#საქსაფონი
Explore tagged Tumblr posts
sosomikeladze · 8 months ago
Text
იოჰანეს ბრამსი - უნგრული ცეკვა #5 (საქსოფონი)
Johannes Brahms – Hungarian Dance No. 5 (Sax cover) ესეც ბრამსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები. უნგრული მელოდიები, რომლებიც უახლოვდება ბოშურს – დიდი პოპულარობით სარგებლობდა კლასიკოს კომპოზიტორებს შორის. მოკლედ, გისურვებთ სასიამოვნო განწყობილებას და შემართებას! მოიწონეთ, დააკომენტარეთ, გააზიარეთ! #HungarianDance #JohannesBrahms #ცეკვა #უნგრულიცეკვა #ბრამსი #საქსოფონი #ქავერი…
Tumblr media
View On WordPress
0 notes
givemeflowers777 · 3 years ago
Photo
Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media Tumblr media
*ზოგჯერ ისმის ხმა, მათ მოსვლამდე არსებული, მხოლოდ მათთვის დაკარგული ცხოვრებიდან. აბსურდია გაზაფხულის ეს დილა, თუკი გნომის ქალიშვილზე არ ფიქრობ. უხილავია სინათლის მასონთა სიცილი. სადღაც ისევ თამაშობენ ბეისბოლს. უსმინეთ უნგრელ დოქტორს. ამერიკული ფეხბურთი. სირბილი სანაპიროზე. ოცნება ტიტანიკში მცხოვრებ ამფიბია სულებზე. საქსაფონი. მაკარონის ქარხანა კვამლით ემშვიდობება ვარსკვლავებს. რა ვაკეთო? ახალი ცვლის მოსვლამდე, ერთი საათით ადრე, ღამით ცივ ქალაქში, სადაც აბსურდული მოგზაური ჩემსავით დამალულ გამჭვირვალე კედლებს მიღმა ოცნებობს ძილზე, რომლის შემდეგ ღირს გამოღვიძება.*
>
7 notes · View notes
camomile-28 · 8 years ago
Text
რა სიდედლეა წერა, ჯობს, რომ კაცმა თავი ანებოს და
პირდაპირ შეებას სიკვდილს.
მართალია ორთაბრძოლა მხოლოდ ერთს ააღელვებს,
მაგრამ როცა ორი სხვადასხვა შეიბმის, ორთაბრძოლა ჰქვია.
რადგან სახელია პირველი ორჭოფობა სიკვდილთან ჭიდილში,
თუ სახელი დაამარცხე, სიკვდილი არ გაგიჭირდება.
საკვირველია, ხომ ასე ძალიან არ უნდა ადამიანს სიკვდილი,
მაგრამ უფრო უჭირს იმის დაჯერება, რომ უნდა იცოცხლოს.
ძნელად, რომ ადამიანს უნდოდეს სიცოცხლე.
ძნელად, რომ ადამიანს უნდოდეს სიკვდილი,
თუმცა ამა�� უფრო იჩემებს, ვიდრე იმას, რომ უნდა სიცოცხლე.
“მომკლა-ს” უფრო ხშირად ამბობს, ვიდრე “მაცოცხლა-ს”.
რატომ ეშინია ადამიანს სიცოცხლის?
იმიტომ, რომ ტვირთია და მოქმედებაა?
ახალგაზრდებს, განსაკუთრებით, რატომ ეშინიათ?
იმიტომ, რომ სულ სიკვდილთან თამაში უწევთ,
თუ იმიტომ, რომ სიცოცხლე მოქმედებაა?
რატომ უყვართ გაღვიძებისთანავე წამოდგომა მოხუცებულებს
და რატომ უყვართ ახალგაზრდებს ძილის შებრუნება?
იმიტომ, რომ ძნელია სიცოცხლე, რომ სიცოცხლე მოქმედებაა
და არა სიზმარი, როგორც თავს ვიტყუებთ.
უნდა გაახილო თვალი, უნდა გააგრძელო
გუშინდელი, მაგრამ უნდა იყო ახალი.
გუშინდელი არაფერი არ უნდა გინდოდეს,
ქამარიც არ უნდა შემოირტყა გუშინდელი დღის,
რადგან ყოველ დილას ახალი გვამი ხარ
და გვერდზე თუ გადაბრუნდი, იცოდე, რომ
გადაბრუნდი სიკვდილისაკენ.
