Tumgik
#გრამატიკა
studywmei · 5 months
Text
会 VS 能 VS 可以
会, 能 და 可以 სამივე ნიშნავს შეძლებას, მაგრამ რა სხვაობაა მათ შორის?
განვიხილოთ მათი მარტივი მნიშვნელობები:
会 გამოიყენება შესწავლილ უნარებთან და შეიძლება ვთარგმნოთ როგორც "ცოდნა"
我们 都 会 游泳 。(ცურვა ვიცი/ცურვა შემიძლია)
我会说中文。(ჩინური ვიცი/ჩინურად საუბარი შემიძლია)
能 შეძლება; უნარის ქონა
你 能 吃 三 碗 米饭 吗 ?(სამი ჯამი ბრინჯის ჭამა შეგიძლია?)
你能来吗?(მოსვლა შეგიძლია?)
可以 ნებართვა
老师 ,我 可以 早点 走 吗 ?(მასწავლებელო შეიძლება ადრე წავიდე?)
可以听语音吗? (შეიძლება მუსიკას მოვუსმინო?)
მაგრამ ამ სამს შორის კვეთაც ხდება ხოლმე
Tumblr media
A: შესწავლილი უნარი/ცოდნა(会 უფრო ხშირად გამოიყენება, ვიდრე 能) B: ნებართვა/ თხოვნა (გამოიყენება 能 ან 可以) C: შესაძლებლობა (გამოიყენება 能 ან 可以) D: უფლების არ მიცემა (不可以) E: რაღაც შეუძლებელია (不能)
ახლა კი განვიხილოთ კონკრეტული შემთხვევები
უნარის/შესაძლებლობის გამოხატვა:
ამ სამიდან "შესაძლებლობას" გამოხატავს 会 და 能
გრამატიკული სტრუქტურა: 会/能 + ზმნა
他会修电脑。(კომპიუტერის შეკეთება შემიძლია/ვიცი)
我会跳舞。(ცეკვა შემიძლია/ვიცი)
你能记住所有国家的名字吗?(ყველა ქვეყნის სახელის დამახსოვრება შეგიძლია? / ყველა ქვეყნის სახელს დაიმახსოვრებ?)
ნებართვის გამოხატვა:
ნებართვის ასაღებად გამოიყენება 可以, მაგრამ ასევე შეიძლება ჩანაცვლდეს 能-ით.
დაიმახსოვრეთ კითხვებზე პასუხის გაცემისას დადებითში მხოლოდ 可以 შეიძლება გამოვიყენოთ (რადგან უფრო ბუნებრივად ჟღერს), ხოლო უარყოფითში 不能/不可以.
可以/能 + ზმნა
A: 我能在这里抽烟吗?(აქ სიგარეტის მოწევა შეიძლება?) B: 不可以。(არ შეიძლება)
我可以/能进来吗?(შეიძლება შემოვიდე)
你可以/能帮我一下吗? (შეგიძლიათ დამეხმაროთ?)
不可以/能带危险物品上车。(მანქანაში საშიში ნივთების შემოტანა არ შეიძლება.)
შესაძლებლობის გამოხატვა:
能 და 可以 გამოხატავს რომ რაღაცის მოხდენის შესაძლებლობა არსებობს
下个月我们就要结婚了,你的父母能/可以来中国吗?(მომავალ თვეში ვქორწინდებით, შენს მშობლებს შეუძლიათ ჩინეთში ჩამოსვლა?/შენი მშობლები ჩინეთში ჩამოვლენ?)
მომავალზე საუბარი:
მომავალზე საუბრისას მხოლოდ 会 გამოიყენება.
会 + ზმნა
明天你会来吗?(ხვალ მოხვალ)
一会儿会下雨吗?(მალე იწვიმებს?)
很:
很会 ნიშნავს რომ ვიღაცას რაღაც კარგად გამოსდის
这个女孩子很会唱歌。(ეს გოგო ძალიან კარგად მღერის)
我的妈妈很会做饭。 (დედაჩემი ძალიან კარგად ამზადებს საჭმელს)
很能-საც მსგავსი მნიშნელობა აქვს და ატარებს გაოცების ტონს
你很能吃嘛! (მწარე საჭმელს კარგად ჭამ)
你很能睡啊。(რა ძილის გუდა ყოფილხარ!)
