უბრალოდ კარგი დრო გავატაროთ და ეს იდიოტური ამბები მერე განვაგრძოთ... - დაიმახსოვრე. - იოანე ისე მპასუხობს, თითქოს არაფერი გაუგია და ისევ სასმლიან ჭიქას მაწვდის. ** დილით თავის ტკივილი მაღვიძებს. წინა დღე სასიამოვნოდ მაგონდება და დედაჩემს ვეძახი. სწრაფად ვდგები საწოლიდან, სწრაფადვე ვწესრიგდები და მისი დახმარებით ქვევით ჩავდივარ. იოანე, საბედნიეროდ ქვევით მხვვდება და უჩვეულოდ ცოტას საუბრობს. ... მთელი საათია მგონი, რაც მანქანაში ვზივარ. საშინელი გზებია და საკმაოდ ვწუხდები. - მალე მივალთ? - მოუთმენლად ვეკითხები. - მალე. - მოკლედ მპასუხობს და მერე, აღარაფერს ამბობს. ცოტა ხანში გრუხუნის ხმა აღწევს შიგნით და წვიმის წვეთები სწრაფად აწყდება მინებს. თავს ვაყრდნობ ფანჯარას და თვალებს ვხუჭავ, მიუხედავად იმისა, რომ მაინც არაფერს ცვლის. ისეთი სიმშვიდის შეგრძნება მეუფლება, რომ თავადაც მიკვირს. - რა დროა? - ათის ნახევარი. ისევ ვდუმვართ ორივენი. მანქანას აჩერებს და ხმას არ იღებს. როგორც ჩანს ფიქრობს... - გადადი. - მკაცრად მეუბნება. - რა? - ყურებს ვერ ვუჯერებ. - გადადი-მეთქი! ვუჯერებ. კარს ვაღებ და გადავდივარ. საშინელი წვიმაა და გრუხუნი. საპირისპირო მიმართულებით ვდგამ რამოდენიმე ნაბიჯს და ძრავის ხმა მესმის. - იო! იოანე!!! - გაურკვეველი მიმართულებით ვეძახი და შიში მიპყრობს. წინ ვაგრძელებ გზას, როგორც ჩანს ტალახიანი გზაა. ცოტა ხანში რაღაც დიდს ვეჯახები და ვეცემი. სახე სველი და ბინძური მაქვს. ეს გარემო, ძალიან ჰგავს იმ ფერს, რომელსაც მე ვხედავ. მაკანკალებს და სადაცაა ყვირილს დავიწყებ. - შავი. შიშის, სასოწარკვეთის და ტკივილის ფერი. - საიდანღაც იოანეს ხმა მესმის, უკანასკნელ იმედად. იდაყვებს ვეყრდნობი, მუხლებზე ვდგები და ვსწორდები. გაურკვეველ ნაბიჯებს ვდგამ და მის პოვნას ვცდილობ. უშედეგოა ყველა მცდელობა. - დაიმახსოვრე... - ხელს მკიდებს და მკერდში მიკრავს. ძლიერად ვუჭერ ხელებს და თავჩარგული ვსლუკუნებ. შავია ჩემი სამყარო. შავი. შავი ვარ მეც. * * წარმოდგენაც კი არა მაქვს, სად მივყავარ. ხელს ძლიერად ვუჭერ და ვგრძნობ, სულ უფრო მაღლა და მაღლა ავდივართ. როცა ვჩერდებით, ხალხის ხმაური მესმის და ხმამაღალი შეძახილები. - ერთად თუ ცალ-ცალკე? - ვიღაც ჩემთან ახლოს კითხულობს. - ერთად. - პასუხს იოანე სცემს. მერე ვიღაცეები მოდიან, რაღაცას მამაგრებენ ტანზე. იოანეს ზურგზე მაბამენ და მჭიდროდ გვამაგრებენ ერთმანეთზე. - ერთი, - იოანე ხელებს ძლიერად მხვევს - ორი, - ღრმად სუნთქავს და როგორც ჩანს ძალიან ღელავს. - სამი! მომენტალურად მიბიძგებს წინ ვიღაც და ფეხქვეშ ნიადაგი მეცლება. იოანესთან ერთად, სადღაც ქვევით მივექანები და შიში მიპყრობს. ყურებში ქარი წუის, მაგრამ მალევე წყნარდება. რაღაც იშლება ჩემს ზემოთ და ახლა უკვე ნელა, მშვიდად ვეშვებით ქვევით. - ხელები გაშალე. - ყვირის, რომ ხმა გამაგონოს. მიუხედავად იმისა, რომ ასე ახლოსაა. ვემორჩილები. