Text
თემო სახურია ,, ბასკები დასავლეთის იბერები"
ქართველებისა და ბასკების ნათესაობის პრობლემა დიდი ხანია აინტერესებს მეცნიერებას, ქართველ საზოგადოებრიობას და არამხოლოდ მათ.ბასკების ისტორია, როგორც სხვა ზოგიერთი პატარა ხალხის ისტორიაა_ეს არის დამპყრობლების წინაამღდეგ განუწყვეტელი ბრძოლის ისტორია, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ხალხის ისტორია.თუმცა “ძნელია დაიწეროს ამ ერის საშინაო და საგარეო ისტორია, რადგან არ არსებობს არც ერთი ძველი დოკუმენტი მის შესახებ’’(რ.გალოპი)
ბასკები თავის თავს უწოდებდნენ ევსკალდუნაკს (euskaldunak), რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს : “ბასკურად მოლაპარაკე ხალხი“. ბასკურ ენას ეწოდება ევსკარა (euskara). ბასკები ძირითადად ცხოვრობენ ესპანეთში, საფრანგეთში და ლათინურ ამერიკაში. ბასკებს ესპანეთში უკავიათ შემ���ეგი პროვენციები: ბისკაია (მთავარი ქალაქი ბილბაო), ��იპუსკოა(მთავარი ქალაქი სან_სებასტიანი), ალავა (მთავარი ქალაქი_ვიტორია), ნავარა(მთავარი ქალაქი_პამპლონა). საფრანგეთში ბასკებით დასახლებული რაიონებია: ლაბური, სული, ქვემო ნავარა.ლათინურ ამერიკაში ბასკები დასახლებულნი არიან მონტევიდეოსა და არგენტინაში, სადაც მათ გახსნილი აქვთ პრესა და თავისი ეროვნული ორგანიზაციები.
“ბასკები ევროპის უძველესი ხალხია.ისინი ბინადრობდნენ პირენეებში გაცილებით უფრო ადრინდელ ხანაში, ვიდრე იქ ევროპელები დამკვიდრდნებოდნენ.დღეს ბასკები დასავლეთში წარმოადგენენ ერთადერთ უძველეს ტომს, რომელიც არ არის ევროპელთა მოდგმისა, ბასკური ენა ერთ-ერთი არაინდოევროპული ტიპის უძველესი ენაა ევროპაში.
ბასკებს ეჭირათ ფართო ტერიტორია პირენეის ნახევარკუნძულზე (რასაც მოწმობს ამ მხარის ტოპონიმიკა), მაგრამ ისტორიულ წარსულში ისინი შეავიწროვეს და მიუვალ მთებში მოამწყვდიეს.
რომაელებმა ვერ მოახერხეს ბასკების გადაგვარება, მაშინ როდესაც რომანიზაციას ვერ ასცდნენ დანარჩენი იბერიელი ტომები დასავლეთში და სამუდამოდ შეერივნენ ლათინთა მოდგმას. ბასკები გადაურჩნენ აგრეთვე ევსტგუთებისა და არაბების ლაშქრობებს და ფაქტობრივი დამოუკიდებლობა შეინარჩუნეს ულმობელ და უთანასწორო ბრძოლაში.“ (შ.ძიძგური)
ესპანელი ისტორიკოსი ლ.პერიკოტ გარსია წერს : ერთადერთი ენა, წინაისტორიიდან გადარჩენილი, საკვირველება, ესპანეთს რომ ებოძა ნეოლითის, და შესაძლოა პალეოლითის მიერ…რა ენაა ეს ენა? არაავითარ ძალას არ შეუძლია ევროპაში XX საუკუნის ადამნიანი გადაისროლოს, ვთქვათ, 5 და 10 ათასი წლის წინარე ხანაში, დაუბრუნოს მას იმ დროინდელი რეალობის შეგრძნება! საკმარისია მხოლოდ მოვუსმინოთ ბასკ გლეხებს ესპანეთში, როცა ისინი მღერიან თავიანთ ენაზე რომელიმე სახალხო დღესასწაულის დროს“
მეცნიარებაში დღემდე დიდი დავის საგანია ბასკების თავდაპირველი სამშობლოსა და მათი ეთნიკური წარმოშობის საკითხი. მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს რომ ბასკები ჩრდილოეთ აფრიკიდან მოსული ხალხია, ასვეე იყვნენ ისეთი მკვლევარები რომლების ბასკებს სამხრეთ ამერიკიდან მოსულ ხალხად მიიჩნევდა, თუმცა ამ ორმა ვერსიამ დღემდე ვერ მოიპოვა გავრცელების არეალი.
