#ფილმ��
Explore tagged Tumblr posts
Link
0 notes
Photo
❝დღე, როდესაც შენ აღარ გენდობი, ჩემს ცხოვრებაში უკანასკნელი იქნება...❞ - მსახიობი რომი შნაიდერი ამ რეპლიკას ფილმ „კრისტინადან“ მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იმეორებდა. ის ალენ დელონს სიცოცხლის ბოლომდე ენდობოდა ♡ ფოტოზე რომი შნაიდერი და ალენ დელონი ნიშნობის დღეს ლუგანოში, შვეიცარია, 1959 წელი // Romy Schneider & Alain Delon celebrating their engagement in Lugano, 1959
#alain delon#romy schneider#cinematography#couples#romance#love#kissing#black and white photography#romantic
17 notes
·
View notes
Photo
ხელოვნება, თავისუფლებისთვის ბრძოლა, სიყვარული, უფრო მეტი ხელოვნება, მეგობრობა, ღალატი, სისტემის სიმახინჯის ჩვენება, მეტი თავისუფლება, ხელოვნება, ხელოვნება და იმდენი ხელოვნება, რომ ვერ წარმოიდგენთ ვერასდროს.
2019 წლის 7 იანვარს ვუყურე ფილმ “Dead Poets Society”-ს.
ჩ���მი აზრით, მარტო იმიტომ დავიბადე, რომ ეს ფილმი მენახა.
ორსაათიანი ფილმი არ მეყო, ღმერთო, კიდევ მინდოდა.
ცუდი ვერაფერი ვუპოვე ფილმს, საერთოდ ვერაფერი.
Carpe Diem, მეგობრებო.
(ეს “მეტი თავისუფლება” რა ჯაფარასავით გამომივიდა, ჩმკაი)
1 note
·
View note
Text
კანონგარეშე (ნაწილი პირველი)
პატრიოტი ამბოხებულები, ფირალები, ყაჩაღები, აბრაგები, ადამიანები, ვინც სახელმწიფომ კანონგარეშე გამოაცხადა. ნაწილი სამართლიანად, უმრავლესობა სისტემამ ვერ აიტანა და უსამართლოდ გაწირეს
ჯეოსელისა და ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი “ციფრული ფოტომატიანე”
გურული ფირალები სატუსაღოში
გოჩა მეგრელიშვილის სურათებიდან
გსმენიათ ლექსი "ძმა ბიჭებში დაჩაგრული მე ვარ სიმონა დოლიძე შვიდი წელი შემისრულდა არ მიძინია ლოგინზე" ? დიახ, დიახ შუაში ლეგენდარული ფირალი სიმონიკა დოლიძეა!!! მარცხნიდან: ალექსანდრე (აცანდრე) კვერღელიძე, სიმონ დოლიძე, ხომერიკი. ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია
გურული მებრძოლი:)) ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის არქივიდან
პავლე ლაბაძე, ალექსანდრე ცაგურიშვილი, ლეო კერესელიძე, სერგო ლაბაძე "ქართული ლეგიონი" ანტირუსული წინააღმდეგობის მონაწილეები მზაღო ცაგურიშვილი-ჯაფარიძის სურათებიდან
კონსტანტინე ჯოგლიძე ოჯახთან ერთად კონსტანტინე 1941 წლის ივნისში მონაწილეობდა ანტისაბჭოთა ამბოხებაში. ეკატერინე ებრალიძის სურათებიდან
აკაკი ბაქანიძე ქვემო სვანეთის რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე კკპ(ბ)-ს წევრი, საკავშირო კპ(ბ)-ს წევრი 1925 წლიდან; გაირიცხა 1937წ. დაპატიმრების გამო. ბრალად დაედო, რომ 1935 წ. შევიდა მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციაში, სადაც ეწეოდა კ/რ მავნებლურ საქმიანობას. სასჯელის ზომა - დახვრეტა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
1924 წელი, ლევილი ➡ ქაქუცა ჩოლოყაშვილს (მარცხნიდან პირველი) საქართველოდან წასვლა უკვე მოუწია, იწყება მისი ცხოვრების ემიგრანტული პერიოდი . ამ სურათში მის გვერდით არიან მარი ციციშვილი და რომან დიუგო, რომელმაც 1927 წელს დაწერა წიგნი " მოსკოვი და წამებული საქართველო"