იმიტომ, რომ ყველაფერზე უზრუნველი არის სიკვდილი,
სიკვდილი აუდგომლად ჩაფსმაა სიცოცხლის წინაშე,
შიშით ჩაფსმაა, განა თუ შარდით.
სიცოცხლე წინ მოძრაობაა, დედამიწაც, როგორც კი გვერდზე გადაბრუნდება, გადაბრუნდება სიკვდილისაკენ.
ეტყობა არ შეუძლიათ სიცოცხლე,
ეტყობა ყველას უნდა სიკვდილი, ეტყობა ყველა იფსამს
თავის ფეხების წინ.
სიცოცხლე დილაა, გათენებაა, მათ კი სიცოცხლის ეშინიათ, როგორც უკუნის, ეშინიათ, რომ საიდუმლოს ვერ შეინახავენ,
კოკა გაუტყდებათ, უფსკრულზე ვერ გადახტებიან,
ჩაიფსავენ, თავს შეირცხვენენ.
თენდება თუ საქმე იწყება, კაცმა ნუ იცოდეს.
საქმის ეშინიათ – შეძლებს თუ ვერ შეძლებს? – ამის ეშინიათ.
ამიტომ გეტყვით, – არ გინდა გმირობა, უბრალოდ, იცოცხლე,
სიცოცხლე ყველაზე დიდი გმირობაა
და თავისუფლებაა იმისი საზომი.
ახალგაზრდებს არ უნდათ საქმე,
ახალგაზრდებს უნდათ სიკვდილი,
მაგრამ სიკვდილს არ უნდა ახალგაზრდები
და გადაუნაწილებს მათ ფსიქეას, სმას და ნევროზებს.
ახალგაზრდები სულ გაღელვებენ,
თუმც გართული ხარ შენი საქმით – არ გვინდა სიცოცხლე!
აქაც შეიძლებოდა ყბედობის დამთავრება,
მაგრამ ახალგაზრდები ყოველ წუთს გაღელვებენ.
შემოდგომის მზეში ცალ-ცალკეა ყველა ფოთოლი, ზაფხულში კი ერთად არიან.
ისეთი დადექი, რომ ყველას სწყინდეს!
განწირული ბიჭები არიან და უნდა ვასწავლოთ ჩვენც განწირულება,
ღრუბლებივით არიან და უნდა ფრთები მივუმატოთ,
უნდა ვასწავლოთ ფრენა.
რომ დაცემა და გაქრობა კი არ არის ფრენა –
როცა მაღლა ხარ, მავთულზე ზი��არ და იწიტები,
როცა ღმერთსღა უჭერიხარ ჩიტის კანჭებით,
როცა იქით გაფრინდები, საითაც გინდა,
რადგან ტრაკებს ფრენა არ ძალუძთ.
ბიჭებო! როგორც ჰაერს არ უთმობთ ამათ,
არც მიწა დაუთმოთ,
ნუ დაუთმობთ ცხოვრებასა, ზაფხულებსა და გაზაფხულებს,
ნუ დაუთმობთ ამათ სიცოცხლეს,
გემრიელი ჭამეთ უგემურად, ოღონდ ამათ პურს ნუ შეარგებთ.
უთხარით: – აი, ვირებო, ჩალასა ვღეჭავთ,
რადგან თქვენი ყურება გვიფუჭებს მადას,
თქვენი გემოვნება ჩვენსასა სტანჯავს,
თქვენი ტრაკი დაბლა გვექაჩება.
ბიჭებო! ამათ გართობა აქვთ და თქვენ გიტყუებენ,
ბიჭებო! ამათ თავისუფლება აქვთ, რომ თავები დაგახატინონ,
არა, ბიჭებო! გიხაროდეთ მაგ მავთულებზე,
თაფლიანი ჰაერი მიირთვით!
ოღონდ ნურასდროს დაფრინდებით, სადაც ძღომაა
და განწირულება ნუ გეგონებათ, რითიც ამათ ასიამოვნებთ.
განწირულება წაგლეჯაა და არა დათმობა,
მე გეუბნებით ამას ჩემი გამოცდილებიდან –
მავთულებზე კი ვისხედით, მაგრამ ტაშს ვუკრავდით.
არა, ბიჭებო!
