Tumgik
baqani · 7 years
Text
მატარებელში ფანჯრის კუთხეს ავკრობივარ და მის დაძვრას ველოდები. ყველაფერი უჩვეულოა. რამდენხანს ველოდი ამ მომენტს... არ ვიცი, როდიდან ამეკვიატა. დიდხანს ვწელავდი დროს ეს სურვილი ამესრულებინა. რაც ხელშესახები ხდება, ისეთი საინტერესო აღარაა ხოლმე. რამდენი რამ დაწერილა მატარებლებზე, ბაქნებზე, შეხვედრებსა და განშორებებზე. რამდენი ფილმი გადაღებულა? ვზივარ და ვფიქრობ.
ალტერნატიულ რეალობაში, მარტო არ ვარ. ის, ვისთანაც ჩემს ცხოვრების მოგზაურობას წარმოვიდგენდი ჩემს გვერდითაა.
ყველაზე სევდიანი რაც დაწერილა, ის ფრაზა მახსენდება და მეტირება.,, რამდენიმე წუთიც და მატარებელი გაქრა, მერე მეც წამოვედი ".
არავის ვტოვებ, არც არავინ მაცილებს. არ ვიცი სად მივდივარ.
დილით რკინიგზის სალაროში ერთმა უჟმურმა ქალმა ბილეთი მომყიდა. მხოლოდ ერთისთვის.
მიმართულება - თბილისი -ბორჯომი.
შეიძლება იქ ჩასული სადგურიდან არც გავიდე. ასეთი უშიშარი არ ვარ, უ��ხო ქალაქში მარტომ ვიხეტიალო.
,,თუ მატარებლები სადგურში დგანან, ადამიანები როგორღა გვტოვებენ? "- ჩემი მატარებელი დაიძრა. იქნებ არც ყველა ადამიანი ტოვებს. ვინ იცის
არავინ.
მეშინია, მაგრამ უკვე გვიანია. გზაში ვარ.
ისღა დამრჩენია ბედს მივენდო, ან მატარებლის მემანქანეს.
მოწევა მომინდა. მერე რა, რომ დიდი ხანია თავი დავანებე?
მერე რა, რომ მატარებელში მოწევა არ შეიძლება? ან იქნებ შეიძლება და ეს წესი მე მოვიგონე. არ ვიცი, მატარებლით არასოდეს მიმგზავრია.
წარმოვიდგენ რომ იქ ვინმე მელოდება, ვინმე, ვისაც ჩემი დანახვა ყველაზე მეტად გაახარებს. მე ჩემოდნებს ძირს დავყრი. ის გულში ჩამიკრავს. თავს ისე ვაჩვენებ ჩემს თანამგზავრებს თითქოს მართლაც მელოდებიან. ან იქნებ ვერც ვაჩვენებ. ალბათ ყურსასმენები უნდა ამოვიღო და გზისთვის შესაფერისი მუსიკა ჩავრთო. ალბათ, ასე იქცევიან ხოლმე. ინსტრუქცია უნდა მოეცათ.
მინდა გზა უსასრულოდ გაიწელოს, რადგან იქ, ბაქანზე არავინ მელოდება.
1 note · View note
baqani · 9 years
Photo
Tumblr media
0 notes
baqani · 9 years
Photo
Tumblr media
0 notes
baqani · 9 years
Photo
Tumblr media
0 notes
baqani · 10 years
Photo
Tumblr media
0 notes
baqani · 10 years
Photo
Tumblr media
0 notes
baqani · 10 years
Photo
Tumblr media
14K notes · View notes
baqani · 10 years
Photo
Tumblr media
33K notes · View notes
baqani · 10 years
Photo
Tumblr media
8 notes · View notes
baqani · 10 years
Photo
Tumblr media
6 notes · View notes
baqani · 10 years
Photo
Tumblr media
195 notes · View notes
baqani · 10 years
Photo
Tumblr media
11K notes · View notes
baqani · 10 years
Photo
Tumblr media
0 notes
baqani · 10 years
Photo
Tumblr media
110 notes · View notes
baqani · 10 years
Photo
Tumblr media
147 notes · View notes
baqani · 10 years
Photo
Tumblr media
15K notes · View notes
baqani · 10 years
Photo
Tumblr media
11K notes · View notes