childrensbookax
Children's Book
488 posts
Don't wanna be here? Send us removal request.
childrensbookax · 7 years ago
Text
ბროწეულის ყვავილი
ბროწეულის ყვავილი
  ბაღში მუშაობის დაწყება შემოდგომის სეზონს დაემთხვა. ჩვენს ეზოში ბროწეულის დიდი ხე დგას და როგორც ყველა ბროწეულის ხე, ეს ხეც ჩვენს გარშემო განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ქმნის. ეზოში ახალი გასართობი ვიპოვეთ, ჩამოცვენილი ბროწეულის ყვავილებისგან პერსონაჟებს ვქმნით და შემდეგ, მათთან ერთად, ახალ თავგადასავალშიც ვეშვებით.
Tumblr media
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ბროწეულის ყვავილს კიდევ უფრო დიდი…
View On WordPress
3 notes · View notes
childrensbookax · 8 years ago
Text
კლარა პერსონი (შვედეთი)
Tumblr media
კლარა პერსონი – გრაფიკ-დიზაინერი, ილუსტრატორი და მწერალი. პოსტი ეძღვნება წიგნს: „Orden var är ni?“ („სიტყვებო, სად ხართ?“). ეს არის ამაღელვები ამბავი, იმაზე თუ როგორ ვცდილობთ შევარჩიოთ  სწორი სიტყვები ჩვენი სიყვარულის გამოსახატავად. (more…)
View On WordPress
0 notes
childrensbookax · 8 years ago
Text
კრისტიან ლიდშტრომი (შვედეთი)
Tumblr media
წიგნი: „შენი ჯერია, ედრიან“ გამომცემლობა დამიკავშირდა.. მირანდო ბოკი შემეხმიანა და დისლექსიის თემაზე კოლაბორაცია შემომთავაზა. მეც მაშინვე დავთანხმდი, რადგანაც კითხვა, წიგნები, ამბის თხრობა და ილუსტრაციები ძალიან მაინტერესებდა. (more…)
View On WordPress
1 note · View note
childrensbookax · 8 years ago
Text
მაია კასტელიკი (სლოვენია)
Tumblr media
მაია კასტელიკი დაიბადა სლოვენიაში, აქ მან შეისწავლა მხატვრობა, ფილოსოფია და ვიზუალური ხელოვნების თეორია. პოსტში მაია ისაუბრებს თავის სადებიუტო წიგნზე ‘Deček in Hiša’-ზე („ბიჭუნა და სახლი“). ეს მშვენიერი, უსიტყვო ილუსტრირებული ისტორია  სლოვენიაში („Mladinska knjiga“-ის მიერ) გამოიცა და მაშინვე, საბავშვო ლიტერატურასა და ილუსტრიებულ საბავშვო წიგნებში, საპატიო ადგილი დაიკავა. (more…)
View On WordPress
0 notes
childrensbookax · 8 years ago
Text
Margaux Othats – (საფრანგეთი)
Margaux Othats – (საფრანგეთი)
Tumblr media
მცირე პოსტი „La Chasse“-ეს შექმნაზე („ნადირობა“). წიგნი სიმამაცეზე, შეუპოვრობასა და ემანსიპაციაზე. Margaux: ამ პროექტით დავხურე სტრასბურგის დ��კორაციული ხელოვნების სკოლა. 5 წლის განმავლობაში არაერთ წიგნზე მიმუშავია, თუმცა ეს წიგნი ჩემთვის ყველაზე სრულყოფილი და მნიშვნელოვანია. ეს ნამუშევარი, ერთის მხრივ, სწავლის დასრულებას და, მეორე მხრივ, საგამომცემლობო სამყაროში ჩემი პირველი ნაბიჯების გადადგმის…
View On WordPress
0 notes
childrensbookax · 8 years ago
Text
მადალენა მონიზი (პორტუგალია)