ნუ იქნებით ჩვენნაირი განწირულები,
თქვენ იყავით ულმობლები, დაუნდობლები,
შეაგინეთ ამ მიწაზე მოსიარულეებს,
ეს იქნება განწირულება
და არა მავთულიდან დაბლა ჩამოვარდნა.
რადგანაც ვინ დაგიტირებთ? ისევ ესენი.
მერწმუნეთ, ამათ დაცინვა სჯობია
ამათ დატირებას.
აი, მე გასწავლეთ თქვენ განწირულება,
შეიძლება ძველი ანბანით, მაგრამ გასწავლეთ.
მე არ ვიყავი არც უზრდელი და არც თავში მქონდა ავარდნილი
და ვიფარავდი ასე მე ჩემს განწირულებას,
არა, ბიჭებო!
დერეფნებსა და დარბაზებს ამჯობინეთ სივრცეები,
საჯდომები ამათ დაუთმეთ,
მაშინ ნახეთ თვალების დაჭყეტა,
როცა ლირა და საქსაფონი მთა და ველზე აბრჭყვიალდება…
ძმებო უფროსებო, წაიშალა თქვენი ანბანი,
აღარ იკითხება,
იკითხავთ კი – ჭეშმარიტებაო?
მაგრამ რაა ჭეშმარიტება, ლოდი თუ არ გადააგორე?
მკლავების ძალა თავისთვის ურგოა,
არც თავის ძალა ვარგა მკლავებისთვის,
ძალა არის განწირულებაში.
ლოგინში ლოდი ვინც გადააგორა, თვითონ გადაგორდა.
კლოუნები არა კვდებიან, კვდებიან გმირები,
იმიტომ, რომ კლოუნმა ითამაშა, გმირმა კი ისაქმა.
ჩემს ბავშვობაში მავთულებზე ისხდნენ ჩიტები
და ისკინტლებოდნენ.
ახლა მავთულებზე სხედან ბიჭები და იწიტებიან.
რაც უფრო ბრწყინავს ცხოვრება, მით უფრო ემსგავსება იმას, რაც იყო.
რაც უფრო შენდება ჩვენი ქალაქები,
მით უფრო ემსგავსება იმას, რაც დაინგრა.
რაც უფრო ბრწყინავს ჩვენი ქალაქები,
მით უფრო ემსგავსება იმას, რაც დაიწვა.
– აღარ დავლევ!
ეშმაკს კი ნუ ენაძლევები, შენს თავს შეურიგდი.
ეშმაკთან დანაძლევებული უკვე მახეშია,
თავის თავთან შერიგებულს კი გზა არ ყოფნის სრულყოფისაკენ.
წიგნიდან “მთავარი გამთამაშებელი”, „ინტელექტი“, 2012.
ბესიკ ხარანაული
1 note · View note
sosomikeladze · 8 months ago
Text
ლიონელ რიჩი - ჰელო (ქავერი) 
Lionel Richie “Hello”, 1983 “Hello” 70-80-იანების თაობის განსაკუთრებული ჰიტია, რომელიც პრაქტიკულად ყველა დისკოთეკაზე ისმოდა, ჰიტს ჰგონდა პრაქტიკულად მსოფლიო აღიარება. აღსანიშნავია, რომ როგორც მუსიკა ასევე ტექსტი და შესრულება ეკუთვნის ლიონელ რიჩის, რომელიც იმ ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული სონგრაითერია (რად ღირს მაგალითად, “We are the world”-ის თანაავტორობა). მოკლედ, გისურვებთ სასიამოვნო…
Tumblr media
View On WordPress
0 notes
sosomikeladze · 3 years ago
Text
საქართველო ლამაზო (დემო, საქსაფონი) - Georgia the beautiful
საქართველო ლამაზო (დემო, საქსაფონი) – Georgia the beautiful
“საქართველო ლამაზო” (დემო, საქსაფონი) სამოყვარულო კლიპში შევიტანეთ ბევრი რამ, რაც საქართველოს სახელს და ცნებას უკავშირდება – საქართველოს ბუნება, საქართველოს შვილები, საქართველოს ემიგრაცია, მისი დიდი ნოსტალგია და ტკივილი, ქართველი ხალხის მიერ განვლილი ტანჯული გზა, ჩვენი ქართული სითბო, ჯიგარი და ადამიანური ურთიერთობები, ვაზისადმი სიყვარული. მადლობა ყველას, ვინც უფრთხილდება საქართველოს! უფალო,…
