#აკლდამა
Explore tagged Tumblr posts
qisoqusoaqs · 9 days ago
Text
კეისარს -კეისრისა.
შეშინებულს, დაღლილს, დაქანცულს, ათასობით ადამიანის თვალწინ დაადგეს პირველწოდებული მეფის ნაქონი, ლალებით
მოოჭვილი გვირგვინი.
წუხელ გალეშილიყო. ცხრა სიცოცხლიდან მეცხრე ღვინოში დაუხრჩვია და დღეს, კვარცხლბეკზე მდგარი, უსულოდ გამოგვეცხადა.
აჯობებდა პირდაპირ ეშაფოთზე აეყვანათ.
მერე მითხრა, ეს დიადემა, თავზე რომ დამიბრძანეს, ეკლებივით მესობა კანშიო. დავიფიცებ, ვერცხლისფერ თმაში, სისხლი მოუჩანდა.
ამ დღიდან მოყოლებული, სულგამოცლილი, ვეღარც აზროვნებდა, ვეღარც მეტყველებდა. მხოლოდ ღამით, ყურისწამღებ სიჩუმეში, უყვარდა ჩემთან ბაასი.
თოჯინად იქცა, მარიონეტად. იარაღად, დიდებულების ხელში მოქცეულად.
განა არ ვიცი რას მიპირებენო. განა არ ვიცი, გაიუს იულიუსის გზას რომ უნდათ გამიყენონ დანტეს ჯოჯოხეთშიო.
ჩიკორივით ატრიალეს რამდენიმე წელიწადს. არბორული წითელი ღვინით გაჭყეპილი ვეღარც მე მგრძნობდა, ვეღარც ჩემს სიტყვას, ვეღარც ჩემს სხეულს. მე ისევ ძველებურად მწვავდა მეფის კაცად-კაცადი ამბორი, თითების შრიალი, მათრობელა გემო.
წაბილწეს ჩემი მეუფე. ყოველღამ სისხლი გადმოსჩქეფდა გულიდან. ღვინოაო, მეუბნებოდა, მაგრამ ლალისფერი პლაზმის გემო ტუჩებიდან ვეღარასდროს ამოვირეცხე.
სულს მოგცემ-მეთქი, რომ ვუთხარი, შენც მოგსპობენო, მიპასუხა. მგლების ყმუილზე, ჩემს სითბოში იძინებდა.
ბოლოს, როცა სვავები ჩემი ხელმწიფის ტახტზე წამოსხდნენ, დამიწვეს. აკლდამა რომ გახსნათ, ახლაც იპოვით იარებს მის თვალად სახეზე.
არბორული წითელი მოუწამლეს... ბოლო ღამეს, ჩემს მკლავებში დალია სული. მოგძებნი, ჩემო ბეატრიჩეო, უკანასკნელად დასცდა მის ბაგეთ.
ეგეც არ იკმარეს და თავი მოჰკვეთეს უბედურს, მიცვალებულს.
ჭირისუფალი მეც არ დამინდეს, ზედ მიმაყოლეს სიყვარულით გათანგული.
მიეცით კეისარს კეისრისაო, გზადაგზა ღაღადებდნენ. კეისრისა ვიყავი ბოლო სიოს მობერვამდე.
Tumblr media
0 notes
tamtadolidzetolia · 6 years ago
Text
სამთავროს სამაროვანი და ნამოსახლარი
სამთავროს სამაროვანი და ნამოსახლარი
სა
Tumblr media
სამთავროს სამაროვანი
სამთავროს სამაროვანი და ნამოსახლარი მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც მოიცავს პერიოდს ადრე ბრინჯაოს ხანიდან (ძვ. წ. 3500-2500წწ) განვითარებ��ლი შუა საუკუნეების ჩათვლით (მე-10 – მე-13 სს). იგი მდებარეობს მცხეთაში, სამთავროს მონასტერთან ახლოს, მდ. არაგვის მარჯვება ნაპირზე. (more…)
View On WordPress
1 note · View note
unknowntchiatura · 5 years ago
Photo
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
 ჭიათურის რაიონში მრავალი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლია, რაც ადასტურებს, რომ ამ მხარის მოსახლეობა საუკუნეების მანძილზე აქტიურად მონაწილეობდა ქართველი ხალხის მატერიალური და სულიერი კულტურის შექმნაში. ძეგლთა შორის რამოდენიმე უნიკალურია. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს კაცხის სვეტი (სოფ. კაცხში). მდ. კაცხურას პირას აღმართულია ქვის გიგანტური, 40 მეტრამდე სიმაღლის სვეტი, რომლის თხემზე ასვლას მხოლოდ ალპინისტები ახერხებენ. საინტერესოა ვახუშტი ბატონიშვილის ცნობა სვეტის შესახებ: “ხრამსა შინა არს კლდე აყვანილი, ვითარცა სვეტი ფრიად მაღალი, მის კლდის თხემსა არს ეკლესია მცირე, არამედ ვერღარა აღვალს კაცი, არცა უწყიან ხელოვნება აღსვლისა”. კაცხის სვეტი საქართველოში ქრისტიანობის მიღებამდე ყოფილა საკულტო ნაგებობა, ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ აქ აუგიათ სამლოცველო, რასაც მოწმობს სვეტის აღმოსავლეთ მხარეზე ამოკვეთილი ბოლნური ჯვარი. სვეტის თხემზე ნაპოვნია ორი პატარა ეკლესია, პირველი - V, მეორე - VI საუკუნეების; აკლდამა, მარნის ნაშთები და ქვევრები. კაცხის სვეტის სახელი დაკავშირებულია ერთ-ერთი ასირიელი მამის სვიმონ მესვეტეს სახელთან.
 There are many historical and architectural monuments in the Region of Chiatura, which proofs that population of this Georgian area, took active part in forming material and spiritual culture of the whole Georgian nation. Among these monuments several are unique, especially interesting is column of Katzki. One can see huge 10 sm. high column and to conquer this column is possible only for alpinists, the very interesting is information of Vakushti Bagrationi about it “inside the canyon there is the very rock, at the top of this rock is church, and no one can get there.” Before the Georgia had become Christian religion the column of Kazkhi had some spiritual meaning, on the east side of the rock is printed Bolnuri cross and on the top of it is found two little churches, the first one of fifth century and the second of sixth, there are found also tombs, the remaining of wine-cellar and pitchers. 
ჭიათურა. (2006). ჭიათურა: ჟურნალ-გაზეთის გამომცემლობა შპს “P.S.”-ის (”პოსტსკრიპტუმი”).
ფოტო ©: Tabagari
2 notes · View notes
sweetharmonyyouth-blog · 8 years ago
Text
მუმია : დრაკონების იმპერატორის აკლდამა / The Mummy: Tomb of the Dragon Emperor
ჯადოქრის მიერ მოჯადოებულ ტირან იმპერატორ–დრაკონს უსასრულოდ დავიწყებაში ყოფნა უწერია..მისი 10000 მეომარი ტერაკოტის მეომრებად იქცნენ..მაგრამ თავგადასავლების მაძიებელი ალექს ო`ქონელი შემთხვევით აღვიძებს იმპერატორს და ახლა იძულებულია საკუთარი მშობლები... კითხვის გაგრძელება »
0 notes