Tumblr media
  წიგნი ანბანი „Hoje sinto-me…“ („დღეს თავს.. ვგრძნობ“) მადალენა მონიზი: ბრისტოლის უნივერსიტეტის ბოლო კურს ვხურავდი, როცა გაჩნდა ანბანური ილუსტრირებული წიგნის იდეა. მთავარი გამოწვევა უჩვეულო, შეგრძნებეზე აგებული წიგნის შექმნა იყო. ის, აქამდე გამოცემულ ყველა წიგნზე განსხვავებული უნდა ყოფილიყო. ეს უნივერსტიტეტის პროექტია და ის „დღეს თავს.. ვგრძნობ“-ით სათაურდება. (ანბანი A-დან Z-მდე).  წიგნი,…
View On WordPress
1 note · View note
childrensbookax · 8 years ago
Text
პოსტში კლასენი აჯამებს მის ტრილოგიას: „მინდა, უკან დავიბრუნო ჩემი ქუდი“, „ეს არ არის ჩემი ქუდი“ და „ჩვენ ვიპოვეთ ქუდი“.  პირველი ორი წიგნი „New York Times” ბესტსელერების ლისტში მოხვდა, ის 30 ენაზე ითარგმნა და 2 მილიონზე მეტი ეგზემპლარიც გაიყიდა. ჯონ კლასენი: მინდა მოგიყვეთ თუ როგორ შექიმნა სამივე წიგნი: „მინდა, უკან დავიბრუნო ჩემი ქუდი“, „ეს არ არის ჩემი ქუდი“ და „ჩვენ ვიპოვეთ ქუდი“.  მე სხვა წიგნების ილუსტირებაც მეკუთვნის, მაგრამ მხოლოდ ერთ წიგნზე ვიმუშავე როგორც ავტორმა და ილუსტრატორმა, ამიტომ პოსტში უფრო ��ერაზე ვისუაბრებ, ვიდრე მის ილუსტრირებაზე.
რაც უფრო მეტ დროს ვუთმობ წიგნზე მუშაობას, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ყველაფერი წერით უნდა დავიწყო.. თუ რაღაცას შენით არ წერ, მაშინ მას ფასიც ეკარგება.. ყოველთვის, ერთი პრობლემა მქონდა – არ მიყვარდა პერსონაჟების ხატვა, მაშინ, როცა დიდი სიამოვნებით ვხატავდი დეკორაციებსა და უსულო საგნებს.
არასწორი მეჩვენებოდა პერსონაჟებით აუდიტორიის მოზიდვა, ეს ხომ ძალიან მარტივი გზაა?! მომწონს, როცა ამბავი ცოტათი გაწვალებს, გახეტიალებს და საკუთარ გზას თვითონვე გაპოვნინებს. ის, რომ პერსოანჟების ხატვა არ მიყვარს, ნაწილობრივ, ჩემს შიშზეც მეტყველებს. მეგონა, გმირების ხატვას ვერასოდეს მოვახერხებდი.
ერთხელაც, მისალოცი ბარათების კომპანიას, სახელად – „Red Cap Cards“-ს ჩემი სკამებისა და  საგნების ჩანახატები გადავუგზავნე, პასუხად, რჩევის სახით, პერსონაჟების ჩასმაც მირჩიეს. ამაზე, ძალიან გავბრაზდი და უარი ვთქვი, მაგრამ, რადგანაც ისინი ჩემი მეგობრები იყვნენ, ჩემთან კიდევ ერთხელ მოვიდნენ  და მთხოვეს – იქნებ, ერთხელ მაინც მეცადა.
ბოლოს, გადავაგზავნე ცხოველების სერია, რომლებიც დაბადების დღის წვეულების შესაბამისად იყვნენ შემოსილნი, მათ თავზე საზეიმო ქუდი ეხურათ და ხელში – ბუშტები ეკავათ, სახეზე კი შეატყობდით, რომ აზრზე არ იყვნენ სად მოხვდნენ და ფეხებზე ეკიდათ ის, რაც ხდებოდა მათ ირგვლივ. ეს მიდგომა ძალიან მომეწონა და ამაზე მე თვითონვე გამეცინა. პერსონაჟები წინასწარ არ შემიქმნია, უბრალოდ, ისინი ერთი წუთით, მისალოცი ბარათისთვის ვისესხე..