ზემოთ აღნიშნული ვერსიებისგან განსხვავებით ყველაზე დიდი გავრცელების არეალი ��პოვა ბასკების კავკასიიდან წასვლის თეორიამ, კერძოდ კი კავკასიის იბერებისა და დასავლეთის იბერების ნათესაობამ.
პლინისუს უმცროსი წერდა : “ესპანეთის იბერები წარმოშობით აზიის იბერიიდან არიან“ ფრანგი ა. ბოდრიმონი წიგნში “ბასკების ისტორია”, რომელიც 145 წლის წინათ გამოუციათ პარიზში, ასკვნის, რომ იბერიელები პირენეის ნახევარკუნძულზე მოვიდნენ კავკასიის იბერიიდან – საქართველოდან და თავიანთ ქვეყანას იმ ქვეყნის სახელი დაარქვეს (იბერია), საიდანაც მოვიდნენო.
საქართველოს შესახებ ჯოზეფ სმიტის სტატიაში ნათქვამია, რომ შესაძლებელია ბასკურიც ენათესავებოდეს ქართულს. დასაშვებია ბასკები ეთნიკურადაც “კავკასიური” წარმომავლობისა იყვნენ. თუ გავიხსენებთ, რომ რომაელები საქართველოსა და ესპანეთსაც იბერიას ეძახდნენ, საფიქრებელია, ეს საერთო წარმოშობას მიუთითებდეს.
ბასკოლოგი ადოლფ დორნიგი თავის წიგნში “იბერები და ეუსკარები და იბერიული ცივილიზაციის მისია წინაისტორიულ ეპოქაში“, როდესაც ბასკების სადაურობის საკითხს იხილავს, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ისტორიულ ადგილებზე “დოსკურია“_ზე ანუ “ისგაურ“_ზე რომლებიც წარმოადგენენ შავი ზღვის ნავსადგურებს და საიდანაც ა. დორნინგის აზრით, იბერიულ ტომთა ერთი ნაწილი დასავლეთისკენ წავიდა. ა.დორნინგი წერს : პატარა ნავსადგური სოფელ ისგაურში, რომელიც ამჟამად კოლხეთის ნაპირზე მდებარეობს, უძველეს დროში ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელი ერთ_ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობილი სავაჭრო პუნქტი იყო“.