Tumblr media
View On WordPress
0 notes
sosomikeladze · 3 years ago
Text
Killing me softly (ქავერი, დემო)
Killing me softly (ქავერი, დემო)
კიდევ ერთ თხოვნას ვასრულებ; ამჯერად Sophie Dvalishvili-ს სურვილით ცნობილი ამერიკული სიმღერა “Killing me softly”.ამ კომპოზიციის მრავალი ინტერპრეტაცია არსებობს. მე კი შევარჩიე სწორედ ჯაზური ვერსია, რომელიც უფრო ლირიული და სახასიათო მომეჩვენა (ყველაფერთან ერთად თავად ეს არანჟირებაც საუკეთესო იყო მათ შორის, რასაც ინტერნეტ-სი��რცე გვთავაზობს, IMHO).მოკლედ, ღამის დროს უხდება ასეთი საქსაფონი, სუბტონით,…
youtube
View On WordPress
0 notes
sosomikeladze · 3 years ago
Text
კომპოზიცია "წლები" (ფრაგმენტი)
კომპოზიცია “წლები” (ფრაგმენტი)
tariner #saxaphone #love რომანტიულმა ფიქრებმა ბაიათების განწყობა მოიტანა და უცებ დავამღერეთ საქსაფონზე ცნობილი სომხური სიმღერა “წლები”, თურქული გულამოსკვნილი სერიალების ფონზე ❤️მხოლოდ პოზიტივი და სიკეთე…და, რა თქმა უნდა, სიყვარული და მხოლოდ სიყვარული!ყველაფერი კარგად იქნება ❤️
youtube
View On WordPress
0 notes
sosomikeladze · 3 years ago
Text
"სიმღერა საიდუმლო ბაღიდან" (ქავერი)
“სიმღერა საიდუმლო ბაღიდან” (ქავერი)
საქსაფონის ათვისების პროცესი წინ მიიწევს!შემოდგომაა და ვსარგებლობ შემთხვევით ორი ლამაზი მდგომარეობა ერთმანეთს შევუხამო – მშვენიერი მელოდია და ულამაზესი პეიზაჟები.თქვენს წინაშეა ცნობილი დუეტის “Secret garden”-ის სახელგანთქმული და ნატიფი კომპოზიციის ჩემეული ქავერი.გისურვებთ სასიამოვნო ნახვას!რა თქმა უნდა, მოიწონეთ და დააკომენტარეთ! #secretgarden #საქსაფონი #შემოდგომა #sax
youtube
View On WordPress
1 note · View note
sosomikeladze · 3 years ago
Text
შოუ უნდა გაგრძელდეს...
შოუ უნდა გაგრძელდეს…
1 თვე გავიდა, რაც თვალზე გადატანილი მძიმე ოპერაციის შემდეგ, გადავწყვიტე არ შევგუებოდი პრობლემებს – შემეძინა საქსაფონი და მესწავლა მასზე დაკვრა.ჰოდა, დღეს უკვე წარმოგიდგენთ პიერ ბაშლეს უკვდავ კომპოზიციას „ემანუელა“, რომელიც ფაუსტო პაპეტის საშემსრულებლო ოსტატობის წყალობით დიდხანს დარჩება ესთეტიკის მოყვარული მსმენელის მეხსიერებაში.რა თქმა უნდა, ველოდები პოზიტიურ შეფასებებს!
youtube
View On WordPress
0 notes
sosomikeladze · 3 years ago
Text
პოლ მორიას "ტოკატა" - გიტარა vs საქსაფონი (დემო)
პოლ მორიას “ტოკატა” – გიტარა vs საქსაფონი (დემო)
ბევრ ჩვენგანს კარგად ახსოვს პოლ მორიას ორკესტრის მიერ შესრულებული ეს ლამაზი კომპოზიცია. გთავაზობთ 2 ჩემეულ ინტერპრეტაციას. რა თქმა უნდა, ველოდები თქვენგან პოზიტივს, სითბოს, მოწონებებს და გაზიარებებს ❤ ❤ გმადლობთ! მშვიდობიან ღამეს და დღეს გისურვებთ! ❤
youtube
View On WordPress
1 note · View note