განსაკუთრებით დათვი მომეწონა.. ეს უმოძრაო, უემოციო არსება, თავის მზერაში მუქარასაც იტევდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის ხომ დათვია?! გავიფიქრე, სანამ პერსონაჟების ხატვაში გავიწაფები, წიგნისთვის ეს დათვი ხომ არ გამომეყენებინა. ცოტა ხნის შემდეგ იდეა განვავრცე – იქნებ, ამ დათვს ქუდი წავართვა და წიგნს „მინდა, უკან დავიბრუნ�� ჩემი ქუდი“ დავარქვა-მეთქი.
ტექსტს ბევრი ვუტრიალე, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა:
დათვმა დაკარგა ქუდი. „სად არის ჩემი ქუდი?“ – იკითხა მან.
ნარატივის ეს ფორმა საშინლად არ მომწონდა. რეალურად, არც ვიცოდი რა მინდოდა და არც ის – თუ როგორ გამეშალა ამბავი. ერთ დღესაც დიალოგზე შევჩერდი. ვიფიქრე, ეს ფორმა ყველაზე უფრო მოუხდებოდა ამ ტიპის ამბავს. ფერით კი კონკრეტულ, მოსაუბრე პერსონაჟს გამოვყფოდი და ამ ხერხით, მისთვის სახელის დარქმევასაც თავიდან ავიცილებდი.
ნახატით გადმოცემულ დიალოგში, ერთი პერსონაჟი უნდა ჩამესვა, რომელიც ყველას, ერთდროულად გვატყუებს – როგორც კი ეს მომივიდა თავში, ამბავი მაშინვე ბუნებრივად, მარტივად და სწრაფად განვითარდა.
გამოვიყენე მარტივი ილუსტრაცია, საერთოდ მიყავრს, როცა ილუსტრირებული წიგნი მარტივი და გასაგებია, თან შემეშინდა – ამ სიმარტივეს ტექსტი ზედმეტად არ ექცია.
ტექსტზე მუშაობის დროს ძალიან ვნერვიულობდი და ეს ჩემს პერსონაჟებსაც გადავდე. თითქოს, საუბრის დროს, ისინი ერთმანეთის მაგივრად კამერას უყურებდნენ.
ამ წიგნის დასრულების შემდეგ, იგივე პერსონაჟები და ლოკაცია სხვა წიგნშიც მინდოდა გამეშალა. ძალიან მომწონდა ეს მინიმალისტური გარემო. კანადის ცენტრალური პროვინცია – ონტარიო და მისი გზატკეცილი დაბალი ტყითაა ცნობილი, აქ ხეების სიმაღლე 6 ფუნტს არ აღემატება, სამაგიეროდ ძალიან დიდი ბალახები იზრდება და გარემო ბუჩქნარითაა დაფარული. ჩემს პერსონაჟებს, ყოველთვის, ასეთ გარემოში ვათავსებ, მიყვარს ბალახ-ბულახიდან მათი გამოყოფილი თავების ცქერა და მათზე ფიქრი.
თავიდან, ვფიქრობდი, რომ ეს წიგნი ირემზე ყოფილიყო. პირველი წიგნის მიხედვით, ის ერთადერთი პერსონაჟია, რომელიც დათვის პრობლემით ინტერესდება და გულთან ახლოს მიაქვს.. თან ფიზიკურად მესიმპატიურებოდა. წიგნის რამდენიმე ვერსიაზე ვიმუშავე.