სტატიაში “აქვთ თუ არა საერთო წარმოშობა ბასკურ და ქართულ ენებს?” დოქტორი არანეგი წერს: “არ შეიძლება ყურადღება არ მიიქციოს იმ ფაქტმა, რომ მრავალი ქართული გვარი ზუსტი ასლია ბასკურისა, ან პირიქით. მაგალითად: ერისთავი, ლოლუა, ნოდია, აგრეთვე მრავალრიცხოვანი გვარი, რომელთა დაბოლოებაა “ური”: ხუბულური, ინაური, ოჩიაური, წიკლაური და სხვა… დიდ ინტერესს იწვევენ ტოპონიმიკის მონაცემები. ქართული დაბა სოფლების სახელწოდებანი გალი, ლენტეხი, ხაშური, გორი, მესტია და ბევრი სხვა თითქოს ბასკეთის რუკიდან აუღიათო, ან პირიქით, ქართულიდან ბასკურში გადაუტანიათო…”
ვილიასლადა თავის რომანში “ამალა“ მიუთითებს ბასკეთის ან საერთოდ, პირენეის ნახევარკუნძულის მთების, მდინარეებისა და დასახლებული ფუნქტების ანალოგიურ სახელწოდებაზე კავკასიის იბერიაში. კიდევ ერთი ბასკოლოგი მ.ფაბრი წერს აზიი��ან პირინეის ნახევარკუნძულზე მოსული იბერები გამოეყვნენ კავკასიის იბერებს“
საინტერესო ცნობაა დაცული ფრანგი ავტორის ფილიპ ვეირენის წიგნში “ბასკები”, რომელიც გამოვიდა 1957 წელს: “ლინგვისტები ბასკურ და კავკასიის დღევანდელ ცოცხალ ენებს შორის საერთოს პოულობენ, კერძოდ, ფონეტიკაში, სიტყვების ძირებში და გრამატიკულ სუფიქსებში. მთელი რიგი სპეციალისტებისათვის, როგორიც არიან პროფ. რ. ლაფონი და კარლ ბოუდა, არსებობს საერთო ეუსკარო-კავკასიურს შორის, რომლის ერთ-ერთი შტო არის ბასკური“. ასევე ამ მოსაზრებას იზიარებდნენ ქართველი ენათმეცნიერები ქართველოლოგია აღიარებს, რომ ბასკები ქართველების მონათესავე ხალხია, ხოლო ბასკური ენა მიეკუთვნება იბერიულ-კავკასიური ენების ოჯახს (აკად. არნ. ჩიქობავა).
ნიკო მარის ჰიპოთეზის მიხედვით იბერიელები (ბასკების წინაპრები) საქართველოდან არიან წასული. მათი მიგრაცია დასავლეთით ნავარაუდევია ორი გზით:ერთი – ზღვაზე სამხრეთით, მცირე აზიისა და ხმელთაშუა ზღვის კუნძულების მიმართულებით, მეორე – ჩრდილოეთით მატერიკზე, შავი ზღვის ჩრდილო სანაპიროებზე და ევროპის სამხრეთით..
ბასკთა და ქართველთა ისტორიის კვლევა არ დაწყებულა საქართველოში ამ ბოლო 100 წლის მანძილზე, ბევრად ადრე ჯერ კიდევ X საუკუნის სახელგანთქმულ მწიგნობარს იოანე მთაწმინდელს, გამოჩენილი ქართველი ლიტერატორის გიორგი მთაწმინდელის ცნობით (ნაგულისხმებია “იოანეს და ექვთიმეს” ცხოვრება, რომელიც 1042-44 წლებშია დაწერილი, – გ.მ.), ექსპედიცია მოუწყვია ესპანეთში გასამგზავრებლად, რათა მოენახულებინა ქართველთა ნათესავნი: “განიზრახა ნეტარმან მამამან ჩუენმან იოვანე, რაითა აღიღოს ძე თვისი და რავდენნიმე მოწაფენი და ივლტოდის სპანიად… რამეთუ ასმიოდა, ვითარმედ ქართველნი არამცირედნი ნათესავნი და ერნი მკვიდრ არიან მუნ. და ამის პირისათვის წარვიდა ვიდრე ავიდოსამდე, რაითა მიერ პოვოს ნავი, კერძოთა სპანიისათა მიმავალი, და წარვიდეს მუნ…”
მიუხედავად ზემოთ მოყვანილი უამრავი მოსაზრებისა და ისტორიული ფაქტისა მეცნიერები მაინც დიდხანს ვერ შეჯერდებიან იმაზე არიან თუ არა ბასკები და კავკასიის იბერები ერთი ეთნიკური წარმომავლობის ხალხი.
გამოყენებული ლიტერატურა
1.შოთა ძიძიგური (ბასკები და ქართველები)
2.ილია ტაბაღუა (ბასკები:ლეგენდები და ფაქტები)
3.გაზ (ლიტ საქართველო) 14.04.75
4.გაზ.(კომუნისტი) 15.04.75
#ბასკები#დასავლეთის იბერები#თემო სახურია#ანდრია კოლხი#ბასკური ენა#ბასკები დასავლეთის იბერები#Temo sakhuria#saxuria temo#baskebi
0 notes