1 note · View note
sheniekimi · 6 months
Link
0 notes
mushrumhed937 · 1 year
Text
0 notes
courierrsix · 2 years
Note
გილოცავ დაბადების დღეს! იმედი მაქვს, რომ შენი დღე მშვენიერია 💕 (ბოდიში თუ ჩემი გრამატიკა ცუდია ჰეჰე)
OH SHIT I'M SO SORRY FOR REPLAYING SO LATE :( მადლობა ცემო საყვარელო მადლობა დიდი <333
1 note · View note
tamrikojobadze · 4 years
Text
სკოლა სურამში დავამთავრე.1999- წელს. მე იმ ბავშვების კატეგორიას მივეკუთვნებოდი, სკოლის დამთავრება რომ არ უნდოდათ და არც ოცნებობდნენ. საოცნებო მასწავლებლები მყავდა, დირექტორი სკოლის, ყველაზე კარგი და დიდი მეგობარი ჩვენი.
ალბათ, გაიფიქრებთ, დირექტორი  და მეგობარი? მაგრამ გიპასუხებთ, რომ, აი, ასე ახერხებდა, მეგობრულად, ყველაზე კარგ და თბილ ურთიერთობებს, არა მარტო ბავშვებთან, არამედ ყველა მის კოლეგა მასწავლებელთან. 
ბუნებრივია, დაგაიანტერესდებათ რა ერქვა ჩემს დირექტორს, ჩემს დირექტორს და ჩვენს მეგობარს- თამარ  ჯობაძე ერქვა.
ასე გადიოდა სკოლის  წლები, ეს წლები ცხოვრების საფეხურები იყო. ყოველ წელს ახალ საფეხურზე ავდიოდით, მეგობრობის, სიყვარულის და ერთგულების, გარდა იმისა, რომ კლასიდან კლასში გადავდიოდით.
თუ ჩემი მეგობრის პროფესია გაინტერესებთ, თამრიკო მასწავლებელი, გერმანისტი იყო, იცოდა რამოდენიმე ენა, მაგრამ სპეციალობით გერმანისტი იყო.
მე მაინც მგონია და ჩემს მეგობრებს, რომ ის სპეციალობით, მეგობარი იყო ☺ ...
მისი მისია ამის სწავლა იყო - მეგობრობის !
GUTEN MORGEN  FREUNDE.
დილის რვა  საათია, ფანჯრიდან, მხოლოდ ქარი და თოვლი ჩანდა, სკოლაში უნდა წავიდე.
დღეს ექვსი  გაკვეთილი მაქვს.
ბავშობაში თუ ბაბუა კიბეს არ გამიკვალავდა ზამთარში, სკოლამდე ვერ მივიდოდი,
ამიტომ, ჩემი მეგობრობის სწავლა და სკოლისკენ წასვლა, ბაბუას გაკვალულ ბილიკზე იყო დამოკიდებული, კიბე ყოველთვის გაკვალული მხვდებოდა...
ხელის შევლება ცხოვრებაში,რომ რაღაც ნახო, ისწავლო, ზოგჯერ ძალიან იოლი თოვლის გაკვალვით  შეიძლება  შემოიფარგლებოდეს .
ცხრა საათია. სკოლის კიბეებთან ვარ, ჩემს კლასში.
პირველი გაკვეთილი გერმანული მაქვს.
-გამაარჯობა ბავშვებო.
-გამარჯობა, თამრიკო მას.
-დღეს ყველა ხართ?
-თქვენს გაკვეთილზე ყოველთვის ყველა ვართ !
-ორშაბათს ბავშვებო ძველი ახალი წელია და ყველა აქ, ერთად, სკოლაში შევხდეთ  .
ჩვენ, რა თქმა უნდა, სიხარულისგან აღარ ვიცოდით რა გვექნა.
-შევხდეთ მას!
-სკოლის მეკვლე ვინ იქნება?
-თქვენ იყავით მას!
-სკოლას მეგობრობა და სიყვარული დავაბედოთ.
თამრიკო მასწავლებელს გაეცინა, მან ყოველთვის კარგად იცოდა, თავის ღირსებების შესახებ, მაგრამ ყოველთვის ცდილობდა ეს ყველაფერი საქმით გაეკეთებინა, ეს საქმით გაკეთება მოგეხსენებათ უფრო რთულია, ვიდრე, ადგე ,ასე ჩემნაირად, გახსნა „ვორდი „ და წერო ☺ 
ამ ძველმა ახალმა წელმა სიხარულით ჩაიარა.მეგობრობა და სიყვარული სკოლის მეკვლე ნამდვილად იყო.