პირველი ისტორია იყო ირემზე, რომელსაც ღამით განმარტოება უყვარდა (რეალურად კი, ასე არ იყო) და აინტერესებდა სხვა ცხოველებიც თუ იგივეს გრძნობდნენ. სხვა თუ არაფერი, წიგნში ერთი ეპიზოდი განსაკუთრებით მომწონდა: ირემი ცდილობს კუს გაღვიძებას, მას კი ღრმად ძინავს და ესიზმრება თუ როგორ დაცურავს ვარსკვლავებს შორის. ის, რომ ამ პასაჟს ისტორიასთან არანაირი კავშირი არ ქონდა, ამასაც ამბავში თავისი ხიბლი შექონდა.  მეორე ისტორიაში იგივე ირემი, სხვა ცხოველებისთვის ჯოხის მიყიდვას ცდილობს.. ბოლოს ვირი (რომელიც „მინდა უკან დავიბრუნო ჩემი ქუდი“-შიც ჩნდება) დაანახებს თუ როგორ შეიძლება ამ ჯოხის ცეცხლში აბრდღვი��ლება.. მაგრამ, ეს ამბავი ისე ვერ განვითარდა, როგორც ჩაფიქრებული იყო.
ცოტა ხნის შემდეგ მივხვდი, რომ ყველაფრის ხელის შემშლელი კოპირება იყო – ირმის ყველა ამბავი პირველ წიგნს წამოგავდა. გადავწყვიტე ჩემი ახალი პერსონაჟი მუქ ფონზე განმეთავსებინა და, შესაბამისად, პროტაგონისტებად წყალქვეშა სამყარო და თევზი ავირჩიე.
თევზის პირველი ამბავი ქუდთან არანაირ კავშირში არ იყო. ამბავს ერქვა „ცუდი თევზი“ და ის ერთგვარი ვესტერნი იყო. შემდეგ, თხრობის სტილი გავალითე და ასე შეიქმნა „ეს არ არის ჩემი ქუდი“.
„მინდა უკან დავიბრუნო ჩემი ქუდისა“ და „ეს არ არის ჩემი ქუდის“ გამოცემის შემდეგ „Candlewick“-თან კონტრაქტი დავდე, რომლის მიხედვითაც ტრილოგია უნდა შემექმნა. ამ კონტრაქტის დადების გარეშეც ვფიქრობდი ტრილოგიაზე და ახლა უკვე მისი ხორცშესხმის მიზეზიც მომეცა.
მესამე წიგნზე მუშაობა შედარებით რთული იყო. მეორე წიგნი, ასე თუ ისე, პირველი წიგნის რიფლექსი იყო.. აი, მესამე წიგნი  რაზე ამეგო აღარ ვიცოდი  და ამაზე დიდხანს ვფიქრობდი.
ერთი ის ვიცოდი, რომ დასკვნითი წიგნი კითხვის ნიშნის ქვეშ არ მოექცეოდა და მას სულ სხვანაირი დასასრული ექნებოდა.. ყველაზე მეტი „ჩვენ ვიპოვეთ ქუდი“-ს ვერსიაზე ვიმუშავე. უამრავი ვარიანტი დავამუშავე, თუმცა თითოეულ მათგანში, ყოველთვის, ორი-სამი პერსონაჟი დომინირებდა. ისინი, თოვლში, ერთდროულად პოულობენ ქუდს და ყველა თვლის, რომ სწორედ მას ეკუთვნის ეს ქუდი. ხანმოკლე კალამთის შემდეგ, პერონაჟები ქუდის გარშემო მოკალათდებიან და ელოდებიან ერთმანეთის წავლას. ისე ხდება, რომ ადგილიდან არცერთი არ იძვრის და ამასობაში თოვლი ჯერ ქუდს და შემდეგ უკვე, მათ მთლიანად ფარავს. ბოლო თეთრი გვერდიც ამის მანიშნებელია – ყველანი, ქუდიანად, თოვლის ქვეშ მოექცნენ.
იდეა ძალიან მომეწონა, თუმცა ვერ გაამართლა. ყველა გმირი იღუპება. ეს ამბავს ზედმეტად დიდაქტიკურსა და ცივს ხდიდა. მინდოდა რაღაცების შეცვლა, მაგრამ ვერ გამოვიდა და, საბოლოოდ, დავნებდი კიდევაც.
სხვა ამბისა და სცენარის შემუშავებასაც შევეცადე, მაგრამ ბოლოს ისევ ზემოთ ნახსენებ სათაურს დავუბრუნდი. ახალ სცენარში გმირებს გულწრფელად მოსწონთ ერთმანეთი.
