Text
მე ვტიროდი, ისინი იცინოდნენ
***
მეტრო ყველაზე იაფფასიან ტრანსპორტად ითვლება მთელს ქალაქში, მით უმეტეს როცა სტუდენტი ან სკოლის მოსწავლე ხარ. იხდი ოც თეთრს და ბედნიერი ხარ რომ სახლში დაბრუნებული საბოლოო ჯამში სამოცი თეთრის ეკონომიას აკეთებ. ფულის დაზოგვა გეტოში გადარჩენის მთავარი პრინციპია. სხვა შემთხვევაში გერხევა.
ამავდროულად, რამდენად კომიკურიც არ უნდა იყოს, მეტრო ტანსაცმელშემოხეულების, პირდაუბანლების, უსინათლოებისა და უსახლკაროების ძირძველი თავშესაფარია. არავინ იცის საიდან მოდიან ეს ადამიანები და საით მიყვებიან დღის ბოლო მატარებელს. ზუსტად ვერ ვიხსენებ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, თუმცა ის კი კარგად მახსოვ��, რომ პირველად მეტროში ფეხი შევდგი თუ არა, ამ წამამდე ასეა. არაფერი შეცვლილა. ელოდებიან ახალი მთავრობის მოსვლას, პენსიების ზრდას ათი ლარით, ოდნავ თამამები -ოცით. რიგ შემთხვევებში ასეც ხდება, თუმცა მეტროს დიდ ცვლილებას მაინც ვერ ატყობ. ერთადერთი წინასაარჩევნოდ ლურჯად გადაღებილი ვაგონი იძლევა განსხვავებას.
ხალხს ისევ ეჩქარება სამსახურში. კლუბებიდან გამოსული დრაგების ატხადნიაკში მყოფი ახალგაზრდები ისევ ელოდებიან პირველივე მატარებელს, აბა ამდენი ტაქსის ფული არ არისო - ამბობენ ცეკვისაგან სასიამოვნოდ გადაღლილები.
დილის მეტრო სხვანაირია. თითქოს თვალნათლივ ხედავ როგორ გულმოდგინედ გამოიხეხა ათასგზის დაპლომბილი კბილები შენწინ მჯდგომმა ქალმა. დღეს არ გაუმართლა, ფეხებთან ჯოხის კაკუნმა შედეგი ვერ გამოიღო და ფეხზე დგომა მოუწია. ასეც ხდება.
***
“შემდეგი სადგური დიდუბე” - ამბობს ოპერატორი. ოპერატორებს ახლა ეძახიან ეგეთებს, თორე იქამდე სადგურების გამომცხადებელი ქალი იყო.
“ეხლა ნახე, გააჩერებს და კიდე დიდუბეს იტყვის” - ეგრეა. თავი ერთიანად გითბება და სიცილს ვეღარ იკავებ.
***
სადგურების გამომცხადებელი ქალი.
ერთ დღეს ჩვეული ფუსფუსი ოდნავ ჩაფიქრებულმა სახეებმა ჩაანაცვლა. ქალაქი გაოგნებული იყო, თითქოს გახშირებულად სუნთქავდა მეტროც. რაღაც შეიცვალა, და ეს რაღაც არც ათიოდე ლარით მომატებული პენსია იყო და არც ახალი სისტემა. ეს იმ მეტროს სადგურების გამომცხადებელი ქალის ხმა იყო, ცხრამეტი წელი რომ ყურში ჩამესმოდა. რა უცნაურია არა? ვერც ვერასდროს წარმოვიდგენდი რო ოდესმე მეტროში ჩასული ხრინწიანი ხმის ნაცვლად ახალგაზრდა გოგოს ხმას გავიგებდი. ეგრეა - არი რაღაცები რაც პერმანენტული გვგონია.
პირველ დღეს შეიცხადეს, ეუცხოვათ. მეორე დღეს ჭორები გავარდა ის თურმე ნამდვილი ქალი ყოფილა და ჩვენ უბრალო ჩანაწერი გვეგონაო. რამდენიმემ თქვა გარდაიცვალაო. მეც შემთხვევით, ვიღაცისგან გავიგე. ეგ იყო და ეგ.
იმის მერე მივეჩვიეთ იმ გოგოს ხმას. აღარც გვიკვირს, აღარც გვეუცხოვება და მით უმეტეს აღარც კითხვებს ვსვამთ. ყველაფერი ძველებურად მიედინება. თევზებს ისევ იჭერენ სოფლებში, მტკვარი ისევ ჭუჭყ��სფერია.