პეტრე მამრაძე ინჟინერი, ჰიდროტექნიკოსი და არქიტექტორი იყო. დააპროექტა შირაქის წყალსადენი, სამგორის ველის მორწყვის სქემა, 1932–1937 წლებში დაამუშავა კურორტ წყალტუბოს კეთილმოწყობის გენერალური გეგმის ძირითადი სქემა სახელმწიფომ მადლობის მაგივრად მას ფატალური განაჩენი გამოუტანა. 1937 წელს პეტრე მამრაძე ტუსაღობაში გატარებული წლების დროს დაზიანებული ჯანმრთელობის გამო დაიღუპა. პეტრე მამრაძის საოჯახო ალბომიდან
დავით ქარცივაძე (მეჩონგურე) მთელი ცხოვრება სი��ვდილს თვალებში უყურებდა. იყო სოციალ-დემოკრატი და აქტიურად ჩართული რევოლუციურ მოძრაობაში. მეფის პერიოდში დახვრეტა მიესაჯა, მაგრამ ბოლო მომენტში შეიწყალეს .1924 წელს კი ბოლშევიკებმა არ დაინდეს ნიკოლოზ უგრელიძის სურათებიდან
პოლიტიკური პატიმარი ბოლშევიკების მიერ განწირული უცნობი მამაკაცი. სასჯელს იხდიდა 40-ან წლებში ირაკლი ვართაგავას სურათებიდან
ტყის ძმები ვანო ჭიკჭიკაშვილი და ზალიკო სვიმონიშვილი წინა პლანზე წამოწოლილია ვანო ჭიკჭიკაშვილი(მანაველი) მეორე ზალიკო სვიმონიშვილი. 1896 წელი საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სურათებიდან
ეს ბატონები გურიის რესპუბლიკის ჩამომყალიბებელნი და ბახვის მანიფესტის ავტორები არიან გურიის რესპუბლიკამ სულ რამდენიმე თვე იარსება და 1906 წელს რუსებმა ძალაუფლება აღადგინეს
ლია ელიავა და თამარ წულუკიძე ფილმში "ქალის ტვირთი" თამარ წულუკიძე იყო სანდრო ახმეტელის მეუღლე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიის 29.06-1937 წ. დადგენილებით მიესაჯა ათი წლით პატიმრობა, 5 წლით უფლების აყრით და პირადი ქონების კონფისკაციით. 1956 წელს ამნისტირებულია
დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო მინისტრი გრიგოლ გიორ��აძე სურათი გადაღებულია 1933 წლის აგვისტოში, იაროსლავლის იზოლატორიდან გამოსვლის დღეს გრიგოლ გიორგაძე 1918-1919 წლებში იყო საქართველოს სამხედრო მინისტრი. ბოლშევიკებმა 1930 წელს დააპატიმრეს და სამი წლი იაროსლავლის პოლიტიკური იზოლატორის „ერთეულში" მოათავსეს 1933 წელს გადაასახლეს ყაზახეთში, მუშაობდა იურიდიულ კონსულტანტად 1937 წელს კვლავ დააპატიმრეს და დახვრიტეს. ვიქტორია გიორგაძის სურათებიდან
ქაქუცა ჩოლოყაშვილი თანამებრძოლებთან ერთად მარცხნიდან სხედან: ქაქუცა ჩოლოყაშვილი და გენერალი სპირიდონ ჭავჭავაძე. დგანან: ლელო ჩიქოვანი, ელიზბარ ვაჩნაძე და რაფო ერისთავი. გადაღებულია 1924 წელს, თურქეთში
ლეო კერესელიძე ერთ-ერთი დაუმორჩილებელი ქართველი, რომელიც მუდმივად დინების წინააღმდეგ მიდიოდა. "თეთრი გიორგის" და "ტრადიციონალისტთა" ორგანიზაციის დამფუძნებელი. ლევან თაქთაქიშვილის სურათებიდან
ივანე თუმანიშვილი ქალიშვილ ვერონიკასთან ერთად ქართველ თავადაზნაურთა კათოლიკური ოჯახის წარმომადგენელი ივანე თუმანიშვილი დიპლომატიურ უწყებაში მუშაობდა. ბოლშევიკებმა ის არ დაინდეს და 1937 წელს დახვრიტეს. ვერონიკა მუსიკის ღვაწლმოსილი პედაგოგი გამოვა, ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა და ჩვენგან რამდენიმე წლის წინ, 2009 წელს წავიდა