წიგნი სამ ნაწილად იყოფა: პირველი ნაწილი: – ისინი პოულობენ ქუდს. მეორე ნაწილი: – ისინი ერთად უცქერენ მზის ჩასვლას, მაგრამ ერთ-ერთი ქუდზეა შეფიქრიანებული. მესამე ნაწილი: – ღამე. ერთ-ერთი კუ ცდილობს ქუდის მოპარვას, მაშინ, როცა მეორეს ძინავს..
მესამე წიგნზე მუშაობისას მივხვდი თუ რამდენჯერ შეიძლება შეიცვალოს იდეა და თემა (თუ რა თქმა უნდა ამის სა��უალებას მისცემ). თუ რაღაცა ისე ვერ გამოდის, როგორც ჩაფიქრებული გქონდა, შეგიძლია ის მიატოვო და სულ სხვა იდეა განავრცო. ეს წიგნი ძველი და ახალი იდეების გაერთიანების შედეგია. ეს ჩემი საყვარელი სერიაა, მასზე მუშაობისას ბევრი რაღაცა ვისწავლე, აღმოვაჩინე და დავინახე.
  ჯონ კლასენი (კანადა) პოსტში კლასენი აჯამებს მის ტრილოგიას: „მინდა, უკან დავიბრუნო ჩემი ქუდი“, „ეს არ არის ჩემი ქუდი“ და …
0 notes
childrensbookax · 8 years ago
Text
სუიანგ კიმი (კორეა)
Tumblr media
ყოველთვის შემეძლო ჩემი შინაგანი ხმისთვის ყურის გდება და მისი ჩაწერა. ერთ დღესაც, ყველა ეს ჩანაწერი წავიკითხე და ჩემს თავზე რაღაც ახალი აღმოვაჩინე: გამუდმებით ერთსა და იმავე შეცდომას ვუშვებდი და გამუდმებით – ვწუხდი ამაზე. თან ვცდილობდი, ჩემი თავი კარგ ადამიანად წარმომეჩინა, ამ დროს კი  მივხვდი, რომ შენი შენი ბნელი მხარე, არავითარ შემთვევაში, არ უნდა დამალო. წიგნში სწორედ ამ ბნელი მხარის წარმოჩენა…
View On WordPress
0 notes
childrensbookax · 8 years ago
Photo
Tumblr media Tumblr media
MARK CONLAN
1 note · View note
childrensbookax · 8 years ago
Photo
Tumblr media Tumblr media
JUN CEN
0 notes
childrensbookax · 8 years ago
Photo
Tumblr media
ANJA SUŠANJ
0 notes
childrensbookax · 8 years ago
Photo
Tumblr media
0 notes
childrensbookax · 8 years ago
Photo
Tumblr media
0 notes
childrensbookax · 8 years ago
Text
სერჟ ბლოხი (საფრანგეთი) – „პატარა ხაზის დიდი თავგადასავალი“
სერჟ ბლოხი (საფრანგეთი) – „პატარა ხაზის დიდი თავგადასავალი“
Tumblr media
„ხატვა ყველაფრის საწყისია“ – ალბერტო ჯიაკომეტი. წიგნის მიზანი ხატვ���ა. იმ ბედნეირებისა და ზეიმის გადმოცემა, რომელსაც ხატვისას ვიღებთ. (more…)
View On WordPress
0 notes
childrensbookax · 8 years ago
Text
  ახლახანს მოვრჩი ჩემს ახალ, ილუსტრირებულ წიგნზე მუშაობას. ისტორია „უგულო ტროლიდან“ მოდის. ეს არის ამბავი „ასკელადელზე“ (აშ ლად) ნორვეგიული ფოლკლორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს პერსონაჟზე, მომცრო ტანის კაცზე, რომელიც წარმატებებს  აღწევს იქ სადაც, ჩვეულებრისამებრ, სხვები ფლავდებიან.
ბოლო წლებია ფოლკლორით ვარ გატაცებული, ამ თემაზე უამრავი ჩანახატი გავაკეთე. თქმულებებზე მუშაობა ერთი, დიდი სიამოვნებაა, ის წარმოსახვას აძლიერებს.