ის დღე არასოდეს დამავიწყდება, მაშინ თოვლი ბრჭყვიალებდა ხოლმე რაღაცნაირად, რაც ამ ბოლო წლებში სურამში აღარც კი შემიმჩნევია.
ვერცხლისფერი თოვლი, ყველაზე ლამაზი თოვლია, ფიქრიანი ...
სამკაულებათ ასხმული აქვს ეს ციმციმი და ელვარება.
ჩემი კლასელების უმეტესობა და ამჟამინდელი მეგობრების,თითქმის ყველა ვემზადებოდით გერმანულში, სულ სიხარულით და სიყვარულით იყო ხოლმე ის აღმართი ავლილი. ვის ახსოვდა, რომ ყველაზე რთული გრამატიკა (გერმანულის) დღეს იქნებოდა გამოსაკითხი.
(Präsens)
 (Präteritum)
 (Perfekt)
 (Plusquamperfekt)
ეს ყველა დრო მენატრება ...
Guten morgen  Freunde.
მრგვალი მაგიდა, რომელზეც გერმანულს გვამეცადინებდა თამრიკო მასწავლებელი,
დიდი ხის (კაკლის)  მაგიდა იყო, მასიური, მაღალ ფეხებზე იდგა შველივით და ჩემი მასაწვლებლის, იმ დიად ხასიათს კიდევ მეტად  ხაზს უსვამდა თავისი ხარისხიანობით.
ეს მაგიდა, როგორც თამრიკო მასწი გვეუბნეოდა, მამამისმა ბიჭვინთიდან ჩამოიტანა.
ოჯახის რელიქვია იყო.
ბავშვები ერთმანეთთან ახლოს ვისხედით გაკვეთილზე. ბერვს ვლაპარაკობდით ხშირად იმაზე, თუ როგორ ვიქნებოდით ვთქვათ ოცი წლის შემდეგ.
-იცით, ბავშვებო, დრო გავა და შეიძლება, ერთმანეთი, თვე გავიდეს და ვერ ნახოთ.
არასდროს დამავიწყდება ჩემი გაკვირვებული სახე, როგორ? თვეე?
-კარგით რა თამრიკო მას, რა თვე, ლევანი რომ მეორე დღ��ს არ ვნახო,
აბა რა უნდა გავაკეთო, ან თიკო, ან გიორგი...
ეს სახელები  ჩემი საუკეთესო მეგობრების სახელებია,
ყველა სახელი მიყვარს, ადამიანებიდან გამომდინარე.
-დამიჯერეთ, ასე იცის დრომ და ასაკმა, ვერ ნახავთ, მაგრამ სიყვარლული და სითბო ისევ ისე
იქნება, როგორც დათესეთ და გაქვთ.
ეს ამბავი ძალიან მაკვირვებდა,მწყინდა და ვფქირობდი, ნუთუ ჩვენი ყველაზე მაგარი მეგობარი ამას ფიქრობს? მაშინებდა და არაფრით არ მინდოდა ამ საკითხში  მას დავთანხმებოდი.
ახლა ოცი წლის მერე ეს ყველაფერი მართლაც ასეა...როცა უმარვაი საქმე გაქვს, როცა სამსახური დილის ცხრაზე გეწყება და ღამის ცხრაზე სახლში ხარ, ორი კაპიკის გამო და ფიქრობ,ნეტა ახლა იმ მრგვალ მაგიდაზე ვიჯდე, ვისმენდე იმ ბავშვბის ხმას, თამრიკო მასწავლებლის  სიცილის...
Guten morgen  Freunde.
ჩვენის მსგავსად სხვა ბევრი კლასი ჰყავდა გასტუმრებული, რომლებსაც მართლაც ალბათ ჩვენზე მეტი ასწავლა. მეგობროვააცა და სიყვარულიც, ჩვენზე მეტს იმიტომ ვამბობ, რომ ის მოსწავალეები ბევრჯერ მინახავს თავიანთი კარგი ღირსებებით. დაე იყოს ასე, მჯობნის მჯობნი...