მაია გუგუნავას სურათებიდან
ქეთევან (ქეთუსია) მამიას ასული ორახელაშვილი განკვეთილი პარტიული ლიდერის მამია ორახელაშვილის შვილი, დირიჟორ ევგენი მიქელაძის მეუღლე. მკვლევართა ნაწილის აზრით მათი ოჯახის ტრაგედია გახდა თენგიზ აბულაძის ფილმ "მონანიების" საფუძველი. თვითონ ქეთევანი ქმართა�� ერთად დააკავეს და გამოიარა გადასახლებათა სუსხი დამანა მდივნიშვილის კოლექცია
გენერალი ვასილ იოსების ძე სტალინი (ჯუღაშვილი) "დიდი ბელადის" გარდაცვალების შემდეგ მისი კარიერა დასრულდა და სისტემამ ანტისაბჭოთა მოღვაწეობისათვის 8 წლით ციხეში გაამწესა, სადაც ფიზიკური მუშაობაც უწევდა. 1960 წელს ახალგაზრდა სტალინი ხრუშოვმა შეიწყალა,მაგრამ მალე კვლავ დააპატიმრეს. მორიგი გათავისუფლების შემდეგ ვასილი 1962 წელს, 41 წლის ასაკში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ბოლშევიკებმა სიკვდილის მიზეზად ალკოჰოლისგან ტოქსიკური მოწამვლა დაასახელეს, რაც დღემდე ეჭვს იწვევს ლევან გიორგის ძე დოლიძის კოლექცია
თბილისი ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის მეშვიდე კლასი 1905 წელი რუსთაველის პროსპექტზე მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციაში მონაწილეობის მიღების გამო ეს მოსწავლეები გიმნაზიიდან გარიცხეს ნოე ყიფიანი, გიორგი ბარნაბიშვილი,იოსებ გელიაშვილი გალაკტიონ ავალიანი, სიმონ კანდელაკი, ილარიონ დოლიძე, სიმონ ჩ���ეიძე, ნიკო ლორთქიფანიძე
ოთარ დადიანი მუშნი დადიანის ძმა. 1924 წლის აჯანყების აქტიური მონაწილე. ლევან ურუშაძის სურათებიდან
მუშნი დადიანი ოთარ დადიანის ძმა,პატრიოტი პოეტი ფსევდონიმით "მებრძოლი. 1924 წლის ამბოხებაში მონაწილეობის გამო ოთარისთან ერთად დახვრიტეს ლევან ურუშაძის სურათებიდან
მიშა ფიჩხაია დახვრეტილი იქნა ბოლშევიკების მიერ 1924 წელს
მეტეხის ციხის პატიმრები ლუარსაბ ტოგონიძის სურათებიდან
გადასახლებულნი :( მარცხნიდან: პირველი – ერმილე კვაჭანტირაძე, მესამე – ისიდორე რამიშვილი, მის უკან გიორგი კალანდაძე. გადაღებულია ასტრახანში,1928 წელს გუბაზ მეგრელიძის სურათებიდან
მიხეილ და რევაზ ერისთავები მათ განაჩენი კარალეთის წითელრაზმელებმა გამოუტანეს . ბრალად მხოლოდ წარმომავლობა დაედოთ ,,,,,,1924 წლის ამბოხების პერიოდი იდგა
ეს ბატონები არც მეტი, არც ნაკლები სამხედრო ტყვეები არიან, რომლებიც პირველ მსოფლიო ომში გერმანელებმა ტყვედ შეიპყრეს. მარცხნიდან პირველი - ალექსი ჯიქურიძე. გიტარით ხელში - უცნობი პირი გვარად ასათიანი ვიტალი ქენქაძის სურათებიდან
1 note
·
View note
Link
0 notes
Photo
2020 წლის 13 აგვისტოს ვუყურე ნეთფლიქსის დოკუმენტურ ფილმ Travis Scott: Look Mom I Can Fly-ს და დაპოსტვა დამავიწყდა.
თრევის სქოთის და ასთროვორდის ურთიერთობაზეა.
ქარდი ბიმ როგორ მოუგო ასტროვორდს, მაგაზეა.
გრე��ი რა საშინელებაა, მაგაზეა.
თრევისი რა საყვარელია მაგაზეა.
მოკლედ, უყურეთ თუ თრევისი გიყვართ.
0 notes
Photo
თოდ ფილიფსის ფილმი.
ხო, იმ კაცის, ჯოკერი ვინც გადაიღო.
25 ივნისს ვუყურე ფილმ Road Trip-ს და თან მომეწონა, თან არა.
ალბათ, მოწონების ხასიათზე არ ვიყავი.
ძაან სასაცილო არ იყო მარა თავისი მომენტები ჰქონდა.