***
მახსოვს, შემოდგომის იმ არცისე სუსხიან დღეს, იმ უხილავმა ქალმა ჩვეული ხმით როგორ თქვა : “შემდეგი სადგური, დიდუბე” და როგორ გადავულაპარაკე ძველისძველ ნაცნობს: “ნახე, ამის მერე კიდე დიდუბეს იტყვის”. და ორივეს სიცილი აგვიტყდა. მოსაწევის პირველმა სამმა ნაპასმა თავისი ქნა. ყველას კი არ უმართლებს ასე.
12 notes
·
View notes
Photo
11K notes
·
View notes
Photo
30K notes
·
View notes
Text
303 notes
·
View notes
Quote
ყველა ცრემლი დაღვრილია, ყველა ფიქრი ნაფიქრია, შეცვლით კი მაინც არაფერი შეცვლილა.
7 notes
·
View notes
Quote
If you can love the wrong one so much, just imagine how much you can love the right one.
Brandon Stanton (via quotemadness)
2K notes
·
View notes
Text
Never Good Enough
ისეა თითქოს ვყვირი, თუმცა ჩემი არავის ესმის. ვგრძნობ უიმედობას, დეპრესიას, სიბრაზეს, მაგრამ ყველაზე მეტად მეშინია.
ვიქნებოდი ბედნიერი, ნორმალური...
ვისწავლიდი, როგორია გაიღვიძო დილით და არ გრძნობდე მწუხარებას.
როგორ ხდება, რომ იმ ხალხს რომელიც მე მინდა არასოდეს ვუნდივარ?
არადა მე ვცდილობ, ძალიან ვცდილობ, ვიყო კარგი.
რა მოხდება, თუ ყველაფერი გაუარესდება? რა მოხდება თუ ეს მხოლოდ აგონიაა, შემდეგ პირდაპირ ჯოჯოხეთი მოდის?
ოდესმე გიგრძვნიათ, თითქოს დედამიწის ზურგზე არ არსებობს პიროვნება რომელსაც ეყვარებოდი?
ვისურვებდი, ცხოვრება განსხვავებული ყოფილიყო.
თითქოს ჩემი სიცოცხლე დამთავრდა. ჩემი სამყარო იშლება, შინაგანად ვყვირი, რადგან არავინაა ისეთი, ვინც მომისმენს.
ვთამაშობ, თითქოს კარგად ვარ - თუმცა არ ვარ.
და ეს ზუსტად ისაა რისიც მეშინია - არ ვიყო საკმარისი.
საკმარისად კარგი...
საკმარისად ლამაზი...
საკმარისად ჭკვიანი...
არადა, უნდა ვიყო ძლიერი. უნდა ვისწავლო თუ როგორ გავუძლო ამ ტკივილს.
მაგრამ... არ შემიძლია.
11 notes
·
View notes
Text
6 notes
·
View notes
Photo
854K notes
·
View notes
Quote
ოტია, მთელი ცხოვრება ვაკვირდები განათლებულ ადამიანებს და იცი რა აღმოვაჩინე? მათ გააჩნიათ მინიმალური თვით მოთხოვნილებები და მაქსიმალური ვალდებულებები. განათლებულ ადამიანებს არ ახასიათებს საწყისი ცხოველური ინსტიქტები და იმდენად ��ატურალურები არიან, გული თვალებში უციმციმებთ... განათლებული ადამიანი, ვერასოდეს განიცდის პირად კეთილდღეობას და ბედნიერებას, თუ მის ქალაქში, სოფელში, ქუჩაზე, ხელგამოწვდილი ქალი მათხოვრობს და ამაყად თავაწეული სიარულის სრცხვენია... განათლებული ადამიანი, უგუნურის სისულელეზე იცინის, მაგრამ მას, არასოდეს დასცინის... მათ არ უყვართ კამათი იდიოტთან, რადგან იციან, ეს ერთად ერთი შემთხვევაა როდესაც თავხედს და უტიფარს გამარჯვების გვირგვინს ადგამენ... განათლებული ადამიანი, იმდენად ნატურალურია, მას გული, თვალებში უციმციმებს ოტია...
სულა სულაშვილი - “მზე, რომელიც ღამე ამოდის”
13 notes
·
View notes
Photo
20K notes
·
View notes
Photo
1K notes
·
View notes
Photo
79K notes
·
View notes