ჰოდა, ეს მჯობნის მჯობნი ბავშვები,ხშირად აკითხავდნენ ხოლმე ჩვენს დირექტორ-მეგობარს,
„გაიტაცებდნენ“ და იმ დღეს ჩვენ გერმანული და მეგობრობის გაკვეთილი გვიცდებოდა.
ეს დღე და ეს დიდი გოგო ბიჭები,სიმართლე გითხრათ, არ გვიყვარდნენ, რადგან ამ გატაცეების დღეებს ჩვენს დანაკლისად ვთვლიდი.
მაშინ,ეს „დიდი“ ბავშვები“ სადღაც,ოცდახუთი წლისანები იყვნენ მაგათზე გადაღრძუებული ბებრები არავინ მეჩვენებოდა ☺ . სკოლის კიბეებზე  ისე ნელა ამოდიოდნენ სულ სიცილით ვკვდებოიდთ.
-ნახეთ, ნახეთ,ძლივს დადიან.
-მოდიან, ფანჯრიდან დავინახე-ჩამესმის თიკოს ხმა.
-ბებრები?  ☺ 
-რით არ დაიღალნენ?
ახლა ვზივარ და ვფქირობ, რომ ასაკს და დროს არა აქვს მნიშვნელობა, მეგობრობას და სიყვარულს, სულ სწავლა უნდა გაღრმავება, გამეორება და გადახედვა  ...
ეს ბავშვები კიდევ, ასე ცოცხალ მაგალითს აკითხავდნენ და იმეორებდნენ და მისგან ისევ ბევრს  იღებდნენ.
ბევრი მეტიჩარა გოგო მყავდა კლასში ჩემი თამადობით, ყველას გვყავდა ეგრეთწოდებული „პაკლოვნიკები“ აი ეს თემა, ძალინ სასიამოვნო განსახილველი იყო თამრიკო მასწავლებელთან.
ის ყოველთვის გვეუბნეოდა,რომ ვიღაც აუცილებლად  უნდა გვიყვარდეს, ამ ყველაფერს მოაქვს დიდი სიხარული და ბედნიერება.
Guten morgen  Freunde.
არცერთი ზაფხული მახსოვს, ჩავიდე სურამში და ჩემს მეგობართან არ ავიდე. ავივლი იმ ქუჩას,სადაც მთელი ბავშობა გავატარე, სახლს როცა მივუახლოვდები ხოლმე, იმ მრგვალ მაგიდას ვუყურებ, ისევ იქ დგას თუ არა, ან თუ საერთოდ დგას! 
რა თქმა უნდა, ის ისევ იქ დგას, თილისმად ალბათ მეგობრობისა.
ამ მაგიდას არასდროს სუფრა არ ეფარა ხოლმე, ასე შიშვლად გვანახებდა თავის სიდიადეს, კაკლის (ხის)ბრწყინვალებას.
ახლა, ამ ჯერზე მაგიდაზე სუფრა იყო გადაფარებული და მე მივხდი, რომ თამრიკო მასწავლებელს აღარცერთი მოსწავლე აღარ ჰყავდა აყვანილი ...
Guten morgen   Freunde.
კაბინეტი, სადაც ჩვენი მეგობარი იჯდა, მოგრძო  იყო. უკან დიდი ფანჯარა სინათლეს მატებდა ოთახს. მაგიდის გასწვრივ ბევრი სკამი იდგა. ამ კაბინეტში ზოგჯერ გაკვეთილიც გვიტარდებოდა.
კარს დიდი სახელური ჰქონდა, შავი და გაღებისას ბურთულა, რომელიც კარის პირშია გაჩხერილი, რაღაცნაირად შევარდებოდა უცნაურ, ასეთ ხმას გამოსცემდა-ჭყლაპ.
-ჭყლაპ, შეიძლება თამრიკო მას,
-მოდით.
-თამრიკო მას, ნოდარს უნდა სალომეს ყვავილები მიართვას,
-სალომე ურზეა და მიართვას რაა.
-ან თქვენ რომ მისცეთ და აუხსნათ?
რომ ნოდარისგანაა...
-ჭყლაპ,კარი იკეტებოდა და
ეს მეგობრული თხოვნა აუცილებლად ასრულებული იყო...