ისე, რავი, ყურებად ღირს.
თოდ ფილიფსის გადაღებულია.
ვახ, საიდან სადაო.
0 notes
Photo
23 ივნისს ვუყურე ჩემი ახალგაზრდობის დროინდელ ფილმ 17 Again-ს.
ისე, ყველაფერს მივცემდი, იმისთვის რომ ისევ 17ის ვიყო.
რომკომებში ახალი ტენდენცია დავაფიქსირე და ძალიან მომწონს: მთავარი გმირის ძმაკაცები ყველაზე სასაცილო გმირები არიან. აი, ამის მერე დააკვირდით ხოლმე და თქვენც დარწმუნდებით.
ფილმს რაც შეეხება, ბევრი ვერაფერი, დროის გასაყვანად კარგია, ალბათ.
0 notes
Photo
რებელ ვილსონი რა მაგარი ტიპია ხალხნო!
და რა კარგად გამოიყურება.
არა, არა, მართლა..
აქაოდა მსუქანიაო.. მერე რა?
40 წლისაა, რომ იცოდეთ.
ო რ მ ო ც ი !
ხოდა, ფაქტია, კარგად გამოიყურება.
18 ივნისს ვუყურე ნეთფლიქსის ფილმ Isn't It Romantic-ს.
ესეც ძალიან მომეწონა.
რომკომები ჩემი სისუსტეა.
რომკომები და როშენის ვაფლი.
ვახ, თან რა კარგი ხალხი მონაწილეობს.
თან რაღაცნაირი მოირონიულო რომაა.
უყურეთ, გაასწორებს.
0 notes
Photo
9 აპრილს ვუყურე ფილმ Vivarium-ს
უუ, მომეწონასავით რა
უფრო მეტი შეეძლოთ
მარა ყურებისას ცოტა არ იყოს on edge ვიყავი
აუ არა, დიდი ვერაფერი.
0 notes
Photo
2020 წლის 13 მარტს ვუყურე ფილმ Sonic The Hedgehog-ს.
საყვარელი ფილმი იყო
სასაცილო.
თან სონიკია, რა, გინდა არ გინდა გიყვარს.
სანახავად ღირს.
ლამაზი საოჯახო ფილმი.
0 notes
Photo
დოსტოევსკის ორეული გაქვთ წაკითხული?
ხოდა, ეს ფილმ�� ეგ წიგნია.
ფილმი იმაზე, თუ როგორ სტრესავს საზოგადოება ადამიანებს
და ბლა ბლა ბლა.
კარგი ფილმი იყო, კი, მარა ჩემთვის ცოტა მოსაწყენი.
ბოდიში ჯესი, იმის მიუხედავად, რომ საზოგადოებისგან გარიყული ადამიანების თამაში კარგად გამოგდის, 2019 წლის 16 ნოემბერს ფილმ The Double-ს რომ ვუყურე, ვინანებსავით.
1 note
·
View note
Photo
რიმემბა ჰუ იუ აააარ
15 ოქტომბერს ვუყურე ფილმ The Lion King-ს და რა აზრისაც ვარ ამ ფილმზე თუ გაინტერესებთ, აი ეს წაიკითხეთ.
ანდა არ წაიკითხოთ, მარტო ერთი წინადადება მიწერია.
0 notes
Photo
2019 წლის 8 სექტემბერს ვუყურე სამხრეთ აფრიკულ ფილმ “Chappie”-ს.
აუ აუ ძალიან მომეწონა, დი ანთვურდიც რომ დააკვდა ფილმს, საგულისხმოა.
მოკლედ, მადლობა არსებობისთვის
0 notes
Photo
17 ივლისს ვუყურე ნეთფლიქსის ფილმ “Swiped”-ს.
მომაბეზრებელი იყო, ნახევარი ფილმი მეძინა.
ხოდა, ესე იგი, რომ დავფიქრდეთ, არც მინახავს, ხო?
ადონო.
მოკლედ, არ მომეწონა.
ეს ნეთფლიქსის ახალი სექსუალური ბიჭია, თუ არ იცნობთ, გაიცანით.
მთელი დასავლეთ ნახევარსფერო მაგაზე გიჟდება.
0 notes
Photo
ასევე 15 ივლისს ვუყურე ნეთფლიქსის ფილმ “Little Evil”-ს და ერთხელ სანახავად ძალიან კარგი იყო.
მარა შანსი არ გაქვთ ეს მეორეჯერ ჩავრთო.
6 ქულა.
ეგეც ბევრია
ეყოს.
0 notes