ორიგინალ ნაწარმოებში ასკელადენი თავისი ძმის საძებნად და გადასარჩენად ტროლებთან მიეშურება. მას მთებში უწევს წასვლა, იქ სადაც ტროლები ცხოვრობენ. ამ თქმულების თანახმად, ტროლს სხეულში გული არ აქვს, ის სადღაცაა გადამალული, ხოლო იმისთვის, რომ ძმა გადაარჩინოს, მან ტროლის გული უნდა იპოვს და განადგუროს. მთებში ასკელადენი ტროლის მიერ დატყვევებულ პრინცესას გადააწყდება და ისინი ერთად იწყებენ ტროლის გულის მოძებნას.
ჩემს წიგნს „Mulegutten“ („ჯორბიჭა“) ქვია. ორიგინალ ნაწარმოებზე დაყრდნობით ჩემი, საკუთარი ისტორია გამოვიგონე.
ჩემი წიგნი ილუსტრირებული წიგნისა და გრაფიკული ნოველის ნაერთია. ჩემს წიგნებში მცირეოდენი ტექსტია, ისტორია ვიზუალითაა გადმოცემული. ეს წიგნი გამონაკლისია – ის ტექსტითაა სავსე, უფრო სწორედ „ღრუბელუკა“ საუბრებით.
ორიგინალი რამდენჯერმე გადავიკითხე და შემდეგ, გვერდზე გადავდე. მინდოდა, ტექსტი ჩემი, საკუთარი ამბის საწყისი წერტილი ყოფილიყო.
გამოყენებული ილუტრაციები ორიგინალის სკანერია (გამოჭრამდე).
ორნაირი ჩანახატი გავაკეთე, ისე, რომ ჯერ არ ვიცოდი ისტორია კონკრეტულად რა სახეს მიიღებდა. შევქმენი ვიზუალური სამყარო და დავიწყე მასზე მუშაობა.
ზოგადად, ჩემს წიგნებზე ასე ვმუშაობ: ვიწყებ უამრავი ჩანახატის კეთებას და შემდეგ, თანმიმდევრულად მათ შეკვრას. ზოგჯერ, ჭრა-მიწებების ხერხსაც მივმართავ.
ეს ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ისტორიაა, რომელზეც კი ოდესმე მიმუშავია. ამ წიგნისთვის უამრავი ილუსტრაცია შევქმენი. სწორედ ამ პროექტის გამო, ერთი პერიოდი, ჩემს სტუდიაში ნამდვილი ��აოსი სუფევდა. გრძელ ისტორიაზე მუშაობას თავისებური ხიბლი აქვს და მე ამით ძალიან ვერთობი. ქაოსი გამოსახულებასა და ისტორიას ისეთი ტემპით ზრდის, რომ მისი კონტროლი, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება.
ჩემთვის, ხაზის გავლება მუშაობის დაწყების აუცილებელი პირობაა. მიყვარს პირდაპირ, ესკიზების გარეშე ხატვა და დაკვირვება – რა მოხდება და სადამდე მიმიყვანს ჩემივე ნახატები. ხატვის პროცესზე დგას პროექტის განვითარება, სწორედ ამიტომ მაქსიმალურად ვარ კონცენტრირებული. ხაზს კი ამ დატვირთვის გათავისებისა და აღქმის უფლება აქვს. რაც შეეხება ფერებს, მათ ამბის გადმოსაცემად ვიყენებ.
ხატვისას შერეულ საშუალებებსა და ტექნიკას მივმართავ, როგორიცაა: ავტომატური კალამი, მელანი, აკვარელი, პასტელი, ცარცი, ხელნაკეთი შტემპელი (რეზინის, საშლელის), დანა, სახატავი ნახშირი და სხვადასხვა სახის ქაღალდი.