როგორც ყველა მოსწავლეს, უამრავი ექსკურსიები გვქონდა, არცერთი არ მახსენდება ჩვენი დირექტორის გარეშე. ექსკურსიებზე, თამრიკო მასწავლებელს, რაღაცნაირად განსხვავებუალდ ეცვა, ვიდრე სკოლაში და იმის ინტერესი თუ როგორ გამოიყურებოდა იმ დღეს, მეტ ხიბლს ჰმატებდა ჩვენს ექსკურსიას.
-აუ, მას, ძაან ლამაზი ხართ.
-ოოჰჰ!
აი ეს ოჰჰ, ასე იცოდა კომპლიმენტის შეფერება.
ოჰჰ!
და ოჰჰ, ოცდაჩვიდმეტი წლის ვარ,ოჰ,ოჰ,ოჰ. განა მჯერა ჩემი ასაკი? განა მჯერა, რომ ჩვენს დირექტორს, კიდევ მეტი ასაკი აქვს ჩვენზე, განა მჯეროდა, რომ ზოგჯერ თვეში ერთხელ ვნახავდი ჩემს მეგობრებს, განა მჯეროდა, რომ თმას ოდესმე შევიღებავდი, განა მჯეროდა,რომ მრგვალი მაგიდა გადასაფარებელს იკადრებდა, არც ის მჯეროდა, რომ ჩემს შვილთან ერთად, ოდესმე თამრიკო მასწავლებლის ხშირი სტუმარი ვიქნებოდი, მხოლოდ მჯეროდა ის, რომ იმ ჩვენს მეგობრობას და სიყვარულს წყალი არასოდეს გაუვიდოდა.
Guten morgen Freunde.
ერთ მშვენიერ დღეს, სკოლის დამთავრების დროც დადგა, ბოლო ზარი, ბოლო გაკვეთილები.
მერე, როგორც ხდება ხოლმე,“გაჯაზებები“, მეორე დღეს ისევ შკრებები, ტანსაცმელზე წარწერები.ბოლო ექსკურსიები და სხვა...
ამ ყველაფრის მერე, ჩვენც გავხდით სტუდენტები-1999 წელს...
უნივერსიტეტის კარს არცერთხელ არ უთქვამს მსგავსი ბგერა-
-ჭყლაპ.
არც მრგვალი მაგიდა გვინახავს შიშვლად, იქ სულ სხვა ამბავი, სხვა ღირებულებეი იყო,
ბუნებრივია კარგი! 
თებერვლის საღამო იყო,მამიდამ დამირეკა.
მამიდა სკოლა დაიწვა. მამიდაჩემი ისტორიას გვასწავლიდა სკოლაში.
სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს,რა ვუპასუხე,
უფრო მეტიც, ვერც გავიგე რა მითხრა, რადგან მეგობრობა და სიყვარული, მხოლოდ სიკვდილის დროს იწვის და მაშინაც კი არა, ინახება და გულით ატარებ...
სოფო,მამიდა, ხო,ა სე დაიწვა, საკვამურიდან ცეცხლი გადავიდა.
სკოლა იმ წელს მართლა დაიწვა. რამოდენიმე მოსწავლემ, როემლებსაც დამთავრებული ჰქონდათ ეს სკოლა და სხვა ბევრმა ადამიანმა, ვინც ამ ყველაფრეს შეესწრო ცოტა, მაგრამ სკოლის ნივთების ცეცხლისგან გადარჩენა შეძლეს.
ასე უტრიალეს ბავშობას, ცეცხლის ქარბუქში. მე ეს ყველაფერი არ მინახავს და სიმართლე გითხრათ, ძალიან მიხარია, არ ვიცი ,როგორ გადავიტანდი.
ჩემი  და ჩემი მეგობრის მერხები ყველა დაიწვა, ჩემი ბავშობის რაღაც ნაწილი ამ ცეცხლმა ასე წაიღო, ხელიდან გამომაცალა ტკბილი მოგონება.
ახლა ყველა ყოფილი მოსწავლის მშურს, ვისაც აქვს სკოლა, ის კედლები, ყოფილი თავისი  კლასი, სადაც ბავშობა გაატარა.
სკოლის დირექცია სხვაგან გადავიდა, შენობაც ახალი მისცეს, არასდროს მქონია სურვილი იქ ასვლისა...