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ფრენა შემიძლია. უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობ თავს და უჩვეულო ბედნიერებით ვივსები. - ეს ლურჯია. ადრენალინი, ფრენა, სიამოვნება. - იოანე ახალ ფერს მაცნობს. ხელებს ისევ წელზე ვხვევ და მთელი ემოციით ვიღიმი. - დაიმახსოვრე. - დასერიოზულებული მეუბნება და მერე, დაშვებამდე, ჩემთან ერთად იცინის. ** ხელჩაკიდებულნი მივსეირნობთ ფოთლებში. მესმის როგორ ხრაშუნებენ ჩემს ფეხქვეშ. რას არ მივცემდი, ოღონდ შემოდგომის ნახვა შემძლებოდა... უჩვეულო სევდას ვგრძნობ, რაღაცნაირად ლამაზს. მერე ფოთლებში ვჯდებით და ცოტა ხანს ასე ვზივართ. - ეს ყავისფერია. ფოთლები, სევდა, მონატრება. - იოანე როგორც ჩვევია, მშვიდად საუბრობს. მე მენატრება ჩემი ყველა მეგობარი, რომელმაც მიმატოვა. მე მენატრება ყველა, ვინც ვერ გამიძლო და მტკივა. აუტანლად მტკივა ამ წუთას. ისეთი გრძნობაა... ისეთი... - მე როგორი ვარ? - მოულოდნელად ვე��ითხები იოს. - შენ გაქვს ცისფერი თვალები, ყავისფერი თმები, წითელი ტუჩები... - ვგრძნობ, რომ მაკვირდება და სათითაოდ სწავლობს ჩემს თითოეულ ნაკვთს. - ძალიან ლამაზი ხარ. - დასკვნის სახით მეუბნება. მე ვიღიმი. რატომ ვარ ასე ბედნიერი, იოანესთან ყოფნით? რატომ? ** ჩემი ცხოვრება დიდი ხნის განმავლობაში იყო ღამე. უკუნითი. *** ადრიანი დილა იყო, ჩემს სახლში იოანეს ხმა რომ გაისმა. უჩვეულოდ ხმამაღლა საუბრობდა. უჩვეულოდ მხიარული. მე ერთი სული მქონდა, როდის ვეტყოდი, რომ სიზმარი ვნახე და იქ სულაც არ იყო ყველაფერი შავი. - დღეს, საავადმყოფოში მივდივართ. - კმაყოფილმა მითხრა და გარეთ გამიძღვა. - რატომ? - ისინი უნდა ვნახოთ, ვისაც ვჭირდებით. - თან ღვედს მიკრავდა და თან ღიღინებდა იო. ... საავადმყოფოს სპეციფიური სუნი, შესვლისთანავე ვიგრძენი. ანტიბიოტიკის სურნელით ყარდა იქაურობა. იოანეს ხელჩაკიდებული მივყავდი და გზად რაღაც კურიოზს მიყვებოდა. ერთ-ერთ პალატაში რომ შევედით, ისეთი ჟრიამულით შეგვხვდნენ, რომ გავოგნდი. რამოდენიმე პატარამ ხელი კისერზე მომხვია და გაუჩერებლად მკოცნა. უამრავი მათგანი მორცხვად მიხდიდა მადლობას. ისენი, სიმსივნით, ეპილეფსიითა და დიაბეტით დაავადებული ბავშვები იყვნენ. მაინც საოცრად ბედნიერები და პოზიტიურები. თანაც იმდენად, რომ სუნთქვაც კი შემეკრა წამიერად. - ეს ყვითელია. გულწრფელობა, ბედნიერება, იმედი. - იოანე კმაყოფილი მეუბნებოდა. - როგორი ყვითელია აქ ყველაფერი... - დაიმახსოვრე. - წამიერად ჩამომდო მხარზე ხელი და მერე ისევ ბავშვებს მიუბრუნდა. ** და ერთხელაც, მივხვდი რომ მზე ამოვიდა. ** ჩემი სიცოცხლე იყო უმიზეზო, მერე კი ერთხელაც, ჰოპ და ყველაფერს აზრი მიეცა. უეცრად ბედნიერება მოვიდა. თავი ადამიანად ვიგრძენი. დამიბრუნდა შეგრძნებები, ფერები... მერე აღარ იყო ჩემი სიბრმავე ასეთი უსაშველო. მერე აღარ იყო ჩემი ღამე ასეთი ბნელი. გამოკრთა უამრავი სხივი და ყველაფერმა თავისი მნიშვნელობა შეიძინა. დაერქვა სახელები ყველა ფერს და დაერქვა სახელი ჩემს არსებობას. . მე მიხარია, როცა ვიღვიძებ და ვიცი რომ მოვა. მე მიხარია, მასთან საუბარი. მე მიხარია ყველაფერი მასთან ერთად. ეს ყველაზე ყვითელი, ცისფერი და ლურჯი გრძნობაა. სამივე ერთად და ცალ-ცალკე. როგორ მინდა ჩემი