მყავს ფავორიტი პერსონაჟები, რომლებსაც ჩემს წიგნებში ხშირად ვიყენებ, მაგალითად, ადამიანი სპილო, ქალკატა, ჯორკაცა და ა.შ. მომწონს მსგავს პერსონაჟებზე მუშაობა. სხვათაშორის, „ჯორკაცას“ პერსონაჟი ჩემი ერთ-ერთი წიგნის „ხვრელის“ გმირიცაა. მინდოდა ხელშესახები წიგნის შექმნა, უამრავი ესკიზი გავაკეთე და ხვრელის გარშემო სიუჟეტის გაშლაც დავიწყე. ხშირად, ჩემი წიგნები ვიზუალური იდეიდან იბადებიან. თავიდან, იდეა ნათელია.. შემდეგ, მუშაობის დროს ეს იდეა კიდევ უფრო უცნაური და საინტერესო ხდება. ჩახატების გაკეთების შემდეგ, უფრო კრიტიკული ვხდები და, ზოგჯერ, სიუჟეტის შეკვრისას ახალ ნახატებსაც ვქმნი.. შემდეგ, თანმიმდევრობას ვუბრუნდები და ამბავს საბოლოო სახეს ვძენ. ერთია, როცა ილუსტრაციაზე მუშაობ და მას კომპიუტერში ათვალიერებ და მეორე – როცა ბეჭდავ და მის ფერებს რეალობაში აღიქვამ. წიგნი მხოლოდ ხელში აღიქმება და ფასდება და არა – კომპიუტერში, რომელიმე პროგრამაში.
Øyvind Torseter (ნორვეგია) ახლახანს მოვრჩი ჩემს ახალ, ილუსტრირებულ წიგნზე მუშაობას. ისტორია „უგულო ტროლიდან“ მოდის. ეს არის ამბავი „ასკელადელზე“ (აშ ლად) ნორვეგიული ფოლკლორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს პერსონაჟზე, მომცრო ტანის კაცზე, რომელიც წარმატებებს  აღწევს იქ სადაც, ჩვეულებრისამებრ, სხვები ფლავდებიან. ბოლო წლებია ფოლკლორით ვარ გატაცებული, ამ თემაზე უამრავი ჩანახატი გავაკეთე. თქმულებებზე მუშაობა ერთი, დიდი სიამოვნებაა, ის წარმოსახვას აძლიერებს.
0 notes
childrensbookax · 8 years ago
Text
ოლივერ ტალეკი - “Quiquoiqui” (საფრანგეთი)
ოლივერ ტალეკი – “Quiquoiqui” (საფრანგეთი)
Tumblr media
ოლივერი: წიგნის იდეა მარტივი რაღაცებისგან ჩნდება. იდეა შეიძლება, როგორც ტექსტიდან ისე – გამოსახულებიდან გაჩნდეს. საბოლოოდ, ერთი მეორეს უბამს მხარს. მე მიყვარს საბავშვო წიგნებზე მუშაობა და მისი უფროსი ხალხისთვის ილუსტრირება. ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ჩემს ნამუშევრებს გააზრებული ადრესატი არ ყავს, უბრალოდ მინდა დავხტაო და მორჩა! მიყვარს თანამედროვე, აქტუალურ თემებზე მუშაობა, როგორიცაა;…
View On WordPress
0 notes
childrensbookax · 8 years ago
Text
ნიკოლას ჯონ ფრიზი (დიდი ბრიტანეთი)
ნიკოლას ჯონ ფრიზი (დიდი ბრიტანეთი)
Tumblr media
„ჰექტორი და კოლიბრი“ ნიკოლას ჯონ ფრიზი  – ილუსტრატორი, მწერალი და დიზაინერი. პოსტში ნიკოლასი მის სადებიუტო წიგნზე „Hector and Hummingbird“-ზე ისაუბრებს, რომელმაც მას „Klaus Flugge“-ს პრიზი მოუტანა. კრიტიკოსებმა წიგნი შემდეგნაირად შეაფასეს: „გრაფიკულად დახვეწილი, რეტრო ფერების დახმარებით გემოვნებით გადაწყობილი  წიგნი, რომელიც ყველაფერთან ერთად  ადამიანურობითა და სითბოთია გაჯერებული. (more…)
View On WordPress
0 notes