ჩვენს მრგვალ მაგიდას და თამრიკო მასწავლებელს, იმ კედლების სუნი აქვს, ამიტომ, როცა სკოლა და კალსი გვენატრება, ყოველთვის იმ აღმართს დავადგებით,სადაც მეგობრობა ვისწავლეთ!
საერთოდ აღმართს თუ არ აივლი, ჩავლაც ყვ���ლაფრის გაგიჭირდება.
Guten  morgen  Freunde.
ნიშნებს ყოველთვის მასწავლებლები გვიწერდნენ.
ჩვენს დირექტორს მხოლოდ ერთი რამ ესიზმრებოდა:
კარგი შეფასება,მეგობრობაში,სიყვარულში, ერთგულებაში.
„ძილში კი სიზმრებად მოდიან ბავშვები, მოდიან ბავშვები და ნიშნებს მიწერენ.“
ბავშვებო,რა ნიშანს მიწერთ?
-დიახ მას,ხუთიანს გიწერთ,
ჩვენს  აღზრდა -დამეგობრებაში.
Der,die,das,
Guten morgen  Freunde.
სოფო გოგოლაძე
0 notes
changali · 6 years
Photo
Tumblr media
„მარკუს ფაბიუს კვინტილიანე“-(თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა) 21-ე საუკუნის ახალი პედაგოგიკური კლასიკა პაატა ამონაშვილი „მარკუს ფაბიუს კვინტილიანე“ ნაწყვეტი რომანიდან (თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა) მარკუსმა ყურადღებით შეხედა დეციმეს და მონას სთხოვა: - მინდა ტუტუციეს თხზულება მოვისმინო, წაიკითხე... სვისტონიემ თავი დაუკრა, მოძებნა ბიჭუნას ფირფიტა და დაიწყო: -ეზოპეს არაკის შინაარსი ვირსა და ფილოსოფოსზე, მოთხრობილი აგენობარბე გნეიუს ტუტუციესგან: პატრონმა მიაბარა თავისი ვირი ფილოსოფოსს, რადგანაც სურდა პირუტყვი მეცნიერად ექცია . ფილოსოფოსი დაეხარბა ანაზღაურებას და შეუდგა ვირის სწავლებას, რომელსაც ბეჯითად უმეორებდა, თუ როგორ იყო მოწყობილი სამყარო. ვირს მან ვერაფერი ასწავლა, სამაგიეროდ, სამყაროს არსს ჩასწვდა თავად ფილოსოფოსი. ახლა ისმის ასეთი კითხვა: რას წარმოადგენენ თავად პატრონი და ფილოსოფოსი? მე ვფიქრობ, რაკი მათ გადაწყვიტეს ვირისთვის მეცნიერება ესწავლებინათ, მაშ, ისინი თავად არიან ვირები....“ აქ სვისტონიე შეჩერდა და დეციმეს კითხვის ნიშნით შეხედა: -მიბრძანებთ, დასასრულიც წავიკითხო? დეციმემ თავში ხელი შემოირტყა და კბილი კბილს დააჭირა მარკუსმა უბრძანა: -წაიკითხე! სვისტონიემ ჰაერი ღრმად შეისუნთქა და წეღანდელი მხატვრულობით დაასრულა კითხვა: -„რა არის თვით ჩვენი გრამატიკოსი, ბატონი დეციმე აგელატუსი? ის ჩვენ ხშირად გვიწოდებს ვირებს და ყოველ ჯერზე გვცემს სახაზავითა და ქამრით, თითქოს მართლა ვირები ვიყოთ, მრავალჯერ გვიმეორებს ერთსა და იმავეს. და, აი, მე განვსაჯე, რომ რაკი ის გვასწავლის ჩვენ-ვირებს, ესე იგი, იგავ-არაკის გმირთა შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ის თავადაც სხვა არაფერია, თუ არა დიდი ვირი...