ცხოვრება ნარინჯისფერი გახდეს. როგორ. როგორ მჭირდება ამ დღეების უსასრულოდ გაგრძელება. გაგრძელდეს რა... ** ისევ წყეულ სუნს ვგრძნობ. მე მივდივარ იოანეს წინ და ჩემს უკან უამრავი რკინის კარი იხურება. წარმოდგენა არა მაქვს სად ვარ და რატომ. ისიც საკმარისია, რომ ვარ. - სად ვართ? - მკლავზე ვექაჩები და ვ���ჩერებ. - ციხეში. - გაბზარული ხმა აქვს. ხელებს გისოსებს ვაყოლებ და მესმის როგორ იგინებიან, ყვირიან და ღრიალებენ აქაური კედლები. აქაურები. მინდა გავიქცე, იმდენად მერევა აქაურობა. შეშლილი პატიმრების ჯოჯოხეთი. ვგრძნობ, რომ მათი ხმები სმენას მინადგურებს. ყურებზე ვიფარებ ხელებს და ადგილეზევე ვჩერდები. - ეს თეთრია. სიგიჟე, ყვირილი, სიკვდილი. - იოანე გამამხნევებლად მადებს თავზე ხელს. მე ხმას არ ვიღებ და ის ისევ აგრძელებს: - დაიმახსოვრე! ** მოკლე დროში, შეიძლება ძირფესვიანად შეიცვალოს ჩვენი ცხოვრება. რეალურად, ეს ჩვენი ბრალი სულ არ არის. მთავარია ადამიანი. ჩვენს გვერდით მყოფი, განუმეორებელი ადამიანი. ** იმ დღეს, იოანე რომ მოვიდა, ისეთი ბედნიერი იყო... - რა გახარებს ასე ძალიან? - ინტერსმა მძლია. - დღეს, ბოლო ფერი უნდა გასწავლო. მეთორმეტე. გავჩუმდი. ბოლო? ანუ დამშვიდობების დროა? ანუ... - და მერე? - მერე, შენ იცხოვრებ უფრო უკეთ ვიდრე ადრე ცხოვრობდი და მე უამრავ შენნაირ გოგოს დავეხმარები კიდევ. - თბილად მესაუბრებოდა. ავისმომასწავებლად. - კარგი. - მძიმედ ჩავყლაპე ნერწყვი და შიშმა ამიტანა. მანქანაში კვლავ მის გვერდით ვიჯექი და ბოლოჯერ მივდიოდი სადღაც. სად... ... - ახლა ნავში უნდა ჩავსხდეთ. - წინასწარ მაფრთხილებს და მანქანიდან გადმოვყავარ. - ფრთხილად... - ხელს მაშველებს და ნაბიჯის გადადგმაში მეხმარება. - მომიყევი, რამე. - როგორც კი ვჯდები, მაშინვე ვეუბნები. - ახლა ჩვენ ტივში ვზივართ, მე ნიჩბებს ვუსვამ და თვალს აქეთ-იქით ვაცეცებ, - ჩაიცინა. - აქაურობა საოცრად ლამაზია. ტბა ცისფერია. ხომ იცი, ცისფერი? თავს ვუქნევ და ბედნიერი ვუღიმი. საოცრად მშვიდად ვარ და ამავე დროს, მისი იქ ყოფნა მაღელვებს. ხელს წყალში ვდებ და ნელ-ნელა, აქეთ-იქით დავასრიალებ. - ჩემს თვალებზე მითხარი რამე. ჩუმადაა. ახლა, ალბათ მაკვირდება და სიტყვებს არჩევს, ჩემთვის სათქმელს. - შენი თვალები მწვანეა. ხომ იცი, მწვანე როგორია. ძალიან სუფთა და ნათელი. რომ გიყურებ, ყოველთვის კარგ ხასიათზე ვდგები ხოლმე. - უცნაური ხმა აქვს. მშვიდი და ამავე დროს აღელვებული. ჩემში ერთმანეთის საპირისპირო ემოციები იღვიძებენ. მუცელში პეპლებს ვგრძნობ. ოღონდ მათი ფერი, გაურკვეველია. ვნერვიულობ, იქნებ და სახეზევე მეტყობა რასაც ვფიქრობ და განვიცდი. ნიჩბები ჩემს ფეხებთან ვარდება. იოანე ხელს ძლიერად მიჭერს ხელზე და ახლა ვგრძნობ, რომ ზედმეტად ცივია ჩემი ხელები. ზედმეტად ცივია ჩემი სამყაროც. ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ალბათ მანაც დახუჭა თვალები. რადგან გრი��ი ჰაერი ფილტვებში სასიამოვნოდ ჩამდის და სიცივესთან ერთად, ვგრძნობ როგორ ვხურვარ. - ეს იისფერია. წინააღმდეგობა, სიყვარული, პეპლები. - ამბობს და მერე ხელებს მიშვებს. - სიყვარული? - ჩუმად ვიმეორებ. თან იმდენად ჩუმად, რომ დარწმუნებული ვარ არ ესმის. - დაიმახსოვრე. - თვითონაც დაბალ ხმაზე საუბრობს. მერე ისევ მესმის წყლის ხმაური, ნიჩბების მოსმით გამოწვეული და ნავი წინ მიიწევს. ფრთხილად მიაპობს ტბის მშვიდ, მონოტონურ ტალღებს. მინდა ერთი წუთით მაინც შევავლო თვალები. სულ ცოტა ხნით... - იო, შენ როგორი ხარ? - მე? ყავისფერი თმები მაქვს... ყავისფერი თვალები. - დაბნეული იწყებს გარეგნობის აღწერას. - შენ ყვითელი ხარ. - მოულოდნელად ვაწყვეტინებ და მერე ვჩუმდები. ვცდილობ დეტალურად დავიმახსოვრო თითოეული ემოცია, შეგრძნება... არ მინდა თუნდაც ერთი წამი დამავიწყდეს, ამ რამოდენიმე კვირიდან. მინდა, რომ კადრები სადაც მხოლოდ ხმა ისმის, უსასრულოდ დარჩეს. მინდა... ** იოანე იმ დღესვე, ოფიციალურად დამ��მშვიდობა. ხელი ჩამომართვა, აიღო პიჯაკი და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა ჩემგან. მაინც ვერ ვიჯერებდი ბოლომდე. იოანე, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა, ასე მარტივად წავიდა? ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე დამიბრუნა, ასე წავიდა? - დე, წერილი დაწერე... ** ახლა იოანე ალბათ კითხულობს წერილს სადაც ძალიან მოკლედ ვეუბნები სათქმელს: " მე შენ მიყვარხარ. ყველა ფერი ხარ. მოდი. ..ანაბელი... " ** ორ თვიანი იყო დუმილი. უსაშველო და მძიმე. მე ყოველ წუთას, უფრო მეტად მიჭირდა მის გარეშე. მერე დედაჩემი ტირილით მოვიდა და წერილი მომიტანა. თვითონვე წამიკითხა, მოგუდული ხმით: " ანაბელ. შენ ხარ ყველაზე ფერადი გოგო. შენი ისტორიაც ფერადია. შენ ხარ: თავისუფლება, სიმშვიდე, ყვავილები, დაღლა, წუხილი, ფიქრი, თავისუფლება, ოცნება, სუნთქვა, ჩახუტება, იმედი, შვება, სისხლი, ქაოსი, ენერგია, სითამამე, ცეკვა, შეუზღუდავი, შიში, სასოწარკვეთა, სიკვდილი, ადრენალინი, ფრენა, სიამოვნება, ფოთლები, სევდა, მონატრება, გულწრფელობა, ბედნიერება, იმედი, სიგიჟე, ყვირილი, ტკივილი, წინააღმდეგობა, სიყვარული, პეპლები. შენ ხარ ზედმეტად კარგი და მაპატიე, მე არ მიყვარხარ. იცხოვრე და რაც მთავარია, დამიმახსოვრე. " ყელში რაღაც მომაწვა. თვალებში წვა ვიგრძენი და ვიდრე ცრემლები დამცვივდებოდნენ ვარსკვლავებივით, დედაჩემს ვუყვირე, გადი-მეთქი. გავიდა. ავიფარე სახეზე ხელები და ვიგლოვე ჩემი მუქი ფერები, ჩემი სიბნელე, ჩემი ავადმყოფობა, ჩემი თავი. ვიგლოვე და მოვრჩი. ** იცით, ჩემი ცხოვრება იყო ღამე, სადაც იოანე გამოჩნდა, როგორც ყვითელი. იცით, მე ვისწავლე ყველა ფერი, მაგრამ არაფერში მჭირდებოდა. .. მ�� გარდავიცვალე ვით ფოთლები შემოდგომისას და ჩემი თვალები მაშინ, როდესაც დავიბადე. ფერადი გოგონები, ყოველთვის ასე იწყებენ და ასე ამთავრებენ.
1 note
·
View note
Text
ყურძნის გაყიდვა
ახმეტაში გასაყიდი მაქვს შაბიამნით მოყბანილი ყურძენი (მწვანე რქაწითელი) მეოთხე წელია კონტაქტურ წამალს ვხმარობ, არ შემაქვს ბალახის საწინააღმდეგო და სხვა შხამქიმიკატები. დაინტერესების შემთხვევაში შემეხმიანეთ 595012481 შემიძლია ტრანსპორტირება. Read the full article
0 notes