“ დეციმემ ხმამაღლა დაიწყო გოდება: -ვაი, მე საწყალი! დღეს ქამრის ოცდაათი დარტყმთ უნდა დამესაჯა! კვინტილიანემ წყენით დაიქნია თავი და მონას უბრძანა: -სვისტონიე, ახლა ბავშვებთან, მდელოზე წადი! მონამ თავი მორჩილად დახარა, ფირფიტები მოაწესრიგა და გავიდა. მცირე ხნის დუმილის შემდეგ კვინტილანემ აიღო ტუტუციეს ფირფიტა, ყურადღებით გადაიკითხა დაწერილი და თქვა: -შეხედე, დეციმე, მან უშეცდომოდ შეასრულა მთელი წერითი დავალება. ნაშრომის გრამატიკული მხარე უშეცდომოა. თხრობა გამართულია, ასოები ჩინებულადაა გამოყვანილი და სტილიც კარგია. შენ როგორ შეაფასებ ამ ნამუშევარს? დეციმემ გაოცებული მზერა მიაპყრო მარკუსს და მიუგო: -მარკუს, შენ, ალბათ, ხუმრობ? მან ხომ თავის მასწავლებლებს ვირები უწოდა?! რა მნიშვნელობა აქვს კარგ მარცვალსა და ჩემს შეფასებას? -გეთანხმები, თხზულება, შინაარსობრივად, უდავოდ, შეურაცხმყოფელია და გაკიცხვას იმსახურებს, მაგრამ, ამასთანავე, ის შესრულებულია უზადოდ და ფორმალურად უმაღლეს შეფასებას იმსახურებს. დიახ, მან შენ ვირი გიწოდა, მაგრამ ეს შეასრულა გამართულად, კარგი სტილითა და გრამატიკული შეცდომების გარეშე. დეციმე დაიძაბა: -ამით რისი თქმა გსურს? -ჩემთვის აშკარაა, რომ ბიჭის გონიერება შექებას იმსახურებს. ამ თხზულების დონე მავალდებულებს ბიჭის გადაყვანას რიტორთა ჯგუფში. დროა, მან უფროსებთან ერთად ისწავლოს. მისგან შეიძლება აღიზარდოს გამოჩენილი მჭევრმეტყველი, თუმცა ცუდი ჩვევები აქვს და თუ არ გამოვასწორებინეთ, ტუტუციე უზნეო ადამიანად ჩამოყალიბდება, თავის ნიჭს უღირსი მიზნებისთვის გამოიყენებს... და ვინ არის დამნაშავე, რომ ბიჭს ცუდი ზნე აქვს? რა თქმა უნდა, მისი აღმზრდელები და, პირველ რიგში, შენ, დეციმე... დეციმემ კვლავ თავში იტაცა ხელი და გოდებას მოჰყვა: -ვაი, მე უბედური... მარკუსმაც განაგრძო: -გამოდის, რომ ბუნებამ ბიჭი დააჯილდოა მახვილგონიერებით, მეცნიერული შესაძლებლობებით, ხოლო აღმზრდელებმა მას ჩაუნერგეს ცუდი ჩვევები და ხარვეზები. მშობლებისა და ახლობლებისგან შეითვისა ბევრი უარყოფითი, თქვენგან-აგრეთვე, გრამატიკა. შეურაცხყოფად ნუ მიიღებ, დეციმე, თუ ჩვენ ამას არ გამოვასწორებთ, მაშინ ტუტუციე აღიზრდება დიდებული ორატორი, ბრწყინვალე მჭევრმეტყველების უნარით, რომელიც თავის შესაძლებლობებს გამოიყენებს მხოლოდ ცუდი საქმეებისთვის. და რაც მეტად გაიფურჩქნება მისი ტალანტი, უფრო მეტ ბოროტებას ჩაიდენს. აგელატუსმა მძიმედ ამოიხვნეშა და მიუგო: -რას ამბობ, მარკუს? შენ მე მადანაშაულებ ტუტუციეს ცუდი ზნე-ჩვეულებების გამო? -დიახ, ამაში შენი დანაშაული საგრძნობია. ბავშვები იმეორებენ ხოლმე შენს ქცევებს და შენში ისინი ხედავენ მხოლოდ მბრძანებლურ უხეშობას, ღრუბელივით იწოვენ შენს სისასტიკეს. ეს ხარვეზები, შესაძლოა, ვეღარც დიდობაში აღმოიფხვრას მათში. ამიტომ იხრჩობა რომი ძალადობასა და ბოროტებაში, ძარცვასა და ომებში.ჩემზე კი არ უნდა გაბრაზდე, დამოკიდებულება უნდა შეიცვალო ბავშვების მიმართ.
0 notes
sheniekimi · 6 months
Link
0 notes